სესიაშვილი: ნაციონალები გამიზნული აჟიოტაჟით რევოლუციურ ფონს ქმნიან
ირაკლი სესიაშვილი
ფოტო: არქივი
საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ირაკლი სესიაშვილი აცხადებს, რომ კახეთის მასშტაბით არჩევნები მშვიდ ვითარებაში მიმდინარეობს. სესიაშვილის თქმით, მმართველი პარტია "ნაციონალურ მოძრაობას" პროვოკაციების მოწყობის საშუალებას არ აძლევს.
ირაკლი სესიაშვილის თქმით, ნაციონალები გამიზნული აჟიოტაჟით ქმნიან რევოლუციურ ფონს.
"თითქოს ჩვენ არჩევნებს ვაყალბებთ,რაც აბსურდია. ყველა მოქალაქეს აქვს იმის განცდა და საშუალება, რომ საკუთარი არჩევანი დააფიქსიროს. დღის განმავლობაში იყო პროცედურული დარღვევები, თუმცა ეს არანაირად არ ახდენს გავლენას საბოლო შედეგებზე", - განაცხადა ირაკლი სესიაშვილმა.
ნაციონალური მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერი ნიკა მელია აცხადებს, რომ საქართველოში საარჩევნო უბნებზე ე.წ. კარუსელი ტრიალებს. მის კომენტარს 1tv.ge ავრცელებს.
„ჩვენს ხელთ არსებული წინასწარი მონაცემებით, უპირობოდ მარცხდება სახელისუფლებო კანდიდატი სალომე ზურაბიშვილი და ამ ისტორიულ არჩევნებში იმარჯვებს გრიგოლ ვაშაძე.
მიუხედავად იმისა, რომ ამ მასშტაბის გაყალბებები არ ყოფილა არასოდეს გამომჟღავნებული ფოტოვიდეო მტკიცებულებების სახით, მთელი ქვეყანა ხედავს, როგორ არის ჩართული ადმინისტრაციული რესურსი, როგორ ატრიალებენ „კარუსელს“, როგორ არიგებენ ფულს, როგორ ძალდატანებით მიჰყავთ ადამიანები, განსაკუთრებით საჯარო მოხელეები საარჩევნო უბნებზე. ამ ყველაფრის მიუხედავად, მარცხდება სახელისუფლებო კანდიდატი.
17:00 საათიდან 20:00 საათამდე დავიცვათ ხმები. გადავდივართ საგანგებო მდგომარეობაზე, გადავდივართ ყველანი ხმების დასაცავად ყველა უბანზე. მთელი ქვეყნის მასშტაბით შრიალებს ბიძინა ივანიშვილის ფული, მაგრამ ეს არ უშველის ხელისუფლებას“, – განაცხადა ნიკა მელიამ.
პარლამენტის პრესსპიკერმა თამარ ჩუგოშვილმა "კარუსელების" შესახებ ინფორმაცია უარჰყო.
დღეს საქართველოში საპრეზიდენტო არჩევნებია.
არჩევნებში პრეზიდენტობის 25 კანდიდატი მონაწილეობს. ეს არის ბოლო საპრეზიდენტო არჩევნები საქართველოში, როდესაც ამომრჩევლები პრეზიდენტს პირდაპირი წესით აირჩევენ.
2018 წლის არჩევნებში ამომრჩეველთა საერთო რაოდენობა 3 518 877-ს შეადგენს. არჩევნების ჩასატარებლად მზადყოფნაშია 3 703 საარჩევნო უბანი, მათ შორის 55 საზღვარგარეთ, 11 კი გამონაკლის შემთხვევაში შექმნილი უბანია.
ყველა სიახლე
16 მარტი 2026, 15:37
პოლიტიკა
რევაზ სოხაძემ გზის ინფრასტრუქტურის ინოვაციებზე საერთაშორისო სამიტი გახსნა
თბილისში გაიმართა საერთაშორისო კონფერენცია - Georgia Rubberized Asphalt Summit 2026 (GRAS 2026), რომელიც რეზინით მოდიფიცირებული ასფალტის ტექნოლოგიებს ეძღვნება. სამიტის გახსნით ღონისძიებაზე სიტყვით გამოვიდა საქართველოს ინფრასტრუქტურის მინისტრი რევაზ სოხაძე, - ინფორმაციას ინფრასტრუქტურის სამინისტრო ავრცელებს.
