imedi /  27 იანვარი 2019, 22:03 / სანდო წყარო

ცნობილია ივანიშვილისა და უმრავლესობის დახურული შეხვედრის დეტალები

მოსამართლეების დანიშვნა

ბიძინა ივანიშვილი

გასულ კვირაში პარტია "ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" ცენტრალურ ოფისში უმრავლესობის კონსულტაციები გაიმართა. შეხვედრების მთავარი თემა უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატების შერჩევის კრიტერიუმებზე მსჯელობა იყო. შეხვედრების მოდერატორი პარტიის თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი იყო. 

"იმედის კვირის" ინფორმაციით, სანამ შეხვედრაზე ამ საკითხთან დაკავშირებით დაპირისპირებულ მხარეებს შორის აზრების გაცვლა დაიწყებოდა, მათ საკუთარი მოსაზრებები ბიძინა ივანიშვილმა გააცნო. 

2-დღიანი მოლაპარაკების შემდეგ დეპუტატები ჟურნალისტებთან საჯარო განცხადებებში ამ თემაზე არ საუბრობდნენ და არც "იმედის კვირას" დათანხმდნენ კამერის წინ ინტერვიუზე. ამ მოლაპარაკებების ფარგლებში უმრავლესობის დეპუტატებმა ბიძინა ივანიშვილისგან დოკუმენტი მიიღეს, რომლის გაცნობის შესაძლებლობაც "იმედის კვირას" წყაროებმა მისცეს.

ამავე წყაროებისგან გახდა ცნობილი, რომ მათ შეხვედრამდე ჰქონდათ საკმარისი დრო იმისთვის, რომ გაცნობოდნენ პარტიის თავმჯდომარის ხედვას და საკუთარი პოზიციაც მოემზადებინათ.

"იმედის კვირის" წყაროები ვერ ამბობენ, რომ პარტიის თავმჯდომარე ვინმეს მიმართ მიკერძოებული იყო, რადგან ივანიშვილმა მიმოიხილა ის პრობლემები, რაც სასამართლოს ჰქონდა და რა არჩევანის წინაშეც "ქართული ოცნების" ხელისუფლება 2012 წლის შემდეგ იდგა - გაეთავისუფლებინა სასამართლო სისტემა პოლიტიკური გავლენებისგან და ამით ახალი სტანდარტი დაემკვიდრებინა, თუ განეხორციელებინა "რეპრესიული წმენდა", რომლის გამოცდილებაც წარსულში უკვე არსებობდა.

უმრავლესობის დეპუტატების ინფორმაციით, ბიძინა ივანიშვილმა დააფიქსირა პოზიცია, რომ უვადო და თუნდაც ვადით გამწესებული მოსამართლეების სისტემიდან დათხოვნა მიუღებელი და უკანონოა, და მაინც თუ ასე მოიქცევა ხელისუფლება - ეს აუცილებლად იქნება მათი პოლიტიკური ოპონენტებისთვის ახალი შანსი, რომ ისევ შეძლონ სასამართლოზე გავლენის მოპოვება.

შეხვედრიდან გამოსულმა დეპუტატებმა "იმედის კვირას" უთხრეს, რომ პარტიის თავმჯდომარემ გუნდს ასევე ჰკითხა - იცოდნენ თუ არა, რომ უზენაესი სასამართლოს კანდიდატად წარდგენილი 10 მოსამართლიდან - 7 ისედაც უვადო მოსამართლეა სააპელაციო სასამართლოში; და რომ მიხეილ ჩინჩალაძე, რომელსაც დეპუტატთა ნაწილი კლანურ მმართველობაში ადანაშაულებდა თბილისის სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარე და უვადოდ დანიშნული მოსამართლეა, შესაბამისად უზენაეს სასამართლოში 28-დან ერთ-ერთ მოსამართლედ გამწესება მათთვის დაწინაურება ვერ იქნებოდა.

დღეს სასამართლო რეფორმის სამუშაო ჯგუფის სამუშაო შეხვედრა გაიმართა, რომელიც იუსტიციის საბჭოს არამოსამართლე წევრებმა და ნაციონალურმა მოძრაობამ პროტესტის ნიშნად დატოვა. 

