imedi /  14 იანვარი 2019, 16:26 / სანდო წყარო

მომდევნო დღეებში საქართველოში ამინდი გაუარესდება

ამინდის პროგნოზი

16-17 იანვარს საქართველოში მოსალოდნელია ნალექი,17 იანვარს დაბლობსა და ბარში შესაძლებელია თოვლჭყაპი, დროგამოშვებით ძლიერი ქარი, მთიან და მაღალმთიან ზონაში თოვა, ზოგან ძლიერი, ნისლი და ქარბუქი. ზღვაზე შესაძლებელია 4-5 ბალიანი შტორმი.

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 17 იანვარს მკვეთრად დაიკლებს ჰაერის ტემპერატურა. მოსალოდნელმა ძლიერმა ნალექებმა შესაძლებელია მთიან ზონებში თოვლის ზვავების ფორმირება და მეწყრული პროცესების ჩასახვა-გააქტიურება გამოიწვიოს.

ყველა სიახლე

19 ივნისი 2021, 16:00

პოლიტიკა

დავით ზალკალიანი: პრემიერ-მინისტრის მიერ გაწეული ფასილიტაცია კარგი მაგალითია, რომ საქართველოს, რეგიონული თანამშრომლობის განსავითარებლად, აქტიურად მუშაობის რესურსი აქვს

„საქართველოს ვიცე-პრემიერის, საგარეო საქმეთა მინისტრის მოსაზრებით სამხრეთ კავკასიის რეგიონი უდიდესი პოტენციალის მატარებელია გეოსტრატეგიული და გეოპოლიტიკურად მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელების თვალსაზრისით“, - ამის შესახებ დავით ზალკალიანმა ანტალიის დიპლომატიურ ფორუმზე, სამხრეთ კავკასიის საკითხზე მიძღვნილ სესიაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

ანრი ოხანაშვილი

19 ივნისი 2021, 15:49

პოლიტიკა

ანრი ოხანაშვილი: ვმსჯელობთ საზოგადოებისათვის მნიშვნელოვან საკითხებზე - წყალი, გზა, ინფრასტრუქტურა, სერვისები და სხვა, რაც დაკავშირებულია ჩვენი ქვეყნის გრძელვადიან განვითარებასთან

ჩვენ ვმსჯელობთ საზოგადოებისათვის აქტუალურ და მნიშვნელოვან საკითხებზე, რომლებიც დაკავშირებულია ჩვენი ქვეყნის გრძელვადიან განვითარებასთან. ეს არის წყალი, გზა, ინფრასტრუქტურა, სერვისები და სხვა, - ამის შესახებ პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ანრი ოხანაშვილმა განაცხადა.

19 ივნისი 2021, 15:40

COVID19

ლუკაშენკო: ბელარუსული ვაქცინა ადამიანს კორონავირუსის მომავალი შტამისგან დაიცავს

ბელარუსული ვაქცინა ადამიანს კორონავირუსის მომავალი შტამებისგან დაიცავს, - ამის შესახებ ქვეყნის პრეზიდენტმა, ალექსანდრ ლუკაშენკომ მინსკის ერთ-ერთ საავადმყოფოში სტუმრობისას განაცხადა.

ანრი ოხანაშვილი

19 ივნისი 2021, 15:28

პოლიტიკა

ანრი ოხანაშვილი: „ნაცმოძრაობას“ მოუწევს მიშელის დოკუმენტზე ხელმოწერა, ოღონდ არა ცალკეულ პუნქტებზე, არამედ დოკუმენტზე

„ნაციონალურ მოძრაობას“ მოუწევს მიშელის დოკუმენტზე ხელმოწერა, ოღონდ არა ცალკეულ პუნქტებზე, ისინი შეუერთდებიან დოკუმენტს, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილმა განაცხადა.

ანრი ოხანაშვილი

19 ივნისი 2021, 15:27

პოლიტიკა

ანრი ოხანაშვილი: ჩვენი ამოსავალი პრინციპია კონსტიტუციის შესაბამისად მოქმედება

„ჩვენი ამოსავალი პრინციპი არის კონკრეტული გამოწვევების შესაბამისად მოქმედება, რომელიც შესაძლებელია, არსებობდეს კონკრეტულ სახელისუფლებო რგოლთან მიმართებაში და ქვეყნის კონსტიტუციის შესაბამისად მოქმედება. ჩვენ ვიმოქმედებთ ამის შესაბამისად“, - აცხადებს იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე, ანრი ოხანაშვილი აშშ-ის ელჩის განცხადების საპასუხოდ.

19 ივნისი 2021, 15:18

სამართალი

მცირეწლოვანი ბავშვის წამების საქმეზე დაკავებულ დედას და მამინაცვალს ბრალი წარუდგინეს

არასრულწლოვან და უმწეო მდგომარეობაში მყოფ მ.დ.-ს შვილს სისტემატურად ეპყრობოდნენ დამამცირებლად და დასჯის მიზნით, 6 წლის ბავშვზე ხანგრძლივად ძალადობდნენ ფიზიკურად - სცემდნენ, ხელ-ფეხს უკრავდნენ, რამდენიმე დღის განმავლობაში არ აძლევდნენ საკვებს და საწოლიდან ადგომას უკრძალავდნენ. ასევე ხელის არეში მიაყენეს დამწვრობა.

