„ყაზტრანსგაზ-თბილისი“ დიდი დიღმის ტრაგედიაზე განცხადებას ავრცელებს
ფოტო: არქივი
კომპანია „ყაზტრანსგაზ-თბილისი“ დიდ დიღომში მომხდარ ტრაგედიასთან დაკავშირებით სპეციალურ განცხადებას ავრცელებს.
"ბუნებრივი გაზის გამანაწილებელ ქსელზე ახალი მომხმარებლის მიერთების მოთხოვნით, შპს „სამშენებლო კომპანია ელ ჯგუფმა“ შპს „ყაზტრანსგაზ-თბილისს“ 2017 წლის 12 სექტემბერს მიმართა, რის საფუძველზეც გაიცა გაზის გამანაწილებელ ქსელზე მიერთების ტექნიკური პირობა.
კომპანიამ რეგულაციების შესაბამისად განიხილა და ტექნიკური პირობა გასცა აღნიშნული საცხოვრებელი კორპუსის 88 ბინაზე, საერთო სიმძლავრით 332 კუბ.მ./სთ; ტექნიკური პირობის საფუძველზე, ასევე საქართველოში გაზის მეურნეობაში მოქმედი სამშენებლო ნორმებისა და წესების შესაბამისად განხორციელდა გაზმომარაგების პროექტის მომზადება და სამშენებლო-სამონტაჟო სამუშაოების შესრულება.
აღნიშნულ კორპუსში ჩართვები 2017 წლის 30 დეკემბრიდან ეტაპობრივად დაიწყო. გამომდინარე იქიდან, იყო თუ არა აბონენტი მზად მისი ვალდებულებების ნაწილში ბუნებრივი გაზის ჩასართავად.
49-ე ბინაში, სადაც, სავარაუდოდ, მოხდა აფეთქება, ჩართვა განხორციელებულია 2018 წლის 22 თებერვალს შესაბამისი პირობების დაცვით.
2019 წლის 16 იანვარს, შპს „ყაზტრანსგაზ-თბილისის“ ცხელ ხაზზე (114) შემოვიდა მოქალაქე გიორგი იმედაძის შეტყობინება დიდ დიღომში, ავთანდილის ქ. #8-ში მდებარე კორპუსის სადარბაზოში გაზის სუნის შესახებ.
აღნიშნულ შეტყობინებაზე რეაგირების მიზნით, მისამართზე სპეციალური აღჭურვილობით, შესაბამისი კვალიფიციური და გამოცდილი სპეციალისტების ჯგუფი გაემართა.
ამავდროულად კომპანიის ცხელ ხაზზე, იმავე მისამართიდან მეორე მოქალაქე გიგა ჭანტურიას შეტყობინება შემოვიდა, რომელიც შესასრულებლად გზაში მყოფ იმავე ჯგუფს გადაეგზავნა.
კომპანიის საავარიო სამსახურის მხრიდან შეტყობინებებზე განხორციელდა შესაბამისი რეაგირება კვალიფიციური და გამოცდილი სპეციალისტების მიერ. საავარიო სამსახურის ჯგუფი გამოცხადდა აღნიშნულ მისამართზე და მოქალაქეების თანდასწრებით შეამოწმა შეტყობინებაში მითითებული ადგილები, ასევე ლიფტის შახტი და კორპუსის მიმდებარედ არსებული ჭები. აღნიშნული ადგილები შემოწმდა ბუნებრივი გაზის კონცეტრაციის დამდგენი სპეციალური აპარატით „GASURVEYOR 3-500”-ით. დეტექტორმა გაზის გაჟონვა არ დააფიქსირა.
შემოწმების შედეგების შესახებ „ყაზტრანსგაზ-თბილისის“ სპეციალისტებმა შეადგინეს შემოწმების აქტი, რომელიც დამოწმებულია საავარიო ჯგუფის წარმომადგენლებისა და კონკრეტული განმცხადებლის ხელმოწერით.
