imedi /  25 იანვარი 2019, 13:54 / სანდო წყარო

ოკუპირებულ აფხაზეთში „საქართველოს სასარგებლოდ ჯაშუშობის ბრალდებით“ ერთი პირი დააკავეს

სოხუმი

სოხუმი

ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. უშიშროების სამსახურის ინფორმაციით, „საქართველოს სასარგებლოდ ჯაშუშობის ბრალდებით ერთი პირი დააკავეს“. ინფორმაციას „სპუტნიკ-აფხაზია“ ავრცელებს.

დაკავებული 1962 წელს დაბადებული გია უშანგის ძე ფარულავაა და ის ტყვარჩელის (ყოფილი გალის) რაიონის სოფელ წარჩეს მცხოვრებია.

ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. უშიშროების სამსახურის ცნობით, კაცს იარაღი უპოვეს და მას ორთვიანი წინასწარი პატიმრობა შეუფარდეს.

ყველა სიახლე

ბრუნო ლე მერი

06 აპრილი 2020, 18:33

COVID19

საფრანგეთის ეკონომიკის მინისტრი: საფრანგეთს მეორე მსოფლიო ომის დასრულების შემდეგ ყველაზე ძლიერი რეცესია ელოდება

როგორც ჩანს, საფრანგეთს მეორე მსოფლიო ომის დასრულების შემდეგ ყველაზე ძლიერი რეცესია ელოდება, - განაცხადა საფრანგეთის ეკონომიკის მინისტრმა ბრუნო ლე მერმა. „საფრანგეთში 1945 წლიდან ეკონომიკური ზრდის ყველაზე ცუდი მაჩვენებელი 2009 წელზე მოვიდა, 2008 წლის ფინანსური კრიზისის შემდეგ. მაშინ ეკონომიკური ზტრდის მაჩვენებელი -2.2 % იყო“, - განაცხადა ბრუნო ლე მერმა.

გიორგი გახარია

06 აპრილი 2020, 18:33

COVID19

გიორგი გახარია დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრ ბორის ჯონსონს სწრაფ გამოჯანმრთელებას უსურვებს

საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრ ბორის ჯონსონს სწრაფ გამოჯანმრთელებას უსურვებს. მთავრობის მეთაური ტვიტერზე წერს, რომ ბრიტანელი ხალხი და მთავრობა დაძლევს ახალ კორონავირუსს და ამ გამოწვევას ისევე, როგორც ამას ყოველთვის ახერხებდა ერის მთელი ისტორიის მანძილზე.

06 აპრილი 2020, 18:32

COVID19

წალენჯიხიდან ფოთის რეფერალურ კლინიკაში მწვავე რესპირატორული სიმპტომებით ქალი გადაიყვანეს

წალენჯიხიდან ფოთის რეფერალურ კლინიკაში მწვავე რესპირატორული სიმპტომებით ქალი გადაიყვანეს. ის თვით იზოლაციაში იმყოფებოდა და სპორტსმენის კონტაქტებთან ჰქონდა კავშირი. მედიკოსები დასკვნას კოვიდ-19-ზე ლუგარის ლაბორატორიიდან ელოდებიან. ზუგდიდის ინფექციურ საავადმყოფოში მედიკოსები კორონავირუსის დიაგნოზით ორი პაციენტის მკურნალობას აგრძელებენ . ასაკოვანი მამაკაცის მდგომარეობა, რომელსაც ვირუსი 13 დღის წინ დაუდასტურდა მძიმეა, შედარებით სტაბილურად ფასდება ოკუპირებული ტერიტორიიდან გადმოყვანილი ქალის მდგომარეობა.

ზაალ მიქელაძე

06 აპრილი 2020, 18:23

COVID19

ბათუმში სამი პაციენტი გამოჯანმრთელდა

ბათუმში სამი პაციენტი გამოჯანმრთელდა, ისინი კლინიკას დღესვე დატოვებენ და თვითიზოლაციის რეჟიმში გადავლენ. აჭარის ჯანდაცვის მინისტრის ზაალ მიქელაძის განცხადებით, სამ პაციენტზე განმეორებითი ანალიზების პასუხებიც უარყოფითია. აჭარაში კორონავირუსი ჯამში ოთხმა პირმა დაამარცხა. კლინიკა „მედალფაში“ სამი გამოჯანმრთელებული პაციენტის გასვლის შემდეგ ცხრა ინფიცირებული დარჩება. მათგან ერთის მდგომარეობა მძიმეა. დღეს კორონავურუსზე 16 საეჭვო პირი გამოიკვლიეს, ყველა მათგანის პასუხი უარყოფითია.

