imedi /  18 აგვისტო 2018, 16:48 / სანდო წყარო

ქართველი მოჭიდავეების ქცევას მინისტრმა დაუფიქრებელი უწოდა

მიხეილ ბატიაშვილი

მიხეილ ბატიაშვილი

განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრი, მიხეილ ბატიაშვილი მოჭიდავეების მიერ რუსეთის დროშის ფერებში გადაწყვეტილი მაისურის ჩაცმას, დაუფიქრებელ ნაბიჯად მიიჩნევს. მიხეილ ბატიაშვილის განცხადებით, თემა მგრძნობიარეა და მეტი სიფრთხილეა საჭირო.

„თემა იმდენად სენსიტიურია, რომ ჯობია წინასწარ დავფიქრდეთ, ვიდრე ასეთ ნაბიჯს გადავდგამთ. ვფიქრობ, რომ სპორტსმენებმა გააცნობიერეს ეს ნაბიჯი და მოიხადეს ბოდიში", - განაცხადა მიხეილ ბატიაშვილმა.

გავრცელებულ ფოტოს შესახებ საკუთარი პოზიცია განმარტეს თავად მოჭიდავეებმა

კომენტარი გააკეთა საქართველოს ჭიდაობის ეროვნული ფედერაციის პრეზიდენტმა გეგა გეგეშიძემ.

მსოფლიოს ჩემპიონ გენო პეტრიაშვილისა და ნაკრების მთავარ მწვრთნელ გიორგი იანტბელიძის მსგავსად, გეგეშიძეც ამბობს, რომ ქართველების მიერ თედეევის პორტრეტიანი მაისურების ჩაცმა და ერთობლივი ფოტოს გადაღება მხოლოდ მასთან მეგობრობის დამადასტურებელი ჟესტი იყო და არა რუსეთის პატივისცემის. მისივე თქმით, სწორედ ძამბოლატ თედეევი დაუდგა ქართველ მოჭიდავეებს გვერდით და დაეხმარა ოკუპირებულ ცხინვალში დაღუპული არჩილ ტატუნაშვილის ცხერდის გადმოსვენებაში.

17 აგვისტოს სკანდალს ჯამბულატ თედეევიც გამოეხმაურა. თავისუფალი სტილით ჭიდაობაში რუსეთის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა და ჩრდილოეთ ოსეთის პარლამენტის წევრმა თედეევმა ქართველ სპორტსმენებთან ერთად გადაღებულ ფოტოზე საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველ არხთან ილაპარაკა.

„ვითარება მარტივია. ქართველ ბიჭებთან, მოჭიდავეებთან ყოველთვის ახლო მეგობრობა გვაკავშირებდა და ასე იქნება ყოველთვის. არ გვინდა, რომ ჩვენი წმინდა ურთიერთობები პოლიტიკამ ჩააშხამოს. იქ არავითარი პოლიტიკა არ იყო, იქ იყო უბრალოდ ძმობა. არანაირი პოლიტიკა არ შეგვიშლის ხელს, რომ ვიმეგობროთ, ურთიერთობა გვქონდეს და ამ ურთიერთობებს გავუფრთხილდეთ. ნუთუ არ გვეყოფა ნეგატივი, რომელიც არსებობს“, - თქვა თედეევმა.

16 აგვისტოს სოციალურ ქსელში საქართველოს თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ნაკრების წევრთა ფოტო გავრცელდა. გენო პეტრიაშვილს, ზურაბ იაკობაშვილს და ნაკრების მთავარ მწვრთნელს, გიორგი იანტბელიძეს, რუსეთის დროშის ფერებში გადაწყვეტილი მაისურები აცვიათ.

მაისურზე ოკუპირებული სამხრეთ ოსეთის დეფაქტო პარლამენტის წევრის, ძამბოლატ თედეევის გამოსახულებაა. ძამბოლატი რუსეთის მოჭიდავეთა ნაკრების მთავარი მწვრთნელია.

ფოტო რამდენიმე თვის წინ, დაღესტანში ევროპის ჩემპიონატზეა გადაღებული. ჭიდაობის ფედერაციაში აცხადებენ, რომ ამ ამბავს კავშირი არ აქვს პოლიტიკასთან და ეს უბრალოდ, მეგობრულ ჟესტი იყო.

თედეევი ცხინვალში დაიბადა და წარსულში საბჭოთა კავშირის ჩემპიონი და ევროპის ჩემპიონატის ორ გზის გამარჯვებულია.

ყველა სიახლე

ჯო ბაიდენი

29 იანვარი 2022, 03:29

მსოფლიო

ჯო ბაიდენმა განაცხადა, რომ უახლოეს დროში აღმოსავლეთ ევროპაში ამერიკული ძალების გაგზავნას აპირებს

აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა განაცხადა, რომ უახლოეს დროში აღმოსავლეთ ევროპაში მცირერიცხოვანი ამერიკული ძალების გაგზავნას აპირებს.

