imedi /  25 იანვარი 2019, 19:02 / სანდო წყარო

რა უნდა გაითვალისწინონ საქართველოს მოქალაქეებმა ისრაელში გამგზავრებისას

საქართველოს საელჩო ისრაელში, ბოლო პერიოდში ისრაელის საზღვრის კვეთისას საქართველოს მოქალაქეების მხრიდან შექმნილ ვითარებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს: 

„ისრაელის სახელმწიფოსთან არსებული უვიზო მიმოსვლის რეჟიმი შესაძლებლობას აძლევს საქართველოს მოქალაქეებს ვიზის გარეშე მოკლევადიანი ვიზიტები განახორციელონ ისრაელში სხვადასხვა მიზნით: ტურისტული, ბიზნესი, მოკლევადიანი სასწავლო გაცვლითი პროგრამები/ტრენინგი, სასწავლო კურსები, კულტურულ ან სამეცნიერო ღონისძიებებში მონაწილეობა, მკურნალობა და ა.შ. გთხოვთ ყურადღებით გაეცნოთ იმ მოთხოვნებს, რაც ისრაელთან უვიზო მიმოსვლის წესები ითვალისწინებს, ასევე იმ უფლებების შესახებ ინფორმაციას, რომელიც მოქალაქეებს გააჩნიათ, როდესაც მათ უარს ეუბნებიან შემოსვლაზე, იხილეთ ბმული: 

„აღსანიშნავია, რომ საზღვრის კვეთის პროცედურების განხორციელების კუთხით ისრაელის საზღვრის დაცვის სამსახურის მიერ ბოლო პერიოდში განსაკუთრებულიცვლილებები არ განხორციელებულა.

გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ ისრაელის საზღვრის დაცვის სამსახური მოქალაქეთა ვიზიტის მიზნის დასადგენად ახორციელებს დამატებით გასაუბრებას მგზავრებთან. საზღვრის გადაკვეთის პროცედურა გასაუბრების ჩათვლით შესაძლოა რამდენიმე საათი გაგრძელდეს, რაც დამოკიდებულია იმ მომენტისათვის არსებულ მგზავრთა ნაკადზე.

საელჩო თხოვნით მიმართავს საქართველოს მოქალაქეებს განსაკუთრებული ყურადღება მიაქციონ იმ მიზეზების ჩამონათვალს, რომელთა საფუძველზე მათ შესაძლოა უარი უთხრან ქვეყნაში შემოსვლაზე და გაითვალისწინონ ჩამოთვლილი გარემოებები/მიზეზები ისრაელში გამომგზავრებამდე, მათ შორის:

ისრაელში ოჯახის წევრების ყოფნა; ცრუ ინფორმაციის წარდგენა მესაზღვრესთან გასაუბრების დროს; მოქალაქის ვიზიტის მიზანი გაურკვეველია ან არსებობს მისი ისრაელში არალეგალურად დარჩენის საფუძვლიანი ეჭვი; მესაზღვრესთან თანამშრომლობაზე უარის თქმა. სრული სია გთხოვთ იხილოთ შემდეგ ბმულზე: 

ამასთან,გაითვალისწინეთ,რომ საქართველოს საელჩოს საკონსულო სამსახურს,ისევე როგორც სხვა უცხო ქვეყნის საკონსულო სამსახურებს, არ გააჩნია არანაირი სამართლებრივი ბერკეტი, რომ ჩაერიოს მესაზღვრის კომპეტენციაში და შეცვალოს მისი გადაწყვეტილება ამა თუ იმ მოქალაქის ისრაელის სახელმწიფოსტერიტორიაზე შემოშვებასთან დაკავშირებით"- ნათქვამია ისრაელის საელჩოს განცხადებაში. 

