სააკაშვილის მხარდამჭერი ყოფილი სამხედროები სოცქსელში ზურაბიშვილის წინააღმდეგ კამპანიას აწარმოებენ
თადარიგის გენერლების თქმით, არ დაუშვებენ, რომ ქართული ჯარი ვინმემ საკუთარი პოლიტიკური მიზნებისთვის გამოიყენოს. მათი შეფასებით, რიგი პოლიტიკური ძალების მხრიდან მიზანმიმართულად მიმდინარეობს საქართველოს შეიარაღებული ძალების პოლიტიზირებისა და მიმდინარე პროცესებში ჩართვის მცდელობა .
ვეტერანების მიმართვის პარალელურად კი სოციალურ ქსელში აქტიურად ვრცელდება სამხედრო პირების გზავნილები, რომლებიც სალომე ზურაბიშვილის წინააღმდეგ არის მიმართული. პოსტების მიხედვით, მათთვის დამოუკიდებელი კანდიდატის განცხადებები მიუღებელია და საზოგადოებას მოუწოდებენ არ დაუჭირონ მას მხარი.
რამდენიმე დღის წინ ყოფილმა სამხედრო მოსამსახურებმა მუხათგვერდის სასაფლაოზე აგვისტოს ომის დაწყებასთან დაკავშირებით ვიდეომიმართვა ჩაწერეს და მოწოდება გააკეთეს, რომ სალომე ზურაბიშვილს მხარი არ დაუჭირონ. გენერალმა დევი ჭანკოტაძემ მოსახლეობას მოუწოდა, არ მისცეს ხმა იმ პრეზიდენტს, რომელიც აგვისტოს ომის დაწყებას საქართველოს აბრალებს.
ამ ფაქტთან დაკავშირებით, თავდაცვის სამინისტრომ ყოფილ სამხედრო მოსამსახურეებს, მოქალაქეებსა და პოლიტიკური გაერთიანების წარმომადგენლებს მიმართა, რომ ნუ ეცდებიან ჩარიონ შეირაღებული ძალები პოლიტიკურ და საარჩევნო კამპანიაში.
ყველა სიახლე
13 სექტემბერი 2024, 11:30
პოლიტიკა
ირაკლი კირცხალია: ბატონი ჯიმ რიში ამერიკის შეერთებული შტატები არ არის - მისი დამოკიდებულება და განცხადებები შეურაცხმყოფელია
ბატონი ჯიმ რიში ამერიკის შეერთებული შტატები არ არის, - განაცხადა ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილემ, საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ირაკლი კირცხალიამ.
13 სექტემბერი 2024, 11:24
პოლიტიკა
რატი იონათამიშვილი: გამოჩნდა, რომ სენატორი რიში თურმე ზევიდან უყურებს ჩვენს ქვეყანას და ჩვენი ხალხის ნებას
„ჩვენ ვნახეთ ცრუ დასმენისა და ღალატის აქტი ქალბატონი გიგაურის მხრიდან, ხოლო მეორე მხრივ, სენატორ რიშის შემთხვევაში გამოჩნდა, რომ ის თურმე ზევიდან უყურებს ჩვენს ქვეყანას და ჩვენი ხალხის ნებას. გვექნება შესაბამისი პასუხი. ამ პასუხს 26 ოქტომბერს ეს ადამიანები ძალიან მტკიცედ და ძლიერად ნახავენ და ან ბოდიშს მოუხდიან ჩვენს ქვეყანას, ან მოუწევთ იმის აღიარება, რომ ძალიან დიდ შეცდომებს სჩადიოდნენ ჩვენი ქვეყნის მიმართ“, - განაცხადა იონათამიშვილმა.
13 სექტემბერი 2024, 11:21
პოლიტიკა
ირაკლი კობახიძე: სიღარიბის დაძლევა ჩვენი ერთ-ერთი უმთავრესი ეროვნული ამოცანაა, სწრაფი ეკონომიკური ზრდის პირობებში 2030 წლისთვის შევძლებთ როგორც უმუშევრობის, ისე სიღარიბის მონაცემების განულებას
სიღარიბის დაძლევა არის ჩვენი ერთ-ერთი უმთავრესი ეროვნული ამოცანა - ორიდან ერთ-ერთი უმთავრესი; ერთი არის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა და მეორე - სიღარიბის განულება, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ბრიფინგზე.
