imedi /  30 დეკემბერი 2018, 13:50 / სანდო წყარო

შობის მარხვა სამი დღით თევზით გახსნილდება

ილია მეორე

ილია მეორე

საქართველოს პატრიარქის, უწმინდესისა და უნეტარესის კურთხევით, შობის მარხვა 31 დეკემბერს, 1-ელ და 2 იანვარს თევზით ხსნილია. ინფორმაციას „ინტერპრესნიუსი“ ავრცელებს.

შობის დღესასწაულთან დაკავშირებით, კვირას, 11:00 საათზე იქნება დახვედრა უწმინდესის, წაიკითხება საშობაო ეპისტოლე, წმინდა სერობის ჟამი და წმინდა ცისკრის ჟამი.

მართლმადიდებელი ეკლესია შობის ბრწყინვალე დღესასწაულს 7 იანვარს აღნიშნავს.

ყველა სიახლე

კახა კალაძე

12 აგვისტო 2020, 13:31

საზოგადოება

თბილისის მერია „გოცირიძის“, ვარკეთილისა“ და ავლაბრის“ გარდა, ათი მეტროსადგურის რეაბილიტაციას გეგმავს

თბილისის მეტროს რეაბილიტაციის პროექტის ფარგლებში, მეტროსადგურებზე: „გოცირიძე“, „ვარკეთილი“ და „ავლაბარი“ სამუშაოები უკვე მიმდინარეობს, ხოლო დამატებით ათ სადგურზე, ასევე, მასშტაბური სარეკონსტრუქციო-სარეაბილიტაციო სამუშაოები იგეგმება, - ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა. თბილისის მერის თქმით, მეტროსადგურებზე მათი გახსნიდან დღემდე, უპრეცენდენტო მასშტაბური განახლების სამუშაოები ხორციელდება.

12 აგვისტო 2020, 13:31

ტექნოლოგიები

Xiaomi-მ გამჭვირვალე ტელევიზორი წარადგინა

ტელევიზორ Mi TV Lux Transparent Edition-ს ნახევრად გამჭვირვალე OLED-პანელი აქვს, რომლის დიაგონალიც 139 სანტიმეტრია. ეკრანზე გამოსახულების გამოყვანისას მომხმარებელს შეუძლია დაინახოს ის, რაც ტელევიზორის უკან მდებარეობს. ეკრანის განახლების სიჩქარე 120 ჰერცია, ფერის სიღრმე - 10 ბიტი. Xiaomi-ს განცხადებით, ტელევიზორი MediaTek 9650-ის ჩიპზე მუშაობს. კორპუსის სისქე 5,7 მილიმეტრია.

ირაკლი ღარიბაშვილი
მალხაზ ურთმელიძე

12 აგვისტო 2020, 13:21

თავდაცვა

სამხედრო ჰოსპიტალს ახალი ხელმძღვანელი ჰყავს

საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ჰოსპიტალის ახალ დირექტორს დღეს ირაკლი ღარიბაშვილმა უმასპინძლა. თავდაცვის მინისტრმა სამხედრო ჰოსპიტალის ხელმძღვანელთან სამედიცინო დაწესებულების განვითარების გეგმების შესახებ იმსჯელა და სამომავლო საქმიანობაში მხარდაჭერა აღუთქვა.

მარიამ ქვრივიშვილი

12 აგვისტო 2020, 13:20

COVID19

მარიამ ქვრივიშვილი: საქართველოს მთავრობის მიერ მიღებულმა გადაწყვეტილებებმა განაპირობა, რომ სვანეთში ვირუსის გავრცელების პრევენცია, ფაქტობრივად, მიღწეულია

„საკოორდინაციო საბჭოს დავალებით ჩვენ ძალიან აქტიურად ვმუშაობთ სვანეთში, პირდაპირი კონტაქტი გვაქვს დამყარებული იქ მყოფ ფაქტობრივად, ყველა დამსვენებელთან. დღევანდელი მონაცემებით, ჩატარდა ძალიან ბევრი სამუშაოები და შეგვიძლია ვთქვათ, რომ 900-ზე მეტი ადამიანი სვანეთიდან გამოყვანილია. ისინი დაბინავებულები არიან საკარანტინო სივრცეებში“, - განაცხადა ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა მთავრობის საკოორდინაციო საბჭოს დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე.