იმავე დღის 20:33 საათზე საპატრულო ეკიპაჟმა გადმოგვცა ინფორმაცია აღნიშნულ კორპუსში აფეთქების თაობაზე. კომპანიის წარმომადგენლების ადგილზე მისვლისას გაირკვა, რომ აფეთქება მოხდა სავარაუდოდ მე-6 სართულზე მდებარე 49-ე ბინაში. აღსანიშნავია, რომ კორპუსის რამდენიმე ბინაში (მათ შორის, აფეთქებული ბინის მეზობელთან) დამონტაჟებული ბუნებრივი გაზის გაჟონვის დეტექტორები დენის წყაროდან გამორთული იყო.
აფეთქების გამომწვევი მიზეზი ამ ეტაპზე ჩვენთვის უცნობია.
გვინდა აღვნიშნოთ, რომ მომხდარი უბედური შემთხვევის გამომწვევი მიზეზების დადგენის მიზნით შპს „ყაზტრანსგაზ-თბილისი“ მჭიდროდ თანამშრომლობს საგამოძიებო ორგანოებთან.
კომპანია დაინტერესებულია, რომ გამოძიება სრულად და ობიექტურად ჩატარდეს და ყველა კითხვას გაეცეს პასუხი.
რაც შეეხება ექსპლუატაციაში მიუღებელი შენობების გაზიფიცირების საკითხს - განვმარტავთ, რომ მოქმედი რეგულაციების თანახმად, თუ გამანაწილებელ ქსელზე მიერთება მოთხოვნილია მშენებარე, მრავალბინიანი სახლის ექსპლუატაციაში მიღებამდე, განაწილების ლიცენზიანტი (კომპანია) ვალდებულია დააკმაყოფილოს მოთხოვნა გაზიფიცირების შესახებ, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც მას ერთობლივი განაცხადით მიმართავს ამ მრავალბინიან საცხოვრებელ სახლში რეგისტრირებული უძრავი ქონების მესაკუთრეთა 50 პროცენტზე ნაკლები პირი. მოცემულ შემთხვევაში, შპს „ყაზტრანსგაზ-თბილისს“ გაზიფიკაციის მოთხოვნით მიმართა ავთანდილის ქ. #8-ში მდებარე კორპუსის მცხოვრებთა 100 პროცენტმა, რისი გათვალისწინებითაც კომპანიამ დადგენილი წესით შეასრულა გამანაწილებელ ქსელზე მიერთების სამუშაოები", - ნათქვამია განცხადებაში.
დიდ დიღომში მდებარე ერთ-ერთ საცხოვრებელ კორპუსში აფეთქება 16 იანვარს, საღამოს მოხდა. შედეგად 4 ადამიანი დაიღუპა, მათ შორის ერთი მცირეწლოვანი ბავშვია. 4 წლის ბიჭის გადარჩენა ექიმებმა ვერ შეძლეს. დაშავებულია 8 ადამიანი.
აფეთქების მიზეზად ბუნებრივი აირის გაჟონვა სახელდება. გამოძიება უკვე მიმდინარეობს. იკითხებიან კომპანია "ყაზტრანსგაზის" თანამშრომლები.
ყველა სიახლე
06 ივნისი 2026, 21:04
პოლიტიკა
პოლიტოლოგი: ევროკავშირში ბევრი რამ მიუღებელი და ის, რის გამოც ირაკლი კობახიძემ შეაჩერა მოლაპარაკებები, ჩემი აზრის ეს იყო სწორი. - შანტაჟი და ზემოქმედება მიუღებელია, რაც არ უნდა სწორი და მართებული პოზიციებიდან იყოს გამოთქმული
მე თანაბარი ოპონირების რეჟიმს ავირჩევ, რადგან ბევრი რამ ისეთი ითქვა, რაც სწორი არ არის და ამ არასწორმა მიდგომებმა გამოიწვია ის ჩიხი, რაც დღეს გვაქვს ქართულ პოლიტიკაში და ქართულ რეალობაში, - განაცხადა პოლიტოლოგმა ვაჟა ბერიძემ გადაცემაში „ღია ეთერი - დებატები“. მისი თქმით, ევროკავშირში გაწევრიანებაზე საუბარი ძალიან ნაადრევია.
