imedi /  25 დეკემბერი 2018, 17:45 / სანდო წყარო

59-ე საზოგადოებრივი ცენტრი დმანისში გახსნა

დმანისი

დმანისის საზ. ცენტრი

იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა ქალაქ დმანისში 59-ე საზოგადოებრივი ცენტრი გახსნა. ინფორმაციას იუსტიციის სამინისტრო ავრცელებს.

რეგიონებში საზოგადოებრივი ცენტრების მშენებლობა იუსტიციის მინისტრის ინიციატივით 2013 წლიდან მიმდინარეობს. ინიციატივის მიზანი ადგილობრივი მოსახლეობისთვის სახელმწიფო სერვისების ხელმისაწვდომობის გაზრდაა.

გახსნის ფარგლებში მინისტრმა ადგილობრივ მცხოვრებ შშმ პირს საქართველოს მოქალაქის პასპორტი გადასცა. აქცია შშმ პირებისათვის უფასო პირადობის მოწმობებზე 10 დეკემბერს გამოცხადდა და ის 11 იანვრამდე გრძელდება.

საზოგადოებრივი ცენტრის მუშაობა მოსახლეობას საშუალებას აძლევს, საჯარო და კერძო სექტორის 200-ზე მეტი სერვისით ისარგებლოს, კერძოდ: სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს (მაგ., აიღოს პირადობის დამადასტურებელი საბუთი, დაარეგისტრიროს ქორწინება და ა.შ.), საქართველოს ეროვნული არქივის, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს და სოციალური მომსახურების სააგენტოს სერვისებით. საზოგადოებრივი ცენტრები საჯარო და კერძო სექტორის წარმატებული თანამშრომლობის საუკეთესო მაგალითია. ცენტრებში განთავსებულია კერძო კომპანიების − „მაგთიკომის“ და „ლიბერთი ბანკის“ − ფილიალები, რაც პენსიონერებს საშუალებას აძლევს, ქალაქიდან გაუსვლელად აიღონ პენსია. მოსახლეობას შეუძლია, ასევე, ცენტრებში 24-საათიანი უკაბელო უფასო ინტერნეტითა და სკაიპის ოთახით ისარგებლოს. გარდა ამისა, იუსტიციის მინისტრის გადაწყვეტილებით, ყველა ახალგახსნილ საზოგადოებრივ ცენტრში პრობაციონერებს პრობაციის ეროვნული სააგენტოს წარმომადგენელი მოემსახურება. დღეისათვის, დმანისის გარდა, პრობაციის სერვისების მიღება საჩხერის, წნორისა და წალკის საზოგადოებრივ ცენტრებშია შესაძლებელი.

სახელმწიფო და კერძო სექტორის სერვისების მიღების გარდა, დმანისის მოსახლეობას საზოგადოებრივ ცენტრში შეუძლია, ისარგებლოს უახლესი ტექნიკით აღჭურვილი ბიბლიოთეკით, სადაც ელექტრონულ წიგნებთან ერთად ბეჭდური გამოცემებიცაა. ბეჭდური და ციფრული ბიბლიოთეკა, უფასო ინტერნეტი მოზარდებსა და ახალგაზრდებს საშუალებას აძლევს, სწავლების თანამედროვე მეთოდების გამოყენებით შეიძინონ ცოდნა. ინტერნეტის მეშვეობით მათ შეუძლიათ, მიიღონ მათთვის საჭირო და საინტერესო უახლესი ინფორმაცია ამა თუ იმ საკითხზე, რის შესაძლებლობასაც ისინი მანამდე მოკლებული იყვნენ.

ბიბლიოთეკაში მოწყობილია საქართველოს დამოუკიდებლობის 100 წლისთავისადმი მიძღვნილი ფოტოგამოფენა სახელწოდებით „საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკა“. გამოფენაზე წარმოდგენილია საქართველოს ეროვნულ არქივში დაცული ფოტოდოკუმენტური მასალების ასლები, რომლებიც 1918-21 წლების მნიშვნელოვან მოვლენებს ასახავს.

ამჟამად მთელი ქვეყნის მასშტაბით, დმანისის ცენტრის გარდა, თანამედროვე სტანდარტების 58 საზოგადოებრივი ცენტრი მოქმედებს. 

