imedi /  11 მარტი 2019, 19:40 / სანდო წყარო

სალომე ზურაბიშვილი: პუტინი გაცილებით აგრესიულია, ვიდრე 2005 წელს იყო

სალომე ზურაბიშვილი

სალომე ზურაბიშვილი

საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ლიეტუვაში ოფიციალური ვიზიტის დროს ლიეტუვის საზოგადოებრივ მაუწყებელს ინტერვიუ მისცა. როგორც სალომე ზურაბიშვილი ინტერვიუში ამბობს, პრეზიდენტის ფუნქციაა, რომ ხელახლა შექმნას სოციალური კონსენსუსის გარკვეული ფორმა. ამის შესახებ მან წინასაარჩევნო კამპანიასთან დაკავშირებით განაცხადა. ინტერვიუს თარგმანს პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს.

"საზოგადოების ეს ბიპოლარიზაცია, რომელიც არსებობს ჩვენს ქვეყანაში და რომელსაც ასევე ვხედავ სხვა ქვეყნებში – ამერიკის შეერთებულ შტატებსა და საფრანგეთში, ძალიან დესტრუქციულია დემოკრატიული სისტემებისთვის, რომელთა დამკვიდრებაც ჩვენ გვინდა და რომლისკენაც ვისწრაფვით, ეს ის არის, რასაც უნდა ვებრძოლოთ. ამან მე დამიტოვა ძალიან დიდი პასუხისმგებლობის შეგრძნება და ვფიქრობ, პრეზიდენტის ფუნქციაა, განსაკუთრებით იმ პრეზიდენტის, რომელიც არცერთი პარტიის წევრი არ არის, რომ ხელახლა შექმნას სოციალური კონსენსუსის გარკვეული ფორმა ანდა სტაბილურობა, როგორც არ უნდა ვუწოდოთ. თუმცა ეს ძალიან რთულია, რადგან პოზიციები ერთმანეთისგან ძალიან განსხვავდება, განსაკუთრებით ისეთი ქვეყნებისთვის, როგორიც ჩვენი ქვეყანაა, რომლებსაც ისეთი მეზობლები ჰყავთ, რომლებიც ყოველთვის პოზიტიურად არ აზროვნებენ. ჩვენ გვჭირდება სოციალური კონსენსუსის განახლება, რადგან ეს არის თავდაცვის მთავარი საშუალება. ჩვენი თავდაცვა აქ იწყება", - თქვა სალომე ზურაბიშვილმა.

პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ფიქრობს, რომ  პოლიტიკური კულტურის უფრო მაღალი დონე გვჭირდება:

"პოლიტიკური კულტურის თვალსაზრისით ჩვენ ჯერ კიდევ სადღაც ვართ,  არა პოსტსაბჭოთა საზოგადოებაში, მაგრამ სადღაც პოსტ პოსტსაბჭოთა პერიოდში. ჯერ კიდევ არ ვართ  შეუწყნარებლობის მიღმა, რაც ძალიან დამახასიათებელი იყო საბჭოთა სისტემისთვის და საბჭოთა მენტალობის მემკვიდრეობას წარმოადგენს. საზოგადოება ძალიან ინდივიდუალისტურია და შეუწყნრაებელია სხვების მიმართ, მე ვიტყოდი, რომ ეს განსაკუთრებით საზიანოა საქართველოს ეროვნული იდენტობისთვის, რაც ტოლერანტობაზე იყო დაფუძნებული", - თქვა პრეზიდენტმა და დასძინა, რომ ახლა ტოლერანტობის იუნესკოს არამატერიალური მემკვიდერეობის სიაში შეტანა იგეგმება. 

პრეზიდენტს ინტერვიუს დროს ასევე ჰკითხეს, იყენებს თუ არა ის რუსულ ენას დიპლომატიური ურთიერთობების დროს, რაზეც პრეზიდენტმა უპასუხა: "მე არ ვსაუბრობ რუსულად". ზურაბიშვილის თქმით, რუსეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელთან, სერგეი ლავროვთან 2005 წელს მოლაპარაკებების დროს ის პირისპირ შეხვედრებზე ინგლისურად ლაპარაკობდა, ოფიციალური მოლაპარაკებისას კი ქართულ ენას იყენებდა.

