imedi /  12 ნოემბერი 2018, 12:10 / სანდო წყარო

პროფესიული განათლების კვირეულის ფარგლებში გამარჯვებულები გამოვლინდნენ

გამარჯვებულები

პროფესიული განათლების კვირეული დასრულებულია. პროფესიული განათლების ეროვნული ჯილდო 2018-ის გამარჯვებულები გამოვლინდნენ ოთხ კატეგორიაში. ინფორმაციას „ათასწლეულის გამოწვევის ფონდი" ავრცელებს.

საუკეთესო სტუდენტად თამარ გოგრიჭიანი დასახელდა. წლის პროფესიული განათლების მასწავლებლის სტატუსის მფლობელი ია მოსაშვილია. 2018 წლის პროფესიულ საგანმანათლებლო დაწესებულების წოდება საზოგადოებრივმა კოლეჯმა ,,მერმისმა” მოიპოვა. წლის საუკეთესო ბიზნესპარტნიორი - საქართველოს რკინიგზაა.

„პროფესიული განათლების ეროვნული კონკურსის ფარგლებში ჟიურიმ გამოავლინა ოთხი გამარჯვებული, რომელიც გაემგზავრება გერმანიაში და მონაწილეობას მიიღებს სასწავლო პროგრამაში. ისინი ასევე დაესწრებიან ერთ-ერთ მნიშვნელოვან საგანმანათლებლო გამოფენას. იმედი გვაქვს მსგავსი პროექტები კიდევ უფრო ხელს შეუწყობს პროფესიული განათლების პოპულარიზაციას საქართველოში,“ - აღნიშნა ათასწლეულის გამოწვევის ფონდის აღმასრულებელმა დირექტორმა მაგდა მაღრაძემ.

„პროფესიული განათლების ეროვნული ჯილდო“ ათასწლეულის გამოწვევის ფონდის ინიციატივაა, რომელიც ხორციელდება პროექტის „პროფესიული განათლება ეკონომიკის განვითარებისთვის“ ფარგლებში და აშშ-ის ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციის მიერაა დაფინანსებული.

ყველა სიახლე

არჩილ თალაკვაძე
კელი დეგნანი

02 ივლისი 2020, 13:32

პოლიტიკა

კელი დეგნანი: განვიხილეთ ის დამატებითი პირობები, რომელიც შექმნიდა უფრო სამართლიან საარჩევნო გარემოს ოქტომბერში

იმედი გვაქვს, რომ ოქტომბრის არჩევნებისთვის პარლამენტი საარჩევნო კოდექსის რეფორმის საუკეთესო ვერსიას დაამტკიცებს, - ამის შესახებ საქართველოში აშშ-ის ელჩმა კელი დეგნანმა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძესთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა. კელი დეგნანის თქმით, არჩილ თალაკვაძესთან შეხვედრაზე საარჩევნო კოდექსის რეფორმაზე ისაუბრეს.

სუსი

02 ივლისი 2020, 13:27

სამართალი

სუსი „საბოტაჟის საქმეზე“: „მთავარი არხის“ ეთერში გავიდა გამოგონილ და განზრახ დამახინჯებულ ფაქტებზე აგებული სიუჟეტი

ტელეკომპანია „მთავარი არხის“ ეთერში გასულ სიუჟეტის გამო საბოტაჟის ფაქტზე დაწყებული სისხლის სამართლის საქმეზე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური განცხადებას ავრცელებს, რომელსაც imedinews-ი უცვლელად გთავაზობთ.

02 ივლისი 2020, 13:26

საზოგადოება

ამირან გამყრელიძის თქმით, არსებული ეპიდვითარების შენარჩუნების შემთხვევაში სექტემბერში სასწავლო პროცესს საფრთხე არ შეექმნება

თუ ჩვენ შევინარჩუნეთ ის ეპიდსიტუაცია, რაც დღეს ქვეყანაში გვაქვს - ყოველდღიურად ინფიცირების ერთეული ან იგივე, ვთქვათ, 2, ათეული შემთხვევა, ეს საფრთხეს არ წარმოადგენს არც ეროვნული გამოცდების ჩატარებისთვის, არც სასწავლო პროცესი დაწყებისთვის და არც სხვა ღონისძიებისთვის“, - განმარტა გამყრელიძემ.

