imedi /  10 თებერვალი 2019, 21:57 / სანდო წყარო

ლიეჟში სააკაშვილის სიტყვით გამოსვლის დროს თემურ შაშიაშვილი დარბაზიდან გააძევეს

მიხეილ სააკაშვილი

თემურ შაშიაშვილი

ბელგიის ქალაქ ლიეჟში, სადაც მიხეილ სააკაშვილი მხარდამჭერ ემიგრანტებს ხვდება, დარბაზში თემურ შაშიაშვილი შევიდა. ის სააკაშვილის მხარდამჭერებმა დარბაზიდან გაიყვანეს. შაშიაშვილი მაშინ შევიდა დარბაზში როდესაც ექსპრეზიდენტი სიტყვით გამოდიოდა.

ქალაქ ლიეჟში მიხეილ სააკაშვილისა და ემიგრანტების შეხვედრა ხმაურის ფონზე მიმდინარეობს. დარბაზში, სადაც შეხვედრა იმართება, ჟურნალისტებისა და ემიგრანტების ნაწილი არ შეუშვეს. ამას დაპირისპირებაც მოჰყვა.

სააკაშვილთან შესახვედრად ლიეჟში ჩავიდნენ არა მხოლოდ მისი მხარდამჭერები, არამედ ისინიც, ვინც სააკაშვილის მმართველობის დროს რეპრესიის მსხვერპლნი იყვნენ. 

ემიგრანტები ამბობენ, რომ დაპირისპირების დროს მათ წინააღმდეგ გაურკვეველი ნივთიერება გაუშვეს, რის გამოც ემიგრანტთა ნაწილი ცუდად გახდა. მათ სასწრაფო დახმარების აღმოჩენა დასჭირდათ. 

ყველა სიახლე

12 აგვისტო 2020, 13:01

ეკონომიკა

შემოსავლების სამსახურსა და საქართველოს ფოსტას შორის მემორანდუმი გაფორმდა

ფინანთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურსა და საქართველოს ფოსტას შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. დოკუმენტს ხელი ორი უწყების ხელმძღვანელმა პირებმა, ლევან კაკავამ და ლევან ჩიკვაიძემ მოაწერეს. შემოსავლების სამსახურის ინფორმაციით, მემორანდუმის გაფორმების მიზანი, საერთაშორისო ვაჭრობაში მონაწილე პირთათვის საზღვრის კვეთისას, გამარტივებული საბაჟო კონტროლის პროცედურებისა და ზედამხედველობის განხორციელება, ასევე, მომსახურების ხარისხის გაუმჯობესება და ინფორმაციის წინასწარი დამუშავების უზრუნველყოფაა.

12 აგვისტო 2020, 12:58

რეგიონი

დევნილთა სააგენტოს დირექტორი წინამძღვრიანთკარში მცხოვრებ დევნილ ოჯახებს შეხვდა

დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს დირექტორმა ბესარიონ სიმონიშვილმა წინამძღვრიანთკარში მცხოვრებ იძულებით გადაადგილებულ ოჯახებთან შეხვედრა გამართა, - ამის შესახებ ინფორმაციას დევნილთა სააგენტო ავრცელებს. ბესარიონ სიმონიშვილმა შეხვედრის მონაწილე დევნილებს სააგენტოში არსებული პროექტების შესახებ დეტალური ინფორმაცია მიაწოდა და მათი პრობლემები პირადად მოისმინა.

12 აგვისტო 2020, 12:54

COVID19

ყაზბეგის მუნიციპალიტეტში ინფიცირებულთა რაოდენობა 4-მდე გაიზარდა

მცხეთა-მთიანეთის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ხელმძღვანელის, ბადრი კუკულაძის ინფორმაციით, ყაზბეგის მუნიციპალიტეტში ინფიცირებულთა რაოდენობა 4-მდე გაიზარდა. ახალი გამოვლენილი შემთხვევაც ლარსის საბაჭო-გამშვებ პუნქტს უკავშირედება. სოფელი გარბანის შემდეგ PCR ტესტირება სოფელ არშასა და დაბა სტეფანწმინდაშიც ჩატარდება, თუმცა გარბანისგან განსხვავებით ამ დასახლებებში მასობრივი ტესტირება არ დაიწყება ა და კვლევა იქნება მიზნობრივი. ყველა ტესტის პასუხი სავარაუდოდ ხვალვე გახდება ცნობილი და სწორედ ამის შემდეგ მიიღებენ ეპიდემიოლოგები გადაწყვეტილებას შემდეგი ნაბიჯების შესახებ.

