imedi /  07 იანვარი 2019, 18:14 / სანდო წყარო

ბიძინა ივანიშვილმა პატრიარქს შობა მიულოცა

ბიძინა ივანიშვილი
ილია II

ბიძინა ივანიშვილი
ილია II

პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილმა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს, ილია მეორეს შობის დღესასწაული მიულოცა.

პარტიის პრესსამსახურის ინფორმაციით, ბიძინა ივანიშვილი საპატრიარქოში მეუღლესთან ერთად იმყოფებოდა.

ბიძინა ივანიშვილი
ილია II
ბიძინა ივანიშვილი
ილია II

ყველა სიახლე

ბათუმის რესპუბლიკური საავადმყოფო

09 აპრილი 2020, 13:50

COVID19

ბათუმის რესპუბლიკური საავადმყოფო კორონავირუსით ინფიცირებულთა მკურნალობისთვის ზმად არის

სამედიცინო დაწესებულება პაციენტების მიღებას დღეიდან შეძლებს. კლინიკა აღიჭურვა იმ სამედიცინო ინვენტარითა და აპარატურით, რომელიც საჭიროა COVID 19-ის დიაგნოზის მქონე პაციენტების მისაღებად. კლინიკის აღჭურვის პროცესში სოციალური პასუხისმგებლობის ფარგლებში მონაწილეობა აჭარაში მოქმედმა კომპანიებმაც მიიღეს.

გიორგი გახარია

09 აპრილი 2020, 13:48

COVID19

გიორგი გახარია: შესაძლოა ზომები მთელი საქართველოს მაშტაბით გამკაცრდეს

ლენტეხში საგანგებო მდგომარეობის პირობების გამკაცრებასთან დაკავშირებით მთავრობა გადაწყვეტილებას საბოლოო ტესტირებების შედეგების შესაბამისად მიიღებს - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ განაცხადა, რომელიც 112-ში იმყოფებოდა. პრემიერის განმარტებით, რეგიონული კლასტერების რაოდენობა იზრდება და შესაძლოა ზომები მთელი საქართველოს მაშტაბით გამკაცრდეს „ჩვენ ველოდებით ჯერ საბოლოო ტესტირებების შედეგებს ლენტეხის კლასტერიდან. თუმცა, უკვე ისიც უნდა შევამჩნიოთ, რომ ქვეყანაში რეგიონული კლასტერების რაოდენობა იზრდება. ეს გასათვალისწინებელია. ისიც უნდა გავითვალისწინოთ, რომ ჩვენ შეიძლება მივიღოთ გადაწვეტილება ქვეყნის მასშტაბით გამკაცრების თაობაზე და არა ცალკეული რეგიონების ნაწილში იმიტომ, რომ ქობულეთში არის საკმაოდ სერიოზული კლასტერი, სერიოზული კლასტერია მარნეული და ბოლნისი, ახლა ლენტეხი გაჩნდა, ასევე რამდენიმე შემთხვევაა სამეგრელოში, ბათუმში. ვნახოთ, რა შედეგები გვექნება დღის ბოლოსთვის“, - განაცხადა გახარიამ.

გიორგი ვაშაძე

09 აპრილი 2020, 13:33

COVID19

გიორგი ვაშაძე პრემიერ მინისტრს: ჩემი გუნდის სამოქედო გეგმა გამოიყენეთ, ისარგებლეთ, იმოქმედეთ სწრაფად

საფრთხე რეალურია, მზად ვართ გავინაწილოთ პასუხისმგებლობა და ჩვენი წვლილი შევიტანოთ კრიზისის დაძლევის და ჩვენი მოქალაქეების გადარჩენის საქმეში, - ამის შესახებ აღნიშნულია „ახალი საქართველოს“ ლიდერის, გიორგი ვაშაძის განცხადებაში. გიორგი ვაშაძე პრემიერ მინისტრს გიორგი გახარიას მიმართავს და აცხადებს, რომ ქვეყნის შექმნილი სიტუაციიდან გამოსაყვანად მისი გუნდის მიერ გაგზავნილი სამოქედო გეგმა გამოიყენონ.