16 მარტი 2026, 15:35
პოლიტიკა
გვარამია: ტრ**ი გვაქვს რევოლუციური სცენარის? ვინც ქადაგებდა რევოლუციას, აღმოჩნდა რომ ჰქონდათ ამის ტრ**ი?
„ჰაერი იყო, არც მედიების ქმედება იყო პასუხისმგებლიანი - ამას გისაყვედურებდით, საპნის ბუშტი თქვენ გაბერეთ რამდენიმე პოლიტიკოსთან ერთად. ტრ**ი გვაქვს რევოლუციური სცენარის? ვინც ქადაგებდა რევოლუციას, აღმოჩნდა რომ ჰქონდათ ამის ტრ**ი?“ - ამბობს გვარამია.
16 მარტი 2026, 15:31
პოლიტიკა
იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონში ცვლილებას მხარი დაუჭირა
იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონში ცვლილება პირველი მოსმენით განიხილა და მხარი დაუჭირა.
16 მარტი 2026, 15:30
საზოგადოება
სურსათის ეროვნული სააგენტოს რეგიონულმა დეპარტამენტებმა სამეგრელოს და იმერეთში ცხოველთა არალეგალური სასაკლაოები გამოავლინეს
სურსათის ეროვნული სააგენტოს სამეგრელოს და იმერეთის დეპარტამენტების უფლებამოსილმა პირებმა ცხოველთა არალეგალური სასაკლაოები გამოავლინეს, - ინფორმაციას სურსათის ეროვნული სააგენტო ავრცელებს.
16 მარტი 2026, 15:29
საზოგადოება
Comcom-ის „მედიასკოლის სტუდიაში“ ჟურნალისტიკის სწავლების 4 თვიანი პრაქტიკული კურსი დაიწყო
კომუნიკაციების კომისიის „მედიასკოლის სტუდიის“ პრაქტიკულ 4-თვიან კურსზე მეოთხე ნაკადის მიღება დასრულდა. Comcom-ის ინფორმაციით, შესარჩევი კონკურსის ფარგლებში, ჟურნალისტიკით დაინტერესებული 12 სტუდენტი შეირჩა, რომელთაც ექნებათ უნიკალური შესაძლებლობა, პროფესიონალი მენტორების დახმარებით, სრულიად უფასოდ დაეუფლონ ჟურნალისტიკისთვის ყველა საჭირო ცოდნასა და უნარს, დაიწყონ კარიერა და დასაქმდნენ მედია სფეროში.
16 მარტი 2026, 15:26
პოლიტიკა
იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა მხარი დაუჭირა კანონპროექტს, რომელიც შიდა სახმელეთო წყლებთან დაკავშირებული ვალდებულებების შეუსრულებლობის საკითხებს ეხება
იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა პირველი მოსმენით განიხილა და მხარი დაუჭირა საქართველოს მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარდგენილ კანონპროექტს „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“.
16 მარტი 2026, 15:25
ეკონომიკა
„2 ნაბიჯის“ გენერალური დირექტორი: პროდუქტის ექსკლუზიურმა შემომტანებმა შესაძლებელია თქვან ის 5% მოგების, რომელიც საქართველოს ტერიტორიაზე ჩანს, ეს არის მთელი ჯაჭვი მომწოდებლიდან ექსკლუზიურ დისტრიბუტორამდე, ამ ჯაჭვში 5 %-ზე 10-ჯერ მეტი მოგებაა
სასურსათო პროდუქციის, მედიკამენტებისა და საწვავის ფასწარმოქმნის სტრუქტურის შემსწავლელი საქართველოს პარლამენტის დროებითი კომისიის სხდომაზე მაღაზიის თაროზე პროდუქტების განთავსების შესახებ „2 ნაბიჯის“ გენერალურმა დირექტორმა, არჩილ მელიქაძემ, სასურსათო პროდუქციის ექსკლუზიური შემომტანი კომპანიების მოგებაზე ისაუბრა.
16 მარტი 2026, 15:03
რეგიონი
დავით ნარმანიამ მონაწილეობა მიიღო წყალტუბოში გამართულ მომხმარებელთა უფლებების დაცვის კვირეულის შემაჯამებელ ღონისძიებაში
საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (სემეკ) თავმჯდომარემ, დავით ნარმანიამ მონაწილეობა მიიღო ქ. წყალტუბოში გამართულ მომხმარებლის დაცვის IV საერთაშორისო კვირეულის შემაჯამებელ ღონისძიებაში. შეხვედრას ესწრებოდნენ საქართველოს პარლამენტის, ადგილობრივი თვითმმართველობის, მარეგულირებელი კომისიების, სხვადასხვა სექტორში მოქმედი კომპანიების წარმომადგენლები და ადგილობრივი მოსახლეობა. ინფორმაციას სემეკი ავრცელებს.