რაც შეეხება დღეს არსებული პოლიტიკური ვითარების გათვალისწინებით ვლადიმერ პუტინთან დიალოგის შესაძლებლობას, საქართველოს პრეზიდენტი პასუხობს:

"2005 წელსა და დღევანდელობას შორის ძალიან დიდი განსხვავებაა. მე ვიტყოდი, რომ პუტინი იგივე აღარ არის, როგორიც მაშინ იყო. ის გაცილებით უფრო აგრესიულია მეზობლების მიმართ; რუსეთის ლიდერების ოფიციალური პოლიტიკური განცხადებები სხვადასხვა დონეზე ასევე გაცილებით აგრესიულია. ასე რომ, დღეს ჩვენ ვერ ვხედავთ ვერაინაირ შესაძლებლობას, რომ დავუბრუნდეთ მოლაპარაკებების რაიმე ფორმას, რომელიც გვჭირდება.

ჩვენ გვჭირდება მუშაობა დეოკუპაციაზე, ჩვენი ტერიტორიების განთავისუფლებაზე, რაც შესაძლებელია მხოლოდ მშვიდობიანი მეთოდებით. რადგან ჩვენ არ გვაქვს დიპლომატიური ურთიერთობები, ჩვენ არ ვესაუბრებით ბატონ პუტინს და სხვებს, ჩემი მიმართვა ჩვენი პარტიორების მიმართ ის არის, რომ განახორციელონ ზეწოლა ისე, რომ რუსეთი დაუბრუნდეს მის მიერ ადრე აღებული ვალდებულებების შესრულებას და პატივი სცეს მეზობლების ტერიტორიულ მთლიანობას. რასაკვირველია, ეს დაუყოვნებლივ არ შეცვლის რუსეთის პოლიტიკას, ჩვენ ასე გულუბრყვილოდ არ ვფიქრობთ, მაგრამ  როგორც ჩვენი საუბრის დასაწყისში აღვნიშნე, მოვლენები ამ სამყაროში ძალიან სწრაფად იცვლება და შესაძლოა მოვიდეს ის დრო, როდესაც სიტუაცია შეიცვლება. ამ დროისთვის ჩვენ მზად უნდა ვიყოთ", - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.

ყველა სიახლე

პირენეები

06 აპრილი 2020, 00:55

ტაბლოიდი

კარანტინის მიუხედავად ესპანეთში სიგარეტის საყიდლად წასული ფრანგი პირენეებში დაიკარგა

საფრანგეთის სასაზღვრო რეგიონების მაცხოვრებლები სიგარეტს ესპანეთში ხშირად ყიდულობენ, რადგან იქ თამბაქო უფრო იაფია. კარანტინის მიუხედავად, ფრანგმა მთების გადაკვეთა ფეხით გადაწყვიტა, მაგრამ მდინარეში ჩავარდა.

ედრიან და სტიუარტ ბეიკერი

06 აპრილი 2020, 00:45

COVID19

აშშ-ში კორონავირუსით ინფიცირებული ცოლ-ქმარი 6 წუთის სხვაობით გარდაიცვალა

წყვილმა ვირუსის სიმპტომებით საავადმყოფოს ჯერ კიდევ 3 კვირის წინ მიმართა, თუმცა ისინი ორჯერ გააბრუნეს სახლში. შემდეგ 74 წლის სტიუარტის მდგომარეობა გართულდა, ის კლინიკაში გადაიყვანეს და კორონავირუსი დაუდგინეს. ამის შემდეგ საავადმყოფოში 72 წლის ედნრიანიც მოათავსეს, თუმცა წყვილის მდგომარეობა სწრაფად მძიმდებოდა. ექიმებმა მათ შვილებს განუცხადეს, რომ მათი გადარჩენა ნაკლებად სავარაუდო იყო.

ბორის ჯონსონი

06 აპრილი 2020, 00:30

COVID19

კორონავირუსით ინფიცირებული ბორის ჯონსონი საავადმყოფოში გადაიყვანეს

ასეთი ნაბიჯი სპეციალისტებმა სიფრთხილის გამო მიიღეს, რადგან ჯონსონს კორონავირუსის სიმპტომები უკვე 10 დღის განმავლობაში აქვს.