12 აგვისტო 2020, 13:13

ეკონომიკა

„კავკასუს ონლაინი“ „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ კანონში ცვლილებებს საკონსტიტუციო სასამართლოში გაასაჩივრებს

ინტერნეტის უმსხვილესი საბითუმო მიმწოდებელი რეგიონში, „კავკასუს ონლაინი“ ბოლო პერიოდში, ერთნაირად მოექცა მედიის, მთავრობის, პარლამენტის, კომუნიკაციების კომისიისა და არასამთავრობო ორგანიზაციების ყურადღების ქვეშ. უფრო მეტიც, საპარლამენტო მუშაობაში ეს ერთ-ერთი უიშვიათესი (თუ ერთადერთი არა) შემთხვევაა, როცა დარგობრივი კომიტეტის სხდომა ღამის 2 საათამდე გაგრძელდა.

12 აგვისტო 2020, 13:01

ეკონომიკა

შემოსავლების სამსახურსა და საქართველოს ფოსტას შორის მემორანდუმი გაფორმდა

ფინანთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურსა და საქართველოს ფოსტას შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. დოკუმენტს ხელი ორი უწყების ხელმძღვანელმა პირებმა, ლევან კაკავამ და ლევან ჩიკვაიძემ მოაწერეს. შემოსავლების სამსახურის ინფორმაციით, მემორანდუმის გაფორმების მიზანი, საერთაშორისო ვაჭრობაში მონაწილე პირთათვის საზღვრის კვეთისას, გამარტივებული საბაჟო კონტროლის პროცედურებისა და ზედამხედველობის განხორციელება, ასევე, მომსახურების ხარისხის გაუმჯობესება და ინფორმაციის წინასწარი დამუშავების უზრუნველყოფაა.

12 აგვისტო 2020, 12:58

რეგიონი

დევნილთა სააგენტოს დირექტორი წინამძღვრიანთკარში მცხოვრებ დევნილ ოჯახებს შეხვდა

დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს დირექტორმა ბესარიონ სიმონიშვილმა წინამძღვრიანთკარში მცხოვრებ იძულებით გადაადგილებულ ოჯახებთან შეხვედრა გამართა, - ამის შესახებ ინფორმაციას დევნილთა სააგენტო ავრცელებს. ბესარიონ სიმონიშვილმა შეხვედრის მონაწილე დევნილებს სააგენტოში არსებული პროექტების შესახებ დეტალური ინფორმაცია მიაწოდა და მათი პრობლემები პირადად მოისმინა.

მიწისძვრა

12 აგვისტო 2020, 12:54

რეგიონი

საქართველოში მიწისძვრა მოხდა

საქართველოში მიწისძვრა მოხდა. დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტი-სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, ბიძგები თბილისის დროით 11:31 საათზე, ქალაქ ტყვარჩელიდან ჩრდილოეთით, სოფელ მარჯვენა პტიშთან დაფიქსირდა.

12 აგვისტო 2020, 12:54

COVID19

ყაზბეგის მუნიციპალიტეტში ინფიცირებულთა რაოდენობა 4-მდე გაიზარდა

მცხეთა-მთიანეთის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ხელმძღვანელის, ბადრი კუკულაძის ინფორმაციით, ყაზბეგის მუნიციპალიტეტში ინფიცირებულთა რაოდენობა 4-მდე გაიზარდა. ახალი გამოვლენილი შემთხვევაც ლარსის საბაჭო-გამშვებ პუნქტს უკავშირედება. სოფელი გარბანის შემდეგ PCR ტესტირება სოფელ არშასა და დაბა სტეფანწმინდაშიც ჩატარდება, თუმცა გარბანისგან განსხვავებით ამ დასახლებებში მასობრივი ტესტირება არ დაიწყება ა და კვლევა იქნება მიზნობრივი. ყველა ტესტის პასუხი სავარაუდოდ ხვალვე გახდება ცნობილი და სწორედ ამის შემდეგ მიიღებენ ეპიდემიოლოგები გადაწყვეტილებას შემდეგი ნაბიჯების შესახებ.

