imedi /  24 ოქტომბერი 2018, 09:09 / სანდო წყარო

ცხინვალის რეჟიმი: ეტნაზე სამხრეთ ოსეთისა და იტალიის დროშები აღმართეს

ცხინვალი

ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის საგარეო საქმეთა დეფაქტო მინისტრი დიმიტრი მედოევი იტალიის სიცილიის ოლქში შეხვდა ქალაქ რანდაცოს მერს, ფრანჩესკო სგროის - ინფორმაციას დეფაქტო რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტროს ე.წ. პრესსამსახური ავრცელებს. ამის შესახებ "რადიო თავისუფლება" წერს.

მისივე ცნობით, შეხვედრაზე, რომელსაც პალერმოში რუსეთის გენერალური კონსული ევგენი პანტელეევიც დაესწრო, შესრულდა "სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის და იტალიის რესპუბლიკის სახელმწიფო ჰიმნები.“ ამავე წყაროს ცნობით, ქალაქ რანდაცოს მერმა გამოთქვა მზადყოფნა ცხინვალთან გააფორმოს თანამშრომლობის შეთანხმება.

დე ფაქტო რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, შეხვედრის შემდეგ მედოევი და სგროი ავიდნენ ეტნას მთაზე, სადაც აღმართეს „სამხრეთ ოსეთის და იტალიის სახელმწიფო დროშები.“ 

იტალიის სიცილიის ოლქის რანდაცოს კომუნა კატანიის ადმინისტრაციულ ცენტრს ექვემდებარება და იქ 11 ათასამდე ადამიანი ცხოვრობს.

ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის დეფაქტო საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, დიმიტრი მედოევი იტალიაში გასული კვირის ბოლოს გაემგზავრა და 25-26 ოქტომბერს მონაწილეობას მიიღებს მე-11 ევრაზიულ ეკონომიკურ ფორუმში, რომელიც იტალიის ქალაქ ვერონაში გაიმართება.

ყველა სიახლე

18 ივლისი 2024, 09:10

პოლიტიკა

დღეს პარლამენტის რიგგარეშე სესია გაიხსნება

დღეს, პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტი გენერალური პროკურორობის კანდიდატს მოუსმენს. ახალი გენერალური პროკურორის არჩევის საკითხი ამავე დღეს კენჭისყრაზე დადგება. 19 ივლისს კი, პირველი მოსმენით, „ამნისტიის შესახებ“ პროექტს განიხილავენ და მიიღებენ.

18 ივლისი 2024, 08:54

საზოგადოება

როგორი ამინდია მოსალოდნელი დღეს საქართველოში🌧️☂️

18 ივლისს ქუთაისში +36 გრადუსი და ნალექიანი დღეა მოსალოდნელი, ღამით კი +24 გრადუსი იქნება. ოზურგეთშიც წვიმიანი ამინდია მოსალოდნელი. დღისით +35 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +23. ბათუმში დღისით ჰაერი +33 გრადუსამდე გათბება, ხოლო ღამით +23 გრადუსი დაფიქსირდება. მოსალოდნელია წვიმა ელჭექით.

18 ივლისი 2024, 08:38

პოლიტიკა

საავტობუსო ზოლებში მოტოციკლებისა და მოპედების მოძრაობის საკანონმდებლო პაკეტი პარლამენტში დღეს საკომიტეტო სხდომაზე განიხილება

საავტობუსო ზოლებში მოტოციკლებისა და მოპედების მოძრაობის საკანონმდებლო პაკეტი პარლამენტში დღეს საკომიტეტო სხდომაზე განიხილება. გადაწყვეტილების დამტკიცების შემთხვევაში მოტოციკლებსა და მოპედების მძღოლებს საავტობუსო ზოლით სარგებლობის უფლება მიეცემათ. მმართველ პარტიაში აცხადებენ რომ გადაწყვეტილება სხვა ქვეყნების მაგალითზე იქნა მიღებული. პარლამენტის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის დამტკიცების შემდეგ, დედაქალაქის საკრებულოს წარედგინება შესაბამისი წესი და პირობები, თუ როგორ, რა დაშვებითა და შეზღუდვებით შეეძლებათ მოტოციკლებსა და მოპედებს საავტობუსო ზოლში მოძრაობა.

