Imedi /  28 იანვარი 2019, 17:49 / სანდო წყარო

ეკა ბესელია: ჩემ წინააღმდეგ დაფინანსებული და ცილისმწამებლური კამპანია დაიწყო

„ძალიან მოკლედ და გასაგებად ვწერ , ამ ეტაპზე , შეფასებების გარეშე: ჩემი გადადგომის თაობაზე განცხადების გაკეთებიდან დაიწყო ახალი მიზანმიმართული, დაფინანსებული ცილისმწამებლური კამპანია ჩემს წინააღმდეგ სოციალური ქსელებით, მედიით და აკრძალული მეთოდების გამოყენებით. ამ ყველაფერმა მიიღო კამპანიური დაგეგმილი ხასიათი - წერს ეკა ბესელია  სოციალურ ქსელ facebook-ში. 

„მე წლების განმავლობაში ბევრჯერ გადავიტანე სააკაშვილის რეჟიმის წარმომადგენლების ძალადობრივი და ცილისმწამებლური თავდასხმები. ბოლო პერიოდში ახალი ფორმების გამოყენებით ხდება ეს შეტევა ჩემს მიმართ. ბოლო ინფორმაცია რაც მომაწოდეს გუშინ გვიან, სოც ქსელით ჯგუფებში ვრცელდება პირადი და ოჯახური საიდუმლოების უკანონო ჩანაწერი. ეს ჩანაწერი სააკაშვილის ძალადობრივი რეჟიმის დროს დამზადდა და გავრცელდა ჩვენი ხელისუფლების პერიოდში.

ამ ფაქტზე 8 პირი გამოავლინა პროკურატურამ დამნაშავედ იქნა ცნობილი. საქმე სააპელაციო სასამართლოში იყო ბოლოს. მე ამ საქმის სასამართლოში გაგზავნას არ მივიჩნევდი სწორად , რათა მასალის გავრცელების საფრთხე არ დამდგარიყო. საპროცესო შეთანხმების გაფორმება ნიშნავს პირის დამნაშავედ ცნობას და საპატიმრო სასჯელის გამოყენებას. რაც მიმაჩდა სწორად ამ ვითარებაში. მე თავად ვიყავი ავტორი იმ საკანონმდებლო ცვლილებების რომლითაც წინა მოწვევის პარლამენტში გამკაცრდა დანაშაული პირადი და ოჯახური საიდუმლოების და კომუნიკაციის წესის დარღვევის . ეს იმიტომ ,რომ ადამიანები დაგვეცვა მორალური ტერორისგან !!!

ახლა რა ხდება? ვინ აირჩია ჩემთან ანგარიშსწორება ამ ფორმით? ამ კითხვებზე პასუხი მინდა უმოკლეს ვადაში სამართალდამცავი ორგანოების მხრიდან. ვის ხელში იყო ეს მასალა? ვინც განახორციელა უკანონო ჩაწერა და სცადა ჩემზე მორალური ზეწოლა 2012 წლის 1 ოტომბრის არჩევნების წინ და არაფერი გამოუვიდათ, ვინც გადასცა გამოძიებას და და ბოლოს სააპელაციო სასამართლოს ხელში... აღარ გავაგრძელებ !

ახლა კი მივმართავ საჯაროდ შალვა თადუმაძეს, გიორგი გახარიას და ვახტანგ გომელაურს სასწრაფოდ და უმოკლეს ვადაში დაადგინეთ ვინ განახორციელა და ვინ დგას ამ მორალური ტერორის უკან? ვითხოვ ყველა ფაქტზე რეაგირებას დაწყებული აბაშიძის შეკვეთილი პოსტიდან ბოლო ინფორმაციის ჩათვლით. საჯაროდ გამოავლინეთ!!! მე მგონი კარგად ესმის ყველას რას ნიშნავს წითელი ხაზების გადაკვეთა.“

ინფორმაცია ამ თემის შესახებ პარლამენტარმა დავით ჭიჭინაძემ გაავრცელა. 

შინაგან საქმეთა სამინისტრო დეპუტატ დავით ჭიჭინაძის მიერ გაკეთებულ განცხადებაზე სამართლებრივ რეაგირებას მოახდენს.

„საჯაროდ გაკეთებულ განცხადებაზე, რომელიც შესაძლოა, შეიცავდეს დანაშაულის ნიშნებს, კანონით დადგენილ ფარგლებში შინაგან საქმეთა სამინისტრო სამართლებრივ რეაგირებას მოახდენს“, - განუცხადეს Imedinews-ს შსს-ში.

