ბიძინა ივანიშვილი პრეზიდენტობის დამოუკიდებელი კანდიდატის მხარდაჭერას ემხრობა

ბიძინა ივანიშვილი
ფოტო: ქართული ოცნება
ბიძინა ივანიშვილის თქმით, საპრეზიდენტო კანდიდატზე მსჯელობა ჯერ არ არის დამთავრებული, თუმცა მისი პოზიციაა, რომ „ქართულმა ოცნებამ“ ღირსეულ დამოუკიდებელ კანდიდატს დაუჭიროს მხარი, რაც ქვეყნაში დემოკრატიული ინსტიტუტების გაღრმავებისკენ მიმართული ნაბიჯი იქნება. ამის შესახებ მან საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში განაცხადა
„გულწრფელად გეტყვით, ჩემი პოზიციაა და „ქართული ოცნების“ წევრებსაც ამ პოზიციიდან ველაპარაკები, რომ გუნდიდან არ დავასახელოთ კანდიდატი, ელემენტარული მიზეზის გამო, ქვეყნის სწრაფი, დემოკრატიული განვითარებისთვის უფრო კარგი იქნება, რომ ჩვენ ღირსეულ დამოუკიდებელ კანდიდატს დავუჭიროთ მხარი, თუ არ იქნება, არც არავის არ დავუჭიროთ და ოპოზიციამ გაინაწილოს ეს ინსტიტუტი“, – განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.
მისივე თქმით, ქვეყანაში როგორც ეკონომიკაა ღარიბი, ისე ღარიბია პოლიტიკური ისტებლიშმენტი.
„დღეს გამგებლიდან დაწყებული, პრემიერამდე მთელი ხელისუფლება ეკუთვნის „ქართულ ოცნებას“. პარლამენტში ჩვენ გვაქვს საკონსტიტუციო უმრავლესობა, ესეც ცოტა ველურად ჟღერს ევროპაში. ევროპას მოსწონს მრავალპარტიულობა. სამწუხაროდ, როგორც ეკონომიკაა ღარიბი, ისე ღარიბია ჩვენი პოლიტიკური ისტებლიშმენტი. ნურავის ექნება ილუზია, რომ „ქართულმა ოცნებამ“ უნდა მართოს და ასე უნდა გაგრძელდეს ეს პროცესი. რა თქმა უნდა, ისევე როგორც ეკონომიკას, ამ პროცესსაც სჭირდება განვითარება და ხელშეწყობა. ამ ფონზე ქვეყნისთვის უფრო საინტერესო იქნებოდა, რომ „ქართულმა ოცნებამ“ საკუთარი კანდიდატი არ დაასახელოს“,- განმარტა „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ.
თუმცა, ბიძინა ივანიშვილი 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნებზე „ქართული ოცნების“ შესაძლო კანდიდატებზეც საუბრებს და დარწმუნებულია, რომ მათგან ნებისმიერი გაიმარჯვებს, თუ მონაწილეობას მიიღებს არჩევნებში.
„ზურაბ აბაშიძე, სოზარ სუბარი, სერგეენკო, ჩემზეც ამბობენ, თეა წულუკიანი და კიდევ ბევრი ღირსეული კანდიდატი გვყავს ჩვენ, ვინც შეიძლება პირველსავე ტურში მოახერხოს და გაიმარჯვოს“, - განმარტავს ის.
13 ივლისს გავრცელდა ინფორმაცია, რომ საქართველოს პარლამენტის უპარტიო წევრი სალომე ზურაბიშვილი 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში დამოუკიდებელ კანდიდატად კენჭისყრას აპირებდა; ითქვა, რომ სწორედ ის იქნებოდა კანდიდატი, რომელსაც მმართველი პარტია „ქართული ოცნება“ მხარს დაუჭერდა, რადგან ხელისუფლება ამ არჩევნებში თავისი კანდიდატის წარდგენას არ გეგმავს. ზურაბიშვილმა „ოცნებასთან“ მოლაპარაკებების შესახებ ინფორმაცია უარყო, ეს ცნობა მმართველ პარტიაშიც არ დაუდასტურებიათ.
თუმცა საქართველოს მოქმედი კონსტიტუციით, ზურაბიშვილი მხოლოდ იმ შემთხვევაში შეძლებს საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობას თუ საფრანგეთის მოქალაქეობაზე უარს იტყვის, რადგან საქართველოს კონსტიტუციით ორმაგი მოქალაქეობის მქონე პირს ამ პოზიციაზე კენჭისყრის უფლება არ აქვს. საქართველოს საარჩევნო კანონმდებლობის თანახმად, სურვილის შემთხვევაში, მან მოქალაქეობიდან გასვლის თაობაზე უნდა მიმართოს იმ ქვეყანას, რომლის მოქალაქეცაა და კანდიდატად დარეგისტრირების დროს ეს მიმართვა უნდა არსებობდეს.
„ნაციონალურმა მოძრაობამ“ რამდენიმე ოპოზიციურ ჯგუფთან ერთად პრეზიდენტობის კანდიდატად გრიგოლ ვაშაძე წარადგინა, „ევროპულმა საქართველომ“ - დავით ბაქრაძე; „გირჩის“ კანდიდატია - ზურაბ ჯაფარიძე; თავისი გეგმების შესახებ ჯერჯერობით არაფერს ამბობსმოქმედი პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი, რომელიც „ოცნების“ მხრიდან კანდიდატის წარდგენას ელოდება. ამასთან, მარგველაშვილის პასუხს ელოდება „შენების მოძრაობის“ ლიდერი დავით უსუფაშვილიც, რომელიც ასევე იყრის კენჭს პრეზიდენტად იმ შემთხვევაში თუ მარგველაშვილი თანამშრომლობაზე უარს ეტყვის. რაც შეეხება „ქართულ ოცნებას“, მართველი პარტიის ცალკეული წარმომადგენლები აცხადებენ, რომ კანდიდატზე ჯერ არ შეთანხმებულან, თუმცა ის ვისაც შეარჩევენ ყველა შემთხვევაში იქნება ძალიან ძლიერი და კონკურენტუნარიანი ლიდერი.
ყველა სიახლე

