პრემიერმინისტრი გიორგი კვირიკაშვილი თანამდებობიდან გადადგა

გიორგი კვირიკაშვილი
ფოტო: მთავრობის ადმინისტრაცია
საქართველოს პრემიერმინისტრი გიორგი კვირიკაშვილი თანამდებობიდან გადადგა. ამის შესახებ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ საგანგებო ბრიფინგზე გიორგი კვირიკაშვილმა განაცხადა.
კვირიკაშვილის თქმით, პარტიის თავმჯდომარეს [ბიძინა ივანიშვილი] უნდა მიეცეს შესაძლებლობა, რომ მან გუნდი დააკომპლექტოს. „იყო რიგი ფუნდამენტური საკითხებისა, რომლებშიც მქონდა პარტიის თავმჯდომარისგან განსხვავებული პოზიციები და მოსაზრებები. ეს ნორმალური პროცესია. 2012 წლიდან მოყოლებული, ჯერ კიდევ მინისტრობის პერიოდში, არასდროს მოვრიდებივარ პოლემიკას. ვფიქრობ დღეს არის ის მომენტი, როდესაც პარტიის თავმჯდომარეს უნდა მიეცეს საშუალება, რომ გუნდი დააკომპექტოს იმ შეხედულებებიდან გამომდინარე, რომელიც მას გააჩნია“, - აღნიშნა გიორგი კვირიკაშვილმა და ვიდრე თანამდებობის დატოვების შესახებ იტყოდა, მისი ხელმძღვანელობით მთავრობის მუშაობის შედეგებზეც ილაპარაკა.
„ჩემთვის ეს თანამდებობა ყოველთვის იყო მხოლოდ და მხოლოდ ყველაზე დიდი პასუხისმგებლობა, რაც კი შეიძლება რომ ადამიანს დაეკისროს. ყოველთვის ვცდილობდი, უდიდესი პატივის გრძნობით მეტარებინა ეს უდიდესი პასუხისმგებლობა მთელი ამ ხნის განმავლობაში. მე ვეცადე ვყოფილიყავი თითოეული მოქალაქის პრემიერმინისტრი. დიახ, მიმიღია გადაწყვეტილებები საკუთარი თავის საზიანოდ, მაგრამ ყოველთვის, მთელი გულით მჯეროდა და მჯერა, რომ ყველა გადაწყვეტილება, ყველა ნაბიჯი იყო ჩემი ქვეყნის, ჩემი სამშობლოს სასიკეთოდ ნაკარნახევი და იმისთვის, რომ ჩვენს ქვეყანაში სიტუაცია უკეთესობისკენ შეგვეცალა. მე, რა თქმა უნდა, ყოველთვის ვიყავი და ვარ გუნდური მოთამაშე. აქედან გამომდინარე ვხედავ გუნდში განწყობებს და მივიღე ის გადაწყვეტილება, რომელიც ჩემ სიტუაციაში უნდა მიეღო ნებისმიერი გუნდის ხელმძღვანელს. მე ვტოვებ დღეს თანამდებობას. მინდა მადლობა გადავუხადო იმ უამრავ, ძალიან კარგ ადამიანს, რომელიც ამ თანამდებობაზე მუშაობის პერიოდში გავიცანი. მინდა ჩემს თანამშრომლებს უდიდესი მადლობა გადავუხადო გათენებული ღამეებისთვის, იმ შრომისთვის, რომელიც მათ გასწიეს, ადამიანური თანადგომისთვისაც მინდა მადლობა გადავუხადო. მინდა მინისტრებს, გუნდის წევრებს გადავუხადო ძალიან დიდი მადლობა, მათ ძალიან დიდი შრომა გასწიეს. ასევე მინდა საპარლამენტო გუნდსაც გადავუხადო მადლობა და რა თქმა უნდა, პარტიის თავმჯდომარეს იმისთვის, რომ მე მომეცა საშუალება მემსახურა საქართველოსთვის ჯერ მინისტრის პოსტზე, ხოლო შემდგომ პრემიერმინისტრის თანამდებობაზე. მინდა გუნდის ხელმძღვანელს წარმატება ვუსურვო ქვეყნის სასიკეთოდ გადაგმულ თითოეულ ნაბიჯში. ღმერთი ფარავდეს საქართველოს! მჯერა, რომ ჩვენი ქვეყანა იქნება ერთიანი, გაბრწყინებული, განვითარებული და დემოკრატიული სახელმწიფო", - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.
