imedi /  10 ოქტომბერი 2018, 12:56 / სანდო წყარო

რას ითვალისწინებს ბავშვთა და მოზარდთა ფსიქიკური ჯანმრთელობის სახელმწიფო პროგრამა

ფსიქიკური ჯანმრთელობა

10 ოქტომბერს ფსიქიკური ჯანმრთელობის საერთაშორისო დღე აღინიშნება. ამ დღის მთავარი გზავნილია ფსიქიკური პრობლემების მქონე ადამიანებმა იცხოვრონ დამოუკიდებელი ცხოვრებით, მოითხოვონ საკუთარი უფლებების დაცვა, ჩაერთონ ფსიქიკურ ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პროგრამების შესრულების პროცესში. არსებობს ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემების მქონე პირთა სხვადასხვა კატეგორია, რომლებსაც განსხვავებული ჩივილები აქვთ.

საქართველოში შექმნილია ფსიქიკური ჯანმრთელობის სახელმწიფო პროგრამა, რომლის მიზანია, ფსიქიატრიული მომსახურების გეოგრაფიული და ფინანსური ხელმისაწვდომობის გაზრდა საქართველოს მოსახლეობისათვის.

საქართველოს დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინსიტროს ინფრომაციით, ფსიქიკური ჯანმრთელობის სახელმწიფო პროგრამით სარგებლობენ საქართველოს მოქალაქეები, იძულებითი ან არანებაყოფლობითი სტაციონარული მომსახურების მოსარგებლეები არიან საქართველოს მოქალაქეები ან პენიტენციურ დაწესებულებებში მყოფი პირები, სტაციონარული მომსახურების მოსარგებლეები, რომლებსაც ესაჭიროებათ არანებაყოფლობითი მომსახურება, არიან საქართველოს მოქალაქეები, საქართველოში მყოფი უცხო ქვეყნის მოქალაქეები და საქართველოში მუდმივად მცხოვრები მოქალაქეობის არმქონე პირები. 

ფსიქიკური ჯანმრთელობის სახელმწიფო პროგრამა მოიცავს სათემო ამბულატორიულ მომსახურებას და ითვალისწინებს პირველადი ჯანდაცვის ექიმის პირველად კონსულტაციას; პაციენტის მეთვალყურეობას; დიაგნოსტიკას; მკურნალობას; ექიმ-ფსიქიატრის მიერ დანიშნული მედიკამენტებით უზრუნველყოფას; პაციენტზე უწყვეტ ზრუნვა; სოციალურ მხარდაჭერას; სოციალურ სერვისებთან მჭიდრო თანამშრომლობა; ბინაზე ვიზიტს (ვიზიტი ბინაზე/თემში არ უნდა აღემატებოდეს მულტიდისციპლინური გუნდის წევრის 4 ვიზიტს 2 თვის განმავლობაში);

სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში ხდება პაციენტების ფსიქოსოციალური რეაბილიტაცია.

ბავშვი პაციენტების შემთხვევაში ითვალისწინებს დღის სტაციონარის პირობებში მათ მდგომარეობის შესწავლას/დიაგნოსტიკას, რომელთაც აღენიშნებათ ფსიქიკური მდგომარეობისა და ქცევის ცვლილება, სოციალური ფუნქციონირების გაუარესება და დეზადაპტაცია. მათ შორის:

  • ნეიროგანვითარებითი და ფსიქიატრიული გუნდის მომსახურებას;
  • მედიკამენტებით უზრუნველყოფას (დიაგნოსტიკის პერიოდში) ექიმის დანიშნულების შესაბამისად;
  • კლინიკო-ლაბორატორიულ გამოკვლევებს ექიმის დანიშნულების შესაბამისად;
  • სხვა ექიმ-სპეციალისტების კონსულტაციებს ექიმის დანიშნულების შესაბამისად.

ამასთან, სოციალური მომსახურების სააგენტოს ინფორმაციით, ფსიქიატრიული კრიზისული ინტერვენციის სამსახური მოზრდილთათვის (16-65 წწ) - სპეციალიზებული სერვისს სთავაზობს, რომელიც მომსახურებას უწევს ქ. თბილისის, ქ. ქუთაისის, ქ. ბათუმისა და ქ. რუსთავის ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულებში მცხოვრებ (საშუალოდ, 150 000-იან პოპულაციას) პირებს.