დღეისათვის მთელი საქართველოს მასშტაბით ცენტრები ფუნქციონირებს 10 რეგიონის 40 მუნიციპალიტეტში: ზეინდარში, შაშიანში, სართიჭალაში, გომში, რუისში, ჭალადიდში, ხევში, მანგლისში, კოდაში, ფოკაში, ნიგოითში, ჯვარში, შორაპანში, ყვარელწყალში, მუხაესტატეში, გეგუთში, მეჯვრისხევში, კაჭრეთში, ხიდისთავში, ნუკრიანში, კორბოულში, ღორეშაში, კაზრეთში, შილდაში, ორსანტიაში, ქვემო ნატანებში, კაბალში, ლენტეხში, ჩაქვში, ხრეითში, სადახლოში, რუხში, დიდ ჯიხაიშში, მარტყოფში, იორმუღანლოში, არხილოსკალოში, ტყვიავში, ვალეში, ბერძენაულში, უსახელოში, კიცხში, ლაჯანაში, ბარალეთში, კუმურდოში, წალკაში, კოხნარში, ბაკურიანში, თბილისში (გლდანში), მეორე სვირში, ფასანაურში, ჯგალში, ლანჩხუთში, აწყურში, სანიორე-ნაფარეულში, ზედა საზანოში, ლესიჭინეში, საჩხერესა და წნორში.

ყველა სიახლე

12 მაისი 2026, 13:39

რეგიონი

ზურაბ პატარაძე ხელვაჩაურის მერიისა და საკრებულოს თანამშრომლებს შეხვდა

აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერიისა და საკრებულოს თანამშრომლებსა და ხელმძღვანელ პირებს შეხვდა. ინფორმაციას აჭარის მთავრობა ავრცელებს.

12 მაისი 2026, 13:18

ტექნოლოგიები

კვლევა: 5-დღიანი სამუშაო კვირა სიმსუქნის რისკს უკავშირდება

სიმსუქნის დონე უფრო მაღალია იმ ქვეყნებში, სადაც სამუშაო ცვლები ხანგრძლივია, ხოლო სამუშაო დღეების რაოდენობა - დიდი. როგორც გამოცემა The Guardian წერს, ამ დასკვნამდე მივიდა საერთაშორისო მეცნიერთა ჯგუფი კვლევის საფუძველზე, რომელიც მათ სტამბოლში გამართულ სიმსუქნის ევროპულ კონგრესზე წარადგინეს.

დავით ქართველიშვილი

12 მაისი 2026, 13:10

პოლიტიკა

დავით ქართველიშვილი: 142-ე პატრიარქის არჩევა მხოლოდ ქართული ეკლესიის შიდა საკითხი აღარ არის, ეს არის მოვლენა, რომელსაც ყურადღებით აკვირდებიან მოსკოვში, ბრიუსელში, ვაშინგტონსა და მთლიანად მართლმადიდებლურ სამყაროში

„Reuters-ი ასევე ხაზგასმით აღნიშნავს, რომ ეს არჩევნები იმითაც არის საყურადღებო, რომ თანამედროვე მსოფლიოში ბრძოლა მიდის არა მხოლოდ ტერიტორიებისთვისა და ენერგომარშრუტებისთვის, არამედ იმისთვისაც, ვინ შეძლებს საკუთარი სარწმუნოების, ტრადიციებისა და ეროვნული იდენტობის შენარჩუნებას. ამრიგად, გუშინდელმა დღემ თუ საღი აზრის გარშემო გააერთიანა დასავლური მედიაც კი, ქართულ სადეზინფორმაციო საშუალებებს მაინც არაფერი ეშველა და ისინი რჩებიან "პრეზიდენტ" ზურაბიშვილის და „პატრიარქ“ დოროთე პირველის ტყვეობაში, КГБ-ს ეფრეიტორ სააკაშვილის გათავისუფლების მისიით შეპყრობილები“, - წერს დავით ქართველიშვილი.

ურსულა ფონ დერ ლაიენი

12 მაისი 2026, 13:07

მსოფლიო

Bloomberg: ევროკავშირში ურსულა ფონ დერ ლაიენის ხელში ძალაუფლების კონცენტრაციით უკმაყოფილოები არიან

სააგენტო Bloomberg-ი ცნობით, ევროკავშირში იზრდება უკმაყოფილება იმით, რომ ევროკომისიის პრეზიდენტი, ურსულა ფონ დერ ლაიენი გადაწყვეტილების მისაღებად საჭირო ძალაუფლების კონცენტრირებას საკუთარ ხელში ახდენს და ევროკავშირის აღმასრულებელ ორგანოში მიკრომენეჯმენტით არის დაკავებული.

