imedi /  01 აგვისტო 2018, 19:01 / სანდო წყარო

ლევან დავითაშვილი დენდროლოგიური პარკის მოწყობის დეტალებს განმარტავს

შეკვეთილის დენდროლოგიური პარკი

შეკვეთილის დენდროლოგიური პარკი

საქართველოს უნიკალური დენდროლოგიური პარკი ექნება. ფაქტია, ბიძინა ივანიშვილის ქველმოქმედებით, ჩვენს ქვეყანაში მორიგი მნიშვნელოვანი პროექტი ხორციელდება. ფაქტობრივად, ბუნების ახალი ძეგლი იქმნება. უბრალოდ, აბსურდია იმაზე საუბარი, რომ ასეთი უნიკალური ტერიტორიის მოწყობა ნეგატიურ ზემოქმედებას ახდენდეს გარემოზე,- ამის შესახებ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა განაცხადა.

მინისტრი აცხადებს, რომ ყველაფერი კანონმდებლობის შესაბამისად ხორციელდება.

„ვფიქრობ, ჩვენი ქვეყნის მოსახლეობა სწორად აფასებს მოვლენებს და გარკვეული ნეგატივი მართული პროცესია. პროექტების განხორციელება სოციალური და ეკონომიკური ეფექტის მომტანია, რადგან პროცესებში ჩართულია კერძო კომპანიები, რომლებიც  შესაძლებლობებს ზრდიან, ქვეყანაში შემოდის ისეთი სპეცტექნიკა, რომელიც მომავალში სხვადასხვა ინფრასტრუქტურულ პროექტში ჩაერთვება; მრავალი მილიონი ლარი იხარჯება ფონდის მიერ იმისთვის, რომ საგზაო-საკომუნიკაციო ინფრასტრუქტურა მოეწყოს იმ ადგილებში, საიდანაც ხდება ხეების გადატანა. ძალიან მნიშვნელოვან სარგებელს იღებს მოსახლეობაც, რადგან ეს ხეები, ხშირ შემთხვევაში, კერძო საკუთრებაა.

სამწუხაროდ, ჩვენს სახელმწიფოს არ გააჩნია ფუფუნება მნიშვნელოვანი რესურსი გამოყოს ისეთი პროექტების განსახორციელებლად, როგორიცაა დენდროლოგიური პარკი, თანამედროვე საკონცერტო დარბაზი, უნიკალური სანაშენე მეურნეობა, აღდგენილი კულტურული მემკვიდრეობის ასობით ძეგლი“, - განაცხადა დავითაშვილმა.

მისივე თქმით, შეკვეთილში აშენებული საკონცერტო დარბაზის სახელმწიფოსთვის გადაცემის ფაქტის შესახებაც აბსურდული ინფორმაცია ვრცელდებოდა.

„ამ შემთხვევაშიც ადგილი ჰქონდა კეთილი საქმის დისკრედიტაციის მცდელობას. წარმოუდგენელია, ჩვენმა მოსახლეობამ დაიჯეროს, რომ დარბაზი ბიძინა ივანიშვილმა სახელმწიფოს იმიტომ გადასცა, რომ მისი შენახვა ძვირი იყო. ეს უბრალოდ აბსურდია.

არ შემიძლია არ ვახსენო ჯიღაურას მეურნეობა. ქართული ვაზის გენოფონდი ბატონმა ბიძინამ გადაარჩინა. ეს არის უნიკალური წყარო მეღვინეობის დარგის განვითარებისთვის.

ჩვენი მოსახლობის დიდმა ნაწილმა და, პრაქტიკულად, ყველა ფერმერმა კარგად იცის, რომ ჯიღაურას მეურნეობა აგრო ბიომრავალფეროვნების მთავარი ცენტრია. ჩვენ მოგვეცა საშუალება და გადაშენების პირას მყოფი ჯიშები გადავარჩინეთ. ჯიღაურას მეურნეობა ვაზისა და ღვინის საერთაშორისო ორგანიზაციის (OIV) მიერ მსოფლიოში საუკეთესო კოლექციად არის აღიარებული. დღეს ეს მეურნეობა, ეს უნიკალური საცავი სახელმწიფოს საკუთრებაა, საჩუქარია ბიძინა ივანიშვილისგან.

ეჭვი არ მეპარება, ჩვენი ქვეყნის მოსახლეობას ზუსტად ესმის ამ პროექტების მნიშვნელობა“, განაცხადა ლევან დავითაშვილმა.

ყველა სიახლე

ჯო ბაიდენი

29 იანვარი 2022, 03:29

მსოფლიო

ჯო ბაიდენმა განაცხადა, რომ უახლოეს დროში აღმოსავლეთ ევროპაში ამერიკული ძალების გაგზავნას აპირებს

აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა განაცხადა, რომ უახლოეს დროში აღმოსავლეთ ევროპაში მცირერიცხოვანი ამერიკული ძალების გაგზავნას აპირებს.

