imedi /  21 ივნისი 2018, 20:42 / სანდო წყარო

ზაზა სარალიძე დიპლომატიურ კორპუსს დახურულ კარს მიღმა შეხვდა

ზაზა სარალიძე საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის წარმოამდგენლებს შეხვდა. ისინი ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის გამოძიების მიმდინარეობით დაინტერესდნენ.

შეხვედრა დახურული იყო. ხვალ კი დავით სარალიძისა და ლევან დადუნაშვილის მშობლებს დროებითი საპარლამენტო კომისიის წევრები მოუსმენენ.

2018 წლის 31 მაისს ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმეზე მოსამართლემ განაჩენი გამოაცხადა, რასაც დაზარალებული ზაზა სარალიძის მხრიდან პროტესტი მოჰყვა. მან ქუჩის გამოსვლების ორგანიზება დაიწყო.

მთავარი პროკურორი ირაკლი შოთაძე, რომლის უწყების პოზიციაც სასამართლომ ბოლომდე არ გაიზიარა,  თანამდებობიდან გადადგა. მკვლელობის საქმეზე ახალი გარემოებების დადგენის მიზნით, შსს-მ ხელახალი გამოძიება დაიწყო, რომელსაც უშუალოდ მინისტრის მოვალეობის შემსრულებელი გიორგი გახარია ხელმძღვანელობს.

ხორავას ქუჩაზე ორი არასრულწლოვანი დავით სარალიძე და ლევან დადუნაშვილი 2017 წლის 1 დეკემბერს დაჭრეს. ერთი მოზარდი საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა. მეორე - მრავლობითი დაზიანებებით საავადმყოფოში მოთავსებიდან მეორე დღეს, 2 დეკემბერს გარდაიცვალა.

ყველა სიახლე

23 სექტემბერი 2021, 13:21

საზოგადოება

მუხიანის დასახლებაში ახალი საბავშვო ბაგა-ბაღი გაიხსნა

გლდანის რაიონში, კერძოდ, მუხიანის დასახლებაში, ახალი საბავშვო ბაგა-ბაღი გაიხსნა. N104 ბაგა-ბაღი თბილისის მერმა კახა კალაძემ საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელთან კახაბერ გვანცელაძესთან ერთად დაათვალიერა.

23 სექტემბერი 2021, 13:20

ეკონომიკა

მარიამ ქვრივიშვილი: „ვიზეართან“ წარმატებული მოლაპარაკების შედეგად, ავიაკომპანია ფრენებს დამატებით 4 მიმართულებით დაიწყებს

საქართველოსა და ესპანეთს შორის პირდაპირი ავიარეისი აღდგება. ავიაკომპანია „ვიზეართან“ გამართული წარმატებული მოლაპარაკების შედეგად, ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტიდან განახლდება პირდაპირი ავიარეისი ქუთაისსა და ბარსელონას შორის, გარდა ამისა, „ვიზეარმა“ ასევე განაახლა ფრენები ევროპის ორი სხვა ქალაქის - ვენისა და ბერლინის მიმართულებით.

23 სექტემბერი 2021, 13:18

საზოგადოება

ქუთაისიდან აბუ-დაბის, ბარსელონის, ბერლინისა და ვენის მიმართულებით რეგულარული ფრენები დაინიშნა

პირველად, ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტის არსებობის განმავლობაში, ახლო აღმოსავლეთში რეგულარული პირდაპირი რეისებით მოხვედრა იქნება შესაძლებელი. 16 დეკემბრიდან, კვირაში 2 სიხშირით აბუ-დაბის მიმართულებით პირდაპირ რეგულარულ რეისებს უნგრული დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანია Wizz Air-ის მიერ ცოტა ხნის წინ დაფუძნებული ავიაკომპანია Wizz Air Abu Dhabi შეასრულებს.

აჭარის უმაღლესი საბჭოს ბიუროს სხდომა

23 სექტემბერი 2021, 13:10

რეგიონი

აჭარის უმაღლესი საბჭოს ოპოზიციონერ 6 დეპუტატს შესაძლოა, უფლებამოსილება შეუწყდეს

ხმაურია აჭარის უმაღლესი საბჭოს ბიუროს სხდომაზე, სადაც ოპოზიციონერი 6 დეპუტატისთვის უფლებამოსილების შეწყვეტის საკითხის პლენარულ სხდომაზე გასატანად მსჯელობენ. მანდატების შეწყვეტის მოტივად ის პერიოდი სახელდება, როდესაც ოპოზიცია ბოიკოტის რეჟიმში მოქმედებდა და სხდომებს არ ესწრებოდა. მათ უფლებამოსილების შეწყვეტის თაობაზე განცხადებაც ჰქონდათ დაწერილი.