იენს სტოლტენბერგი

29 იანვარი 2022, 01:58

მსოფლიო

იენს სტოლტენბერგი: თუ რუსეთი უკრაინის წინააღმდეგ კვლავ გამოიყენებს ძალას, რუსეთი თავის საზღვრებთან უფრო მეტ ნატოს მიიღებს

თუ რუსეთი უკრაინის წინააღმდეგ ძალას კვლავ გამოიყენებს, რუსეთი თავის საზღვრებთან უფრო მეტ ნატოს მიიღებს, - განაცხადა ნატოს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა.

კიმ კარდაშიანი

29 იანვარი 2022, 00:57

ტაბლოიდი

კიმ კარდაშიანის საცვლების ბრენდის, Skims-ის ღირებულება 3,2 მილიარდ დოლარს აღწევს

ტელევარსკვლავისა და მოდელის, კიმ კარდაშიანის საცვლების ბრენდის, SKIMS-ის ღირებულება გაორმაგდა და $3,2 მილიარდს აღწევს. ამის შესახებ Bloomberg-ი წერს.

29 იანვარი 2022, 00:34

მსოფლიო

გამოკითხვა: გამოკითხული გერმანელების 73% გერმანიის მიერ უკრაინისთვის იარაღის მიწოდებას ეწინააღმდეგება

გამოკითხული გერმანელების 73% გერმანიის მიერ უკრაინისთვის იარაღის მიწოდებას ეწინააღმდეგება. აღნიშნულს გერმანულ ტელეარხ ZDF-ის შეკვეთით ჩატარებული გამოკითხვა ცხადყოფს.

29 იანვარი 2022, 00:25

კულტურა

The Beatles-ის ბოლო კონცერტი სრულად პირველად გამოქვეყნდა

The Beatles-ის „სახურავზე გამართული კონცერტი“, რომელიც ლეგენდარული ჯგუფის მიერ ცოცხლად შესრულებული ბოლო გამოსვლა იყო, სრულად პირველად გამოქვეყნდა. ალბომი Get Back — The Rooftop Performance სტრიმინგის ყველა სერვისზეა ხელმისაწვდომი.

ლოიდ ოსტინი

29 იანვარი 2022, 00:09

მსოფლიო

ლოიდ ოსტინი: აშშ უკრაინის საზღვართან ათიათასობით რუსი სამხედროს კონცენტრაციას ძალიან სერიოზულად ეკიდება

აშშ-ის თავდაცვის მდივანმა, ლოიდ ოსტინმა განაცხადა, რომ აშშ უკრაინის საზღვართან ათიათასობით რუსი სამხედროს კონცენტრაციას ძალიან სერიოზულად ეკიდება.

29 იანვარი 2022, 00:03

მსოფლიო

მალაიზიაში 2005 წლის შემდეგ დაბადებული მოქალაქეებისთვის სიგარეტის გაყიდვის აკრძალვა სურთ

მალაიზიის მთავრობა 2005 წლის შემდეგ დაბადებული მოქალაქეებისთვის სიგარეტის და თამბაქოს ნაწარმის გაყიდვის აკრძალვას გეგმავს. ადგილობრივი მედიის ცნობით, ამგვარად ქვეყანაში სურთ, აღზარდონ თამბაქოზე დამოკიდებულებისგან თავისუფალი ახალი თაობა.

28 იანვარი 2022, 23:30

ეკონომიკა

upway.ge - ახალი ქართული სტარტაპი, რომელიც აერთიანებს მრავალფეროვანი და სანდო კურსების სელექციას

პლატფორმის ერთიან სისტემაში შესაძლებელი იქნება დაინტერესებულმა ადამიანებმა ნახონ შერჩეული კურსები სხვადასხვა მიმართულებით, მარტივი ფილტრაციით აარჩიონ მათთვის საინტერესო ვერსია და იმავე ადგილას შეიძინონ. მათთვის კი, ვინც არ იცის ზუსტად რისი სწავლა უნდა, upway-ს გუნდი, სფეროს ექსპერტებთან ერთად, ყველაზე ტრენდულ მიმართულებებს აღმოაჩენინებს

რეზო სოხაძე

28 იანვარი 2022, 23:22

საზოგადოება

რევაზ სოხაძე: მუნიციპალიტეტის ქონების მითვისება არის კერძო საკუთრების მითვისება - ქურდობა

თბილისის საკრებულოს ურბანული დაგეგმარებისა და საქალაქო მეურნეობის კომისიის თავმჯდომარე მუნიციპალური ინსპექციის მიერ ორხევში განხორციელებულ სახლის დემონტაჟს ეხმაურება. როგორც რევაზ სოხაძე აცხადებს, მუნიციპალიტეტის ქონების მითვისება არის კერძო საკუთრების მითვისება.

28 იანვარი 2022, 23:11

მსოფლიო

The Wall Street Journal: რუსეთმა უკრაინის საზღვართან სამედიცინო ქვედანაყოფები გააგზავნა

რუსეთმა უკრაინის საზღვართან სამედიცინო ქვედანაყოფები გააგზავნა. ინფორმაციას ამის შესახებ გაზეთი The Wall Street Journal-ი დასავლეთის თავდაცვის ოფიციალურ პირებზე დაყრდნობით ავრცელებს.

28 იანვარი 2022, 22:15

მსოფლიო

იტალიაში პრეზიდენტის არჩევის მეხუთე მცდელობა ჩავარდა

იტალიის პარლამენტმა პრეზიდენტი ვერც მეხუთე ცდაზე აირჩია. ადგილობრივი მედიის ცნობით, სენატის „კონსერვატორი“ ლიდერმა, მარია ელიზაბეტა კასელატიმ, რომელიც პარტიებმა „წინ, იტალია“, „ლიგა“ და „იტალიის ძმები“ წარადგინეს, 382 ხმა მიიღო, 406-მა დეპუტატმა კი თავი შეიკავა. პრეზიდენტად არჩევისთვის კასელატის 505 დეპუტატის მხარდაჭერა სჭირდებოდა.

ვოლოდიმირ ზელენსკი

28 იანვარი 2022, 21:40

მსოფლიო

ზელენსკი უკრაინიდან დიპლომატების ევაკუაციაზე: უკრაინა „ტიტანიკი“ არ არის - უკრაინა წინ მიდის

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ უკრაინიდან დიპლომატების ევაკუაციის შესახებ ცალკეული ქვეყნების გადაწყვეტილება გააკრიტიკა.

ვოლოდიმირ ზელენსკი

28 იანვარი 2022, 21:11

მსოფლიო

ზელენსკი ნატოში გაწევრიანებაზე: კონკრეტიკა გვჭირდება! ღიად გვითხარით, რომ ნატოში არასდროს ვიქნებით - რატომ გვესაუბრებით მომავალზე? რისკები აწმყოში გვაქვს

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ სურს მკაფიოდ გაიგოს, თუ რა პერსპექტივები აქვს უკრაინას ნატოში გაწევრიანებასთან დაკავშირებით.

კახაბერ ილურიძე

28 იანვარი 2022, 20:54

საზოგადოება

რა ქონებას ფლობს „სოციალურად დაუცველი“ მოქალაქე, რომელსაც მერიამ ორხევის დასახლებაში უკანონო ნაგებობა დაუნგრია

დღეს ორხევის დასახლებაში მუნიციპალურმა ინსპექციამ უკანონო მშენებლობების დემონტაჟი განახორციელა. პროცესს კანონდამრღვევთა ხმაურის გარეშე არ ჩაუვლია. განსაკუთრებით აქტიურობდა მოქალაქე კახაბერ ილურიძე, რომელიც აცხადებდა, რომ უკანონო მშენებლობისკენ გაჭირვებამ უბიძგა. მისი თქმით, არის 13 ივნისის სტიქიით დაზარალებული და სახლმწიფომ მას მხოლოდ „მიზერული თანხა“ გადაუხადა.

სალომე ზურაბიშვილი

28 იანვარი 2022, 20:35

პოლიტიკა

სალომე ზურაბიშვილი: სერგეი ლავროვთან როცა გვქონდა მოლაპარაკებები, მან გამოთქვა მოსაზრება, რომ ყველა ქვეყანას აქვს მოკავშირეების არჩევის თავისუფლება, მსურს, ეს დღეს რაღაცნაირად გავუხსენო

საქართველოს პრეზიდენტი უკრაინაში მიმდინარე მოვლენებს გამოეხმაურა აღნიშნა, რომ სოლიდარობას უცხადებს უკრაინელ ხალხს.