მძიმე ფსიქიკური აშლილობის მქონე პირებისთვის, რომლებიც ხშირად ან ხანგრძლივი დროით
თავსდებიან სტაციონარში, ხოლო სტაციონარიდან გაწერის შემდეგ სულ მცირე ბოლო სამი თვის განმავლობაში არ, ან ვერ აკითხავენ ამბულატორიულ დაწესებულებას, მიუხედავად საჭიროებისა, ან ანამნეზში აღენიშნებათ ცუდი დამყოლობა მკურნალობაზე, რის გამოც ხშირად რჩებიან მკურნალობის გარეშე, ან წყვეტენ მკურნალობას, რაც ფსიქოპათოლოგიური სიმპტომატიკის გაუარესებას იწვევს, ან აქვთ სოციალური პრობლემები, რომელთა მოგვარებასაც ავადმყოფობის გამო დამოუკიდებლად ვერ ახერხებენ და ითვალისწინებს.

მომსახურების მისაღებად ფსიქიკური დარღვევების მქონე პირი ან მხარდამჭერი განცხადებით მიმართავს სააგენტოს, რომელსაც თან უნდა ერთვოდეს: პირის პირადობის დამადასტურებელი საბუთი (მოქალაქის პირადობის/ბინადრობის მოწმობა ან პასპორტი) და მისი ასლი; პირის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ცნობა (სამედიცინო დოკუმენტაცია ფორმა NIV-100/ა); პირის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირის სტატუსის დამადასტურებელი დოკუმენტი და მისი ასლი; პირის ერთი ფოტოსურათი (3X4); თუ განმცხადებელი პირის მხარდამჭერია, განმცხადებლის პირადობის დამადასტურებელი საბუთი (მოქალაქის პირადობის/ბინადრობის მოწმობა ან პასპორტი) და მისი ასლი; ასევე მხარდამჭერის დამადასტურებელი საბუთი.

პირების ქვეპროგრამაში ჩართვის შესახებ გადაწყვეტილების მიღებას სააგენტო უზრუნველყოფს განცხადებით მიმართვიდან ერთ თვეში.

მიღებული გადაწყვეტილების შესახებ სააგენტო აცნობებს განმცხადებელს გადაწყვეტილების მიღებიდან 5 სამუშაო დღის ვადაში. დამატებითი ინფორმაციის ნახვა შესაძლებალი ჯანდაცვის სამინისტროს ვებგვერდზე.

ყველა სიახლე

13 მარტი 2026, 02:25

მსოფლიო

ერაყის ჩრდილოეთში დრონებით თავდასხმის შედეგად ექვსი ფრანგი ჯარისკაცი დაიჭრა

ერაყის ჩრდილოეთში, ერბილის რეგიონში განხორციელებული დრონებით თავდასხმის შედეგად, ექვსი ფრანგი სამხედრო მოსამსახურე დაშავდა. ინფორმაცია ამის შესახებ გამოცემა Le Figaro საფრანგეთის შეიარაღებული ძალების გენერალურ შტაბზე დაყრდნობით ავრცელებს.

გოგა გულორდავა

13 მარტი 2026, 00:20

პოლიტიკა

გოგა გულორდავა: მედიას მოუწევს თავის წილი პასუხისმგებლობის აღება - კანონი არსებობს იმისთვის, რომ აღსრულდეს

„ფაქტის ჯეროვანი სიზუსტე, სამართლიანობა, მიუკერძოებლობა, პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობა - ეს არ არის ქართული სტანდარტი, ეს არის საყოველთაოდ აღიარებული ევროპული, მათ შორის ბრიტანული, და აქ ხაზი მინდა გავუსვა იმას, რომ შინაარსობრივ ნაწილში ჩვენი კანონმდებლობა, სწორედ ბრიტანულ მოდელს ეფუძნება“, - ეს განცხადება კომუნიკაციების კომისიის თავმჯდომარე გოგა გულორდავამ ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში გააკეთა.

გოგა გულორდავა

13 მარტი 2026, 00:17

პოლიტიკა

გოგა გულორდავა: მედიის შეზღუდვა მხოლოდ მტკიცებულების მაღალი სტანდარტით არის დასაშვები, რაც ქართული არხების მიმართ დაცული არ ყოფილა

კომისიის თავმჯდომარის განცხადებით, კითხვები ბევრია და ეს კითხვები საჭიროებს გამჭვირვალე პასუხებს. ასევე აღნიშნა, რომ იმ საკითხებზე, რომლებიც ზემოაღნიშნულ გადაწყვეტილებებს დაედო საფუძვლად, კომისიაში საჩივარი, ან პრეტენზია არავის შეუტანია და შესაბამისად, ორი ქართული არხის მიმართ მტკიცებულების მაღალი სტანდარტი დაცული არ ყოფილა.

