imedi /  21 იანვარი 2019, 14:56 / სანდო წყარო

თბილისში ოთხ ადგილზე ტყვიის შემცველობა ნორმაშია

თბილისი

გარემოს ეროვნული სააგენტო ატმოსფერულ ჰაერში ტყვიის შემცველობის განსაზღვრას საბავშვო ბაღებისა და სკოლების მიმდებარე ტერიტორიებზე განაგრძობს. 

თბილისში, ბათუმსა და ქუთაისში ისაზღვრება ძირითადი დამაბინძურებელი ნივთიერებების კონცენტრაციები. გაზომვების შედეგად ატმოსფერულ ჰაერში განსაზღვრული ნივთიერებების შემცველობები ნორმის ფარგლებში დაფიქსირდა, გარდა აზოტის დიოქსიდის (NO2) და მყარი ნაწილაკების (PM10) კონცენტრაციებისა.

მყარი ნაწილაკების PM10-ის კონცენტრაციების ნორმაზე გადაჭარბება დაფიქსირდა 14 იანვარს თბილისში განთავსებულ სამ ავტომატურ სადგურზე. კერძოდ წერეთლის გამზირზე - 1.5-ჯერ, ხოლო ვაშლიჯვარსა და ვარკეთილში - 1.1-ჯერ. ასევე ქუთაისში 1.8-ჯერ, ხოლო ბათუმში 1.9-ჯერ; 15 იანვარს - თბილისში განთავსებულ ოთხივე ავტომატურ სადგურზე: წერეთლის გამზირზე - 2.6-ჯერ, ყაზბეგის გამზირზე - 1.6-ჯერ, ვარკეთილში - 1.3-ჯერ, ხოლო ვაშლიჯვარში - 1.6-ჯერ, ასევე ქუთაისში - 1.4-ჯერ, ხოლო ბათუმში - 1.3-ჯერ; 16 იანვარს - ისევ თბილისში განთავსებულ ოთხივე ავტომატურ სადგურზე: წერეთლის გამზირზე - 2.7-ჯერ, ყაზბეგის გამზირზე - 1.6-ჯერ, ვარკეთილში - 1.3-ჯერ, ხოლო ვაშლიჯვარში - 1.6-ჯერ, ბათუმში კი 1.1-ჯერ.

გადაჭარბებები გამოწვეული იყო სინოპტიკური სიტუაციის შედეგად, კერძოდ საქართველოს ტერიტორიაზე უდაბნოს მტვრის გავრცელების გამო. მყარი ნაწილაკების PM10-ის კონცენტრაციების ნორმაზე გადაჭარბება დაფიქსირდა ასევე 17 იანვარს წერეთლისა და ყაზბეგის გამზირებზე - 1.1-ჯერ, 18 იანვარს მხოლოდ წერეთლის გამზირზე - 1.2-ჯერ, 19 იანვარს - ქუთაისში-1.4-ჯერ, ხოლო 20 იანვარს ბათუმსა და ქუთაისში 1.5-ჯერ.

მყარი ნაწილაკების PM10-ის კონცენტრაციების საშუალო წლიურ ნორმაზე გადაჭარბება დაფიქსირდა თბილისში წერეთლის გამზირზე 1.3-ჯერ, ხოლო ყაზბეგის გამზირსა და ბათუმში 1.1-ჯერ. აზოტის დიოქსიდის კონცენტრაციების საშუალოწლიურ ნორმაზე გადაჭარბება დაფიქსირდა ქალაქ თბილისში წერეთლის გამზირზე 1.4-ჯერ და ბათუმში აბუსერიძის ქუჩაზე 1.6-ჯერ.