გიორგი გვენეტაძე

02 ივლისი 2020, 13:25

სამართალი

მაკა ასათიანის ადვოკატი: საქმე, რომელიც ქართული მართლმსაჯულების სირცხვილი იყო, კანონიერი გადაწყვეტილებით დასრულდა

საქმე, რომელიც ქართული მართლმსაჯულების სირცხვილი იყო, კანონიერი გადაწყვეტილებით დასრულდა, - ამის შესახებ მაკა ასათიანის ადვოკატმა, გიორგი გვენეტაძემ განაცხადა. „მე, როგორც იურისტს და უმრავლეს ჩემს კოლეგას ორი აზრი არ გაგვაჩნია, რომ ამ სამართლებრივ დავაში ერთადერთი გადაწყვეტილება უნდა ყოფილიყო, რადგან ხანდაზმულობისა და უსაფუძვლობის გამო დავით ძოწენიძის სარჩელის დაკმაყოფილება უკანონო იქნებოდა.

ნათია თურნავა

02 ივლისი 2020, 13:16

ეკონომიკა

ეკონომიკის მინისტრის თქმით, „ნამახვანჰესს“ მშენებლობის ნებართვა უკვე მიღებული აქვს

„ნამახვანჰესს“ მშენებლობის ნებართვა უკვე მიღებული აქვს. ეს არის ისტორიული პროექტი ენერგოსექტორისთვის - 700 მილიონ დოლარზე მეტი პირდაპირი უცხოური ინვესტიცია იდება, - ამის შესახებ მთავრობის სხდომის შემდეგ ეკონომიკის მინისტრმა, ნათია თურნავამ განაცხადა.

ჩაი ლევან დავითაშვილი აგროკრედიტი

02 ივლისი 2020, 13:09

ეკონომიკა

შეღავათიანი აგროკრედიტის პროგრამას ჩაის მიმართულება დაემატა

„ახლა ჩვენ ვასტიმულირებთ ჩაიზე კერძო სექტორის მოთხოვნას შეღავათიან აგროკრედიტში საბრუნავი საშუალებების თანადაფინანსებით. რაც გულისხმობს, რომ 12-თვიანი საბრუნავი საშუალებების საკრედიტო დაფინანსების შემთხვევაში ჩვენ საპროცენტო თანადაფინანსებას ვახდენთ. ანუ სახელმწიფო ფაქტობრივად სუბსიდირებას აკეთებს პროცენტის, რაც გადამამუშავებელი ინდუსტრიისთვის, ჩაის საწარმოებისთვის არის ძალიან მნიშვნელოვანი სტიმული, რომ მათ მეტი და მეტ ფასად შეიძინონ ჩაი ფერმერებისგან და ხარისხიანი პროდუქტი აწარმოონ“, - განმარტა მინისტრმა.

ნათია თურნავა

02 ივლისი 2020, 13:08

საზოგადოება

ნათია თურნავა: პარიზი-თბილისის რეისზე ბილეთები ისე გაიყიდა, რომ ჩვენი თანხმობა არ მიუღიათ

იყო მთელი რიგი რეისები, რომლებიც შეთანხმებული იყო სამოქალაქო ავიაციის სააგენტოსთან, მაგრამ პარიზის რეისზე ისე გაიყიდა ბილეთები, რომ ამაზე ჩვენ თანხმობა არ გაგვიცია, - ამის შესახებ მთავრობის სხდომის შემდეგ ეკონომიკის მინისტრმა, ნათია თურნავამ განაცხადა.

ნიუ იორკი

02 ივლისი 2020, 13:08

COVID19

ნიუ-იორკში საქართველოს საკონსულოში მოქალაქეთა მიღება 6 ივლისიდან ნაწილობრივ განახლდება

მოქალაქე საკონსულოში უნდა გამოცხადდეს მარტო, თანხმლები პირების გარეშე (აღნიშნული არ ეხება არასრულწლოვნებს). მოქალაქე საკონსულოში უნდა გამოცხადდეს ზუსტად მისთვის განსაზღვრულ დროს (არც ადრე და არც გვიან). მოქალაქეს ეკრძალება საკონსულოში მომსახურების მისაღებად გამოცხადება, თუ მას აღენიშნება გრიპის სიმპტომები ან იყო შემხებლობაში კორონავირუსით დაინფიცირებულ პირთან.

