imedi /  11 ოქტომბერი 2018, 12:28 / სანდო წყარო

თერჯოლის სოფელ სიქთარვის მოსახლეობა წყალს ითხოვს

თერჯოლა

თერჯოლის მუნიციპალიტეტის სოფელ სიქთარვის მოსახლეობა წყალს ითხოვს. მათი თქმით, საყოფაცხოვრებო მიზნებისათვის წყალს ან მდინარე ძევრულადან იღებენ ან წვიმას ელოდებიან, სასმელი წყალი კი რამდენიმე კილომეტრიდან მოაქვთ.

"38 წელია სოფელს ეს პრობლემა აქვს. ხალხი ვერ იბანს, წვიმას ელოდება დასაბანად. ამხელა სოფელია, წყლის გარეშე როგორ შეიძლება იცხოვროს ადამიანმა,"- აცხადებენ ადგილობრივები.

სოფელ სიქთარვაში თერჯოლის მერის წარმომადგენელი თამაზ ბარბაქაძე ამბობს, რომ სამუშაოები დაწყებულია და სოფელ სიქთარვის მოსახლეობას წყლის პრობლემა მომავალი წლის იანვრიდან აღარ ექნება.

ყველა სიახლე

17 ივლისი 2024, 15:09

საზოგადოება

ComCom-ის წევრმა EU-ს საბჭოს საქართველოს ევროკავშირის როუმინგულ სივრცეში ინტეგრაციისთვის განხორციელებული პროექტები გააცნო

კომუნიკაციების კომისიის წევრმა, ეკატერინე იმედაძემ, კომისიის საერთაშორისო ურთიერთობების სამსახურის უფროსმა, ნინი გრძელიშვილმა და ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს კავშირგაბმულობის, საინფორმაციო და თანამედროვე ტექნოლოგიების დეპარტამენტის უფროსმა, ეკა ყუბუსიძემ, ევროკავშირის საბჭოს სამუშაო ჯგუფის შეხვედრაში მიიღეს მონაწილეობა. საგულისხმოა, რომ ევროკავშირის საბჭოს უნგრეთის თავმჯდომარეობის ფარგლებში, თავმჯდომარე ქვეყნის ინიციატივითა და სპეციალური მოწვევით, ღონისძიებას არამხოლოდ ევროკომისიისა და ევროკავშირის წევრი ქვეყნების წარმომადგენლები, არამედ ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყნების წარმომადგენლებიც ესწრებოდნენ. ღონისძიება ევროკომისიასა და მონაწილე ქვეყნებს შორის როუმინგის შეთანხმების სტატუსის განხილვას, ამ საკითხის გარშემო არსებული პოტენციური სამართლებრივი გადაწყვეტების შეფასებას და ევროკავშირის ერთიან როუმინგულ სივრცეში ინტეგრაციის უპირატესობებსა თუ გამოწვევებზე დისკუსიის ხელშეწყობას ემსახურებოდა.

რატი იონათამიშვილი

17 ივლისი 2024, 15:00

პოლიტიკა

რატი იონათამიშვილი რადიკალებზე: ოპოზიცია დამოკიდებულია „მისტერ ოფშორზე“ არჩევნების წინ ფულის საშოვნელად. ფულის გულისთვის მზად არიან, რომ კეზერაშვილის დატუქსვაც და კუთხეში დაყენებაც აიტანონ

როგორც ჩანს დავალების იქით კიდევ ყურის აწევასაც აქვს ადგილი კეზერაშვილის მხრიდან და ეს მათთვის ნორმალურია. მათ მორალურ სახეს აჩვენებს სინამდვილეში და რა თქმა უნდა ეს პოლიტიკური განაჩენიც იქნება ამავდროულად, იმიტომ რომ ეს ოპოზიცია დამოკიდებულია არა საკუთარ ამომრჩეველზე, არამედ „მისტერ ოფშორზე “ – ამის შესახებ ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა რატი იონათამიშვილმა ოპოზიციონერი ლიდერების დავით კეზერაშვილთან სავარაუდო შეხვედრის ფაქტზე განაცხადა.

რატი იონათამიშვილი

17 ივლისი 2024, 14:53

პოლიტიკა

რატი იონათამიშვილი: „ნაციონალური მოძრაობა“ ყოველთვის ცდილობდა არეულობის ჭაობში ჩაეფლო ჩვენი ქვეყანა და მოსახლეობა

„ნაციონალური მოძრაობა“ ყოველთვის ცდილობდა არეულობის ჭაობში ჩაეფლო ჩვენი ქვეყანა და მოსახლეობა, - ამის შესახებ პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ რატი იონათამიშვილმა განაცხადა.

