imedi /  16 დეკემბერი 2018, 15:23 / დაუდასტურებელი

სალომე ზურაბიშვილის საინაუგურაციო სიტყვა

სალომე ზურაბიშვილი

სალომე ზურაბიშვილი

საქართველოს მეხუთე პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა საქართველოს კონსტიტუციასა და ბიბლიაზე ფიცი უკვე დადო. ეს კი ნიშნავს, რომ ის უკვე შეუდგა პრეზიდენტის უფლებამოსილებას და ამ რანგში სიტყვაც წარმოთქვა.

imedinews-ი პრეზიდენტის საინაუგურაციო სიტყვის სრულ ვერსიას გთავაზობთ:

„მოგესალმებით, ბატონო პრემიერმინისტრო, ბატონო პარლამენტის თავმჯდომარევ. მოგესალმებით, უწმინდესო და უნეტარესო, ჩვენი ერის სულიერო წინამძღოლო. მივესალმები პატივცემულ სტუმრებს,
მივესალმები მთელ საქართველოს, ჩვენს აფხაზ და ოს ძმებს!

მოგესალმებით,საზღვარგარეთ მცხოვრებო თანამემამულეებო, მეტადრე თქვენ, ვინც საგანგებოდ ამ დღისთვის ჩამობრძანდით და ახლა ჩვენთან ერთად ხართ. განსაკუთრებული ემოციით მოგესალმებით თქვენ, პირველი ემიგრაციის შთამომავლებო!

ძალიან ნიშანდობლივია, რომ სწორედ ახლა, როდესაც ჩვენ დამოუკიდებლობის აღდგენის ასი წლისთავს ვზეიმობთ, მე, ემიგრაციაში დაბადებული, გავხდი საქართველოს პრეზიდენტი.

ამით შეიკრა ერთგვარი წრე: რუსეთის მეთერთმეტე არმიის შემოსევისა და საბჭოთა ოკუპაციის შედეგად წასული ემიგრაციის შთამომავალი, დღეს, კონსტიტუციით მინიჭებული უფლებამოსილებით, დამოუკიდებლობის დამცველად და უმაღლეს მთავარსარდლად ვბრუნდები.

დღეს, როგორც მრავალჯერ თავისი ისტორიის განმავლობაში, საქართველო ისევ გზაჯვარედინზეა, - კიდევ ერთხელ ვდგავართ დიდი გამოწვევების წინაშე. აქ, თელავში კარგად ჩანს ჩვენი განვლილი გზა - ბრძოლებით, გამოწვევებითა თუ წარმატებებით. ეს ადგილი ქართველი ერისთვის, ერთგვარად, ისტორიული მეხსიერების ბარათია.

მეფე ერეკლე იბრძოდა ქვეყნის განვითარებისა და ერთიანობისთვის. მან შექმნა თანამედროვე ქართული ჯარი და გაიმარჯვა არაერთ ბრძოლაში. იგი საფუძველს უყრიდა ევროპული ყაიდის სახელმწიფოს.

აქ, თელავში, დაიმსხვრა მეფე ერეკლეს გეგმები, რომლებიც უკავშირდებოდა თანამედროვე სახელმწიფოს შექმნას, ახალი სტანდარტების დამკვიდრებას, ქვეყნის ევროპულ გზაზე დაყენებას.
აქ შეჩერდა ჩვენი ქვეყნის განვითარება, - საქართველოს ჩაუკეტეს გზა დამოუკიდებელი, ერთიანი, ძლიერი სახელმწიფოს ჩამოყალიბებისკენ. ეს ბევრმა მიზეზმა განაპირობა, მათ შორის, მტრის განზრახვამ.

თუმცა დამოუკიდებლობის აღდგენით დავუბრუნდით ევროპული სახელმწიფოს მშენებლობას. დღეს ჩვენს წინ ისევ გადამწყვეტი ეტაპია.

თელავიდან კარგად ჩანს გასავლელი გზა. ქვეყნის გაერთიანება, საზოგადოების დამშვიდება, გაძლიერება და ევროპაში ჩვენი ადგილის  დამკვიდრება - ეს არის ჩემი უმთავრესი მიზანი.

ჩვენ წლები დავკარგეთ პოლიტიკურ დაპირისპირებაში. მე, პირველ რიგში, თავად მივცემ მაგალითს ჩემს თანამოქალაქეებს და დავარწმუნებ მათ, რომ საქართველოს განვითარებისა და გამთლიანებისთვის ეროვნული თანხმობა არის არსებითად მნიშვნელოვანი.

მე გადავწყვიტე, დღეს აქ ჩამოვსულიყავი, აქ დამედო ფიცი და აქედან მიმემართა ფართო საზოგადოებისთვის, სწორედ იმ ადგილიდან, სადაც დამაკლდა მხარდაჭერა. მადლიერი ვარ მათი, ვინც ხმა მომცა არჩევნებში. მადლიერი ვარ „ქართული ოცნების“, რომელმაც, როგორც პრეზიდენტობის დამოუკიდებელ კანდიდატს, მხარი დამიჭირა და ამით დემოკრატიული ნაბიჯი გადადგა.

