imedi /  28 იანვარი 2019, 13:39 / სანდო წყარო

ახალაშენებულ კორპუსებში გაზის დეტექტორების დამონტაჟება შესაძლოა სავალდებულო გახდეს

ახალაშენებულ კორპუსებში გაზის დეტექტორების დამონტაჟება სავალდებულო გახდება, ხოლო ძველ კორპუსებში მცხოვრებ მოსახლეობას შეღავათიან პაკეტს შესთავაზებენ. ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე ნათია თურნავამ ჟურნალისტებს განუცხადა.

"მთავრობას და კერძოდ, ეკონომიკის სამინისტროს დაწყებული აქვს კანონმდებლობის გამკაცრებაზე მუშაობა. გამკაცრება-ოპტიმიზაცია შეეხება როგორც გაზის მიმწოდებელ კომპანიებს, ასევე მომხმარებლებსაც. ჩვენ დღეს კიდევ ერთხელ განვიხილეთ რა მიმართულებებით ვმუშაობთ. ეს არის ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის გამკაცრება და ასევე ვისაუბრეთ, თუ როგორ უნდა მივუდგეთ არა მხოლოდ ახალ მშენებლობებს, რაც შედარებით მარტივია, არამედ, დღეს არსებულ საბინაო ფონდს, ძველ კორპუსებს. იქ მთავრობა მზად არის და მერიასთანაც ვიხილავთ საკითხს, რომ გარკვეული პაკეტი შევთავაზოთ მოსახლეობას, ვიდრე ეს მოსახლეობისთვის სავალდებულო გახდება.

კონკრეტულად ეს პაკეტი შეიძლება მოიცავდეს დეტექტორების სავალდებულო დამონტაჟებას, ასევე ეს იმგვარად უნდა იყოს გაკეთებული, რომ მოსახლეს არ შეეძლოს თვითნებურად ელექტროენერგიის კვებიდან მათი გამორთვა, ასევე ეს იქნება სწორი და კვალიფიციური მონტაჟი გაზის დანადგარების და ასევე, სხვა საკითხები, რაც დაკავშირებულია გაზის ექსპლუატაციასთან. საწყის ეტაპზე, ძველ კორპუსებში შეიძლება მოსახლეობას შევთავაზოთ ეს პაკეტი და ამ მიმართულებით ხარჯებიც გავიზიაროთ, მაგრამ სამომავლოდ ეს ყველასთვის ყოვლად სავალდებულო უნდა გახდეს, რადგან მოსახლე, რომელიც საკუთარ უსაფრთხოებაზე არ ფიქრობს, საფრთხეს უქმნის ყველა მეზობელს.

ჯერჯერობით ვერ გეტყვით რა ფორმით მოხდება ხარჯების განაწილება, თუმცა, მზად ვართ გარკვეულ შეღავათიან პაკეტზე წავიდეთ",- განაცხადა თურნავამ.

თბილისის ვიცემერმა ირაკლი ხმალაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, რომ უნდა დაბრუნდეს რეგულაცია, რომელიც ითვალისწინებს ექსპლუატაციაში მიღებამდე კორპუსში მოსახლეობის შესახლების შეზღუდვას, ასევე, ექსპლუატაციაში მიღებაც გაზის და ელექტროსისტემის გაყვანას და გამართულობას უნდა მიებას.

"ასევე საუბარი იყო აკრედიტებული ორგანოების შექმნაზე იმისთვის, რომ სახლში გაზის სისტემის კვალიფიციურმა კომპანიებმა შეამოწმონ და ამით უსაფრთხოების გარკვეულ სტანდარტს მივაღწიოთ. ასევე, კორპუსი არ უნდა ჩაიბაროს მერიამ მანამ, სანამ სადისტრიბუციო კომპანიები არ დაადასტურებენ, რომ იქ სათანადოდ არის უზრუნველყოფილი ქსელის გაყვანა და მისი მონტაჟი.

