imedi /  24 დეკემბერი 2018, 10:32 / სანდო წყარო

ინტენსიური თოვის გამო საქართველოში გზის რამდენიმე მონაკვეთზე შეზღუდვები დაწესდა

მოძრაობა

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, ინტენსიური თოვის გამო, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ქუთაისი-ტყიბული-ამბროლაურის საავტომობილო გზის კმ35-კმ60 (ნაქერალას უღელტეხილი) მონაკვეთზე, ქუთაისი-ალპანა-მამისონის უღელტეხილის საავტომობილო გზის კმ30-კმ161 მონაკვეთზე, საგლოლო-ჭიორა-ღების საავტომობილო გზაზე და ჭრებალო-ნიკორწმინდის საავტომობილო გზის კმ9-კმ15 მონაკვეთზე გარკვეული ტიპის შეზღუდვები დაწესდა.

ამ მონაკვეთებზე აკრძალულია მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა, ხოლო დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია. 

გზის დანარჩენ მონაკვეთებზე ავტოტრანსპორტის გადაადგილება თავისუფალია.

ყველა სიახლე

MTV VMA

10 აგვისტო 2020, 00:04

კულტურა

MTV Video Music Awards-ი ღია ცის ქვეშ გაიმართება

ამის მიზეზი კორონავირუსის პანდემია გახდა. ამასთან, ჯერჯერობით უცნობია დაესწრება თუ არა შოუს მაყურებელი.

ნელი ლომიძე

09 აგვისტო 2020, 23:41

რეგიონი

ვინ არის ქალი, რომელმაც საკუთარი სახსრებით მე-7 საუკუნის ეკლესია აღადგინა

სოციალურ ქსელში ბევრს წერდნენ ქალზე, რომელმაც ტაძარი ნანგრევებიდან აღადგინა და საკუთარი სახსრებით უამრავი სიკეთე გააკეთა. ნელი ლომიძეს განსაკუთრებული ისტორია აქვს. რამდენიმე წლის წინ ძმის საფლავზე მისულმა, იქვე შემორჩენილ ნატაძრალზე სანთელი ვერ დაანთო.

ბელარუსი არჩევნები

09 აგვისტო 2020, 23:37

მსოფლიო

სამართალდამცველებმა მინსკში საპროტესტო აქციების მონაწილეების დაკავება დაიწყეს

ერთ-ერთ პროსპექტზე სამართალდამცველები დემონსტრანტებს დაუპირისპირდნენ. სხვადასხვა მონაცემებით იქ 2-დან 5 ათასამდე ადამიანია შეკრებილი. საპროტესტო აქციები ბელარუსის სხვა ქალაქებშიც მიმდინარეობს.

ბეირუთი აფეთქება

09 აგვისტო 2020, 23:19

მსოფლიო

საერთაშორისო დონორები ლიბანს 250 მილიონ ევროს გამოუყოფენ

ასეთ გადაწყვეტილებამდე დონორები საფრანგეთის მიერ ქვეყნის დასახმარებლად ორგანიზებულ ონლაინ-სამიტზე მივიდნენ. ამავდროულად დონორები ლიბანის მთავრობისგან ქვეყანაში რეფორმების გატარებას ითხოვენ.

კახა კალაძე

09 აგვისტო 2020, 23:12

საზოგადოება

კახა კალაძე: ჩვენ მხოლოდ ჭავჭავაძის გამზირის რეაბილიტაციით არ შემოვიფარგლებით, ეს არის პირველი ქუჩა, საიდანაც დავიწყეთ

ავტომობილი არ იქნება ფუფუნების საგანი. ჩვენ ისე მოვაწყობთ საზოგადოებრივ ტრანსპორტს, რომ ის იქნება ევროპაში ყველაზე გამართული, - ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ „იმედის კვირაში“ განაცხადა. მისი თქმით, თბილისის მერია მხოლოდ ჭავჭავაძის გამზირის რეაბილიტაციით არ შემოიფარგლება და დედაქალაქის ქუჩების რეაბილიტაცია კვლავაც გაგრძელდება.