06 ივნისი 2026, 20:55
პოლიტიკა
თეა წულუკიანი: ჩემი იუსტიციის მინისტრობის დროს სასამართლოში 3 თუ 4 რეფორმა ჩატარდა და ეს ის რეფორმებია, რომელთა გატარება „ნაციონალურმა მოძრაობამ“ თავის დროზე ვერ გაბედა
„ეს იყო გაბედული რეფორმები,რომელიც სასამართლოსა და მოსამართლეების გათავისუფლებას ისახავდა მიზნად. შეიძლება ზოგიერთი მოსამართლე სასამართლოში არ მომწონდეს, მაგრამ ეს არ არის მთავარი მე და თქვენ რა მოგვწონს, მთავარი ის არის, რომ ეს მოსამართლეები დღეს მოსაწონ ან ვინმესთვის მოუწონარ გადაწყვეტილებებს რომ იღებენ, ისინი არიან ჩემგან და ჩემნაირებისგან (პოლიტიკოსებისგან) დამოუკიდებელი“.
06 ივნისი 2026, 20:39
პოლიტიკა
ლევან მახაშვილი: ვიზალიბერალიზაციას თავისი კრიტერიუმები აქვს. ნამდვილი კრიტერიუმები გვერდზე გადადეს და შემოაპარეს უკვე პოლიტიკური საკითხები - „გამჭვირვალობის კანონი გააუქმეთ, ოჯახური ღირებულებების დაცვის კანონი გააუქმეთ, სასანქციო სისტემას შეუერთდით“
„ვიზალიბერალიზაცია არასდროს გამხდარა პოლიტიკური საკითხი. 2017 წლიდან ყოველწლიურად დგებოდა ანგარიშები და ყოველთვის იყო იქ 7-10 რეკომენდაცია. რა თქმა უნდა, პრობლემები ყოველთვის იყო, მაგრამ მაინც და მაინც მაშინ გახდა ყველაზე პრობლემური - როდესაც გადაწყვიტეს, რომ სხვა ვერაფრით მიუდგნენ საქართველოს ხელისუფლებას, რადგან მოსახლეობისთვის მნიშვნელოვანი თემაა, რეაგირებს და ემოციური საკითხია, დააჭირეს - უკაცრავად ამ გამოთქმისთვის.
06 ივნისი 2026, 20:37
პოლიტიკა
წულუკიანი ვახტანგ მეგრელიშვილს: ერთპარტიულ პარლამენტს ჩვენ კი არ ვქმნით - დისკუსიის სიმწვავის ხარისხი, რომელიც თქვენ არ გაკმაყოფილებთ პარლამენტში არის მხოლოდ და მხოლოდ იმ დესტრუქციული პარტიების ბრალი, რომლებმაც საკუთარ მანდატსა და ამომრჩეველზე უარი თქვეს
ვერ დაგეთანხმებით, რომ საქართველოს პარლამენტი ერთპარტიულია. ერთადერთი, რადიკალური ოპოზიციის ფრთა, რომელიც პარლამენტში შემოვიდა, სახეზეა. ალბათ თქვენ პლენარულ სხდომებს არ უსმენთ, ეს არის გიორგი გახარიას პარტია, - ასე მიმართა პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ, თეა წულუკიანმა პარტია „გირჩის“ ერთ-ერთ ლიდერს, ვახტანგ მეგრელიშვილს, რომელმაც საქართველოს პარლამენტს ერთპარტიული უწოდა.
06 ივნისი 2026, 20:32
პოლიტიკა
ვახტანგ მეგრელიშვილი: მე ერთადერთი პარტიის წარმომადგენელი ვარ, რომელიც ევროპის ბიუროკრატიის ფანი არ არის
„მე ერთადერთი პარტიის წარმომადგენელი ვარ, რომელიც ევროპის ბიუროკრატიის ფანი არ არის. ჩვენი სკეპტიკური პოზიცია ევრობიუროკრატიასთან მდგომარეობდა იმაში, რომ სუპერ სახელმწიფოებრივი სტრუქტურა, როგორიც არის ბრიუსელის ბიუროკრატია, ფაქტობრივად ახორციელებდა ევროკავშირში ძალაუფლების კონცენტრაციას“, - აღნიშნა მეგრელიშვილმა.