მარიამ ქვრივიშვილი

17 ივლისი 2024, 14:52

ეკონომიკა

მარიამ ქვრივიშვილი: სექტემბრიდან საქართველოში უმსხვილესი ჩინური ავიაკომპანია AIR CHINA პირდაპირ ფრენებს იწყებს

დღეის მდგომარეობით, საქართველოსა და ჩინეთს შორის რეგულარულ სამგზავრო რეისებს China Southern Airlines-ი ასრულებს. გასული წლიდან ავიაკომპანიამ ეტაპობრივად გაზარდა ოპერირების სიხშირე და ამჟამად ურუმჩი - თბილისი - ურუმჩის საჰაერო ხაზზე ფრენებს ყოველდღიურად ასრულებს. 2024 წლის 6 თვის მონაცემებით, ავიაკომპანია China Southern Airlines-მა საქართველოსა და ჩინეთს შორის 19,991 მგზავრი გადაიყვანა. 2023 წელს ჩინეთიდან საქართველოში განხორციელებული ვიზიტების რაოდენობამ 48,304 შეადგინა, რაც 2022 წელთან შედარებით 554.5%-იანი მატებაა. 2024 წლის ორი კვარტლის მონაცემებით კი ჩინეთიდან 32,853 ვიზიტი განხორციელდა. ზრდამ 2023 წელთან შედარებით 159.5% შეადგინა.

დიმიტრი ჩიქოვანი

17 ივლისი 2024, 14:47

პოლიტიკა

დიმიტრი ჩიქოვანი კეზერაშვილისა და ოპოზიციონერი ლიდერების შეხვედრას უარყოფს, თუმცა ადასტურებს, რომ კვიპროსში ნამდვილად იმყოფებოდა

კითხვაზე, დააყენა თუ არა კვიპროსში გამართულ შეხვედრაზე კეზერაშვილმა საკითხი, რომ საარჩევნო კამპანია მან აკონტროლოს, ჩიქოვანი პასუხობს, რომ საარჩევნო შტაბს ხელმძღვანელი ჰყავს, რომელიც კარგად ხელმძღვანელობს პროცესს.

გიორგი ვაშაძე

17 ივლისი 2024, 14:42

პოლიტიკა

გიორგი ვაშაძე დავით კეზერაშვილთან სავარაუდო შეხვედრაზე: ტყუილია, ჩემს მეუღლესთან ერთად სად წავალ, თქვენი გასარჩევი არ არის

ტყუილია, ჩემს მეუღლესთან ერთად სად წავალ, თქვენი გასარჩევი არ არის, - განაცხადა „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა გიორგი ვაშაძემ კვიპროსში დავით კეზერაშვილთან შეხვედრის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციაზე.

კახა კალაძე

17 ივლისი 2024, 14:22

პოლიტიკა

კახა კალაძე: რესურსი არ გააჩნიათ, იგივე ძალადობა გააგრძელონ, რასაც ხელისუფლებაში ყოფნისას აკეთებდნენ, თუმცა იმავეს აგრძელებენ - ბოროტებას. მეორე მხარეს არის „ქართული ოცნება“, რომელიც იბრძვის მშვიდობის შესანარჩუნებლად

ოპოზიციაში არიან და ისეთი რესურსი არ გააჩნიათ, იგივე ძალადობა გააგრძელონ, რასაც ხელისუფლებაში ყოფნისას აკეთებდნენ, თუმცა იმ რესურსებით, რაც აქვთ, იმავეს აგრძელებენ - ბოროტებას, სიძულვილის თესვას, საზოგადოების გახლეჩის მცდელობას, ბულინგს, შეურაცხყოფას, დაშინებას. ეს არის მათი ყოველდღიურობა. მეორე მხარეს არის „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო“, რომელიც იბრძვის და ზრუნავს იმისთვის, რომ ქვეყანაში მშვიდობა შეინარჩუნოს, - ამის შესახებ თბილისის მერმა, „ქართული ოცნების“ გენერალურმა მდივანმა კახა კალაძემ „ქრონიკას“ განუცხადა.

არჩილ გორდულაძე

17 ივლისი 2024, 14:15

პოლიტიკა

არჩილ გორდულაძე: „ქართული ოცნება“ არის ერთადერთი გუნდი, რომელიც 26 ოქტომბერს დამაჯერებლად გაიმარჯვებს - ჩვენ ვართ ერთადერთი გუნდი, რომელიც ქვეყნის მომავალზე ზრუნავს

„ქართული ოცნება“ არის ერთადერთი გუნდი, რომელიც 26 ოქტომბერს დამაჯერებლად გაიმარჯვებს, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, არჩილ გორდულაძემ მედიასთან განაცხადა.