შესაძლო სამთავრობო ცვლილებების შესახებ მედია რამდენიმე დღის განმავლობაში წერდა, თუმცა ხელისუფლების წარმომადგენლები გავრცელებულ ხმებს არ ადასტურებდნენ. არსებობდა არაოფიციალური ინფორმაცია იმის შესახებ, რომ პრემიერმინისტრი გიორგი კვირიკაშვილი გადადგომის შესახებ განცხადებას, 12 ივნისს პარტიის ცენტრალურ ოფისში გამართული პოლიტსაბჭოს შემდეგ გააკეთებდა, თუმცა ეს ცნობა არ დადასტურდა. როგორც პოლიტსაბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა არჩილ თალაკვაძემ თქვა, მათ შეხვედრაზე Unicef-ის კვლევა განიხილეს.
გიორგი კვირიკაშვილმა გადადგომის შესაძლებლობაზე ბოლოს ორი კვირის წინ, რუსთაველის გამზირზე, მოკლული მოზარდების საქმის გამო დაწყებული საპროტესტო აქციების დროს ილაპარაკა. პრემიერმინისტრმა თქვა, რომ სკამს მისთვის ფასი არ აქვს, თუმცა გადადგება თუკი ამის აუცილებლობას დაინახავს.
მისი გადადგომის მოსურნეებს ის მარტშიც გამოეხმაურა. 30 მარტს მთავრობის ხელმძღვანელმა განაცხადა, რომ გავრცელებული ხმები მისი გადადგმოს შესახებ სიმართლეს არ შეეფერებოდა და იმ ადამიანებს, რომლებსაც მისი თქმით, პრემიერის გადადგომაზე ტაიმერები ჰქონდათ მომართული დასვენებისკენ მოუწოდა. „ეს ტაიმერი მინიმუმ რამდენიმე წელი არ დარეკავს“- თქვა კვირიკაშვილმა.
საქართველოს კანონმდებლობით, პრემიერმინისტრის გადადგომით მთავრობის სხვა წევრთა უფლებამოსილებაც წყდება. პროცედურის თანახმად, პრეზიდენტი ფორმალურად წამოაყენებს „ქართული ოცნების“ საპარლამენტო უმრავლესობის მიერ მისთვის წარდგენილ პრემიერობის კანდიდატს, რომელიც ამის შემდეგ შეარჩევს მინისტრთა კანდიდატურებს და სამთავრობო პროგრამასთან ერთად წარუდგენს პარლამენტს დასამტკიცებლად, რისთვისაც სულ ცოტა 76 დეპუტატის მხარდაჭერაა საჭირო.
საქართველოს მოქმედი კონსტიტუცით, მთავრობის უფლებამოსილების შეწყვეტის შემთხვევაში, საქართველოს პრეზიდენტი მთავრობის იმავე შემადგენლობას აკისრებს მოვალეობის შესრულებას მთავრობის ახალი შემადგენლობის შექმნამდე.
გიორგი კვირიკაშვილი „ქართულმა ოცნებამ“ პრემიერმინისტრის თანამდებობაზე 2015 წლის დეკემბერში დაასახელა. მანამდე ის „ოცნების“ ხელისუფლების ჯერ ეკონომიკის მინისტრი, შემდეგ კი საგარეო საქმეთა მინისტრი და ვიცეპრემიერი იყო. მთავრობის ხელმძღვანელის პოსტზე მან ირაკლი ღარიბაშვილი შეცვალა. მოგვიანებით კვირიკაშვილმა თქვა, რომ ამ პოსტზე მისი კანდიდატურის წამოყენება „ქართული ოცნების“ ხელისუფლების პირველი პრემიერმინისტრის ბიძინა ივანიშვილის იდეა იყო.
50 წლის გიორგი კვირიკაშვილის კარიერის დიდი ნაწილი საფინანსო და საბანკო სექტორებში საქმიანობას უკავშირდება. 2012 წელს ივანიშვილის კოალიციასთან ერთად ხელისუფლებაში მოსვლამდე ის პოლიტიკაში ერთხელ უკვე იყო. 1999–2004 წლებში პარლამენტში „ახალი მემერჯვენეების“ წევრი გახლდათ და პარლამენტის ეკონომიკურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე იყო. 2006–2011 წლებში ის ბიძინა ივანიშვილის ბანკ „ქართუს“ ხელმძღვანელობდა.
ყველა სიახლე

