imedi /  20 იანვარი 2019, 21:51 / სანდო წყარო

რა აკავშირებს მინდია გოგოჭურს ვერაზე მომხდარი სისხლიანი გარჩევის საქმესთან. ვიდეო

მინდია გოგოჭური

თბილისში, ვერაზე 16 იანვარს მომხდარი სისხლიანი გარჩევის მთავარი ბრალდებულს გიორგი ადუაშვილს დამამძიემებელ გარემობებში განზრახ მკვლელობის მცდელობა ედება ბრალად. 

"4-5 ჭრილობა აქვს ფეხზე, იდაყვის ქვეშ მთავარ არტერიაზე აქვს დარტყმული უნდა მომკვდარიყო თუ უნდა დაცლილიყო სისხლისგან არ ვიცი რაშია საქმე, ვერ გავერკვიე ამ სიტუაციაში. კეთილი ბიჭია, მაგრამ ისეთ კამპანიაში მოხვდა ალბათ რომ ესე რავიცი, ვერ გეტყვით", - ამბობს გიორგი ადუაშვილის ბებია ლია იოსელიანი.

კამპანია, როგორც თავად უწოდებს, მინდია გოგოჭური და მისი სამეგობროა. ექსპრეზიდენტ მარგველაშვილის წარსულში არაერთხელ ნასამართლევი სიძე, რომლის სახელსა და გვარასაც 16 იანვარს ქალაქის ცენტრში მომხდარი სისხლიანი გარჩევა დაუკავშირეს. 

მომხდარი იმავე დღესვე ორ დაჯგუფებას შორის წარსულში დაწყებულ კონფლიქტს დაუკავშირეს. "იმედის კვირის" ინფორმაციით, ზურაბ კუჭავა, რომელსაც გამოძიების ცნობით, გიორგი ადუაშვილმა ესროლა, ექსპრეზიდენტის სიძესთან მინდია გოგოჭურსა და მის სამეგობროსთან დაპირისპირებული ჯგუფის წევრია.  

დაპირისპირებას ორ დაჯგუფებას შორის გამორიცხავს ადუაშვილის ადვოკატი სალომე მესხი. ის ამბობს, რომ ადუაშვილი უდანაშაულოა. კითხვაზე სად და რატომ მიიღო ადუაშვილმა მრავლობითი დაზიანებები, სალომე მესხს პასუხი არ აქვს.  

"ამის შესახებ ჩვენთვის უცნობია, ვინაიდან კიდევ ერთხელ ვამბობ მას ჩვენება არ მიუცია , არ ჩემთან არ უსაბრია ამ თემაზე", - ამბობს ადვოკატი.

სისხლიან გარჩევას იმავე დღეს წინ უძღოდა კიდევ ერთი ინციდენტი. ერთ-ერთი ვერსიით, ერთმანეთს ზურაბ კუჭავა და გიორგი ადუაშვილი დაუპირსპირდნენ. ამ დაპირისპირების დროს ადუაშვილი დაშავდა. სასამართლოზე გადაღებულ კადრებშიც ჩანს, რომ გიორგი ადუაშვილს ფიზიკური ანგარიშწორების კვალიც ეტყობა.

ტარიელ კაკაბაძე კონსტანტინე ჯორბენაძის ადვოკატია. ჯორბენაძე ტატიშვილის ქუჩაზე იმ მანქანაში იჯდა, საიდანაც გამოძიების ინფორმაციით, გიორგი ადუაშვილი ზურაბ კუჭავას მიმართულებით ისროდა. მას გამოძიება დანაშაულის შეუტყობინებლობას ედავება.

კუჭავას მკვლელობის მცდელობაში ბრალდებულ ადუაშვილთან ერთად ჯორბენაძე სასამართლომ პარასკეს პატიმრობაში დატოვა. მისი ადვოკატი ამბობს, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფს არაფერი დაუნახავს. ტარიელ კაკაბაძის თქმით, ამას ადასტურებს მოწმე, რომელიც დაპირისპირების დროს მანქანას მართავდა.  