იენს სტოლტენბერგი

29 იანვარი 2022, 01:58

მსოფლიო

იენს სტოლტენბერგი: თუ რუსეთი უკრაინის წინააღმდეგ კვლავ გამოიყენებს ძალას, რუსეთი თავის საზღვრებთან უფრო მეტ ნატოს მიიღებს

თუ რუსეთი უკრაინის წინააღმდეგ ძალას კვლავ გამოიყენებს, რუსეთი თავის საზღვრებთან უფრო მეტ ნატოს მიიღებს, - განაცხადა ნატოს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა.

კიმ კარდაშიანი

29 იანვარი 2022, 00:57

ტაბლოიდი

კიმ კარდაშიანის საცვლების ბრენდის, Skims-ის ღირებულება 3,2 მილიარდ დოლარს აღწევს

ტელევარსკვლავისა და მოდელის, კიმ კარდაშიანის საცვლების ბრენდის, SKIMS-ის ღირებულება გაორმაგდა და $3,2 მილიარდს აღწევს. ამის შესახებ Bloomberg-ი წერს.

29 იანვარი 2022, 00:34

მსოფლიო

გამოკითხვა: გამოკითხული გერმანელების 73% გერმანიის მიერ უკრაინისთვის იარაღის მიწოდებას ეწინააღმდეგება

გამოკითხული გერმანელების 73% გერმანიის მიერ უკრაინისთვის იარაღის მიწოდებას ეწინააღმდეგება. აღნიშნულს გერმანულ ტელეარხ ZDF-ის შეკვეთით ჩატარებული გამოკითხვა ცხადყოფს.

29 იანვარი 2022, 00:25

კულტურა

The Beatles-ის ბოლო კონცერტი სრულად პირველად გამოქვეყნდა

The Beatles-ის „სახურავზე გამართული კონცერტი“, რომელიც ლეგენდარული ჯგუფის მიერ ცოცხლად შესრულებული ბოლო გამოსვლა იყო, სრულად პირველად გამოქვეყნდა. ალბომი Get Back — The Rooftop Performance სტრიმინგის ყველა სერვისზეა ხელმისაწვდომი.

ლოიდ ოსტინი

29 იანვარი 2022, 00:09

მსოფლიო

ლოიდ ოსტინი: აშშ უკრაინის საზღვართან ათიათასობით რუსი სამხედროს კონცენტრაციას ძალიან სერიოზულად ეკიდება

აშშ-ის თავდაცვის მდივანმა, ლოიდ ოსტინმა განაცხადა, რომ აშშ უკრაინის საზღვართან ათიათასობით რუსი სამხედროს კონცენტრაციას ძალიან სერიოზულად ეკიდება.

29 იანვარი 2022, 00:03

მსოფლიო

მალაიზიაში 2005 წლის შემდეგ დაბადებული მოქალაქეებისთვის სიგარეტის გაყიდვის აკრძალვა სურთ

მალაიზიის მთავრობა 2005 წლის შემდეგ დაბადებული მოქალაქეებისთვის სიგარეტის და თამბაქოს ნაწარმის გაყიდვის აკრძალვას გეგმავს. ადგილობრივი მედიის ცნობით, ამგვარად ქვეყანაში სურთ, აღზარდონ თამბაქოზე დამოკიდებულებისგან თავისუფალი ახალი თაობა.

28 იანვარი 2022, 23:30

ეკონომიკა

upway.ge - ახალი ქართული სტარტაპი, რომელიც აერთიანებს მრავალფეროვანი და სანდო კურსების სელექციას

პლატფორმის ერთიან სისტემაში შესაძლებელი იქნება დაინტერესებულმა ადამიანებმა ნახონ შერჩეული კურსები სხვადასხვა მიმართულებით, მარტივი ფილტრაციით აარჩიონ მათთვის საინტერესო ვერსია და იმავე ადგილას შეიძინონ. მათთვის კი, ვინც არ იცის ზუსტად რისი სწავლა უნდა, upway-ს გუნდი, სფეროს ექსპერტებთან ერთად, ყველაზე ტრენდულ მიმართულებებს აღმოაჩენინებს

რეზო სოხაძე

28 იანვარი 2022, 23:22

საზოგადოება

რევაზ სოხაძე: მუნიციპალიტეტის ქონების მითვისება არის კერძო საკუთრების მითვისება - ქურდობა

თბილისის საკრებულოს ურბანული დაგეგმარებისა და საქალაქო მეურნეობის კომისიის თავმჯდომარე მუნიციპალური ინსპექციის მიერ ორხევში განხორციელებულ სახლის დემონტაჟს ეხმაურება. როგორც რევაზ სოხაძე აცხადებს, მუნიციპალიტეტის ქონების მითვისება არის კერძო საკუთრების მითვისება.