24 მარტი 2023, 19:45
მსოფლიო
ესტონეთმა რუსი დიპლომატი პერსონა ნონ გრატად გამოაცხადა
ესტონეთმა რუსი დიპლომატი პერსონა ნონ გრატად გამოაცხადა. ამის შესახებ ესტონეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში განაცხადეს.

24 მარტი 2023, 19:37
პოლიტიკა
ბექა ოდიშარია: ჩვენ ზუსტად ვიცით, რომ ძალა ევროპაშია, ცივილიზაცია ევროპაშია
დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ბექა ოდიშარიამ საგარეო საქმეთა მინისტრს, ილია დარჩიაშვილს, რომელიც პარლამენტში ინტერპელაციის წესით წარსდგა, საქართველოში ვიზიტად მყოფ გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრთან თხოვნა გადასცა.

24 მარტი 2023, 19:29
პოლიტიკა
ნიკოლოზ სამხარაძე: საგარეო საქმეთა სამინისტრო საგარეო პოლიტიკურ კურსს პრაგმატულად წარმართავს
საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის, ნიკოლოზ სამხარაძის შეფასებით, საქართველოს საგარეო საქმეთა უწყება საგარეო პოლიტიკურ კურსს პრაგმატულად წარმართავს, რისი დამსახურებაცაა ქვეყნის წარმატებები ამ მიმართულებით, მათ შორის, არაღიარების პოლიტიკის კუთხით. ამის შესახებ ნიკოლოზ სამხარაძემ პარლამენტში საგარეო საქმეთა მინისტრის ინტერპელაციის წესით მოსმენისას განაცხადა.

24 მარტი 2023, 19:12
პოლიტიკა
ილია დარჩიაშვილი: საქართველოს პარტნიორების სრული მხარდაჭერა აქვს ყველა იმ ძალისხმევაში, რომელიც ევროკავშირში ინტეგრაციას ემსახურება
საგარეო საქმეთა მინისტრის, ილია დარჩიაშვილის განცხადებით, საქართველოს აქვს მეგობრების სრული მხარდაჭერა და გამოხატული მზაობა დაეხმარონ ჩვენს ქვეყანას ევროპული და ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის პროცესში შემდგომი წარმატებების მიღწევასა და არსებული გამოწვევების მშვიდობიანად დაძლევაში.

24 მარტი 2023, 19:10
მსოფლიო
ბლინკენი: უკრაინაში იქნება ტერიტორია, რომლისთვისაც უკრაინელებს გადაწყვეტილი აქვთ ომი ბრძოლის ველზე - შეიძლება იყოს ტერიტორია, რომელზეც გადაწყვეტენ, რომ სხვა გზით უნდა ეცადონ მის დაბრუნებას
აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა უკრაინის მომავალი საზღვრების განსაზღვრაში დიპლომატიის როლი აღნიშნა და კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ ნებისმიერი სამშვიდობო გადაწყვეტილება უკრაინის გადასაწყვეტია.