მიწისძვრა

12 აგვისტო 2020, 12:54

რეგიონი

საქართველოში მიწისძვრა მოხდა

საქართველოში მიწისძვრა მოხდა. დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტი-სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, ბიძგები თბილისის დროით 11:31 საათზე, ქალაქ ტყვარჩელიდან ჩრდილოეთით, სოფელ მარჯვენა პტიშთან დაფიქსირდა.

მარიამ ქვრივიშვილი

12 აგვისტო 2020, 12:53

საზოგადოება

მარიამ ქვრივიშვილი: ყველაფერს ვაკეთებთ იმისთვის, რომ ამ ვითარებას სვანეთზე გრძელვადიანი დარტყმა არ ჰქონდეს

„ძალიან მცირე პერიოდში მოხდა ადამიანების კარანტინში გადაყვანა, კონკრეტულ ლოკაციებზე გადაადგილების შეზღუდვაც. ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ იმისთვის, რომ ამას არ ჰქონდეს გრძელვადიანი დარტყმა სვანეთზე, ყველამ ერთად უნდა შევქმნათ ის უსაფრთხო გარემო, მათ შორის სვანეთში, რომელიც საერთაშორისო მოგზაურებს დაარწმუნებს იმაში, რომ საქართველოში მოგზაურობა უსაფრთხოა“, - აღნიშნა მარიამ ქვრივიშვილმა.

კახა კალაძე

12 აგვისტო 2020, 12:41

საზოგადოება

კახა კალაძე: დარწმუნებული ვარ, ჩვენი გონიერებით, სწავლით, კიდევ ბევრჯერ ვიზეიმებთ გამარჯვებას

დედაქალაქის მერი კახა კალაძე მოსახლეობას დიდგორობას ულოცავს და აცხადებს, რომ ქართველი ხალხი გამარჯვებას კიდევ ბევრჯერ იზეიმებს. როგორც მან მუნიციპალიტეტის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე აღნიშნა, 12 აგვისტო ქართველი ერის სიძლიერის და მტერზე გამარჯვების სიმბოლოა.

მარიამ ქვრივიშვილი

12 აგვისტო 2020, 12:41

COVID19

მარიამ ქვრივიშვილის განცხადებით, ყაზბეგის ჩაკეტვის საფუძველი არ არსებობს

„ყაზბეგში არ შეინიშნება საგანგაშო მდგომარეობა, ამ ეტაპისთვის არ არის ისეთი საგანგაშო მდგომარეობა, რომელმაც შესაძლოა განაპირობოს რეგიონის ჩაკეტვა. ყაზბეგის ნაწილში არავითარი მსგავსი გეგმა არ არსებობს“, - განაცხადა მარიამ ქვრივიშვილმა.

12 აგვისტო 2020, 12:40

COVID19

ბათუმში კორონავირუსი 54 წლის ქალს დაუდასტურდა

ბათუმში კორონავირუსი 54 წლის ქალს დაუდასტურდა, რომელსაც თურქეთში მოგზაურობის ისტორია აქვს და ის საკარანტინო სივრცეში იმყოფებოდა. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია. ინფიცირებული რესპუბლიკურ საავადმყოფოშია მოთავსებული, სადაც ჯამში 17 კოვიდინფიცირებული მკურნალობს.

კახა კალაძე

12 აგვისტო 2020, 12:40

საზოგადოება

10 სექტემბრიდან პეკინის გამზირსა და მიმდებარე ქუჩებზე ზონალურ-საათობრივი პარკირების სისტემა ამოქმედდება

პეკინის გამზირსა და მიმდებარე ქუჩებზე 10 სექტემბრიდან უკვე ძალაში შევა ზონალურ-საათობრივი პარკირების სისტემა, - ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა. მისივე თქმით, იმისთვის, რომ ფასიანი სისტემის ამოქმედებიას ადგილობრივ მცხოვრებლებს სატრანსპორტო საშუალებების პარკირების საფასურის გადახდა არ მოუწიოთ, მათ დარჩენილ დროში რეგისტრაცია უნდა გაიარონ.

12 აგვისტო 2020, 12:37

ეკონომიკა

გორში „თიბისის“ დახმარებით მარწყვის სათბურები გაშენდება

ფერმერი რამაზ ყაყიტაშვილი გორის რაიონის სოფელ გარეჯვარში მარწყვის სათბურების მფლობელია. „თიბისის“ მხარდაჭერით ფერმერი მეურნეობას მნიშვნელოვნად აფართოებს და მეზობელ სოფელ რეხაში 15-მდე ახალ სათბურს აშენებს. შეღავათიანი აგროკრედიტით და პროგრამაში „დანერგე მომავალი“ მონაწილეობით ფერმერი ბაღების გაშენებას სოფელ კარალეთშიც აპირებს - 3 ჰა ფართობზე ჟოლოს, ხოლო 1 ჰა ფართობზე მსხლის ნერგების დარგვა იგეგმება.

