imedi /  02 იანვარი 2019, 18:08 / სანდო წყარო

სოფო კილაძე პირველი მოადგილის წარდგენამდე გუნდში კონსულტაციების გამართვას აპირებს

სოფო კილაძე

სოფო კილაძე

პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე სოფო კილაძე პირველი მოადგილის წარდგენამდე გუნდში კონსულტაციების გამართვას გეგმავს.როგორც მან დასძინა პირველი მოადგილის თანამდებობაზე ასარჩევად კანდიდატურის დასახელებას ჯერჯერობით არ აპირებს. ინფორმაციას სააგენტო "ინტერპრესნიუსი" ავრცელებს.

“ჩვენ გადაწყვეტილებებს ვიღებთ გუნდში. ისეთი მნიშვნელოვანი თანამდებობა, როგორიცაა ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე, ბუნებრივია, აუცილებლად გუნდში უნდა შეთანხმდეს. კანდიდატურას მას შემდეგ წარვადგენ, რაც მოხდება შეთანხმება გუნდის შიგნით. მიუხედავად იმისა, რომ ამ თანამდებობაზე პირის წარდგენა არის კომიტეტის თავმჯდომარის პრეროგატივა, გუნდურობის პრინციპი მოითხოვს იმას, რომ მოხდეს კონკრეტულ კანდიდატურაზე შეჯერება“, - აღნიშნა სოფიო კილაძემ.

ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტი უახლოეს სხდომაზე ცნობად მიიღებს გედევან ფოფხაძის განცხადებას კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილის თანამდებობიდან გადადგომის შესახებ. ფოფხაძე იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილის თანამდებობაზე აირჩიეს.

ყველა სიახლე

გიორგი ხელაშვილი

16 ივნისი 2021, 11:15

პოლიტიკა

გიორგი ხელაშვილი: საჭიროა საერთაშორისო თანამეგობრობა გადავიდეს იმაზე, რომ ნაბიჯ-ნაბიჯ ალაგდეს ის ზიანი, რაც რუსეთის ქმედებებმა მიაყენა საქართველოს

„უკვე საჭიროა საერთაშორისო თანამეგობრობა, გაერთიანებული დასავლეთი გადავიდეს იმაზე, რომ ნაბიჯ-ნაბიჯ ალაგდეს ის ზიანი, რაც რუსეთის ქმედებებმა მიაყენა ჩვენს რეგიონსა და პირველ რიგში საქართველოს. ისევე როგორც ნატოს შემთხვევაში, ამ სამიტიდან ორი რამ არის მოსალოდნელი: დასავლეთის ერთიანობის დემონსტრირება და ის, რომ რუსეთი მიხვდება, რომ წინააღმდეგობას ამ შემთხვევაში აზრი არ აქვს და მინიმუმ მოთოკავს თავის აგრესიულ ქმედებებს“, - განაცხადა ხელაშვილმა.

16 ივნისი 2021, 11:11

სამართალი

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს პოლონეთის რესპუბლიკის ეროვნული პოლიციის დელეგაცია ეწვია

შინაგან საქმეთა მინისტრმა, ვახტანგ გომელაურმა პოლონეთის რესპუბლიკის ეროვნული პოლიციის დელეგაციას უმასპინძლა, რომელსაც პოლონეთის პოლიციის მთავარი კომენდანტის მოადგილე, გენერალ-მაიორი პაველ დობროჯეი ხელმძღვანელობს. შინაგან საქმეთა მინისტრთან შეხვედრას დელეგაციასთან ერთად ესწრებოდა საქართველოში პოლონეთის რესპუბლიკის ელჩი, მარიუშ მაშკევიჩი.