მამუკა მდინარაძე

12 მაისი 2026, 13:03

პოლიტიკა

მამუკა მდინარაძე: დღეს მართლაც ისტორიული დღეა. მინდა ძალიან გულწრფელად მივულოცო პატრიარქს

დღეს მართლაც ისტორიული დღეა, მინდა ძალიან გულწრფელად მივულოცო პატრიარქს, - განუცხადა „ქრონიკას“ სახელმწიფო მინისტრმა მამუკა მდინარაძემ სვეტიცხოველში, პატრიარქ შიო მესამის აღსაყდრებასთან დაკავშირებით.

12 მაისი 2026, 12:40

საზოგადოება

პარიზში ქართული ღვინის პრეზენტაცია-დეგუსტაცია გაიმართა

ღონისძიებაში მონაწილეობა ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარის მოადგილემ თამთა ყველაიძემ მიიღო. მისი განცხადებით, მსგავსი ფორმატის ღონისძიებები ხელს უწყობს ქართული ღვინის პოპულარიზაციას, საექსპორტო ბაზრების დივერსიფიცირებასა და საერთაშორისო ბაზრებზე ქართული ღვინის, როგორც უნიკალური ნიშური პროდუქტის, პოზიციონირების გაძლიერებას.

შიო III

12 მაისი 2026, 12:37

საზოგადოება

აშშ-ის საელჩო საქართველოში: შეერთებული შტატები გულითადად ულოცავს საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიას და მის მრევლს მისი უწმინდესობისა და უნეტარესობის, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი შიო III-ის არჩევას

აშშ-ის საელჩო საქართველოში შიო III-ს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქად არჩევას ულოცავს.

12 მაისი 2026, 12:11

მსოფლიო

ზელენსკის ყოფილი პრესმდივანი: ზელენსკიმ 2019 წელს პუტინს პირობა მისცა, რომ უკრაინა ნატოს წევრი არ გახდებოდა

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ 2019 წელს რუსეთის ლიდერს, ვლადიმერ პუტინს პირობა მისცა, რომ უკრაინა ნატოს წევრი არ გახდებოდა, - განაცხადა ზელენსკის ყოფილმა პრესმდივანმა, იულია მენდელმა.

12 მაისი 2026, 11:59

პოლიტიკა

„ნაცმოძრაობის“ ლიდერი ნიკა ნარსია პატრიარქის ინტრონიზაციაზე: აი თქვენი დედაც მოვ***ნ რა...

„ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერი ნიკა ნარსია პატრიარქის ინტრონიზაციას სოციალურ ქსელში ეხმიანება.

12 მაისი 2026, 11:56

სამართალი

ქვემო ქართლის პოლიციამ დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების ბრალდებით ერთი პირი დააკავა

შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის რუსთავის საქალაქო სამმართველოს თანამშრომლებმა, დიდი ოდენობით ჩადენილი თაღლითობის ბრალდებით ერთი პირი დააკავეს. ინფორმაციას შსს ავრცელებს.

12 მაისი 2026, 11:54

პოლიტიკა

საქართველოს სამუშაო ვიზიტის ფარგლებში აზერბაიჯანის რესპუბლიკის შინაგან საქმეთა სამინისტროს დელეგაცია ეწვია

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ, აზერბაიჯანის რესპუბლიკის შინაგან საქმეთა სამინისტროს დელეგაციას კახეთის რეგიონში უმასპინძლა. ორი ქვეყნის მოსაზღვრე რეგიონების საპოლიციო დანაყოფების ხელმძღვანელი პირებით დაკომპლექტებულ დელეგაციას აზერბაიჯანის სამძებრო დეპარტამენტის უფროსი, მუზაფფარ მამედოვი ხელმძღვანელობდა. ინფორმაციას შსს ავრცელებს.

12 მაისი 2026, 11:51

სამართალი

ქვემო ქართლის პოლიციამ დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების ბრალდებით ერთი პირი დააკავა

შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის რუსთავის საქალაქო სამმართველოს თანამშრომლებმა, დიდი ოდენობით ჩადენილი თაღლითობის ბრალდებით ერთი პირი დააკავეს. ინფორმაცია შსს ავრცელებს.