"იმედის კვირის" ინფორმაციით, კუჭავა და ადუაშვილი ვერა-მთაწმინდის ერთმანეთთან დაპირისპირებული წრეების სხვადასხვა მხარეს არიან. გიორგი ადუაშვილი ექსპრეზიდენტ მარგველაშვილის სიძის მინდია გოგოჭურის სამეგობროს წევრია, ხოლო 31 წლის ზურაბ კუჭავა მინდია გოგოჭურთან დაპირისპირებული დავით კაჭარავასი, რომელიც 19 დეკემბერს იარაღის შეძენა-შენახვის ბრალდებით დააკავეს და სასამართლო განაჩენის მოლოდინშია.  

პირველი ღია დაპირისპირება სამეგობრო წრეებს შორის 22 ნოემბერს სოლოლაკში რესტორან "მეიდანთან" მოხდა. ამ ამბიდან 4 დღეში 26 ნოემბერს მინდია გოგოჭურს თავს დაესხნენ და მისი მიმართულებით რამდენჯერმე ისროლეს. ის დაჭრას ჯავშანჟილეტმა გადაარჩინა.  

არაერთ კრიმინალურ გარჩევაში ფიგურირებს დავით კაჭარავას ძმა, თორნიკე კაჭარავაც, რომელიც, მისი ძმისგან განსხვავებით, გოგოჭურის მეგობარია. ამჟამად ისიც პატიმრობაშია, იარაღის უკანონო შეძენა-შენახვისა და ნაკოდანაშაულის ბრალდებით. მას ბრალი 2011 წელს 24-წლიანი პატიმრობა ჰქონდა მისჯილი ახალგაზრდა მამაკაცის სანდრო გოგბერაშვილის მკვლელობის ფაქტზე, თუმცა 2015 წელს უზანაესმა სასამართლომ მას 2015 წელს პირველი ინსტანციის სასასმართლოს განაჩენი გააუქმა. სანდრო გოგბერაშვილის ოჯახი მაშინ ამტკიცებდა, რომ მათი შვილს არა კაჭარავამ, არამედ ზურაბ ტარყაშვილმა ესროლა, რის გამოც გოგბერაშვილის მამამ ზურაბ ტარყაშვილი რუსთაველის გამზირზე მოკლა. 

თამილა კოჭლამაზაშვილი ამბობს, რომ მინდია გოგოჭურმა ესროლა მის შვილს პირველი ტყვია 2011 წლის ოქტომბერში. მისი შვილის მკვლელობისთვის სამი ადამიანი დააკავეს. კოჭლამაზაშვილის თქმით  გამოძიებამ გოგოჭურის საბრალდებო სკამზე დასასმელად არაფერი გააკეთა. მისი მტკიცებით, სათვალთავლო კამერებით გადაღებულ კადრებში, პიროვნება, რომელიც იარაღს აგდებს მინდია გოგოჭურია. 

მინდია გოგოჭური არაერთხელაა დაკავებული წარსულში ნარკოდანაშაულისთვის. ის დაჯარიმდა და გათავისუფლდა პირობითი სასჯელით. მისი სახელი და გვარი უკავშირდება არაერთ სისხლის სასმართლის საქმეს, რომელთაგან ერთი დღემდე გაუხსნელია. 

მის მეგობარს, ვერაზე 16 იანვარს  მომხდარი სისხლიანი გარჩევის მთავარ ბრალდებულს  გიორგი ადუაშვილს დამამძიმებელ გარემობებეში განზრახ მკვლელობას ედავება. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში მას 11-დან 14-მდე პატიმრობა ემუქრება.  

ადუაშვილის თანხლებ კონსტანტინე ჯორბენაძეს კი, რომელსაც დანაშაულის შეუტყობინელობაში ედება ბრალი. ბრალდებულთა წინა სასამართლო სხდომა 12 მარტს გაიმართება.

ყველა სიახლე

ანრი ოხანაშვილი

19 ივნისი 2021, 15:49

პოლიტიკა

ანრი ოხანაშვილი: ვმსჯელობთ საზოგადოებისათვის მნიშვნელოვან საკითხებზე - წყალი, გზა, ინფრასტრუქტურა, სერვისები და სხვა, რაც დაკავშირებულია ჩვენი ქვეყნის გრძელვადიან განვითარებასთან

ჩვენ ვმსჯელობთ საზოგადოებისათვის აქტუალურ და მნიშვნელოვან საკითხებზე, რომლებიც დაკავშირებულია ჩვენი ქვეყნის გრძელვადიან განვითარებასთან. ეს არის წყალი, გზა, ინფრასტრუქტურა, სერვისები და სხვა, - ამის შესახებ პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ანრი ოხანაშვილმა განაცხადა.