24 მარტი 2023, 19:37
პოლიტიკა
ბექა ოდიშარია: ჩვენ ზუსტად ვიცით, რომ ძალა ევროპაშია, ცივილიზაცია ევროპაშია
დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ბექა ოდიშარიამ საგარეო საქმეთა მინისტრს, ილია დარჩიაშვილს, რომელიც პარლამენტში ინტერპელაციის წესით წარსდგა, საქართველოში ვიზიტად მყოფ გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრთან თხოვნა გადასცა.

24 მარტი 2023, 19:29
პოლიტიკა
ნიკოლოზ სამხარაძე: საგარეო საქმეთა სამინისტრო საგარეო პოლიტიკურ კურსს პრაგმატულად წარმართავს
საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის, ნიკოლოზ სამხარაძის შეფასებით, საქართველოს საგარეო საქმეთა უწყება საგარეო პოლიტიკურ კურსს პრაგმატულად წარმართავს, რისი დამსახურებაცაა ქვეყნის წარმატებები ამ მიმართულებით, მათ შორის, არაღიარების პოლიტიკის კუთხით. ამის შესახებ ნიკოლოზ სამხარაძემ პარლამენტში საგარეო საქმეთა მინისტრის ინტერპელაციის წესით მოსმენისას განაცხადა.

24 მარტი 2023, 19:12
პოლიტიკა
ილია დარჩიაშვილი: საქართველოს პარტნიორების სრული მხარდაჭერა აქვს ყველა იმ ძალისხმევაში, რომელიც ევროკავშირში ინტეგრაციას ემსახურება
საგარეო საქმეთა მინისტრის, ილია დარჩიაშვილის განცხადებით, საქართველოს აქვს მეგობრების სრული მხარდაჭერა და გამოხატული მზაობა დაეხმარონ ჩვენს ქვეყანას ევროპული და ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის პროცესში შემდგომი წარმატებების მიღწევასა და არსებული გამოწვევების მშვიდობიანად დაძლევაში.

24 მარტი 2023, 19:10
მსოფლიო
ბლინკენი: შეიძლება იყოს ტერიტორია, რომელზეც უკრაინელები გადაწყვეტენ, რომ სხვა გზით უნდა ეცადონ მის დაბრუნებას
აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა უკრაინის მომავალი საზღვრების განსაზღვრაში დიპლომატიის როლი აღნიშნა და კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ ნებისმიერი სამშვიდობო გადაწყვეტილება უკრაინის გადასაწყვეტია.