13 სექტემბერი 2024, 11:19
არჩევნები 2024
მამუკა მდინარაძე ოპოზიციის დაპირებულ 14 მილიარდზე: ვთხოვთ ოპონენტებს, დაგვისახელონ ფონდები, საიდანაც შეიძლება ეს თანხები ჩვენს ქვეყანაში წამოვიდეს
მსოფლიო ბანკის შეფასებით, 2024 წელს საქართველოში საერთაშორისო სიღარიბის დონე ახალ ისტორიულ მინიმუმამდე მცირდება - მაჩვენებლის 12 წლიანი გაუმჯობესებით საქართველო მსოფლიოს საუკეთესო ხუთეულშია. ისე, 14 მილიარდი რას დაგვხატავდა, მერე გენახათ, - წერს პარტია "ქართული ოცნების" აღმასრულებელი მდივანი და საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი, მამუკა მდინარაძე, სოციალურ ქსელში.
13 სექტემბერი 2024, 11:12
ეკონომიკა
ირაკლი კობახიძე: სახელმწიფო კომპანია საფერავის ჯიშის ყურძენს ათამდე ლოკაციაზე ლარნახევრად ჩაიბარებს. მათ, ვისაც დღემდე ლარნახევარზე ნაკლებად აქვთ ჩაბარებული საფერავის ჯიშის ყურძენი, მთავრობა სხვაობას დაუკომპენსირებს
„მადლობა მინდა გადავუხადო გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრს, ოთარ შამუგიას აგრეთვე საქართველოს ფინანსთა მინისტრს, ლაშა ხუციშვილს ამ გადაწყვეტილების მხარდაჭერისთვის. საქართველოს მთავრობა მომავალშიც განაგრძობს სოფლის მეურნეობის განვითარებას და კონკრეტულად, მევენახეობა-მეღვინეობის მხარდაჭერას, რადგან ძლიერი სოფლის მეურნეობა ძლიერ გლეხს, ძლიერ ფერმერს და ძლიერ სოფელს ნიშნავს“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.
13 სექტემბერი 2024, 11:09
სამართალი
სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა, პედოფილიის რეესტრისა და მონიტორინგის მექანიზმის შექმნის ინიციატივა სახალხო დამცველს და საჯარო უწყებების წარმომადგენლებს წარუდგინა
სამსახურის უფროსმა კოკა კაციტაძემ, პედოფილიისა და სექსუალური გამოძალვისთვის მსჯავრდებული პირების ელექტრონული რეესტრისა და სახელმწიფო მონიტორინგის მექანიზმის შექმნის ინიციატივა სახალხო დამცველს, გენერალური პროკურატურის, სამინისტროების, აკადემიური წრის წარმომადგენლებს და მოსამართლეებს დეტალურად გააცნო.
13 სექტემბერი 2024, 11:06
ეკონომიკა
ლევან დავითაშვილმა საქართველოსა და ჩინეთის მთავრობებს შორის შუა დერეფნის ერთობლივი განვითარების შესახებ მემორანდუმს მოაწერა ხელი
„მემორანდუმის გაფორმება გვაძლევს შესაძლებლობას დავამყაროთ უფრო მჭიდრო სავაჭრო-ეკონომიკური კავშირები ჩინეთთან, მოვიზიდოთ დამატებითი ინვესტიციები ქვეყანაში და ასევე, გავზარდოთ ჩინეთში ქართული პროდუქციის ექსპორტი. ამასთან, დოკუმენტზე ხელმოწერა ადასტურებს ჩინეთის მხარის მზაობას და დაინტერესებას, აქტიურად გამოიყენოს შუა დერეფანი როგორც ალტერნატიული სატრანსპორტო მარშრუტი ევროპასთან დასაკავშირებლად. შედეგად შევძლებთ, მოვიზიდოთ უფრო მეტი ტვირთი ჩვენს დერეფანში, რაც გაზრდის საქართველოს, როგორც რეგიონული ჰაბის, მნიშვნელობას“, - განაცხადა ლევან დავითაშვილმა მემორანდუმზე ხელმოწერის შემდეგ.