ტომ ფორდი

06 აპრილი 2020, 00:23

ტაბლოიდი

როგორ გამოვიყურებოდეთ კარგად ვიდეოზარის დროს. ტომ ფორდის რჩევები

დიზაინერმა ტომ ფორდმა განმარტა რა უნდა გააკეთონ ადამიანებმა ვიდეოზარების დროს კარგად რომ გამოიყურებოდნენ. ამის შესახებ The New York Times-ი წერს. გამოცემის ინფორმაციით, ცნობილ დიზაინერს ჟურნალისტმა მაურინ დაუდმა მიმართა, რომელიც ონლაინ ინტერვიუსთვის ემზადებოდა. აი რა ურჩია მას ფორდმა:

ჩერნობილი ხანძარი

06 აპრილი 2020, 00:07

მსოფლიო

ტყის ხანძრის გამო ჩერნობილთან რადიაციის დონემ იმატა

„ცუდი ამბებია - ხანძრის ცენტრში რადიაცია ნორმაზე მაღალია“, - დაწერა ფირსოვმა Facebook-ზე. მის მიერ გამოქვეყნებულ ვიდეოზე კი ჩანს, რომ გეიგერის მრიცხველზე დაფიქსირებული მაჩვენებელი ნორმაზე 16-ჯერ მაღალია.

თენგიზ ცერცვაძე

05 აპრილი 2020, 23:48

COVID19

თენგიზ ცერცვაძე: ჯერჯერობით ადგილი აქვს შემთხვევების მატებას და არა აფეთქებას

ჯერჯერობით ადგილი აქვს შემთხვევების მატებას და არა აფეთქებას. თუ ადრე იმატებდა ორი-სამი და ხუთი შემთხვევით, ახლა საშუალოდ 10-15 შემთხვევით იმატებს ინფიცირებულთა რაოდენობა და ეს არ არის აფეთქება, - ამის შესახებ ინფექციური საავადმყოფოს დირექტორმა, თენგიზ ცერცვაძემ საზოგადოებრივი მაუწყებელის ეთერში განაცხადა. მისი თქმით, ეს დინამიკა აბსოლუტურად მოსალოდნელი და მისაღებია.

ელისაბედ მეორე

05 აპრილი 2020, 23:25

COVID19

ელისაბედ მეორე: ვირუსთან ბრძოლაში წარმატებას მივაღწევთ

„ახლა ჩვენ მსოფლიოს ყველა სახელმწიფოს შევუერთდებით, მეცნიერების დიდებულ მიღწევებს და ჩვენს ინსტინქტურ თანაგრძნობას გამოვიყენებთ. ჩვენ წარმატებას მივაღწევთ - და ეს წარმატება თითოეული ჩვენგანის კუთვნილება იქნება“, - განაცხადა დედოფალმა.

ქუთაისის ინფექციური საავადმყოფო

05 აპრილი 2020, 23:12

COVID19

ქუთაისის ინფექციურ საავადმყოფოს 67 წლის პაციენტის ცოლს COVID 19 არ დაუდასტურდა

ამის შესახებ კლინიკის მთავარმა ექიმმა თემურ ნადირაძემ განაცხადა. მისი ინფორმაციით, ცხელების ცენტრიდან 62 წლის ქალბატონი გადაიყვანეს, რომელსაც COVID 19 დაუდასტურდა. ამ დროისთვის ინფექციურ საავადმყოფოში ექვსი პაციენტია მოთავსებული. მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია.

05 აპრილი 2020, 23:04

COVID19

ზუგდიდის, ფოთისა და სენაკის ბაზრები დაიკეტება

6 აპრილს ზუგდიდის, ფოთისა და სენაკის ბაზრები დაიკეტება. გადაწყვეტილება სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნიის ადმინისტრაციამ საკოორდინაციო საბჭოსთან მოლაპარაკების შედეგად მიიღო. მიზეზი უსაფრთხოების ნორმების დარღვევის რამდენიმე გამოვლენილი ფაქტი გახდა. მოვაჭრეები ვადის გახანგრძლივებას 10 აპრილამდე ითხოვენ. ქალაქის მერიის ინფორმაციით ვირუსის გავრცელების საფრთხიდან გამომდინარე, გადაწყვვეტილების გადავადება არ განიხილება.