მნიშვნელოვანია, რომ ეს პროცესი ეფექტურად და მოკლე დროში წარიმართოს და ცოტა უფრო მაღალი დონე შევთავაზოთ მომხმარებლებს უსაფრთხოების კუთხით",- განაცხადა ხმალაძემ.

პაკეტი პარლამენტს უახლოეს მომავალში გადაეგზავნება. ეს საკითხი აქტუალური მას შემდეგ გახდა, რაც დიდ დიღომში მდებარე ერთ-ერთ საცხოვრებელ კორპუსში აფეთქება 16 იანვარს, საღამოს მოხდა. შედეგად 4 ადამიანი დაიღუპა, მათ შორის ერთი მცირეწლოვანი ბავშვია. 4 წლის ბიჭის გადარჩენა ექიმებმა ვერ შეძლეს. აფეთქების მიზეზად ბუნებრივი აირის გაჟონვა სახელდება. 

ყველა სიახლე

22 ივნისი 2021, 18:48

პოლიტიკა

ვლადიმერ კახაძე: აკრძალვით გამოწვეული ზიანი უფრო ნაკლები უნდა იყოს, ვიდრე აკრძალვით გამოწვეული სიკეთე

საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ კანონში ცვლილების შედეგად, პანდემიის მარეგულირებელი მუხლების მოქმედების ვადა 2022 წლის 1-ელ იანვრამდე გახანგრძლივდება. კანონპროექტის პირველი მოსმენით განხილვა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე მიმდინარეობს, - ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს.

22 ივნისი 2021, 18:46

მსოფლიო

ავსტრალიაში თაგვების შემოსევის გამო ციხიდან პატიმრებს გაიყვანენ

ველინგტონის საკორექციო ცენტრიდან 400 პატიმარსა და 200-მდე თანამშრომელს გაიყვანენ და სხვადასხვა დაწესებულებაში გადაიყვანენ, სანამ ციხეში გაწმენდითი სამუშაოები ჩატარდება. თაგვებმა ველინგტონში ციხის ინფრასტრუქტურა გაანადგურეს, დააზიანეს ელექტროგაყვანილობა და ჭერის პანელები.

დავით სერგეენკო

22 ივნისი 2021, 18:43

COVID19

დავით სერგეენკო: მედიაში გავრცელებული ინფორმაცია პაატა იმნაძის განცხადების შესახებ არის ტყუილი

„ცოტა ხნის წინ გავრცელდა მედიაში ასეთი ინფორმაცია, თითქოს პაატა იმნაძემ თქვა, რომ ნიღბის ტარება კიდევ უფრო მავნებელია, რადგანაც შიგნით ვირუსი გროვდება - ცალსახად და დადასტურებულად გეუბნებით, რომ ეს არის „ფეიკი“, ტყუილი ინფორმაცია“,- ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ, დავით სერგეენკომ პლენარულ სხდომაზე განაცხადა.

მაკა ბოჭორიშვილი

22 ივნისი 2021, 18:40

პოლიტიკა

მაკა ბოჭორიშვილი: მაქსიმალურად უნდა გამოვიყენოთ ყველა შესაძლო გზა იმისათვის, რომ ევროკავშირთან პოლიტიკური ასოცირება და ეკონომიკური ინტეგრაცია იყოს უფრო სწრაფი და ეფექტიანი

ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე მაკა ბოჭორიშვილმა ევროპული პოლიტიკის კვლევის ცენტრის (CEPS) შედარებითი ანგარიშის პრეზენტაციაში მიიღო მონაწილეობა, რომელიც საქართველოს პოლიტიკის ინსტიტუტის (GIP) მიერ იყო ორგანიზებული.

