imedi /  15 ივნისი 2018, 10:02 / სანდო წყარო

ნინო ლომჯარია სუბელიანის საქმეზე დამატებითი გამოძიების დაწყებას ითხოვს

ნინო ლომჯარია

ნინო ლომჯარია

სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია, შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრის ვანო მერაბიშვილის ციხიდან გაყვანის საქმესთან დაკავშირებით, შს სამინისტროსგან გამოძიების დაწყებას ითხოვს. 

ლომჯარიამ ტელეკომპანია „პირველის“ ეთერში ხორავას ქუჩაზე მოკლული მოზარდების საქმეზე მირზა სუბელიანის დაკავებაზე ილაპარაკა და თქვა, რომ სახელმწიფოს გამოსაძიებელი აქვს რა კავშირი აქვს მას ვანო მერაბიშვილის საკნიდან გაყვანის საქმესთან. 

„ვიცით, რომ დაიჭირეს მირზა სუბელიანი, ის ბრალს აღიარებს, თუმცა, ეს არაფერს ცვლის და საბოლოოდ, ბრალი უნდა დაუმტკიცდეს სასამართლოს მიერ, მაგრამ ჩვენ არაერთგზის გვესმოდა, რომ ის იყო ყოფილი მაღალჩინოსანი სასჯელაღსრულების სამინისტროში და მისი გავლენები უკავშირდება თუნდაც ვანო მერაბიშვილის ციხიდან გაყვანას, რომელიც ფაქტობრივად დადასტურებულია სტრასბურგის სასამართლოს მიერ. შესწავლილი მაქვს ყველა საქმე, სადაც სტრასბურგის სასამართლომ მე-18 მუხლის დარღვევა დაადგინა და ყველა ასეთ საქმეზე სტრასბურგი საქართველოს ეუბნება, რომ უნდა გამოიძიოთ და პასუხისგებაში მისცეთ ყველა ის პირი, ვინც ამაში მონაწილეობდა. ფაქტია, რომ ამ კაცის სახელი და გვარი ბევრ საქმეში როგორც არაფორმალური გავლენის მქონე ადამიანის, ფიგურირებს“, - განაცხადა ნინო ლომჯარიამ.

შეგახსენებთ, მირზა სუბელიანი 9 ივნისს დააკავეს და  ბრალი ოფიციალურად 10 ივნისს წაუყენეს. მას ბრალად ხორავას ქუჩაზე მომხდარი დანაშაულის შეუტყობინებლობა ედება. ბრალდება 2-დან 4 წლამდე თავისუფლების აღკვეთას გულისხმობს. სუბელიანმა თავი დამნაშავედ ცნო.

ყველა სიახლე

22 სექტემბერი 2021, 22:31

ეკონომიკა

ნიუ-იორკში, საქართველოს თავმჯდომარეობით სუამ-ის წვერი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრების საბჭოს ტრადიციული სხდომა გაიმართა

ნიუ-იორკში, გაერო-ს გენერალური ასამბლეის 76-ე სესიის მაღალი დონის კვირეულის ფარგლებში, დემოკრატიისა და ეკონომიკური განვითარების ორგანიზაცია - სუამ-ის საქართველოს თავმჯდომარეობით, საგარეო საქმეთა მინისტრების საბჭოს ტრადიციული სხდომა გაიმართა, - ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

22 სექტემბერი 2021, 22:01

მსოფლიო

აშშ-მა და ევროკავშირმა მსოფლიოს ვაქცინაციისა და სიცოცხლეების გადარჩენის დღისწესრიგი წარადგინეს

აშშ-მა და ევროკავშირმა მსოფლიოს ვაქცინაციისა და სიცოცხლეების გადარჩენის დღისწესრიგი წარადგინეს. შესაბამის განცხადებას თეთრი სახლის პრესსამსახური ავრცელებს.

