imedi /  24 იანვარი 2019, 12:25 / სანდო წყარო

წითელაზე აცრის შესახებ ინფორმაციის წარუდგენლობაზე შესაძლოა სასწავლებლებმა სანქციები შემოიღონ

წითელა

იმ შემთხვევაში, თუ საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ აცრის სტატუსის მოთხოვნის შემთხვევაში აღმოჩნდება, რომ კონკრეტულ პირებს წითელას ვაქცინა ჩატარებული არ აქვთ, შესაძლოა, მათთვის მოსწავლის ან სტუდენტის სტატუსის შეჩერების საკითხი დადგეს. ამის შესახებ ჯანდაცვის სამინისტროს ჯანდაცვის სახელმწიფო პროგრამების სამმართველოს უფროსმა ეკატერინე ადამიამ თქვა. ინფორმაციას სააგენტო "ინტერპრესნიუსი" ავრცელებს.

"წითელას მასობრივად გავრცელების თავიდან აცილების მიზნით, საქართველოს მთავრობამ გამოსცა წითელას პრევენციული ღონისძიებების შესახებ განკარგულება. ამ განკარგულების მიხედვით, საქართველოს მთავრობის სხვადასხვა სტრუქტურას აქვს სხვადასხვა ვალდებულება და პასუხისმგებლობა, რომ არაიმუნურ პირებში ვაქცინაცია მასობრივად ჩატარდეს. ეს განსაკუთრებით ეხება 1-დან 19 წლამდე ასაკის არასრულად ვაქცინირებულ პირებს. 19 წლის ზემოთ 40 წლამდე მოსახლეობა, რომელიც არამყარი იმუნიტეტით გამოირჩევა, ვალდებული იქნება ჩაიტაროს ვაქცინაცია. ეს განკარგულება მკაცრ ღონისძიებებს ითვალისწინებს. იმ შემთხვევაში, თუ აცრის შესახებ დოკუმენტაცია სრულად არ იქნება წარმოდგენილი საგანმანათლებლო დაწესებულებში, სავალდებულოა, გარკვეული სანქციების შემოღებაც. აღნიშნულთან დაკავშირებით, განათლების სამინისტროსთან ერთად დაგეგმილია დამატებითი შეხვედრა, რომელზეც განსახორციელებელ ნაწილებს დეტალურად გავწერთ. მთავრობის განკარგულება ეხება განათლების ყველა საფეხურზე მყოფ პირებს", - თქვა  ეკატერინე ადამიამ.

საქართველო კვლავ წითელას ეპიდემიის წინაშე დგას, სტატისტიკა მზარდია. ამ დროისთვის 580 შემთხვევაა რეგისტრირებული, მათი უმრავლესობა დაფიქსირებულია თბილისსაა და სამეგრელოში, ასევე იმერეთსა და კახეთში. ბოლო სამ დღეში ვაქცინაცია 12 000-მა მოქალაქემ ჩაიტარა.

22 იანვარს ასევე ცნობილი გახდა, რომ თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტო მოსახლეობაში წითელას მასობრივი გავრცელების პრევენციის მიზნით, კონკრეტული ღონისძიებების გატარებას იწყებს.

ყველა სიახლე

ჯოზეფ ბაიდენი

10 აპრილი 2020, 22:22

მსოფლიო

CNN: ტრამპს რეიტინგით ბაიდენი უსწრებს

აშშ-ს ყოფილი ვიცეპრეზიდენტი ჯოზეფ ბაიდენი რეიტინგით მოქმედ პრეზიდენტს, დონალდ ტრამპს უსწრებს. სოციოლოგიური გამოკითხვა CNN-მა ჩაატარა. გამოკითხვის შედეგებით, ბაიდენს მხარს რესპოდენტთა 53 პროცენტი უჭერს, ტრამპს კი ხმას გამოკითხულთა 42 პროცენტი აძლევს. ამასთან, ბაიდენის მხარდამჭერთა 62 პროცენტი ქალები არიან, ტრამპის მხარდამჭერთა 51 პროცენტს კი კაცები შეადგენენ.

ირაკლი ღარიბაშვილი

10 აპრილი 2020, 22:21

COVID19

ირაკლი ღარიბაშვილი: თავდაცვის ძალები არის მობილიზებული და მზადყოფნაში

ვინაიდან ვართ პასუხისმგებელი უწყება ქვეყნის თავდაცვაზე ჩვენ ორი ნაბიჯით წინ უნდა ვიყოთ მოვლენებთან მიმართებაში. სწორედ აქედან გამომდინარე ჩემი ხელმძღვანელობით პრევენციული ზომები გატარდა სამინისტროში, - ამის შესახებ საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ტელეკომპანია POSTV -ის ეთერში განაცხადა.