კახა კალაძე

12 აგვისტო 2020, 12:37

საზოგადოება

წყლის დაბინძურების პრევენციის მიზნით თბილისის ზღვაზე სანიტარული დაცვის არეალები განისაზღვრა

ჰიდროლოგიური კვლევის შედეგად დადგინდა თბილისის ზღვის სანიტარული დაცვის არეალები და ზუსტი კოორდინატებით აისახა დედაქალაქის ინტერაქტიულ რუკაზე. თითოეული დაცვის არეალში შეიზღუდა ისეთი საქმიანობა, რომელიც წყლის დაბინძურებას გამოიწვევს, - ამის შესახებ თბილისის მთავრობის სხდომა დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ განაცხადა.

12 აგვისტო 2020, 12:35

სპორტი

ევროპა ლიგის მეოთხედფინალური ეტაპი დასრულდა და ოთხივე ნახევარფინალისტი ცნობილია

ევროპა ლიგის მეოთხედფინალური ეტაპი დასრულდა და ოთხივე ნახევარფინალისტი ცნობილია. დონეცკის „შახტარმა“, სადაც დავით ხოჭოლავა თამაშობს, საკუთარ მოედანზე „ბაზელი“ 4:1 დაამარცხა და შემდეგ ეტაპზე გავიდა. საქართველოს ნაკრების ფეხბურთელს დისკვალიფიკაციის გამო არ უთამაშია. მასპინძელთა შემადგენლობაში ბურთი მორაეშმა, ტაისონმა, ალან პატრიკმა და დოდომ გაიტანეს, „შახტარმა“ კი 3-ზე მეტი გოლი ევროპული საკლუბო ტურნირის ერთ შეხვედრაში 4-წლიანი პაუზის შემდეგ გაიტანა.

12 აგვისტო 2020, 12:34

საზოგადოება

ქიმიაში ჩაჭრილმა აბიტურიენტებმა განათლების სამინისტროსთან ბარიერის დაწევა მოითხოვეს

ეროვნულ გამოცდებში ქიმიის საგანში ჩაჭრილმა აბიტურიენტებმა განათლების სამინისტროსთან ბარიერის დაწევა მოითხოვეს. მათთან ერთან იმყოფებოდნენ ის აბიტურიენტებიც, რომლებმაც ზღვარი გადალახეს, მაგრამ ტესტების სირთულეზე საუბრობენ და მის გადახედვას მოითხოვენ. მათი თქმით, წლევანდელი ქიმიის გამოცდა რთული იყო და ამას თან პანდემიისგან გამოწვეული პრობლემებიც დაერთო. ქიმიის გამოცდის ჩასაბარებლად მინიმალური ზღვარი 18.75 ქულა იყო განსაზღვრული, მაქსიმალური ასაღები ქულა კი - 75.

მეტროსადგური

12 აგვისტო 2020, 12:31

საზოგადოება

მეტროსადგურების: „ვარკეთილსა“ და „ავლაბარის“ სარეკონსტრუქციო-სარეაბილიტაციო სამუშაოების პროექტირებაზე ხელშეკრულებები გაფორმდა

მეტროსადგურების: „ვარკეთილსა“ და „ავლაბარის“ სარეკონსტრუქციო-სარეაბილიტაციო სამუშაოების პროექტირებაზე ხელშეკრულებებია გაფორმებული, - ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა. კახა კალაძემ თბილისის მეტროპოლიტენის სადგურების რეაბილიტაციის აუცილებლობის შესახებ ისაუბრა.

კახა კალაძე

12 აგვისტო 2020, 12:28

საზოგადოება

თბილისში „ჭკვიანი“ შუქნიშნები, კამერები და კონტროლერები დაინერგება, რომლებიც ნაკადების ერთიანი მართვის ცენტრს დაუკავშირდება

თბილისის მასშტაბით დაინერგება გონიერი („ჭკვიანი“) სატრანსპორტო სისტემა, რომლის შემადგენელი შუქნიშნები, კამერები და კონტროლერები დაკავშირებული იქნება ნაკადების ერთიანი მართვის ცენტრთან. „ჭკვიანი შუქნიშნების“ სინქრონიზებული სისტემა საშუალებას მოგვცემს, შემცირდეს გზებზე საცობების რაოდენობა და შეუფერხებლად გადაადგილდეს საგანგებო მომსახურების (სასწრაფო-სამედიცინო, სახანძრო) მანქანები, - ამის შესახებ თბილისის მთავრობის სხდომა დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ განაცხადა.

