imedi /  09 ივნისი 2018, 11:59 / სანდო წყარო

პარლამენტის საგამოძიებო კომისიის წევრი მირზა სუბელიანის დაკავებას მოითხოვს

ოთარ კახიძე

ოთარ კახიძე

ევროპული საქართველო შინაგან საქმეთა სამინისტროს მოუწოდებს გაატარონ შესაბამისი ღონისძიებები, რათა მირზა სუბელიანი არ მიიმალოს. ოთარ კახიძე განმარტავს, რომ ამისთვის მირზა სუბელიანს ბრალი უნდა წარუდგინონ, ან დააკავონ და 48 საათში წარუდგინონ ბრალი, შემდეგ კი აღკვეთის ღონისძიებაზე სასამართლო იმსჯელებს:

"წინასწარი ინფორმაციით ერთ-ერთი მთავარი ფიგურანტი ჩვენს გამოსაძიებელ საქმეში გახლავთ მირზა სუბელიანი. სანამ დავიწყებთ საქმის მასალების შესწავლას და კომისია მიიღებს შესაბამის გადაწყვეტილებებს, უაღრესად მნიშვნელოვანია, რომ მირზა სუბელიანი არ მიემალოს გამოძიებას და უზრუნველყოფილი იყოს მისი გამოცხადება საგამოძიებო კომისიის სხდომაზე ახსნა-განმარტების მისაცემად", - აცხადებს ოთარ კახიძე. ის ფიქრობს, რომ მიმალვის საფრთხე რეალურად არსებობს.

"შესაბამის ზომებში შედის ის აღკვეთის ღონისძიებები, რომელიც აუცილებელია იმისთვის, რომ უზრუნველყოფილი იყოს მისი გამოცხადება. ეს შეიძლება იყოს გაუსვლელობა, სხვადასხვა ტიპის აღკვეთის ღონისძიება, იმის მიხედვით, თუ რა მტკიცებულებები აქვს შს სამინისტროს. ის მასალები რასაც ჩვენ გვაწვდიან, აქვს ასევე შინაგან საქმეთა სამინისტროს. ამიტომ მათ უნდა შეაფასონ ეს რისკები", - აღნიშნა კახიძემ.

მირზა სუბელიანი ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმეში ერთ-ერთი მოწმის მამაა. მისი სახელი დანაშაულიდან რამდენიმე საათში სოციალურ ქსელში განხილვის საგნად იქცა. იმ დროს სუბელიანი მთავარ პროკურატურაში ადამიანური რესურსების მართვისა და განვითარების დეპარტამენტში მუშაობდა. 2017 წლის 3 დეკემბერს სუბელიანმა პროკურატურაში თანამდებობა დატოვა და ვრცელი განცხადება გაავრცელა.

არსებული ინფორმაციით, 1 ივნისს მირზა სუბელიანი შსს-ში გამოკითხეს

3 ივნისს, შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის დირექტორმა, ვლადიმერ ბორცვაძემ თქვა, რომ მოზარდების მკვლელობის საქმეზე გარკვეული ახალი დეტალები გახდა ცნობილი.

ყველა სიახლე

04 აგვისტო 2021, 20:10

საზოგადოება

კელი დეგნანი: ჩემთვის დიდი პატივია ნივთიერი მტკიცებულებების საცავის გახსნის ღონისძიებაზე დასწრება, საცავი უზრუნველყოფს მტკიცებულებების უსაფრთხოებასა და კარგად დაცულობას, რაც გამოძიების შედეგისადმი ნდობას მნიშვნელოვნად ამყარებს

ჩემთვის დიდი პატივია ნივთიერი მტკიცებულებების საცავის გახსნის ღონისძიებაზე დასწრება. საცავი უზრუნველყოფს მტკიცებულებების უსაფრთხოებასა და კარგად დაცულობას, რაც გამოძიების შედეგისადმი ნდობას მნიშვნელოვნად ამყარებს, - ამის შესახებ ამერიკის შეერთებული შტატების ელჩმა საქართველოში, კელი დეგნანმა პროკურატურაში საერთშორისო სტანდარტების მქონე ნივთიერი მტკიცებულებების საცავის გახსნაზე განაცხადა.