მმართველი პარტიიდან გარიცხული დეპუტატის, დავით ჭიჭინაძის განცხადებით, სოციალურ ქსელში მიზანმიმართულად ვრცელდება მისი ყოფილი თანაგუნდელის, ეკა ბესელიას პირადი ცხოვრების შესახებ ინფორმაცია.

დეპუტატის მიერ გავრცელებულ ამ ინფორმაციას გამოხმაურება მოჰყვა როგორც უმრავლესობის, ისე ოპოზიციის წევრებს შორისაც.

ყველა სიახლე

თენგიზ ცერცვაძე

10 აპრილი 2020, 23:11

COVID19

თენგიზ ცერცვაძე: წვეთოვანი ინფექციის დროს საქართველოში დამზადებულ პირბადეს აქვს დაცვის მაღალი ხარისხი

საქართველოში წარმოებული პირბადის ხარისხზე განმარტება „POSTV“-ის ეთერში ინფექციური საავადმყოფოს დირექტორმა, თენგიზ ცერცვაძემ გააკეთა.

თენგიზ ცერცვაძე

10 აპრილი 2020, 22:53

COVID19

თენგიზ ცერცვაძე: მარნეულში ზომების მიღება 2-3 დღით რომ დაგვეგვიანა, უმართავ პროცესს მივიღებდით

მიუხედავად იმისა, რომ ინფიცირებულის პაციენტის კონტაქტები არ ვიცოდით, ამ სწორმა და მყისიერმა ქმედებებმა მოგვცა ის, რომ მთელი მარნეულის და ბოლნისის გამოკვლევის შედეგად მხოლოდ 20-მდე პაციენტი გამოიკვეთ. საგანგებო ზომები რომ ერთი დღით გვიან მიგვეღო, იქ ასობით შემთხვევა გვექნებოდა, - ამის შესახებ „POSTV“-ის ეთერში ინფექციური საავადმყოფოს დირექტორმა, თენგიზ ცერცვაძემ განაცხადა.

ირაკლი ღარიბაშვილი

10 აპრილი 2020, 22:37

COVID19

ირაკლი ღარიბაშვილი: თავდაცვის ძალებში კორონავირუსის გავრცელების რისკი მინიმუმამდეა დაყვანილი

სწორედ ამ მიზნით, რომ მინიმუმამდე დავიყვანოთ კორონავირუსის გავრცელება, ჯარი გადავიყვანეთ ყაზარმულ რეჟიმზე ჯერ კიდევ 21 მარტს. მაქსიმალურად კონტროლდება გარეშე პირთა შესვლა და გასვლა, - ამის შესახებ საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ტელეკომპანია POSTV -ის ეთერში განაცხადა.

დონალდ ტრამპი

10 აპრილი 2020, 22:36

COVID19

დონალდ ტრამპი: აშშ-ში კორონავირუსით სიკვდილიანობის მაჩვენებელი გაცილებით ნაკლები იქნება, ვიდრე პროგნოზირებული 100 000

აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის განცხადებით, აშშ-ში კორონავირუსით სიკვდილიანობის მაჩვენებელი გაცილებით ნაკლები იქნება, ვიდრე პროგნოზირებული 100 000. „როგორც ჩანს, სიკვდილიანობის მაჩვენებელი გაცილებით ნაკლები იქნება, ვიდრე 100 000“, - განაცხადა თეთრ სახლში გამართულ ბრიფინგზე დონალდ ტრამპმა.

ჯოზეფ ბაიდენი

10 აპრილი 2020, 22:22

მსოფლიო

CNN: ტრამპს რეიტინგით ბაიდენი უსწრებს

აშშ-ს ყოფილი ვიცეპრეზიდენტი ჯოზეფ ბაიდენი რეიტინგით მოქმედ პრეზიდენტს, დონალდ ტრამპს უსწრებს. სოციოლოგიური გამოკითხვა CNN-მა ჩაატარა. გამოკითხვის შედეგებით, ბაიდენს მხარს რესპოდენტთა 53 პროცენტი უჭერს, ტრამპს კი ხმას გამოკითხულთა 42 პროცენტი აძლევს. ამასთან, ბაიდენის მხარდამჭერთა 62 პროცენტი ქალები არიან, ტრამპის მხარდამჭერთა 51 პროცენტს კი კაცები შეადგენენ.

ირაკლი ღარიბაშვილი

10 აპრილი 2020, 22:21

COVID19

ირაკლი ღარიბაშვილი: თავდაცვის ძალები არის მობილიზებული და მზადყოფნაში

ვინაიდან ვართ პასუხისმგებელი უწყება ქვეყნის თავდაცვაზე ჩვენ ორი ნაბიჯით წინ უნდა ვიყოთ მოვლენებთან მიმართებაში. სწორედ აქედან გამომდინარე ჩემი ხელმძღვანელობით პრევენციული ზომები გატარდა სამინისტროში, - ამის შესახებ საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ტელეკომპანია POSTV -ის ეთერში განაცხადა.