09 აპრილი 2020, 13:28

COVID19

დასავლეთის სარდალმა იმერეთის სამხარეო პოლიციის უფროსთან ერთად საგუშაგოები მოინახულა

საქართველოს თავდაცვის ძალების დასავლეთის სარდალი, პოლკოვნიკი ჯონი ტატუნაშვილი იმერეთის სამხარეო კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის უფროსთან, ვიცე-პოლკოვნიკ სულხან თამაზაშვილთან ერთად ქუთაისში მოწყობილ გადაადგილების კონტროლის პუნქტების მუშაობას გაეცნო. საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ხელმძღვანელი პირები ადგილზე დააკვირდნენ სამხედროებისა და სამართალდამცავების კოორდინირებულ მუშაობას, თუ როგორ ხორციელდება ერთობლივი ძალებით ავტოტრანსპორტის მოძრაობის კონტროლი, ტრანსპორტის დეზინფექცია სპეციალური ხსნარებით და მოქალაქეების პირველადი ჯანმრთელობის შემოწმება.

გიორგი გახარია

09 აპრილი 2020, 13:26

ეკონომიკა

გიორგი გახარია: ბრძოლა გვაქვს ორ ფრონტზე - ჯანმრთელობა და ეკონომიკა

მთავრობა ეკონომიკური ზრდის სერიოზულ შემცირებას ელის. ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ ჟურნალისტებს განუცხადა. მისი თქმით, შესაბამისად, მთავრობას ბიუჯეტში ცვლილებებიც შეაქვს.

გიორგი გახარია

09 აპრილი 2020, 13:25

COVID19

პრემიერის განმარტებით, სასულიერო პირების რისკჯგუფებში შეყვანა რისკების შეფასებასა და ეპიდემიის განვითარებასთან არის დაკავშირებული

„ყველას კარგად უნდა გვესმოდეს, ეს იმდენად ისეთი გამოწვევაა დღეს, არა მხოლოდ საქართველოსთვის, არამედ მსოფლიოსთვის, რომ აქ ყველანაირი პროგნოზი არის პირობითი და ყველას ეს კარგად უნდა გვესმოდეს. ყველაზე დიდი გამოწვევა გახლავთ ის, რომ ჩვენ ვმოქმედებთ ყოველდღიურ ცხოვრებაში - მთავრობები, მოქალაქეები, სახელმწიფო ინსტიტუტები, სამოქალაქო სექტორი, ისე, რომ ზუსტი პროგნოზების საშუალება, სამწუხაროდ, ჯერ არ გვაქვს. შესაბამისი ემპირიული მასალა ჯერ დაგროვილი არ არის“, - აღნიშნა პრემიერმა.

გიორგი გახარია

09 აპრილი 2020, 13:25

საზოგადოება

პრემიერის ინფორმაციით, აშშ-დან სკოლის მოსწავლეებს ხვალ სპეცრეისით ჩამოიყვანენ

აშშ-ში მყოფი ქართველი სკოლის მოსწავლეები საქართველოში სპეცრეისით ჩამოვლენ. ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ ჟურნალისტებს განუცხადა.

გიორგი გახარია

09 აპრილი 2020, 13:24

COVID19

გიორგი გახარია: ქვეყანას ჰყავს უნიკალური დაზღვევა ბიძინა ივანიშვილის სახით

ქვეყანას ჰყავს უნიკალური დაზღვევა ბიძინა ივანიშვილის სახით, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა. პრემიერის განმარტებით, თანხები სრულად მოხმარდება covid-19-თან ბრძოლას. „უნდ გვესმოდეს ერთი რამ, რომ „ქართუ“ და ბიძინა ივანიშვილი მილიარდობით ქველმოქმედებას ეწევიან ქვეყანაში. ეს კიდევ ერთი დამადასტურებელი ფაქტია ჩემთვის, როგორც მთავრობის მეთაურისთვის, რომ ჩვენ ქვეყანაში გვყავს უნიკალური დაზღვევა ადამიანის, საქართველოს მოქალაქის სახით. სადაც ქვეყანას სისტემური ჩავარდნა აქვს, ეს ადამიანი და ეს ფონდი გვეხმარება ყველგან. ეს არის უაღრესად დასაფასებელი“, - განაცხადა გიორგი გახარიამ.