ქალაქ თბილისში ატმოსფერულ ჰაერში ტყვიის შემცველობის დასადგენად გასულ კვირას ჰაერის სინჯები აღებული იქნა ქალაქის ოთხ ადგილზე: დიდი დიღომი, პეტრე იბერის ქ.N9, მრავალპროფილიან სკოლა ,,იბერთან“, დიღმის მასივი მე-5 კვარტალი, სმენადაქვეითებულ ბავშვთა საბავშვო ბაღთან, დიღმის მასივი მე-5 კვარტალი N140-ე საჯარო სკოლასთან, დიღმის მასივი, მე-2 მიკრორაიონი, N169 საჯარო სკოლასთან.

ჰაერის სინჯები გაიგზავნა გარემოს ეროვნული სააგენტოს ლაბორატორიაში. ლაბორატორიული კვლევის შედეგად დადგინდა, რომ თბილისში ოთხივე ადგილზე აღებულ სინჯებში ტყვიის შემცველობა არ აღემატებოდა დასაშვებ ნორმას.

ყველა სიახლე

ალექსეი ნავალნი

19 აპრილი 2021, 13:10

მსოფლიო

ალექსეი ნავალნი კოლონიიდან საოლქო საავადმყოფოს სტაციონარში გადაჰყავთ

რუსი ოპოზიციონერი ალექსეი ნავალნი კოლონიიდან საოლქო საავადმყოფოს სტაციონარში გადაჰყავთ. ინფორმაციას ამის შესახებ რუსეთის სასჯელაღსრულების ფედერალური სამსახური ავრცელებს.

შალვა პაპუაშვილი

19 აპრილი 2021, 13:10

პოლიტიკა

შალვა პაპუაშვილი რურუაზე: თუ პრეზიდენტი ჩათვლის საჭიროდ შეწყალების აქტი გამოსცეს, ამასთან დაკავშირებით კრიტიკულ მოსაზრებას არ გამოვთქვამთ

„ორი ინსტრუმენტი იყო შემოთავაზებული: ამნისტია, რასაც არ განვიხილავთ და შეწყალება. დოკუმენტზე პოტენციურად ხელმომწერ არცერთ სუბიექტს არ აქვს შეწყალების უფლებამოსილება, ამიტომ ამაზე შეთანხმება გაუგებარი იქნებოდა. თუკი პრეზიდენტი თავად ჩათვლის საჭიროდ, შეწყალების აქტი გამოსცეს, ამასთან დაკავშირებით კრიტიკულ მოსაზრებას არ გამოვთქვამთ“, - განაცხადა პაპუაშვილმა.

ნათია თურნავა

19 აპრილი 2021, 13:07

ეკონომიკა

ნათია თურნავა: მოხარული ვარ, რომ ავიაკომპანია „ვიზეარმა“ ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში ფრენები აღადგინა

„ჩვენი ამოცანაა, რომ ძალიან მაღალი პასუხისმგებლობით მოვეკიდოთ ტურიზმის აღდგენის პირველ ტენდენციებს, შევასრულოთ ყველა რეგულაცია, გავუფრთხილდეთ ერთმანეთს, გავუფრთხილდეთ ქვეყნის სტუმრებს და არ დავუშვათ ვირუსის იმ დონეზე გავრცელება, რაც მომავალში ხელს შეგვიშლის ტურიზმის სექტორის აღდგენაში“, - აღნიშნა ნათია თურნავამ.

19 აპრილი 2021, 13:05

მსოფლიო

სირიაში საპრეზიდენტო არჩევნები 26 მაისს ჩატარდება

სირიის სახალხო ასამბლეამ (პარლამენტმა) საპარლამენტო არჩევნები 26 მაისს ჩანიშნა, - ამის შესახებ Anadolu ადგილობრივ მედიაზე დაყრდნობით წერს. კანდიდატებს განაცხადების წარდგენა დღეიდან 28 აპრილამდე შეუძლიათ.