10 აპრილი 2020, 22:12

COVID19

უზბეკეთში კორონავირუსით ინფიცირებულთა მკურნალობას გამოჯანმრთელებულთა სისხლით აპირებენ

უზბეკეთში კორონავირუსით ​ინფიცირებულ იმ პაციენტებს, რომელთა მდგომარეობაც მძიმეა, გამოჯანმრთელებული პაციენტების სისხლით უმკურნალებენ. ამის ჯანდაცვის სამინისტროს პრესსამსახური იტყობინება. „გამოცდილ მეცნიერებსა და მედიკოსებთან შეთანხმებით ქვეყანაში მალე ახალი მეთოდი იქნება შემოღებული- ეს არის გამოჯანმრთელებულ პაციენტთა სისხლის შრატის გამოყენების პრაქტიკა იმ პაციენტებზე, რომლებსაც ვირუსის მწვავე ფორმა აქვთ. გამოჯანმრთელებულ პაციენტთა სისხლს სრული ლაბორატორიული გამოკვლევა ჩაუტარდება“, - ნათქვამია განცხადებაში.

10 აპრილი 2020, 22:09

COVID19

იტალიაში კარანტინის რეჟიმი 3 მაისამდე გახანგრძლივდა

იტალიაში კარანტინის რეჟიმი 3 მაისამდე გახანგრძლივდა. ამის შესახებ იტალიის მთავრობის თავმჯდომარემ ჯუზეპე კონტემ განაცხადა.

ქუთაისის ინფექციური საავადმყოფო

10 აპრილი 2020, 22:08

COVID19

ქუთაისის ინფექციურ საავადმყოფოს პირველი გამოჯანმრთელებული პაციენტი ჰყავს

ქუთაისის ინფექციურ საავადმყოფოს პირველი გამოჯანმრთელებული პაციენტი ჰყავს. ლუგარის ლაბორატორიიდან პასუხი კლინიკაში რამდენიმე წუთის წინ მიიღეს. საუბარია ახალგაზრდა კაცზე, რომელსაც საფრანგეთში მოგზაურობის ისტორია აქვს. შესაბამისად, ქუთაისის ინფექციურ საავადმყოფოში კორონავირუსით ინფიცირებული 10 პაციენტი რჩება.

ირაკლი ღარიბაშვილი

10 აპრილი 2020, 22:06

COVID19

ირაკლი ღარიბაშვილი: ჩვენ გვყავს სპეციალური რადიაციული დანაყოფი, რომელმაც 250 ათასი სატრანსპორტო საშუალების დეზინფექცია და 620 ათასი მოქალაქის თერმოსკრინინგი ჩაატარა

12 ქალაქში კორონავირუსის პრევენციისთვის გვაქვს მოწყობილი 61 საკონტროლო-გამშვები პუნქტი. დღეის მდგომარეობით ჩართულია 1000-ზე მეტი სამხედრო მოსამსახურე. რომლებიც აჩვენებენ მაღალ პროფესიონალიზმს. გამორჩეულ დისციპლინას და მაღალ მობილიზაციას, - ამის შესახებ საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ტელეკომპანია POSTV -ის ეთერში განაცხადა.

10 აპრილი 2020, 22:03

COVID19

ამერიკიდან სპეცრეისით სამშობლოში საქართველოს 79 მოქალაქე დაბრუნდა

თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ამ წუთებში თვიმფრინავი დაეშვა, რომელმაც სპეცრეისით აშშ-დან საქართველოს 79 მოქალაქე ჩამოიყვანა. ქართველ სტუდენტებთან და მოსწავლეებთან ერთად თვითმფრინავში სომხეთის მოქალაქეებიც არიან. მგაზვრები თერმოსკრინინგს გაივლიან, რის შემდეგაც ისინი 14-დღიან კარანტინს დაექვემდებარებიან.

საუნივერსიტეტო კლინიკა

10 აპრილი 2020, 22:01

COVID19

საუნივერსიტეტო კლინიკაში მყოფ ორსულ ქალს კორონავირუსზე პირველი უარყოფითი პასუხი მოუვიდა

პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში მყოფ ორსულ ქალს კორონავირუსზე პირველი უარყოფითი პასუხი მოუვიდა. ინფორმაცია ამის შესახებ imedinews-ს საავადმყოფოს კლინიკურმა დირექტორმა, ლალი ტურძელაძემ დაუდასტურა. მისი ინფორმაციით, ორსული ქალი საუნივერსიტეტო კლინიკაში მე-15 დღეა მკურნალობს და მასთან კორონავირუსზე აღებული პირველი ტესტის პასუხი უარყოფითია. რაც შეეხება მეორე ტესტს, მისი აღება ხვალ იგეგმება.