22 სექტემბერი 2021, 21:55

საზოგადოება

კრწანისის საარჩევნო ოლქში იმიტირებული არჩევნები ჩატარდა

კენჭისყრაში მონაწილეობის მისაღებად საარჩევნო სიაში 823 ამომრჩეველი იყო რეგისტრირებული. იმიტირებული კენჭისყრის პროცესს არასამთავრობო ორგანიზაციების, პოლიტიკური პარტიებისა და მედიის წარმომადგენლები აკვირდებოდნენ.

თენგიზ ცერცვაძე

22 სექტემბერი 2021, 21:30

COVID19

თენგიზ ცერცვაძე: „ფაიზერი“ ფუჭდება, ვადა გასდის, რას შვრებით, ხალხნო, ადამიანი „ფაიზერს“ გააფუჭებს? თითო ადამიანს, თითო პროპაგანდისტს ხომ არ მოგამაგრებენ?

„ფაიზერი“ გვაქვს. „ფაიზერი“ ფუჭდება, ვადა გასდის და რას შვრებით, ხალხნო, ადამიანი „ფაიზერს“ გააფუჭებს? მაშინ აჩუქებს სხვას, ვისაც ჩვენზე მეტი პასუხისმგებლობა აქვს და ვინც ამას გამოიყენებს. გვაქვს „სინოვაკი“, „სინოფარმი“ , „ასტრაზენეკა“, მივიღებთ „ჯონსონ და ჯონსონს“. მე ვერ გავიგე, მართლა საბოტაჟს აწყობთ?, - ამის შესახებ ინფექციური საავადმყოფოს დირექტორმა თენგიზ ცერცვაძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

ჯო ბაიდენი ემანუელ მაკრონი

22 სექტემბერი 2021, 21:14

მსოფლიო

წყალქვეშა ნავების კონტრაქტთან დაკავშირებული უთანხმოების ფონზე აშშ-ისა და საფრანგეთის პრეზიდენტებმა სატელეფონო საუბარი გამართეს

წყალქვეშა ნავების კონტრაქტთან დაკავშირებული უთანხმოების ფონზე აშშ-ისა და საფრანგეთის პრეზიდენტებმა სატელეფონო საუბარი გამართეს. ინფორმაციას ამის შესახებ თეთრი სახლის პრესსამსახური ავრცელებს.

აშშ-ის საელჩო თბილისში

22 სექტემბერი 2021, 20:52

პოლიტიკა

აშშ-ის საელჩო: ყველა პარტიას აქვს სამოქალაქო ვალდებულება, ხელი შეუწყოს მშვიდობიან გარემოს

ამერიკის შეერთებული შტატები გმობს ძალადობრივ, როგორც ჩანს, პოლიტიკურად მოტივირებულ თავდასხმებს, რომელსაც ადგილი ჰქონდა გუშინ დმანისსა და რუსთავში, - ამის საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს განცხადებაშია ნათქვამი. როგორც განცხადებაშია ნათქვამი, ყველა პარტიას აქვს სამოქალაქო ვალდებულება, ხელი შეუწყოს მშვიდობიან გარემოს.

22 სექტემბერი 2021, 20:50

მსოფლიო

ლიეტუვის თავდაცვის სამინისტრო მოქალაქეებს მოუწოდებს, ჩინური სმარტფონები გადააგდონ და თავი შეიკავონ მათი შეძენისგან

ლიეტუვის თავდაცვის სამინისტრო მოქალაქეებს მოუწოდებს, ჩინური სმარტფონები გადააგდონ და თავი შეიკავონ მათი შეძენისგან. ინფორმაციას ამის შესახებ BBC-ი ავრცელებს.

22 სექტემბერი 2021, 20:25

მსოფლიო

ისრაელის საგარეო უწყება: ირანელი აიათოლების რეჟიმი აშკარა და უშუალო საფრთხეა ახლო აღმოსავლეთისა და მსოფლიოს მშვიდობისათვის

ირანელი აიათოლების რეჟიმი აშკარა და უშუალო საფრთხეა ახლო აღმოსავლეთისა და მსოფლიოს მშვიდობისათვის, - ნათქვამია ისრაელის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.

