ხონის მუნიციპალიტეტში ხანძარია

ფოტო: ხათუნა მაისურაძე
ხონის მუნიციპალიტეტში ხანძარია. სოფელ ჩაისუბანში ცეცხლი ბუჩქნარს უკიდია. ძლიერი ქარის გამო ცეცხლის ჩაქრობა ამ დრომდე ვერ ხერხდება.
ადგილზე შვიდი სახანძრო ბრიგადაა მობილიზებული. ხანძარი დასახლებულ პუნქტთან ახლოსაა, თუმცა ამ დროისთვის გავრცელების საშიშროება არ არსებობს და ვითარება კონტროლს ექვემდებარება.
ხანძრის შედეგად ერთი საცხოვრებელი სახლი დაიწვა, რომელშიც არავინ ცხოვრობდა და ეპიცენტრში იყო. ასევე, რამდენიმე მოსახლეს ფუტკრის ოჯახები გაუნადგურდა. საგანგებო სიტუაციების სამსახურში ამბობენ, რომ დაკვამლიანება დაახლოებით 50 ჰექტარზე შეინიშნება, თუმცა აქედან ცეცხლი რა ფართობს უკიდია, ჯერჯერობით ვერ აკონკრეტებენ.
ადგილზე იმერეთის გუბერნატორი იმყოფება და ვითარებას პირადად ეცნობა.
ყველა სიახლე

30 ნოემბერი 2023, 17:17
პოლიტიკა
პარლამენტმა „საავტომობილო ტრანსპორტის შესახებ“ კანონში ცვლილება მესამე მოსმენით მიიღო
კანონპროექტი ითვალისწინებს ქვეყნის შიდა რეგულარული სამგზავრო გადაყვანის მოწესრიგებას, ნორმების დახვეწას, ავტოსადგურების სერტიფიცირებას სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტოს მიერ და ასევე, ასოცირების შეთანხმებით აღებული ვალდებულებების შესრულებას.

30 ნოემბერი 2023, 17:16
რეგიონი
გორმა „ინვესტორებისთვის მეგობრული მუნიციპალიტეტის“ სტატუსი მიიღო
პროექტში საქართველოდან ჯამში 22 სახელმწიფო უწყება ჩაერთო. მათ შორის ინვესტორისთვის მეგობრული ორგანიზაციის სტატუსი გორისა და ჩოხატაურის მუნიციპალიტეტებმა და სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონმა მიიღო.

30 ნოემბერი 2023, 17:11
ჯანდაცვა
პარლამენტმა „წამლისა და ფარმაცევტული საქმიანობის შესახებ“ კანონში ცვლილება მესამე მოსმენით მიიღო
პარლამენტმა „წამლისა და ფარმაცევტული საქმიანობის შესახებ“ კანონში ცვლილება მესამე მოსმენით, 83 ხმით მიიღო, - ამის შესახებ ინფორმაციას პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, კანონპროექტი პარლამენტს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის პირველმა მოადგილემ, თამარ გაბუნიამ წარუდგინა. კანონს დაემატა ახალი ტერმინი: „ფარმაცევტული პროდუქტის თაობაზე მართული შესვლის შეთანხმება“ და მისი განმარტება. ცვლილების თანახმად, მართული შესვლის შეთანხმების კატეგორიებსა და მისი ადმინისტრირების წესს დაამტკიცებს საქართველოს მთავრობა.