გიორგი გახარია

09 აპრილი 2020, 13:15

COVID19

გიორგი გახარია: მინდა ყველას მოვუწოდო, პირველივე სიმპტომების გაჩენისთანავე დარეკოთ 112-ზე

„ტელემედიცინა არის ის შესაძლებლობა, რომელიც სიმპტომების გაჩენისთანავე აძლევს მოქალაქეს საშუალებას მიიღოს მაღალპროფესიონალური კონსულტაცია, გაერკვეს, უნდა დარჩეს სახლში თუ მიმართოს სტაციონარს. და თუ მიმართავს ცხელების ცენტრს, მაშინვე ჩაუტარდება ტესტი და გაირკვევა, ეს არის COVID 19 თუ ეს არის სხვა რამ და აქედან უკვე გადანაწილდება სტაციონარებში. ეს გვაძლევს საშუალებას ის 9 სტაციონარი, რომელიც ქვეყნის მასშტაბით გამოყოფილია დღეს COVID 19-ის საწინააღმდეგოდ საბრძოლველად, იყოს ზუსტად, მიზნობრივად დატვირთული. ეს არის კრიტიკულად მნიშვნელოვანი“, - აღნიშნა პრემიერმა.

დეკანოზი შალვა კეკელია

09 აპრილი 2020, 13:09

COVID19

მამა შალვა: ეს ვირუსი იმდენად საშიში არ არის, რამდენადაც ადამიანის სულის სიკვდილი

ეს ვირუსი იმდენად საშიში არ არის, რამდენადაც ადამიანის სულის სიკვდილი, - ამის შესახებ ვაკის წმინდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის ტაძრის წინამძღვარმა, დეკანოზმა შალვა კეკელიამ ქადაგებისას განაცხადა. მისი თქმით, კორონავირუსით გამოწვეული ფიზიკური სიკვდილის შიშის გამო მთელი მსოფლიო გაჩერდა. ყველა ადამიანისთვის დადგება დრო, როდესაც ის უფლის წინაშე უნდა წარსდგეს.

გიორგი გახარია

09 აპრილი 2020, 13:09

COVID19

გიორგი გახარია: გახანგრძლივდება თუ არა საგანგებო მდგომარეობა დამოკიდებულია ეპიდემიოლოგიურ დინამიკაზე

საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობის გახანგრძლივებას არ გამორიცხავს. მისი თქმით, ეს დამოკიდებული იქნება ეპიდემიოლოგიური მდგომარეობის დინამიკაზე. „ყველაფერი შესაძლებელია, ყველაფერი იქნება დამოკიდებული ეპიდემიოლოგიური მდგომარეობის დინამიკაზე, მის დამძიმებაზე ან პირიქით, ვნახოთ როგორ განვითარდება. ჩვენი ძირითადი ამოცანა არის ჩვენი მოქალაქეების ჯანმრთელობა“, – განაცხადა გიორგი გახარიამ ჟურნალისტების კითხვაზე, ხომ არ იგეგმება საგანგებო მდგომარეობის გახანგრძლივება.

გიორგი ხოჯევანიშვილი

09 აპრილი 2020, 13:07

COVID19

გიორგი ხოჯევანიშვილი: დღესაც ბრძოლაში ვართ, ისევე როგორც 31 წლის წინ და ისევ ისე გვჭირდება ერთსულოვნება

შიდა ქართლის გუბერნატორმა, გიორგი ხოჯევანიშვილმა საქართველოს დამოუკიდებლობისთვის ბრძოლაში დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგო და რეგიონში არსებული ვითარება შეაფასა. „დღესაც ბრძოლაში ვართ, ისევე როგორც 31 წლის წინ და ისევ ისე გვჭირდება ერთსულოვნება. 9 აპრილი სამშობლოს სიყვარულისა და თავისუფლებისთვის ბრძოლის გამოხატულებაა და მან გვაჩვენა რომ ბრძოლას ყოველთვის აქვს აზრი“, - განუცხადა ჟურნალისტებს ხოჯევანიშვილმა.