17 ივლისი 2024, 14:13

რეგიონი

დედოფლისწყაროში სარწყავი სისტემის რეაბილიტაციის შედეგად, დამატებით, 500 ჰექტრამდე სასოფლო-სამეურნეო მიწის ფართობი მოირწყვება

კახეთის მოსახლეობას სამთაწყაროს მექანიკური მორწყვის რეაბილიტირებული სარწყავი სისტემა ემსახურება. „საქართველოს მელიორაციის’’ მიერ ჩატარებულ სამუშაოებს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ოთარ შამუგია კახეთის სახელმწიფო რწმუნებულ გიორგი ალადაშვილთან ერთად გაეცნო.

ირაკლი ქადაგიშვილი

17 ივლისი 2024, 14:12

პოლიტიკა

ირაკლი ქადაგიშვილი: ოპოზიციის მზაკვრობა იმაშია, რომ თურმე მშვიდობაზე საუბარი ხალხის მოტყუებაა, მათ არ ახსოვთ, რა მოხდა 2008 წელს?

ოპოზიციის მზაკვრობა იმაში არის, რომ თურმე, მშვიდობაზე საუბარი ხალხის მოტყუებაა. ასე გამოდის მათი მხრიდან. მათ არ ახსოვთ, რა მოხდა 2008 წელს? - განაცხადა საპროცედურო საკითხთა და წესების საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარემ ირაკლი ქადაგიშვილმა.

17 ივლისი 2024, 13:55

ჯანდაცვა

საქართველოში B ჰეპატიტის მართვის სახელმწიფო პროგრამა დაიწყო - პაციენტები სერვისს უფასოდ მიიღებენ

„პროგრამის ფარგლებში სახელმწიფოს მხრიდან სრულად ანაზღაურდება პაციენტების სკრინინგი, მკურნალობაში ჩასართავად და მკურნალობის მონიტორინგისთვის საჭირო დიაგნოსტიკური კვლევები, ასევე - პაციენტებს უსასყიდლოდ გადაეცემათ B ჰეპატიტის სამკურნალო მედიკამენტები“.

დონალდ ტრამპი

17 ივლისი 2024, 13:39

არჩევნები ამერიკაში

ტრამპი: სანქციები არ მიყვარს

აშშ-ის პრეზიდენტობის კანდიდატმა რესპუბლიკური პარტიიდან დონალდ ტრამპმა სააგენტო Bloomberg-თან ინტერვიუში განაცხადა, რომ მას სანქციები არ უყვარს. „რასაც ჩვენ სანქციებთან დაკავშირებით ვაკეთებთ, არის ის, რომ ჩვენ ყველას ჩვენგან ვიშორებთ. შესაბამისად, მე არ მიყვარს სანქციები. მე ვფიქრობ, რომ ისინი ძალიან სასარგებლო იყო ირანთან მიმართებაში, მაგრამ ირანთანაც ასეთი ძლიერი სანქციები არ მჭირდებოდა“, - თქვა ტრამპმა.

17 ივლისი 2024, 13:09

მსოფლიო

Reuters: მართლმსაჯულების ევროპულმა სასამართლომ ევროკომისია კორონავირუსის დროს გაფორმებული კონტრაქტების გამო გააკრიტიკა

ევროკავშირის სასამართლომ დაადგინა, რომ ევროკომისიამ კორონავირუსის პანდემიის დროს ვაქცინების შესასყიდად გაფორმებული კონტრაქტების საჯაროობა არ უზრუნველყო. საქმე ეხება 2020 – 2021 წლებში ევროკომისიის მიერ გაფორმებულ კონტრაქტებს. სარჩელის ავტორები ევროპარლამენტის კანონმდებლები იყვნენ. როგორც Reuters-ი იუწყება, ევროპარლამენტს გაფორმებული კონტრაქტების შესწავლა სურდა, თუმცა ევროკომისიამ დეპუტატებს დოკუმენტების ნაწილი საერთოდ არ გადასცა, ხოლო ნაწილი - დარედაქტირებული სახით. ევროკომისიამ ეს კომერციული ინტერესების დაცვით ახსნა.

17 ივლისი 2024, 13:05

საზოგადოება

ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტმა „თამბაქოს კონტროლის შესახებ“ კანონში ცვლილებას პირველი მოსმენით მხარი დაუჭირა

ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტმა პარლამენტის წევრების - არჩილ გორდულაძის და ირაკლი კირცხალიას საკანონმდელო ინიციატივით წარდგენილი კანონპროექტი „თამბაქოს კონტროლის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, თანმდევ კანონპროექტებთან ერთად, პირველი მოსმენით განიხილა.