22 ივნისი 2021, 18:35

მსოფლიო

UNESCO: დიდი ბარიერული რიფი საფრთხის ქვეშ მყოფი ძეგლების ნუსხაშია შესატანი

გაეროს ახალი მოხსენების თანამად, ავსტრალიის მთავრობამ საკმარისი ძალისხმევა არ გასწია იმისთვის, რომ დიდი ბარიერული რიფი კლიმატის ცვლილებისგან დაეცვა. გაერთიანებული ერების განათლების, მეცნიერებისა და კულტურის ორგანიზაციის (იუნესკო) ანგარიშის თანახმად, რიფი საფრთხის ქვეშ მყოფი ძეგლების ნუსხაშია შესატანი.

კარლ ჰარცელი

22 ივნისი 2021, 18:31

რეგიონი

კარლ ჰარცელი ევროკავშირის მიერ გაწეული მხარდაჭერის წარმოსაჩენად გორს და წყალტუბოს ეწვევა

ევროკავშირის ელჩი საქართველოში, კარლ ჰარცელი 23 ივნისს საქართველოს რეგიონებისათვის ევროკავშირის მიერ გაწეული მხარდაჭერის წარმოსაჩენად გორსა და წყალტუბოს ეწვევა.

ნინო წილოსანი

22 ივნისი 2021, 18:22

პოლიტიკა

ნინო წილოსანმა Women Political Leaders 2021-ის სამიტში მიიღო მონაწილეობა

პარლამენტის გენდერული თანასწორობის მუდმივმოქმედი საპარლამენტო საბჭოს თავმჯდომარემ, აგრარულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ნინო წილოსანმა სამიტში - WPL (Women Political Leaders) 2021 მიიღო მონაწილეობა, რომელიც ონლაინ პლატფორმაზე გაიმართა, - ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს.

22 ივნისი 2021, 18:22

პოლიტიკა

„ნაციონალური მოძრაობის" წევრს, თეიმურაზ ბასილაიას ზუგდიდის საკრებულოს სხდომათა დარბაზში წითელი საღებავი შეასხეს

ხმაური იყო ზუგდიდის საკრებულოს სხდომათა დარბაზში. სხდომის დასრულების შემდეგ, „ნაციონალური მოძრაობის" წევრს, თეიმურაზ ბასილაიას, რომლის უფლებამოსილებაც დღეს, საკრებულომ ცნო, „ნაციონალური მოძრაობის" გარდაცვლილი წევრის, ირაკლი გაწერელიას მეუღლე დაუპირისპირდა და წითელი საღებავი შეასხა.

22 ივნისი 2021, 18:18

სპორტი

„ევრო 2020“-ის ნახევარფინალისა და ფინალის მატჩებზე „უემბლის“ სტადიონზე 60 000-ზე მეტ გულშემატკივარს დაუშვებენ

„ევრო 2020“-ის ნახევარფინალისა და ფინალის მატჩებზე „უემბლის“ სტადიონზე 60 000-ზე მეტ გულშემატკივარს დაუშვებენ. ამის შესახებ დიდი ბრიტანეთის მთავრობაში განაცხადეს.

ანრი ოხანაშვილი

22 ივნისი 2021, 18:18

პოლიტიკა

ანრი ოხანაშვილი: 2011 წელს სტრასბურგში წარდგენილი იყო 395 საჩივარი, 2019 წელს კი 131 საჩივარი - ესაა სხვაობა „ნაცმოძრაობასა“ და „ქართულ ოცნებას“ შორის

2011 წელს სტრასბურგში წარდგენილი იყო 395 საჩივარი განსაკუთრებით მძიმე მუხლებით, 2019 წელს კი სულ შესულია 131 საჩივარი. აი, ეს არის სხვაობა „ნაცმოძრაობასა“ და „ქართულ ოცნებას“ შორის, - ამის შესახებ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ანრი ოხანაშვილმა განაცხადა.