04 აგვისტო 2021, 20:07

COVID19

Reuters: მსოფლიოში კორონავირუსის შემთხვევების რიცხვმა 200 მილიონს გადააჭარბა

მსოფლიოში კორონავირუსის შემთხვევების რიცხვმა 200 მილიონს გადააჭარბა. შესაბამის მონაცემებს საინფორმაციო სააგენტო Reuters-ი ავრცელებს.

04 აგვისტო 2021, 20:05

რეგიონი

ჭალადიდი-ხორგა-ხობის საავტომობილო გზაზე 5 აგვისტოს დროებთი შეზღუდვები დაწესდება

კონკრეტულ შემთხვევაში სამუშაოთა წარმოებისათვის საჭიროა სავალი ნაწილის დროებითი ჩაკეტვა და ავტოტრანსპორტის მოძრაობის გადართვა საერთაშორისო მნიშვნელობის თბილისი-სენაკი-ლესელიძის და საერთაშორისო მნიშვნელობის სენაკი-ფოთი-სარფის საავტომობილო გზებზე.

04 აგვისტო 2021, 19:59

სამართალი

საქართველოს პროკურატურაში თანამედროვე ტიპის, საერთაშორისო სტანდარტების მქონე ნივთიერი მტკიცებულებების საცავი გაიხსნა

საქართველოს გენერალურ პროკურატურაში თანამედროვე ტიპის, საერთაშორისო სტანდარტების მქონე ნივთიერი მტკიცებულებების საცავი გაიხსნა, რომელიც საუკეთესო პრაქტიკის გათვალისწინებით მოეწყო და პროკურატურაში მიმდინარე საქმეებზე პროკურატურის ხელთ არსებული/ამოღებული ნივთიერი მტკიცებულებების ცენტრალიზებულ აღრიცხვა-შენახვას უზრუნველყოფს, - ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს პროკურატურა ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, ნივთიერი მტკიცებულებების საცავი საქართველოს გენერალურმა პროკურორმა, ირაკლი შოთაძემ ამერიკის შეერთებული შტატების საგანგებო და სრულუფლებიან ელჩთან საქართველოში, კელი დეგნანთან ერთად გახსნა.

ლაშა ტალახაძე

04 აგვისტო 2021, 19:54

სპორტი

ლაშა ტალახაძე: ძალიან დიდი მადლობა ყველა გულშემატკივარს და იმ ადამიანს, ვინც წვლილი შეიტანა ჩემს გამარჯვებაში

საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის ტოკიოდან ვიდეოს ავრცელებს რომელშიც ოქროს მოპოვების შემდეგ ლაშა ტალახაძე კომენტარს აკეთებს.

04 აგვისტო 2021, 19:46

საზოგადოება

ცესკო მედიას, ადგილობრივ და საერთაშორისო ორგანიზაციებს დროული რეგისტრაციისკენ მოუწოდებს

მოგეხსენებათ, 2 ოქტომბერს მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანოს არჩევნები იმართება. საარჩევნო ადმინისტრაცია ოფიციალურად გადავიდა საარჩევნო რეჟიმზე, რაც კანონმდებლობით დადგენილი არაერთი პროცედურისა და ღონისძიების განხორციელებას გულისხმობს. ამ პროცესების გამჭვირვალედ წარმართვა კი, როგორც ყოველთვის, ჩვენთვის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი პრიორიტეტია, - ამის შესახებ ცესკოს პრეს-სპიკერმა, ნათია იოსელიანმა ბრიფინგზე განაცხადა.

04 აგვისტო 2021, 19:43

COVID19

აშშ-ში კორონავირუსის ახალი შემთხვევების 93% „დელტა“ შტამზე მოდის

აშშ-ის დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრის მონაცემებით, ქვეყანაში კორონავირუსის ახალი შემთხვევების 93% „დელტა“ შტამზე მოდის. აღსანიშნავია, რომ ორი კვირის წინ, ეს მაჩვენებელი 83%-ს შეადგენდა.