მაია ბუწაშვილი

02 ივლისი 2020, 13:04

COVID19

მაია ბუწაშვილი კოვიდ-19-ის მუტაციაზე: ნაადრევია საუბარი, არის თუ არა ვირუსი უფრო სწრაფად გავრცელებადი

ნაადრევია საუბარი იმაზე, არის თუ არა უფრო სწრაფად გავრცელებადი და რამდენად ამძიმებსინფიცირებულის ჯანმრთელობის მდგომარეობას, - ამის შესახებ ინფექციონისტმა მაია ბუწაშვილმა „მთავარის“ პრესკლუნში განაცხადა, სადაც კოვიდ-19-ის მუტაციისა და საზღვრების გახსნის საკითხზე ისაუბრა.

დავით ზალკალიანი

02 ივლისი 2020, 13:00

საზოგადოება

დავით ზალკალიანი: მნიშვნელოვანია, რომ საქართველო ხანგრძლივად, მუდმივად იყოს უსაფრთხო ქვეყნების სიაში

მნიშვნელოვანია, რომ საქართველო ხანგრძლივად, მუდმივად იყოს უსაფრთხო ქვეყნების სიაში,- ამის შესახებ საგარეო საქმეთა მინისტრმა, დავით ზალკალიანმა განაცხადა. მინისტრის თქმით, მნიშვნელოვანია, რომ უზრუნველყოფილი იყოს იმ ადამიანების უსაფრთხოება და ჯანმრთელობა, ვინც საქართველოში ჩამოვლენ და გადაწყვეტილება საჰაერო მიმოსვლასთან დაკავშირებით ყველასთვის მისაღები იქნება.

დავით ზალკალიანი

02 ივლისი 2020, 12:53

პოლიტიკა

დავით ზალკალიან: ის ფაქტი, რომ საქართველო ერთადერთია რეგიონში, მიანიშნებს, თუ როგორ წარმატებით უმკლავდება ჩვენი ხელისუფლება პანდემიასთან ბრძოლას

„ეს არის პირველ რიგში აღიარება იმ ეფექტური საქმიანობის, რომელიც საქართველოს ხელისუფლებამ ჩაატარა პანდემიასთან ბრძოლის კუთხით. ის ფაქტი, რომ საქართველო დასახელებულ ქვეყნებს შორის ერთადერთია რეგიონში, მიანიშნებს იმაზე, თუ როგორ წარმატებით უმკლავდება ჩვენი ხელისუფლება პანდემიასთან ბრძოლას“, - ასე გამოეხმაურა საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი ევროკავშირის მიერ საქართველოს უსაფრთხო ქვეყნად გამოცხადებას.

02 ივლისი 2020, 12:51

სპორტი

უეფას ჩემპიონთა ლიგის 2020-2021 წლების სეზონის კალენდარი დადგინდა

ფეხბურთში მთავარი ევროპული საკლუბო ტურნირის, უეფას ჩემპიონთა ლიგის 2020-2021 წლების სეზონის კალენდარი დადგინდა, - ამის შესახებ ინფორმაციას Goal-ი ავრცელებს. ტურნირი წინასწარი საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებით 8 აგვისტოს დაიწყება და 2021 წლის 29 მაისს, სტამბოლში, „ათათურქის“ სტადიონზე ფინალით დასრულდება. ჯგუფური ეტაპის დაწყების თარიღად კი 20 ოქტომბერი შეარჩიეს. კორონავირუსის გავრცელების თავიდან აცილების მიზნით, ფორმატში ცვლილებები შევიდა და ოთხივე საკვალიფიკაციო ეტაპი ერთმატჩიანი გახდა, შინ და გარეთ შეხვედრები კი მხოლოდ ფლეი-ოფში იქნება.

