imedi /  16 იანვარი 2019, 11:29 / სანდო წყარო

კალაძე: კორუფციის შემჩნევის შემთხვევაში უკან არ დავიხევთ, ვიქნებით უმკაცრესები

კახა კალაძე

კახა კალაძე

დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ მთავრობის სხდომაზე მოადგილეებსა და საქალაქო სამსახურის ხელმძღვანელებს მიმართა, კორუფციასთან ბრძოლაში მაქსიმალური ყურადღება გამოიჩინონ.

"მინდა, ჩემს მოადგილეებს, საქალაქო სამსახურის ხელმძღვანელებს, გამგებლებს მივმართო – მაქსიმალური ყურადღება კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლაში. ამაზე წლის დასაწყისშიც ვისაუბრეთ და ახლაც მინდა, კიდევ ერთხელ მოგიწოდოთ, რომ თქვენს სამსახურებში ყველა გააფრთხილოთ, უკან დახევა არ იქნება, თუ იქნება შემჩნეული რაიმე კორუფციის ნიშნები. ვიქნებით უმკაცრესები. ამიტომ, ჩემი თხოვნაა, მაქსიმალური ყურადღება სიფრთხილე გამოვიჩინოთ და ყურადღებით ვაკეთოთ ის საქმე, რასაც ჰქვია თბილისის მოსახლეობის კეთილდღეობა და ის მნიშნელოვანი პროექტები, რომელიც უნდა წარვუდგინოთ მოსახლეობას. თუ ვინმეს რამე პრობლემა გააჩნია, მზად ვართ, დავეხმაროთ, ხელი შევუწყოთ, გვერდში დავუდგეთ, მაგრამ არა კორუფციისა და გადაცდომის სახით, ეს კატეგორიულად მიუღებელია და ვიქნებით ძალიან მკაცრები“, - განაცხადა კახა კალაძემ.

ყველა სიახლე

22 ივნისი 2021, 19:56

COVID19

კორონავირუსის ე.წ. ინდური შტამის გავრცელების გამო, ისრაელში 20 აპრილის შემდეგ ინფიცირების ყველაზე მაღალი დღიური მაჩვენებელი დაფიქსირდა

კორონავირუსის ე.წ. ინდური შტამის გავრცელების გამო, ისრაელში 20 აპრილის შემდეგ ინფიცირების ყველაზე მაღალი დღიური მაჩვენებელი დაფიქსირდა.

თამარ ტალიაშვილი

22 ივნისი 2021, 19:46

პოლიტიკა

თამარ ტალიაშვილი ევროპის საბჭოს გენერალურ მდივანს: რისი გაკეთება შეუძლია ევროპის საბჭოს იმის უზრუნველსაყოფად, რომ კონფლიქტის შედეგად დაზარალებულ რაიონებში დაცული იყოს ფუნდამენტური სამოქალაქო და ადამიანის უფლებები?

კვლავ გრძელდება რუსეთის მიერ ადამიანის უფლებების დარღვევა, მკვლელობები, უკანონო დაკავებები, როგორც ზაზა გახელაძის საგანგაშო შემთხვევებში, რომელიც გაიტაცეს და 12 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს. რისი გაკეთება შეუძლია ევროპის საბჭოს იმის უზრუნველსაყოფად, რომ კონფლიქტის შედეგად დაზარალებულ რაიონებში დაცული იყოს ფუნდამენტური სამოქალაქო და ადამიანის უფლებები? - ამ კითხვით ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში საქართველოს პარლამენტის მუდმივმოქმედი დელეგაციის წევრმა, თამარ ტალიაშვილმა ევროპის საბჭოს გენერალურ მდივანს, მარია პეიჩინოვიჩ-ბურიჩს მიმართა.

22 ივნისი 2021, 19:35

COVID19

28 ივნისიდან მოსკოვში კაფეებსა და რესტორნებში შესვლა ვაქცინაციის დამადასტურებელი საბუთის ან კორონავირუსზე უარყოფითი ტესტის წარდგენის შემთხვევაში იქნება შესაძლებელი

28 ივნისიდან მოსკოვში კაფეებსა და რესტორნებში შესვლა ვაქცინაციის დამადასტურებელი საბუთის ან კორონავირუსზე უარყოფითი ტესტის წარდგენის შემთხვევაში იქნება შესაძლებელი. ამის შესახებ მოსკოვის მერმა, სერგეი სობიანინმა განაცხადა.