13 სექტემბერი 2024, 11:03
პოლიტიკა
გია აბაშიძე: უსახური ნაცოპოზიციის დეზინფორმაციას მუდმივად ანულებენ საერთაშორისო ინდექსები - მსოფლიო ბანკის შეფასებით, საქართველოში საერთაშორისო სიღარიბის დონე ისტორიულ მინიმუმამდე მცირდება
„ანგარიშის მიხედვით ირკვევა, რომ 2012 წელთან შედარებით, 12 წლიანი გაანგარიშებით საერთაშორისო სიღარიბის დონის შემცირებას 2024 წელს ყველაზე მეტი პუნქტით მსოფლიოს ხუთი სახელმწიფო ახერხებს: საქართველო, ჩინეთი, ფილიპინები, ინდონეზია და გაიანა. 2024 წელს სიღარიბის საერთაშორისო დონე საქართველოში ახალ ისტორიულ მინიმუმამდე მცირდება და 3,07 % გაუთანაბრდება, რაც სამნახევარჯერ მცირეა 2012 წლის დონესთან შედარებით. ირკვევა, რომ 2012 წელს საერთაშორისო სიღარიბის ზღვარს მიღმა საქართველოში 400 000-მდე ადამიანი ცხოვრობდა, 2023 წლისთვის კი მათი რიცხვი სამჯერ მეტად, 131 ათასამდე შემცირდა“, - წერს აბაშიძე.
13 სექტემბერი 2024, 10:58
მსოფლიო
Reuters: Boeing-ის თანამშრომლები გაიფიცნენ
მსოფლიოში ერთ-ერთი უმსხვილესი ამერიკული თვითმფრინავმშენებელი კომპანიის Boeing-ის თანამშრომლები გაიფიცნენ. ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს. თანამშრომლებმა გაფიცვა მას შემდეგ გამოაცხადეს, რაც რამდენიმე კვირის წინ, აგვისტოში კომპანიის ახალ გენერალურ დირექტორად კელი ორტბერგი დაინიშნა. კომპანიამ Boeing-ის მიმართ ნდობის აღსადგენად დანიშნა. იანვარში Boeing 737 MAX ტიპის ერთ-ერთ თვითმფრინავს ფრენის დროს კარების პანელი მოსწყდა. აღსანიშნავია, რომ გაფიცვას მემანქანეებისა და აეროკოსმოსურ სფეროში მომუშავე მუშების საერთაშორისო ასოციაციის 96% დაუჭირა მხარი, ხოლო 94,6% Boeing-თან ახალი შეთანხმების წინააღმდეგ მისცა ხმა. როგორც სააგენტო იუწყება, შეთანხმება, რომლის წინააღმდეგაც Boeing-ის თანამშრომლები წავიდნენ, გულისხმობს კომპანიაში დასაქმებულების ხელფასის 25% ზრდას და ბონუსს 3 ათასი დოლარის ოდენობით ახალი კონტრაქტის გაფორმების შემთხვევაში. გარდა ამისა, შეთანხმების თანახმად, Boeign-ი სიეტლში ახალი ქარხნის მშენებლობის ვალდებულებას იღებს.
13 სექტემბერი 2024, 10:28
ტაბლოიდი
Cardi B და Offset-ი მესამე შვილის მშობლები გახდნენ
ფოტოებზე ჩანს, რომ ბავშვი უკვე გაიცნო მისმა მამამ, ასევე რეპერმა Offset-მა, რომელთანაც Cardi-მ განქორწინება გადაწყვიტა და წყვილის ორმა უფროსმა შვილმა - ქალიშვილმა ქალჩერმა და ვაჟმა ვეივმა.