გორის სამხედრო ჰოსპიტალი

09 აგვისტო 2020, 23:03

COVID19

გორის ჰოსპიტლის მედდას კორონავირუსი დაუდასტურდა

26 წლის ქალი ზღვაზე ოჯახთან ერთად იმყოფებოდა და თვალების წვისა და თავის ტკივილით სამედიცინო დაწესებულებას გამოკვლევისთვის მიმართა. დიაგნოზის დადასტურების შემდეგ მას კოვიდ-კლინიკაში გადაიყვანენ, ხვალიდან კი ეპიდემიოლოგები მისი კონტაქტების შესწავლას დაიწყებენ.

09 აგვისტო 2020, 22:47

რეგიონი

ონის მუნიციპალიტეტის მერის მოვალეობის შემსრულებლის ინფორმაციით, სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაობების პირველი ნაწილი დასრულებულია

რაჭაში სტიქიის შემდეგ მდგომარეობა დასტაბილურდა. ონის მუნიციპალიტეტის მერის მოვალეობის შემსრულებლის, დავით ჩიკვაიძის ინფორმაციით, სალიკვიდაციო სამუშაობების პირველი ნაწილი დასრულებულია. აღდგენილია როგორც ელექტროენერგია ასევე საავტომობილო მიმოსვლა ყველა მიმართულებით, ასევე ყველა სოფელს მიეწოდება საკვები პროდუქტები.

გიორგი ვოლსკი

09 აგვისტო 2020, 22:45

პოლიტიკა

გიორგი ვოლსკი: სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის ყოფილი, საბჭოთა კავშირის პერიოდის საზღვარი სწორედაც სააკაშვილმა განსაზღვრა

„შენ ითვალისწინებ იმასაც, რომ სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის ყოფილი, საბჭოთა კავშირის პერიოდის საზღვარი სწორედაც სააკაშვილმა განსაზღვრა თავის ბრძანებულებაში. და ითვალისწინებ იმასაც, რომ არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება რუსეთთან ან ცხინვალის რეგიონთან მოლაპარაკებების დაწყება თუ სად უნდა გადიოდეს ეს საზღვარი. აი ამ საკმაოდ მძიმე ჩიხში შეიყვანა საქართველო იმ პოლიტიკამ, რასაც დღეს ჩვენი ოპონენტები თითქოს და სხვას აბრალებენ“, - განაცხადა ვოლსკიმ.

სოზარ სუბარი

09 აგვისტო 2020, 22:38

პოლიტიკა

სოზარ სუბარი წინა ხელისუფლებაზე: მათ რეალურ დოკუმენტებში აღიარეს, თითქოს ომი დაიწყო 8-ში, რაც იყო მოღალატეობრივი პოზიცია მათი მხრიდან

„რამდენიმე დღით ადრე რომ იყვნენ შემოსული რუსული ჯარები ეს არის ყველაზე მკაფიო მტკიცებულება იმისა, რომ ომის დამწყები იყო რუსეთი და არა საქართველო. და საქართველოს ხელისუფლების, პრეზიდენტის დადგენილებით და შემდეგ ბათუმში ხელმოწერილი დოკუმენტითაც, სრულიად საპირისპირო სურათის შექმნას ცდილობენ მაშინდელი ხელისუფლების წარმომადგენლები“, - განაცხადა სუბარმა.

მამუკა მდინარაძე

09 აგვისტო 2020, 22:28

პოლიტიკა

მამუკა მდინარაძე: ოპონენტების კრიტიკა გამოწვეულია ერთადერთი მიზნით - ჩამოირეცხონ ის დანაშაული, რაც მათ რუსული საქმის ეგიდით ჩაიდინეს

„როდესაც საქართველომ მიიღო ვიზალიბერალიზაცია, როდესაც საქართველომ ყველა საერთაშორისო დონეზე მიიღო გაცილებით მაღალი მხარდაჭერა, ვიდრე ეს იყო „ქართული ოცნების“ ხელისუფლებაში მოსვლამდე, აი ამ ფონზეც კი, თავხედური პიარ-სტრატეგიით ცდილობენ თავიანთი დანაშაულის გათეთრებას“, - განაცხადა მდინარაძემ.