ბენიამინ ნეთანიაჰუ

13 მარტი 2026, 00:15

მსოფლიო

ნეთანიაჰუ აცხადებს, რომ არ იცის, დაამხობს თუ არა ირანელი ხალხი რეჟიმს - „თქვენ შეგიძლიათ ადამიანი წყაროსთან მიიყვანოთ, მაგრამ ვერ აიძულებთ, დალიოს“

არ არსებობს გარანტია იმისა, რომ ირანელი ხალხი აჯანყდება მას შემდეგ, რაც ისრაელი თეირანის რეჟიმის დასამხობად პირობებს შექმნის, - განაცხადა ისრაელის პრემიერ-მინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ. ინფორმაციას ამის შესახებ ისრაელური მედია ავრცელებს.

გოგა ხაინდრავა

13 მარტი 2026, 00:08

პოლიტიკა

გოგა ხაინდრავა სუსში გამოკითხვაზე დაბარებულებზე: ეს არის დაფინანსებული სექტა, რომელიც იმაზე უფრო შმაგად უტევს საკუთარ ქვეყანას, ვიდრე ის ადამიანები ვინც ამაში ფულს უხდიან

ეს არის დაფინანსებული სექტა, რომელიც იმაზე უფრო შმაგად უტევს საკუთარ ქვეყანას, ვიდრე ის ადამიანები ვინც ამაში ფულს უხდიან - განაცხადა გადაცემაში „იმედი Live” კინორეჟისორმა გოგა ხაინდრავამ იმ განცხადებების ავტორებზე საუბრისას, რომლებიც საქართველოში ირანული განწყობების ზრდას ეხება. „დღეს ყველას კარგად ესმის, რომ ის ძალები ვისაც შიდა ძალებს ეძახიან, არანაირი შიდა ძალები არ არიან. მაგაზე დიდი სირცხვილი რა უნდა იყოს, თავდაცვის ყოფილი მინისტრი, რომელიც იძახის, რომ საქართველოში არის ტერორისტების ცენტრები, დღეს იძახის ამას. რატომ დღეს და არა ერთი თვის წინ, 6 თვის წინ, ერთი წლის წინ? გენერალური შტაბის ყოფილი უფროსი, ვინმე კაპანაძე, რომელსაც ჩემი აზრით უნდა ჩამოერთვას გენერლის წოდება, იმიტომ რომ ის არცხვენს საქართველოს სამხედრო ოფიცრის მუნდირს, აცხადებს, რომ ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის ნავთობსადენის ყველაზე დაუცველი მონაკვეთი არის საქართველო და ჩემი ნება რომ იყოს აქ დავარტყამდიო, მტრებს ეუბნება. როგორ უნდა გქონდეს სული გაყიდული, რომ ასეთი რამე [თქვა]. თარგამაძე, რომელიც იყო თავდაცვის კომიტეტის თავმჯდომარე, რომელიც სულის ამოხდით გვემუქრებოდა იმ დღეს როცა სული უკვე ამოგვხადეს, 7 ნოემბერს. ეს არის დაფინანსებული სექტა, რომელიც იმაზე უფრო შმაგად უტევს საკუთარ ქვეყანას, ვიდრე ის ადამიანები ვინც ამაში ფულს უხდიან. როგორ უნდა გქონდეს დაბნელებული გონება, რომ შენს სამშობლოს მსგავსი ტიპის საფრთხე შეუქმნა“, - განაცხადა გოგა ხაინდრავამ.

13 მარტი 2026, 00:06

საზოგადოება

გოგა ხაინდრავა: „ფორმულამ“ უამრავი სისულელე დამაბრალა, რომ განსაკუთრებული ქონების პატრონი ვარ, რაც აბსოლუტური ტყუილია. ერთადერთი სახლი მაქვს და ისიც ბანკში მაქვს ჩადებული

უამრავი სისულელე დამაბრალეს, რომ განსაკუთრებული ქონების პატრონი ვარ, რაც აბსოლუტური ტყუილია. ერთადერთი სახლი მაქვს და ისიც ბანკში მაქვს ჩადებული, - კინორეჟისორმა გოგა ხაინდრავამ გადაცემაში „იმედი LIVE“.