23 სექტემბერი 2021, 13:02

პოლიტიკა

„ქართული ოცნების“ მიერ თბილისში ჩატარებული კვლევის მიხედვით, მმართველი პარტიის მაჟორიტარობის კანდიდატები ყველა ოლქში ლიდერობენ

სოციოლოგიური კვლევის საველე სამუშაოები ჩატარდა 16-20 სექტემბერს. კვლევის ფარგლებში, გამოიკითხა 2 792 რესპოდენტი. ცდომილების ზღვარი 3%-ს შეადგენს.

მარკ მილი ვალერი გერასიმოვი

23 სექტემბერი 2021, 12:56

მსოფლიო

ჰელსინკიში აშშ-ისა და რუსეთის გენერალური შტაბების ხელმძღვანელების შეხვედრა გაიმართა

ფინეთის დედაქალაქ ჰელსინკიში აშშ-ისა და რუსეთის გენერალური შტაბების ხელმძღვანელების შეხვედრა გაიმართა. ინფორმაციას ამის შესახებ „ამერიკის ხმა“ ავრცელებს.

23 სექტემბერი 2021, 12:32

პოლიტიკა

„ქართული ოცნების“ მიერ ჩატარებული კვლევის მიხედვით, მმართველი პარტია თბილისის საკრებულოში მყარ უმრავლესობას მოიპოვებს

სოციოლოგიური კვლევის საველე სამუშაოები ჩატარდა 16-20 სექტემბერს. კვლევის ფარგლებში, გამოიკითხა 2 792 რესპოდენტი. ცდომილების ზღვარი 3%-ს შეადგენს.

23 სექტემბერი 2021, 12:27

პოლიტიკა

დავით ზალკალიანი ჰონდურასის საგარეო საქმეთა მინისტრს შეხვდა

შეხვედრაზე განხილულ იქნა ორმხრივი ურთიერთობების ფართო სპექტრი და სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივები პოლიტიკური, ეკონომიკური და კულტურული მიმართულებით. ყურადღება გამახვილდა საპარლამენტო თანამშრომლობის გაძლიერების მნიშვნელობაზეც.

გიორგი ამილახვარი

23 სექტემბერი 2021, 12:25

პოლიტიკა

გიორგი ამილახვარი გახარიაზე: საზოგადოებამ დასკვნები თავად უნდა გააკეთოს, ტესტის გაკეთებას არც ავსტრიაში სიარული სჭირდებოდა და არც სხვაგან

„თავად ის ფაქტი, რაც მის მიერ ამ საკითხის შეფასებას მოჰყვა - გადადება, იგნორირება, ტესტების საზღვარგარეთ ჩატარება, ცხადია, რაღაცაზე მიუთითებს, რომელზეც საზოგადოებამ დასკვნები თავად უნდა გააკეთოს, რადგან ამას არც ავსტრიაში სიარული სჭირდებოდა და არც სხვაგან. მარტივად, 5 წუთში შესაძლებელი იყო ჯანსაღი ცხოვრების წესის პროპაგანდის გაწევა ისე, როგორც გააკეთა კახა კალაძემ. ამდენად, ვფიქრობ ამასთან დაკავშირებით დასკვნებს საზოგადოება თავად გააკეთებს“, - განაცხადა ამილახვარმა.

23 სექტემბერი 2021, 12:24

პოლიტიკა

„ქართული ოცნების“ მიერ თბილისში ჩატარებული კვლევის მიხედვით, მმართველი პარტია 50,9%-ით ლიდერობს

სოციოლოგიური კვლევის საველე სამუშაოები ჩატარდა 16-20 სექტემბერს. კვლევის ფარგლებში, გამოიკითხა 2 792 რესპოდენტი. ცდომილების ზღვარი 3%-ს შეადგენს.

23 სექტემბერი 2021, 12:22

რეგიონი

სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელ ერისიმედში საცხოვრებელი სახლები დაიტბორა

უხვი ნალექის შედეგად სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელ ერისიმედში რამდენიმე საცხოვრებელი სახლი დაიტბორა.

კახა კალაძე

23 სექტემბერი 2021, 12:21

პოლიტიკა

„ქართული ოცნების“ მიერ თბილისში ჩატარებული კვლევის მიხედვით, კახა კალაძე 57.9%-ით ლიდერობს

სოციოლოგიური კვლევის საველე სამუშაოები ჩატარდა 16-20 სექტემბერს. კვლევის ფარგლებში, გამოიკითხა 2 792 რესპოდენტი. ცდომილების ზღვარი 3%-ს შეადგენს.