მარიამ ქვრივიშვილი

12 აგვისტო 2020, 12:53

საზოგადოება

მარიამ ქვრივიშვილი: ყველაფერს ვაკეთებთ იმისთვის, რომ ამ ვითარებას სვანეთზე გრძელვადიანი დარტყმა არ ჰქონდეს

„ძალიან მცირე პერიოდში მოხდა ადამიანების კარანტინში გადაყვანა, კონკრეტულ ლოკაციებზე გადაადგილების შეზღუდვაც. ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ იმისთვის, რომ ამას არ ჰქონდეს გრძელვადიანი დარტყმა სვანეთზე, ყველამ ერთად უნდა შევქმნათ ის უსაფრთხო გარემო, მათ შორის სვანეთში, რომელიც საერთაშორისო მოგზაურებს დაარწმუნებს იმაში, რომ საქართველოში მოგზაურობა უსაფრთხოა“, - აღნიშნა მარიამ ქვრივიშვილმა.

კახა კალაძე

12 აგვისტო 2020, 12:41

საზოგადოება

კახა კალაძე: დარწმუნებული ვარ, ჩვენი გონიერებით, სწავლით, კიდევ ბევრჯერ ვიზეიმებთ გამარჯვებას

დედაქალაქის მერი კახა კალაძე მოსახლეობას დიდგორობას ულოცავს და აცხადებს, რომ ქართველი ხალხი გამარჯვებას კიდევ ბევრჯერ იზეიმებს. როგორც მან მუნიციპალიტეტის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე აღნიშნა, 12 აგვისტო ქართველი ერის სიძლიერის და მტერზე გამარჯვების სიმბოლოა.

მარიამ ქვრივიშვილი

12 აგვისტო 2020, 12:41

COVID19

მარიამ ქვრივიშვილის განცხადებით, ყაზბეგის ჩაკეტვის საფუძველი არ არსებობს

„ყაზბეგში არ შეინიშნება საგანგაშო მდგომარეობა, ამ ეტაპისთვის არ არის ისეთი საგანგაშო მდგომარეობა, რომელმაც შესაძლოა განაპირობოს რეგიონის ჩაკეტვა. ყაზბეგის ნაწილში არავითარი მსგავსი გეგმა არ არსებობს“, - განაცხადა მარიამ ქვრივიშვილმა.

12 აგვისტო 2020, 12:40

COVID19

ბათუმში კორონავირუსი 54 წლის ქალს დაუდასტურდა

ბათუმში კორონავირუსი 54 წლის ქალს დაუდასტურდა, რომელსაც თურქეთში მოგზაურობის ისტორია აქვს და ის საკარანტინო სივრცეში იმყოფებოდა. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია. ინფიცირებული რესპუბლიკურ საავადმყოფოშია მოთავსებული, სადაც ჯამში 17 კოვიდინფიცირებული მკურნალობს.

კახა კალაძე

12 აგვისტო 2020, 12:40

საზოგადოება

10 სექტემბრიდან პეკინის გამზირსა და მიმდებარე ქუჩებზე ზონალურ-საათობრივი პარკირების სისტემა ამოქმედდება

პეკინის გამზირსა და მიმდებარე ქუჩებზე 10 სექტემბრიდან უკვე ძალაში შევა ზონალურ-საათობრივი პარკირების სისტემა, - ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა. მისივე თქმით, იმისთვის, რომ ფასიანი სისტემის ამოქმედებიას ადგილობრივ მცხოვრებლებს სატრანსპორტო საშუალებების პარკირების საფასურის გადახდა არ მოუწიოთ, მათ დარჩენილ დროში რეგისტრაცია უნდა გაიარონ.

12 აგვისტო 2020, 12:37

ეკონომიკა

გორში „თიბისის“ დახმარებით მარწყვის სათბურები გაშენდება

ფერმერი რამაზ ყაყიტაშვილი გორის რაიონის სოფელ გარეჯვარში მარწყვის სათბურების მფლობელია. „თიბისის“ მხარდაჭერით ფერმერი მეურნეობას მნიშვნელოვნად აფართოებს და მეზობელ სოფელ რეხაში 15-მდე ახალ სათბურს აშენებს. შეღავათიანი აგროკრედიტით და პროგრამაში „დანერგე მომავალი“ მონაწილეობით ფერმერი ბაღების გაშენებას სოფელ კარალეთშიც აპირებს - 3 ჰა ფართობზე ჟოლოს, ხოლო 1 ჰა ფართობზე მსხლის ნერგების დარგვა იგეგმება.