22 სექტემბერი 2021, 20:24

პოლიტიკა

ირაკლი ღარიბაშვილი ლატვიის პრეზიდენტს შეხვდა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი ლატვიის რესპუბლიკის პრეზიდენტს, ეგილს ლევიტსს შეხვდა, - ამის შესახებ ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, შეხვედრაზე, რომელიც ნიუ-იორკში, გაეროს გენერალური ასამბლეის ფარგლებში გაიმართა, დადასტურდა ორმხრივი მზაობა, გაგრძელდეს და კიდევ უფრო გაღრმავდეს ორ ქვეყანას შორის არსებული მაღალი დონის პოლიტიკური დიალოგი.

ირაკლი ღარიბაშვილი
ეგილს ლევიტსი

22 სექტემბერი 2021, 20:14

პოლიტიკა

ირაკლი ღარიბაშვილი: ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში საქართველოს გაწევრიანებისათვის ლატვიის მიერ გამოხატულ მხარდაჭერას ძალიან ვაფასებთ

ირაკლი ღარიბაშვილი წერს, რომ ლატვიას და საქართველოს ხანგრძლივი პარტნიორობა აკავშირებს და საქართველოს მთავრობა ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში საქართველოს გაწევრიანებისათვის ლატვიის მიერ გამოხატულ მხარდაჭერას აფასებს.

თენგიზ ცერცვაძე

22 სექტემბერი 2021, 20:11

COVID19

თენგიზ ცერცვაძე: ისე, რომ ჯერ ვაქცინაციით მოცვა არ გვაქვს, გარდაცვლილთა რიცხვი 80-დან 42, 43-მდე შევამცირეთ, რაც სახელმწიფოს უზარმაზარი ძალისხმევის შედეგია

ჩვენ გვაქვს ძალიან კარგი შანსი იმისა, რომ ჩვენთანაც გარდაცვლილთა რიცხვი არ იყოს 9-ზე მეტი. უფრო მეტიც, არ იყოს 5,6,7-ზე მეტი. ჩვენ უდიდესი ძალისხმევით, ისე რომ ჯერ ვაქცინაციით მოცვა არ გვაქვს, შევამცირეთ გარდაცვლილთა რიცხვი 80-დან 42, 43-მდე, რაც სახელმწიფოს უზარმაზარი ძალისხმევის შედეგია, - ამის შესახებ ინფექციური საავადმყოფოს დირექტორმა თენგიზ ცერცვაძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

კახა კალაძე

22 სექტემბერი 2021, 20:01

პოლიტიკა

კახა კალაძე: დარწმუნებული ვარ გამარჯვებაში, რაც იქნება არა კახა კალაძის, არამედ თბილისის გამარჯვება

ჩვენ გვაქვს კონკრეტული საარჩევნო პროგრამა, რომლის უკან დგას ძლიერი გუნდი, რომელმაც იცის როგორ განახორციელოს წარმოდგენილი პროექტები - განაცხადა გამართულ წინასაარჩევნო შეხვედრაზე სიტყვით გამოსვლისას.

ფლორანს პარლი

22 სექტემბერი 2021, 19:57

მსოფლიო

საფრანგეთის თავდაცვის მინისტრი: დღეს ატლანტიკური ალიანსის შიგნით პოლიტიკური დიალოგი არ არსებობს

საფრანგეთის თავდაცვის მინისტრმა, ფლორანს პარლიმ განაცხადა, რომ აშშ-ს, ავსტრალიასა და ბრიტანეთს შორის სტრატეგიული პარტნიორობის გამოცხადება ატლანტიკური ალიანსის შიგნით პოლიტიკური დიალოგის არარსებობას ცხადყოფს.

22 სექტემბერი 2021, 19:44

რეგიონი

იუსტიციის მინისტრმა ჩხოროწყუში საზოგადოებრივი ცენტრი გახსნა

რატი ბრეგაძემ, გიორგი გუგუჩიამ და ჩხოროწყუს მერმა დავით გოგუამ ახლადგახსნილ ცენტრში კოვიდ ბარათები აიღეს. კოვიდ ბარათი, პიროვნების ვაქცინაციისა და PCR კვლევების შესახებ ყველა მონაცემს შეიცავს და მისი აღება მომხმარებელს მრავალჯერადად შეუძლია.