პატივს ვცემ მათ, ვინც ხმა არ მომცა. ისიც ვიცი, რომ სხვადასხვა პარტიას აქვს განსხვავებული პოზიცია, თუნდაც, ჩემიპრეზიდენტად აღიარებასთან დაკავშირებით. თუმცა, დღეიდან, კონსტიტუციით მინიჭებული უფლებამოსილებით, ვიღებ პასუხისმგებლობას, ვიყო ყველას პრეზიდენტი, ყველა საქართველოს მოქალაქის პრეზიდენტი. ეს დემოკრატიის მთავარი პრინციპია. ამ პასუხისმგებლობასა და ცნობიერებაზე დგას თანამედროვე სახელმწიფო.

მე დავიცავ მოქალაქის უფლებებსა და თავისუფლებებს, ვიქნები კანონის უზენაესობის გარანტი;ვიზრუნებ იმისათვის, რომ გავაძლიეროთ სამოქალაქო საზოგადოება და ავამაღლოთ პოლიტიკური კულტურა. 

საზოგადოებრივი თანხმობის მიღწევაში მნიშვნელოვანი პოზიტიური როლის შესრულება შეუძლია თითოეულ მოქალაქეს, თავისუფალ მედიასა და არასამთავრობო სექტორს.   

დღეს, როდესაც გავხდი საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი, ვამაყობ იმით, რომ ჩვენ შევძელით პრეზიდენტის თანამდებობის გადაბარება მშვიდობიანი და ცივილიზებული ფორმით. ამით კიდევ ერთი დემოკრატიული ნაბიჯი გადაიდგა.

უნდა აღინიშნოს, რომ დამოუკიდებელი და დემოკრატიული საქართველოს აღმშენებლობის გზაზე ყველა პრეზიდენტმა თავისი აგური დადო:

ერთი საუკუნის წინ, პირველი რესპუბლიკის მეთაურებმა  იმ დროისთვის თანამედროვე და პროგრესული კონსტიტუცია მიიღეს;

უდიდესი როლი ითამაშა ზვიად გამსახურდიამ, როცა დანიშნა რეფერენდუმი და მიიღო საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის აქტი;

ედუარდ შევარდნაძემ პირველმა გაჭრა გზაევროპული და ევროატლანტიკური სივრცისკენ;

მიხეილ სააკაშვილმათავისი მმართველობის საწყის ეტაპზე საფუძველი ჩაუყარა არაერთ მნიშვნელოვან რეფორმას;

გიორგი მარგველაშვილის პრეზიდენტობის პერიოდში გადაიდგა ნაბიჯები დემოკრატიული პროცესის გაძლიერებისკენ, გამყარდა სტაბილურობა.

ჩემი მიზანია, ყველაფერი გავაკეთო იმისათვის, რომ ჩვენი სახელმწიფოს განვითარება, მისი ევროპული მომავალი გახდეს შეუქცევადი და ვერაფერმა ვერ შეაფერხოს ჩვენი მთავარი მიზნის მიღწევა.

სახელმწიფოს განვითარების გზა გადის გაძლიერებულ და გაცოცხლებულ რეგიონებზე.ვფიქრობ, ნიშანდობლივია, რომ დღეს პრეზიდენტის ინაუგურაცია ტარდება არა ქვეყნის დედაქალაქში, არამედ ერთ-ერთ რეგიონში, კახეთში და ეს ჩემი არჩევანია.

თანამედროვე, ევროპული ტიპის სახელმწიფო გულისხმობს რეგიონებისა და დედაქალაქის თანაბარ განვითარებას. საქართველოს საყრდენი ისტორიულად ყოველთვის იყო მისი მხარეები და მათი სიძლიერე. ჩვენ შეგვიძლია, ეს ისტორიული გამოცდილება და თანამედროვე ევროპული მაგალითი შევაჯეროთ. 

საქართველოს რეგიონებში არის ძალიან დიდი პოტენციალი, ამიტომ ჩვენ მათ უნდა მივცეთ  მაქსიმალური შესაძლებლობები წინსვლისთვის და გავუხსნათ ახალი პერსპექტივები.

ჩემი, და დარწმუნებული ვარ, თითოეული ქართველის ოცნებაა, რაც შეიძლება მეტი ადამიანი, რაც შეიძლება მეტი ემიგრანტი დაუბრუნდეს თავის სოფელს, მიტოვებულ სახლ-კარს. ეს არის საქმე, რომელსაც სჭირდებაძალიან დიდი ძალისხმევა, მუდმივი ურთიერთობა რეგიონებში მცხოვრებ ხალხთან. ისევე, როგორც დღეს ვარ აქ, თელაველებთან, მე ჩავალ ყველა რეგიონში, ვიქნები ჩემს ხალხთან!

ქართული საზოგადოება ერთიანია ევროპული მომავლის საკითხის გარშემო. ჩემი არჩევითაც ქართველმა ხალხმა კიდევ ერთხელ ხმა მისცა ევროპულ გზას.