16 მარტი 2026, 14:56
პოლიტიკა
ალექსანდრე დარახველიძე: სამწუხაროდ, ევროპაში ისევ პირველ ადგილზე ვართ გზებზე დაშავებისა და გარდაცვალების მაჩვენებლით. თვითმიზანი ნამდვილად არ არის ჯარიმების ზრდა. მთავარი მიზანია, გზებზე დაცული იყოს საგზაო მოძრაობის წესები
შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილის ალექსანდრე დარახველიძის განცხადებით, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის პროექტი კონკრეტულ შემთხვევებში საჯარიმო სანქციების გადახედვას ისახავს მიზნად.
16 მარტი 2026, 14:54
პოლიტიკა
თამარ ჩერგოლეიშვილი: რეჟიმთან მოლაპარაკებები აუცილებლად დაიწყება. ოღონდ დაიწყება ძალაუფლების გადაბარებაზე და არა რეჟიმის გადარჩენაზე. „ლელო“ ნაღდად არ იქნება ამ დიალოგის ინიციატორი
„ფედერალისტების“ ლიდერი, თამარ ჩერგოლეიშვილი სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს, რითაც ოპოზიციაში განხეთქილებას ეხმიანება.
16 მარტი 2026, 14:50
პოლიტიკა
გიგა ბოკერია: დიალოგი შესაძლებელი იქნება მხოლოდ იმ პირობების შექმნაზე, რომელშიც „ქართული ოცნება" თავისუფალი არჩევნების შედეგად დამარცხება
„ევროპული საქართველოს“ თავმჯდომარე გიგა ბოკერია „ლელოს" განცხადებას გამოეხმაურა, სადაც ისინი ხელისუფლებასთან დიალოგზე ალაპარაკდნენ.
16 მარტი 2026, 14:48
მსოფლიო
დონალდ ტრამპი: აშშ მალე გააფორმებს შეთანხმებას კუბასთან ან გააკეთებს იმას, რაც აუცილებელია
„კუბასაც სურს შეთანხმების დადება და ვფიქრობ, რომ საკმაოდ მალე ჩვენ ან გავაფორმებთ ხელშეკრულებას, ან გავაკეთებთ იმას, რაც აუცილებელია. ჩვენ ვაწარმოებთ მოლაპარაკებებს კუბასთან, მაგრამ ჯერ ირანის საკითხს მივხედავთ“, - განუცხადა აშშ-ის პრეზიდენტმა ჟურნალისტებს პრეზიდენტის თვითმფრინავის (Air Force One) ბორტზე.
16 მარტი 2026, 14:46
პოლიტიკა
ლაშა ფარულავა: პოლიტიკური პატიმრების გათავისუფლებას სჭირდება ციხის კარის გაღება და არა დიალოგი. მიხეილ სააკაშვილი და ყველა პატიმარი არის პოლიტიკური ნიშნით ციხეში და ყველა უნდა გათავისუფლდეს
პოლიტიკური პატიმრების გათავისუფლებას სჭირდება ციხის კარის გაღება და არა დიალოგი. მიხეილ სააკაშვილი და ყველა პატიმარი არის პოლიტიკური ნიშნით ციხეში და ყველა უნდა გათავისუფლდეს, - განაცხადა „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა ლაშა ფარულავამ.
16 მარტი 2026, 14:46
სამართალი
„სარფში“ მებაჟე ოფიცრებმა არადეკლარირებული ოქროს საიუველირო ნაკეთობების შემოტანის ფაქტები აღკვეთეს
საბაჟო გამშვებ პუნქტში - „სარფი“, დიდი ოდენობით არადეკლარირებული ოქროს ნაკეთობების შემოტანის მცდელობის 2 ფაქტი აღიკვეთა. ინფორმაციას შემოსავლების სამსახური ავრცელებს.
16 მარტი 2026, 14:45
ეკონომიკა
დავით სონღულაშვილი: აგროინდექსის დინამიკა გვიჩვენებს, რომ წლიდან წლამდე სოფლის მეურნეობის სექტორი სტაბილურად ვითარდება
საინვესტიციო ბანკმა „გალტ & თაგარტი“, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსთან აქტიური თანამშრომლობით, სოფლის მეურნეობის სექტორის კვლევა და საქართველოს სოფლის მეურნეობის განვითარების ინდექსი წარადგინა. ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს.