ნათია თურნავა

02 ივლისი 2020, 12:51

ეკონომიკა

მცირე და საშუალო ჰიდროსადგურების ინვესტორები ენერგეტიკულ ბირჟაზე 1 კილოვატ-საათზე დამატებით 1.5 დოლარს მიიღებენ

„ეს არის ევროპული პრაქტიკა, რის წყალობითაც უფრო მიმზიდველი გახდება ინვესტირება ენერგეტიკაში. ენერგეტიკა არის ჩვენი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი დარგი, რომელიც უზრუნველყოფს ეკონომიკურ დამოუკიდებლობას, ენერგეტიკულ დამოუკიდებლობას და აქედან გამომდინარე, მექანიზმები, რომლებიც წაახალისებს აქ უფრო მეტ ინვესტიციას, აუცილებლად უნდა იქნეს შემოთავაზებული. ეს მექანიზმი ნაწილობრივ საბაზრო პრინციპებზე არის დაყრდნობილი, თუმცა რჩება მხარდაჭერა სახელმწიფოს მხრიდან, რომელიც უზრუნველყოფს იმ რისკების განეიტრალებას, რაც ბაზრის ფასის ცვალებადობასთან არის დაკავშირებული“, - განაცხადა თურნავამ.

ნათია თურნავა

02 ივლისი 2020, 12:50

საზოგადოება

ნათია თურნავა: 5 ივლისს დავასახელებთ გრაფიკს და ლოკაციებს, საიდანაც ხელმისაწვდომი ფასებით ჩვენს თანამოქალაქეებს დავაბრუნებთ

„დღეს პრემიერისგან მივიღეთ დავალება და 5 ივლისს უნდა გამოვაქვეყნოთ კონკრეტული გრაფიკი და ლოკაციები, საიდანაც კვლავაც, როგორც ამას აქამდე ვაკეთებდით, ორგანიზებულად, ხელმისაწვდომი და სუბსიდირებული ფასებით მოხდება ევროპიდან ჩვენი თანამოქალაქეების დაბრუნება. ეს პროგრამა პანდემიის პერიოდში ძალიან აქტიურად ხორციელდებოდა. გეგმაზომიერი გამოყვანა უზრუნველყოფს იმას, რომ ეს ადამიანები დროულად მოხვდნენ საქართველოში და შეუერთდნენ ოჯახებს, მაგრამ ეს უნდა ხდებოდეს უსაფრთხოდ. ყველა დაბრუნებული პირი ადამიანი სახელმწიფოს ხარჯზე კარანტინს გაივლის. ორშაბათს ჩვენ დავასახელებთ ამ ლოკაციებს და ადამიანები შეძლებენ, შედარებით იაფად შეიძინონ ეს ბილეთები. ასევე ჩვენ დაგვევალა, რომ ეს არ განახორციელოს მხოლოდ ერთმა ავიაკომპანიამ და ამ ფრენებს რამდენიმე ავიაკომპანია შეასრულებს“, - განაცხადა თურნავამ.

02 ივლისი 2020, 12:48

რეგიონი

ბოლნისის მუნიციპალიტეტში სოლომონ პავლიაშვილი ადგილობრივ ფერმერებს შეხვდა

საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე სოლომონ პავლიაშვილი, დავით შერაზადიშვილთან ერთად ადგილობრივ ფერმერებს შეხვდა. ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, მინისტრის მოადგილემ, ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერთან, დავით შერაზადიშვილთან ერთად სოფელ ნახიდურში საექსპორტო კარტოფილის შემკრები პუნქტი მოინახულა და კარტოფილის რეალიზაციის პროცესს ადგილზე გაეცნო.

დავით ზალკალიანი

02 ივლისი 2020, 12:34

პოლიტიკა

დავით ზალკალიანი: საერთაშორისო საზოგადოება ძალიან კარგად ხედავს, ვინ როგორ ასრულებს 8 მარტის შეთანხმებას

საერთაშორისო საზოგადოება ძალიან კარგად ხედავს, ვინ როგორ ასრულებს 8 მარტის შეთანხმებას. ხომ ძალიან კარგად დავინახეთ ყველამ, რომ „ქართული ოცნება“ იყო ამ შეთანხმების ერთგული და ეს გამოიხატა კიდეც კენჭისყრებში, - ამის შესახებ მთავრობის სხდომის შემდეგ საგარეო საქმეთა მინისტრმა, დავით ზალკალიანმა განაცხადა.