19 აპრილი 2021, 13:00

საზოგადოება

ბზის მოჭრაზე კონტროლი მკაცრდება

„წითელ ნუსხაში“ შეტანილი მცენარის, ბზის მოჭრაზე კონტროლს ვამკაცრებთ, - ამის შესახებ განცხადებას გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, ტყეში ბზის მოჭრა, ამოძირკვა ან ტოტების დაზიანება დასჯადი ქმედებაა. საჯარიმო სანქციების ოდენობა განისაზღვრება 500-დან 1000 ლარამდე, ხოლო თუ გარემოსთვის მიყენებული ზიანი აჭარბებს 1000 ლარს, აღიძვრება სისხლის სამართლის საქმე.

19 აპრილი 2021, 12:56

COVID19

ევროკავშირმა Pfizer/BioNTech-ის ვაქცინის დამატებით 100 მილიონი დოზა შეიძინა

ევროკავშირმა Pfizer/BioNTech-ის კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის დამატებით 100 მილიონი დოზა შეიძინა.

19 აპრილი 2021, 12:54

პოლიტიკა

„გირჩმა“ შარლ მიშელის მიერ შეთავაზებულ ახალ წინადადებას ხელი მოაწერა

„გირჩის“ ლიდერებმა ვახტანგ მეგრელიშვილმა, სანდრო რაქვიაშვილმა და იაგო ხვიჩიამ ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის მიერ საქართველოს პოლიტიკური პარტიებისთვის შეთავაზებულ ახალ წინადადებას ხელი Facebook-ის პირდაპირ ეთერში მოაწერეს.

19 აპრილი 2021, 12:44

COVID19

ბოლო 24 საათში მსოფლიოში კორონავირუსის 809 ათასზე მეტი ახალი შემთხვევა დადასტურდა

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მონაცემებით, მსოფლიოში გასული დღე-ღამის განმავლობაში, კორონავირუსის 809 004 ახალი შემთხვევა დადასტურდა, ხოლო 11 481 ადამიანი ვირუსს ემსხვერპლა.

ანდრიუს კუბილიუსი

19 აპრილი 2021, 12:43

პოლიტიკა

ანდრიუს კუბილიუსი: შარლ მიშელის ახალ დოკუმენტს ხელი მოლაპარაკებებში ჩართულმა ყველა პოლიტიკურმა ძალამ უნდა მოაწეროს

მოვუწოდებ ყველა პოლიტიკურ ძალას შეთანხმებისკენ, კომპრომისისა და ხელის მოწერისკენ. შარლ მიშელის ახალ დოკუმენტს ხელი მოლაპარაკებებში ჩართულმა ყველა პოლიტიკურმა ძალამ უნდა მოაწეროს,- ამის შესახებ ევროპარლამენტარმა ანდრიუს კუბილიუსმა „ქრონიკასთან“ ისაუბრა.

რატი იონათამიშვილი

19 აპრილი 2021, 12:42

პოლიტიკა

რატი იონათამიშვილი ოპოზიციაზე: მათი ერთადერთი ამოცანაა, მიხეილ სააკაშვილს ხელისუფლება არჩევნების გარეშე გადააბარონ, რაც ბოდვაა

მათი ერთადერთი ამოცანაა, რომ მიხეილ სააკაშვილს ხელისუფლება არჩევნების გარეშე გადააბარონ, რაც არის ბოდვა, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, რატი იონათამიშვილმა განაცხადა. მისი თქმით, საზოგადოება ნათლად ხედავს, რომ ოპოზიციის აბსოლუტური უმრავლესობა ახალ ვერსიასაც არ აწერს ხელს.

აკაკი მინაშვილი

19 აპრილი 2021, 12:32

პოლიტიკა

აკაკი მინაშვილის თქმით, „ნაციონალური მოძრაობა“ შარლ მიშელის ახალ წინადადებას ხელს არ აწერს

„ის შემოთავაზება, რომელიც ეხება ადგილობრივი არჩევნების შედეგების მიბმას ვადამდელ არჩევნებზე, ეს არის არასწორი მიდგომა, თვისობრივად სხვადასხვა არჩევნებია და ასეთი მიდგომა უფრო გაამძაფრებს, დაამძიმებს ვითარებას და მეტ პოლარიზებას მოახდენს. ამიტომ ჩვენთვის არის მიუღებელი“, - აღნიშნა მინაშვილმა.