არჩილ თალაკვაძე ონლაინ სამუშაო შეხვედრაზე

06 აპრილი 2020, 18:20

COVID19

პარლამენტის თავმჯდომარემ უმრავლესობის ფორმატში ონლაინ სამუშაო შეხვედრა გამართა

პარლამენტის თავმჯდომარემ ვიცე-სპიკერებთან, ფრაქციებისა და კომიტეტების ხელმძღვანელებთან უმრავლესობის ფორმატში ონლაინ სამუშაო შეხვედრა გამართა. ონლაინ სამუშაო შეხვედრაზე კოვიდ19-თან დაკავშირებული ვითარება და ხელისუფლების გადაწყვეტილებები, ეკონომიკის სტაბილიზაციის და აღდგენის ღონისძიებები, ასევე, სოციალური დახმარების საჭიროებები განიხილეს.

06 აპრილი 2020, 18:20

COVID19

მიხეილ ჩხენკელი: „მე ვრჩები სახლში და ვვარჯიშობ“ - ამ დევიზის გარშემო გაერთიანდა სპორტული სამყარო

6 აპრილს მსოფლიო სპორტის საერთაშორისო დღეს აღნიშნავს. პირველად ამ დღის აღნიშვნის ისტორიაში, საერთაშორისო ორგანიზაციის „მშვიდობა და სპორტი“ გადაწყვეტილებით, სპორტის დღისადმი მიძღვნილმა ღონისძიებებმა და აქტივობებმა ონლაინ სივრცეში გადაინაცვლა. წელს ამ ღონისძიების მთავარი მესიჯი მსოფლიო მასშტაბით არის „მე ვრჩები სახლში და ვვარჯიშობ“. საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმა სპორტსმენებს, სპორტის სფეროში მოღვაწე ადამიანებს, სპორტული მედიის წარმომადგენლებს და სპორტის გულშემატკივარებს სპორტის საერთაშორისო დღე მიულოცა.

ლევან რატიანი

06 აპრილი 2020, 18:18

COVID19

ლევან რატიანი: ინფიცირებული 2 ექთანი სტუდენტია

ლევან რატიანის განცხადებით, ექთნები, რომლებსაც კორონავირუსი დაუდგინდათ, სტუნდეტები არიან. მისი თქმით, ამ ეტაპზე მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია. თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის დირექტორის განმარტებით, სტუდენტები სხვა კლინიკებში მუშაობდნენ. „ესენი არიან სტუდენტები სამედიცინო უნივერსიტეტის და მუშაობდნენ სხვა კლინიკაში . მათი მდგომარეობა ამ ეტაპამდე არის სტაბილური. კლინიკური გამოვლინება არის მხოლოდ და მხოლოდ ზედა სასუნთქი გზების კატარალური მოვლენები, იმედია, ასე გაგრძელდება. მიმდინარეობს სტანდატრული მკურნალობა შიდა, ჩვენი საუნივერსიტეტო კლინიკის პროტოკოლით, რომელიც დამყარებულია სახელმწიფო პროტოკოლზე“, - აცხადებს ლევან რატიანი.

დიმიტრი ხუნდაძე

06 აპრილი 2020, 18:16

COVID19

დიმიტრი ხუნდაძე: მასშტაბური ტესტირება სწორად და სწორ დროს უნდა გაკეთდეს

მასშტაბური ტესტირება უნდა იქნას სწორად და სწორ დროს გაკეთებული, - ამის შესახებ პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ დიმიტრი ხუნდაძემ „დღის ქრონიკის“ ეთერში განაცხადა. მისივე თქმით არასწორ დროს გაკეთებული ტესტი, შეიძლება სახიფათოც იყოს.

მაია ბუწაშვილი

06 აპრილი 2020, 18:15

COVID19

ინფექციონისტი მაია ბუწაშვილი: ხშირ შემთხვევაში ეს ვირუსი, განსაკუთრებით ახალგაზრდებში, მსუბუქად მიდის და ამის გამო სტაციონარში კვირებით ყოფნა აბსოლუტურად ზედმეტია

ინფექციონისტი მაია ბუწაშვილი კორონავირუსით ინფიცირებულების სახლში მკურნა,ლობის იდეას ეთანხმება. ამის საფუძველს ინფექციონისტს ის ფაქტი აძლევს, რომ მისი თქმით, არის ჩვეულებრივი რესპირაციული ინფექცია, რომელსაც აქვს გართულელები და ზოგიერთ შემთხვევაში ის მძიმედაც მიმდინარეობს, თუმცა ანალოგიურად მძიმე მიმდინარეობა აქვს სხვა ინფექციებსაც.