მამუკა მდინარაძე

22 ივნისი 2021, 19:31

პოლიტიკა

მამუკა მდინარაძე: რეზოლუციის ჩანაწერი, თითქოს 7 აგვისტოს ქართულმა სამხედროებმა დაიწყეს საბრძოლო მოქმედებები არის მოღალატეობრივი და ამის მხარდაჭერა მოღალატეობრივია

„მე-4 პუნქტში წერია რომ 2008 წლის 7 აგვისტოს, მოულოდნელი აღმოჩნდა საერთაშორისო თანამეგობრობისთვის ომის დაწყება. იქვე მე-5 პუნქტში წერია, რომ 2008 წლის 7 აგვისტოს საქართველოს სამხედრო ძალებმა თითქოს დაბომბეს ცხინვალი კასეტური ბომბებით. ამას დაუჭირა მხარი „ნაცმოძრაობის“ ექვსმა წარმომადგენელმა, თუ სწორად მახსოვს, მაშინ როდესაც მათი მხარდაჭერის გარეშეც კი რეზოლუცია მიღებული იქნებოდა. მათი მხარდაჭერა და მათი დასტური იყო მოღალატეობრივი, იმიტომ რომ მათ ტყუილი დააბრალეს საქართველოს, იმიტომ რომ ეს ასე არ იყო და მათ თქვენზე და ჩემზე კარგად იცოდნენ, რომ ეს ასე არ იყო. ისინი მაშინ პროცესის მონაწილეები გახდნენ. რა გააკეთეს ქართველმა სამხედროებმა, მათი ინიციატივა რომ არ ყოფილა ომის დაწყება და კასეტური ბომბებით მშვიდობიანი მოსახლეობა რომ არ დაუბომბავთ, ეს მათ იცოდნენ და ამას მხარი დაუჭირეს. ახლა ჩვენ კიდევ ვცდილობთ რამის გამართლებას?“ - განაცხადა მდინარაძემ.

ეკატერინე დგებუაძე

22 ივნისი 2021, 19:21

პოლიტიკა

ეკატერინე დგებუაძე: 2021 წლის მდგრადი განვითარების რეიტინგში საქართველოს დაწინაურება ადასტურებს, რომ განათლების სისტემაში მიმდინარე რეფორმები ეფექტიანია

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის პირველი მოადგილე ეკატერინე დგებუაძე კემბრიჯის უნივერსიტეტის გამომცემლობის მიერ გამოქვეყნებულ მდგრადი განვითარების 2021 წლის ანგარიშს აფასებს. დამოუკიდებელ მკვლევართა ჯგუფის მიერ მომზადებული დოკუმენტის თანახმად, საქართველო „ხარისხიანი განათლების“ მაჩვენებლით მსოფლიოს 165 ქვეყნის რეიტინგში ოცდაათ და ევროპის იმ 10 საუკეთესო ქვეყანას შორის მოხვდა, სადაც მდგრადი განვითარების მიზანი მიღწეულია.

გიორგი საბედაშვილი

22 ივნისი 2021, 19:11

სამართალი

გიორგი საბედაშვილი: ზაზა გახელაძის ქეისი წარმოადგენს მძიმე შემთხვევას, თუმცა ცენტრალურ ხელისუფლებას ახსოვს ამაზე მძიმე შემთხვევებიც და ყველა უკანონო პატიმრობა დასრულდა უკანონო პატიმრობაში მყოფი პირის გათავისუფლებით

უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქის, ზაზა გახელაძის უკანონო პატიმრობიდან გათავისუფლების მიმართულებით, საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური, მის ხელთ არსებული ყველა ბერკეტის გამოყენებით, მათ შორის, ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის შეხვედრებისა და ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების საშუალებით მუშაობდა. საკითხი ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ფარგლებში წარმოადგენდა განხილვის მთავარ საგანს და ხუთივე შეხვედრის ფარგლებში ცენტრალური ხელისუფლების მხრიდან მწვავედ იქნა დასმული ზაზა გახელაძის უკანონო პატიმრობიდან გათავისუფლების მოთხოვნა. ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების ფარგლებში, ორივე რაუნდის განმავლობაში, ცენტრალური ხელისუფლება მოითხოვდა ზაზა გახელაძის უკანონო პატიმრობიდან უპირობო გათავისუფლებას, - ამის შესახებ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის საინფორმაციო ანალიტიკური დეპარტამენტის დირექტორმა გიორგი საბედაშვილმა განაცხადა.

22 ივნისი 2021, 18:59

სპორტი

UEFA-მ მიუნხენის Allianz Arena-ს გერმანია-უნგრეთის მატჩის დროს სტადიონის ცისარტყელის ფერებში განათება აუკრძალა

UEFA-მ მიუნხენის Allianz Arena-ს გერმანია-უნგრეთის მატჩის დროს სტადიონის ცისარტყელის ფერებში განათება აუკრძალა. მანამდე მიუნხენის მერმა, დიტერ რაიტერმა განაცხადი შეიტანა უნგრეთის ლგბტ საზოგადოების სოლიდარობის ნიშნად სტადიონის ცისარტყელის ფერებში განათების ნებართვის მისაღებად.