28 იანვარი 2022, 23:11

მსოფლიო

The Wall Street Journal: რუსეთმა უკრაინის საზღვართან სამედიცინო ქვედანაყოფები გააგზავნა

რუსეთმა უკრაინის საზღვართან სამედიცინო ქვედანაყოფები გააგზავნა. ინფორმაციას ამის შესახებ გაზეთი The Wall Street Journal-ი დასავლეთის თავდაცვის ოფიციალურ პირებზე დაყრდნობით ავრცელებს.

28 იანვარი 2022, 22:15

მსოფლიო

იტალიაში პრეზიდენტის არჩევის მეხუთე მცდელობა ჩავარდა

იტალიის პარლამენტმა პრეზიდენტი ვერც მეხუთე ცდაზე აირჩია. ადგილობრივი მედიის ცნობით, სენატის „კონსერვატორი“ ლიდერმა, მარია ელიზაბეტა კასელატიმ, რომელიც პარტიებმა „წინ, იტალია“, „ლიგა“ და „იტალიის ძმები“ წარადგინეს, 382 ხმა მიიღო, 406-მა დეპუტატმა კი თავი შეიკავა. პრეზიდენტად არჩევისთვის კასელატის 505 დეპუტატის მხარდაჭერა სჭირდებოდა.

ვოლოდიმირ ზელენსკი

28 იანვარი 2022, 21:40

მსოფლიო

ზელენსკი უკრაინიდან დიპლომატების ევაკუაციაზე: უკრაინა „ტიტანიკი“ არ არის - უკრაინა წინ მიდის

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ უკრაინიდან დიპლომატების ევაკუაციის შესახებ ცალკეული ქვეყნების გადაწყვეტილება გააკრიტიკა.

ვოლოდიმირ ზელენსკი

28 იანვარი 2022, 21:11

მსოფლიო

ზელენსკი ნატოში გაწევრიანებაზე: კონკრეტიკა გვჭირდება! ღიად გვითხარით, რომ ნატოში არასდროს ვიქნებით - რატომ გვესაუბრებით მომავალზე? რისკები აწმყოში გვაქვს

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ სურს მკაფიოდ გაიგოს, თუ რა პერსპექტივები აქვს უკრაინას ნატოში გაწევრიანებასთან დაკავშირებით.

კახაბერ ილურიძე

28 იანვარი 2022, 20:54

საზოგადოება

რა ქონებას ფლობს „სოციალურად დაუცველი“ მოქალაქე, რომელსაც მერიამ ორხევის დასახლებაში უკანონო ნაგებობა დაუნგრია

დღეს ორხევის დასახლებაში მუნიციპალურმა ინსპექციამ უკანონო მშენებლობების დემონტაჟი განახორციელა. პროცესს კანონდამრღვევთა ხმაურის გარეშე არ ჩაუვლია. განსაკუთრებით აქტიურობდა მოქალაქე კახაბერ ილურიძე, რომელიც აცხადებდა, რომ უკანონო მშენებლობისკენ გაჭირვებამ უბიძგა. მისი თქმით, არის 13 ივნისის სტიქიით დაზარალებული და სახლმწიფომ მას მხოლოდ „მიზერული თანხა“ გადაუხადა.

სალომე ზურაბიშვილი

28 იანვარი 2022, 20:35

პოლიტიკა

სალომე ზურაბიშვილი: სერგეი ლავროვთან როცა გვქონდა მოლაპარაკებები, მან გამოთქვა მოსაზრება, რომ ყველა ქვეყანას აქვს მოკავშირეების არჩევის თავისუფლება, მსურს, ეს დღეს რაღაცნაირად გავუხსენო

საქართველოს პრეზიდენტი უკრაინაში მიმდინარე მოვლენებს გამოეხმაურა აღნიშნა, რომ სოლიდარობას უცხადებს უკრაინელ ხალხს.