16 ივნისი 2021, 11:10

სამართალი

„ქურდული სამყაროს“ წევრობისა და „ქურდულ შეკრებაში“ მონაწილეობის ბრალდებით ქუთაისში 3 პირი დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის და განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის თანამშრომლებმა, დასავლეთ საქართველოს საოლქო პროკურატურასთან ერთად, ქუთაისში ჩატარებული სპეციალური ოპერატიული ღონისძიებების შედეგად, მოსამართლის განჩინების საფუძველზე 3 პირი - 1996 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი თ.ჩ., 1983 წელს დაბადებული ა.მ. და 1977 წელს დაბადებული, წარსულში მრავალჯერ ნასამართლევი, ამჟამად პირობითი მსჯავრის ქვეშ მყოფი დ.ს. დააკავეს.

16 ივნისი 2021, 10:54

COVID19

კოვიდინფიცირების ახალი შემთხვევებიდან 470 თბილისში, 69 იმერეთში, 53 კი აჭარაში გამოვლინდა

„დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 811 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 470 შემთხვევა, აჭარა - 53, იმერეთი - 69, ქვემო ქართლი - 53, შიდა ქართლი - 39, გურია - 3, სამეგრელო - ზემო სვანეთი - 50, კახეთი - 38, მცხეთა-მთიანეთი - 24, სამცხე-ჯავახეთი - 6, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 6“, - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

16 ივნისი 2021, 10:53

COVID19

რამდენი ადამიანი აიცრა კოვიდვაქცინით საქართველოში

Stopcov-ზე გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, ბოლო 24 საათის განმავლობაში, საქართველოში კორონავირუსის საწინააღმდეგო აცრა 4569 ადამიანმა გაიკეთა. სულ ქვეყანაში 216 742 აცრა გაკეთდა.

16 ივნისი 2021, 10:52

COVID19

საქართველოში კორონავირუსის 811 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 356 179 შემთხვევაა დადასტურებული. მათ შორის გამოჯანმრთელდა 341 775, გარდაიცვალა 5096 პაციენტი.

16 ივნისი 2021, 10:52

COVID19

ბოლო 24 საათში საქართველოში 13 კოვიდინფიცირებული გარდაიცვალა

Stopcov-ზე გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, ბოლო 24 საათის განმავლობაში საქართველოში კიდევ 13 კოვიდინფიცირებული გარდაიცვალა.

16 ივნისი 2021, 10:43

ეკონომიკა

თიბისიმ მდგრადი განვითარების ანგარიში წარადგინა

„2020 გამოწვევით სავსე წელი იყო, როგორც საფინანსო, ისე ნებისმიერი სხვა სექტორისთვის. სირთულეების მიუხედავად, ჩვენ, როგორც კომპანიამ, პანდემიის დაწყების დღიდან არაერთი პროექტი და ინიციატივა განვახორციელეთ და არ შეგვიწყვიტავს ჩვენს მთავარ მისიაზე ზრუნვა - გავუმარტივოთ ადამიანებს ცხოვრება და ვიყოთ მომხმარებელზე ორიენტირებული კომპანია. მეამაყება, რომ დღეს მდგრადი განვითარების რეპორტს წარვადგენთ. როგორც წამყვანი ფინანსური ინსტიტუტი საქართველოში, ჩვენ წარმატებას არა მხოლოდ ფინანსური შედეგებით ვზომავთ, არამედ მნიშვნელოვან ყურადღებას ვუთმობთ საზოგადოებრივი კეთილდღეობის საკითხებს. გარემოზე პოზიტიური გავლენა და დაბალი ემისიის ეკონომიკის განვითარების ხელშეწყობა თიბისის სტრატეგიის მნიშვნელოვანი ნაწილია“, - ვახტანგ ბუცხრიკიძე, თიბისის გენერალური დირექტორი.

ნიკოლას უილიამსი

16 ივნისი 2021, 10:29

პოლიტიკა

ნიკოლას უილიამსი: როდესაც საქმე რუსეთს ეხება, მშვიდობა გარანტირებული ვერ იქნება, მაგრამ აშშ ეძებს სფეროებს, სადაც თანამშრომლობას შეიძლება ჰქონდეს პერსპექტივა

ევროპელ ლიდერთა ქსელის ექსპერტი, ერაყსა და ავღანეთში ოპერაციების ყოფილი ხელმძღვანელი ნიკოლას უილიამსი აცხადებს, რომ მშვიდობა გარანტირებული ვერ იქნება, როდესაც საქმე რუსეთს ეხება, მაგრამ აშშ ეძებს სფეროებს, როგორც ეს ბაიდენმა თქვა, სადაც თანამშრომლობას შეიძლება ჰქონდეს პერსპექტივა.