12 მაისი 2026, 11:49

სამართალი

სამართალდამცველებმა დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების ბრალდებით ერთ პირი დააკავეს

სამართალდამცველების მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა სარემონტო სამუშაოების შესრულებისთვის, მოქალაქეების მიერ სხვადსხვა დროს გადახდილი 120 000 ლარი თაღლითურად მიისაკუთრა და ვალდებულება არ შეასრულა.

12 მაისი 2026, 11:48

სამართალი

სამეგრელოს პოლიციამ დიდი ოდენობით ჩადენილი ქურდობის ბრალდებით 1 პირი დააკავა

გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებული, ფოთის რკინიგზის სადგურის ტერიტორიაზე მატარებლის ვაგონის ავზიდან, ფარულად ჩამონტაჟებული მილის მეშვეობით, 3 000-მდე ლიტრ საწვავს უკანონოდ დაეუფლა.

12 მაისი 2026, 11:28

საზოგადოება

ყოვლად სომეხთა კათალიკოსი შიო III-ს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქად არჩევას ულოცავს - თქვენი გამორჩევა, საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიისადმი თქვენი მრავალწლიანი ერთგული მსახურების ნათელი დასტურია

ყოვლად სომეხთა კათალიკოსი გარეგინ II შიო III-ს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქად არჩევას ულოცავს.

12 მაისი 2026, 11:19

ეკონომიკა

მარიამ ქვრივიშვილმა ავიაკომპანიების წარმომადგენლებთან ზაფხულის სანავიგაციო სეზონზე ავიაბაზრის არსებული ტენდენციები განიხილა

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი მარიამ ქვრივიშვილი, მინისტრის მოადგილე თამარ იოსელიანთან ერთად, სხვადასხვა ავიაკომპანიების წარმომადგენლებს შეხვდა. სამუშაო შეხვედრის მთავარ მიზანს ქვეყნის აეროპორტებში ზაფხულის სანავიგაციო სეზონის შეუფერხებელი ოპერირება და სამომავლო გეგმების კოორდინაცია წარმოადგენდა. აღინიშნა, რომ სახელმწიფო რჩება ავიაკომპანიების მუდმივ პარტნიორად და მზად არის, მაქსიმალურად შეუწყოს ხელი სექტორში სტაბილურობის შენარჩუნებასა და დაკავშირებადობის შემდგომ ზრდას.

ვოლოდიმირ ზელენსკი

12 მაისი 2026, 11:03

მსოფლიო

ზელენსკის ყოფილი პრესმდივანი: ბევრ ადამიანს შევხვდი, რომლებმაც დამიდასტურეს, რომ მათ ზელენსკი სხვადასხვა კლუბში ნარკოტიკების მოხმარებისას უნახავთ

უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის ყოფილი პრესმდივნის, იულია მენდელის განცხადებით, მისთვის ბევრ ადამიანს უთქვამს, რომ ზელენსკი ნარკოტიკებს მოიხმარს.

12 მაისი 2026, 10:29

პოლიტიკა

პატრიარქის ინტრონიზაციას ბიძინა ივანიშვილი ესწრება

ახლადარჩეული პატრიარქის შიო მესამის ინტრონიზაციას „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი ესწრება.

ვოლოდიმირ ზელენსკი

12 მაისი 2026, 10:21

მსოფლიო

უკრაინის პრეზიდენტის ყოფილი პრესმდივანი: 2022 წელს ზელენსკი მზად იყო დონბასი რუსეთისთვის დაეთმო

უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის ყოფილმა პრესმდივანმა, იულია მენდელმა განაცხადა, რომ ზელენსკი 2022 წელს ომის შესაჩერებლად მზად იყო დონბასიდან უკრაინული ჯარი გაეყვანა.

12 მაისი 2026, 10:08

კულტურა

„ბზიკები“ ევროვიზიაზე დღეს წარდგებიან

ვენაში დღეს ევროვიზია 2026-ის პირველი ნახევარფინალი გაიმართება. მაყურებლის წინაშე 15 ქვეყნის, მათ შორის საქართველოს წარმომადგენლები წარდგებიან.