16 მარტი 2026, 14:43
მსოფლიო
ევა ზაიაჩკოვსკა-ჰერნიკი: პოლონელთა 60%-ზე მეტი მთავრობის ქმედებებით უკმაყოფილოა
ის აღნიშნავს, რომ მმართველი კოალიციით უკმაყოფილებას უფრო და უფრო მეტი პოლონელი გამოხატავს. ევროდეპუტატის თქმით, იმ ამომრჩეველთა 83 პროცენტი, რომელსაც ჯერ არ აქვს გადაწყვეტილი, ვის უჭერს მხარს, პრემიერ მინისტრ დონალდ ტუსკის მთავრობას უარყოფითად აფასებს. მისი შეფასებით, ასეთი რეიტინგი იმის შედეგია, რომ მმართველმა კოალიციამ პოლონეთის ისტორიაში ყველაზე საშინელი მთავრობა შექმნა.
16 მარტი 2026, 14:42
ეკონომიკა
„კარფურის“ გენერალური დირექტორი: ჩვენ შემოვიტანეთ „რიბეითის“ (ფასდათმობის) ცნება ამ ბაზარზე, გვქონდა გარკვეული სირთულეები მომწოდებლებთან, რადგან მათი კონტროლი ბაზარზე, შემცირდა - „რიბეითები“ არ იწვევს პროდუქციის გაძვირებას
ჩვენ შემოვიტანეთ „რიბეითის“ ცნება ამ ბაზარზე. როდესაც ჩვენ შემოვედით ბაზარზე, ორგანიზებული ბაზრის წილი იყო 15%. მთელი ჩვენი ძალისხმევა მიმართული იყო იმისკენ, რომ მომწოდებლებისგან მიგვეღო იმ ფასად საქონელი, რომ შემდგომ, მინიმალური ფასნამატით, მომხმარებლისთვის ჩვენ მიგვეწოდებინა პროდუქცია მაქსიმალურად ხელმისაწვდომ ფასად, - განაცხადა „კარფურის“ გენერალურმა დირექტორმა, დავით ქარქაშაძემ, პარლამენტის დროებითი კომისიის სხდომაზე.
16 მარტი 2026, 14:41
კულტურა
„ქართული კლასიკური მუსიკის საღამოები“ 16 მარტს საზეიმოდ გაიხსნება
კონცერტების სერია „ქართული კლასიკური მუსიკის საღამოები“ 16 მარტს ხონის სამუსიკო სკოლაში საზეიმოდ გაიხსნება.
16 მარტი 2026, 14:40
პოლიტიკა
პიტერ სიიარტო: საქართველოს შეუძლია ჩვენი იმედი ჰქონდეს ყველაფერში. ჩვენ ვაფასებთ თქვენს პატრიოტულ პოლიტიკას - შემიძლია გითხრათ, რომ ევროკავშირის სანქციების პოლიტიკა დიდ კრახს განიცდის და დროა დავივიწყოთ
ჩვენ ქართველი ხალხის მხარეს ვართ. მოუთმენლად ველით კვირის ბოლოს საქართველოს პრემიერ-მინისტრისა და საგარეო საქმეთა მინისტრის სტუმრობას ბუდაპეშტში, - განაცხადა უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა პიტერ სიიარტომ
16 მარტი 2026, 14:39
პოლიტიკა
„კარფურის“ გენერალური დირექტორი: დისტრიბუტორის მომგებიანობის მარჟა ჯერ კიდევ ორჯერ მეტია, ვიდრე „რითეილერის“ - ღირებულებით ჯაჭვში მყოფ რგოლს, რომელიც ქმნის ყველაზე დიდ ღირებულებას, ყველაზე დაბალი მომგებიანობის მარჟა აქვს
ჩვენი მხრიდან მთავარი წნეხი არის თაროს ფასზე და შესაბამისად, ყველა ის პრომო, აქცია, რომელიც იგეგმება, არის მაქსიმალური რესურსის გამოყოფა, რომ ეს პროდუქცია ხელმისაწვდომი იყოს ჩვენი მომხმარებლებისთვის, - განაცხადა „კარფურის“ გენერალურმა დირექტორმა, დავით ქარქაშაძემ.