გიორგი ბარამიძე

09 აგვისტო 2020, 22:19

პოლიტიკა

გიორგი ბარამიძე: ჩვენი ოპონენტები ხელისუფლებიდან ხელზე იხვევენ რეზოლუციას, რომელსაც პრაქტიკულად არანაირი დიდი ძალა არ აქვს

„ყველაფერი აღწერილია, რაც რეალურად ინტერვენციას გამოხატავს, უბრალოდ ეს არ დაარქვა თავისი სახელი. 100 ერთეული ჯავშანტექნიკა რომ შემოდის სუვერენული ქვეყნის ტერიტორიაზე აბა რა არის თუ არა თავდასხმა და ინტერვენცია? მაგრამ იმას თავისი სახელი არ დაარქვა და ჩვენს ამაზე პასუხს დაარქვეს ჩვენი მხრიდან რაღაცის დაწყება. ჩვენ დავიწყეთ იმიტომ, რომ ისინი შემოიჭრნენ“, - განაცხადა ბარამიძემ.

09 აგვისტო 2020, 22:16

სამართალი

სამტრედიაში მატარებლის დაჯახების შედეგად შუახნის კაცი ადგილზე გარდაიცვალა

სამტრედიაში მატარებლის დაჯახების შედეგად შუახნის კაცი ადგილზე გარდაიცვალა. შემთხვევა დღეს საღამოს მოხდა. როგორც imedinews-ს შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 275-ე მუხლის მეოთხე ნაწილით მიმდინარეობს, რაც რკინიგზის, წყლის, საჰაერო ან საბაგირო ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.

კაპიტოლი

09 აგვისტო 2020, 21:54

პოლიტიკა

როგორ გამოეხმაურნენ ამერიკელი პოლიტიკოსები აგვისტოს ომის წლისთავს

ხელისუფლების აღმასრულებელი და საკანონმდებლო შტოს მაღალი თანამდებობის პირები, კვლევითი და ანალიტიკური წრეების წარმომადგენლები ერთმანეთის მიყოლებით აგზავნიდნენ მესიჯებს, გმობდნენ რუსულ აგრესიას და გვიცხადებდნენ თანადგომას

09 აგვისტო 2020, 21:52

რეგიონი

რაჭა-ლეჩხუმ-სვანეთის მაჟორიტარი დეპუტატი, გოჩა ენუქიძე სტიქიით დაზარალებულ ონის მუნიციპალიტეტის სოფლებში იმყოფებოდა

რაჭა-ლეჩხუმ-სვანეთის მაჟორიტარი დეპუტატი, გოჩა ენუქიძე სტიქიით დაზარალებულ ონის მუნიციპალიტეტის სოფლებში, ღებში, ჭიორასა და გლოლაში იმყოფებოდა. დეპუტატი პირადად გაეცნო სამუშაოებს, რომელიც სტიქიის სალიკვიდაციოდ ხორციელდება. ასევე ადგილზე ესაუბრა მოსახლეობას და მათგან პრობლემატური საკითხები მოისმინა.

ტომას ჰენდრიკ ილვესი

09 აგვისტო 2020, 21:40

პოლიტიკა

ტომას ჰენდრიკ ილვესი: სააკაშვილს ვუთხარი, რომ არაფერი გაეკეთებინა. არაფერი მიპასუხა. გამოვიდა, რომ არ მომისმინა

„რუსეთის საქართველოში შემოჭრამდე ერთი დღით ადრე სააკაშვილმა დამირეკა. მე აქ, სახლში ვიყავი. მან მითხრა, რომ რუსეთი საქართველოს ბომბავდა და მას რაღაც უნდა ემოქმედა. მე მას ვუთხარი, რომ არაფერი გაეკეთებინა. ეს იყო ჩემი შინაგანი წინათგრძნობა - არ გააკეთო არაფერი. არაფერი მიპასუხა. გამოვიდა, რომ არ მომისმინა. როდესაც სერიოზული კრიზისი გაქვს ბევრ ადამიანს ეკითხები აზრს. 12 წლის შემდეგ და ამ გადმოსახედიდან შეგვიძლია ვთქვათ, რომ ეს იყო შეცდომა. მაგრამ როდესაც მოვლენების შუაგულში ხარ, კიდევ ბევრი რამ არ იცი. ბევრი გაძლევს რჩევას, ბევრის გჯერა. ვერ აფასებ სათანადოდ მოვლენებს და უშვებ შეცდომებს“, - იხსენებს ყოფილი პრეზიდენტი.