06 ივნისი 2026, 20:28
პოლიტიკა
თეა წულუკიანი: „ქართული ოცნების“ ხელისუფლებამ 2014 წელსვე შეძლო და ხელი მოაწერა ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმებას. ეს ვერ გააკეთა წინა ხელისუფლებამ. ჩვენ 2018 წელს ასევე შევძელით, ბევრი მტკივნეული რეფორმის და ბევრი მოთხოვნის განხორციელება იმისთვის, რომ შეგვძლებოდა მოგვეპოვებინა უვიზო მიმოსვლის რეჟიმი
თქვენთვის ცნობილია, რომ მე ჯერ კიდევ 2012 წლიდან იუსტიციის მინისტრის რანგში პირადად ვიყავი ჩართული ასოცირების შეთანხმების ხელმოწერის მიზნით საქართველოს მიერ წარმოებულ რეფორმატორულ პროცესში, ბატონი პრემიერ-მინისტრის ბიძინა ივანიშვილის ხელმძღვანელობით, შემდეგ სხვადასხვა პრემიერ მინისტრების ხელმძღვანელობით და ეს გაგრძელდა 2020 წლამდე, - განაცხადა გადაცემაში „ღია ეთერი“ პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ, თეა წულუკიანმა.
06 ივნისი 2026, 18:47
პოლიტიკა
კოტე ჟღენტი: როდესაც აპირებ, რომ ქვეყანას გაუუქმო ან შეუჩერო უვიზო მიმოსვლა, ამისთვის უნდა იყოს ძალიან მტკიცე არგუმენტები მოყვანილი, „მე პოლიტიკური მიზანშეწონილობით ვაჩერებთ უვიზო მიმოსვლას“ - ასეთი რამ არ მომხდარა და მე მგონი არც მოხდება
როდესაც აპირებ, რომ ქვეყანას გაუუქმო ან შეუჩერო უვიზო მიმოსვლა, ამისთვის უნდა იყოს ძალიან მტკიცე არგუმენტები მოყვანილი. „მე პოლიტიკური მიზანშეწონილობით ვაჩერებთ უვიზო მიმოსვლას“, ასეთი რამ არ მომხდარა და მე მგონი არც მოხდება. ეს არის ღია, დიპლომატიური სკანდალი და არა მგონია, რომ ამაზე წავიდეს ევროკავშირი, - განაცხადა გადაცემაში „დღის ქრონიკა“ პარტია „ერთიანი ნეიტრალურ საქართველოს“ მრჩეველმა, დიპლომატმა კოტე ჟღენტმა.
06 ივნისი 2026, 18:20
პოლიტიკა
არჩილ გორდულაძე ოპოზიციაზე: ცდილობენ, სხვადასხვა გზით გარე მმართველობა დაამყაროს ჩვენს ქვეყანაში, მაგრამ ამავდროულად, ვერ იყოფენ თავიანთი პატრონის მიერ გაცემულ „ნდობას“, თანხებსა და შეპირებას მომავალი ძალაუფლების შესახებ და ვხედავთ, ერთმანეთის ჭამით არიან დაკავებული
ვხედავთ, რომ გარე დავალების შემსრულებლები ამ ქვეყანაში ძალიან ცოტაა და ძირითადად, ეს ის ადამიანები არიან, რომელთაც გარე მმართველობა და სისტემური და სისტემატური წამების რეჟიმი ჰქონდათ ჩამოყალიბებული 2003-2012 წლებში. ზუსტად იგივე ადამიანები არიან, ოღონდ მათ ბოლო წლების განმავლობაში რამდენიმე განსხვავებული ადამიანი მიიტმასნეს, - განაცხადა რადიკალურ ოპოზიციაზე საუბრისას იურიდიულ საკითხთა საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარემ, არჩილ გორდულაძემ, გადაცემაში „დღის ქრონიკა“.