04 აგვისტო 2021, 19:37

პოლიტიკა

მაკა ბოჭორიშვილი ევროკავშირის ელჩის მრჩეველს საქართველოში, ჟულიენ კრამპს შეხვდა

მხარეებმა განიხილეს საქართველოში მიმდინარე პოლიტიკური პროცესები, საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობების დღის წესრიგი, დაგეგმილი რეფორმების განხორციელებასთან დაკავშირებული საკითხები და ოქტომბერში დაგეგმილი ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებისთვის მზადება.

დავით ზალკალიანი

04 აგვისტო 2021, 19:24

პოლიტიკა

დავით ზალკალიანი: მადლობას ვუხდი ჩემს კოლეგასა და ბელგიის მთავრობას საქართველოსთვის გამოყოფილი „ასტრაზენეკას" ვაქცინის 86,400 დოზისთვის

ბელგიის სამეფომ საქართველოს „ასტრაზენეკას“ ვაქცინის 86,400 დოზა საჩუქრად გადმოსცა, - აღნიშნულს სოციალურ ქსელში საქართველოს ვიცე-პრემიერი, საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი ეხმაურება. მისი თქმით, აღნიშნული მხარდაჭერა პანდემიის რთულ დროს ძალიან მნიშვნელოვანია.

ვლადიმერ პუტინი

04 აგვისტო 2021, 19:14

პოლიტიკა

ვლადიმერ პუტინმა ოკუპირებულ სამხრეთ ოსეთთან ე.წ. ორმაგი მოქალაქეობის შესახებ შეთანხმება დაამტკიცა

რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა ოკუპირებულ სამხრეთ ოსეთთან ე.წ. ორმაგი მოქალაქეობის შესახებ შეთანხმება დაამტკიცა.

04 აგვისტო 2021, 18:58

COVID19

EMA: ვაქცინირებულ ადამიანებში ინფიცირების შემთხვევები არ ნიშნავს, რომ ვაქცინები არ მუშაობს

ვაქცინირებულ ადამიანებში ინფიცირების შემთხვევები არ ნიშნავს, რომ ვაქცინები არ მუშაობს. ამის შესახებ ევროკავშირის მარეგულირებლის, ევროპის წამლის სააგენტოს (EMA) განცხადებაშია ნათქვამი.

04 აგვისტო 2021, 18:58

პოლიტიკა

„ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭოს, მთავრობისა და უმრავლესობის წევრებმა წინანდალში შეხვედრა გამართეს

წინანდალში „ქართული ოცნების“ პოლიტიკური გუნდის - პოლიტიკური საბჭოს, მთავრობისა და საპარლამენტო უმრავლესობის წევრების გასვლითი სამუშაო შეხვედრა გაიმართა, - ამის შესახებ ინფორმაცია „ქართული ოცნების“ Facebook-ის ოფიციალურ გვერდზე ვრცელდება.

ტედროს ადჰანომ გებრეიესუსი

04 აგვისტო 2021, 18:39

COVID19

ჯანმოს დირექტორი: არ არსებობს ერთი ინსტრუმენტი, რომელიც კორონავირუსის პანდემიას დაამარცხებს

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის გენერალურმა დირექტორმა, ტედროს ადჰანომ გებრეიესუსმა განაცხადა, რომ არ არსებობს ერთი ინსტრუმენტი, რომელიც კორონავირუსის პანდემიას დაამარცხებს.

04 აგვისტო 2021, 18:33

თავდაცვა

გენერალ-მაიორი გიორგი მათიაშვილი აშშ-ის ჯორჯიის შტატის ეროვნული გვარდიის გენერალ-ადიუტანტს შეხვდა

საქართველოსა და აშშ-ს შორის თავდაცვის სფეროში თანამშრომლობის ფარგლებში საქართველოში აშშ-ის ჯორჯიის შტატის ეროვნული გვარდიის გენერალ-ადიუტანტი, გენერალ-მაიორი ტომას კარდენი ჩამოვიდა. ამერიკელი გენერლის ვიზიტი საქართველოს თავდაცვის ძალების მეთაურთან, გენერალ-მაიორ გიორგი მათიაშვილთან შეხვედრით დაიწყო.