 გოგა ხაინდრავა

13 მარტი 2026, 00:05

პოლიტიკა

გოგა ხაინდრავა: სასაცილოა, რომ დასანქცირებული ვარ, როგორც გოგა ხაინდრავა. კაპიტან გიგაურს გოგა ხაინდრავა ვგონივარ და პასპორტში გიორგი ხაინდრავა მიწერია. ახლა ვიყავი ევროპაში ჩემი პასპორტით, სადაც მიწერია გიორგი ხაინდრავა

სასაცილოა, რომ დასანქცირებული ვარ, როგორც გოგა ხაინდრავა. კაპიტან გიგაურს გოგა ხაინდრავა ვგონივარ და პასპორტში, რომ გიორგი ხაინდრავა მიწერია მაგაზე არც იფიქრა არავინ. ახლა ვიყავი უკვე ევროპაში ჩემი პასპორტით, სადაც მიწერია გიორგი ხაინდრავა, - განაცხადა გადაცემაში „იმედი LIVE“ კინორეჟისორმა გოგა ხაინდრავამ.

გოგა გულორდავა

12 მარტი 2026, 23:51

პოლიტიკა

გოგა გულორდავა: მედიაში არსებული პრობლემები იწვევს საზოგადოების პოლარიზაციას

კომუნიკაციების კომისიის თავმჯდომარე გოგა გულორდავას განცხადებით, ქვეყანაში სახელმწიფო მიდგომის შედეგად გარანტირებულია მედიაპლურალიზმი და მრავალფეროვნება, თუმცა, მედიაში აშკარაა ისეთი გამოწვევები და პრობლემები, რომლებიც პირველ რიგში მაყურებელს აზიანებს და ზრდის პოლარიზაციას.

გოგა ხაინდრავა

12 მარტი 2026, 23:45

პოლიტიკა

გოგა ხაინდრავა ტელეკომპანია „იმედს“: იცოდეთ, რომ საზოგადოებაში როგორც არასდროს, ისეთი მხარდაჭერა გაქვთ

იცოდეთ, რომ საზოგადოებაში როგორც არასდროს ისეთი მხარდაჭერა გაქვთ, - განაცხადა გადაცემაში „იმედი Live” კინორეჟისორმა გოგა ხაინდრავამ ტელეკომპანია „იმედის“ მიმართ. „განსაკუთრებული სამიზნე ხართ თქვენ და ამიტომ მინდა ჩემი პატივისცემა და სოლიდარობა გამოგიცხადოთ. მინდა გითხრათ, რომ ფასდაუდებელი როლი გაქვთ საბჭოთა ევრობიუროკრატიის მხილებაში და ამის მოწმენი ვიყავით დღეს კიდევ ერთხელ, როდესაც დემოკრატიის თავყრილობაში [ევროპარლამენტი] დეპუტატმა თქვენს წარმომადგენელს უთხრა, რომ თქვენ აქ შემოსვლის უფლება არ გაქვთო. ამიტომ ჩემი დიდი პატივისცემა იმედს და იცოდეთ რომ საზოგადოებაში როგორც არასდროს ისეთი მხარდაჭერა გაქვთ“, - განაცხადა ხაინდრავამ.

გოგა გულორდავა

12 მარტი 2026, 23:37

პოლიტიკა

კომუნიკაციების კომისიის თავმჯდომარე: ეს რეგულაციები არავითარ შემთხვევაში არ არის მიმართული არც ერთი მედიის შეზღუდვისკენ, პირიქით, უნდა გაჯანსაღდეს მედია გარემო

„მოგეხსენებათ, რომ მედიას ინფორმაციის გავრცელებასთან ერთად, ფუნდამენტური სოციალური დანიშნულება გაქვთ, რასაც დიდი პასუხისმგებლობა ახლავს თან. მაუწყებლები მაყურებელზე მნიშვნელოვან გავლენას ახდენთ“, - ეს განცხადება კომუნიკაციების კომისიის თავმჯდომარე გოგა გულორდავამ გადაცემა „იმედი LIVE“ - ში გააკეთა, სადაც მედიას კანონისა და მაყურებლების წინაშე არსებული ვალდებულებები შეახსენა.