19 აპრილი 2021, 12:26

თემა

ბრიტანეთის პარლამენტი თითქმის ერთადერთია მსოფლიოში, სადაც მემკვიდრეობითობის პრინციპი მოქმედებს. ამის შეცვლას უკვე თავად მემკვიდრე ლორდებიც კი მოითხოვენ

ბრიტანეთის პარლამენტის ზედა პალატა - ლორდთა პალატა მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე დიდი საკანონმდებლო ორგანოა. მასზე უფრო მეტი წევრი მხოლოდ ჩინეთის საერთო სახალხო წარმომადგენლობაშია. ლორდთა პალატაში ყოველი მეათე ლორდი იქ მხოლოდ იმიტომ ზის, რომ მის შორეულ წინაპარს ოდესღაც მეფემ მიწა და ტიტული უბოძა. მემკვიდრე ლორდის გადაყენება შეუძლებელია, გარდაცვალების შემთხვევაში კი მისი ჩანაცვლება მხოლოდ იმავე პარტიის წევრს შეუძლია. აღსანიშნავია, რომ ყველა მემკვიდრეობით პერი არის კაცი და არც თუ ისე ახალგაზრდა. ბრიტანულ საზოგადოებაში, პარლამენტსა და თავად ლორდთა პალატაშიც (მათ შორის, XIII- XIV საუკუნეების ტიტულების მფლობელთა შორისაც) ამ არქაიზმით უკმაყოფილება სულ უფრო მწიფდება. თუმცა ამ მიმართულებით რეფორმა ყოველ ჯერზე დაუსრულებელი შესწორებებით გრძელდება. აქვე ისიც უნდა ითქვას, რომ ზედიზედ რამდენიმე მთავრობამ ვერ შეძლო ძლიერი ნების გამოვლენა, რათა მხარი დაეჭირა იმ დიდგვაროვანთა რაოდენობის შემცირებისთვის, რომლებსაც არავინ ირჩევს და საკუთარი თავის გარდა არც არავის წარმოადგენენ. თუ როგორ მუშაობს ლორდთა პალატა და ვინ არიან მისი წევრები, The Sunday Times-მა გამოძიება ჩაატარა.

19 აპრილი 2021, 12:24

თემა

რამდენად აუცილებელი და საჭიროა დახურულ სივრცეში შესვლისას ბახილები?

ახალი კორონავირუსის პანდემიამ, პირბადესა და ხელთათმანთან ერთად, ბახილები უფრო აქტუალური გახადა. თუმცა ამ უკანასკნელისადმი მიდგომა არაერთგვაროვანია. ზოგიერთი მიიჩნევს, რომ ბახილები ქუჩაში არსებული ჭუჭყისა და ინფექციისგან თავდაცვის ერთ-ერთი საშუალებაა, თუმცა მეორე კატეგორია ამ გამოგონებას ადამიანებისა და გარემოსთვის სახიფათოდ მიიჩნევს. არის თუ არა ნამდვილად საჭირო ბახილები?

19 აპრილი 2021, 12:23

პოლიტიკა

„ქართული ოცნება“: ვითვალისწინებთ არსებულ რეალობას და არ დავაფიქსირებთ ჩვენს კრიტიკულ პოზიციას, თუ საქართველოს პრეზიდენტი გიორგი რურუას შეიწყალებს

„ქართული ოცნება“ განცხადებას ავრცელებს, რომელშიც გიორგი რურუას გათავისუფლებაზეც არის საუბარი. როგორც მმართველ გუნდში მიიჩნევენ, ამ საკითხის ასახვა პარტიებს შორის შეთანხმებაში მართლმსაჯულებაში პოლიტიკური ჩარევის უხეში მაგალითია.