ყველა სიახლე

სამხედროები

06 აპრილი 2020, 17:53

COVID19

საკონტროლო-გამშვებ პუნქტებზე გადანაწილებამდე სამხედროებს სპეციალური ინსტრუქტაჟი უტარდებათ

საკონტროლო გამშვებ პუნქტებზე გადანაწილებამდე ბატალიონის პირად შემადგენლობას სპეციალური ინსტრუქტაჟი უტარდება. სამხედროებს ხელმძღვანელობა ვირუსისგან დაცვის და მოქალაქეებთან ურთიერთობის წესებს განუმარტავს.

06 აპრილი 2020, 17:50

COVID19

ეროვნული ბანკის თანამშრომლებიდან 16 კორონავირუსითაა ინფიცირებული, 90% კი დისტანციურად მუშაობს

საქართველოს ეროვნული ბანკის ინფორმაციით, COVID19-ით ინფიცირებული თანამშრომლების მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.

ალექსანდრე გოგინავა

06 აპრილი 2020, 17:50

COVID19

ალექსანდრე გოგინავა: თუ ბევრი პაციენტი გვეყოლება, ეს ნიშნავს, რომ მსუბუქი პაციენტების მკურნალობა ბინაზე უნდა მოხდეს

თუ ჩვენთანაც იქნება შემთხვევების ზრდა და გვეყოლება ბევრი პაციენტი, ეს ნიშნავს, რომ მსუბუქი პაციენტების მკურნალობა ბინაზე უნდა მოხდეს, - ამის შესახებ თბილისი ინფექციური საავადმყოფოს ინფექციონისტმა „ტვ პირველის“ ეთერში განაცხადა. ალექსანდრე გოგინავას თქმით, ჩვენ გყავს ოჯახის ექიმები, პირველადი ჯანდაცვის რგოლის ექიმები, რომლებიც გადამზადებული არიან და ისინი მზად არიან, რომ ადეკვატური მკურნალობა დანიშნონ და სრულფასოვანი მონიტორინგი გაუწიონ იმ პაციენტებს, ვისი მდგომარეობაც მსუბუქი იქნება.

მამუკა მაჩაიძე

06 აპრილი 2020, 17:42

COVID19

რამდენად იცავს ადამიანს კორონავირუსისგან БЦЖ ან წითელა-წითურა-ყბაყურის ვაქცინები

ერთად ერთი რაც შემიძლია, რომ ვთქვა, იმედია, ეს თეორია გამართლდება, - ასე გამოეხმაურა ჯონ ჰოპკინსის უნივერსიტეტის ექიმი-ინფქციონისტი, მამუკა მაჩაიძე აშშ-დან „ტვ პირველის“ ეთერში დასმულ შეკითხვას, რამდენად იცავს ადამიანს კორონავირუსისგან ბავშვობაში ჩატარებული ვაქცინაცინები. ინფექციონისტმა БЦЖ-ს ვაქცინაცინასთან ერთად წითელა-წითურა-ყბაყურის ვაქცინაზეც ისაუბრა, რადგან მისივე თქმით, გარკვეული თეორიები ამ ვაქცინის იმუნიტეტის შესახებაც არსებობს.

06 აპრილი 2020, 17:37

COVID19

როგორ დავამზდოთ ვირუსისგან დამცავი ნიღაბი სახლის პირობებში. ვიდეო

ჩილეს ჯანდაცვის სამინისტრო მოსახლეობას ურჩევს კორონავირუსისგან დამცავი ნიღაბი სახლის პირობებში დაამზადოს. ამისთვის შესაძლებელია გამოიყენოთ ბენდენა ან სპორტული მაისური. უწყებამ შესაბამისი ვიდეო საკუთარ ვებგვერდზე გაავრცელა.

ჰენრი კისინჯერი

06 აპრილი 2020, 17:37

COVID19

ჰენრი კისინჯერი: კორონავირუსის პანდემია მსოფლიო წესრიგს სამუდამოდ შეცვლის

აშშ-ის ყოფილი სახელმწიფო მდივნის ჰენრი კისინჯერის გამცხადებით, კორონავირუსის პანდემია მსოფლიო წესრიგს სამუდამოდ შეცვლის. ამის შესახებ ამერიკული დიპლომატიის ყოფილმა ხელმძღვანელმა The Wall Street Journal-ში გამოაქვეყნებულ სტატიაში დაწერა.