18 ივლისი 2024, 08:27

პოლიტიკა

„ლელო“, „ანა დოლიძე-ხალხისთვის“ და მოძრაობა „თავისუფლების მოედანი“ საარჩევნოდ გაერთიანდნენ

„ლელო“, „ანა დოლიძე-ხალხისთვის“ და მოძრაობა „თავისუფლების მოედანი“ საარჩევნოდ გაერთიანდნენ. ოპოზიციური ერთობის პრეზენტაცია ევროპის მოედანზე გაიმართა. პრეზენტაციის მსვლელობისას „ლელოს“ ლიდერმა მამუკა ხაზარაძემ პარტნიორი პარტია და საზოგადოებრივი მოძრაობა წარადგინა. გაერთიანებას შეუერთდა მომღერალი გიორგი უშიკიშვილიც. ახალი პოლიტიკური ცენტრის ლიდერები აცხადებენ, რომ აღნიშნული ძალების გაერთიანება პოლიტიკურ ველზე ახალ მიზიდულობის ცენტრს შექმნის. ამასთან, პარტია „ლელოს“ ლიდერებმა ახალი გაერთიანების პრეზენტაციისას აღნიშნეს, რომ გაერთიანების კარი სხვადასხვა პოლიტიკური ძალებისთვის და აქტიური ადამიანებისთვის ღიაა. მმართველ გუნდში მიაჩნიათ, რომ არასამთავრობო ორგანიზაციის პოლიტიკურ პარტიად გადაქცევამ რეალური სახე აჩვენა, რომ მათ პოლიტიკური ამბიციები აქვთ, თუმცა ნულოვანი რეიტინგის გამო 26 ოქტომბერს არათუ გამარჯვების, ბარიერის გადალახვაც გაუჭირდებათ.

18 ივლისი 2024, 08:19

პოლიტიკა

ხვალ ამნისტიის შესახებ კანონპროექტი პარლამენტში იურიდიულ საკითხთა კომიტეტზე განიხილება

საკანონმდებლო ორგანოში ხვალ ამნისტიის შესახებ კანონპროექტი იურიდიულ საკითხთა კომიტეტზე განიხილება შემდეგ კი რიგგარეშე სესიაზე პირველი მოსმენით გავა. მმართველ პარტიაში კანონპროექტის მნიშვნელობაზე საუბრობენ და აცხადებენ, რომ მიზანი ევროპულ სტანდარტებთან დაახლოება და პატიმართა რაოდენობის შემცირებაა. ცნობისთვის, პროექტი საერთო ჯამში, 300-მდე მუხლს მოიცავს. დეპუტატები მესამე მოსმენით მას საშემოდგომო სესიის დროს მიიღებენ.

გიორგი გაბიტაშვილი

18 ივლისი 2024, 08:15

პოლიტიკა

იურიდიულ საკითხთა კომიტეტზე დღეს პარლამენტისადმი ასარჩევად წარდგენილ გენერალური პროკურორობის კანდიდატ გიორგი გაბიტაშვილს მოუსმენენ

იურიდიულ საკითხთა კომიტეტზე დღეს საპროკურორო საბჭოს მიერ ასარჩევად პარლამენტისადმი წარდგენილ გენერალური პროკურორობის კანდიდატ გიორგი გაბიტაშვილს მოუსმენენ და მისი არჩევის საკითხს განიხილავენ. გიორგი გაბიტაშვილს კომიტეტის წევრები კითხვებსაც დაუსვამენ.