17 ივლისი 2024, 13:01

რეგიონი

ლევან იოსელიანმა ამბროლაურსა და ონში შეხვედრები გამართა

ამბროლაურსა და ონში გამართულ საინფორმაციო შეხვედრებზე სახალხო დამცველმა საჯარო სკოლების მოსწავლეებს და ახალგაზრდებს აპარატის მანდატი გააცნო, ისაუბრა ბავშვის უფლებებზე, ადრეულ ასაკში ქორწინებისა და ნიშნობის მავნე პრაქტიკის აღმოფხვრის სამართლებრივ მექანიზმებზე, ბულინგზე და მის სავარაუდო შედეგებზე, ქალთა მიმართ ძალადობასა და ჯანდაცვის სერვისების ხელმისაწვდომობაზე.

17 ივლისი 2024, 12:52

საზოგადოება

ეროვნული ბანკის ყვარლის ფულის მუზეუმმა ემიგრანტებს უმასპინძლა

საქართველოს ეროვნული ბანკის ყვარლის ფულის მუზეუმმა, ბერძნულ-ქართული კულტურული ასოციაციის წარმომადგენლებსა და მასთან არსებულ ქართულ-ხალხური სიმღერისა და ცეკვის ანსამბლ „ივერიელებს“ უმასპინძლა. ინფორმაციას ეროვნული ბანკი ავრცელებს.

17 ივლისი 2024, 12:30

საზოგადოება

აჯამეთის აღკვეთილში იმერული მუხის აღდგენის პროექტის მიმდინარეობას დაცული ტერიტორიების სააგენტოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ბესიკ კუსიდი ადგილზე გაეცნო

აჯამეთის აღკვეთილში იმერული მუხის აღდგენის პროექტის მიმდინარეობას დაცული ტერიტორიების სააგენტოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ბესიკ კუსიდი ადგილზე გაეცნო.

17 ივლისი 2024, 12:26

მსოფლიო

„ევროპეისკაია პრავდა“: გერმანია რუსეთის მიერ კიევში დაბომბილი ბავშვთა საავადმყოფოს აღსადგენად 10 მილიონ ევროს გამოყოფს

გერმანიის ეკონომიკის თანამშრომლობისა და განვითარების სამინისტრომ მიიღო გადაწყვეტილება 10 მილიონი ევრო გადაურიცხოს უკრაინის მთავრობას რუსეთის მიერ კიევში დაბომბილი ბავშვთა საავადმყოფოს აღსადგენად. ინფორმაციას ამის შესახებ უკრაინული ინტერნეტ-გამოცემა „უკრაინსკაია პრავდა“ გერმანიის ეკონომიკის მინისტრზე სვენია შულცეზე დაყრდნობით ავრცელებს. აღნიშნული თანხა სხვა ქვეყნებისა და დონორების მიერ გაწეულ დახმარებასთან ერთად საავადმყოფოს აღსადგენაზე და მისი ზამთრისთვის მომზადებაზე დაიხარჯება. მოხდება საავადმყოფოს რემონტი და მისი ფასადის ტექნიკურად მოპირკეთება, სამკურნალო ოთახებს რეაბილიტაცია.

თამარ ჩიბურდანიძე

17 ივლისი 2024, 12:24

პოლიტიკა

თამარ ჩიბურდანიძე: ეს იქნება რთული არჩევნები მარტივი არჩევანით და აუცილებლად გაიმარჯვებს სიმართლე

პარტია „ხალხის ძალის“ წევრი თამარ ჩიბურდანიძე „ქართული ოცნების“ საარჩევნო კამპანიის დაწყებას სოციალურ ქსელში ეხმიანება. მისი თქმით, რადიკალური ოპოზიცია დეზინფორმაციულ წინასაარჩევნო კამპანიას დაიწყებს, რადგან 26 ოქტომბრის არჩევნები მათთვის უკანასკნელი შანსია.

კახა კალაძე

17 ივლისი 2024, 12:23

საზოგადოება

თბილისის მერიამ „ახალგაზრდების სოციალური მეწარმეობის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში 12 ახალგაზრდული ორგანიზაცია დააფინანსა

„2022 წლიდან, თბილისის მერია ახორციელებს ახალგაზრდების სოციალური მეწარმეობის მხარდაჭერის პროგრამას, რაც ითვალისწინებს სოციალური მეწარმეობის პროექტების ფინანსურ წახალისებას და მხარდაჭერას. ბიზნესმოდელზე დაფუძნებული პროექტების განხორციელებას გააჩნია, ერთი მხრივ, სოციალური, მეორე მხრივ კი ეკონომიკური მიზანი. იგი ემსახურება შემოსავლის მიღებას და ახალგაზრდების სოციალურ-ეკონომიკურ გაძლიერებას“.