24 მარტი 2023, 19:02
პოლიტიკა
ხატია დეკანოიძე საგარეო საქმეთა მინისტრს: თქვენ ვალდებული ხართ დააფიქსიროთ თქვენი მკვეთრი პოზიცია ანტიდასავლურ რიტორიკაზე
ხატია დეკანოიძის თქმით, დასავლელი პარტნიორების მკაფიო მოთხოვნაა ანტიევროპული და ანტიუკრაინული რიტორიკის შეწყვეტა და საგარეო საქმეთა მინისტრი ვალდებულია მსგავს რიტორიკასთან დაკავშირებით საკუთარი პოზიცია გამოხატოს

24 მარტი 2023, 18:58
პოლიტიკა
ილია დარჩიაშვილი: საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭება ევროკავშირში გაწევრიანების პოლიტიკის პრიორიტეტული ამოცანა და წევრ ქვეყნებთან საქართველოს თანამშრომლობის დღის წესრიგის უმთავრესი საკითხია
საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭება ევროკავშირში გაწევრიანების პოლიტიკის პრიორიტეტული ამოცანა და წევრ ქვეყნებთან საქართველოს თანამშრომლობის დღის წესრიგის უმთავრესი საკითხია, - განაცხადა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, ილია დარჩიაშვილმა, პარლამენტში ინტერპელაციის წესით გამოსვლისას.

24 მარტი 2023, 18:54
პოლიტიკა
ილია დარჩიაშვილი: შავი ზღვის წყალქვეშა ელექტროგადამცემი კაბელი საქართველოს ახალ ევროპულ დანიშნულებას სძენს
საქართველო, ისევე, როგორც ჩვენი რეგიონი, დღეს დასავლეთის გაორმაგებული დაინტერესების საგანია იმ მნიშვნელოვანი ფუნქციით, რომელიც დაკავშირებულია ევროპის ენერგორესურსების, სატრანსპორტო მარშრუტების მიწოდების წყაროების დივერსიფიკაციასთან და საქართველო, როგორც ამ პროცესის მნიშვნელოვანი მონაწილე, ასევე აქტიურად თანამშრომლობს ყველა პარტნიორთან, - განაცხადა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, ილია დარჩიაშვილმა, საქართველოს პარლამენტში ინტერპელაციის წესით გამოსვლისას.

24 მარტი 2023, 18:49
პოლიტიკა
შრომის ინსპექციის სამსახურში მრჩეველთა საბჭოს რიგით მეშვიდე სხდომა გაიმართა
შრომის ინსპექციის სამსახურში მრჩეველთა საბჭოს რიგით მეშვიდე სხდომა გაიმართა. საბჭოს წევრებმა განიხილეს რამდენიმე საკითხი, მათ შორის სპეციფიკური სამუშაო რეჟიმის მქონე დარგების ცვლილების საკითხი და ასევე შრომის რეფორმის განხორციელების ეფექტური მექანიზმები.

24 მარტი 2023, 18:48
პოლიტიკა
თეონა აქუბარდია: ყველაფერი გავაკეთოთ ერთად იმისათვის, რომ ქვეყანამ წელს კანდიდატის სტატუსი მიიღოს
თქვენ გაქვთ პოლიტიკური პასუხისმგებლობა და მინდა, გაიაზროთ ეს და გაითავისოთ. ყველა საჯარო მოხელეს მინდა მადლობა გადავუხადო ძალიან რთულ დროს ქვეყნის სამსახურში ყოფნისთვის და მადლობა, მათ შორის, კონსტიტუციის 78-ე მუხლის დაცვისთვის, რადგან ჩვენი ვალდებულებაა, ყველაფერი გავაკეთოთ ევროკავშირსა და ნატო-ში გაწევრიანებისთვის, შესაბამისად, ეს ვალდებულება არის პასუხისმგებლობა და ძალიან გამიხარდება, თუ ამას ისევე მიიღებთ, როგორც ჩვენ და ყველაფერი გავაკეთოთ ერთად იმისათვის, რომ ქვეყანამ მიიღოს კანდიდატის სტატუსი წელს, - მიმართა პარლამენტის უფრაქციო წევრმა თეონა აქუბარდიამ საგარეო საქმეთა მინისტრს, ილია დარჩიაშვილს ინტერპელაციის წესით გამოსვლის შემდეგ.