24 მარტი 2023, 19:02
პოლიტიკა
ხატია დეკანოიძე საგარეო საქმეთა მინისტრს: თქვენ ვალდებული ხართ დააფიქსიროთ თქვენი მკვეთრი პოზიცია ანტიდასავლურ რიტორიკაზე
ხატია დეკანოიძის თქმით, დასავლელი პარტნიორების მკაფიო მოთხოვნაა ანტიევროპული და ანტიუკრაინული რიტორიკის შეწყვეტა და საგარეო საქმეთა მინისტრი ვალდებულია მსგავს რიტორიკასთან დაკავშირებით საკუთარი პოზიცია გამოხატოს

24 მარტი 2023, 18:58
პოლიტიკა
ილია დარჩიაშვილი: საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭება ევროკავშირში გაწევრიანების პოლიტიკის პრიორიტეტული ამოცანა და წევრ ქვეყნებთან საქართველოს თანამშრომლობის დღის წესრიგის უმთავრესი საკითხია
საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭება ევროკავშირში გაწევრიანების პოლიტიკის პრიორიტეტული ამოცანა და წევრ ქვეყნებთან საქართველოს თანამშრომლობის დღის წესრიგის უმთავრესი საკითხია, - განაცხადა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, ილია დარჩიაშვილმა, პარლამენტში ინტერპელაციის წესით გამოსვლისას.

24 მარტი 2023, 18:54
პოლიტიკა
ილია დარჩიაშვილი: შავი ზღვის წყალქვეშა ელექტროგადამცემი კაბელი საქართველოს ახალ ევროპულ დანიშნულებას სძენს
საქართველო, ისევე, როგორც ჩვენი რეგიონი, დღეს დასავლეთის გაორმაგებული დაინტერესების საგანია იმ მნიშვნელოვანი ფუნქციით, რომელიც დაკავშირებულია ევროპის ენერგორესურსების, სატრანსპორტო მარშრუტების მიწოდების წყაროების დივერსიფიკაციასთან და საქართველო, როგორც ამ პროცესის მნიშვნელოვანი მონაწილე, ასევე აქტიურად თანამშრომლობს ყველა პარტნიორთან, - განაცხადა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, ილია დარჩიაშვილმა, საქართველოს პარლამენტში ინტერპელაციის წესით გამოსვლისას.

24 მარტი 2023, 18:49
პოლიტიკა
შრომის ინსპექციის სამსახურში მრჩეველთა საბჭოს რიგით მეშვიდე სხდომა გაიმართა
შრომის ინსპექციის სამსახურში მრჩეველთა საბჭოს რიგით მეშვიდე სხდომა გაიმართა. საბჭოს წევრებმა განიხილეს რამდენიმე საკითხი, მათ შორის სპეციფიკური სამუშაო რეჟიმის მქონე დარგების ცვლილების საკითხი და ასევე შრომის რეფორმის განხორციელების ეფექტური მექანიზმები.

24 მარტი 2023, 18:48
პოლიტიკა
თეონა აქუბარდია: ყველაფერი გავაკეთოთ ერთად იმისათვის, რომ ქვეყანამ წელს კანდიდატის სტატუსი მიიღოს
თქვენ გაქვთ პოლიტიკური პასუხისმგებლობა და მინდა, გაიაზროთ ეს და გაითავისოთ. ყველა საჯარო მოხელეს მინდა მადლობა გადავუხადო ძალიან რთულ დროს ქვეყნის სამსახურში ყოფნისთვის და მადლობა, მათ შორის, კონსტიტუციის 78-ე მუხლის დაცვისთვის, რადგან ჩვენი ვალდებულებაა, ყველაფერი გავაკეთოთ ევროკავშირსა და ნატო-ში გაწევრიანებისთვის, შესაბამისად, ეს ვალდებულება არის პასუხისმგებლობა და ძალიან გამიხარდება, თუ ამას ისევე მიიღებთ, როგორც ჩვენ და ყველაფერი გავაკეთოთ ერთად იმისათვის, რომ ქვეყანამ მიიღოს კანდიდატის სტატუსი წელს, - მიმართა პარლამენტის უფრაქციო წევრმა თეონა აქუბარდიამ საგარეო საქმეთა მინისტრს, ილია დარჩიაშვილს ინტერპელაციის წესით გამოსვლის შემდეგ.