ამირან სალუქვაძე

16 ივნისი 2021, 10:29

ეკონომიკა

ამირან სალუქვაძე: აჩვენეთ ფსევდოოპოზიციას. სისულელეებზე ძიძგილაობას სჯობს ხალხს უკეთესი პროგრამები შესთავაზონ, თუ ამის შნო აქვთ

„კიდევ ერთი პატარა „ბუდკა“. 154-ე პოსტი. ქვეშეთი-კობის 23 კმ-ანი ახალი გზის მშენებლობა. ძალიან რთული პროექტია, 9 კმ-ანი სიგრძის გვირაბით, ხიდებით მთიან რელიეფში. ნახეთ ვიდეო, სულ 110 წამია. აჩვენეთ ფსევდოოპოზიციას. სისულელეებზე ძიძგილაობას სჯობს ხალხს უკეთესი პროგრამები შესთავაზონ, თუ ამის შნო აქვთ. იაფფასიანი კლოუნადები აღარაა საინტერესო. სანამ ხალხს უკეთესი არჩევანის შესაძლებლობას არ მისცემთ, იქნებით ოპოზიციაში. დანარჩენ „ბუდკებს", უფრო სწორად, ასობით საწარმოს, იხილავთ აქ“, - წერს სალუქვაძე.

პაატა იმნაძე

16 ივნისი 2021, 10:29

COVID19

პაატა იმნაძე: თუ ადამიანი ვაქცინირებულია, მაგრამ აუცრელების გარემოცვაშია, პირბადე აუცილებლად უნდა ეკეთოს

„როდესაც მე აცრილი ვარ, შეიძლება კორონა მაინც მქონდეს (ძალიან ნაკლებია ამის ალბათობა). მართალია აცრილი ნაკლებად გადამდებია, მაგრამ მაინც არის ალბათობა, რომ მან დააავადოს სხვა. ამიტომაც, თუ შენ ხარ აცრილების გარემოცვაში პრობლემა არ იქნება პირბადის მოხსნა, მაგრამ თუ არ ხარ აცრილების გარემოცვაში პირბადე უნდა გეკეთოს“, - განაცხადა პაატა იმნაძემ.

16 ივნისი 2021, 10:23

საზოგადოება

მიხეილ ჩხენკელმა მშვიდობის კორპუსის საქართველოს ოფისის დირექტორთან ახალი პროგრამები განიხილა

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმა ამერიკის შეერთებული შტატების მშვიდობის კორპუსის საქართველოს ოფისის დირექტორთან ჯეფრი გოვეიასთან შეხვედრა გამართა, სადაც მხარეებმა თანამშრომლობის გაძლიერების საკითხები განიხილეს.

Spice GIrls

16 ივნისი 2021, 10:17

კულტურა

ბოლო 14 წლის განმავლობაში პირველად Spice Girls-ი ახალ სიმღერას გამოუშვებს

საუბარი 2007 წელს ჩაწერილ სიმღერაზეა, რომელიც აქამდე საჯაროდ არ გამოცემულა. კომპოზიცია Feed Your Love ჯგუფის წევრებმა Wannabe-ს თანაავტორებთან - რიჩარდ სტენარდთან და მეტ როვთან ერთად დაწერეს. სიმღერა ჯგუფის 2007 წლის ალბომისთვის Greates Hits ჩაიწერა, თუმცა საბოლოოდ მისი ტრეკ-ლისტიდან ამოღება გადაწყდა.