მარიამ ქვრივიშვილი

12 აგვისტო 2020, 12:26

საზოგადოება

მარიამ ქვრივიშვილის განცხადებით, ვინც 144-ით ისარგებლა და თქვა რომ სვანეთში იმყოფება, დღის ბოლომდე საკარანტინო სივრცეში გადავა

„144-ზე დარეკეთ, დაფიქსირდით და აღირიცხეთ და ჩვენგან, ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციისგან მიიღებთ შესაბამის ინფორმაციას. ყველას შევეხმიანებით. დღევანდელი მონაცემებით, თითოეული ადამიანი, რომელმაც დარეკა 144-ში, განაცხადა რომ იმყოფება სვანეთში ყველასთან კომუნიკაცია შედგა და დღეს, დღის ბოლომდე ყველა მათგანს საკარანტინო სივრცეში გადავიყვანთ“, - განაცხადა მარიამ ქვრივიშვილმა.

12 აგვისტო 2020, 12:21

რეგიონი

ყაზბეგის მუნიციპალიტეტის სოფელ გარბანში COVID-19-ზე ეპიდემიოლოგიური კვლევა მიმდინარეობს

მას შემდეგ რაც ცნობილი გახდა რომ ლარსის საბაჭო-გამშვები პუნქტის თანამშრომლებს კორონავირუსი დაუდასტურდათ და მათი ნაწილი ყაზბეგის მუნიციპალიტეტიდანაა, მოსახლეობის ბიოლოგიური მასალის გამოკვლევა გადაწყდა. დილიდან სოფელში როგორც ადგილობრივი ხელისუფლების, ასევე ჯანდაცვის უწყებებისა და დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის წარმომადგენლები იმყოფებიან.

მარიამ ქვრივიშვილი

12 აგვისტო 2020, 12:08

COVID19

მარიამ ქვრივიშვილი: სვანეთიდან 900-ზე მეტი ადამიანი გამოვიყვანეთ და საკარანტინო სივრცეებში დავაბინავეთ

„ჩვენ ადგილზე შევაფასეთ ის ინფრასტრუქტურა რომელიც განთავსების ობიექტებშია, შევეცადეთ რომ ეს ყოფილიყო ასევე კომფორტული პროცესი დამსვენებლებისთვის და მათი ნაწილი, რომლებიც უკვე ცხოვრობდნენ სასტუმროებში და ისინი აკმაყოფილებდნენ შესაბამის ჯანდაცვის სამინისტროს მიერ დაწესებულ კრიტერიუმებს გარდაიქმნა საკარანტინო სივრცედ. ადამიანების ნაწილი ორგანიზებულად გამოვიყვანეთ სვანეთიდან და გადავანაწილეთ სხვადასხვა საკარანტინო სივრცეში. ასევე მობილიზებული გვაქვს ტრანსპორტი, იმ ადამიანებისთვის, რომლთაც არ ჰყავთ საკუთარი ავტომანქანა“, - განაცხადა მარიამ ქვრივიშვილმა.

ეკატერინე ტიკარაძე

12 აგვისტო 2020, 12:05

COVID19

ეკატერინე ტიკარაძე: რეგულაციების დარღვევის გამო შრომის ინსპექცია ყოველდღიურად 20-მდე ობიექტს აჯარიმებს

არსებული რეგულაციების დარღვევების გამო, ყოველდღიურად შრომის ინსპექციის მიერ დაახლოებით 20-მდე ობიექტი ჯარიმდება, - ამის შეახებ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ განაცხადა. მას კითხვით მიმართეს, რამდენი ობიექტია ქვეყანაში ჯამურად ისეთი, რომელიც არ ასრულებს დაწესებულ რეგულაციებს.

12 აგვისტო 2020, 12:01

რეგიონი

მიხეილ ჩხენკელი ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ბახვის საჯარო სკოლის რეაბილიტაციის პროცესს გაეცნო

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმა სსიპ საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის სააგენტოს ხელმძღვანელ დავით ფარცვანიასა და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ბახვის საჯარო სკოლის სარეაბილიტაციო სამუშაოები მოინახულა, - ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს განათლების სამინისტრო ავრცელებს.