ბიურო პარლამენტი

10 აპრილი 2020, 21:54

COVID19

13 აპრილს პარლამენტის ბიუროს სხდომა ჩაინიშნა

13 აპრილს პარლამენტის ბიუროს სხდომა ჩაინიშნა. ინფორმაცია ამის შესახებ საკანონმდებლო ორგანოს ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნდა. ბიუროს სხდომა 15:00 საათზეა ჩანიშნული და მასზე, სავარაუდოდ, კორონავირუსთან დაკავშირებით შექმნილი ვითარებაზე და საგანგებო მდგომარეობის საკითხზე იმსჯელებენ.

ენდრიუ კუომო

10 აპრილი 2020, 21:48

COVID19

ენდრიუ კუომო: პრეზიდენტი მართალია, როდესაც ამბობს, რომ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციას განგაში უნდა აეტეხა

ნიუ-იორკის შტატის გუბერნატორი ენდრიუ კუომო იმ ამერიკელი პოლიტიკოსების რიგებს შეუერთდა, ვინც ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციას აკრიტიკებენ კორონავირუსის პანდემიაზე რეაგირებისთვის.

კორონავირუსი

10 აპრილი 2020, 21:43

COVID19

მსოფლიოში კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვმა 100 ათასს გადააჭარბა

მსოფლიოში კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვმა 100 ათასს გადააჭარბა. ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტის მონაცემების თანახმად, კორონავირუსმა უკვე 100 376 ადამიანი იმსხვერპლა. მსოფლიოს მასშტაბით კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევების რიცხვი უკვე 1 650 000-ს აღემატება.

თელავი სარწყავი არხი

10 აპრილი 2020, 21:38

რეგიონი

თელავში სარწყავი არხის გაწმენდა მიმდინარეობს

თელავში სარწყავი არხის გაწმენდა მიმდინარეობს. სამუშაოებს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს შპს „საქართველოს მელიორაცია“ წყალუზრუნველყოფილი და დრენირებული ფართობების გაზრდის მიზნით 25 მარტიდან ახორციელებს.

დონალდ ტრამპი

10 აპრილი 2020, 21:14

COVID19

დონალდ ტრამპი: მაშინ, როდესაც ჩვენი ერი უხილავ მტერს ებრძვის, კვლავ ვადასტურებთ, რომ ამერიკელებს ლოცვის ძალის სჯერათ

წითელ პარასკევს აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა მადლობა გადაუხადა მათ, ვინც კორონავირუსთან ბრძოლის წინა ხაზზე დგას და ამერიკელებს ქვეყნისთვის ლოცვისკენ მოუწოდა.

კორონავირუსი ვიდეო

10 აპრილი 2020, 21:12

COVID19

როგორ ვრცელდება კორონავირუსი დაინფიცირებული ადამიანის ხველის დროს. ვიდეო

ფინელმა მეცნიერებმა კორონავირუსით ინფიცირებული ადამიანის ხველის მოდელირებული ვერსია შექმნეს. კვლევის შედეგები აალტოს უნივერსიტეტის ვებგვერდზე გამოქვეყნდა. სპეციალისტებმა შექმნეს სამგანზომილებიანი მოდელი, რომელიც აჩვენებს, როგორ ვრცელდება კორონავირუსის ნაწილაკები დახურულ სივრცეში.

ვულკანი მერაპი

10 აპრილი 2020, 21:11

მსოფლიო

კუნძულ იავაზე სტრატოვულკანი მერაპი ამოიფრქვა

ინდონეზიაში, კუნძულ იავაზე აქტიური სტრატოვულკანი მერაპი ამოიფრქვა. ფერფლის სვეტის სიმაღლემ 3 კილომეტრი შეადგინა. ინფორმაციას სააგენტო ANTARA ადგილობრივ გეოლოგიური რისკების სამსახურზე დაყრდნობით ავრცელებს.

10 აპრილი 2020, 20:50

COVID19

წალენჯიხაში „ევექსის“ ცხელების ცენტრი 15 პაციენტის მიღებას შეძლებს

ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარე დიმიტრი ხუნდაძემ წალენჯიხის რაიონული საავადმყოფო ვითარების გაცნობის მიზნით დაათვალიერა. შემუშავებულია რეკომენდაციები. „ევექსის“ კლინიკაში ცხელების ცენტრი ამოქმედდა და 3 პაციენტის მიღების რესურსი აქვს. შემდეგ ეტაპზე კი პერსონალი 15 ადამიანის მიღებას შეძლებს.