ევროპასთან ასოცირების ხელშეკრულებამ, უვიზო მიმოსვლამ ძალიან დიდი პერსპექტივები გაგვიხსნა. დასავლელი მეგობრებისგან, პარტნიორებისგან მტკიცე მხარდაჭერა გვაქვს. 
ეს პროცესი კიდევ უფრო უნდა დაჩქარდეს. ახალ კონსტიტუციაში ასახულია ქართველი ხალხის ნება - საქართველოს შეუფერხებელი სვლა ევროკავშირისა და ნატოსკენ. მე ჩვენი სტრატეგიული პარტნიორის- ამერიკის შეერთებული შტატებისა  და ევროპელი მეგობრების დახმარებით ხელს შევუწყობ ამ პროცესს. ამისათვის გამოვიყენებ მთელ ჩემს გამოცდილებასა და კონტაქტებს საერთაშორისო ორგანიზაციებსა და ევროკავშირში. 

ჩვენ თანამიმდევრულად გავაგრძელებთ მიზნისკენ სვლას, ღირსეულად გავუმკლავდებით შიდა თუ გარე გამოწვევებს, ბოლომდე მივიყვანთ ქვეყნისთვის მნიშვნელოვან რეფორმებს, კიდევ უფრო გავაძლიერებთ დემოკრატიულ ინსტიტუტებს. დემოკრატიული ცნობიერების ამაღლება ჩვენი ამოცანაა.

ჩვენ ევროპაში უთუოდ შევალთ და უნდა შევიდეთ ჩვენი ღირებულებებით, იდენტობით, კულტურით. 
ქართველებს შეგვიძლია, მსოფლიოს გამოვადგეთ უძველესი, მდიდარი, თვითმყოფადი კულტურით, რომელიც ქრისტიანობაზე დგას. ქართულ ცივილიზაციას თამამად შეუძლია, დაიმკვიდროს თავისი ადგილი  მსოფლიოში.

ჩვენი იდენტობა, ისტორიულად, ტოლერანტობაში ვლინდება. სხვადასხვა წარმოშობის, მრწამსის ადამიანებთან მშვიდობიანი თანაცხოვრების ტრადიცია საუკუნეების განმავლობაში მოგვყვება. საქართველო თუნდაც იმით არის ცნობილი, რომ აქ არ არსებობს ანტისემიტიზმის არც ერთი მაგალითი. ტოლერანტობა არის ის, რაც დღეს, გარკვეულწილად, დააკლდა მსოფლიოს. ჩვენ ეს ტრადიცია ისე უნდა გავაძლიეროთ, რომ გავხდეთ მაგალითის მიმცემი. უნდა გავზარდოთ ქართული კულტურისა და იდენტობის  ცნობადობა საერთაშორისო არენაზე. 

კულტურა არის ის, რაზეც დგას სახელმწიფო!  ამ მხრივ ძალიან ძლიერი საძირკველი გვაქვს. მას სჭირდება დაცვა, ყოველდღიური ზრუნვა და განვითარება. კულტურას მე ჩემს ერთ-ერთ უმთავრეს პრიორიტეტად ვაცხადებ.

კულტურა განათლების გარეშე არ მოიაზრება და მინდა აქ ყველა პედაგოგს, მასწავლებელს ჩემი პატივისცემა გამოვუცხადო, რამეთუ ისინი ზრდიან ჩვენს შვილებს, ანუ ქმნიან ჩვენს მომავალს.

მე ვარ პირველი ქალი პრეზიდენტი საქართველოს ისტორიაში.

ჩემი პრეზიდენტად არჩევით ჩვენ ვაგრძელებთ ტრადიციას: უფრო შორს რომ არ წავიდეთ, 100 წლის წინ, დემოკრატიული საქართველოს არჩევნებში ქალები თანასწორი უფლებებით სარგებლობდნენ, - არჩეულ იქნა 5 ქალი პარლამენტარი. ეს ევროპაში  მაშინ  იშვიათობა იყო!

დღესაც, ვდგამთ პროგრესულ ნაბიჯს. ეს არის ნაბიჯი, რომელიც ჯერ კიდევ გამონაკლისია მსოფლიოში, სადაც მხოლოდ 11 ქალია პრეზიდენტი. ამით ვამტკიცებთ, რომ საქართველოში ქალების როლი ძლიერდება და თანასწორობა ჩვენთვის უცხო სიტყვა არ არის.

საქართველო დიდი გამოწვევების წინაშე დგას. აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი ოკუპირებულია რუსეთის მიერ. არსებობს საოკუპაციო ხაზი, რომელიც შემოდის ქვეყნის ტერიტორიის სიღრმეში და საიდანაც ჩვენს მოქალაქეებს იტაცებენ. ეს სუვერენული სახელმწიფოსთვის მიუღებელია. ჩვენ ამას არ შევეგუებით!

ჩვენს მოსახლეობას სჭირდება მეტი ყურადღება და გაზრდილი უსაფრთხოება. ამ მიმართულებით უფრო მჭიდროდ უნდა ვითანამშრომლოთ პარტნიორებთან და ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიასთან.