10 აპრილი 2020, 22:12

COVID19

უზბეკეთში კორონავირუსით ინფიცირებულთა მკურნალობას გამოჯანმრთელებულთა სისხლით აპირებენ

უზბეკეთში კორონავირუსით ​ინფიცირებულ იმ პაციენტებს, რომელთა მდგომარეობაც მძიმეა, გამოჯანმრთელებული პაციენტების სისხლით უმკურნალებენ. ამის ჯანდაცვის სამინისტროს პრესსამსახური იტყობინება. „გამოცდილ მეცნიერებსა და მედიკოსებთან შეთანხმებით ქვეყანაში მალე ახალი მეთოდი იქნება შემოღებული- ეს არის გამოჯანმრთელებულ პაციენტთა სისხლის შრატის გამოყენების პრაქტიკა იმ პაციენტებზე, რომლებსაც ვირუსის მწვავე ფორმა აქვთ. გამოჯანმრთელებულ პაციენტთა სისხლს სრული ლაბორატორიული გამოკვლევა ჩაუტარდება“, - ნათქვამია განცხადებაში.

10 აპრილი 2020, 22:09

COVID19

იტალიაში კარანტინის რეჟიმი 3 მაისამდე გახანგრძლივდა

იტალიაში კარანტინის რეჟიმი 3 მაისამდე გახანგრძლივდა. ამის შესახებ იტალიის მთავრობის თავმჯდომარემ ჯუზეპე კონტემ განაცხადა.

ქუთაისის ინფექციური საავადმყოფო

10 აპრილი 2020, 22:08

COVID19

ქუთაისის ინფექციურ საავადმყოფოს პირველი გამოჯანმრთელებული პაციენტი ჰყავს

ქუთაისის ინფექციურ საავადმყოფოს პირველი გამოჯანმრთელებული პაციენტი ჰყავს. ლუგარის ლაბორატორიიდან პასუხი კლინიკაში რამდენიმე წუთის წინ მიიღეს. საუბარია ახალგაზრდა კაცზე, რომელსაც საფრანგეთში მოგზაურობის ისტორია აქვს. შესაბამისად, ქუთაისის ინფექციურ საავადმყოფოში კორონავირუსით ინფიცირებული 10 პაციენტი რჩება.

ირაკლი ღარიბაშვილი

10 აპრილი 2020, 22:06

COVID19

ირაკლი ღარიბაშვილი: ჩვენ გვყავს სპეციალური რადიაციული დანაყოფი, რომელბმაც 250 ათასი სატრანსპორტო საშუალების დეზინფექცია და 620 ათასი მოქალაქის თერმოსკრინინგი ჩაატარა

12 ქალაქში კორონავირუსის პრევენციისთვის გვაქვს მოწყობილი 61 საკონტროლო-გამშვები პუნქტი. დღეის მდგომარეობით ჩართულია 1000-ზე მეტი სამხედრო მოსამსახურე. რომლებიც აჩვენებენ მაღალ პროფესიონალიზმს. გამორჩეულ დისციპლინას და მაღალ მობილიზაციას, - ამის შესახებ საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ტელეკომპანია POSTV -ის ეთერში განაცხადა.

10 აპრილი 2020, 22:03

COVID19

ამერიკიდან სპეცრეისით სამშობლოში საქართველოს 79 მოქალაქე დაბრუნდა

თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ამ წუთებში თვიმფრინავი დაეშვა, რომელმაც სპეცრეისით აშშ-დან საქართველოს 79 მოქალაქე ჩამოიყვანა. ქართველ სტუდენტებთან და მოსწავლეებთან ერთად თვითმფრინავში სომხეთის მოქალაქეებიც არიან. მგაზვრები თერმოსკრინინგს გაივლიან, რის შემდეგაც ისინი 14-დღიან კარანტინს დაექვემდებარებიან.