19 ივნისი 2021, 15:40

COVID19

ლუკაშენკო: ბელარუსული ვაქცინა ადამიანს კორონავირუსის მომავალი შტამისგან დაიცავს

ბელარუსული ვაქცინა ადამიანს კორონავირუსის მომავალი შტამებისგან დაიცავს, - ამის შესახებ ქვეყნის პრეზიდენტმა, ალექსანდრ ლუკაშენკომ მინსკის ერთ-ერთ საავადმყოფოში სტუმრობისას განაცხადა.

ანრი ოხანაშვილი

19 ივნისი 2021, 15:28

პოლიტიკა

ანრი ოხანაშვილი: „ნაცმოძრაობას“ მოუწევს მიშელის დოკუმენტზე ხელმოწერა, ოღონდ არა ცალკეულ პუნქტებზე, არამედ დოკუმენტზე

„ნაციონალურ მოძრაობას“ მოუწევს მიშელის დოკუმენტზე ხელმოწერა, ოღონდ არა ცალკეულ პუნქტებზე, ისინი შეუერთდებიან დოკუმენტს, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილმა განაცხადა.

ანრი ოხანაშვილი

19 ივნისი 2021, 15:27

პოლიტიკა

ანრი ოხანაშვილი: ჩვენი ამოსავალი პრინციპია კონსტიტუციის შესაბამისად მოქმედება

„ჩვენი ამოსავალი პრინციპი არის კონკრეტული გამოწვევების შესაბამისად მოქმედება, რომელიც შესაძლებელია, არსებობდეს კონკრეტულ სახელისუფლებო რგოლთან მიმართებაში და ქვეყნის კონსტიტუციის შესაბამისად მოქმედება. ჩვენ ვიმოქმედებთ ამის შესაბამისად“, - აცხადებს იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე, ანრი ოხანაშვილი აშშ-ის ელჩის განცხადების საპასუხოდ.

19 ივნისი 2021, 15:18

სამართალი

მცირეწლოვანი ბავშვის წამების საქმეზე დაკავებულ დედას და მამინაცვალს ბრალი წარუდგინეს

არასრულწლოვან და უმწეო მდგომარეობაში მყოფ მ.დ.-ს შვილს სისტემატურად ეპყრობოდნენ დამამცირებლად და დასჯის მიზნით, 6 წლის ბავშვზე ხანგრძლივად ძალადობდნენ ფიზიკურად - სცემდნენ, ხელ-ფეხს უკრავდნენ, რამდენიმე დღის განმავლობაში არ აძლევდნენ საკვებს და საწოლიდან ადგომას უკრძალავდნენ. ასევე ხელის არეში მიაყენეს დამწვრობა.

მამუკა მდინარაძე

19 ივნისი 2021, 15:05

პოლიტიკა

მამუკა მდინარაძე: 2012 წლამდე ერთი და იგივე პირთა წრე ჩანაწერებს ფიზიკური პირების დაშანტაჟებისთვის იყენებდა, დღეს ცდილობენ გამოიყენონ პოლიტიკური სუბიექტების დაშანტაჟებისთვის

ძალიან ცუდია, რომ ერთი და იგივე პირთა წრე 2012 წლამდე ამ ჩანაწერებს ჯერ აკეთებდა, შემდეგ იყენებდა ამ მონტაჟს და სიყალბეს ფიზიკური პირების დაშანტაჟებისთვის, დღეს მიზნის ობიექტი შეიცვალა და ცდილობენ გამოიყენონ პოლიტიკური სუბიექტების, ამ შემთხვევაში „ქართული ოცნების“ დაშანტაჟებისთვის, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა მამუკა მდინარაძემ განაცხადა.

არმაზ ახვლედიანი

19 ივნისი 2021, 15:02

პოლიტიკა

არმაზ ახვლედიანი: შარლ მიშელის დოკუმენტზე ხელის მოწერა საკმარისი არაა - მთავარია ბრძოლა მისი რეალიზებისთვის

„პრინციპულად მნიშვნელოვანია, რომ შარლ მიშელის დოკუმენტს ხელი ყველამ მოაწეროს და ყველა შეუერთდეს, მაგრამ, ჩემთვის ეს არ არის საკმარისი. მიშელის დოკუმენტი არის სულისკვეთება და მთავარია ბრძოლა მისი რეალიზებისთვის. თუ ბრძოლაშიც ერთად ვიქნებით, მაშინ, შეიძლება, შედეგს მივაღწიოთ“, - აცხადებს არმაზ ახვლედიანი.