22 ივნისი 2021, 18:58

COVID19

დღე-ღამეში უკრაინაში 21 კოვიდინფიცირებული გარდაიცვალა

უკრაინის ჯანდაცვის სამინისტროს მონაცემებით, ქვეყანაში გასული დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსის 296 შემთხვევა გამოვლინდა, ხოლო ვირუსს 21 ადამიანი ემსხვერპლა. პანდემიის დაწყებიდან დღემდე, უკრაინაში კორონავირუსის 2 152 969 შემთხვევა დადასტურდა, 52 053 ადამიანი გარდაიცვალა, ხოლო 2 152 969 პაციენტი გამოჯანმრთელდა.

22 ივნისი 2021, 18:51

საზოგადოება

თბილისის რამდენიმე რაიონსა და ქუჩას ელექტრომომარაგება შეეზღუდება

23 ივნისს თბილისის ნაწილს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება. ინფორმაციას ამის შესახებ კომპანია „თელასი“ ავრცელებს. დიდუბის რაიონი: 01:00 საათიდან 04:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: აღმაშენებლის ხეივნის (ნაწილობრივ), სამხედრო გზატკეცილის, ესმა ონიანის, რონდელის, ჭიაურელის, ლუბლიანას, ჩაჩავას და ბელიაშვილის ქუჩების მოსახლეობას.

22 ივნისი 2021, 18:48

პოლიტიკა

ვლადიმერ კახაძე: აკრძალვით გამოწვეული ზიანი უფრო ნაკლები უნდა იყოს, ვიდრე აკრძალვით გამოწვეული სიკეთე

საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ კანონში ცვლილების შედეგად, პანდემიის მარეგულირებელი მუხლების მოქმედების ვადა 2022 წლის 1-ელ იანვრამდე გახანგრძლივდება. კანონპროექტის პირველი მოსმენით განხილვა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე მიმდინარეობს, - ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს.

22 ივნისი 2021, 18:46

მსოფლიო

ავსტრალიაში თაგვების შემოსევის გამო ციხიდან პატიმრებს გაიყვანენ🐭

ველინგტონის საკორექციო ცენტრიდან 400 პატიმარსა და 200-მდე თანამშრომელს გაიყვანენ და სხვადასხვა დაწესებულებაში გადაიყვანენ, სანამ ციხეში გაწმენდითი სამუშაოები ჩატარდება. თაგვებმა ველინგტონში ციხის ინფრასტრუქტურა გაანადგურეს, დააზიანეს ელექტროგაყვანილობა და ჭერის პანელები.

დავით სერგეენკო

22 ივნისი 2021, 18:43

COVID19

დავით სერგეენკო: მედიაში გავრცელებული ინფორმაცია პაატა იმნაძის განცხადების შესახებ არის ტყუილი

„ცოტა ხნის წინ გავრცელდა მედიაში ასეთი ინფორმაცია, თითქოს პაატა იმნაძემ თქვა, რომ ნიღბის ტარება კიდევ უფრო მავნებელია, რადგანაც შიგნით ვირუსი გროვდება - ცალსახად და დადასტურებულად გეუბნებით, რომ ეს არის „ფეიკი“, ტყუილი ინფორმაცია“,- ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ, დავით სერგეენკომ პლენარულ სხდომაზე განაცხადა.

მაკა ბოჭორიშვილი

22 ივნისი 2021, 18:40

პოლიტიკა

მაკა ბოჭორიშვილი: მაქსიმალურად უნდა გამოვიყენოთ ყველა შესაძლო გზა იმისათვის, რომ ევროკავშირთან პოლიტიკური ასოცირება და ეკონომიკური ინტეგრაცია იყოს უფრო სწრაფი და ეფექტიანი

ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე მაკა ბოჭორიშვილმა ევროპული პოლიტიკის კვლევის ცენტრის (CEPS) შედარებითი ანგარიშის პრეზენტაციაში მიიღო მონაწილეობა, რომელიც საქართველოს პოლიტიკის ინსტიტუტის (GIP) მიერ იყო ორგანიზებული.

22 ივნისი 2021, 18:35

მსოფლიო

UNESCO: დიდი ბარიერული რიფი საფრთხის ქვეშ მყოფი ძეგლების ნუსხაშია შესატანი

გაეროს ახალი მოხსენების თანამად, ავსტრალიის მთავრობამ საკმარისი ძალისხმევა არ გასწია იმისთვის, რომ დიდი ბარიერული რიფი კლიმატის ცვლილებისგან დაეცვა. გაერთიანებული ერების განათლების, მეცნიერებისა და კულტურის ორგანიზაციის (იუნესკო) ანგარიშის თანახმად, რიფი საფრთხის ქვეშ მყოფი ძეგლების ნუსხაშია შესატანი.