სასტუმრო „რედისონ ბლუ ივერიასთან“ მოსამართლეთა შესარჩევი სამუშაო ჯგუფის შეხვედრის პარალელურად მოქალაქეთა საინიციატივო ჯგუფის საპროტესტო აქცია გაიმართა. 

21 იანვარს უზენაესის მოსამართლეობის სადავო კანდიდატებმა მოსამართლეებად არჩევაზე უარი თქვეს. 24 დეკემბერს იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ უზენაეს სასამართლოში წარსადგენ მოსამართლეთა 10 კანდიდატურა დაასახელა.

ამ საკითხთან დაკავშირებით ორი დღის განმავლობაში კონსულტაციები და შეხვედრები იმართებოდა უმრავლესობაში, რომელსაც პარტიის თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი ხელმძღვანელობდა. 

ყველა სიახლე

19 ივნისი 2021, 02:20

მსოფლიო

თეთრი სახლი უარყოფს გავრცელებულ ინფორმაციას, რომ აშშ-მა უკრაინისთვის 100 მილიონი დოლარის სამხედრო დახმარების პაკეტის მიწოდება დროებით შეაჩერა

თეთრი სახლი უარყოფს გავრცელებულ ინფორმაციას, რომ ჯო ბაიდენის ადმინისტრაციამ უკრაინისთვის 100 მილიონი დოლარის სამხედრო დახმარების პაკეტის მიწოდება დროებით შეაჩერა.

ჯო ბაიდენი

19 ივნისი 2021, 00:37

COVID19

ჯო ბაიდენი: კორონავირუსი არავაქცინირებული ადამიანებისთვის სერიოზულ და სასიკვდილო საფრთხედ რჩება

კორონავირუსი არავაქცინირებული ადამიანებისთვის სერიოზულ და სასიკვდილო საფრთხედ რჩება, - განაცხადა აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა.

19 ივნისი 2021, 00:30

ტაბლოიდი

ანჯელინა ჯოლისა და ბრედ პიტის სამ შვილს სასამართლოში მამის წინააღმდეგ ჩვენების მიცემა სურდათ

ამერიკელი მსახიობი ანჯელინა ჯოლი აცხადებს, რომ მის სამ შვილს თავიანთი მამის, ბრედ პიტის წინააღმდეგ ჩვენების მიცემა სურდათ. ამის შესახებ გამოცემა Us Weekly წერს.

18 ივნისი 2021, 23:24

მსოფლიო

Politico: ბაიდენის ადმინისტრაციამ უკრაინისთვის 100 მილიონი დოლარის სამხედრო დახმარების პაკეტის მიწოდება დროებით შეაჩერა

ჯო ბაიდენის ადმინისტრაციამ უკრაინისთვის 100 მილიონი დოლარის სამხედრო დახმარების პაკეტის მიწოდება დროებით შეაჩერა. ინფორმაციას ამის შესახებ გამოცემა Politico თეთრ სახლში წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს.

ბექა ოდიშარია

18 ივნისი 2021, 22:59

პოლიტიკა

ბექა ოდიშარია: მნიშვნელოვანია, რომ საავტორო უფლებების ასოციაციამ ბიუჯეტის ხარჯვითი ნაწილი და მუსიკოსებზე განაწილების პრინციპი საჯარო გახადოს

ჩვენი მთავარი პრინციპია, რომ უნდა მივიღოთ ისეთი კანონი, რომელიც დააკმაყოფილებს ყველას ინტერესს - ამის შესახებ, ბექა ოდიშარიამ კულტურის კომიტეტის სხდომაზე განაცხადა, სადაც საავტორო და მომიჯნავე უფლებათა დაცვის კანონში ცვლილებებზე მსჯელობდნენ.

18 ივნისი 2021, 22:36

პოლიტიკა

იუსტიციის სამინისტროში შეხვედრების ოთახებს სოხუმისა და ცხინვალის სახელები მიენიჭათ

იუსტიციის სამინისტროში შეხვედრების ოთახებს სოხუმისა და ცხინვალის სახელები მიენიჭათ. ამის შესახებ Facebook-ზე იუსტიციის მინისტრი რატი ბრეგაძე წერს.