24 მარტი 2023, 18:36
პოლიტიკა
ირაკლი კობახიძე სააკაშვილზე: როგორ შეიძლება ცივი მჭადი მიუტანო თბილი პურის მაგივრად იმისათვის, რომ არ გასუქდეს. კატასტროფაა, რასაც ისინი აკეთებენ
დედა რომ ხარ, ძმა რომ ხარ, შვილი რომ ხარ, როგორ შეიძლება ცივი მჭადი მიუტანო თბილი პურის მაგივრად იმისათვის, რომ არ გასუქდეს. უბრალოდ კატასტროფაა, რასაც ისინი აკეთებენ, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით საუბრისას განაცხადა.

24 მარტი 2023, 18:35
პოლიტიკა
ირაკლი ჩიქოვანი: ნებისმიერი ოპოზიციის წარმომადგენლიდან, იშვიათად თუ მოძებნით პოლიტიკურ სუბიექტებს, რომლებმაც რაიმე ფორმით მიიღეს მონაწილეობა 12-პუნქტიანი გეგმის შესრულებაში
საქართველოში არიან პოლიტიკური ოპოზიციური ძალები, რომელიც თავისი შინაარსით ეწინააღმდეგებიან საქართველოს ინტეგრაციას ევროპაში, ამისი მარტივი დადასტურებაა ის, რომ დღეს თავს წარმოგვიდგენენ დემოკრატიის მებრძოლებად, საქართველოს კეთილდღეობისთვის მებრძოლებად ის სუბიექტები და ის პოლიტიკური ძალა, რომელიც 9 წლის განმავლობაში ქმნიდა სახელმწიფო რეპრესიულ რეჟიმს საკუთარი მოქალაქეების წინააღმდეგ, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ირაკლი ჩიქოვანმა „ქრონიკაში“ განაცხადა.

24 მარტი 2023, 18:34
მსოფლიო
მაკრონი საპროტესტო აქციებზე ძალადობაზე: დემოკრატიაში ჩვენ არ გვაქვს ძალადობის უფლება
ჩვენ არაფერს დავუთმობთ ძალადობას, დემოკრატიაში ჩვენ არ გვაქვს ძალადობის უფლება, - განაცხადა საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა სადავო საპენსიო რეფორმის წინააღმდეგ ქვეყანაში მიმდინარე საპროტესტო აქციებზე, რომელსაც ძალადობრივი შეტაკებები მოჰყვა.

24 მარტი 2023, 18:33
პოლიტიკა
ცესკოში დიპლომატიური კორპუსისა და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან შეხვედრა გაიმართა
საერთაშორისო ორგანიზაციებისა და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებთან ახალი ფორმატის ფარგლებში მორიგი სამუშაო შეხვედრა გაიმართა. შეხვედრა ცესკოს თავმჯდომარის მოადგილე გიორგი შარაბიძემ გახსნა და დეზინფორმაციის მიმართულებით საქართველოს საარჩევნო ადმინისტრაციის გამოცდილებაზე, არსებულ გამოწვევებზე, პრევენციისა და რეაგირების მექანიზმებზე ისაუბრა.

24 მარტი 2023, 18:30
პოლიტიკა
ირაკლი კობახიძე: რადიკალური ოპოზიცია ყველაფერს აკეთებს ქვეყნის „უკრაინიზაციისთვის“
საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის ირაკლი კობახიძის შეფასებით, ვერანაირი რევოლუციით და აყირავებით „ნაციონალური მოძრაობა“ ხელისუფლებაში ვეღარ დაბრუნდება.