საუნივერსიტეტო კლინიკა

10 აპრილი 2020, 22:01

COVID19

საუნივერსიტეტო კლინიკაში მყოფ ორსულ ქალს კორონავირუსზე პირველი უარყოფითი პასუხი მოუვიდა

პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში მყოფ ორსულ ქალს კორონავირუსზე პირველი უარყოფითი პასუხი მოუვიდა. ინფორმაცია ამის შესახებ imedinews-ს საავადმყოფოს კლინიკურმა დირექტორმა, ლალი ტურძელაძემ დაუდასტურა. მისი ინფორმაციით, ორსული ქალი საუნივერსიტეტო კლინიკაში მე-15 დღეა მკურნალობს და მასთან კორონავირუსზე აღებული პირველი ტესტის პასუხი უარყოფითია. რაც შეეხება მეორე ტესტს, მისი აღება ხვალ იგეგმება.

ბიურო პარლამენტი

10 აპრილი 2020, 21:54

COVID19

13 აპრილს პარლამენტის ბიუროს სხდომა ჩაინიშნა

13 აპრილს პარლამენტის ბიუროს სხდომა ჩაინიშნა. ინფორმაცია ამის შესახებ საკანონმდებლო ორგანოს ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნდა. ბიუროს სხდომა 15:00 საათზეა ჩანიშნული და მასზე, სავარაუდოდ, კორონავირუსთან დაკავშირებით შექმნილი ვითარებაზე და საგანგებო მდგომარეობის საკითხზე იმსჯელებენ.

ენდრიუ კუომო

10 აპრილი 2020, 21:48

COVID19

ენდრიუ კუომო: პრეზიდენტი მართალია, როდესაც ამბობს, რომ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციას განგაში უნდა აეტეხა

ნიუ-იორკის შტატის გუბერნატორი ენდრიუ კუომო იმ ამერიკელი პოლიტიკოსების რიგებს შეუერთდა, ვინც ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციას აკრიტიკებენ კორონავირუსის პანდემიაზე რეაგირებისთვის.

კორონავირუსი

10 აპრილი 2020, 21:43

COVID19

მსოფლიოში კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვმა 100 ათასს გადააჭარბა

მსოფლიოში კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვმა 100 ათასს გადააჭარბა. ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტის მონაცემების თანახმად, კორონავირუსმა უკვე 100 376 ადამიანი იმსხვერპლა. მსოფლიოს მასშტაბით კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევების რიცხვი უკვე 1 650 000-ს აღემატება.

თელავი სარწყავი არხი

10 აპრილი 2020, 21:38

რეგიონი

თელავში სარწყავი არხის გაწმენდა მიმდინარეობს

თელავში სარწყავი არხის გაწმენდა მიმდინარეობს. სამუშაოებს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს შპს „საქართველოს მელიორაცია“ წყალუზრუნველყოფილი და დრენირებული ფართობების გაზრდის მიზნით 25 მარტიდან ახორციელებს.

დონალდ ტრამპი

10 აპრილი 2020, 21:14

COVID19

დონალდ ტრამპი: მაშინ, როდესაც ჩვენი ერი უხილავ მტერს ებრძვის, კვლავ ვადასტურებთ, რომ ამერიკელებს ლოცვის ძალის სჯერათ

წითელ პარასკევს აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა მადლობა გადაუხადა მათ, ვინც კორონავირუსთან ბრძოლის წინა ხაზზე დგას და ამერიკელებს ქვეყნისთვის ლოცვისკენ მოუწოდა.

კორონავირუსი ვიდეო

10 აპრილი 2020, 21:12

COVID19

როგორ ვრცელდება კორონავირუსი დაინფიცირებული ადამიანის ხველის დროს. ვიდეო

ფინელმა მეცნიერებმა კორონავირუსით ინფიცირებული ადამიანის ხველის მოდელირებული ვერსია შექმნეს. კვლევის შედეგები აალტოს უნივერსიტეტის ვებგვერდზე გამოქვეყნდა. სპეციალისტებმა შექმნეს სამგანზომილებიანი მოდელი, რომელიც აჩვენებს, როგორ ვრცელდება კორონავირუსის ნაწილაკები დახურულ სივრცეში.

ვულკანი მერაპი

10 აპრილი 2020, 21:11

მსოფლიო

კუნძულ იავაზე სტრატოვულკანი მერაპი ამოიფრქვა

ინდონეზიაში, კუნძულ იავაზე აქტიური სტრატოვულკანი მერაპი ამოიფრქვა. ფერფლის სვეტის სიმაღლემ 3 კილომეტრი შეადგინა. ინფორმაციას სააგენტო ANTARA ადგილობრივ გეოლოგიური რისკების სამსახურზე დაყრდნობით ავრცელებს.