გიორგი ვაშაძე

19 ივნისი 2021, 14:55

პოლიტიკა

გიორგი ვაშაძე: კარგია, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ პარლამენტში შევიდა და რომ ისინი შარლ მიშელის დოკუმენტს ხელს მოაწერენ

„შარლ მიშელის დოკუმენტი არის ერთადერთი ნათელი სხივი საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციისთვის და ქვეყნის დემოკრატიული განვითარებისთვის“, - ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ განაცხადა. მისივე თქმით, მიესალმება „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ დოკუმენტის ხელმოწერის შესახებ მიღებულ გადაწყვეტილებას.

მამუკა მდინარაძე

19 ივნისი 2021, 14:51

პოლიტიკა

მამუკა მდინარაძე „ნაცმოძრაობაზე“: ცდილობენ, რომ ამნისტია იყოს მიღებული, მაგრამ ისე იქცევიან, თითქოს არ უნდათ

„ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივანი მამუკა მდინარაძე აცხადებს, რომ საბოლოო ჯამში „ნაციონალურ მოძრაობას“ მოუწევს როგორც ამნისტიაზე დათანხმება, ისე შარლ მიშელის დოკუმენტზე ხელის მოწერა.

კახა კუჭავა

19 ივნისი 2021, 14:36

პოლიტიკა

კახა კუჭავამ დიპკორპუსის წარმომადგენლებთან ერთად, ლტოლვილთა საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით გამართულ სოლიდარობის მარშში მიიღო მონაწილეობა

მსოფლიოში 82 მილიონამდე იძულებით გადაადგილებული ადამიანის მხარდასაჭერად და სოლიდარობის გამოსახატად, საქართველოში მცხოვრებ ლტოლვილებთან ერთად, სოლიდარობის მარშში მონაწილეობა მიიღეს საქართველოში აშშ-ის ელჩმა კელი დეგნანმა, საქართველოში გაერო-ს მუდმივი კოორდინატორმა საბინე მახლმა, სხვადასხვა ქვეყნის ელჩებმა, სახელმწიფო უწყებების, საერთაშორისო და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა.

არმაზ ახვლედიანი

19 ივნისი 2021, 14:32

პოლიტიკა

არმაზ ახვლედიანი: „ქართული ოცნება“ ვენეციის კომისიის დასკვნას თავდაყირა კითხულობს

ფრაქცია „ლელო - პარტნიორობა საქართველოსთვის“ წევრის, არმაზ ახვლედიანის განცხადებით, „ქართული ოცნება“ ვენეციის კომისიის დასკვნას თავდაყირა კითხულობს.

სალომე სამადაშვილი

19 ივნისი 2021, 14:25

პოლიტიკა

სალომე სამადაშვილი: ვენეციის კომისიის კომენტარები სრულად ასახავს ჩვენს ხედვას საარჩევნო ცვლილებებთან დაკავშირებით

„ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ვენეციის კომისიის რეკომენდაციები, ფაქტობრივად, სრულად ასახავს იმ პოზიციას, რომელიც ჩვენ გვქონდა საარჩევნო ცვლილებების განხილვის პროცესში“, - აცხადებს პარლამენტის წევრი, სალომე სამადაშვილი. მისივე თქმით, ამ რეკომენდაციების გათვალისწინების შემთხვევაში, ახალ საარჩევნო კანონმდებლობას მხარს დაუჭერს.

გიორგი ვაშაძე

19 ივნისი 2021, 14:20

პოლიტიკა

გიორგი ვაშაძე: ვეთანხმები ვენეციის კომისიის ყველა რეკომენდაციას, განსაკუთრებით საარჩევნო საკითხებზე

„სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერი გიორგი ვაშაძე ვენეციის კომისიის რეკომენდაციებს ეთანხმება. მისივე თქმით, მხოლოდ ამ რეკომენდაციების გათვალისწინების შემდეგ იქნება შესაძლებელი ახალი საარჩევნო კანონმდებლობის მხარდაჭერა.

