imedi /  09 აგვისტო 2018, 10:26 / სანდო წყარო

გაეროში აგვისტოს ომის 10 წლისთავზე საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული ვითარება განიხილეს

2018 წლის 8 აგვისტოს უშიშროების საბჭოს დიდი ბრიტანეთის თავმჯდომარეობით გამართულ საბჭოს დახურულ სხდომაზე, რუსეთ-საქართველოს შორის ომის მე-10 წლისთავთან დაკავშირებით, საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული ვითარებისა და კონფლიქტის მოგვარების საკითხი განიხილეს.

საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, ამასთან დაკავშირებით უშიშროების საბჭოზე მოხსენებით წარდგა პოლიტიკურ საკითხებში გენერალური მდივნის მოადგილე თაი-ბრუკ ზერიუნი.

სხდომის დასრულების შემდგომ აშშ-ს, ნიდერლანდების, საფრანგეთის, პოლონეთის, შვედეთისა და დიდი ბრიტანეთის სახელით სპეციალური განცხადება გააკეთა  დიდი ბრიტანეთის მუდმივმა წარმომადგენელმა გაეროში კარენ პირსმა.

მისი განცხადებით, 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომიდან 10 წლის შემდეგ რუსეთი აგრძელებს საქართველოს ტერიტორიაზე დიდი რაოდენობით სამხედრო აღჭურვილობისა და სამხედრო პერსონალის განთავსებას, სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის დეფაქტო ხელისუფლებებთან სამხედრო და უსაფრთხოების საკითხებში ინტეგრაციის სფეროებში თანამშრომლობის განვითარებას და ხელოვნური ბარიერების აღმართვის პროცესს, რომელიც ზღუდავს ხალხთა შორის კონტაქტს, აფერხებს შერიგების პროცესს და უკიდურესად  უარყოფითი გავლენა აქვს  მოსახლეობის ყოველდღიურ ცხოვრებაზე.

მისივე თქმით, რუსეთის ქმედებები ადასტურებს, რომ ახლა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მხარდაჭერა ისეთივე მნიშვნელოვანია, როგორც 2008 წლის ომის დროს.

საერთაშორისო თანამეგობრობის აბსოლუტური უმრავლესობა არ ცნობს  სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის მიერ ე.წ. დამოუკიდებლობას, მაგრამ რუსეთის მიერ ამ რეგიონების აღიარება ხელს უწყობს ქვეყნის დანაწევრებას, კონფლიქტის გაგრძელებასა და დესტაბილიზაციას, არა მხოლოდ საქართველოში, არამედ მთელი რეგიონში. ბრიტანეთის წარმომადგენელმა მოუწოდა რუსეთს შეასრულოს 2008 წლის 12 აგვისტოს ექვსპუნქტიანი შეთანხმება.

კარენ პირსმა ყურადღება გაამახვილა იმ ჰუმანიტარული ხასიათის საკითხებზე, რომლებიც წარმოიშვა კონფლიქტის შედეგად: ლტოლვილებისა და იძულებით გადაადგილებულ პირთა უფლებებიც დაცვის აუცილებლობის, ასევე, გადაადგილების უფლების შეზღუდვის და მოსახლეობის ყოველდღიურ ცხოვრებისათვის საზიანო ქმედებების შესახებ.

დიდი ბრიტანეთის წარმომადგენელმა კიდევ ერთხელ გამოხატა მხარდაჭერა ლტოლვილებისა და  იძულებით გადაადგილებულ პირთა უფლებებისა და მათი საკუთარ სახლებში დაბრუნების უფლების მიმართ.

კარენ პირსმა ასევე მოუწოდა მხარეებს, რომ კონფლიქტის მოგვარების მიზნით, გააძლიერონ მათი ჩართულობა ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებებში. პირსმა მოიწონა საქართველოს მთავრობის ახალი სამშვიდობო ინიციატივა „ნაბიჯი უკეთესი მომავლისკენ“.

ყველა სიახლე

ლევან დავითაშვილი

16 მაისი 2022, 16:26

ეკონომიკა

ლევან დავითაშვილი: პურის ფასის გაზრდის წინაპირობა დღეს არ არის

პურის ფასის გაზრდის წინაპირობა დღეს არ არის, თუ გარემო ფაქტორები შეიცვლება, რა თქმა უნდა, ყველაფერი შეიძლება მოხდეს, თუმცა, ამ გარემო ფაქტორების გათვალისწინებით, დღევანდელ ვითარებაში ამას არ აქვს წინაპირობა, - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ლევან დავითაშვილმა მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ. მისივე თქმით, სასურსათო უსაფრთხოების კუთხით მოსახლეობას პრობლემა არ აქვს.