ზურაბ გურიელიძე

06 აპრილი 2020, 17:30

COVID19

ზურაბ გურიელიძე: ერთადერთი რეკომენდაციაა, რომ კატებს მაინცდამაინც ტუჩებში ნუ აკოცებთ

თბილისის ზოოპარკის დირექტორი უსაფუძვლოს უწოდებს ინფორმაციას იმის შესახებ, რომ „სადღაც, კატებში გავრცელდა კორონავირუსი. ზურაბ გურიელიძის თქმით, სინამდვილეში ამაზე არაფერს ამბობს სამეცნიერო წყაროები.

06 აპრილი 2020, 17:19

COVID19

აზერბაიჯანში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა 641-მდე გაიზარდა

ბოლო 24 საათში აზერბაიჯანში კორონავირუსი 57 ადამიანს დაუდასტურდა. გამოჯანმრთელდა 44 ადამიანი, დაიღუპა 7. აზერბაიჯანის მინისტრთა კაბინეტთან არსებული ოპერატიული შტაბის ინფორმაციით, 590 ადამიანი სპეციალური რეჟიმის კლინიკაში მკურნალობს.აქედან 11-ის მდგომარეობა მძიმეა. კარანტინის რეჟიმშია 4369 ადამიანი.

06 აპრილი 2020, 17:18

COVID19

კორონავირუსით ინფიცირებული სპორტსმენი საზოგადოებას ბოდიშს უხდის. ვიდეო

კორონავირუსით ინფიცირებული სპორტსმენი, გიორგი ღვინჯილია ბოდიშს უხდის ყველას, ვინც მის გამო კარანტინში გადაიყვანეს. ვიდეომიმართვაში ის ჰყვება, რომ მაშინ, როდესაც სამეგრელოში ხალხს ხვდებოდა მას სიმპტომები არ ჰქონდა. სპორტსმენი, ასევე განმარტავს, რომ დაახლოებით 16 პირთან ჰქონდა შეხება. საქართველოში კორონავირუსი 188 ადამიანს დაუდასტურდა, აქედან 36 ადამიანი უკვე გამოჯანმრთელდა, 2 კი გარდაიცვალა. ვირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა ქვეყანაში 2020 წლის 26 თებერვალს დადასტურდა. 21 მარტს საქართველოში საგანგებო მდგომარეობა ამოქმედდა, 31 მარტიდან კი - საყოველთაო კარანტინის რეჟიმი.

ზურაბ გურიელიძე

06 აპრილი 2020, 17:10

COVID19

ზურაბ გურიელიძე: რთული წარმოსადგენია ახლო კონტაქტი ვეფხვთან ისე, რომ კორონავირუსი გადაედოს

თბილისის ზოოპარკის დირექტორი უცხოელი კოლეგებისგან ინსტრუქციებს ელის, მანამდე კი განმარტავს, რომ რაიმე დამატებითი რეკომენდაციები ნიუ-იოკრში, კორონავირუსის ცხოველში დადასტურების შემდეგ არ მიუღიათ. ზურაბ გურიელიძის თქმით, გარკვეული ტიპის რეკომენდაციები თითქმის ყოველდღე მოდის.

ლი ფიერო
კადრი ფილმიდან „ყბები“

06 აპრილი 2020, 17:03

COVID19

აშშ-ში მსახიობი ლი ფიერო კორონავირუსით გარდაიცვალა

აშშ-ში თეატრისა და კინოს მსახიობი ლი ფიერო 91 წლისა კორონავირუსით გარდაიცვალა. ამის შესახებ USA Today წერს. მსახიობის გარდაცვალების ფაქტი Island Theatre Workshop-ის სამხატვრო ხელმძღვანელმა კევინ რაიანმა დაადასტურა. ამ თეატრალურ კომპანიაში ლი ფიერო 40 წელი მუშაობდა. მან სიცოცხლის ბოლო წლები მოხუცებულთა თავშესაფარში გაატარა.