ჯუზეპე კონტე

09 აპრილი 2020, 13:06

COVID19

ჯუზეპე კონტე: თავიდანვე მკაცრი კარანტინი რომ დაგვეწესებინა, გიჟად ჩამთვლიდნენ

„დრო რომ უკან დაბრუნდეს იმავეს გავაკეთებდი. ჩვენ ჩინეთისგან სრულიად განსხვავებული სისტემა გვაქვს. ჩვენთვის კონსტიტუციური თავისუფლების შეზღუდვა კრიტიკული გადაწყვეტილება იყო და ის ძალიან ფრთხილად უნდა მიგვეღო. მკაცრი კარანტინი და კონსტიტუციური უფლებების შეზღუდვა თავიდანვე რომ დაგვეწესებინა, როცა პირველი კლასტერები გაჩნდა, ხალხი გიჟად ჩამთვლიდა“, - აღნიშნა კონტემ.

პედრო სანჩესი

09 აპრილი 2020, 13:03

COVID19

ესპანეთის პრემიერ-მინისტრი: ვირუსთან დაკავშირებული მონაცემები დამაიმედებელია, ჩვენ ახლოს ვართ ციფრების შემცირებასთან

ესპანეთის პრემიერ-მინისტრის, პედრო სანჩესის თქმით, „ვირუსთან დაკავშირებული მონაცემები დამაიმედებელია და ქვეყანა ციფრების შემცირებასთან ახლოსაა. ინფორმაციას ამის შესახებ forexlive ავრცელებს. როგორც სანჩესმა პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, „ხანძარი ნელ-ნელა კონტროლს ექვემდებარება“. “რა თქმა უნდა პროცენტულობაში კორონავირუსთან დაკავშირებული შემთხვევები დამაიმედებელია, მაგრამ ათასობით ახალი დაინფიცირებული - არა“, - განაცხადა სანჩესმა.

ლენტეხი

09 აპრილი 2020, 12:44

COVID19

ლენტეხში კორონავირუსის პირველი შემთხვევის გამო საგანგებო სხდომა ჩაინიშნა

ლენტეხში კორონავირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევის დაფიქსირების გამო, ცაგერის საკრებულოს შენობაში საგანგებო სხდომა გაიმართება. შეხვედრას გუბერნატორი გაუძღვება. სავარაუდოდ ამის შემდეგ გახდება ცნობილი, რა გამკაცრებულ ზომებს მიიღებენ რეგიონში პანდემიის პრევენციისთვის.

ათონის მთა

09 აპრილი 2020, 12:41

COVID19

ათონის მთა მომლოცველებისთვის 20 აპრილამდე დაიხურა

ათონის მთაზე მომლოცველებისთვის დაწესებული აკრძალვა 20 აპრილამდე გახანგრძლივდა, - ამის შესახებ Orthodox times-ი იტყობინება. წყაროს ცნობით, ათონის მთის ადმინისტრაციის გადაწყვეტილებაში აღნიშნულია, რომ გამონაკლისს წარმოადგენენ ათონის მთაზე მომუშავე ადამიანები და სპეციალისტები. ამ გადაწყევტილების თანახმად, მსახურებაში მონაწილეობა მომლოცველებისთვის დროებით შეჩერებულია. ყველა უნდა დაემორჩილოს ადმინისტრაციის გადაწყვეტილებას, ისევე როგორც მთავრობის დირექტივებს.