ზურაბ ქადაგიძე

16 მაისი 2022, 16:23

პოლიტიკა

ზურაბ ქადაგიძე: ჟიგიმანტას პავილიონისი რომ აქაურ „ნაცებზე“ უფრო დიდი „ნაცია“, ეს არახალია, მაგრამ ახლა ნამეტანი მოუვიდა. ანუ, გვარამია არა დამოუკიდებელი მედია, არამედ ხელისუფლების პოლიტიკური ოპონენტი და „ნაციონალური მოძრაობის“ წევრია?

ანუ გვარამია არა დამოუკიდებელი მედია, არამედ ხელისუფლების პოლიტიკური ოპონენტი და „ნაციონალური მოძრაობის“ წევრია? კი ბატონო, ვიცითმ, რომ ასეა და კარგია, რომ ყველაფერს თავისი სახელი თავად „ნაცებმაც“ დაარქვეს! - წერს ანალიტიკოსი, ზურაბ ქადაგიძე ჟიგიმანტას პავილიონისის განცხადების შესახებ.

ოთარ შამუგია

16 მაისი 2022, 16:18

ეკონომიკა

ოთარ შამუგია: ფქვილის მოწოდების და მარაგების მხრივ არანაირი შეფერხება არ არსებობს

მინდა, ხაზგასმით აღვნიშნო, რომ შეფერხება მომარაგებასთან დაკავშირებით არ არსებობს, არის რეალურად მოწოდებაში ცვლილება ფქვილის და ხორბლის ბალანსში, რაც გამოწვეულია ძირითადი ჩვენი იმპორტიორი ქვეყნის მიერ დაწესებული საექსპორტო გადასახადით ხორბალზე, - ამის შესახებ საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა ოთარ შამუგიამ მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

16 მაისი 2022, 16:16

პოლიტიკა

დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტმა „დაზღვევის შესახებ“ კანონში ცვლილების პროექტზე იმსჯელა

დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის სხდომაზე ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარდგენილ „დაზღვევის შესახებ“ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე კანონპროექტზე იმსჯელეს.

ნანა კაკაბაძე

16 მაისი 2022, 16:15

პოლიტიკა

ნანა კაკაბაძე ნიკა გვარამიას შეწყალებაზე: იმედია სალომე ზურაბიშვილი გამოიჩენს ევროპულობას და პრინციპულობას, არ დაიზიანებს საკუთარ რეპუტაციას და სამართლებრივის ნაცვლად არ მიიღებს ბულინგზე დაქვემდებარებულ პოლიტიკურ გადაწყვეტილებას

თუ სალომე ზურაბიშვილი დაექვემდებარება პრიმიტიულ შეტევებს და ნებისმიერი თითიდან გამოწოვილი საფუძვლით მართლაც შეიწყალებს ნიკა გვარამიას, ამით მხოლოდ იმას დაამტკიცებს, რომ შეწყალება პოლიტიკურ ინსტრუმენტად არის გადაქცეული რომ პრეზიდენტის და ქვეყნის მხედართმთავრის ინსტიტუტი ფეხქვეშაა გათელილი, - ამის შესახებ არასამთავრობო ორგანიზაცია „ყოფილი პოლიტპატიმრები ადამიანის უფლებებისთვის“ თავმჯდომარე ნანა კაკაბაძე Facebook-ზე წერს.

16 მაისი 2022, 16:10

საზოგადოება

განაშენიანების ინტენსივობის კოეფიციენტის (K2) მაჩვენებლის შეცვლის მიზნით გასაცემი მოსაკრებლის გადახდის ვადა 2025 წლის 1-ელ იანვრამდე გადაიწევს

განაშენიანების ინტენსივობის კოეფიციენტის (K2) ზღვრული მაჩვენებლის შეცვლის მიზნით გასაცემი მოსაკრებლის გადახდის ვადა 2025 წლის 1 იანვრამდე გადაიწევს, ნაცვლად მოქმედი კანონმდებლობით განსზღვრული 2020 წლის 1 იანვრისა. ამას ითვალისწინებს „ადგილობრივი მოსაკრებლების შესახებ“ კანონში შესატანი ცვლილება, რომელზეც დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტის კომიტეტმა მეორე მოსმენით იმსჯელა.