30 ნოემბერი 2023, 16:49
ეკონომიკა
საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორმა, ალექსი ახვლედიანმა საერთაშორისო საზღვაო ორგანიზაციის არჩეულ გენერალურ მდივანთან სამომავლო თანამშრომლობის პრიორიტეტები განიხილა
საერთაშორისო საზღვაო ორგანიზაციის გენერალური ასამბლეის 33-ე სესიის ფარგლებში, საქართველოს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორი, ალექსი ახვლედიანი საერთაშორისო საზღვაო ორგანიზაციის (IMO) არჩეულ გენერალურ მდივანს არსენიო დომინგესს შეხვდა, რომელიც ორგანიზაციის ხელმძღვანელის მოვალეობის შესრულებას 2024 წლის 1-ელი იანვრიდან შეუდგება. ის IMO – ის გენერალურ მდივნად 2023 წლის ივლისში ორგანიზაციის საბჭოს 129-ე სესიაზე აირჩიეს, - ამის შესახებ ინფორმაციას ეკონომიკის სამინისტროს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტო ავრცელებს.

30 ნოემბერი 2023, 16:42
საზოგადოება
ComCom-მა BTU-სა და ევროპის უნივერსიტეტის სტუდენტები „ნამდვილი თუ მოგონილის?!“ ფარგლებში გადაამზადა
კომუნიკაციების კომისიამ, მედიაწიგნიერების კონკურსის „ნამდვილი თუ მოგონილის?!” ფარგლებში, ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის და ევროპის უნივერსიტეტის სტუდენტები BBC Academy-ის მასალების გამოყენებით, ფაქტების გადამოწმებასა და ყალბი ინფორმაციის აღმოჩენაში გადაამზადა, - ამის შესახებ ინფორმაციას კომუნიკაციების კომისია ავრცელებს.

30 ნოემბერი 2023, 16:37
პოლიტიკა
მაკა ბოჭორიშვილი საქართველოში სლოვაკეთის რესპუბლიკის ელჩს შეხვდა
„ყურადღება დაეთმო ევროინტეგრაციის გზაზე საქართველოს მიერ მიღწეულ პროგრესს და საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების შესახებ ევროკომისიის დადებით რეკომენდაციას. განიხილეს ამ რეკომენდაციების შესრულების პროცესი და შემდგომი ნაბიჯები“.

30 ნოემბერი 2023, 16:16
საზოგადოება
გიორგი ბერიაშვილის ქუჩაზე დაგეგმილი სამუშაოების გამო, ავტომობილების გადაადგილება დროებით შეიზღუდება
გიორგი ბერიაშვილის ქუჩაზე დაგეგმილი მიწისქვეშა სანიაღვრე კოლექტორის სამშენებლო სამუშაოების გამო, 1-ელი დეკემბრიდან სამი დღის განმავლობაში ავტომობილების გადაადგილება დროებით შეიზღუდება, - ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.

30 ნოემბერი 2023, 16:05
რეგიონი
ნინო ლაცაბიძე: პროექტი ,,ახალი სიმწვანე ახალი თაობისგან“ შეიქმნა იმისთვის, რომ ახალგაზრდებს საკუთარ ქალაქზე ზრუნვის, დასაქმებისა და ეკონომიკური გაძლიერების შესაძლებლობა მივცეთ
რუსთავის მერიის ეკოლოგიური და ახალგაზრდული პროექტის - „ახალი სიმწვანე ახალი თაობისგან“ პირველი ეტაპი, კლდიაშვილის ქუჩაზე ახლადრეაბილიტირებულ სკვერში გამწვანების აქციით დაიხურა, - ამის შესახებ აღნიშნულია რუსთავის მერიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

30 ნოემბერი 2023, 16:01
საზოგადოება
თბილისის მერიის მხარდაჭერით, სპორტული მედიცინისა და დიაგნოსტიკის საპილოტე პროგრამის მეორე ეტაპი იწყება
თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის, კულტურის, განათლების, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა საქალაქო სამსახურის მხარდაჭერით და საქართველოს სპორტული მედიცინის ასოციაციის ორგანიზებით, სპორტული მედიცინისა და დიაგნოსტიკის საპილოტე პროგრამის მეორე ეტაპი დაიწყო, - ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.