ირაკლი კობახიძე

18 ივლისი 2024, 08:01

პოლიტიკა

ირაკლი კობახიძე დღეს ევროპის პოლიტიკური გაერთიანების სამიტში მიიღებს მონაწილეობას

პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე დღეს ევროპის პოლიტიკური გაერთიანების სამიტში მიიღებს მონაწილეობას, რომელიც გაერთიანებულ სამეფოში იმართება. მთავრობის მეთაურს სამიტზე ექნება კონკრეტული გზავნილები, რომელიც შეეხება ჩვენი ქვეყნის შესაძლებლობებს, როლს და იმ სარგებელს, რომელიც საქართველომ შეიძლება მოუტანოს ევროკავშირს.

ჯო ბაიდენი

18 ივლისი 2024, 02:30

არჩევნები ამერიკაში

ჯო ბაიდენს კორონავირუსი დაუდასტურდა

აშშ-ის პრეზიდენტს, ჯო ბაიდენს კორონავირუსი დაუდასტურდა. ინფორმაციას ამის შესახებ ტელეკომპანია CNN-ი ავრცელებს.

18 ივლისი 2024, 01:33

პოლიტიკა

სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიში: საქართველოში წინა მთავრობის დროს ქონების გადაცემის შემთხვევები იყო, რომელიც არ იყო გამჭვირვალე და სავარაუდოდ, იძულებითი წესით ხდებოდა

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა საინვესტიციო კლიმატის შესახებ 2024 წლის ანგარიში გამოაქვეყნა, რომელშიც საქართველოზეცაა საუბარი.

18 ივლისი 2024, 01:30

პოლიტიკა

სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიში: საქართველო გამჭვირვალობის, კონკურენტუნარიანობისა და ეკონომიკური თავისუფლების კუთხით საერთაშორისო რეიტინგებში რეგულარულად იკავებს მაღალ ადგილს

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა საინვესტიციო კლიმატის შესახებ 2024 წლის ანგარიში გამოაქვეყნა, რომელშიც საქართველოზეცაა საუბარი.

მამუკა მდინარაძე

18 ივლისი 2024, 01:16

პოლიტიკა

მამუკა მდინარაძე: არის ერთი მთავარი თემა, რომელზეც არასწორ წარმოდგენას უქმნიან მოქალაქეებს, თითქოს ევროკავშირი ავტომატურად ნიშნავს კეთილდღეობას. რეალურად, პირიქით არის - ეკონომიკურად თუ არ გავძლიერდით, ევროკავშირში არავინ მიგვიღებს

არის ერთი მთავარი თემა, რომელზეც არასწორ წარმოდგენას უქმნიან მოქალაქეებს, თითქოს ევროკავშირი ავტომატურად ნიშნავს კეთილდღეობას. რეალურად, პირიქით არის - ეკონომიკურად თუ არ გავძლიერდით, ევროკავშირში არავინ მიგვიღებს, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა მამუკა მდინარაძემ გადაცემაში „იმედი LIVE“ განაცხადა.

მამუკა მდინარაძე

18 ივლისი 2024, 00:59

პოლიტიკა

მამუკა მდინარაძე: იმდენად გამჭვირვალე არჩევნები იქნება წელს, რომ ძალიან რთული იქნება ამ არჩევნებზე რაიმე ცუდის დაწერა

იმდენად გამჭვირვალე არჩევნები იქნება წელს, რომ ძალიან რთული იქნება ამ არჩევნებზე რაიმე ცუდის დაწერა. ამის მიუხედავად, თუ დაწერენ უარყოფით დასკვნებს, ქართველი ხალხი ამასაც შეხედავს და ამიტომ ვეუბნებით ჩვენ ბევრ სიმართლეს, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა მამუკა მდინარაძემ გადაცემაში „იმედი LIVE“ განაცხადა.