ავთანდილ თალაკვაძე

16 მაისი 2022, 16:10

რეგიონი

ავთანდილ თალაკვაძემ ახალი პროგრამები და პროექტები წარადგინა

„მთავრობასთან ჩვენი მუნიციპალიტეტიც აქტიურად მუშაობს პოსტპანდემიურ პერიოდში ეკონომიკის და განსაკუთრებით ტურიზმის აღდგენის მიმართულებით - წელს ტურისტების გაზრდილ რაოდენობას ველოდებით. დავიწყეთ მზადება სანაპირო ზოლის ინფრასტრუქტურის და უსაფრთხოების მოსაწესრიგებლად - შინაგან საქმეთა და ინფრასტრუქტურის სამინისტროებთან ერთად, ვმუშაობთ პროექტზე, რომლითაც ურეკი-შეკვეთილის მთელ სანაპირო ზოლზე 8 თანამედროვე სამეთვალყურეო-სამაშველო კოშკურა აიგება. ასევე უახლოეს პერიოდში დასრულდება ურეკში ბულვარის სამშენებლო სამუშაოები. კიდევ ერთი მნიშვნელოვანი თემა, რომელზეც ჩვენმა გუნდმა და ჩემმა მოადგილეებმა აქტიურად იმუშავეს - ეს არის მედიკამენტები. პრემიერ მინისტრის ინიციატივამ თურქეთთან იმპორტის დაშვებასთან დაკავშირებით, სერიოზული შეღავათი გაუკეთა ჩვენს მოქალაქეებს და ფასების არსებითი შემცირება გამოიწვია მედიკამენტებზე. როგორც დაგპირდით, ახლა ჩვენც ვასრულებთ პირობას და ხელი მოვაწერე მემორანდუმს სააფთიაქო ქსელებთან, რომელიც მედიკამენტებზე ფასდაკლებას ეხება - მუნიციპალური სოციალური პროგრამებით მოსარგებლე მოქალაქეები საჭირო მედიკამენტებს შეიძინენ კვირის ნებისმიერ დღეს, ფასდაკლების დღეებში არსებული ფასებით“, - განაცხადა თალაკვაძემ.

16 მაისი 2022, 16:09

საზოგადოება

დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტმა მეორე მოსმენით იმსჯელა „საავტომობილო ტრანსპორტის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტმა მეორე მოსმენით იმსჯელა „საავტომობილო ტრანსპორტის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე.

ირაკლი ღარიბაშვილი

16 მაისი 2022, 16:04

პოლიტიკა

ირაკლი ღარიბაშვილი ბრიუსელში გაემგზავრა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ბელგიის სამეფოში გაემგზავრა. ორდღიანი ვიზიტის ფარგლებში საქართველოს მთავრობის მეთაური მაღალი დონის ორმხრივ შეხვედრებს გამართავს ევროპულ საბჭოში, ევროკომისიასა და ევროპარლამენტში, ასევე - ნატოში.

ლევან დავითაშვილი

16 მაისი 2022, 15:57

ეკონომიკა

ლევან დავითაშვილი: ჩვენი მოლოდინი არის, რომ საწვავის ფასი კიდევ უნდა შემცირდეს

ჩვენი მოლოდინი არის, რომ საწვავის ფასი კიდევ უნდა შემცირდეს. ამ კუთხით, დღესვე შევხვდებით ერთ ჯგუფს, რამდენიმე შეხვედრა გვექნება კვირის განმავლობაში და ვფიქრობთ, რომ გარკვეული შედეგის მომცემი იქნება, - ამის შესახებ მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ ეკონომიკის მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.