09 აპრილი 2020, 12:37

COVID19

ვანის მუნიციპალიტეტში მოქალაქეთა პირველადი თერმოსკრინინგი დაიწყო

ვანის მუნიციპალიტეტში მოქალაქეთა პირველადი თერმოსკრინინგი დაიწყო. შემოწმებას ვანში მცხოვრები დაახლოებით 30 000 მოქალაქე გაივლის. მოქალაქეთა თერმოსკრინინგს 22 ჯგუფი უზრუნველყოფს, 3 ქალაქ ვანში და 19 მუნიციპალიტეტის სოფლებში. ვანის ორ სოფელში, ზეინდარსა და მთისძირში მოწყობილ საკონტროლო პუნქტებთან მუნიციპალიტეტში შემსვლელი და მუნიციპალიტეტიდან გამომსვლელი ყველა პირი მოწმდება.

09 აპრილი 2020, 12:34

COVID19

მსოფლიო ბანკის პროგნოზით COVID-19-ის გამო საქართველოში ეკონომიკური ზრდა მკვეთრად შენელდება

ევროპისა და ცენტრალური აზიის რეგიონისთვის მსოფლიო ბანკის მიერ მომზადებული ეკონომიკური ბიულეტენის 2020 წლის გაზაფხულის გამოცემის თანახმად, COVID-19-ის (კორონავირუსის) პანდემიის ზემოქმედების შესარბილებლად უმნიშვნელოვანესია, ისეთი გადამწყვეტი ღონისძიებების განხორციელება, რომლებიც ჯანდაცვის სფეროში ინვესტიციების პრიორიტეტულობას განსაზღვრავს და ადამიანებისთვის, განსაკუთრებით კი ყველაზე მოწყვლადი პირებისთვის სოციალურ დახმარებას უზრუნველყოფს. "ასეთ განსაკუთრებულად რთულ დროს, აუცილებელია პოლიტიკის შემმუშავებლების გადამწყვეტი მოქმედებები", - აღნიშნა მსოფლიო ბანკის ვიცე - პრეზიდენტმა ევროპის და ცენტრალური აზიის რეგიონში სირილ მიულერმა.

09 აპრილი 2020, 12:34

რეგიონი

„ქართული ოცნებისა“ და არჩილ თალაკვაძის ბიუროს ორგანიზებით, ოზურგეთში სოციალური პრობლემების მქონე ოჯახებს პროდუქტების მარაგი გადაეცათ

პოლტიკური გაერთიანება „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს” ოზურგეთის საოლქო ორგანიზაციისა და პარლამენტის თავმჯდომარის, ოზურგეთის მაჟორიტარის არჩილ თალაკვაძის ბიუროს ორგანიზებით, ოზურგეთში სოციალური პრობლემების მქონე ოჯახების დასახმარებლად საქველმოქმედო პროგრამა ხორციელდება. პარლამენტის ინფორმაციით, ინიციატივაში კერძო სექტორიც მონაწილეობს. ამჯერად, მხარდამჭერები კომპანია „შილდა” და ფონდი „ქართული გალობა” არიან, პროდუქტების მარაგი 200 ოჯახს გადაეცა.

09 აპრილი 2020, 12:13

COVID19

შსს-მ საგანგებო მდგომარეობის რეჟიმის დარღვევის 115 ფაქტი გამოავლინა

ბოლო 24 საათის განმავლობაში, სამართალდამცველების მიერ განხორციელებული მონიტორინგის შედეგად, მთელი ქვეყნის მასშტაბით, საგანგებო მდგომარეობის რეჟიმის და ე.წ. კომენდანტის საათის შეზღუდვების დარღვევის 115 ახალი ფაქტი გამოვლინდა. პოლიციამ, 8 აპრილის 21 საათიდან 9 აპრილის დილის 6 საათამდე, ე.წ. კომენდანტის საათის დარღვევის ფაქტზე, მთელი ქვეყნის მასშტაბით 73 მოქალაქე დააჯარიმა. გარდა ამისა, შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა, საჯარო სივრცეში 3-ზე მეტი პირის შეკრების შეზღუდვის და 2-მეტრიანი სოციალური დისტანციის დაუცველობის გამო, სულ 15 მოქალაქე დააჯარიმა.