გოგა ხაინდრავა

18 ივლისი 2024, 00:56

პოლიტიკა

გოგა ხაინდრავა: ჩვენ ჩვენი ინტერესებიდან უნდა გამოვიდეთ, ეს ის ევროკავშირია საითაც მივისწრაფოდით? - რატომ არ შეიძლება ქართულ საზოგადოებაში დადგეს საკითხი, ავწონოთ, დავწონოთ, რა გვაწყობს ევროკავშირთან ურთიერთობაში

სულ მაინტერესებს, ევროკავშირზე რომ მიდის ლაპარაკი, ბრიტანეთმა რატომ დატოვა ევროკავშირი, რატომ არავინ კითხულობს ამას? რა, პუტინთან წავიდა? რატომ დატოვა ინგლისმა ევროკავშირი? ესე იგი ამის მიზეზები არის, ყველა ქვეყანას აქვს თავისი შეხედულება, - ამის შესახებ კინორეჟისორმა გოგა ხაინდრავამ, გადაცემაში "იმედი LIVE" განაცხადა. როგორც მან აღნიშნა, ეპოქის და ვითარების ცვლილებიდან გამომდინარე, შესაძლოა, ქვეყანას ის მიზანი აღარ ჰქონდეს, რაც ხუთი წლის წინ ჰქონდა. მისივე თქმით, საქართველოს ფასი გაიზარდა, რადგან ყველამ დაინახა, რომ ქვეყანამ ყველაზე წინ საკუთარი თავი დააყენა.

გოგა ხაინდრავა

18 ივლისი 2024, 00:48

პოლიტიკა

გოგა ხაინდრავა: საქართველოს წინააღმდეგ მიდის პოლიტიკური ტერორი და ხომ უნდა მიხვდეს ქართული საზოგადოება ვის ემსახურებიან ეს მანქურთები - ვითომ ოპოზიციური ძალები

სტეისი პლასკეტი, დემოკრატი კონგრესმენი პირდაპირ ეთერში მოუწოდებდა - ჩვენ უნდა ვესროლოთ და მოვკლათ დონალდ ტრამპიო. ეს რომ შეთქმულებაა, ამას საუბარი რად უნდა, - ამის შესახებ კინორეჟისორმა გოგა ხაინდრავამ გადაცემაში „იმედი LIVE“ განაცხადა.

გოგა ხაინდრავა

18 ივლისი 2024, 00:45

პოლიტიკა

გოგა ხაინდრავა: ყურის ძირში მიდის მესამე მსოფლიო ომი. გადავრჩით მხოლოდ იმიტომ, რომ საქართველოს ხელისუფლებაში არის პრინციპული კაცი. ღმერთმა გამოგვიგზავნა ბიძინა ივანიშვილი

„საქართველოზე მიდის სასტიკი პოლიტიკური ტერორი, ყურის ძირში მიდის მესამე მსოფლიო ომი“,-ამის შესახებ გადაცემა „იმედი LIVE“-ში რეჟისორმა გოგა ხაინდრავამ ისაუბრა. მისი თქმით საქართველო გადარჩა მხოლოდ იმის გამო, რომ მას პრინციპული ადამიანი მართავს.

მამუკა მდინარაძე

18 ივლისი 2024, 00:40

პოლიტიკა

მამუკა მდინარაძე: უთანასწორო ბრძოლაში უნდა გავიმარჯვოთ და დავარწმუნოთ როგორც პარტნიორი, მეგობარი, ასევე ის ძალები, რომლებიც ძალიან გვეჭიდავებიან, რომ საქართველოში უნდა ელაპარაკონ ქართველი ხალხის მიერ არჩეულ ხელისუფლებას

მშვიდობა უნდა იყოს იმისათვის, რომ ჩვენ მერე შევძლოთ, რომ ღირსებით ევროკავშირისკენ ვიაროთ. ღირსება უნდა შევინარჩუნოთ იმისათვის, რომ ჩვენ შემდეგ მორალური უფლება გვქონდეს და კიდევ მეტად განვითარდეთ და ეს ყველაფერი, მშვიდობა, ღირსება გვჭირდება და გვინდა იმისათვის, რომ ასე მყარად ვიდგეთ, განვითარებამ კეთილდღეობა მოიტანოს უფრო მეტი და საბოლოო ჯამში თითოეული მოქალაქის, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ, გადაცემაში "იმედი LIVE" განაცხადა.