ირაკლი ლატარია

22 ივნისი 2021, 18:18

პოლიტიკა

ირაკლი ლატარია: მიხეილ სააკაშვილი და მისი მორჩილნი, იყვნენ, არიან და ისტორიაში შევლენ, როგორც საქართველოს, ჩემი ქვეყნის მტრები - გამყიდველები

„ყველაზე დიდი რატომ არის ეს, რაზეც ხელი მოაწერეს 2008 წლის 7 აგვისტოს ქართველმა სამხედროებმა გაუფრთხილებლად, ცხინვალის დაბომბვით დაიწყეს საბრძოლო მოქმედებები და სამოქალაქო საზოგადოებას საფრთხე შეუქმნეს არტილერიის და კასეტური ბომბების გამოყენებით.რატომ, რატომ და რატომ? და ამ ყველაფრის შემოქმედნი, რატომ ბედავენ დღეს და არ არიან გამოცხადებულნი, როგორც სამშობლოს მოღალატენი? ეს და კიდევ უამრავი რატომ, მაგრამ ამ ყველაფრის პასუხი ყველა ქართველმა ხომ ზუსტად იცის?“ - ასე ეხმიანება სოციალურ ქსელში ექსპერტი ირაკლი ლატარია ნაციონალური მოძრაობის მიერ რეზოლუციაზეც ხელის მოწერას.

დიმიტრი ხუნდაძე

22 ივნისი 2021, 18:16

საზოგადოება

დიმიტრი ხუნდაძე: ხანდაზმულებისთვის განსაკუთრებით მძიმეა ასეთი ძვირიანი მედიკამენტების შეძენა, სისტემასაც სჭირდება გამართვა

რეალობა არ არის სახარბიელო. ჯანდაცვის დანახარჯები, ჯიბიდან დახარჯული თუ სახელმწიფო პროგრამებით, არის დაახლოებით 3 მილიარდი. სწრაფი კალკულაცია რომ გავაკეთოთ, ამის ნახევარი არის დანახარჯი ჯიბიდან. ჯიბის დანახარჯიდან 70% მოდის მედიკამენტებზე, ანუ დაახლოებით 1 მილიარდი. ყველაზე დიდი მომხმარებელი არის ხანდაზმულთა სეგმენტი და მათთვის განსაკუთრებით მძიმეა ასეთი მაღალი ფასების საჭირო მედიკამენტების შეძენა, - მედიკამენტების ხელმისაწვდომობის საკითხზე ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ, დიმიტრი ხუნდაძემ „ქრონიკაში“ ისაუბრა.

ბექა დავითულიანი

22 ივნისი 2021, 18:04

პოლიტიკა

ბექა დავითულიანი თაკო ჩარკვიანს: მე არ მითქვამს, რომ საქართველომ დაიწყო ომი, მაგას მოაწერეს ხელი იმათ, ვისთან ერთადაც ზიხართ

„რეზოლუციის ხელმოწერის დროს იყო პოზიტიური ფაქტორები, იყო ოკუპაცია ნახსენები და საქართველოსთვის მომგებიანი მთელი რიგი სხვა საკითხები, მაგრამ იქ ისიც ეწერა, რაც არ უნდა ყოფილიყო ჩაწერილი და თქვენ მას ხელი მოაწერეთ“, - მიმართა საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენელმა ბექა დავითულიანმა ნაციონალური მოძრაობის წევრ დეპუტატებს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე.

დიმიტრი ხუნდაძე

22 ივნისი 2021, 18:00

საზოგადოება

დიმიტრი ხუნდაძე: ვფიქრობთ, 2 წლის ვადაში შევძლებთ, რომ ქვეყანას ჰქონდეს სამართლიანობის პრინციპზე დაფუძნებული სოციალური კოდექსი

„სოციალური დაცვის ქართული სისტემა არის უფრო სიმპტომური და არა სისტემური. კი, პოზიტიურია დინამიკა, მაგრამ ვფიქრობ, რომ არაერთი ევროპული ქვეყნის გამოცდილება უნდა გამოვიყენოთ. ასეთ ქვეყნებს აქვთ სოციალური კოდექსი, რომელიც უფრო სისტემატიზირებულია, არის უფრო მეტად ხარჯთეფექტიანი და საჭიროებებზე მორგებული. უფრო მეტად არის საჭიროებებზე მორგებული ასეთი სისტემები და, შესაბამისად, ეფექტიც უფრო მაღალია“, - განაცხადა ხუნდაძემ.