უსაფრთხოების უფრო მაღალი დონის მისაღწევად გვჭირდება მეტი თანამშრომლობა ნატოსთან. შავი ზღვის უსაფრთხოების გაძლიერება ასევე ჩვენი ერთ-ერთი მთავარი მიზანია. ამ კუთხითაც მეტი, ძლიერი მხარდაჭერა გვჭირდება.

მე აქტიურად ვიქნები ჩართული ამერიკელ და ევროპელ პარტნიორებთან მოლაპარაკებებში, რათა რაც შეიძლება მალე მივაღწიოთ დასახულ მიზანს. 

საქართველოს თავდაცვისუნარიანობა დამოკიდებულია ჩვენი სამხედრო ძალების პროფესიონალიზმზე, მზადყოფნაზე, თანამედროვე აღჭურვილობაზე, მტკიცე სახელმწიფოებრივ ცნობიერებაზე.

მე ვუცხადებ სრულ ნდობას საქართველოს შეიარაღებულ ძალებს. გამოვხატავ პატივისცემას ჩვენი ჯარისკაცებისა და ვეტერანების მიმართ. მინდა იყოთ დარწმუნებული, რომ მთლიანად ვიქნები ჩართული შეიარაღებული ძალების თავდაცვისუნარიანობის ამაღლებაში. ჯარის გაძლიერება და ქვეყნის დაცვის უზრუნველყოფა არის ჩემი მიზანი.

როგორც მთავარსარდალმა, აუცილებლად უნდა განვაცხადო, რომ ჯარის იდეოლოგიური და პოლიტიკური ნიშნით დაყოფის მცდელობები, რასაც ადგილი ჰქონდა ბოლო პერიოდში, არის სრულიად მიუღებელი. ეს აზარალებს სახელმწიფოს და აძლიერებს მტერს.

მე ჩავალ ავღანეთში ჩვენი ქვეყნის ჯარისკაცებთან, რომლებიც ღირსეულად და ზოგჯერ სიცოცხლის ფასად იბრძვიან ჩვენი პარტნიორების გვერდით. ისინი ებრძვიან გლობალურ საფრთხეებს, რომელიც ემუქრება მშვიდობას მსოფლიოში, რეგიონში და ჩვენს ქვეყანაში.

მშვიდობა და სტაბილურობა არის უმთავრესი პირობა კაცობრიობის წინსვლისთვის. მშვიდობიანი და სტაბილური კავკასია სჭირდება არა მხოლოდ რეგიონს, არამედ მთელ მსოფლიოს.

საქართველომ უნდა გააძლიეროს თავისი პოზიცია კავკასიაში. ჩვენ შეგვიძლია ამ რეგიონში ჩვენი ისტორიული როლის დაბრუნება და ამ პასუხისმგებლობის აღება!

რუსეთმა, როგორც კავკასიის მეზობელმა, უნდა გააცნობიეროს, რომ თუ მას საერთაშორისო თანამეგობრობის სრულფასოვან წევრად ყოფნა სურს და ამ რეგიონში ნორმალური ურთიერთობების აღდგენას აპირებს, უნდა დაამტკიცოს, რომ სიტყვიერადაც და ფაქტობრივადაც აღიარებს საერთაშორისო სამართლის ყველა ნორმას. ეს აუცილებელია მის მეზობლებთან თანასწორი და მშვიდობიანი კავშირების დასამყარებლად.

საქართველო მდებარეობს რეგიონში, რომელიც მსოფლიოსთვის საინტერესო ეკონომიკური პროექტების განხორციელების შანსებს იძლევა.  ჩვენ უნდა გავხდეთ ამ რეგიონში ეკონომიკური უსაფრთხოებისა და სტაბილურობის  კერა და ამით გავზარდოთ ქვეყნის მიმზიდველობა.
ამისათვის გვჭირდება რაც შეიძლება მეტი ინიციატივა და ინოვაცია.ეს არის ახალგაზრდების დანიშნულება და მოვალეობა ქვეყნის წინაშე და წარმოადგენს რეალურ პერსპექტივას მომავალი თაობისთვის. მთელი ჩემი ძალებით მზად ვარ, გვერდით დავუდგე მათ, ერთად მოვიზიდოთ ინვესტიციები და ხელი შევუწყოთ ახალი იდეების განხორციელებას.

ჩვენი საზოგადოების გაძლიერებისთვის უმნიშვნელოვანესია სოლიდარობა, - პირველ რიგში, თაობათა შორის სოლიდარობა, რაც  ისტორიულად გვახასიათებდა. ეს  არ უნდა დაიკარგოს.
ასევე, სოციალურ სოლიდარობაზე დგას ძლიერი სახელმწიფო. იქ, სადაც არის თანაგრძნობა, ერთმანეთის გატანა, მხარდაჭერა, არის სტაბილურობა და იხსნება ყველა გზა წინსვლისკენ.  სოლიდარობა ნიშნავს იმას, რომ გვახსოვს და გვერდით ვუდგავართ ყველას, ვისაც თანადგომა სჭირდება: სოციალურად დაუცველებს, მარტოხელა დედებს, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ადამიანებს.