კარლ ჰარცელი

22 ივნისი 2021, 18:31

რეგიონი

კარლ ჰარცელი ევროკავშირის მიერ გაწეული მხარდაჭერის წარმოსაჩენად გორს და წყალტუბოს ეწვევა

ევროკავშირის ელჩი საქართველოში, კარლ ჰარცელი 23 ივნისს საქართველოს რეგიონებისათვის ევროკავშირის მიერ გაწეული მხარდაჭერის წარმოსაჩენად გორსა და წყალტუბოს ეწვევა.

ნინო წილოსანი

22 ივნისი 2021, 18:22

პოლიტიკა

ნინო წილოსანმა Women Political Leaders 2021-ის სამიტში მიიღო მონაწილეობა

პარლამენტის გენდერული თანასწორობის მუდმივმოქმედი საპარლამენტო საბჭოს თავმჯდომარემ, აგრარულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ნინო წილოსანმა სამიტში - WPL (Women Political Leaders) 2021 მიიღო მონაწილეობა, რომელიც ონლაინ პლატფორმაზე გაიმართა, - ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს.

22 ივნისი 2021, 18:22

პოლიტიკა

„ნაციონალური მოძრაობის" წევრს, თეიმურაზ ბასილაიას ზუგდიდის საკრებულოს სხდომათა დარბაზში წითელი საღებავი შეასხეს

ხმაური იყო ზუგდიდის საკრებულოს სხდომათა დარბაზში. სხდომის დასრულების შემდეგ, „ნაციონალური მოძრაობის" წევრს, თეიმურაზ ბასილაიას, რომლის უფლებამოსილებაც დღეს, საკრებულომ ცნო, „ნაციონალური მოძრაობის" გარდაცვლილი წევრის, ირაკლი გაწერელიას მეუღლე დაუპირისპირდა და წითელი საღებავი შეასხა.

22 ივნისი 2021, 18:18

სპორტი

„ევრო 2020“-ის ნახევარფინალისა და ფინალის მატჩებზე „უემბლის“ სტადიონზე 60 000-ზე მეტ გულშემატკივარს დაუშვებენ

„ევრო 2020“-ის ნახევარფინალისა და ფინალის მატჩებზე „უემბლის“ სტადიონზე 60 000-ზე მეტ გულშემატკივარს დაუშვებენ. ამის შესახებ დიდი ბრიტანეთის მთავრობაში განაცხადეს.

ანრი ოხანაშვილი

22 ივნისი 2021, 18:18

პოლიტიკა

ანრი ოხანაშვილი: 2011 წელს სტრასბურგში წარდგენილი იყო 395 საჩივარი, 2019 წელს კი 131 საჩივარი - ესაა სხვაობა „ნაცმოძრაობასა“ და „ქართულ ოცნებას“ შორის

2011 წელს სტრასბურგში წარდგენილი იყო 395 საჩივარი განსაკუთრებით მძიმე მუხლებით, 2019 წელს კი სულ შესულია 131 საჩივარი. აი, ეს არის სხვაობა „ნაცმოძრაობასა“ და „ქართულ ოცნებას“ შორის, - ამის შესახებ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ანრი ოხანაშვილმა განაცხადა.

ირაკლი ლატარია

22 ივნისი 2021, 18:18

პოლიტიკა

ირაკლი ლატარია: მიხეილ სააკაშვილი და მისი მორჩილნი, იყვნენ, არიან და ისტორიაში შევლენ, როგორც საქართველოს, ჩემი ქვეყნის მტრები - გამყიდველები

„ყველაზე დიდი რატომ არის ეს, რაზეც ხელი მოაწერეს 2008 წლის 7 აგვისტოს ქართველმა სამხედროებმა გაუფრთხილებლად, ცხინვალის დაბომბვით დაიწყეს საბრძოლო მოქმედებები და სამოქალაქო საზოგადოებას საფრთხე შეუქმნეს არტილერიის და კასეტური ბომბების გამოყენებით.რატომ, რატომ და რატომ? და ამ ყველაფრის შემოქმედნი, რატომ ბედავენ დღეს და არ არიან გამოცხადებულნი, როგორც სამშობლოს მოღალატენი? ეს და კიდევ უამრავი რატომ, მაგრამ ამ ყველაფრის პასუხი ყველა ქართველმა ხომ ზუსტად იცის?“ - ასე ეხმიანება სოციალურ ქსელში ექსპერტი ირაკლი ლატარია ნაციონალური მოძრაობის მიერ რეზოლუციაზეც ხელის მოწერას.