თენგიზ ცერცვაძე

22 სექტემბერი 2021, 19:41

COVID19

თენგიზ ცერცვაძე: კატასტროფულად დაიკლო პირველადი აცრების რაოდენობამ, მოსახლეობა თავის თავს უწყობს აპოკალიფსს, საბოტაჟს უწყობს თავის ქვეყანას

კატასტროფულად დაიკლო პირველადი აცრების რაოდენობამ, ეს არის კატასტროფა ქვეყნისთვის. რაც ჩვენთან ვაქცინაციასთან დაკავშირებით ხდება, მოსახლეობა თავის თავს უწყობს აპოკალიფსს, - ამის შესახებ თბილისის ინფექციური საავადმყოფოს გენერალურმა დირექტორმა, თენგიზ ცერცვაძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

22 სექტემბერი 2021, 19:38

პოლიტიკა

„ქართული ოცნების“ ლიდერები ამბროლაურში, რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში მუნიციპალიტეტების მერობის კანდიდატებს და საარჩევნო შტაბების ხელმძღვანელებს შეხვდნენ

შეხვედრაზე ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებთან დაკავშირებულ საკითხებზე იმსჯელეს. ამბროლაურში შეხვედრით დასრულდა „ქართული ოცნების“ ლიდერების შეხვედრები დასავლეთ საქართველოში მუნიციპალიტეტების მერობის კანდიდატებთან და ადგილობრივი შტაბების ხელმძღვანელებთან.

22 სექტემბერი 2021, 19:27

კულტურა

კულტურის სამინისტრომ საქართველოს ხელოვნების სასახლისთვის ისტორიული შენობა შეიძინა

საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტრომ ჩვენი ქვეყნის ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული მუზეუმის - საქართველოს ხელოვნების სასახლის განვითარების მიზნით, 400 კვ/მ-ზე მეტი ფართობის ისტორიული შენობა შეიძინა.

22 სექტემბერი 2021, 19:23

რეგიონი

აჭარაში დამეწყრილი გზები ინტენსიურ რეჟიმში იწმინდება

ძლიერი წვიმის შედეგად ბათუმში მეწყრული პროცესები განვითარდა, ასევე ხელვაჩაურისა და ქობულეთის რამდენიმე სოფელში, - ამის შესახებ ინფორმაციას აჭარის მთავრობა ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, საავტომობილო გზების დეპარტამენტის ტექნიკა, ასევე მერიის ყველა სამსახური მობილიზებულია და საგანგებო რეჟიმში მუშაობს.

ბორის ჯონსონი

22 სექტემბერი 2021, 19:05

მსოფლიო

წყალქვეშა ნავების კონტრაქტთან დაკავშირებული უთანხმოების ფონზე ბორის ჯონსონი საფრანგეთს დამშვიდებისკენ მოუწოდებს

წყალქვეშა ნავების კონტრაქტთან დაკავშირებული უთანხმოების ფონზე დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი, ბორის ჯონსონი საფრანგეთს დამშვიდებისკენ მოუწოდებს.

22 სექტემბერი 2021, 19:05

პოლიტიკა

დავით ზალკალიანი მთავრობათაშორისი კოალიციის - „დემოკრატიათა თანამეგობრობა“ მეათე მინისტერიალზე სიტყვით გამოვიდა

საქართველოს ვიცე-პრემიერი, საგარეო საქმეთა მინისტრი, დავით ზალკალიანი სიტყვით წარსდგა მთავრობათაშორისი კოალიციის - „დემოკრატიათა თანამეგობრობა“ მე-10 მინისტერიალზე, რომელიც გაეროს გენერალური ასამბლეის 76-ე სესიის მაღალი დონის კვირეულის ფარგლებში, კოალიციის რუმინეთის თავმჯდომარეობით, ვირტუალურ ფორმატში ჩატარდა, - ამის შესახებ ინფორმაციას საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.