თენგიზ ცერცვაძე

28 იანვარი 2022, 20:32

COVID19

თენგიზ ცერცვაძე: ბოლო დღეებში ანგაჟირებული ტელევიზიები, პრესა და ექსპერტები ცდილობენ, „ომიკრონით“ გამოწვეული ობიექტური სიძნელეები წარმოაჩინონ როგორც COVID-აპოკალიფსი

ბოლო დღეებში ანგაჟირებული ტელევიზიების, პრესისა და ექსპერტების მიერ არის მცდელობა, რომ ომიკრონის შტამით გამოწვეული ობიექტური სიძნელეები წარმოაჩინონ როგორც COVID აპოკალიფსი. კერძოდ, კეთდება განცხადებები, რომ ქვეყნის ჯანდაცვის სისტემა სრულიად მოუმზადებელია ახალი გამოწვევებისთვის და კოლაფსს განიცდის, მოსახლეობა ბედის ანაბარაა მიტოვებული და ა.შ. ეს ყველაფერი ტყუილია, დიდი ტყუილი. უბრალოდ მათ ძალიან უნდათ, რომ ასე იყოს და გულზე სკდებიან, რომ ასე არ არის, - ამის შესახებ ინფექციური საავადმყოფოს დირექტორმა, თენგიზ ცერცვაძემ განაცხადა.

ვოლოდიმირ ზელენსკი

28 იანვარი 2022, 20:32

მსოფლიო

ვოლოდიმირ ზელენსკი მსოფლიო ლიდერებსა და საერთაშორისო მედიას მოუწოდებს, პანიკა არ დათესონ და უკრაინის ეკონომიკა არ დააზარალონ

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ არ მიიჩნევს, რომ რუსეთის მხრიდან უკრაინის საზღვრებთან ესკალაციის დონე უფრო მაღალია, ვიდრე 2021 წლის დასაწყისში იყო.

სალომე ზურაბიშვილი

28 იანვარი 2022, 20:21

პოლიტიკა

სალომე ზურაბიშვილი: ჩემი მიზანი არ არის, რომ პოლიტიკური პარტიები შევარიგო, მათ ეს თავად უნდა იკისრონ და მე ვიქნები ერთგვარი შუამავალი რგოლი

„მე ნაწილი ვარ ხელისუფლების, მაგრამ არ ვარ მთავრობა. თქვენ უნდა მიმართოთ. ჩემი მიზანი არ არის, რომ შევარიგო პოლიტიკური პარტიები, პოლიტიკურმა პარტიებმა ეს უნდა იკისრონ თვითონ და მე ვიქნები ერთგვარი შუამავალი რგოლი, როცა საზოგადოება თავის პოზიციებს ჩამოაყალიბებს, რომ მე გავამაგრო, წარვუდგინო პოლიტიკურ პარტიებს, პარლამენტს, მთავრობას და ვიქნები საზოგადოების ერთგვარი ზურგი. მათ უნდა იცოდნენ, რა არის საზოგადოების წინაშე პასუხისმგებლობა და სანამ საზოგადოება არ ეტყვის გარკვეულად და ხმას არ ამოიღებს, შეიძლება ვერ გაიგონ, ვერ მოისმინონ“, - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

სალომე ზურაბიშვილი

28 იანვარი 2022, 20:17

პოლიტიკა

პრეზიდენტი: თუ საზოგადოება ჩამოაყალიბებს თავის პრინციპებს და რომელიმე ძალა ყველა ამ პრინციპს უარყოფს, ეს ძალა უნდა გავიდეს პოლიტიკიდან არა რაღაც აკრძალვებით, არამედ არჩევნებით

თუ საზოგადოება ჩამოაყალიბებს თავის პრინციპებს და რომელიმე ძალა ყველა ამ პრინციპს უარყოფს, ეს ძალა უნდა გავიდეს პოლიტიკიდან არა რაღაც აკრძალვებით, არამედ არჩევნებით. თუ მე, როგორც საზოგადოება, მივხვდი რა მინდა და როგორ, შემდეგ რა ლოგიკით უნდა მივცე ხმა, რომელიც ყველა ამ უარყოფით პრინციპს წარმოადგენს? მე აკრძალვების მომხრე არ ვარ, - ამის შესახებ პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა „ტელეიმედის“ წარმომადგენლის, გიორგი ფუტკარაძის კითხვაზე საპასუხოდ განაცხადა.

სალომე ზურაბიშვილი

28 იანვარი 2022, 19:54

პოლიტიკა

სალომე ზურაბიშვილი: რამე თუ არ ვიღონეთ და ამ ერთ წრეზე ვიარეთ, ვტკეპნეთ ერთი და იგივე ადგილი, ჩვენი ქვეყანა წინ ვერ მიდის

საზოგადოება დაიღალა და ორი თემა არის რეალურად, საზოგადოებაში – რა გვეშველება არის ერთი თემა და რამ უნდა გვიშველოს; მე მგონი, რამე თუ არ ვიღონეთ და ვიარეთ ამ ერთ რაღაც ჯადოსნურ წრეზე, ვტკეპნეთ ერთი და იგივე ადგილი, ჩვენი ქვეყანა ვერ მიდის წინ, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა მედიის წარმომადგენლებთან შეხვედრისას განაცხადა.