მელანი ჟოლი

16 მაისი 2022, 15:56

მსოფლიო

მელანი ჟოლი: კანადის მიზანია, რომ პირველი თუ არა, ერთ-ერთი პირველი ქვეყანა იყოს, რომელიც ფინეთისა და შვედეთის გასაწევრიანებლად რატიფიკაციას განახორციელებს

„ჩვენ უნდა რუსეთის პოლიტიკური და ეკონომიკური თვალსაზრისით იზოლირება მოვახდინოთ. სანქციებთან დაკავშირებით კანადა ევროკავშირთან აქტიურად თანამშრომლობს. ჩვენ ვართ ფინეთის და შვედეთის ნატოში გაწევრიანების მომხრე და უფრო მეტიც, მათი სწრაფად გაწევრიანება უნდა მოხდეს. კანადას ბევრი რამ აქვს საერთო ფინეთთან და შვედეთთან. ჩვენ ღირებულებები გვაკავშირებს. კანადის მიზანია, რომ პირველი თუ არა, ერთ-ერთი პირველი ქვეყანა იყოს, რომელიც ფინეთისა და შვედეთის გასაწევრიანებლად რატიფიკაციას განახორციელებს. ჩვენ ამის გაკეთება რამდენიმე დღეში შეგვიძლია. ვიმუშავებთ პარტნიორებთან, რათა მათაც სწრაფად შეძლონ პროცედურების წარმართვა“, - განაცხადა მელანი ჟოლიმ.

16 მაისი 2022, 15:53

საზოგადოება

ხვალიდან საქალაქთაშორისო მატარებლები შეცვლილი განრიგით იმოძრავებენ

საქართველოს რკინიგზის ინფორმაციით, 17 მაისიდან მატარებლების მოძრაობის განრიგი იცვლება.

თამარ გაბუნია

16 მაისი 2022, 15:38

საზოგადოება

სისხლის დონორობის უფლებასთან დაკავშირებული საკითხები ევროპული სტანდარტების შესაბამისად მოწესრიგდება

თავდაცვისა და უშიშროების და დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე, პირველი მოსმენით, „ადამიანის სისხლის და მისი კომპონენტების ხარისხისა და უსაფრთხოების შესახებ“ და მისგან გამომდინარე კანონპროექტები განიხილეს. მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით მომზადებულ საკანონმდებლო პაკეტზე საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის პირველმა მოადგილემ, თამარ გაბუნიამ ისაუბრა.

ზურაბ აზარაშვილი

16 მაისი 2022, 15:36

საზოგადოება

ზურაბ აზარაშვილი: პენსიონერებს სესხი და მომსახურების პირობები გაუიაფდებათ - ტენდერში „ლიბერთი ბანკმა“ გაიმარჯვა

„დღეს დასრულდა ტენდერი, რომელიც გამოცხადებული გვქონდა ჩვენი პენსიონერებისთვის მნიშვნელოვნად გაუმჯობესებული პირობებით. ტენდერში გაიმარჯვა იგივე ბანკმა, „ლიბერთი ბანკმა“, რომელიც წლებია ემსახურება პენსიონერებს. ეს მნიშვნელოვანია, იმიტომ, რომ მათ აქვთ შესაბამისი გამოცდილება და ინფრასტრუქტურა. პირობა იყო 7 წლიანი მომსახურების შესახებ. აქ ყველაზე მნიშვნელოვანია ის, რომ ის სესხები, რომლებსაც პენსიონერებისთვის გასცემენ, მიბმული იქნება რეფინანსირების განაკვეთზე და იქნება მაქსიმუმ +15%, რომელიც დღეის მდგომარეობით უკვე 25,8%-ია, ნაცვლად 30,6%-ისა, რომელიც ჰქონდათ. გამომდინარე იქიდან, რომ რეფინანსირების განაკვეთის შემცირების მოლოდინები გვაქვს, ეს განაკვეთიც მნიშვნელოვნად შემცირდება და ამ წლების განმავლობაში კიდევ უფრო გაუიაფდებათ პენსიონერებს სესხი და მომსახურების პირობები“, - განაცხადა აზარაშვილმა.

ირაკლი ღარიბაშვილი

16 მაისი 2022, 15:36

ეკონომიკა

ირაკლი ღარიბაშვილმა შესაბამის უწყებებს საწვავის ფასებთან დაკავშირებით, ბაზარზე არსებულ კომპანიებთან შეხვედრა დაავალა

მთავრობის მეთაურმა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების და ფინანსთა მინისტრებს, კონკურენციის ეროვნულ სააგენტოსთან ერთად საწვავის ფასებთან დაკავშირებით, ბაზარზე არსებულ კომპანიებთან შეხვედრა დაავალა, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა დღეს მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

ირაკლი ღარიბაშვილი

16 მაისი 2022, 15:36

ეკონომიკა

ირაკლი ღარიბაშვილი ხორბლისა და ფქვილის მარაგზე: საკმარისზე მეტი მარაგი არსებობს - ეს საკითხი გარკვეული მცირე ჯგუფის მიერ იყო პოლიტიზირებული, აჟიოტაჟი ხელოვნურად შექმნეს

„ქვეყანაში ფქვილის, ხორბლის საკმარისზე მეტი მარაგი არსებობს და სულ რაღაც ერთ თვეში, თვე-ნახევარში, ჩვენც საკუთარ ხორბალს უკვე ავიღებთ, მოსავალს ავიღებთ. შესაბამისად არავითარი აჟიოტაჟის საფუძველი არ იყო“.