გოგა გულორდავა

12 მარტი 2026, 23:30

პოლიტიკა

გოგა გულორდავა: დრომ და ანალიზმა აჩვენა, რომ სამწუხაროდ, წლების განმავლობაში ჟურნალისტთა ქცევის კოდექსი სათანადოდ ვერ სრულდებოდა

დრომ და ანალიზმა აჩვენა, რომ სამწუხაროდ, წლების განმავლობაში ჟურნალისტთა ქცევის კოდექსი სათანადოდ ვერ სრულდებოდა და შესაბამისად საკანონმდებლო გადაწყვეტილებით შინაარსობრივი რეგულაცია ამ საკითხების გადავიდა კანონის მოქმედების სფეროში, - განაცხადა გადაცემაში „იმედი Live” კომუნიკაციების კომისიის თავმჯდომარემ გოგა გულორდავამ. მისივე თქმით, შინაარსობრივ რეგულაციებთან დაკავშირებით, კომისიის მიერ მომზადებულ დოკუმენტთან დაკავშირებით არც ერთ მაუწყებელს შენიშვნა არ გამოუთქვამს.

12 მარტი 2026, 23:19

პოლიტიკა

თბილისის მერი კახა კალაძე უკრაინის საქმეთა დროებით რწმუნებულს დმიტრო ბერეჟნის შეხვდა

თბილისის მერი კახა კალაძე საქართველოში უკრაინის საქმეთა დროებით რწმუნებულს დმიტრო ბერეჟნის შეხვდა. გაცნობითი ხასიათის შეხვედრაზე მხარეებმა საქართველო-უკრაინას შორის არსებულ ურთიერთობებზე ისაუბრეს.

ალი ლარიჯანი

12 მარტი 2026, 22:59

მსოფლიო

ირანის უშიშროების საბჭოს მდივანი ტრამპს: ომის დაწყება ადვილია, მაგრამ მისი მოგება რამდენიმე „ტვიტით“ შეუძლებელია

ირანის ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანმა, ალი ლარიჯანმა განაცხადა, რომ ირანი არ გაჩერდება მანამ, სანამ აშშ-ის პრეზიდენტს, დონალდ ტრამპს მის „სავალალო მცდარ გათვლას“ არ ანანებს. ინფორმაციას ამის შესახებ ტელეკომპანია CNN-ი ავრცელებს.

კრის მერფი

12 მარტი 2026, 22:53

მსოფლიო

სენატორი კრის მერფი: ირანი კვლავ ინარჩუნებს ჩვენს მოკავშირეებზე დარტყმის შესაძლებლობას, ბირთვული პროგრამა კვლავ არსებობს - ეს არის სრული კატასტროფა

„დემოკრატმა“ სენატორმა, კრის მერფიმ ირანში მიმდინარე კონფლიქტს უწოდა „ყველაზე არაკომპეტენტური და არათანმიმდევრული ომი, რომელიც ამერიკას ბოლო საუკუნის განმავლობაში უწარმოებია“. ინფორმაციას ამის შესახებ CNN-ი ავრცელებს.

12 მარტი 2026, 21:52

რეგიონი

საქართველოს რეგიონული განვითარების მინისტრი ტყიბულში, სტიქიის ზონაში არსებულ ვითარებას გაეცნო

უსაფრთხოების მიზნით მეწყრული ზონიდან 45 ოჯახის ევაკუაცია მოხდა. ისინი დროებით სასტუმროებში არიან განთავსებული და სრულად უზრუნველყოფილი არიან პირველადი საჭიროების ნივთებითა და მედიკამენტებით.

12 მარტი 2026, 21:44

საზოგადოება

ბესიკ კალაძე: გზის საფარს გლდანის რაიონის გამგეობა რაჭის ქუჩაზე აწესრიგებს, სადაც გასულ წელს მიწისქვეშა კომუნიკაციები სრულად განახლდა

„მუხიანის აგარაკებზე საგზაო სამუშაოები აქტიურ რეჟიმში გრძელდება. ამჯერად, გზის საფარს გლდანის რაიონის გამგეობა რაჭის ქუჩაზე აწესრიგებს, სადაც გასულ წელს მიწისქვეშა კომუნიკაციები სრულად განახლდა. საგზაო სამუშაოები 5 000 კვ.მეტრ ფართობზე განხორციელდება. ასევე გორგულისა და ოშკის ქუჩებზე, 3 200 კვ.მ ფართობზე, ასფალტის საფარი დაიგება. წელს საგზაო ინფრასტრუქტურა გლდანის რაიონის გამგეობის მიერ მუხიანის აგარაკებზე დამატებით შვიდ მისამართზე მოწესრიგდება“, - აცხადებს გლდანის გამგებელი ბესიკ კალაძე.