24 მარტი 2023, 18:27
პოლიტიკა
ირაკლი კობახიძე: სხვა წევრები, ვისაც ვერ უხდიან 100 ათას დოლარს, გარბიან პარტიიდან. დღეს იმდენად მოშლილია „ნაციონალური მოძრაობა“, რომ არავითარი სხვა რესურსი მათ აღარ აქვთ
„100 ათასი დოლარის გადახდა უწევს თითოეული წევრის მოზიდვაში [პარტიაში]. აი, გუბაზ სანიკიძეში გადაიხადეს 100 ათასი დოლარი. სხვა წევრები, ვისაც ვერ უხდიან 100 ათას დოლარს, გარბიან პარტიიდან. დღეს იმდენად მოშლილია „ნაციონალური მოძრაობა“, რომ არავითარი სხვა რესურსი მათ აღარ აქვთ“

24 მარტი 2023, 18:25
პოლიტიკა
მამუკა მდინარაძე ოპოზიციას: კანონები ვერ წაგაკითხეთ საქართველოს პარლამენტში ზოგიერთ თქვენგანს, გერასიმოვის და მისი დოქტრინების კითხვას დაანებეთ თავი
„პაატა მანჯგალაძე არ არის, გადასცემთ ალბათ, გერასიმოვის დოქტრინას, მე არ ვიცოდი საერთოდ და ეს კითხულობს თურმე, უზის და სწავლობს, სხვა რაღაცები წაიკითხოს. ისევე, როგორც თქვენ, „რესპუბლიკელი“ ბრძანდებით ქალბატონო ხათუნა, მეხუთე კოლონა ასე ვთქვათ“

24 მარტი 2023, 18:25
პოლიტიკა
ირაკლი კობახიძე ოპოზიციაზე: დღესაც წარმოებს პირდაპირი აგიტაცია კანდიდატის სტატუსის წინააღმდეგ, ამას არც მალავენ
მისი თქმით, მსგავსი ქმედებით კიდევ ერთხელ დასტურდება, რომ რადიკალური ოპოზიცია არა ქართველი ხალხის და საქართველოს ეროვნული ინტერესების გათავლისწინებით, არამედ უცხო ინტერესებით მოქმედებს.

24 მარტი 2023, 18:25
პოლიტიკა
ირაკლი კობახიძე დეპუტატების მიერ მანდატების დატოვებაზე: დეპუტატებსა და მათი ოჯახის წევრებზე ხორციელდებოდა ლიბერალურ-ფაშისტური ბულინგი. ვიღაცას ეს უბრალოდ არ უღირს
დეპუტატებსა და მათი ოჯახის წევრებზე ხორციელდებოდა ლიბერალურ-ფაშისტური ბულინგი. ვიღაცას ეს უბრალოდ არ უღირს, - ასე განმარტა საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, ირაკლი კობახიძემ უმრავლესობის რამდენიმე წევრის მიერ მანდატზე უარის თქმის მიზეზები.

24 მარტი 2023, 18:04
პოლიტიკა
ირაკლი ჩიქოვანი: ჩვენი ქვეყნის შიგნითაც არიან ადამიანები, რომელთა მთავარი მიზანია, რომ „ქართული ოცნების“ ხელისუფლება იყოს წარუმატებელი, თუნდაც ეს ხდებოდეს საქართველოს სახელმწიფოებრიობის ხარჯზე
ვერავინ დაასახელებს თუნდაც ერთ კომპონენტს, თუ სად შეეძლო საქართველოს მეტის გაკეთება უკრაინისთვის, ვიდრე გააკეთა. მე ვგულისხმობ პოლიტიკურ და ჰუმანიტარულ კომპონენტს, - ამის შესახებ „ქრონიკის“ ეთერში საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ირაკლი ჩიქოვანმა განაცხადა.

24 მარტი 2023, 18:00
პოლიტიკა
ირაკლი კობახიძე: გუბაზ სანიკიძე 100 000 დოლარად განაცდა და შემდეგ საკუთარ დედასაც არ სცა პატივი - მას მოუწია სამარცხვინოდ გაქცევა პარლამენტიდან
„დეტალები არ ვიცი, მაგრამ სამარცხვინოდ მოუწია გაქცევა პარლამენტის შენობიდან გუბაზ სანიკიძეს. ეს იყო სათანადო პასუხი იმ სამარცხვინო განცხადებაზე, რომელიც მან გააკეთა. რაც შეეხება 100 ათას დოლარს, ყველამ იცის ვინც საქმეშია ჩახედული, რომ მას ნაციონალობისთვის აქვს აღებული“