02 ივლისი 2020, 12:32

სამართალი

პროკურორი: შალვა გოგოლაძემ 24 წლის გოგოს ბენზინი ეჭვიანობის ნიადაგზე შეასხა და შორიდან უყურებდა, როგორ იწვოდა

შალვა გოგოლაძემ არარაგისტრირებულ ქორწინებაში მყოფ 24 წლის გოგოს ბენზინი ეჭვიანობის ნიადაგზე შეასხა და შორიდან უყურებდა, თუ როგორ იწვოდა, - ამის შესახებ საქმის პროკურორმა, ლაშა გამყრელიძემ სასამართლო პროცესზე განაცხადა. „მას თავდაპირველად აგინა და ხელი სახის არეში გაარტყა, შემდეგ კი, მოტყუებით წაიყვანა ბენზინგასამართ სადგურზე და შეიძინა ბენზინი, მას სახლის ტერიტორიაზე ცეცხლი წაუკიდა და ცეცხლწაკიდებულს შორიდან უყურებდა, თუ როგორ ეკიდებიდა ცეცხლი მის საყვარელ ადამიანს და როგორ ითხოვდა ის შველას, შემდეგ კი შემთხვევის ადგილიდან გაიქცა“, - განაცხადა გამყრელიძემ.

კრისტიან ურსე; გიორგი ვოლსკი

02 ივლისი 2020, 12:29

პოლიტიკა

გიორგი ვოლსკი საქართველოში ევროპის საბჭოს ოფისის ხელმძღვანელს შეხვდა

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ გიორგი ვოლსკიმ ევროპის საბჭოს ოფისის ხელმძღვანელთან, კრისტიან ურსესთან გამოსამშვიდობებელი შეხვედრა გამართა. გიორგი ვოლსკიმ ევროპელ დიპლომატს ჩვენს ქვეყანაში გაწეული საქმიანობისთვის მადლობა გადაუხადა და შემდგომ საქმიანობაში წარმატებები უსურვა.

რომან გოცირიძე

02 ივლისი 2020, 12:27

პოლიტიკა

გიორგი ვოლსკი: რომან გოცირიძეს მიაჩნია, რომ 25 მეტრის დაშორებით კოორდინატორს შეუძლია დაჟინებული მზერით გავლენა მოახდინოს ამომრჩეველზე

რომან გოცირიძეს მიაჩნია, რომ 25 მეტრის დაშორებით კოორდინატორს შეუძლია დაჟინებული მზერით გავლენა მოახდინოს ამომრჩეველზე - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, გიორგი ვოლსკიმ ჟურნალისტებს განუცხადა. „ითხოვენ 500 მეტრს, რასაც საქართველოს ფართობი არ ეყოფა თუკი ყველგან 500 მეტრი იქნება. ვერანაირი დაჟინებული მზერით კოორდინატორი გავლენას ვერავისზე მოახდენს. კოორდინატორების და ძალადობის გამოცდილება თვითონ ჰქონდათ, მეთვალყურეების ასეთი რაოდენობაა, მთელი მსოფლიო ყურადღებითაა საქართველოს მიმართ. ეს მათ არ აწყობთ და მოგონილი ისტორიებით ცდილობენ საზოგადოება დაზაფრონ“, - განაცხადა გიორგი ვოლსკიმ.

02 ივლისი 2020, 12:27

სამართალი

წყალტუბოში 17 წლის გოგო გაუქმებულ ლიფტის შახტში ჩავარდა და გარდაიცვალა

წყალტუბოში უბედური შემთხვევა მოხდა. 17 წლის გოგო გაუქმებულ ლიფტის შახტში ჩავარდა და გარდაიცვალა. შემთხვევა გუშინ საღამოს მოხდა. ცხედარს ექსპერტიზა უკვე ჩაუტარდა. ახალგაზრდა გოგო მიტოვებულ შენობაში მეგობრებთან ერთად სავარაუდოდ ფოტოების გადასაღებად იმყოფებოდა, როდესაც ფეხი დაუცდა და გაუქმებულ ლიფტის შახტში ჩავარდა. შსს-მ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.