13 სექტემბერი 2024, 10:20
მსოფლიო
პენტაგონი: რუსეთმა კურსკში კონტრშეტევა დაიწყო, თუმცა ის უმნიშვნელოა
რუსული ჯარი კურსკის ოლქში კონტრშეტევაზე გადავიდა, თუმცა ის ჯერ უმნიშვნელოა, განაცხადა აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტის სპიკერმა, გენერალ-მაიორმა პეტ რაიდერმა. „თქვენ იცით, რომ ჩვენ ვხედავთ, რომ რუსულმა ქვედანაყოფებმა კურსკის ოლქში კონტრშეტევა წამოიწყეს. მოცემულ ეტაპზე ვიტყოდი, რომ ის უმნიშვნელოა, თუმცა ჩვენ ყურადღებით ვაკვირდებით მას“, - თქვა რაიდერმა. მისი თქმით, კიევი და ვაშინგტონი შეთანხმდნენ, რომ უკრაინას აშშ-ის დახმარების იმედი უნდა ჰქონდეს პოტენციური ან რეალური რუსული თავდასხმების მოგერიების დროს. რაიდერმა აგრეთვე აღნიშნა, რომ ამერიკის პოზიცია უკრაინის მიერ რუსეთის ტერიტორიაზე ამერიკული იარაღის გამოყენებასთან დაკავშირებით არ შეცვლილა.
13 სექტემბერი 2024, 09:57
ეკონომიკა
ლევან დავითაშვილი ჩინური ავიაკომპანიების ხელმძღვანელებს შეხვდა
პირველი ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ლევან დავითაშვილი ჩინეთის ავიაკომპანიების - Hainan Airlines - ის, Capital Airlines - ის და Sichuan Airlines - ის ხელმძღვანელებს შეხვდა. შეხვედრას ესწრებოდნენ მინისტრის მოადგილე მარიამ ქვრივიშვილი და საქართველოს ელჩი ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში პაატა კალანდაძე.
13 სექტემბერი 2024, 09:56
მსოფლიო
უკრაინამ მონღოლეთს პუტინის არდაკავების გამო დემარში გამოუცხადა
უკრაინის მხარემ მონღოლეთს რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის მიმართ სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს პროკურორის მიერ გაცემული დაკავების ორდერის უგულებელყოფის გამო დემარში გამოუცხადა. ინფორმაცია უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს ვებ-გვერდზეა გამოქვეყნებული. „მონღოლურ მხარეს გადაეცა უკრაინის ღრმა იმედგაცრუება იმის გამო, რომ მონღოლეთმა, რომელსაც რომის სტატუტზე ხელი აქვს მოწერილი, უარი თქვა აღასრულოს სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს მიერ გაცემული პუტინის დაკავების ორდერი“, - ნათქვამია განცხადებაში. უკრაინის საგარეო უწყების ცნობით, მონღოლეთის ამ გადაწყვეტილებას ოფიციალური კიევი ორ ქვეყნებს შორის ურთიერთობების განვითარების პოლიტიკის დროს გაითვალისწინებს. კიევი იმედოვნებს, რომ მონღოლური მხარე ისეთ ნაბიჯებს გადადგამს, რომელიც აღადგენს კონსტრუქციულ, ტრადიციულ, მეგობრულ უკრაინულ-მონღოლურ ურთიერთობებს.
13 სექტემბერი 2024, 09:40
რეგიონი
ლანჩხუთის მერიის ორგანიზებით, ქალაქის ცენტრალურ პარკში წარმატებული კურსდამთავრებულების დაჯილდოების ცერემონია გაიმართა
ლანჩხუთის მერიის ორგანიზებით, ქალაქის ცენტრალურ პარკში წარმატებული კურსდამთავრებულების დაჯილდოების ცერემონია გაიმართა. ლანჩხუთელ ახალგაზრდებს სტუდენტობა მიულოცეს და სიგელები გადასცეს.