09 აგვისტო 2020, 21:39

საზოგადოება

თბილისის ანძა ლიბანის დროშის ფერებში განათდა

ლიბანელი ხალხის მხარდასაჭერად თბილისის ანძა ლიბანის დროშის ფერებში განათდა, - ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, ამ ტრაგიკულ დღეებში საქართველო ლიბანელი ხალხის გვერდით არის!- ეს არის საქართველოს გზავნილი ლიბანისადმი.

ლუკაშენკო

09 აგვისტო 2020, 21:26

მსოფლიო

ოფიციალური ეგზიტპოლებით ბელარუსის საპრეზიდენტო არჩევნებზე ალექსანდრ ლუკაშენკო ლიდერობს

ქვეყნის ცესკოს მონაცემებით, 18:00 საათისთვის ამომრჩევლის აქტივობამ 80% შეადგინა. ოფიციალური ეგზიტპოლების მიხედვით, ქვეყნის მოქმედმა პრეზიდენტმა, ალექსანდრ ლუკაშენკომ ხმათა 79,7% შეაგროვა. მის მთავარ კონკურენტს, სვეტლანა ტიხანოვსკაიას ხმა ამომრჩეველთა 6,8%-მა მისცა.

სალომე ზურაბიშვილი

09 აგვისტო 2020, 21:22

კულტურა

სალომე ზურაბიშვილი ანზორ ერქომაიშვილს: თქვენი ცხოვრება სწორედ იმის უწყვეტი დადასტურებაა, რომ ჩვენი ხალხური, მრავალხმიანი მუსიკა ჩვენი იდენტობის მატარებელია

საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა ანზორ ერქომაიშვილს ბრწყინვალების ორდენი დღეს ქართული საგუნდო მუსიკის, ფოლკლორის განვითარებისა და პოპულარიზაციის საქმეში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისათვის, ნაყოფიერი პედაგოგიური, საზოგადოებრივი მოღვაწეობისა და ქვეყნის წინაშე აღმატებული ღვაწლისათვის, სოფელ აცანაში, საზეიმოდ გადასცა, - ამის შესახებ ინფორმაციას პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს.

09 აგვისტო 2020, 21:12

რეგიონი

გოჩა ენუქიძე: ონის მუნიციპალიტეტის ყველა სოფელში ვითარება სტაბილურია და სამუშაოები ინტენსიურად მიმდინარეობს

რაჭა-ლეჩხუმ-სვანეთის მაჟორიტარი დეპუტატი, გოჩა ენუქიძე სტიქიით დაზარალებულ ონის მუნიციპალიტეტის სოფლებში, ღებში, ჭიორასა და გლოლაში იმყოფებოდა, - ამის შესახებ მაჟორიტარი დეპუტატი Facebook-ის ოფიციალურ გვერდზე ავრცელებს ინფორმაციას. მისი თქმით, სტიქიის ზონაში ამ ეტაპზე, ონის მუნიციპალიტეტის ყველა სოფელში ვითარება სტაბილურია და სამუშაოები ინტენსიურად მიმდინარეობს.

09 აგვისტო 2020, 20:56

კულტურა

მიხეილ ჩხენკელმა ანზორ ერქომაიშვილს ბრწყინვალების ორდენით დაჯილდოება მიულოცა

საქართველოს პრეზიდენტმა სახელოვანი მუსიკოსი და ლოტბარი, კომპოზიტორი, მსოფლიოს სხვადასხვა არქივში მიმობნეული ქართული სიმღერების ჩანაწერების მომძიებელი და გამომცემელი, ანსამბლების: „რუსთავისა“ და „მართვეს“ დამაარსებელი, ანზორ ერქომაიშვილი ბრწყინვალების ორდენით დააჯილდოვა. ღონისძიებას საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრი მიხეილ ჩხენკელი დაესწრო და ანზორ ერქომაიშვილს საპატიო ჯილდოს მიღება მიულოცა, - ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს განათლების სამინისტრო ავრცელებს.