ირაკლი ღარიბაშვილი

16 მაისი 2022, 15:35

პოლიტიკა

ირაკლი ღარიბაშვილი: დღეს მივემგზავრები ბრიუსელში, სადაც მექნება მაღალი დონის შეხვედრები; ბუნებრივია, ჩვენ გვექნება განხილვა ჩვენს მიერ უკვე წარდგენილი კითხვარის ირგვლივ

დღეს მივემგზავრები ბრიუსელში, სადაც მექნება მაღალი დონის შეხვედრები. ბუნებრივია, ჩვენ გვექნება განხილვა ჩვენს მიერ უკვე წარდგენილი კითხვარის ირგვლივ, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

დავით ქართველიშვილი

16 მაისი 2022, 15:31

პოლიტიკა

დავით ქართველიშვილი: „მომგებიანი“ პოზიციაა, 9 წელი ხელისუფლებაში იყო ხელშეუხებელი და მხოლოდ ოპოზიციურად განწყობილი კონტინგენტით ავსებდე ციხეებს. მერე, 9 წელიწადი ხელისუფლების მომხრეებზე ქმნიდე „დასაჭერთა სიებს“

ძალიან „მომგებიანი“ პოზიციაა - 9 წელი ჯერ ხელისუფლებაში იყო ხელშეუხებელი და მხოლოდ ოპოზიციურად განწყობილი კონტინგენტით ავსებდე ციხეებს. მერე 9 წელიწადი უკვე ოპოზიციაში იყო. ასევე, ხელშეუხებლობაზე პრეტენზიებითა და ხელისუფლების მომხრეებზე ქმნიდე „დასაჭერთა სიებს“ - ძალიან „მომგებიანი“ პოზიციაა, - ამის შესახებ დავით ქართველიშვილი facebook -ზე წერს.

16 მაისი 2022, 15:25

პოლიტიკა

ივან კორჩოკი: ჩვენ მხარს ვუჭერთ სამივე ასოცირებულ ქვეყანას, მაგრამ უპირველესი რაც უნდა გავაკეთოთ, იმ ქვეყნის მორალური წახალისებაა, რომლის მოქალაქეებიც იღუპებიან. ეს არ ნიშნავს, რომ მოლდოვას და საქართველოს განზე გადადება ხდება

„ჩვენ მხარს ვუჭერთ სამივე ასოცირებულ ქვეყანას, მაგრამ უპირველესი რაც უნდა გავაკეთოთ, იმ ქვეყნის მორალური წახალისებაა, რომლის მოქალაქეებიც იღუპებიან. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ეს არ ნიშნავს, რომ მოლდოვას და საქართველოს განზე გადადება ხდება. საქართველოშიც და მოლდოვაშიც იციან სლოვაკეთის პოზიცია. მე ვაგრძელებ ამ პოზიციის დაფიქსირებას. მე წარმოვადგენ სლოვაკეთის დამოკიდებულებას. დღეს შევხვდებით დმიტრო კულებას. კანდიდატის სტატუსის მინიჭება უკრაინისთვის ეგზისტენციალურ მომენტში სწორი ნაბიჯი იქნება“, - განაცხადა კორჩოკმა.

ირაკლი ღარიბაშვილი

16 მაისი 2022, 15:22

საზოგადოება

ირაკლი ღარიბაშვილი: პენსიონერებისთვის ძალიან მაღალი საპროცენტო განაკვეთი იყო და ამ მიმართულებით ძალიან კარგი შედეგი უკვე გვაქვს

ძალიან მაღალი საპროცენტო განაკვეთი იყო პენსიონერებისთვის და ამ მიმართულებით ძალიან კარგი შედეგი უკვე გვაქვს, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, მთავრობის სხდომაზე განაცხადა.