მამუკა მდინარაძე

18 ივლისი 2024, 00:26

პოლიტიკა

მამუკა მდინარაძე: ოპონენტების მთავარი მიზანია, რაც შეიძლება მეტი ხმა მოაგროვონ არჩევნებზე და ამით „ქართულ ოცნებას“ საკონსტიტუციო უმრავლესობის მოპოვებაში ხელი შეუშალონ, რაც ამ კონფიგურაციით შეუძლებელია

„ვერ შეთანხმდნენ მანდ არ არსებობს, რასაც დაავალებენ იმაზე შეთანხმდებიან“,-ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა და „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა მამუკა მდინარაძემ, გადაცემა „იმედი LIVE“-ში ისაუბრა. კითხვაზე: რატომ ვერ შეძლო ოპოზიციამ გაერთიანება, მამუკა მდინარაძე აცხადებს, რომ ეს მათზე არ იყო დამოკიდებული. მისივე თქმით, ახლა მთავარი მიზანი ოპონენტების არის ის, რომ რაც შეიძლება მეტი ხმა მოაგროვონ არჩევნებზე და ამით „ქართულ ოცნებას“ საკონსტიტუციო უმრავლესობის მოპოვებაში ხელი შეუშალონ, რაც ამ კონფიგურაციით შეუძლებელია.

მამუკა მდინარაძე

18 ივლისი 2024, 00:24

პოლიტიკა

მამუკა მდინარაძე: პარტიის სათაურშივე ტყუილია - ასეთი ძველი და ბნელი „ახალს“ რომ დაირქმევ, პოლიტიკური თაღლითი ხარ

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა და „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა მამუკა მდინარაძემ გადაცემაში „იმედი LIVE“ საარჩევნოდ ოპოზიციის შანსები შეაფასა. მისი თქმით, მთავარი კონკურენტი სამწუხაროდ, კვლავ ნაციონალური მოძრაობაა

მამუკა მდინარაძე

18 ივლისი 2024, 00:07

პოლიტიკა

მამუკა მდინარაძე: ანა დოლიძე, რომელიც მთელი ცხოვრება თაღლითებს, მევახშეებს ვითომ ებრძოდა და ძალიან მემარცხენე მიმართულება, სოციალური მიმართულება ჰქონდა თავის ნიშად აღებული, გაუერთიანდა ხაზარაძე მამუკას

ანა დოლიძე, რომელსაც მე ძალიან კარგად, ძალიან ახლოს ვიცნობ წარსულიდან და ვცდილობ, რომ ავარიდო მასზე ლაპარაკს თავი, მაგრამ ახლა არ გამომივა ეს ამბავი, რომელიც მთელი ცხოვრება თაღლითებს, მევახშეებს ვითომ ებრძოდა და ძალიან მემარცხენე მიმართულება, სოციალური მიმართულება ჰქონდა თავის ნიშად აღებული, გაუერთიანდა ხაზარაძე მამუკას, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ, გადაცემაში "იმედი LIVE" განაცხადა.

მამუკა მდინარაძე

17 ივლისი 2024, 23:59

პოლიტიკა

მამუკა მდინარაძე: ტყუილზე დაყრდნობით ესროლა იმ ადამიანმა ტრამპსაც და საქართველოში ტყუილზე დაყრდნობით უკვეთდა ვიღაცა მოქალაქეებს 84 დეპუტატის დახვრეტას - ამის უკან ლიბერალური ფაშიზმი და გლობალური ძალების აგენტურა დგას

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის და „ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივნის თქმით, ოპონენტების ყველაზე ამაზრზენი ბრალდება არის ის, რომ ხელისუფლება საგარეო კურსს იცვლის. როგორც მამუკა მდინარაძემ გადაცემაში „იმედი LIVE“ განაცხადა, ეს შეიძლება საქართველოს მოსახლეობის მნიშვნელოვანმა ნაწილმა დაიჯეროს, თუმცა მათი რაოდენობა არ იქნება იმდენი, რომ ამან არჩევნების ბედი ოპოზიციის სასარგებლოდ გადაწყვიტოს.