მამუკა მდინარაძე

19 ივნისი 2021, 15:05

პოლიტიკა

მამუკა მდინარაძე: 2012 წლამდე ერთი და იგივე პირთა წრე ჩანაწერებს ფიზიკური პირების დაშანტაჟებისთვის იყენებდა, დღეს ცდილობენ გამოიყენონ პოლიტიკური სუბიექტების დაშანტაჟებისთვის

ძალიან ცუდია, რომ ერთი და იგივე პირთა წრე 2012 წლამდე ამ ჩანაწერებს ჯერ აკეთებდა, შემდეგ იყენებდა ამ მონტაჟს და სიყალბეს ფიზიკური პირების დაშანტაჟებისთვის, დღეს მიზნის ობიექტი შეიცვალა და ცდილობენ გამოიყენონ პოლიტიკური სუბიექტების, ამ შემთხვევაში „ქართული ოცნების“ დაშანტაჟებისთვის, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა მამუკა მდინარაძემ განაცხადა.

არმაზ ახვლედიანი

19 ივნისი 2021, 15:02

პოლიტიკა

არმაზ ახვლედიანი: შარლ მიშელის დოკუმენტზე ხელის მოწერა საკმარისი არაა - მთავარია ბრძოლა მისი რეალიზებისთვის

„პრინციპულად მნიშვნელოვანია, რომ შარლ მიშელის დოკუმენტს ხელი ყველამ მოაწეროს და ყველა შეუერთდეს, მაგრამ, ჩემთვის ეს არ არის საკმარისი. მიშელის დოკუმენტი არის სულისკვეთება და მთავარია ბრძოლა მისი რეალიზებისთვის. თუ ბრძოლაშიც ერთად ვიქნებით, მაშინ, შეიძლება, შედეგს მივაღწიოთ“, - აცხადებს არმაზ ახვლედიანი.

გიორგი ვაშაძე

19 ივნისი 2021, 14:55

პოლიტიკა

გიორგი ვაშაძე: კარგია, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ პარლამენტში შევიდა და რომ ისინი შარლ მიშელის დოკუმენტს ხელს მოაწერენ

„შარლ მიშელის დოკუმენტი არის ერთადერთი ნათელი სხივი საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციისთვის და ქვეყნის დემოკრატიული განვითარებისთვის“, - ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ განაცხადა. მისივე თქმით, მიესალმება „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ დოკუმენტის ხელმოწერის შესახებ მიღებულ გადაწყვეტილებას.

მამუკა მდინარაძე

19 ივნისი 2021, 14:51

პოლიტიკა

მამუკა მდინარაძე „ნაცმოძრაობაზე“: ცდილობენ, რომ ამნისტია იყოს მიღებული, მაგრამ ისე იქცევიან, თითქოს არ უნდათ

„ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივანი მამუკა მდინარაძე აცხადებს, რომ საბოლოო ჯამში „ნაციონალურ მოძრაობას“ მოუწევს როგორც ამნისტიაზე დათანხმება, ისე შარლ მიშელის დოკუმენტზე ხელის მოწერა.

კახა კუჭავა

19 ივნისი 2021, 14:36

პოლიტიკა

კახა კუჭავამ დიპკორპუსის წარმომადგენლებთან ერთად, ლტოლვილთა საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით გამართულ სოლიდარობის მარშში მიიღო მონაწილეობა

მსოფლიოში 82 მილიონამდე იძულებით გადაადგილებული ადამიანის მხარდასაჭერად და სოლიდარობის გამოსახატად, საქართველოში მცხოვრებ ლტოლვილებთან ერთად, სოლიდარობის მარშში მონაწილეობა მიიღეს საქართველოში აშშ-ის ელჩმა კელი დეგნანმა, საქართველოში გაერო-ს მუდმივი კოორდინატორმა საბინე მახლმა, სხვადასხვა ქვეყნის ელჩებმა, სახელმწიფო უწყებების, საერთაშორისო და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა.

არმაზ ახვლედიანი

19 ივნისი 2021, 14:32

პოლიტიკა

არმაზ ახვლედიანი: „ქართული ოცნება“ ვენეციის კომისიის დასკვნას თავდაყირა კითხულობს

ფრაქცია „ლელო - პარტნიორობა საქართველოსთვის“ წევრის, არმაზ ახვლედიანის განცხადებით, „ქართული ოცნება“ ვენეციის კომისიის დასკვნას თავდაყირა კითხულობს.