24 მარტი 2023, 18:36
პოლიტიკა
ირაკლი კობახიძე სააკაშვილზე: როგორ შეიძლება ცივი მჭადი მიუტანო თბილი პურის მაგივრად იმისათვის, რომ არ გასუქდეს. კატასტროფაა, რასაც ისინი აკეთებენ
დედა რომ ხარ, ძმა რომ ხარ, შვილი რომ ხარ, როგორ შეიძლება ცივი მჭადი მიუტანო თბილი პურის მაგივრად იმისათვის, რომ არ გასუქდეს. უბრალოდ კატასტროფაა, რასაც ისინი აკეთებენ, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით საუბრისას განაცხადა.

24 მარტი 2023, 18:35
პოლიტიკა
ირაკლი ჩიქოვანი: ნებისმიერი ოპოზიციის წარმომადგენლიდან, იშვიათად თუ მოძებნით პოლიტიკურ სუბიექტებს, რომლებმაც რაიმე ფორმით მიიღეს მონაწილეობა 12-პუნქტიანი გეგმის შესრულებაში
საქართველოში არიან პოლიტიკური ოპოზიციური ძალები, რომელიც თავისი შინაარსით ეწინააღმდეგებიან საქართველოს ინტეგრაციას ევროპაში, ამისი მარტივი დადასტურებაა ის, რომ დღეს თავს წარმოგვიდგენენ დემოკრატიის მებრძოლებად, საქართველოს კეთილდღეობისთვის მებრძოლებად ის სუბიექტები და ის პოლიტიკური ძალა, რომელიც 9 წლის განმავლობაში ქმნიდა სახელმწიფო რეპრესიულ რეჟიმს საკუთარი მოქალაქეების წინააღმდეგ, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ირაკლი ჩიქოვანმა „ქრონიკაში“ განაცხადა.

24 მარტი 2023, 18:34
მსოფლიო
მაკრონი საპროტესტო აქციებზე ძალადობაზე: დემოკრატიაში ჩვენ არ გვაქვს ძალადობის უფლება
ჩვენ არაფერს დავუთმობთ ძალადობას, დემოკრატიაში ჩვენ არ გვაქვს ძალადობის უფლება, - განაცხადა საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა სადავო საპენსიო რეფორმის წინააღმდეგ ქვეყანაში მიმდინარე საპროტესტო აქციებზე, რომელსაც ძალადობრივი შეტაკებები მოჰყვა.

24 მარტი 2023, 18:33
პოლიტიკა
ცესკოში დიპლომატიური კორპუსისა და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან შეხვედრა გაიმართა
საერთაშორისო ორგანიზაციებისა და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებთან ახალი ფორმატის ფარგლებში მორიგი სამუშაო შეხვედრა გაიმართა. შეხვედრა ცესკოს თავმჯდომარის მოადგილე გიორგი შარაბიძემ გახსნა და დეზინფორმაციის მიმართულებით საქართველოს საარჩევნო ადმინისტრაციის გამოცდილებაზე, არსებულ გამოწვევებზე, პრევენციისა და რეაგირების მექანიზმებზე ისაუბრა.

24 მარტი 2023, 18:30
პოლიტიკა
ირაკლი კობახიძე: რადიკალური ოპოზიცია ყველაფერს აკეთებს ქვეყნის „უკრაინიზაციისთვის“
საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის ირაკლი კობახიძის შეფასებით, ვერანაირი რევოლუციით და აყირავებით „ნაციონალური მოძრაობა“ ხელისუფლებაში ვეღარ დაბრუნდება.