18 ივნისი 2021, 22:03

პოლიტიკა

ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტში სახალხო დამცველის 2020 წლის ანგარიში მოისმინეს

ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტში სახალხო დამცველის, ნინო ლომჯარიას 2020 წელს საქართველოში ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვის მდგომარეობის შესახებ ანგარიში განიხილეს.

18 ივნისი 2021, 22:01

COVID19

ბოლო 24 საათში მსოფლიოში კორონავირუსის 408 ათასზე მეტი ახალი შემთხვევა დადასტურდა

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მონაცემებით, მსოფლიოში გასული დღე-ღამის განმავლობაში, კორონავირუსის 408 990 ახალი შემთხვევა დადასტურდა, ხოლო 9 749 ადამიანი ვირუსს ემსხვერპლა.

კრისტიან ერიქსენი

18 ივნისი 2021, 21:54

სპორტი

კრისტიან ერიქსენი საავადმყოფოდან გაწერეს

დანიის ნაკრების ფეხბურთელი კრისტიან ერიქსენი, რომელსაც ევრო 2020-ზე ფინეთთან მატჩის დროს გული გაუჩერდა, საავადმყოფოდან გაწერეს. ამის შესახებ ინფორმაციას BBC-ი ავრცელებს.

18 ივნისი 2021, 21:49

მსოფლიო

პოლონეთი რუსეთს მასშტაბური კიბერშეტევის განხორციელებაში ადანაშაულებს

პოლონეთის ვიცე-პრემიერი, იაროსლავ კაჩინსკი რუსეთს მასშტაბური კიბერშეტევის განხორციელებაში ადანაშაულებს, რის შედეგადაც პოლიტიკოსები დაზარალდნენ.

ამირან სალუქვაძე

18 ივნისი 2021, 21:42

პოლიტიკა

ამირან სალუქვაძე ტვ პირველს: ფალსიფიცირებული ჩანაწერები თქვენ გაქვთ, გინდათ საზღვარგარეთ წაიღეთ ექსპერტიზაზე, გინდათ მთვარეზე

სხვა რეაქციას ელოდით ცრუპენტელებისგან? გამოიყვანეს ყოფილი „ოცნებელები“ და არ ვენდობით პროკურატურასო, ექსპერტიზა თუ შსს-მ ჩაატარა, არაა სანდოო. არადა, გარკვევით თქვა პროკურორმა, რომ სამხარაულმა ჩაატარაო, - წერს სოციალურ ქსელში ექსპერტი ამირან სალუქვაძე.

18 ივნისი 2021, 21:28

სამართალი

შაორის ტბაში მაშველებმა ერთი ადამიანის ცხედარი იპოვეს

შაორის ტბაზე მიმდინარე სამაშველო ღონისძიებების ფარგლებში მეხანძრე-მაშველებმა ერთი ადამიანის ცხედარი იპოვეს. ამის შესახებ imedinews-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განუცხადეს.

18 ივნისი 2021, 21:16

მსოფლიო

ნატო: რუსეთი წლების განმავლობაში უარს ამბობდა „ღია ცის ხელშეკრულების“ სრულად შესრულებაზე, მათ შორის, რუსეთ-საქართველოს საზღვართან ახლოს ფრენებზე არასათანადო შეზღუდვების დაწესებით

ღრმად ვწუხვართ, რომ რუსეთმა „ღია ცის შესახებ ხელშეკრულებიდან“ გასვლის გადაწყვეტილება მიიღო, - ნათქვამია ჩრდილოატლანტიკური ალიანსის განცხადებაში.

18 ივნისი 2021, 21:09

პოლიტიკა

დავით ზალკალიანი გაეროს გენერალური მდივნის მოადგილეს, მიროსლავ იენჩას შეხვდა

საქართველოს ვიცე-პრემიერმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა, ანტალიის დიპლომატიური ფორუმის ფარგლებში, შეხვედრა გამართა გაეროს გენერალური მდივნის მოადგილესთან, მიროსლავ იენჩასთან.