სალომე სამადაშვილი

19 ივნისი 2021, 14:25

პოლიტიკა

სალომე სამადაშვილი: ვენეციის კომისიის კომენტარები სრულად ასახავს ჩვენს ხედვას საარჩევნო ცვლილებებთან დაკავშირებით

„ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ვენეციის კომისიის რეკომენდაციები, ფაქტობრივად, სრულად ასახავს იმ პოზიციას, რომელიც ჩვენ გვქონდა საარჩევნო ცვლილებების განხილვის პროცესში“, - აცხადებს პარლამენტის წევრი, სალომე სამადაშვილი. მისივე თქმით, ამ რეკომენდაციების გათვალისწინების შემთხვევაში, ახალ საარჩევნო კანონმდებლობას მხარს დაუჭერს.

გიორგი ვაშაძე

19 ივნისი 2021, 14:20

პოლიტიკა

გიორგი ვაშაძე: ვეთანხმები ვენეციის კომისიის ყველა რეკომენდაციას, განსაკუთრებით საარჩევნო საკითხებზე

„სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერი გიორგი ვაშაძე ვენეციის კომისიის რეკომენდაციებს ეთანხმება. მისივე თქმით, მხოლოდ ამ რეკომენდაციების გათვალისწინების შემდეგ იქნება შესაძლებელი ახალი საარჩევნო კანონმდებლობის მხარდაჭერა.

19 ივნისი 2021, 14:16

საზოგადოება

37 წლის კობა ალხაზაშვილს კვლავ საზოგადოების დახმარება სჭირდება

37 წლის კობა ალხაზაშვილს კვლავ საზოგადოების დახმარება სჭირდება. სამკურნალოდ, თურქეთში გამგზავრება მას უკვე მეორედ მოუხდა. ბოლო დღეების განმავლობაში, მისი მდგომარეობა დამძიმდა. ამჟამად ის რეანიმაციაში, მართვით სუნთქვაზეა და ძვირადღირებული მკურნალობის კურსის ჩატარება სჭირდება.

ირაკლი ქარსელაძე

19 ივნისი 2021, 14:14

პოლიტიკა

ირაკლი ქარსელაძე: 2025 წლამდე ყველა ქალაქს ექნება 24-საათიანი წყალმომარაგება

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი ირაკლი ქარსელაძე აცხადებს, რომ 10-წლიანი სამოქმედო გეგმის პრიორიტეტები არის მაგისტრალური გზები და წყალმომარაგება.

19 ივნისი 2021, 13:57

საზოგადოება

საბერძნეთში საქართველოს მოქალაქის დაკავებასთან დაკავშირებით საქართველოს საელჩო განცხადებას ავრცელებს

საბერძნეთში მკვლელობის ბრალდებით საქართველოს მოქალაქის დაკავებას საქართველოს საელჩო ეხმაურება. როგორც საელჩოს განცხადებაშია ნათქვამი, ქართულ მედიასაშუალებებში გავრცელდა საქართველოს მოქალაქის (გ.ხ.) ინტერვიუ, რომელშიც იგი საბერძნეთის პოლიციის მხრიდან მის მიმართ არასათანადო მოპყრობაზე საუბრობს.

19 ივნისი 2021, 13:43

ტექნოლოგიები

Facebook-ის მუშაობაში შეფერხებაა

Facebook Messenger-ის მუშაობაში გლობალური შეფერხებაა. წვდომის პრობლემება მილიონობით მომხმარებელს შეექმნა. მომხმარებლები ვერ გზავნიან და იღებენ შეტყობინებებს. კომპანიას ჯერ არ გაუვრცელებია განცხადება იმის შესახებ, თუ რამ გამოიწვია შეფერხება და რამდენ მომხმარებელს შეეხო ის.

მამუკა მდინარაძე

19 ივნისი 2021, 13:25

პოლიტიკა

მამუკა მდინარაძე: ყველა პასუხისმგებლიან ხელისუფლებას უნდა ჰქონდეს ამბიცია, ილაპარაკოს განვითარების გრძელვადიან გეგმებსა და პერსპექტივებზე

ყველა პასუხისმგებლიან ხელისუფლებას უნდა ჰქონდეს ამბიცია, ილაპარაკოს განვითარების გრძელვადიან გეგმებსა და პერსპექტივებზე, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, მამუკა მდინარაძემ განაცხადა.

კელი დეგნანი

19 ივნისი 2021, 13:24

პოლიტიკა

კელი დეგნანი: მხოლოდ გასულ წელს, აშშ-მა დაახლოებით $3 მილიონი გამოყო იძულებით გადაადგილებულ და კონფლიქტით დაზარალებულ პირთა დასახმარებლად

„მხოლოდ გასული წლის განმავლობაში, ამერიკის შეერთებულმა შტატებმა, დაახლოებით, 3 მილიონი დოლარი გამოყო იძულებით გადაადგილებულ პირთა და კონფლიქტით დაზარალებული მოსახლეობის დასახმარებლად. რა თქმა უნდა, ჰუმანიტარული დახმარება მიემართება ისეთი საკითხებისკენ, როგორიცაა თავშესაფრით ;უზრუნველყოფა, ჯანდაცვა, სუფთა წყალზე ხელმისაწვდომობა და სხვა“, - აღნიშნა დიპლომატმა.