24 მარტი 2023, 18:27
პოლიტიკა
ირაკლი კობახიძე: სხვა წევრები, ვისაც ვერ უხდიან 100 ათას დოლარს, გარბიან პარტიიდან. დღეს იმდენად მოშლილია „ნაციონალური მოძრაობა“, რომ არავითარი სხვა რესურსი მათ აღარ აქვთ
„100 ათასი დოლარის გადახდა უწევს თითოეული წევრის მოზიდვაში [პარტიაში]. აი, გუბაზ სანიკიძეში გადაიხადეს 100 ათასი დოლარი. სხვა წევრები, ვისაც ვერ უხდიან 100 ათას დოლარს, გარბიან პარტიიდან. დღეს იმდენად მოშლილია „ნაციონალური მოძრაობა“, რომ არავითარი სხვა რესურსი მათ აღარ აქვთ“

24 მარტი 2023, 18:25
პოლიტიკა
მამუკა მდინარაძე ოპოზიციას: კანონები ვერ წაგაკითხეთ საქართველოს პარლამენტში ზოგიერთ თქვენგანს, გერასიმოვის და მისი დოქტრინების კითხვას დაანებეთ თავი
„პაატა მანჯგალაძე არ არის, გადასცემთ ალბათ, გერასიმოვის დოქტრინას, მე არ ვიცოდი საერთოდ და ეს კითხულობს თურმე, უზის და სწავლობს, სხვა რაღაცები წაიკითხოს. ისევე, როგორც თქვენ, „რესპუბლიკელი“ ბრძანდებით ქალბატონო ხათუნა, მეხუთე კოლონა ასე ვთქვათ“

24 მარტი 2023, 18:25
პოლიტიკა
ირაკლი კობახიძე ოპოზიციაზე: დღესაც წარმოებს პირდაპირი აგიტაცია კანდიდატის სტატუსის წინააღმდეგ, ამას არც მალავენ
მისი თქმით, მსგავსი ქმედებით კიდევ ერთხელ დასტურდება, რომ რადიკალური ოპოზიცია არა ქართველი ხალხის და საქართველოს ეროვნული ინტერესების გათავლისწინებით, არამედ უცხო ინტერესებით მოქმედებს.

24 მარტი 2023, 18:25
პოლიტიკა
ირაკლი კობახიძე დეპუტატების მიერ მანდატების დატოვებაზე: დეპუტატებსა და მათი ოჯახის წევრებზე ხორციელდებოდა ლიბერალურ-ფაშისტური ბულინგი. ვიღაცას ეს უბრალოდ არ უღირს
დეპუტატებსა და მათი ოჯახის წევრებზე ხორციელდებოდა ლიბერალურ-ფაშისტური ბულინგი. ვიღაცას ეს უბრალოდ არ უღირს, - ასე განმარტა საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, ირაკლი კობახიძემ უმრავლესობის რამდენიმე წევრის მიერ მანდატზე უარის თქმის მიზეზები.

24 მარტი 2023, 18:04
პოლიტიკა
ირაკლი ჩიქოვანი: ჩვენი ქვეყნის შიგნითაც არიან ადამიანები, რომელთა მთავარი მიზანია, რომ „ქართული ოცნების“ ხელისუფლება იყოს წარუმატებელი, თუნდაც ეს ხდებოდეს საქართველოს სახელმწიფოებრიობის ხარჯზე
ვერავინ დაასახელებს თუნდაც ერთ კომპონენტს, თუ სად შეეძლო საქართველოს მეტის გაკეთება უკრაინისთვის, ვიდრე გააკეთა. მე ვგულისხმობ პოლიტიკურ და ჰუმანიტარულ კომპონენტს, - ამის შესახებ „ქრონიკის“ ეთერში საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ირაკლი ჩიქოვანმა განაცხადა.