10 აპრილი 2020, 20:50

COVID19

წალენჯიხაში „ევექსის“ ცხელების ცენტრი 15 პაციენტის მიღებას შეძლებს

ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარე დიმიტრი ხუნდაძემ წალენჯიხის რაიონული საავადმყოფო ვითარების გაცნობის მიზნით დაათვალიერა. შემუშავებულია რეკომენდაციები. „ევექსის“ კლინიკაში ცხელების ცენტრი ამოქმედდა და 3 პაციენტის მიღების რესურსი აქვს. შემდეგ ეტაპზე კი პერსონალი 15 ადამიანის მიღებას შეძლებს.

10 აპრილი 2020, 20:46

COVID19

The Guardian: იტალიური მაფია კორონავირუსით დაზარალებულ მოსახლეობას ეხმარება

მწვავე პანდემიის ფონზე იტალიური მაფია ქველმოქმედებით დაკავდა. ამის შესახებ გამოცემა The Guardian იტყობინება. გავრცელებული ინფორმაციით, მაფიოზური დაჯგუფებები ღარიბ მოსახლეობას ეხმარებიან და მათ სურსათსა და პირველადი მოხმარების საგნებს აწვდიან. კატანძაროს პროვინციის პროკურორის, ნიკოლა გრატერის მტკიცებით, მაფიის ბოსებს ღარიბი მოსახლეობის თვალში გმირად წარმოჩენა სურთ, თუმცა კარანტინის დასრულების შემდეგ ისინი მოსახლეობას სავარაუდოდ თავიანთ სამსახურში სთხოვენ ჩადგომას ან მათთვის სასურველი პოლიტიკოსებისთვის ხმის მიცემას. დღეისათვის იტალიაში კორონავირუსის 147 ათასზე მეტი შემთხვევაა დადასტურებული, კოვიდ-19-ით გარდაცვლილთა რიცხვი კი 19 ათასს უახლოვდება.

აზიური კრაზანა

10 აპრილი 2020, 20:45

მსოფლიო

დიდ ბრიტანეთში გიგანტური აზიური კრაზანების შემოსევისთვის ემზადებიან

დიდ ბრიტანეთში გიგანტური აზიური კრაზანების შემოსევისთვის ემზადებიან. ინფორმაციას ამის შესახებ გამოცემა The Mirror-ი ავრცელებს. გამოცემის ცნობით, კრაზანას ერთი კბენა ალერგიის მქონე ადამიანს კლავს. The Mirror-ის ინფორმაციით, მწერებთან საბრძოლველად ქვეყნის ხელისუფლებამ 7,6 მილიონი გირვანქა გამოყო.

საქართველოს პროკურატურა

10 აპრილი 2020, 20:37

სამართალი

კაცს, რომელმაც კორპუსის მე-12 სართულიდან ძაღლი გადააგდო ბრალი წარედგინა

ახალციხის რაიონულმა პროკურატურამ ქ.ბორჯომში ცხოველის მიმართ განხორციელებული სასტიკი მოპყრობის ფაქტზე დაკავებულს ბრალი წარუდგინა. გამოძიებით დადგინდა, რომ 2020 წლის 6 აპრილს, მთვრალ მდგომარეობაში მყოფმა ბრალდებულმა ქ.ბორჯომში მდებარე ერთ-ერთი საცხოვრებელი კორპუსის მე-12 სართულიდან ძაღლი გადააგდო, რის შედეგად ცხოველმა ჯანმრთელობის სხვადასხვა სახის დაზიანება მიიღო. სამართალდამცველებმა პირი 2020 წლის 8 აპრილს დააკავეს. მას ბრალი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 259-ე მუხლის პირველი ნაწილით (ცხოველისადმი სასტიკი მოპყრობა, რამაც მისი დასახიჩრება გამოიწვია) წარედგინა.

ზუგდიდის „ევექსი“

10 აპრილი 2020, 20:33

COVID19

ზუგდიდის „ევექსის“ კლინიკაში კორონავირუსის სიმპტომებით ორი პაციენტი შეიყვანეს

ზუგდიდის „ევექსის“ რეფერალურ კლინიკაში კორონავირუსისთვის დამახასიათებელი სიმპტომებით ორი პაციენტი შეიყვანეს. მათი ბიოლოგიური მასალა შემდგომი კვლევისთვის გადაგზავნილია ლუგარის ლაბორატორიაში. ერთ-ერთი პაციენტი ოკუპირებული აფხაზეთის გალის რაიონიდანაა და ის ქართული მხარის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე, კარანტინში იმყოფებოდა. მედიკოსების ინფორმაციით, მას თანმდევი დაავადება აქვს.