დიმიტრი ხუნდაძე

22 ივნისი 2021, 17:57

COVID19

დიმიტრი ხუნდაძე შეზღუდვების მოხსნაზე: ბევრი რამ იქნება დამოკიდებული მოქალაქეების ქცევაზე

გავითვალისწინეთ ის, რომ ცხელი პერიოდია და რთულია პირბადის ტარება ქუჩაში, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ამ წესის სრული იგნორირება მოვახდინოთ, - ამის შესახებ ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, დიმიტრი ხუნდაძემ განაცხადა.

გუბაზ სანიკიძე

22 ივნისი 2021, 17:46

პოლიტიკა

გუბაზ სანიკიძე: საქართველოს სჭირდება ორი სვეტი, რომელსაც დაეყრდნობა სამუდამოდ - თვითმმართველობა და სასამართლო

დეპუტატმა გამოსვლისას საქართველოს საშინაო და საგარეო პოლიტიკაზე, ასევე მეზობელ სახელმწიფოებთან ურთიერთობაზე გაამახვილა ყურადღება. „საქართველო უნდა იყოს პოზიტიური ნეიტრალიტეტის მედროშე კავკასიაში“, - განაცხადა გუბაზ სანიკიძემ.

22 ივნისი 2021, 17:43

COVID19

სომხეთში კოვიდინფიცირებულთა გარდაცვალების მაჩვენებელმა 4 500-ს გადააჭარბა

სომხეთში კორონავირუსი კიდევ 77 ადამიანს დაუდასტურდა, 70 გამოჯანმრთელდა, სამი ინფიცირებული კი, გარდაიცვალა. ამის შესახებ ადგილობრივი მედია დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრზე დაყრდნობით წერს. დღე-ღამეში ტესტი 3 778 ადამიანს ჩაუტარდა.

ლაშა დარსალია

22 ივნისი 2021, 17:43

პოლიტიკა

ლაშა დარსალია: ზაზა გახელაძის ოჯახის წევრების გადაწყვეტილება ოკუპირებულ ტერიტორიაზე გადასვლის შესახებ, ნამდვილად უფრო გაართულებს პროცესს

საკმაოდ რთულია ნებისმიერი ოჯახის წევრისთვის ასეთ მდგომარეობაში ყოფნა, თუმცა ასეთი ქმედებები ნამდვილად უფრო გაართულებს პროცესს, - ამის შესახებ საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ლაშა დარსალიამ „ქრონიკას“ ერთი წლის წინ ცხინვალში დაკავებული ზაზა გახელაძის ოჯახის გადაწყვეტილების შეფასებისას განუცხადა. დაკავებულის მამა ოკუპირებულ ტერიტორიაზე გადასვლას გეგმავს.

ანგელა მერკელი

22 ივნისი 2021, 17:37

COVID19

ანგელა მერკელი ორი სხვადასხვა ვაქცინით აიცრა

ვაქცინის პირველი დოზა 66 წლის მერკელმა აპრილში მიიღო. მაშინ ის AstraZeneca-თი აიცრა, თუმცა მეორე აცრის დროს არჩევანი ამერიკულ Moderna-ზე შეაჩერა.

22 ივნისი 2021, 17:31

პოლიტიკა

კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე საგრანტო შეთანხმების რატიფიცირებას მხარი დაუჭირეს

საქართველოს, ამერიკის შეერთებული შტატები, განვითარების მიზნების შესახებ ორმხრივი შეთანხმების საფუძველზე გრანტის სახით 66 960 382 აშშ დოლარს გამოუყოფს. შეთანხმების ხელშეკრულება გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების და რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე განიხილეს, - ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს.