imedi /  08 ოქტომბერი 2018, 14:09 / სანდო წყარო

შემოსავლების სამსახურმა შავი ზღვის უნივერსიტეტის მიმართ პოზიციის ჩამოსაყალიბებლად ვადა ითხოვა

შავიბ ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტი

შავიბ ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტი

შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის სასამართლო პროცესი საქალაქო სასამართლოში ორი კვირით გადაიდო. პროცესის გადადების შუამდგომლობით მოსამართლეს შემოსავლების სამსახურის წარმომადგენელმა მიმართა.

როგორც შავი ზღვის უნივერსიტეტის ადვოკატმა მარიამ ჩიქოვანმა თქვა, შემოსავლების სამსახური ფიქრობს, გაიხმოს თუ არა თავისი სარჩელი სასამართლოდან და შეწყდეს თუ არა ადმინისტრაციული სამართალწარმოება.

საქმე ეხება შემოსავლების სამსახურის საჩივარს, რომელიც უმაღლესი სასწავლებლის მხრიდან დაგროვებულ დავალიანებას უკავშირდებოდა.

შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტში ამბობენ, რომ დავალიანება 2018 წლის აგვისტოში გადაიხადეს და არ არსებობს საქმის წარმოების იურიდიული საფუძველი. „თანხა 27 აგვისტოს გადავიხადეთ და გაურკვეველია ეს ორკვირიანი ვადა რისთვისაა საჭირო, ვინაიდან შემოსავლების სამსახურს პოზიცია გადამხდელის მიმართ უკვე დაფიქსირებული აქვს. ტექნიკური საკითხის მოგვარებას ორი კვირა არ სჭირდება“,-აცხადებს უნივერსიტეტის წარმომადგენელი ოთარ გვაზავა.

21 აგვისტოს ცნობილი გახდა, რომ ავტორიზაციის საბჭომ შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტს სტუდენტების ახალი ნაკადის მიღება ერთი წლით შეუზღუდა.

10 სექტემბერს ავტორიზაციის საბჭოს გადაწყვეტილება შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტმა სააპელაციო საბჭოში გაასაჩივრა.

ყველა სიახლე

17 ივლისი 2024, 13:05

საზოგადოება

ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტმა „თამბაქოს კონტროლის შესახებ“ კანონში ცვლილებას პირველი მოსმენით მხარი დაუჭირა

ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტმა პარლამენტის წევრების - არჩილ გორდულაძის და ირაკლი კირცხალიას საკანონმდელო ინიციატივით წარდგენილი კანონპროექტი „თამბაქოს კონტროლის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, თანმდევ კანონპროექტებთან ერთად, პირველი მოსმენით განიხილა.

17 ივლისი 2024, 13:01

რეგიონი

ლევან იოსელიანმა ამბროლაურსა და ონში შეხვედრები გამართა

ამბროლაურსა და ონში გამართულ საინფორმაციო შეხვედრებზე სახალხო დამცველმა საჯარო სკოლების მოსწავლეებს და ახალგაზრდებს აპარატის მანდატი გააცნო, ისაუბრა ბავშვის უფლებებზე, ადრეულ ასაკში ქორწინებისა და ნიშნობის მავნე პრაქტიკის აღმოფხვრის სამართლებრივ მექანიზმებზე, ბულინგზე და მის სავარაუდო შედეგებზე, ქალთა მიმართ ძალადობასა და ჯანდაცვის სერვისების ხელმისაწვდომობაზე.

17 ივლისი 2024, 12:52

საზოგადოება

ეროვნული ბანკის ყვარლის ფულის მუზეუმმა ემიგრანტებს უმასპინძლა

საქართველოს ეროვნული ბანკის ყვარლის ფულის მუზეუმმა, ბერძნულ-ქართული კულტურული ასოციაციის წარმომადგენლებსა და მასთან არსებულ ქართულ-ხალხური სიმღერისა და ცეკვის ანსამბლ „ივერიელებს“ უმასპინძლა. ინფორმაციას ეროვნული ბანკი ავრცელებს.

17 ივლისი 2024, 12:30

საზოგადოება

აჯამეთის აღკვეთილში იმერული მუხის აღდგენის პროექტის მიმდინარეობას დაცული ტერიტორიების სააგენტოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ბესიკ კუსიდი ადგილზე გაეცნო

აჯამეთის აღკვეთილში იმერული მუხის აღდგენის პროექტის მიმდინარეობას დაცული ტერიტორიების სააგენტოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ბესიკ კუსიდი ადგილზე გაეცნო.

17 ივლისი 2024, 12:26

მსოფლიო

„ევროპეისკაია პრავდა“: გერმანია რუსეთის მიერ კიევში დაბომბილი ბავშვთა საავადმყოფოს აღსადგენად 10 მილიონ ევროს გამოყოფს

გერმანიის ეკონომიკის თანამშრომლობისა და განვითარების სამინისტრომ მიიღო გადაწყვეტილება 10 მილიონი ევრო გადაურიცხოს უკრაინის მთავრობას რუსეთის მიერ კიევში დაბომბილი ბავშვთა საავადმყოფოს აღსადგენად. ინფორმაციას ამის შესახებ უკრაინული ინტერნეტ-გამოცემა „უკრაინსკაია პრავდა“ გერმანიის ეკონომიკის მინისტრზე სვენია შულცეზე დაყრდნობით ავრცელებს. აღნიშნული თანხა სხვა ქვეყნებისა და დონორების მიერ გაწეულ დახმარებასთან ერთად საავადმყოფოს აღსადგენაზე და მისი ზამთრისთვის მომზადებაზე დაიხარჯება. მოხდება საავადმყოფოს რემონტი და მისი ფასადის ტექნიკურად მოპირკეთება, სამკურნალო ოთახებს რეაბილიტაცია.

თამარ ჩიბურდანიძე

17 ივლისი 2024, 12:24

პოლიტიკა

თამარ ჩიბურდანიძე: ეს იქნება რთული არჩევნები მარტივი არჩევანით და აუცილებლად გაიმარჯვებს სიმართლე

პარტია „ხალხის ძალის“ წევრი თამარ ჩიბურდანიძე „ქართული ოცნების“ საარჩევნო კამპანიის დაწყებას სოციალურ ქსელში ეხმიანება. მისი თქმით, რადიკალური ოპოზიცია დეზინფორმაციულ წინასაარჩევნო კამპანიას დაიწყებს, რადგან 26 ოქტომბრის არჩევნები მათთვის უკანასკნელი შანსია.

კახა კალაძე

17 ივლისი 2024, 12:23

საზოგადოება

თბილისის მერიამ „ახალგაზრდების სოციალური მეწარმეობის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში 12 ახალგაზრდული ორგანიზაცია დააფინანსა

„2022 წლიდან, თბილისის მერია ახორციელებს ახალგაზრდების სოციალური მეწარმეობის მხარდაჭერის პროგრამას, რაც ითვალისწინებს სოციალური მეწარმეობის პროექტების ფინანსურ წახალისებას და მხარდაჭერას. ბიზნესმოდელზე დაფუძნებული პროექტების განხორციელებას გააჩნია, ერთი მხრივ, სოციალური, მეორე მხრივ კი ეკონომიკური მიზანი. იგი ემსახურება შემოსავლის მიღებას და ახალგაზრდების სოციალურ-ეკონომიკურ გაძლიერებას“.

კახა კალაძე

17 ივლისი 2024, 12:20

საზოგადოება

კახა კალაძე: წელს საზაფხულო ბაღებში 18 500 აღსაზრდელი ჩაირიცხა, რაც წინა წლებთან შედარებით, უპრეცედენტოდ მაღალი რიცხვია

დედაქალაქში მესამე კვირაა საზაფხულო ბაღი ფუნქციონირებს, - ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ მუნიციპალიტეტის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.

17 ივლისი 2024, 12:18

პოლიტიკა

ტაილანდმა საქართველოს მოქალაქეებისთვის უვიზო მიმოსვლა აამოქმედა

ტაილანდმა 60-დღიანი უვიზო მიმოსვლა 93 ქვეყნის მოქალაქეებისთვის შემოიღო, მათ შორის საქართველოს მოქალაქეებიც არიან.

თამთა მეგრელიშვილი

17 ივლისი 2024, 12:18

პოლიტიკა

თამთა მეგრელიშვილი: „ქართული ოცნება“ დღემდე დაუმარცხებელი პოლიტიკური ძალაა, რომელიც ვერ დაიმორჩილა ვერც შიდა და გარე აქტორებმა, ძალა, რომელსაც არ ეშინია პოლიტიკაში ეროვნულ ინტერესებზე მორგებული ღია პოლიტიკური თამაშის

„ქართული ოცნება“ უახლეს ისტორიაში ერთადერთი ძალაა წაუგებელი პოლიტიკური თამაშით და მჯერა გამარჯვება ამჯერადაც ამ ძალისაა, მომავალიც ჩაფიქრებულია პოლიტიკური პრაგმატიზმით, ეროვნულობის განცდითა და ქართულ ღირსებაზე ხაზგასმით. მშვიდობა და განვითარება ჩვენს ქვეყანას, ქართულ სახელმწიფოს.

კახა კალაძე

17 ივლისი 2024, 12:09

საზოგადოება

კახა კალაძე: ვარკეთილის დასახლების მესამე მასივში კიდევ ერთი ავარიული კორპუსი ჩანაცვლდება

ავარიული მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლების ჩანაცვლების პროგრამის ფარგლებში, კიდევ ერთი კორპუსი სამგორის რაიონში ჩანაცვლდება. ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

17 ივლისი 2024, 12:09

საზოგადოება

კახა კალაძის განცხადებით, გლდანის ტბის ეკოლოგიური პრობლემის გადაჭრის მიზნით კონკრეტული ღონისძიებები დაიწყო

მისივე თქმით, ჩატარებული კვლევის საფუძველზე დამუშავდა პროექტი, რომელიც შეთანხმდა კომპანია „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერთან“ და რომლის მიხედვითაც გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურმა ტბის ეკოლოგიური პრობლემის გადაჭრის მიზნით დაიწყო კონკრეტული ღონისძიებები.

17 ივლისი 2024, 12:06

საზოგადოება

გლდანის რაიონში კიდევ ერთი რეკრეაციული სივრცე ეწყობა

თბილისის მერიის გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურმა გლდანის რაიონში კიდევ ერთი რეკრეაციული სივრცის მოწყობა დაიწყო, - ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ მუნიციპალიტეტის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.

17 ივლისი 2024, 11:51

მსოფლიო

ძლიერი სიცხის გამო, საბერძნეთის ხელისუფლებამ ახალი რეგულაციები მიიღო

ძლიერი სიცხის გამო, საბერძნეთის ხელისუფლებამ ახალი რეგულაციები მიიღო. მშენებლობაზე დასაქმებული ადამიანებისთვის სამშაბათიდან პარასკევის ჩათვლით, 12:00- დან 17:00 საათამდე მუშაობა შეჩერდება.

ჯო ბაიდენი

17 ივლისი 2024, 11:42

არჩევნები ამერიკაში

CBS News: ბაიდენი გავა წინასაარჩევნო რბოლიდან, თუ მას ჯანმრთელობის სერიოზული პრობლემები ექნება

აშშ-ის მოქმედმა პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა ამერიკულ ტელეარხ CBS News-თან ინტერვიუში განაცხადა, რომ ის მიატოვებს წინასაარჩევნო კამპანიას, თუ მას ჯანმრთელობის სერიოზული პრობლემები შეექმნება. „იმ შემთხვევაში, თუ მე რამე სერიოზული ავადმყოფობა დამემართებოდა, თუ ჩემთან ექიმები მოვიდოდნენ და მეტყოდნენ, რომ მე პრობლემა მაქვს“, - ასე უპასუხა ბაიდენმა ჟურნალისტის კითხვას იმის შესახებ, არსებობ თუ არა რამე სერიოზული მიზეზი, რის გამოც ის მიატოვებდა წინასაარჩევნო კამპანიას.

17 ივლისი 2024, 11:42

მსოფლიო

ტორონტოში წყალდიდობის შედეგად ქუჩები და მეტროს სადგურები დაიტბორა

ქალაქის უმეტეს რაიონებში ელექტრო მომარაგება შეწყდა, შეფერხდა საგზაო მოძრაობა, რამაც ავიაგადაზიდვების მოცულობის შემცირება გამოიწვია.

დონალდ ტრამპი

17 ივლისი 2024, 11:40

მსოფლიო

დონალდ ტრამპს მხარდაჭერა ყოფილმა კონკურენტმა ნიკი ჰეილიმ გამოუცხადა

დონალდ ტრამპი „რესპუბლიკური პარტიის“ ნაციონალურ ყრილობაში მონაწილეობას განაგრძობს. შეკრების მეორე სამუშაო დღეს, ხუთი ნოემბრის არჩევნებში მხარდაჭერა მას ყოფილმა კონკურენტმა, ნიკი ჰეილიმ გამოუცხადა. მან ტრამპს გამარჯვება უსურვა, თვის მომხრეებს კი მოუწოდა, არჩევანი ტრამპზე გააკეთონ.

გია აბაშიძე

17 ივლისი 2024, 11:37

პოლიტიკა

გია აბაშიძე: საქართველოში, რომელსაც უნამუსოდ ადანაშაულებენ დემოკრატიის უკუქცევაში, სამოქალაქო თავისუფლების კუთხით საგრძნობი პროგრესია - გამოდის, რომ საერთაშორისო რეიტინგები ან „ჩაწყობილია" ან „გლობალური ომის პარტია" მწარედ იტყუება

საქართველოში, რომელსაც უნამუსოდ ადანაშაულებენ დემოკრატიის უკუქცევაში, სამოქალაქო თავისუფლების კუთხით საგრძნობი პროგრესია, - ასე ეხმიანება ანალიტიკოსი გია აბაშიძე გლობალური დემოკრატიის საერთაშორისო შემფასებელი ორგანიზაციის „დემოკრატიის მრავალფეროვნების“ მიერ გამოქვეყნებულ ინფორმაციას, რომლის მიხედვით, სამოქალაქო თავისუფლების 11-წლიანი პროგრესით საქართველო ევროპაში პირველ ადგილზეა.

17 ივლისი 2024, 11:21

მსოფლიო

Reuters: ომანის მეჩეთზე თავდასხმაზე პასუხისმგებლობა „ისლამურმა სახელმწიფომ“ აიღო

ომანის დედაქალაქ მუსკატის მეჩეთზე შეიარაღებულ თავდასხმაზე პასუხისმგებლობა ტერორისტულმა ორგანიზაციამ „ისლამურმა სახელმწიფომ“ აიღო. ინფორმაციას ამის შესახებ Reuters-ი ავრცელებს. ინფორმაცია მუსკატის ერთ-ერთ მეჩეთთან სროლის შესახებ სამშაბათს შუადღეს გავრცელდა. თავდაპირველად ოთხი ადამიანის დაღუპვის შესახებ იტყობინებოდნენ, თუმცა შემდეგ დაღუპულთა რიცხვი ცხრამდე გაიზარდა. დაღუპულთა შორის ოთხი პაკისტანის მოქალაქეა და ერთ პოლიციელი. დაშავდა 28 ადამიანი.

17 ივლისი 2024, 11:17

კულტურა

დათო მაღრაძის ახალი პოეტური კრებული „ობიანი ყველი“ უკვე წიგნის მაღაზიებშია

კრებულში თავმოყრილი ლექსები თანამედროვე მოვლენების ერთგვარი გამოხმაურება, შეფასება და მომავლის ფართო პრიზმაში დანახვის მცდელობაა. „მომავალს წარსულში არ დავემალები“ – ასეთია პოეტის განაცხადი და რადგან შელამაზებული სიმართლე სიმართლე აღარ არის, პოეტი ცდილობს, დრამატიზმთან შერწყმული სარკაზმ-იუმორით ის უფრო სარწმუნო, საინტერესო და დასაფიქრებლად ღირებული გახადოს... ეს კი საძნელო და საფრთხილო საქმეა, „თავის მოძიებაც“ არ არის ხუმრობა, არც „ახალ იარაზე“ წერა და უბრალო სიტყვბის ლექსებად გადაქცევაა ადვილი