ვოლოდიმირ ზელენსკი

23 სექტემბერი 2021, 12:14

მსოფლიო

ზელენსკი: დღეს გაერო პენსიაზე გასული სუპერგმირივითაა, რომელსაც დაავიწყდა, რისი გაკეთება შეეძლო - გაერო თავს უძლურ და სუსტ მოხუცად გრძნობს

გაეროს გენერალური ასამბლეის სესიაზე სიტყვით გამოსვლისას უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ გაერო პენსიაზე გასულ სუპერგმირს შეადარა.

23 სექტემბერი 2021, 12:08

მსოფლიო

აშშ, დიდი ბრიტანეთი, საფრანგეთი, რუსეთი და ჩინეთი „თალიბანთან“ დაკავშირებით საერთო პოზიციაზე შეთანხმდნენ

გაეროს უშიშროების საბჭოს ხუთი მუდმივი წევრი ქვეყანა „თალიბანთან“ დაკავშირებით საერთო პოზიციაზე შეთანხმდა, ამის შესახებ გაეროს გენერალურმა მდივანმა, ანტონიო გუტერეშმა განაცხადა.

ჯუანშერ ბურჭულაძე

23 სექტემბერი 2021, 12:06

თავდაცვა

სამეთაურო-საშტაბო სწავლება „ქარიშხალი 2021“ დასრულდა

თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, სიმულაციური სცენარის მიხედვით, მე-4 მექანიზებული ბრიგადის 41-ე ბატალიონის „ალფა“ ასეულის ტაქტიკურმა ჯგუფმა მოწინააღმდეგეზე კომბინირებული საბრძოლო სროლები განახორციელა. 41-ე ბატალიონს მხარს 42-ე შერეული ჯავშანსატანკო ბატალიონის სატანკო და მექანიზებული ოცეულები და 44-ე საარტილერიო ბატალიონის III ბატარეა უჭერდა. წვრთნებში ჩართული იყო ასევე, სამედიცინო და საინჟინრო ასეულები.

კოალები

23 სექტემბერი 2021, 12:03

მსოფლიო

ბოლო 3 წლის განმავლობაში ავსტრალიაში კოალების პოპულაცია 30%-ით შემცირდა🐨

სპეციალისტების თქმით, პოპულაციის შემცირებას 2019-2020 წლის ტყის ხანძრებთან ერთად ხელი ანომალიურმა სიცხემ, გვალვამ და სასმელი წყლის უკმარისობამ შეუწყო. კოალების რაოდენობის კიდევ ერთი მიზეზი ადამიანის მიერ მათი ბინადრობის არეალის განადგურებაა.

23 სექტემბერი 2021, 11:39

საზოგადოება

ზურაბ ჟვანიას სახელობის სახელმწიფო ადმინისტრირების სკოლამ პროექტის „დისკუსიები COVID-19-ის შესახებ“ მორიგი შეხვედრა გამართა

ჟვანიას სკოლის ბენეფიციარებსა და ტრენერებთან შეხვედრისას მაია რუხაძემ ისაუბრა, თუ რატომ არის მნიშვნელოვანი COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინაცია, რა უნდა ვიცოდეთ COVID-19-ის ვირუსის შესახებ და შეხვედრის მონაწილეებს საინტერესო ინფორმაცია, კვლევის შედეგები და რეკომენდაციები მიეწოდათ.

23 სექტემბერი 2021, 11:36

COVID19

FDA-მ Pfizer-ის ვაქცინის მესამე დოზა 65 წლიდან ასაკისა და მაღალი რისკის ქვეშ მყოფი პირებისთვის დაამტკიცა

აშშ-ის სურსათისა და მედიკამენტების ადმინისტრაციამ (FDA) კორონავირუსის საწინააღმდეგო Pfizer-ის ვაქცინის მესამე დოზა 65 წლიდან ასაკისა და მაღალი რისკის ქვეშ მყოფი პირებისთვის დაამტკიცა.

23 სექტემბერი 2021, 11:29

მსოფლიო

აშშ-ის წარმომადგენელთა პალატამ „ჩრდილოეთის ნაკადი 2“-ის წინააღმდეგ სანქციების დაწესებას მხარი დაუჭირა

აშშ-ის კონგრესის წარმომადგენელთა პალატამ გაზსადენ „ჩრდილოეთის ნაკადი 2“-ის წინააღმდეგ სანქციების დაწესებას მხარი დაუჭირა. ინფორმაციას ამის შესახებ „რადიო თავისუფლება“ ავრცელებს.

23 სექტემბერი 2021, 11:19

სამართალი

თელავის ცენტრალური საავადმყოფოს დირექტორის მკვლელობაში ბრალდებულ პოლიციელს 12 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს

ამ გადაწყვეტილებამდე 11 მსაჯული თითქმის 10 საათის განმავლობაში მსჯელობდა. მოსაამრათლმემ ზანდარაშვლს 12 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.