ლევან ნიკოლეიშვილი

12 მარტი 2026, 21:40

პოლიტიკა

ლევან ნიკოლეიშვილი: დროა, აქაურმა ზნედაცემულმა აგენტურამ და მათმა უცხოელმა პატრონებმა შეიგნონ, რომ ზეწოლისა და შანტაჟის პოლიტიკა საქართველოში ვერ მუშაობს. ყოველი ასეთი მცდელობა კი საზოგადოებას კიდევ უფრო აერთიანებს

მოსკოვის მექანიზმი წარმოადგენს საერთაშორისო პროცედურას, რომელიც გამოიყენება ადამიანის უფლებების შესაძლო სერიოზული დარღვევების შესასწავლად და შესაფასებლად. შესაბამისად, მის ფარგლებში განხორციელებული ვიზიტები და დასკვნები განსაკუთრებულ პასუხისმგებლობასა და ობიექტურობას მოითხოვს - ასე ეხმიანება „ერთიანი ნეიტრალური საქართველოს“ წევრი ლევან ნიკოლეიშვილი, ეუთო-ს მოსკოვის მექანიზმის ანგარიშს, რომლის თანახმად, საქართველოს ხელისუფლებას „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ და „ოჯახური ღირებულებების შესახებ“ კანონების გაუქმებას სთხოვენ.

12 მარტი 2026, 21:33

პოლიტიკა

საქართველოს მთავრობა კატეგორიულად უარყოფს ანგარიშში მოცემულ დასკვნებსა და რეკომენდაციებს - განაცხადა ეუთო-ში საქართველოს მუდმივმა წარმომადგენელმა, ალექსანდრე მაისურაძემ

ეუთო-ში საქართველოს მუდმივმა წარმომადგენელმა, ალექსანდრე მაისურაძემ განცხადება გააკეთა და აღნიშნა, რომ „საქართველოს მთავრობა კატეგორიულად უარყოფს ანგარიშში მოცემულ დასკვნებსა და რეკომენდაციებს და თხოვნით მიმართავს ეუთო-ს და მის მონაწილე სახელმწიფოებს, სათანადოდ გაითვალისწინონ საქართველოს მთავრობის ვრცელ პასუხში გაჟღერებული სამართლებრივი არგუმენტები, მიღწევები და დეტალური განმარტებები.“

ნინო ფოჩხუა

12 მარტი 2026, 21:27

პოლიტიკა

ნინო ფოჩხუა ეუთო-ს მოსკოვის მექანიზმის ანგარიშზე: არაფერი ახალი, მორიგი მცდელობა დესტრუქციისა და არეულობის შემოტანის ქვეყანაში, ისევ იმ წრეზე ტრიალი, რაც წინა ანგარიშებსა, თუ რეზოლუციებში იყო

ცნობისთვის, დღეს ეუთო-მ გამოაქვეყნა მოსკოვის მექანიზმის ანგარიში, რომლის თანახმადაც საქართველოს ხელისუფლებას „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ და „ოჯახური ღირებულებების შესახებ“ კანონების გაუქმების რეკომენდაცია მიეცა.

12 მარტი 2026, 21:27

პოლიტიკა

თამთა მეგრელიშვილი ეუთოს „მოსკოვის მექანიზმზე“: ეს კლასიკური მაგალითია, თუ როგორ იქცევა საერთაშორისო ინსტიტუტი იდეოლოგიურ იარაღად - ანგარიში პირდაპირ ამბობს, საქართველო ისჯება ეროვნულო ინტერესების დაცვისთვის

10 მარტს ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების ოფისის (OSCE/ODIHR) “მოსკოვის მექანიზმის” ანგარიში გამოქვეყნდა, ეს კლასიკური მაგალითია იმისა, თუ როგორ იქცევა საერთაშორისო ინსტიტუტი იდეოლოგიურ იარაღად, - წერს “ხალხის ძალის” წევრი, თამთა მეგრელიშვილი, სოციალურ ქსელში.