კახა კალაძე

12 აგვისტო 2020, 12:37

საზოგადოება

წყლის დაბინძურების პრევენციის მიზნით თბილისის ზღვაზე სანიტარული დაცვის არეალები განისაზღვრა

ჰიდროლოგიური კვლევის შედეგად დადგინდა თბილისის ზღვის სანიტარული დაცვის არეალები და ზუსტი კოორდინატებით აისახა დედაქალაქის ინტერაქტიულ რუკაზე. თითოეული დაცვის არეალში შეიზღუდა ისეთი საქმიანობა, რომელიც წყლის დაბინძურებას გამოიწვევს, - ამის შესახებ თბილისის მთავრობის სხდომა დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ განაცხადა.

12 აგვისტო 2020, 12:35

სპორტი

ევროპა ლიგის მეოთხედფინალური ეტაპი დასრულდა და ოთხივე ნახევარფინალისტი ცნობილია

ევროპა ლიგის მეოთხედფინალური ეტაპი დასრულდა და ოთხივე ნახევარფინალისტი ცნობილია. დონეცკის „შახტარმა“, სადაც დავით ხოჭოლავა თამაშობს, საკუთარ მოედანზე „ბაზელი“ 4:1 დაამარცხა და შემდეგ ეტაპზე გავიდა. საქართველოს ნაკრების ფეხბურთელს დისკვალიფიკაციის გამო არ უთამაშია. მასპინძელთა შემადგენლობაში ბურთი მორაეშმა, ტაისონმა, ალან პატრიკმა და დოდომ გაიტანეს, „შახტარმა“ კი 3-ზე მეტი გოლი ევროპული საკლუბო ტურნირის ერთ შეხვედრაში 4-წლიანი პაუზის შემდეგ გაიტანა.

12 აგვისტო 2020, 12:34

საზოგადოება

ქიმიაში ჩაჭრილმა აბიტურიენტებმა განათლების სამინისტროსთან ბარიერის დაწევა მოითხოვეს

ეროვნულ გამოცდებში ქიმიის საგანში ჩაჭრილმა აბიტურიენტებმა განათლების სამინისტროსთან ბარიერის დაწევა მოითხოვეს. მათთან ერთან იმყოფებოდნენ ის აბიტურიენტებიც, რომლებმაც ზღვარი გადალახეს, მაგრამ ტესტების სირთულეზე საუბრობენ და მის გადახედვას მოითხოვენ. მათი თქმით, წლევანდელი ქიმიის გამოცდა რთული იყო და ამას თან პანდემიისგან გამოწვეული პრობლემებიც დაერთო. ქიმიის გამოცდის ჩასაბარებლად მინიმალური ზღვარი 18.75 ქულა იყო განსაზღვრული, მაქსიმალური ასაღები ქულა კი - 75.

მეტროსადგური

12 აგვისტო 2020, 12:31

საზოგადოება

მეტროსადგურების: „ვარკეთილსა“ და „ავლაბარის“ სარეკონსტრუქციო-სარეაბილიტაციო სამუშაოების პროექტირებაზე ხელშეკრულებები გაფორმდა

მეტროსადგურების: „ვარკეთილსა“ და „ავლაბარის“ სარეკონსტრუქციო-სარეაბილიტაციო სამუშაოების პროექტირებაზე ხელშეკრულებებია გაფორმებული, - ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა. კახა კალაძემ თბილისის მეტროპოლიტენის სადგურების რეაბილიტაციის აუცილებლობის შესახებ ისაუბრა.

კახა კალაძე

12 აგვისტო 2020, 12:28

საზოგადოება

თბილისში „ჭკვიანი“ შუქნიშნები, კამერები და კონტროლერები დაინერგება, რომლებიც ნაკადების ერთიანი მართვის ცენტრს დაუკავშირდება

თბილისის მასშტაბით დაინერგება გონიერი („ჭკვიანი“) სატრანსპორტო სისტემა, რომლის შემადგენელი შუქნიშნები, კამერები და კონტროლერები დაკავშირებული იქნება ნაკადების ერთიანი მართვის ცენტრთან. „ჭკვიანი შუქნიშნების“ სინქრონიზებული სისტემა საშუალებას მოგვცემს, შემცირდეს გზებზე საცობების რაოდენობა და შეუფერხებლად გადაადგილდეს საგანგებო მომსახურების (სასწრაფო-სამედიცინო, სახანძრო) მანქანები, - ამის შესახებ თბილისის მთავრობის სხდომა დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ განაცხადა.