ზურაბ პოლოლიკაშვილი

06 აპრილი 2020, 17:00

COVID19

ზურაბ პოლოლიკაშვილი: ამ ვირუსის გადასვლის შემდეგ ადამიანები პირველ რიგში მოგზაურობას დაიწყებენ

იმ ადამიანების მომავალი, რომლებიც დასაქმებულები არიან და იყვნენ ტურიზმის სფეროში, ძალიან მაღალი რისკის ქვეშ დგას, ამიტომ საჭიროა სახელმწიფოს მხარდაჭერა - ამის შესახებ გაეროს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის გენერალურმა მდივანმა ზურაბ პოლოლიკაშვილმა „ტვ პირველის“ ეთერში განაცხადა. „ჩვენ გავუგზავნეთ 159 ჩვენს წევრ ქვეყანას რეკომენდაციები. ეს რეკომენდაციებია არის ძალიან ქმედითი და საინტერესო და შეიძლება ძალიან სწორად იქნას გამოყენებული ამ კრიზისის პერიოდში. ახლა უკვე ვმუშაობთ შემდეგ ნაბიჯზე, რომელიც მოიცავს პოსტკრიზისულ პერიოდს. ჩვენ დარწმუნებულები ვართ, რომ ადამიანი რასაც გააკეთებს პირველი, ამ ვირუსის გადასვლის შემდეგ, იქნება ის, რომ შეეცდება მოგზაურობას. ადამიანები, ბიზნესტურიზმის თვალსაზრისით, აუცილებლად დაბრუნდებიან ძველ რიტმში. ადამიანები იმოგზაურებენ, ჩვენ ამაში დარწმუნებულები ვართ“ - განმარტავს პოლოლიკაშვილი

06 აპრილი 2020, 16:43

COVID19

ბოლნისის ცენტრალურ კლინიკაში ცხელების ცენტრი გაიხსნა

ცხელების ცენტრში ერთი ბოქსირებული პალატა და 35 საწოლია განთავსებული. ცენტრი მხოლოდ იმ პაციენტებს მიიღებს, რომელთაც რესპირატორული სიმპტომები და ტემპერატურა აღენიშნებათ. ადგილზე მოქალაქეებს ეპიდემიოლოგიური შემოწმება და სხვადასხვა კვლევა ჩაუტარდებათ.

მაუკა მაჩაიძე

06 აპრილი 2020, 16:43

COVID19

რა სიკეთე აქვს მუცელზე წოლას კორონავირუსით დაავადებულებისთვის

რამდენად დადგენილია ეს რეკომენდაცია, რომ ყველამ მუცელზე უნდა დაიძინოთ, ამას ნამდვილად ვერ გეტყვით, - ამის შესახებ ჯონ ჰოპკინსის უნივერსიტეტის ექიმმა-ინფქციონისტმა, მამუკა მაჩაიძემ აშშ-დან „ტვ პირველის“ ეთერში ჩართვისას განაცხადა, რომელმაც პაციენტებისადმი რეკომენდაციებზე ისაუბრა. მისივე თქმით, კრიტიკულ პაციენტებში არსებობს ტერმინი მუცელზე წოლასთან დაკავშირებით.

თბილსის მერია

06 აპრილი 2020, 16:41

ეკონომიკა

თბილისის მერია ლურჯი ფერის 300 მიკროავტობუსის შესყიდვას გეგმავს

თბილისის მერია დიზელის საწვავზე მომუშავე 300 მიკროავტობუსის შესყიდვაზე 29 მილიონი ლარის დახარჯვას გეგმავს. „თბილისის სატრანსპორტო კომპანიამ“ ელექტრონული ტენდერი აუქციონის გარეშე გამოაცხადა. სატენდერო პირობების თანახმად, შეცვლილია თბილისის მიკროავტობუსის ფერი და ყვითელის ნაცვლად, „მეტალიკი ლურჯი” იქნება.