ლევან რატიანი

06 აპრილი 2020, 18:12

COVID19

ლევან რატიანი: ორივე გარდაცვლილს ჰქონდა მძიმე ქრონიკული დაავადებები, ნებისმიერ ინფექციას შეიძლებოდა მიეყვანა ლეტალურ შედეგამდე

ორივე გარდაცვლილ ქალბატონს ჰქონდათ მძიმე ქრონიკული დაავადებები, ნებისმიერ ინფექციას შეიძლებოდა მიეყვანა ლეტალურ შედეგამდე - ამის შესახებ თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის დირექტორმა ჟურნალისტებს განუცხადა. ლევან რატიანის განმარტებით, იმ შემთხვევაში, თუ განმეორებითი ტესტირების შემთხვევაში 62 წლის ქალის პასუხი კორონავირუსზე კვლავ უარყოფითი იქნება, ის კლინიკას დატოვებს.

პრეპარატები

06 აპრილი 2020, 18:10

COVID19

უნდა შეწყვიტოთ თუ არა წნევისა და გულის უკმარისობის სამკურნალო მედიკამენტების მიღება კორონავირუსის პანდემიის გამო

წნევისა და გულის უკმარისობის სამკურნალო მედიკამენტები კორონავირუსის გამო პაციენტებმა თვითნებურად არ უნდა შეწყვიტონ, - ამის შესახებ ჯონ ჰოპკინსის უნივერსიტეტის ექიმმა-ინფქციონისტმა, მამუკა მაჩაიძე აშშ-დან „ტვ პირველის“ ეთერში ჩართვისას განაცხადა. მისივე თქმით, დაუდასტურებელი ინფორმაციაა, რომ წნევის დამწევი პრეპარატების მიღება ორგანიზმში კორონავირუსის გავლენის რისკს ზრდის. ექიმის განმარტებით, პირიქით, მაღალი წნევა წარმოადგენს ადამიანისთვის რისკფაქტორს კორონავირუსის დაავადების დროს.

რომის პაპი ფრანცისკე

06 აპრილი 2020, 18:08

COVID19

რომის პაპმა კორონავირუსისგან დაზარალებულთა დახმარების ფონდი დააფუძნა

რომის პაპმა ფრანცისკემ კორონავირუსისგან დაზარალებულთა დახმარების ფონდი დააფუძნა. ინფორმაციას ამის შესახებ წმინდა საყრდის ოფიციალური საინფორმაციო გვერდი ავრცელებს. მისი ცნობით, კათოლიკური ეკლესიის მეთაურმა ფონდში 750 ათასი დოლარი გადარიცხა. გარდა ამისა, გასულ კვირას მან იტალიაში ერთ-ერთ ყველაზე დაზარალებული ქალაქის, ბერგამოს საავადმყოფოს 60 ათასი ევრო გადაურიცხა.

06 აპრილი 2020, 18:06

COVID19

მარტოხელა ხანდაზმულების დახმარების კამპანია გრძელდება

თბილისის მერმა ხანდაზმულების დასახმარებლად წამოწყებულ პროექტში ჩართულ კომპანიებს თანადგომისთვის მადლობა გადაუხადა. კახა კალაძის განცხადებით, დღევანდელ აქციაში რიგითი მოქალაქეებიც ჩაერთნენ, რომლებმაც საკვები პროდუქტები და პირველადი მოხმარების საგნები საკუთარი ხარჯებით შეიძინეს.

დიმიტრი ხუნდაძე

06 აპრილი 2020, 17:57

COVID19

დიმიტრი ხუნდაძე: როცა პაციენტს უჩნდება კითხვა რეკავს 112-ში, რომელიც ამისამართებს ოჯახის ექიმთან

ჩვენ ვართ პანდემიის რეჟიმში. ყველა სცენარისთვის უნდა ვიყოთ მზად.არსებობს ჰოსპიტალური სექტორი პაციენტთა მომსახურებისთვის და არსებობს პირველადი ჯანდაცვის რგოლი სადაც პაციენტები ბინაზე მიიღებენ კონსულტაციებს, ამის შესახებ ტელეკომპანია „იმედის“ გადაცემაში „დღის ქრონიკა“ ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარე დიმიტრი ხუნდაძემ განაცხადა.