05 აპრილი 2020, 22:54

COVID19

კახეთის გუბერნატორი რეგიონში მომუშავე ოჯახის ექიმებს შეხვდა

კახეთის გუბერნატორი, ირაკლი ქადაგიშვილი რეგიონში მომუშავე ოჯახის ექიმებს შეხვდა. მათ არსებულ ეპიდვითარებაზე იმსჯელეს და დაგეგმილი პრევენციული ღონისძიებების მნიშვნელობა განიხილეს. გუბერნატორმა მუნიციპალიტეტების მერებს სპეციალური დავალება უკვე მისცა, რომელიც სოფლის ექიმებისთვის მაქსიმალურ მხარდაჭერას და მათთვის ელემენტარული სამუშაო პირობების შექმნას გულისხმობს.

სადეზინფექციო სამუშაოები

05 აპრილი 2020, 22:44

COVID19

თბილისის ქუჩების სადეზინფექციო საშუალებებით დამუშავება გრძელდება

სამუშაოების ფარგლებში, რომელსაც შპს „თბილსერვის ჯგუფი“ და შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური ერთობლივად ახორციელებენ. სპეციალური სადეზინფექციო ხსნარებით დედაქალაქის ქუჩები ეტაპობრივად მუშავდება

05 აპრილი 2020, 22:40

COVID19

აჭარაში კორონავირუსით დაინფიცირებული ერთი პაციენტის მდგომარეობა კრიტიკულია

აჭარაში კორონავირუსით დაინფიცირებულთა შორის ერთი პაციენტის მდგომარეობა კრიტიკულია, ხოლო რვა პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელი. 70 წლის მამაკაცი რამდენიმე დღეა მართვით სუნთქვაზე იმყოფება, მას სხვა თანხმლები დაავადებებიც აქვს. შვიდ შემთხვევაში ვირუსი იმპორტირებლია. ორი პირი, მათ შორის მედდა, ინფიცირებული პაციენტისგან დაავადდა.

ნიუ-იორკი

05 აპრილი 2020, 22:29

COVID19

რა ვითარებაა აშშ-ში კორონავირუსის ეპიცენტრში - ნიუ-იორკში

ჟურნალისტმა ნინო გოგოლაძემ „იმედის კვირის“ ეთერში აშშ-ში კორონავირუსის გამო არსებულ ვითარებაზე ისაუბრა. მისი თქმით, ნიუ-იორკში ინფექციის პიკისთვის ემზადებიან და თვითიზოლაციის წესებს უფრო სერიოზულად ეკიდებიან და ცდილობენ გარეთ მხოლოდ აუცილებლობის შემთხვევაში გავიდნენ.

05 აპრილი 2020, 22:28

COVID19

საჩხერის მერს კორონავირუსი არ დაუდასტურდა

საჩხერის მერს ბენიამენ ფალავანდიშვილს კორონავირუსი არ დაუდასტურდა. მისი მეუღლის განმეორებითი ანალიზის პასუხი კი კვლავ დადებითია. ასევე დადებითია ერთი პაციენტის ანალიზის პასუხი ჩხობაძის ცხელების ცენტრიდან. 63 წლის ქალბატონს კორონავირუსი დაუდასტურდა. უარყოფითია საჩხერის 11კონტაქტის ანალიზის პასუხი. ქუთაისის ლაბორატორიაში სულ 26 ნიმუში გამოიკვლიეს.

თეა წულუკიანი

05 აპრილი 2020, 22:21

COVID19

თეა წულუკიანი: 6 აპრილიდან აღსრულების ეროვნული ბიურო მუშობას განაახლებს

6 აპრილიდან აღსრულების ეროვნული ბიურო მუშობას განაახლებს, - ამის შესახებ ისუტიციის მინისტრმა ჟურნალისტების განუცხადა. როგორც თეა წულუკიანი განმარტავს, მუშობა განახლდება გამარტივებული წესით და სამართალწარმოეაბა დაიწყება დედნის გარეშე. „ორშაბათიდან აღსრულების ეროვნული ბიურო მუშობას განაახლებს. მუშობა განახლდება გამარტივებული წესით. სამართალწარმოება დაიწყება დედნის გარეშე,აღსრულების ეროვნული ბიუროსადმი დისტანციური მიმართვის საფუძველზე, პორტალ MY.GOV.GE-ის მეშვეობით ან პირდაპირ აღსრულების ეროვნული ბიუროს იმეილზე დოკუმენტაციის გაგზავნით“ - განაცხადა ტეა წულუკიანმა.