30 ნოემბერი 2023, 15:56
პოლიტიკა
გიორგი ამილახვარმა ევროკომისარ ილიანა ივანოვასთან შეხვედრა გამართა
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა გიორგი ამილახვარმა, ბრიუსელში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, შეხვედრა გამართა ინოვაციის, კვლევის, კულტურის, განათლებისა და ახალგაზრდობის საკითხებში ევროკომისარ ილიანა ივანოვასთან.

30 ნოემბერი 2023, 15:56
საზოგადოება
განათლებისა და მეცნიერების კომიტეტში თემატური მოკვლევის ზეპირი მოსმენა გაიმართა
განათლებისა და მეცნიერების კომიტეტი, მოსწავლეთა აკადემიურ მიღწევებზე მათი სოციალური და ემოციური მდგომარეობის გავლენის შეფასებისა და არსებული მხარდამჭერი მექანიზმების ეფექტიანობის შესწავლის მიზნით, თემატურ მოკვლევას ახორციელებს.

30 ნოემბერი 2023, 15:53
სამართალი
პროკურატურამ ყოფილი მეუღლის საცხოვრებელ ბინაში მოსასმენი აპარატურის დამონტაჟებისა და საუბრების მიყურადების ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა
მათივე განცხადებით, სპეციალური საგამოძიებო სამსახურის მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 2022 წლის დეკემბერში ბრალდებულმა გენდერის ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით, ყოფილი მეუღლის და სახლში არსებული ვითარების გაკონტროლების მიზნით, დაზარალებულის საცხოვრებელ ბინაში ფარული მისაყურადებელი მოწყობილობა დაამონტაჟა, რომლის გამოყენებითაც რამდენიმე თვის განმავლობაში ყოფილ მეუღლეს და მის შვილებს უკანონოდ უსმენდა.

30 ნოემბერი 2023, 15:44
პოლიტიკა
თამარ ჩარკვიანი მამუკა ხაზარაძეზე: ფეიკ ოპოზიცია რომ შეგვრჩეს ხელში, დავიღუპებით
მოდით, თბილისი დავიბრუნოთ და ჩემს გარშემო ცენტრი შეიქმნას, მე ეს სასაცილოდ მეჩვენება, - ამის შესახებ პარტიის „კანონი და სამართალი“ დამფუძნებელმა, თამარ ჩარკვიანმა მამუკა ხაზარაძეზე საუბრისას განაცხადა.

30 ნოემბერი 2023, 15:20
პოლიტიკა
იაგო ხვიჩია: „ლელოს“ შემწეობით, ფაქტობრივად, პარალიზებულია ორი ტელევიზია და იქ გადის ლელოური და არა პოლიტიკური ამბები
„ლელოს“ მოჭარბებული გავლენაა ორ ტელევიზიაზე და ფაქტობრივად, პოლიტიკური ტოქშოუებისა და დისკუსიებისთვის ორი ოპოზიციური ტელევიზია პარალიზებულია, - ამის შესახებ „გირჩის“ ლიდერმა, იაგო ხვიჩიამ მამუკა ხაზარაძეზე საუბრისას განაცხადა.

30 ნოემბერი 2023, 15:13
საზოგადოება
ბექა ოდიშარია მოსწავლეებს შეხვდა
დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე, მთაწმინდა-კრწანისის რაიონის მაჟორიტარი დეპუტატი ბექა ოდიშარია კრწანისის რაიონის №65 საჯარო სკოლის მოსწავლეებსა და მასწავლებელს შეხვდა.