სამხედროები

06 აპრილი 2020, 17:53

COVID19

საკონტროლო-გამშვებ პუნქტებზე გადანაწილებამდე სამხედროებს სპეციალური ინსტრუქტაჟი უტარდებათ

საკონტროლო გამშვებ პუნქტებზე გადანაწილებამდე ბატალიონის პირად შემადგენლობას სპეციალური ინსტრუქტაჟი უტარდება. სამხედროებს ხელმძღვანელობა ვირუსისგან დაცვის და მოქალაქეებთან ურთიერთობის წესებს განუმარტავს.

ალექსანდრე გოგინავა

06 აპრილი 2020, 17:50

COVID19

ალექსანდრე გოგინავა: თუ ბევრი პაციენტი გვეყოლება, ეს ნიშნავს, რომ მსუბუქი პაციენტების მკურნალობა ბინაზე უნდა მოხდეს

თუ ჩვენთანაც იქნება შემთხვევების ზრდა და გვეყოლება ბევრი პაციენტი, ეს ნიშნავს, რომ მსუბუქი პაციენტების მკურნალობა ბინაზე უნდა მოხდეს, - ამის შესახებ თბილისი ინფექციური საავადმყოფოს ინფექციონისტმა „ტვ პირველის“ ეთერში განაცხადა. ალექსანდრე გოგინავას თქმით, ჩვენ გყავს ოჯახის ექიმები, პირველადი ჯანდაცვის რგოლის ექიმები, რომლებიც გადამზადებული არიან და ისინი მზად არიან, რომ ადეკვატური მკურნალობა დანიშნონ და სრულფასოვანი მონიტორინგი გაუწიონ იმ პაციენტებს, ვისი მდგომარეობაც მსუბუქი იქნება.

06 აპრილი 2020, 17:50

COVID19

ეროვნული ბანკის თანამშრომლებიდან 16 კორონავირუსითაა ინფიცირებული, 90% კი დისტანციურად მუშაობს

საქართველოს ეროვნული ბანკის ინფორმაციით, COVID19-ით ინფიცირებული თანამშრომლების მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.

მამუკა მაჩაიძე

06 აპრილი 2020, 17:42

COVID19

რამდენად იცავს ადამიანს კორონავირუსისგან БЦЖ ან წითელა-წითურა-ყბაყურის ვაქცინები

ერთად ერთი რაც შემიძლია, რომ ვთქვა, იმედია, ეს თეორია გამართლდება, - ასე გამოეხმაურა ჯონ ჰოპკინსის უნივერსიტეტის ექიმი-ინფქციონისტი, მამუკა მაჩაიძე აშშ-დან „ტვ პირველის“ ეთერში დასმულ შეკითხვას, რამდენად იცავს ადამიანს კორონავირუსისგან ბავშვობაში ჩატარებული ვაქცინაცინები. ინფექციონისტმა БЦЖ-ს ვაქცინაცინასთან ერთად წითელა-წითურა-ყბაყურის ვაქცინაზეც ისაუბრა, რადგან მისივე თქმით, გარკვეული თეორიები ამ ვაქცინის იმუნიტეტის შესახებაც არსებობს.

ჰენრი კისინჯერი

06 აპრილი 2020, 17:37

COVID19

ჰენრი კისინჯერი: კორონავირუსის პანდემია მსოფლიო წესრიგს სამუდამოდ შეცვლის

აშშ-ის ყოფილი სახელმწიფო მდივნის ჰენრი კისინჯერის გამცხადებით, კორონავირუსის პანდემია მსოფლიო წესრიგს სამუდამოდ შეცვლის. ამის შესახებ ამერიკული დიპლომატიის ყოფილმა ხელმძღვანელმა The Wall Street Journal-ში გამოაქვეყნებულ სტატიაში დაწერა.

06 აპრილი 2020, 17:37

COVID19

როგორ დავამზდოთ ვირუსისგან დამცავი ნიღაბი სახლის პირობებში. ვიდეო

ჩილეს ჯანდაცვის სამინისტრო მოსახლეობას ურჩევს კორონავირუსისგან დამცავი ნიღაბი სახლის პირობებში დაამზადოს. ამისთვის შესაძლებელია გამოიყენოთ ბენდენა ან სპორტული მაისური. უწყებამ შესაბამისი ვიდეო საკუთარ ვებგვერდზე გაავრცელა.