თენგიზ ცერცვაძე

28 იანვარი 2022, 20:32

COVID19

თენგიზ ცერცვაძე: ბოლო დღეებში ანგაჟირებული ტელევიზიები, პრესა და ექსპერტები ცდილობენ, „ომიკრონით“ გამოწვეული ობიექტური სიძნელეები წარმოაჩინონ როგორც COVID-აპოკალიფსი

ბოლო დღეებში ანგაჟირებული ტელევიზიების, პრესისა და ექსპერტების მიერ არის მცდელობა, რომ ომიკრონის შტამით გამოწვეული ობიექტური სიძნელეები წარმოაჩინონ როგორც COVID აპოკალიფსი. კერძოდ, კეთდება განცხადებები, რომ ქვეყნის ჯანდაცვის სისტემა სრულიად მოუმზადებელია ახალი გამოწვევებისთვის და კოლაფსს განიცდის, მოსახლეობა ბედის ანაბარაა მიტოვებული და ა.შ. ეს ყველაფერი ტყუილია, დიდი ტყუილი. უბრალოდ მათ ძალიან უნდათ, რომ ასე იყოს და გულზე სკდებიან, რომ ასე არ არის, - ამის შესახებ ინფექციური საავადმყოფოს დირექტორმა, თენგიზ ცერცვაძემ განაცხადა.

ვოლოდიმირ ზელენსკი

28 იანვარი 2022, 20:32

მსოფლიო

ვოლოდიმირ ზელენსკი მსოფლიო ლიდერებსა და საერთაშორისო მედიას მოუწოდებს, პანიკა არ დათესონ და უკრაინის ეკონომიკა არ დააზარალონ

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ არ მიიჩნევს, რომ რუსეთის მხრიდან უკრაინის საზღვრებთან ესკალაციის დონე უფრო მაღალია, ვიდრე 2021 წლის დასაწყისში იყო.

სალომე ზურაბიშვილი

28 იანვარი 2022, 20:21

პოლიტიკა

სალომე ზურაბიშვილი: ჩემი მიზანი არ არის, რომ პოლიტიკური პარტიები შევარიგო, მათ ეს თავად უნდა იკისრონ და მე ვიქნები ერთგვარი შუამავალი რგოლი

„მე ნაწილი ვარ ხელისუფლების, მაგრამ არ ვარ მთავრობა. თქვენ უნდა მიმართოთ. ჩემი მიზანი არ არის, რომ შევარიგო პოლიტიკური პარტიები, პოლიტიკურმა პარტიებმა ეს უნდა იკისრონ თვითონ და მე ვიქნები ერთგვარი შუამავალი რგოლი, როცა საზოგადოება თავის პოზიციებს ჩამოაყალიბებს, რომ მე გავამაგრო, წარვუდგინო პოლიტიკურ პარტიებს, პარლამენტს, მთავრობას და ვიქნები საზოგადოების ერთგვარი ზურგი. მათ უნდა იცოდნენ, რა არის საზოგადოების წინაშე პასუხისმგებლობა და სანამ საზოგადოება არ ეტყვის გარკვეულად და ხმას არ ამოიღებს, შეიძლება ვერ გაიგონ, ვერ მოისმინონ“, - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

სალომე ზურაბიშვილი

28 იანვარი 2022, 20:17

პოლიტიკა

პრეზიდენტი: თუ საზოგადოება ჩამოაყალიბებს თავის პრინციპებს და რომელიმე ძალა ყველა ამ პრინციპს უარყოფს, ეს ძალა უნდა გავიდეს პოლიტიკიდან არა რაღაც აკრძალვებით, არამედ არჩევნებით

თუ საზოგადოება ჩამოაყალიბებს თავის პრინციპებს და რომელიმე ძალა ყველა ამ პრინციპს უარყოფს, ეს ძალა უნდა გავიდეს პოლიტიკიდან არა რაღაც აკრძალვებით, არამედ არჩევნებით. თუ მე, როგორც საზოგადოება, მივხვდი რა მინდა და როგორ, შემდეგ რა ლოგიკით უნდა მივცე ხმა, რომელიც ყველა ამ უარყოფით პრინციპს წარმოადგენს? მე აკრძალვების მომხრე არ ვარ, - ამის შესახებ პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა „ტელეიმედის“ წარმომადგენლის, გიორგი ფუტკარაძის კითხვაზე საპასუხოდ განაცხადა.

სალომე ზურაბიშვილი

28 იანვარი 2022, 19:54

პოლიტიკა

სალომე ზურაბიშვილი: რამე თუ არ ვიღონეთ და ამ ერთ წრეზე ვიარეთ, ვტკეპნეთ ერთი და იგივე ადგილი, ჩვენი ქვეყანა წინ ვერ მიდის

საზოგადოება დაიღალა და ორი თემა არის რეალურად, საზოგადოებაში – რა გვეშველება არის ერთი თემა და რამ უნდა გვიშველოს; მე მგონი, რამე თუ არ ვიღონეთ და ვიარეთ ამ ერთ რაღაც ჯადოსნურ წრეზე, ვტკეპნეთ ერთი და იგივე ადგილი, ჩვენი ქვეყანა ვერ მიდის წინ, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა მედიის წარმომადგენლებთან შეხვედრისას განაცხადა.