მე ვიქნები ჩვენი დევნილების გვერდით. მე კარგად ვიცი, რაზე დგას მათი ოჯახები - ძალიან დიდ მოთმინებაზე, სიმტკიცეზე და იმედზე! და ეს იმედი გვაერთიანებს!

მჯერა, რომ საქართველო გამთლიანდება. უნდა გვახსოვდეს, რომ ოკუპირებულ ტერიტორიებზე ცხოვრობენ ადამიანები, რომლებიც ჩვენი მოქალაქეები არიან,  და ისინი უნდა შემოვირიგოთ. ჩვენ აფხაზებთან და ოსებთან გავლილი გზა გვაერთიანებს, ერთმანეთის ნათესავები ვართ, შერეული ოჯახები გვყავს!უნდა მოვნახოთ ახალ თაობასთან მისასვლელი გზები და მათ გავუკვალოთ გზა ევროპისკენ. დღეს, როგორც არასდროს, აფხაზურ ენასა და იდენტობას დაცვა სჭირდება! 
ჩვენს ქვეყანას სჭირდება დამშვიდება დაგანვითარება.

ჩვენ გვაქვს ძლიერი ადამიანური რესურსი, გვაქვს ეკონომიკური პოტენციალი, მოდის შესანიშნავი, 
ნიჭიერი თაობა. მთავარია, დავრწმუნდეთ საკუთარ თავში, საკუთარ შესაძლებლობებში და ავიღოთ პასუხისმგებლობა ჩვენს მომავალზე.

მე ჩამოვედი, მე დავბრუნდი იმიტომ, რომ ჩემი ქვეყნის მჯეროდა და მჯერა! ჩვენ უნდა გვჯეროდეს საქართველოს მომავლის! დამოუკიდებელი, ძლიერი, თავისუფალი, თანამედროვე, ევროპული, ღირსეული ქვეყანა - ეს არის საქართველოს მომავალი!

ღმერთი ფარავდეს საქართველოს!“
 

ყველა სიახლე

18 სექტემბერი 2024, 11:35

საზოგადოება

პროგრამის - „ისწავლე და დასაქმდი“ ახალი ეტაპი დღეიდან ამოქმედდა

„პროგრამის ფარგლებში, მოქალაქეების მომზადება/გადამზადება განხორციელდება 60-მდე სპეციალობაში, მშენებლობის, ინჟინერიის, ინფორმაციული ტექნოლოგიების, კვების, ტურიზმის, მომსახურების, დიზაინის, ტრანსპორტის, ვეტერინარიის, ჯანდაცვისა და ფინანსების სფეროში“, - აღნიშნა კახა კალაძემ.

სოზარ სუბარი

18 სექტემბერი 2024, 11:30

არჩევნები 2024

სოზარ სუბარი გახარია-ხაზარაძის შესაძლო გაერთიანებაზე: ცალ-ცალკე არ აქვთ 5%-ის გადალახვის შანსი. შესაბამისად, მათი გაერთიანება მათივე უცხოელმა პატრონებმა ჩათვალეს აუცილებლად, რომ რაღაცნაირად გადაალახვინონ ბარიერი

„სამთვე-ნახევრის წინ, როდესაც სალომე ზურაბიშვილმა დაიწყო გარკვეული მოძრაობა და ნულოვანი რეიტინგის მქონე პოლიტიკოსების შეკრება მის ირგვლივ, „ხალხის ძალამ“ ვთქვით, რომ ეს კეთდებოდა ერთადერთი მიზნით - შეექმნა საფუძველი იმ სამომავლო გაერთიანებისთვის, რომელიც გულისხმობდა „ლელოს“ და გახარიას პარტიის გაერთიანებას. ცალ-ცალკე, არც „ლელოს“ და არც გახარიას, არ აქვს 5%-ის გადალახვის შანსი. შესაბამისად, მათი გაერთიანება მათივე უცხოელმა პატრონებმა ჩათვალეს აუცილებლად, რომ რაღაცნაირად გადაალახვინონ ბარიერი,“- განაცხადა სოზარ სუბარმა.

არჩილ გორდულაძე

18 სექტემბერი 2024, 11:29

პოლიტიკა

არჩილ გორდულაძე: ჩვენ გვაქვს ასეთი მოლოდინი, რომ როდესაც დასრულდება უკრაინაში კონფლიქტი, შემდეგ თვისობრივად გადაიხედება ურთიერთობები ჩვენს პარტნიორ და მეგობარ ქვეყნებთან

„როდესაც ასეთ განცხადებებს ვისმენთ ხოლმე, განსაკუთრებით წინასაარჩევნო პერიოდში, ეს აღქმულია როგორც მცდელობა, კონკრეტული პოლიტიკური პარტიების და კოლექტიური „ნაცმოძრაობის“ დახმარების, რაც კატეგორიულად მიუღებელია. ჩვენ გვაქვს ასეთი მოლოდინი, რომ როდესაც დასრულდება უკრაინაში კონფლიქტი, შემდეგ თვისობრივად გადაიხედება ურთიერთობები ჩვენს პარტნიორ და მეგობარ ქვეყნებთან. მას შემდეგ, რაც კონფლიქტები აღარ იქნება ჩვენი ქვეყნის გარშემო და არავითარი საფრთხე აღარ შეექმნება ჩვენს ქვეყანაში მშვიდობას, შესაძლებელი იქნება, რომ სხვა დინამიკაში ვესაუბროთ ჩვენს პარტნიორებს“, - აღნიშნა გორდულაძემ.