ბენ ჰოჯესი

16 ივნისი 2021, 10:16

პოლიტიკა

ბენ ჰოჯესი: ბაიდენმა პუტინს უნდა უთხრას, რომ მათ პატივი უნდა სცენ საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას

ბაიდენმა პუტინს უნდა უთხრას, რომ მათ პატივი უნდა სცენ საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას ,უკრაინის ტერიტორიულ მთლიანობასა და სუვერენიტეტს, შეწყვიტონ ჩვენს შიდა საქმეებში და განსაკუთრებით არჩევნებში ჩარევა, იმოქმედონ საერთაშორისო სამართლის ნორმებისა და პრინციპების დაცვით, - ამის შესახებ ევროპაში ამერიკის შეიარაღებული ძალების ყოფილმა მთავარსარდალმა, გენერალმა ბენ ჰოჯესმა „იმედინიუსთან“ საუბარში განაცხადა.

მაკა ბოჭორიშვილი

16 ივნისი 2021, 10:15

პოლიტიკა

მაკა ბოჭორიშვილი ნატოს სამიტზე: საქართველოსთან და უკრაინასთან თანამშრომლობა აქტიურად დგას ნატოს დღის წესრიგში

ძალიან მნიშვნელოვანია ნატოს ღია კარის პოლიტიკის აქტუალურობა. საქართველოსთან და უკრაინასთან თანამშრომლობა აქტიურად დგას ნატოს დღის წესრიგში, - ამის შესახებ ბრიუსელში ოფიციალური ვიზიტით მყოფმა პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, მაკა ბოჭორიშვილმა „ქრონიკას“ განუცხადა.

16 ივნისი 2021, 10:09

საზოგადოება

როგორ ეხმარება საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამა საპენსიო ასაკის პირებს

საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამით, პენსიონერებს უფინანსდებათ: გეგმური ქირურგიული მომსახურება ანუ კარდიოქირურგია, ონკოქირურგია და სხვა სახის ქირურგიული ჩარევა. თითოეულ პაციენტზე წლიური ლიმიტი 15 ათასი ლარია და ამ ღირებულების ფარგლებში, სახელმწიფო დაფინანსება 90%-ს ანაზღაურებს.

16 ივნისი 2021, 10:04

რეგიონი

ლევან დავითაშვილი: ტყის ეროვნული აღრიცხვით მიღებული ინფორმაცია მნიშვნელოვანი იქნება სატყეო პოლიტიკის სწორად წარმართვისთვის

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი კიკეთის ტყეში ტყის ეროვნული აღრიცხვის საველე სამუშაოების მიმდინარეობას გაეცნო.

16 ივნისი 2021, 09:51

რეგიონი

ევროკავშირის მხარდაჭერით ბათუმში გამართულ დასაქმების ფორუმზე კომპანიებმა 1000–ზე მეტი ვაკანსია წარმოადგინეს

განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრმა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის დასაქმების სააგენტომ, დასაქმების მხარდაჭერის სახელმწიფო სააგენტოსთან და საქართველოს გაეროს ასოციაციასთან თანამშრომლობით, ბათუმში, მასშტაბური დასაქმების ფორუმი გამართეს, რომელზეც აჭარის რეგიონში არსებულმა 65–მა მცირე, საშუალო და მსხვილმა ბიზნესმა 1000–ზე მეტი ვაკანსია წარმოადგინა.

16 ივნისი 2021, 09:40

მსოფლიო

კიმ ჩენ ინის განცხადებით, კორონავირუსის პანდემიამ და ტაიფუნებმა ჩრდილოეთ კორეაში საკვებთან დაკავშირებით დაძაბული მდგომარეობა შექმნა

ჩრდილოეთ კორეის ლიდერის, კიმ ჩენ ინის განცხადებით, კორონავირუსის პანდემიისა და ტაიფუნების გამო ქვეყანაში საკვებთან დაკავშირებით „დაძაბული მდგომარეობაა“. ამის ​შესახებ Reuters ადგილობრივ მედიაზე დაყრდნობით წერს.

ეკატერინე ტიკარაძე

16 ივნისი 2021, 09:17

საზოგადოება

ეკატერინე ტიკარაძე კორონავირუსისგან გამოჯანმრთელდა

ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი ეკატერინე ტიკარაძე კორონავირუსისგან გამოჯანმრთელდა.