გურამ მაჭარაშვილი

19 აპრილი 2021, 12:20

პოლიტიკა

გურამ მაჭარაშვილი: შარლ მიშელის შეთანხმების დოკუმენტს ხელი უკვე მოვაწერეთ, ახალი ვარიანტის შემოთავაზების საფუძველი ჩვენთვის გაუგებარია

შარლ მიშელის შეთანხმების დოკუმენტს ხელი უკვე მოვაწერეთ, დავადასტურეთ, რომ ჩვენი აზროვნება სახელმწიფოებრივია და ახლა ოპოზიციის პასუხს ველოდებით, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, გურამ მაჭარაშვილმა განაცხადა. მისი თქმით, დოკუმენტის ახალი ვარიანტის ახალი შემოთავაზების საფუძველი საერთოდ არ არსებობდა.

19 აპრილი 2021, 12:17

პოლიტიკა

„ქართული ოცნება“: მზად ვართ, ნდობის 40%-იანი მაჩვენებლის გაზრდაზე გუნდთან დავიწყოთ განხილვა

„იმის გათვალისწინებით, რომ დღეს ჩვენი ქვეყანა პანდემიით და რეგიონში არსებული გეოპოლიტიკური ვითარებით გამოწვეული სერიოზული გამოწვევების წინაშე დგას, ჩვენ ვაცნობიერებთ ჩვენს პასუხისმგებლობას თანამოქალაქეების, ჩვენი ქვეყნის და საერთაშორისო საზოგადოების წინაშე. „ქართული ოცნება“ არის გადაწყვეტილების მიმღები ძალა, რომელსაც სამართლიანად აქვს დემოკრატიულ არჩევნებში მიღებული ყველაზე მაღალი მხარდაჭერა“.

19 აპრილი 2021, 12:13

საზოგადოება

ეკატერინე ტიკარაძე გაეროს ბავშვთა ფონდის რეგიონულ დირექტორს შეხვდა

ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი, ეკატერინე ტიკარაძე გაეროს ბავშვთა ფონდის რეგიონულ დირექტორს, ავშან ხანის შეხვდა, - ამის შესახებ ინფორმაციას ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, მხარეებმა კოვიდ-19-ის ვაქცინაციასთან დაკავშირებული საკითხები განიხილეს.

19 აპრილი 2021, 12:11

მსოფლიო

ევროკავშირი რუსეთს მოუწოდებს, უკრაინის საზღვრიდან საკუთარი ჯარი გაიყვანოს

ევროკავშირი რუსეთს მოუწოდებს, უკრაინის საზღვრიდან საკუთარი ჯარი გაიყვანოს. ამის შესახებ საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა, ჟოზეფ ბორელმა განაცხადა.

19 აპრილი 2021, 12:11

პოლიტიკა

„ქართული ოცნება“: მზად ვართ განახლებული დოკუმენტის განსახილველად - ხელმოწერის შემდეგ, ჩვენ არ დავეთანხმებით რაიმე შინაარსობრივ დამატებას

„ქართული ოცნება“ განცხადებას ავრცელებს, რომელშიც აღნიშნულია, რომ პარტია მზადყოფნას აფიქსირებს განახლებული დოკუმენტის განხილვაზეც და განახლებული დოკუმენტის ხელმოწერის შემდეგ, მათი მხრიდან პირობების მეტი კორექტირება აღარ მოხდება და არ დაეთანხმებიან რაიმე შინაარსობრივ დამატებას.

19 აპრილი 2021, 12:07

მსოფლიო

აშშ-ში სროლას სამი ადამიანი ემსხვერპლა

ადგილობრივი პოლიციის ცნობით, ინციდენტი შემთხვევითი არ იყო და სავარაუდოდ, ბარში მომხდარმა არეულობამ გამოიწვია. თავდამსხმელი პოლიციას ჯერ არ დაუკავებია. მომხდარზე გამოძიება მიმდინარეობს და ვისაც რაიმე ინფორმაცია აქვს, სთხოვენ, კენოშის ოლქის შერიფის დეპარტამენტს დაუკავშირდნენ.