18 სექტემბერი 2024, 11:23

სამართალი

პარლამენტმა „საქართველოსა და ბელგიის სამეფოს შორის სამართალდაცვით სფეროში თანამშრომლობის შესახებ“ შეთანხმების რატიფიცირება მოახდინა

საქართველოს პარლამენტმა „საქართველოსა და ბელგიის სამეფოს შორის სამართალდაცვით სფეროში თანამშრომლობის შესახებ“ შეთანხმების რატიფიცირება მოახდინა. ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

ჯეფრი საქსი

18 სექტემბერი 2024, 11:21

მსოფლიო

ჯეფრი საქსი: ვიქტორია ნულანდმა გააფუჭა აშშ-ის ურთიერთობა რუსეთთან. ის უკრაინის საქმეებსაც ხელმძღვანელობდა

აშშ-ის სახელმწიფო მდივნის ყოფილმა მოადგილემ ვიქტორია ნულანდმა, რომელიც უკანასკნელი 30 წელი აშშ-ის ყველა ადმინისტრაციაში მუშაობდა, გააფუჭა ურთიერთობა რუსეთთან, ხელმძღვანელობდა 2014 წლის უკრაინის ამბებს და ნატოს გაფართოების პოლიტიკა დააზიანა, განაცხადა ამერიკელმა ეკონომისტმა, გაეროს გენერალური მდივნის ყოფილმა მრჩეველმა ჯეფრი საქსმა გადაცემაში All-In Podcast. “არსებობს ერთი Deep State პარტია [დიკ] ჩეინის, [კამალა] ჰარისის, [ჯო] ბაიდენის და ვიქტორია ნულანდის სახით. ნულანდი არის ამ ყველაფრის სახე, რადგან ის უკანასკნელი 30 წლის განმავლობაში ყველა ადმინისტრაციის დროს მუშაობდა. ის 90-იან წლებში [ბილ] კლინტონის ადმინისტრაციაში იყო, აფუჭებდა ჩვენს პოლიტიკას რუსეთთან მიმართებაში. ის უმცროსი [ჯორჯ] ბუშის ადმინისტრაციაშიც იყო ჩეინისთან ერთად და ნატოს გაფართოების პოლიტიკას აფუჭებდა. შემდეგ ის [ბარაკ] ობამას ადმინისტრაციაში იყო ჯერ ჰილარის [კლინტონის] სპიკერად და შემდეგ 2014 წელს უკრაინის ამბებით დაკავდა“, - თქვა სექსმა.

ბექა ოდიშარია

18 სექტემბერი 2024, 11:20

პოლიტიკა

ბექა ოდიშარია: ხელისუფლება იცავს ქართველი ხალხის ინტერესს, იცავს სუვერენიტეტს, მყარად დგას ორ ფეხზე და ამ დროს დაასანქცირო და დასაჯო ხელისუფლების სხვადასხვა შტო, ეს გაუგებარია ქართველი ხალხისთვის

ქართველები დადგებიან უპრეცედენტოდ პრინციპულად იმ პოზიციაზე, რომ არ მისცემენ არავის, რომ დაჩაგროს მისი პოლიცია და სამხედროები, - ასე ეხმიანება პარლამენტის დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ბექა ოდიშარია აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის გუშინდელი გადაწყვეტილებას, რომელიც საქართველოს მოქალაქეების, მათ შორის პოლიციელების მიმართ სანქციებისა და სავიზო შეზღუდვების დაწესებას ითვალისწინებს.

ოლივერი და ჰელენი

18 სექტემბერი 2024, 11:19

ტაბლოიდი

ფინეთში წყვილმა კუნძული იყიდა, რადგან ის სახლზე იაფი იყო🏝️გალერეა

მან და ჰელენამ უკვე დადგეს კუნძულზე კარავი, რომელშიც საწოლი, მაგიდა და სკამებია, ააშენეს პატარა საშხაპეც. ნივთები კუნძულზე წყვილს ნავით გადმოაქვს. სულ მალე ისინი საუნის აშენებასაც გეგმავენ.