დონალდ ტრამპი

06 აპრილი 2020, 16:36

COVID19

დონალდ ტრამპი: გვირაბის ბოლოს სინათლეს ვხედავთ

გვირაბის ბოლოს სინათლეს ვხედავთ, - განაცხადა აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა თეთრ სახლში გამართულ ბრიფინგზე. ამერიკის ლიდერის განცხადებით, კორონავირუსის წინააღმდეგ ბრძოლა უფრო ხისტი გახდება. მისი თქმით, აშშ-ში ეპიდემიის პიკი ახლოვდება.

06 აპრილი 2020, 16:32

მსოფლიო

დასახელდა ევროპული ქალაქი, სადაც ბინის დაქირავება ყველაზე ძვირია

რეიტინგში მეორე ადგილს იკავებს დუბლინი (3,613 ევრო თვეში), მესამე ადგილზე კი- პარიზია (3461 ევრო თვეში). ხუთეულში ასევე მოხვდნენ ბერლინი და მადრიდი. მანამდე დასახელდა ევროპის ქალაქები, სადაც უძრავი ქონება ყველაზე ძვირია. ამ რეიტინგიც პირველობას ლონდონი იკავებს.

ლეო ვარადკარი

06 აპრილი 2020, 16:24

COVID19

ირლანდიის პრემიერი კორონავირუსთან ბრძოლის მიზნით სამედიცინო საქმიანობას უბრუნდება

ირლანდიის პრემიერ-მინისტრი ლეო ვარადკარი კორონავირუსთან ბრძოლის მიზნით სამედიცინო საქმიანობას უბრუნდება. ინფორმაციას ამის შესახებ გამოცემა The Guardian-ი ავრცელებს. ვარადკარი ქვეყნის ჯანდაცვის სამსახურში (Health Service Executive, HSE) დასაქმდება და კვირაში ერთი დღე იმუშავებს.

მამუკა მაჩაიძე

06 აპრილი 2020, 16:24

COVID19

მამუკა მაჩაიძე: სწრაფი ტესტების ძირითადი დანიშნულებაა, ვნახოთ რამდენია უსიმპტომო გამავრცელებელი

ტესტირების გაძლიერების ფონზე ამერიკამ სტრატეგია შეცვალა, - ამის შესახებ ჯონ ჰოპკინსის უნივერსიტეტის ქართველმა დოქტორმა მამუკა მაჩაიძემ აშშ-დან „ტვ პირველის“ ეთერში ჩართვისას განაცხადა. მისივე თქმით, მასიურად ტესტავს ბევრ, რათა ნახოს, რა რიცხვებთან აქვს საქმე და რამდენად არის ვირუსი გავრცელებული, შესაბამისად, რამდენად არის იმუნიტეტი საზოგადოებაში.

ლევან ქარაზანაშვილი

06 აპრილი 2020, 16:14

COVID19

ლევან ქარაზანაშვილი: პაციენტებისთვის, რომლებსაც გულის უკმარისობა აქვთ, რისკი საკმაოდ მაღალია

პაციენტებისთვის, რომლებსაც გულის უკმარისობა აქვთ, რისკი საკმაოდ მაღალია, რადგან შესაძლოა გართულება იმდენად მძიმე აღმოჩნდეს, რომ ავადობა ფატალური შედეგით დასრულდეს, - ამის შესახებ კარდიოქირურგმა ლევან ქარაზანაშვილმა „ტვ პირველის“ ეთერში განაცხადა. მისი განმარტებით, თავისთავად გულსისხლძარღვთა დაავადებები გულისხმობს იმას, რომ არის პათოლოგიური ცვლილებები სისხლძარღვებში. შესაძლოა, გულის კუმშვადობა იყოს დაქვეითებული, რაც ისედაც იწვევს შეგუბებით პროცესებს ფილტვებში და აზიანებს ფილტვის ქსოვილს.