06 ივნისი 2026, 18:18
პოლიტიკა
არჩილ გორდულაძე: ჩვენ ვხედავთ, რომ ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლა არის ერთადერთი „ტყვია“, რომლის გამოყენების მცდელობაც აქვთ საქართველოს წინააღმდეგ იმ ძალებს და იმ მართულ არარჩეულ ბიუროკრატიას, რომელიც სამწუხაროდ ახლა სრული გავლენა აქვთ ევროკავშირის მასშტაბით
ჩვენ ვხედავთ, რომ ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლა არის ერთადერთი „ტყვია“, რომლის გამოყენების მცდელობაც აქვთ საქართველოს წინააღმდეგ იმ ძალებს და იმ მართულ არ არჩეულ ბიუროკრატიას, რომელიც სამწუხაროდ ახლა სრული გავლენა აქვთ ევროკავშირის მასშტაბით, - განაცხადა გადაცემაში „დღის ქრონიკა“ იურიდიულ საკითხთა საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარემ არჩილ გორდულაძემ.
06 ივნისი 2026, 18:02
პოლიტიკა
დიპლომატი კოტე ჟღენტი კრისტოფერ ლანდაუს განცხადებაზე: ეს გამოსვლა ძალიან მნიშვნელოვანია და აშშ-ის ოფიციალურ პოზიციას წარმოადგენს
კოტე ჟღენტმა საქართველო-ამერიკის ურთიერთობაზე გადაცემაში „დღის ქრონიკა“ ისაუბრა. პარტია „ერთიანი ნეიტრალურ საქართველოს“ მრჩეველმა, დიპლომატმა ისაუბრა იმაზე, თუ როგორ შეიძლება პარტნიორობის გაღრმავება შტატებთან მიმდინარე პოლიტიკური საკითხებით.
06 ივნისი 2026, 17:57
პოლიტიკა
არჩილ გორდულაძე: როგორც საქართველოს სჭირდება ევროკავშირი, არანაკლებ სჭირდება ევროკავშირს საქართველო. ეს ყველაფერი გამომდინარეობს საქართველოს განსაკუთრებული გეოპოლიტიკური და გეოგრაფიული მდებარეობიდან
„როდესაც ვამბობთ, რომ ბრიუსელისთვის მნიშვნელოვანია საქართველო, ეს არ უნდა აღვიქვათ ისე, რომ მხოლოდ ტერიტორიაა საჭირო, ყველამ კარგად იცის რა როლი აქვს საქართველოს ევროპის კულტურის განვითარებაში და რამდენად ევროპულიუა ჩვენი კულტურა“, - აღნიშნა გორდულაძემ.
06 ივნისი 2026, 17:36
სპორტი
ჯუნიორ NBA მეათე ჩემპიონატი საქართველოში 12 ივნისიდან 12 ივლისის ჩათვლით ჩატარდება
ტურნირში A, B და C ლიგებში 90 გუნდი და 1300-მდე ახალგაზრდა კალათბურთელი მონაწილეობს. ტრადიციულად, თითოეულ გუნდს სპეციალური კენჭისყრის შედეგად შერჩეული NBA კლუბის სახელი მიენიჭა.
06 ივნისი 2026, 17:30
საზოგადოება
სკოლებში ელექტრონული საკომუნიკაციო საშუალებების არამიზნობრივი გამოყენება იკრძალება
არამიზნობრივ გამოყენებად ჩაითვლება უფლებამოსილის წინასწარი თანხმობის გარეშე, მოწყობილობის ჩართულ მდგომარეობაში შენახვა, ქონა და გამოყენება. სკოლა ვალდებული იქნება, განსაზღვროს მოსწავლის მშობელთან ან კანონიერ წარმომადგენელთან კომუნიკაციის ოფიციალური არხები.
06 ივნისი 2026, 17:28
სპორტი
დღეიდან თბილისი არენას ოთარ ქორქიასა და ნოდარ ჯორჯიკიას სახელობის სპორტის სასახლის სახელწოდება მიენიჭა
დღეიდან თბილისი არენას ოთარ ქორქიასა და ნოდარ ჯორჯიკიას სახელობის სპორტის სასახლის სახელწოდება მიენიჭა.