18 ივნისი 2021, 21:00

პოლიტიკა

კულტურის კომიტეტში საავტორო და მომიჯნავე უფლებათა დაცვის კანონში ცვლილებებზე მომუშავე სამუშაო ჯგუფი შეიქმნება

პარლამენტის კულტურის კომიტეტმა საქართველოში მოღვაწე ავტორთა და შემსრულებელთა კოლექტიური მიმართვის თაობაზე იმსჯელა. საქართველოში მოქმედმა სამასამდე ავტორმა და შემსრულებელმა საავტორო უფლებათა ასოციაციის მიერ ნაწარმოებების საჯარო შესრულებისას ჰონორარების შეგროვებასა და განაწილებაში შექმნილ პრობლემებზე პარლამენტის კულტურის კომიტეტს წერილობით მიმართეს.

სოზარ სუბარი

18 ივნისი 2021, 20:59

რეგიონი

სოზარ სუბარმა ჯავახეთში მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტები დაათვალიერა

ორდღიანი სამუშაო ფორმატით პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტი სამცხე-ჯავახეთის რეგიონში იმყოფება.

გიორგი ხარძეიშვილი

18 ივნისი 2021, 20:48

საზოგადოება

რას ჰყვება საბერძნეთში დაკავებული გიორგი ხარძეიშვილი, რომელსაც პოლიცია მკვლელობის აღიარებას აიძულებდა

საზარელი მკვლელობა, უდანაშაულო ქართველი და რეალური დამნაშავე, რომელიც პოლიციასაც და მედიასაც ერთი თვის განმავლობაში ატყუებდა. „ქრონიკამ“ ქალაქ ღლიკანარაში მომხდარის დეტალები გაარკვია და კორიდალოს ციხეში მყოფ საქართველოს მოქალაქესთან ექსკლუზიური ინტერვიუ ჩაწერა, რომელშიც გიორგი ხარძეიშვილი ადგილობრივი პოლიციის მხრიდან ძალადობის შესახებ ჰყვება.

ირაკლი ღარიბაშვილი

18 ივნისი 2021, 20:40

ეკონომიკა

ირაკლი ღარიბაშვილი: ვაფასებთ საქართველოს საჭიროებებზე მსოფლიო ბანკის სწრაფ რეაგირებას და პანდემიის პერიოდში აქტიურ ჩართულობას

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ევროპისა და ცენტრალური აზიის რეგიონში მსოფლიო ბანკის ვიცე-პრეზიდენტ ანა ბიერდესთან გამართულ შეხვედრას სოციალურ ქსელ Twitter-ში ეხმაურება.

ტედროს ადჰანომ გებრეიესუსი

18 ივნისი 2021, 20:35

COVID19

ჯანმოს დირექტორი: სექტემბრისთვის თითოეული ქვეყნის მოსახლეობის, სულ მცირე, 10% ვაქცინირებული უნდა იყოს

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის გენერალურმა დირექტორმა, ტედროს ადჰანომ გებრეიესუსმა განაცხადა, რომ სექტემბრისთვის თითოეული ქვეყნის მოსახლეობის, სულ მცირე, 10% ვაქცინირებული უნდა იყოს.

კარლ ჰარცელი

18 ივნისი 2021, 20:28

პოლიტიკა

კარლ ჰარცელი: იმედი მაქვს და მჯერა, რომ „ნაციონალური მოძრაობაც“ შეუერთდება მიშელის შეთანხმებას

თითქმის 6 თვე დასჭირდა დასკვნამდე მისვლას, იყო სირთულეები, ფასილიტაცია და შემდგომ მედიაცია. ამ პროცესის 19 აპრილის შეთანხმებით დაგვირგვინებით, ჩვენ შევძელით რაღაცის მიღწევა. მე აბსოლუტურად დარწმუნებული ვარ რომ ამ შეთანხმებით, საქართველო გამოვიდა კრიზისიდან და შევიდა ახალ სიტუაციაში, სადაც დისკუსიებმა ქუჩიდან პარლამენტში გადაინაცვლა, რაც ფუნდამენტალური მნიშვნელობისაა, - ამის შესახებ „ქრონიკას“ ევროკავშირის ელჩმა საქართველოში, კარლ ჰარცელმა განუცხადა.