30 ნოემბერი 2023, 15:12
ეკონომიკა
ლევან დავითაშვილი: კლიმატის ცვლილების პრობლემების მოგვარება ძალიან დროულია, რაც მოითხოვს ჩვენი მხრიდან სწრაფ რეაგირებას
„კლიმატის ცვლილების შედეგები მთელ მსოფლიოში და განსაკუთრებით CAREC-ის რეგიონში აშკარაა, რაც სხვადასხვა კატაკლიზმების გამომწვევი მიზეზია. მსოფლიოს სხვადასხვა კუთხიდან, CAREC-ის წევრები და პარტნიორები აღიქვამენ იმ საფრთხეებს, რომლებიც კლიმატის ცვლილებამ გამოიწვია ჩვენს ხალხსა და პლანეტაზე. მე მჯერა, რომ კლიმატის ცვლილების პრობლემების მოგვარება ძალიან დროულია, რაც მოითხოვს ჩვენი მხრიდან სწრაფ რეაგირებას“, - განაცხადა საქართველოს ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ლევან დავითაშვილმა ცენტრალური აზიის რეგიონული ეკონომიკური თანამშრომლობის პროგრამის (CAREC) რიგით 22-ე მინისტერიალზე სიტყვით გამოსვლისას.

30 ნოემბერი 2023, 15:11
პოლიტიკა
ოთარ შამუგია საქართველოში ნორვეგიის სამეფოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს შეხვდა
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა ოთარ შამუგიამ და ნორვეგიის სამეფოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა საქართველოში ბერგლიოტ ჰოვლანდმა შეხვედრაზე მიმდინარე პროექტები და სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივები განიხილეს. საუბარი შეეხო წყლის რესურსების მართვას, განახლებადი ენერგიების წყაროების ათვისებას, აკვაკულტურის განვითარებას, სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის ექსპორტს.

30 ნოემბერი 2023, 15:09
საზოგადოება
პაატა კალანდაძე კლიმატის ცვლილებების სამიტზე: პირველადა მონაწილეობს 160 ქვეყნის უმაღლესი წარმომადგენელი. პრემიერს ექნება საშუალება, მიიღოს მონაწილეობა ყველა იმ ფორმატის შეხვედრაში, რომელიც ჩანიშნულია ღონისძიების ფარგლებში
„რაც მნიშვნელოვანი და მთავარი არის ამ ფორმატის ღონისძიებაში, პირველად ფიქსირდება 160 ქვეყნის უმაღლესი წარმომადგენლების მონაწილეობა. ხაზგასასმელია, რომ მათ შორის არის სათანადო დონეზე წარმოდგენილი ჩვენი ქვეყანა, საქართველოს დელეგაციას უხელმძღვანელებს საქართველოს პრემიერი ბატონი ირაკლი ღარიბაშვილი. მას ექნება საშუალება, მიიღოს მონაწილეობა ყველა იმ ფორმატის შეხვედრაში, რომელიც ჩანიშნული არის ამ ღონისძიების ფარგლებში. მთავარი, მას მიეცემა საშუალება გამოვიდეს სიტყვით დიდი აუდიტორიის წინაშე“

30 ნოემბერი 2023, 15:08
ეკონომიკა
საქართველოს ეროვნულ ბანკთან არსებული დავების განმხილველი კომისია საქმიანობას 2023 წლის 1-ელი დეკემბრიდან იწყებს
საქართველოს ეროვნულ ბანკთან არსებული დავების განმხილველი კომისია, რომელიც საგადახდო მომსახურების სფეროში დავების განხილვის ალტერნატიული მექანიზმია, საქმიანობას 2023 წლის 1-ელი დეკემბრიდან იწყებს. ამის შესახებ ინფორმაციას ეროვნული ბანკის პრესსამსახური ავრცელებს.

30 ნოემბერი 2023, 15:08
მსოფლიო
ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, ყირიმის დეოკუპაცია უფრო მარტივი იქნება, ვიდრე დონბასის
უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, ყირიმის დეოკუპაცია უფრო მარტივი იქნება, ვიდრე დონბასის, ვინაიდან ყველაზე რთული საკითხი არა ტერიტორიების, არამედ ადგილობრივი მოსახლეობის დაბრუნებას უკავშირდება. ამის შესახებ ზელენსკიმ ნიკოლაევში, სტუდენტებთან შეხვედრაზე განაცხადა.