04 აგვისტო 2021, 18:16

სპორტი

უკრაინელმა დეპუტატმა ოლიმპიადაზე ოქროს მედალი მოიპოვა 👔🤼‍♂

87 კგ წონით კატეგორიაში მოასპარეზე უკრაინელმა მოჭიდავემ, ჟან ბელენიუკმა, რომელიც 2019 წელს უკრაინის რადაში მმართველი პარტიის სიით მოხვდა, ოლიმპიადაზე ოქროს მედალი მოიპოვა.

ტედროს ადჰანომ გებრეიესუსი

04 აგვისტო 2021, 18:14

COVID19

ჯანმოს დირექტორი: ვაქცინის მესამე დოზით აცრაზე მორატორიუმი, სულ მცირე, სექტემბრის ბოლომდე უნდა დაწესდეს

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის გენერალურმა დირექტორმა, ტედროს ადჰანომ გებრეიესუსმა განაცხადა, რომ კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის მესამე დოზით აცრაზე მორატორიუმი, სულ მცირე, სექტემბრის ბოლომდე უნდა დაწესდეს.

ლაშა ტალახაძე

04 აგვისტო 2021, 18:10

სპორტი

აშშ-ის საელჩო ლაშა ტალახაძეს ოლიმპიურ ჩემპიონობას ულოცავს

„ლაშა ტალახაძემ დღეს ძალოსნობაში სამი მსოფლიო რეკორდი დაამყარა და დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში პირველი ორგზის ოლიმპიური ჩემპიონი გახდა. ვულოცავთ ლაშას ამ გასაოცარ მიღწევებს და საქართველოს ტოკიოს ოლიმპიადაზე მეშვიდე მედალს“, - წერია საელჩოს გვერდზე.

არჩილ თალაკვაძე

04 აგვისტო 2021, 18:09

პოლიტიკა

არჩილ თალაკვაძე: პრაქტიკულად „ქართული ოცნება“ ცალმხრივ რეჟიმში ასრულებდა მიშელის შეთანხმებით აღებულ ვალდებულებებს

პრაქტიკულად „ქართული ოცნება“ ცალმხრივ რეჟიმში ასრულებდა მიშელის შეთანხმებით აღებულ ვალდებულებებს, - ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა არჩილ თალაკვაძემ განაცხადა. მისი თქმით, ოპოზიციის უდიდესმა ნაწილმა, რვიდან ოთხმა პარტიამ არ მოაწერა ხელი შეთანხმებას.

ნათია თურნავა

04 აგვისტო 2021, 17:59

ეკონომიკა

ნათია თურნავა: ჩვენთვის მნიშვნელოვანია „ფრონტერა“, როგორც ამერიკული ბიზნესი და ძალიან მალე, დარწმუნებული ვარ, ურთიერთშეთანხმებას მივაღწევთ

რაც შეეხება დღეს გავრცელებულ ცრუ ინფორმაციას, მინდა მოვუწოდო იმ არხებს, რომლებიც მალ-მალე იტაცებენ ასეთ გადაუმოწმებელ ინფორმაციას, აუცილებლად შეამოწმონ, ვინ არიან მათი რესპონდენტები, რათა არ აღმოჩნდნენ ისეთივე უხერხულობაში, როგორც დღეს, - ასე გამოეხმაურა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ნათია თურნავა ამერიკული კომპანიის „ფრონტერას“ ყოფილი მენეჯერის სახელით გაკეთებულ ბრალდებას, თითქოს საქართველოს მხარე „ფრონტერას“ საქმიანობაში ხელს უშლის.

04 აგვისტო 2021, 17:53

სპორტი

12 წლის იაპონელმა ოლიმპიურ თამაშებზე ვერცხლის მედალი მოიპოვა

12 წლის იაპონელმა კოკონა ჰირაკიმ ოლიმპიური თამაშებზე ვერცხლის მედალი მოიპოვა.