არჩილ გორდულაძე

18 სექტემბერი 2024, 11:17

პოლიტიკა

არჩილ გორდულაძე: ჩვენი ქვეყნის - ღირსეული ქვეყნის ღირსეულმა პრემიერ-მინისტრმა დააფიქსირა თავისი პოზიცია ამერიკის შეერთებული შტატების ელჩთან შეხვედრაზე, გაჟღერდა, რომ ჩვენთვის მიუღებელია ქმედებები, რომლებიც უკავშირდება დასანქცირებებს

ღირსეული ქვეყნის ღირსეულმა პრემიერ-მინისტრმა დააფიქსირა თავისი პოზიცია ამერიკის შეერთებული შტატების ელჩთან შეხვედრაზე, გაჟღერდა, რომ ჩვენთვის მიუღებელია ქმედებები, რომლებიც უკავშირდება დასანქცირებებს, - განაცხადა პარლამენტის ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ არჩილ გორდულაძემ. იგი ამგვარად გამოეხმაურა პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის შეხვედრას აშშ ელჩთან.

18 სექტემბერი 2024, 11:16

სპორტი

ევროპის ზამთრის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალის საორგანიზაციო საკითხები სამთავრობო კომისიის სხდომაზე განიხილეს

2025 წლის ევროპის ზამთრის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალისთვის, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდი ბაკურიანში ბიატლონისა და თხილამურებით რბოლის (Cross Country) მოედანს და 3.5 კმ სიგრძის ტრასას, ხოლო თბილისში ყინულის სასახლეს აშენებს.

18 სექტემბერი 2024, 11:14

რეგიონი

12 ჰექტარზე გაშენებული გორის ცენტრალური პარკის რეაბილიტაცია-რეკონსტრუქცია დასრულდა

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდმა, 12 ჰექტარზე გაშენებული, ქალაქ გორის ცენტრალური პარკის რეკონსტრუქცია-რეაბილიტაცია დაასრულა. განახლებული პარკით უკვე სარგებლობენ ქალაქის მაცხოვრებლები და მისი სტუმრები, - ინფორმაციას საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო ავრცელებს.

18 სექტემბერი 2024, 11:14

ეკონომიკა

საქართველოს ტურისტულ პოტენციალს პარიზის გამოფენაზე IFTM Top Resa-ზე 2024 ეცნობიან

"ვიცი, რომ საქართველო საუკეთესო ღვინის ქვეყანაა და ქართული ღვინო გემრიელი. საქართველო ღვინის სამშობლოა, სადაც ათასობით წლის წინ პირველად მოამზადეს ღვინო. სამწუხაროდ ჯერ საქართველოში არ ვყოფილვარ, მაგრამ ვაპირებ ვიმოგზაურო საქართველოში, აღმოვაჩინო ეს ლამაზი ქვეყანა და დავაგემოვნო ქართული კერძები",-ამბობს გამოფენის ვიზიტორი ნიკოლა ფიოლე.

18 სექტემბერი 2024, 11:02

სამართალი

მიგრაციის დეპარტამენტის და სასაზღვრო პოლიციის თანამშრომლებმა საქართველოში სამართლებრივი საფუძვლის გარეშე მყოფი უცხო ქვეყნის 5 მოქალაქე დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტის და სასაზღვრო პოლიციის თანამშრომლებმა, ერთობლივად ჩატარებული ღონისძიების შედეგად, ნიგერიის ფედერაციული რესპუბლიკის, ერაყის რესპუბლიკის, პაკისტანის ისლამური რესპუბლიკის, თურქეთის რესპუბლიკის და ეგვიპტის არაბთა რესპუბლიკის, ჯამში 5 მოქალაქე დააკავეს. ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

18 სექტემბერი 2024, 11:01

ჯანდაცვა

მიხეილ სარჯველაძის განცხადებით, პაციენტთა უსაფრთხოების გასაუმჯობესებლად მნიშვნელოვანია პოლიტიკის შემქმნელებისა და ჯანდაცვის სექტორის თანამშრომლობა

საქართველოში პაციენტთა უსაფრთხოების მსოფლიო დღე აღინიშნა, - ინფორმაციას ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს. მათივე ცნობით, ჯანდაცვის სამინისტროს ორგანიზებით გამართულ ღონისძიებაზე, ამ მიმართულებით არსებულ გამოწვევებსა და მათი გადაჭრის გზებზე იმსჯელეს. ასევე, ისაუბრეს პაციენტის უსაფრთხოების გაუმჯობესებაში, სწორი და დროული დიაგნოსტიკის მნიშვნელობაზე.

18 სექტემბერი 2024, 10:59

სამართალი

ეროვნული ბანკი: საქართველოს მოქალაქეზე სანქციათა რეჟიმი ვრცელდება იმ შემთხვევაში, თუ დაწესებული სანქციების საფუძველთან დაკავშირებით გამოტანილია საქართველოს სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გამამტყუნებელი განაჩენი

საქართველოს მოქალაქეზე სანქციათა რეჟიმი ვრცელდება იმ შემთხვევაში, თუ დაწესებული სანქციების საფუძველთან დაკავშირებით გამოტანილია საქართველოს სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გამამტყუნებელი განაჩენი, - აცხადებს საქართველოს ეროვნული ბანკი.