13 სექტემბერი 2024, 09:35
მსოფლიო
კირ სტარმერი: რუსეთს ახლავე შეუძლია უკრაინაში ომის დასრულება
დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა კირ სტარმერმა განაცხადა, რომ რუსეთმა დაიწყო კონფლიქტი უკრაინაში და მხოლოდ მას შეუძლია ახლავე შეწყვიტოს ის. ინფორმაციას BBC ავრცელებს. „რუსეთმა დაიწყო ეს კონფლიქტი. რუსეთი უკანონოდ შეიჭრა უკრაინაში. რუსეთს ახლავე შეუძლია ამ კონფლიქტის დასრულება. გავიმეორებ, რუსეთმა პირველმა დაიწყო. მათ მოახდინეს კონფლიქტის პროვოცირება, ისინი უკანონოდ მოქმედებენ“, - თქვა სტარმერმა. ბრიტანული ტელეარხის ცნობით, სტარმერმა ეს განცხადება რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინის გამოსვლის საპასუხოდ გააკეთა, რა დროსაც მან თქვა, რომ თუ დასავლური ქვეყნები უკრაინას მათი იარაღის რუსეთის ტერიტორიაზე გამოყენების საშუალებას მისცემენ, ეს იმის მანიშნებელი იქნება, რომ ნატოს ქვეყნების უკრაინაში მიმდინარე ომში უშუალოდ მონაწილეობენ.
13 სექტემბერი 2024, 09:27
პოლიტიკა
სოზარ სუბარი: ჩვენ ვართ დასავლეთის მოკავშირეები ყველა იმ ბრძოლაში, რასაც ჰქვია ბრძოლა სამართლიანი სამყაროსთვის, მაგრამ ჩვენ ვერ გავხდებით ვერავის იარაღი რუსეთის წინააღმდეგ ომში
ევროკავშირის წევრი ვერ გახდება ღატაკი და დანგრეული ქვეყანა. ბოლო წლების განმავლობაში საქართველოში მიმდინარე ეკონომიკური ზრდა გვიქმნის მყარ საფუძველს იმისა, რომ გავხდეთ ევროკავშირის წევრი ქვეყანა, - განაცხადა მედიასთან საუბარში პარლამენტის წევრმა სოზარ სუბარმა.
13 სექტემბერი 2024, 09:21
მსოფლიო
უკრაინის პრეზიდენტმა და სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს პროკურორმა, რუსი ოფიციალური პირების დაკავების ორდერის აღსრულების საკითხი განიხილეს
უკრაინის პრეზიდენტმა და სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს პროკურორმა, რუსი ოფიციალური პირების დაკავების ორდერის აღსრულების საკითხი განიხილეს
13 სექტემბერი 2024, 09:14
ეკონომიკა
მსოფლიო ბანკის შეფასებით, 2024 წელს საქართველოში საერთაშორისო სიღარიბის დონე ახალ ისტორიულ მინიმუმამდე მცირდება და მაჩვენებლის 12-წლიანი გაუმჯობესებით საქართველო მსოფლიოს საუკეთესო ხუთეულშია
მსოფლიო ბანკის შეფასებით, 2024 წელს საქართველოში საერთაშორისო სიღარიბის დონე ახალ ისტორიულ მინიმუმამდე მცირდება და მაჩვენებლის 12-წლიანი გაუმჯობესებით საქართველო მსოფლიოს საუკეთესო ხუთეულშია.
13 სექტემბერი 2024, 09:04
რეგიონი
„ქართული ოცნების“ მხარდამჭერი მასშტაბური ღონისძიებები რეგიონებში გრძელდება - დღეს ცნობილ მუსიკოსებს სენაკი და ვანი უმასპინძლებს
„ქართული ოცნების“ მხარდამჭერი მასშტაბური ღონისძიებები რეგიონებში გრძელდება. დღეს სენაკი და ვანი ცნობილ მუსიკოსებს 20:00 საათზე უმასპინძლებს.
13 სექტემბერი 2024, 08:49
სპორტი
ხვიჩა კვარაცხელია: ვაჩვენეთ, რომ ევროპის ჩემპიონატის შემდეგ კვლავ ვაგრძელებთ წინსვლასა და პროგრესს - ჩვენი ქვეყანა იმსახურებს კიდევ უამრავ გამარჯვებას და სიხარულს
საქართველოს ნაკრების ერთა ლიგაზე წარმატებულ მატჩებს ხვიჩა კვარაცხელია სოციალურ ქსელში გამოეხმაურა.