19 ივნისი 2021, 14:16

საზოგადოება

37 წლის კობა ალხაზაშვილს კვლავ საზოგადოების დახმარება სჭირდება

37 წლის კობა ალხაზაშვილს კვლავ საზოგადოების დახმარება სჭირდება. სამკურნალოდ, თურქეთში გამგზავრება მას უკვე მეორედ მოუხდა. ბოლო დღეების განმავლობაში, მისი მდგომარეობა დამძიმდა. ამჟამად ის რეანიმაციაში, მართვით სუნთქვაზეა და ძვირადღირებული მკურნალობის კურსის ჩატარება სჭირდება.

ირაკლი ქარსელაძე

19 ივნისი 2021, 14:14

პოლიტიკა

ირაკლი ქარსელაძე: 2025 წლამდე ყველა ქალაქს ექნება 24-საათიანი წყალმომარაგება

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი ირაკლი ქარსელაძე აცხადებს, რომ 10-წლიანი სამოქმედო გეგმის პრიორიტეტები არის მაგისტრალური გზები და წყალმომარაგება.

19 ივნისი 2021, 13:57

საზოგადოება

საბერძნეთში საქართველოს მოქალაქის დაკავებასთან დაკავშირებით საქართველოს საელჩო განცხადებას ავრცელებს

საბერძნეთში მკვლელობის ბრალდებით საქართველოს მოქალაქის დაკავებას საქართველოს საელჩო ეხმაურება. როგორც საელჩოს განცხადებაშია ნათქვამი, ქართულ მედიასაშუალებებში გავრცელდა საქართველოს მოქალაქის (გ.ხ.) ინტერვიუ, რომელშიც იგი საბერძნეთის პოლიციის მხრიდან მის მიმართ არასათანადო მოპყრობაზე საუბრობს.

19 ივნისი 2021, 13:43

ტექნოლოგიები

Facebook-ის მუშაობაში შეფერხებაა

Facebook Messenger-ის მუშაობაში გლობალური შეფერხებაა. წვდომის პრობლემება მილიონობით მომხმარებელს შეექმნა. მომხმარებლები ვერ გზავნიან და იღებენ შეტყობინებებს. კომპანიას ჯერ არ გაუვრცელებია განცხადება იმის შესახებ, თუ რამ გამოიწვია შეფერხება და რამდენ მომხმარებელს შეეხო ის.

მამუკა მდინარაძე

19 ივნისი 2021, 13:25

პოლიტიკა

მამუკა მდინარაძე: ყველა პასუხისმგებლიან ხელისუფლებას უნდა ჰქონდეს ამბიცია, ილაპარაკოს განვითარების გრძელვადიან გეგმებსა და პერსპექტივებზე

ყველა პასუხისმგებლიან ხელისუფლებას უნდა ჰქონდეს ამბიცია, ილაპარაკოს განვითარების გრძელვადიან გეგმებსა და პერსპექტივებზე, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, მამუკა მდინარაძემ განაცხადა.

კელი დეგნანი

19 ივნისი 2021, 13:24

პოლიტიკა

კელი დეგნანი: მხოლოდ გასულ წელს, აშშ-მა დაახლოებით $3 მილიონი გამოყო იძულებით გადაადგილებულ და კონფლიქტით დაზარალებულ პირთა დასახმარებლად

„მხოლოდ გასული წლის განმავლობაში, ამერიკის შეერთებულმა შტატებმა, დაახლოებით, 3 მილიონი დოლარი გამოყო იძულებით გადაადგილებულ პირთა და კონფლიქტით დაზარალებული მოსახლეობის დასახმარებლად. რა თქმა უნდა, ჰუმანიტარული დახმარება მიემართება ისეთი საკითხებისკენ, როგორიცაა თავშესაფრით ;უზრუნველყოფა, ჯანდაცვა, სუფთა წყალზე ხელმისაწვდომობა და სხვა“, - აღნიშნა დიპლომატმა.

გირშელ ბერძული

19 ივნისი 2021, 13:05

პოლიტიკა

გირშელ ბერძულმა „ნაციონალური მოძრაობა“ დატოვა

გირშელ ბერძულმა „ნაციონალური მოძრაობა“ დატოვა. ამის შესახებ ის Facebook-ზე წერს.