18 სექტემბერი 2024, 10:46

მსოფლიო

ვროცლავში წყალდიდობისთვის ემზადებიან

Deutsche Welle წერს, რომ პროგნოზით, ძლიერი წვიმა ქალაქში 18 სექტემბრიდან დაიწყება, 20 სექტემბრიდან კი მდინარე ოდრას ადიდებაა მოსალოდნელი.

ჯონ მერშაიმერი

18 სექტემბერი 2024, 10:38

მსოფლიო

ჯონ მერშაიმერი: აშშ-ში გვჯერა, რომ გვაქვს უფლება და ძალა, რათა მთელი მსოფლიო გადავაკეთოთ ამერიკის ხედვის შესაბამისად

ამერიკელი პოლიტოლოგის, ჩიკაგოს უნივერსიტეტის პროფესორის ჯონ მერშაიმერის აზრით, აშშ-ში ადამიანებს სჯერათ, რომ აქვთ უფლება და პასუხისმგებლობა, ასევე ძალა, რათა მთელი მსოფლიო გადააკეთონ ამერიკის ხედვის შესაბამისად. „აშშ ფუნდამენტურად ლიბერალური სახელმწიფოა და ჩვენ გვჯერა, რომ გვაქვს უფლება და პასუხისმგებლობა, ასევე გვაქვს ძალა, რათა მთელი მსოფლიო გადავაკეთოთ ამერიკის ხედვის შესაბამისად. აშშ-ის საგარეო პოლიტიკის ისტებლიშმენტს, როგორც „რესპუბლიკური“, ისე „დემოკრატიული“ პარტიიდან, სწორედ ამ მიდგომის სჯერა და შესაბამისად, აშშ-ის საგარეო პოლიტიკის დიდი ნაწილიც ამით არის მოტივირებული „ცივი ომის“ დასრულების შემდეგ“, - თქვა მან.

18 სექტემბერი 2024, 10:21

არჩევნები 2024

დავით კოდუა: გამარჯვება სულ უფრო და უფრო ახლოვდება, ამომრჩევლებმა კარგად იციან, ვინაა ქართული საქმის მკეთებელი

„ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ ზუგდიდის დელეგატობის კანდიდატმა დავით კოდუამ, „ქართული ოცნების” ახალგაზრდული ორგანიზაციის წარმომადგენლებთან ერთად, ნარაზენში, აღმაშენებლისა და როგავას ქუჩებზე, მოსახლეობასთან ინდივიდუალური შეხვედრები გამართა.

18 სექტემბერი 2024, 10:20

ტაბლოიდი

როგორი იყო სუპერმთვარე და მთვარის დაბნელება. ფოტოგალერეა

ღამით პლანეტის სხვადასხვა ნაწილიდან წლის მეორე სუპერმთვარის ნახვა იყო შესაძლებელი. სუპერმთვარედ დედამიწის თანამგზავრი მაშინ ითვლება, როცა პლანეტასთან უმოკლესი დისტანციის 10%-ის ფარგლებში მდებარეობს.

18 სექტემბერი 2024, 10:14

არჩევნები 2024

ცესკო: 26 ოქტომბრის არჩევნებზე ელექტრონული ტექნოლოგიების შესაბამისობის აუდიტი კიდევ ერთხელ ჩატარდება

„შესაბამისობის აუდიტი ჩატარდება სამ ეტაპად: პირველი ეტაპი - მოიცავს პროგრამული უზრუნველყოფის განახლების ანალიზს და მათი შესაბამისობის დადგენას საქართველოს საარჩევნო კანონმდებლობასთან, მეორე ეტაპი - არჩევნებისთვის აპარატურის მომზადების პროცესზე დაკვირვებას და კონფიგურაციისთვის საჭირო ფაილების სიზუსტის დადგენას, მესამე ეტაპი კი - კენჭისყრის დღეზე დაკვირვებას“.

გივი მიქანაძე

18 სექტემბერი 2024, 10:07

საზოგადოება

გივი მიქანაძე: განსაკუთრებული მადლობა კათოლიკოს-პატრიარქს ქვეყნისა და ხალხის საკეთილდღეოდ მოღვაწეობისთვის - მადლობა ყველა იმ ადამიანს, რომლის ხელშეწყობითაც შესაძლებელი გახდა გრიგოლ ხანძთელის შესახებ ფილმის გადაღება

„გამორჩეული ქართველი ისტორიული მოღვაწეების ცხოვრების ამსახველი დოკუმენტური ფილმის გადაღება არის საქართველოს პარლამენტის მიერ 2024 წლის საგაზაფხულო სესიაზე დამტკიცებული ზოგადი განათლების ეროვნული მიზნების გამოძახილი, რომელშიც განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა სკოლებში პატრიოტული მოტივის, ეროვნული ღირებულებების, ოჯახური სიწმინდეებისა და ტრადიციების სწავლებაზე ფოკუსირებას, მომავალი თაობების სწორად, პატრიოტული სულისკვეთებით აღზრდის მიზნით“, - განაცხად გივი მიქანაძემ ფილმის პრეზენტაციაზე სიტყვით გამოსვლისას.