06 ივნისი 2026, 17:28
პოლიტიკა
„მემარცხენე ალიანსი“: მოვუწოდებთ საქართველოს ხელისუფლებას, სანამ ევრობიუროკრატია საქართველოსთან შოვინისტურ მიდგომებს არ დაასრულებს, ევროსაბჭოსთან შეწყვიტეთ პარტნიორული დამოკიდებულება
„მემარცხენე ალიანსი“ ხელისუფლებას მოუწოდებს, ევროპასთან პარტნიორული დამოკიდებულება შეწყვიტოს, ვიდრე მათივე თქმით, ევრობიუროკრატია საქართველოსთან შოვინისტურ მიდგომებსა და ორმაგი სტანდარტით ურთიერთობას არ დაასრულებს.
06 ივნისი 2026, 17:26
რეგიონი
ახალციხე „გემოფესტს“ მასპინძლობს
ახალციხე ყველაზე გემრიელ ფესტივალს მასპინძლობს. გასტრონომიული ფესტივალის ცენტრად, რაბათის ციხის მიმდებარე ტერიტორია იქცა. ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ორგანიზებულ ღონისძიებაზე 13 ადგილობრივი მეწარმეა წარმოდგენილი.
06 ივნისი 2026, 16:56
მსოფლიო
პიტ ჰეგსეტი: სამწუხაროდ, დღეს ევროპის სხვადასხვა სანაპიროს განსხვავებული, საშიში იდეოლოგიები უტევენ. ესპანეთში, იტალიაში, საბერძნეთსა და ბულგარეთში ნავები და ადამიანები ჩამოდიან - როდის მოიმოქმედებენ ევროპული დედაქალაქები რამეს, რათა ამ შემოჭრას გაუმკლავდნენ?
აშშ-ის თავდაცვის მდივანმა პიტ ჰეგსეტმა ევროპელი მოკავშირეები კიდევ ერთხელ გააკრიტიკა და აღნიშნა, რომ ევროპული ქვეყნები მიგრაციულ კრიზისს ვერ უმკლავდებიან. პიტ ჰეგსეტი: სამწუხაროდ, დღეს ევროპის სხვადასხვა სანაპიროს განსხვავებული, საშიში იდეოლოგიები უტევენ. ესპანეთში, იტალიაში, საბერძნეთსა და ბულგარეთში ნავები და ადამიანები ჩამოდიან - როდის მოიმოქმედებენ ევროპული დედაქალაქები რამეს, რათა ამ შემოჭრას გაუმკლავდნენ?
06 ივნისი 2026, 16:33
მსოფლიო
ფრიდრიხ მერცი: ჩვენ არ ვუტეხთ სახელს ადამიანებს, რომლებიც გერმანიაში სამუშაოდ ჩამოდიან. ჩვენ მათ მივესალმებით
გერმანიის კანცლერის ფრიდრიხ მერცის განცხადებით, გერმანიის ხელისუფლება არ ცდილობს სახელი გაუტეხოს უცხოელებს, რომლებიც სამუშაოდ ჩადიან.
06 ივნისი 2026, 16:11
მსოფლიო
თურქულ გემს ოკუპირებულ ყირიმთან ახლოს თავს დაესხნენ. ერთი ადამიანი დაიღუპა
თურქეთის დროშის ქვეშ მცურავ გემს შავ ზღვაში, ოკუპირებულ ყირიმთან ახლოს თავს დაესხნენ. ინფორმაციას თურქეთის სანაპირო დაცვის სამსახური ავრცელებს.
06 ივნისი 2026, 16:08
სპორტი
სპორტული ჟურნალისტის ლაშა გოდუაძის წიგნის - „ხუთასზე მეტი ამბავი ოცდაორ მსოფლიო თასზე“ პრეზენტაცია გაიმართა
წიგნში თითოეულ მუნდიალს 26 გამორჩეული ისტორია და საინტერესო ფოტო მასალა ეძღვნება. პრეზენტაციას სპორტის, მედიისა და საფეხბურთო საზოგადოების წარმომადგენლები დაესწრნენ.