კორონავირუსი ტესტირება

05 აპრილი 2020, 22:06

COVID19

ბოჭორიშვილის კლინიკაში 14 პაციენტის ტესტირების პასუხს ელოდებიან

კლინიკაში ასევე 6 არასრულწლოვანია მოთავსებული. 2 მოზარდის ჯანმრთელობის მდგომარეობა საყურადღებო იყო, ვინაიდან ორივეს პნევმონია აღენიშნებოდა. ამ ეტაპისთვის ერთ-ერთი პნევმონიისგან გამოჯანმრთელდა, ხოლო მეორე სიმპტომურ მკურნალობას განაგრძობს. საყურადღებოა საშუალო ასაკის კაცის ჯანმრთელობის მდგომარეობა, რომელსაც ორმხრივი პნევმონია აღენიშნება.

ეკატერინე ტიკარაძე

05 აპრილი 2020, 21:53

COVID19

ეკატერინე ტიკარაძე: ინტენსიურად ვმუშაობთ იმისთვის, რომ დეფიციტი არ აღმოჩნდეს პაციენტების ჯანმრთელობის გაუარესების საფუძველი

„მსოფლიოში ზოგადად არის ძალიან ბევრი კუთხით დეფიციტი. ჩვენ ვმუშაობთ ინტენსიურად იმასთან დაკავშირებით, რომ ეს დეფიციტი არ აღმოჩნდეს საქართველოში ჩვენი პაციენტებისთვის რისკის გამომწვევი და მათი ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების საფუძველი“, - აღნიშნა მინისტრმა.

ეკატერინე ტიკარაძე

05 აპრილი 2020, 21:43

COVID19

ეკატერინე ტიკარაძემ საჩხერეში დაინფიცირებული ექიმის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ისაუბრა

„აქედან გამომდინარე საჩხერის საავადმყოფოში ჩატარდა პრევენციული კვლევა და ამ კვლევის საფუძველზე ჩვენს ექიმს დაუდგინდა კოვიდ-ინფექცია. ის თავს სტაბილურად გრძნობს. თვითონ არის მაღალი დონის პროფესიონალი. შესაბამისად, მან იცის დაავადების მიმდინარეობაც. ამ ეტაპისთვის მასზე ზრუნავენ სხვა მისი კოლეგები და მისი მდგომარეობა სტაბილურია. დღის ბოლოს ველოდებით დამატებით თანამშრომლებზე ჩატარებულ კვლევებს, რომლებსაც ჰქონდათ შეხება კონკრეტულად ამ ექიმთან“, - აღნიშნა ტიკარაძემ.

ეკატერინე ტიკარაძე

05 აპრილი 2020, 21:32

COVID19

ეკატერინე ტიკარაძე: ვიწყებთ პიკთან მიახლოებას

„ეს იყო ზუსტად ის მოლოდინები და იმ შემთხვევაში იყო ეს მოლოდინები, თუ ჩვენ ვერ შევძლებდით სოციალური დისტანცირების ეფექტურ მართვას. მაგრამ ჩვენდა საბედნიეროდ, მთავრობის გუნდის ერთიანმა სტრატეგიამ გაამართლა და, რა თქმა უნდა, ჩვენი მოსახლეობის დადებითმა ჩართულობამ თავის შედეგი გამოიყო და ის მოლოდინები, რომლებიც ამ რიცხვისთვის იყო ნავარაუდები ჩვენი მეცნიერების მხრიდან ისე მწვავად არ გამართლდა. თუმცა, რა თქმა უნდა, მონაცემები მატულობს, რაც მოსალოდნელი იყო“, - აღნიშნა მინისტრმა.

გიორგი შენგელია

05 აპრილი 2020, 21:29

COVID19

სამ პირს, რომლებსაც ინფიცირებულ სპორტსმენთან ჰქონდათ კონტაქტი, კორონავირუსი არ დაუდასტურდა

ზუგდიდის ინფექციური საავადმყოფოდან კორონავირუსზე გაგზავნილი სამივე ანალიზის პასუხი უარყოფითია. ინფორმაციას ინფექციური საავადმყოფო ავრცელებს. სამივე პირი ახალგაზრდა სპორტსმენის კონტაქტების დადგენის შედეგად საკარანტინო სივრცეში იმყოფებოდა,საიდანაც ცხელების ნიშნით კლინიკაში დილით გადმოიყვანეს. არ დაუდასტურდა ვირუსი რეფერალურ კლინიკაში მოთავსებულ ახალგაზრდა ქალს, რომელსაც ცხელება აღენიშნებოდა .