imedi /  11 მარტი 2020, 08:31 / სანდო წყარო

ქუთაისის ინფექციურ საავადმყოფოში ამ დროისთვის ოთხი პაციენტი მოათავსეს

ქუთაისის ინფექციურ საავადმყოფოში ამ დროისთვის ოთხი პაციენტია მოთავსებული. ორი მათგანის ანალიზების პასუხი უკვე ცნობილია და არც ერთს კორონავირუსი არ დაუდგინდა.

ერთი პაციენტის ანალიზის პასუხს დღეს დილით ელოდებიან. ცოტა ხნის წინ ვირუსისთვის დამახასიათებელი სიმპტომებით შეიყვანეს გერმანიის მოქალაქე, რომელიც სტუდენტია და საქართველოში სტუმრად იმყოფება. მისი ანალიზებიც ლუგარის ლაბორატორიაში გაიგზავნება. ყველა პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვი 23-მდე გაიზარდა. კარანტინის რეჟიმში ამ დროისთვის 126 ადამიანი იმყოფება, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ კი 46 პაციენტი რჩება.

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა 2020 წლის 26 თებერვალს დადასტურდა. დაავადებული საქართველოს მოქალაქე ქვეყანაში აზერბაიჯანის გავლით ირანიდან შემოვიდა.

ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით. 21 იანვარს ჩინეთმა დაადასტურა, რომ კორონავირუსი გადამდებია. მომხდარის გამო ქვეყნის ორ ქალაქში კარანტინი გამოცხადდა.

2020 წლის 30 იანვარს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. 9 მარტს კი, ჯანმოს დირექტორმა ტედროს ადჰანომ გებრეიესუსიმ განაცხადა, რომ ახალი კორონავირუსის პანდემიის საფრთხე რეალური გახდა.

მართალია თუ არა, რომ კორონავირუსმა უხანის სამეცნიერო ლაბორატორიიდან გაჟონა? ამ ბმულზე ნახეთ.

ყველა სიახლე

ბრიტნი სპირსი
ლაინ სპირსი

05 დეკემბერი 2023, 16:15

ტაბლოიდი

ბრიტნი სპირსი დედასთან, ლინ სპირსთან ურთიერთობას აღადგენს

ბრიტნი სპირსი დედასთან, ლინ სპირსთან ურთიერთობას აღადგენს. ამის შესახებ ინფორმაციას Page six ავრცელებს. მომღერალთან დაახლოებული წყაროს თქმით, ბრიტნის დედა ძალისხმევას არ იშურებს იმისთვის, რომ ბრიტნის ცხოვრება დაბრუნდეს. „დედამისს ბრიტნი ძალიან უყვარს. ამაში ეჭვი არავის ეპარება. ურთიერთობის გაფუჭებაზე ბრალს ლინი თავის თავზე იღებს“, - აღნიშნა წყარომ.

მაკა ბოჭორიშვილი

05 დეკემბერი 2023, 16:13

პოლიტიკა

მაკა ბოჭორიშვილი: უნგრეთი საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციას მტკიცედ უჭერს მხარს, მნიშვნელოვანი პოზიციები ჟღერდება და ფიქსირდება უნგრეთის მხრიდან,

„მნიშვნელოვანია, რომ ის მხარდაჭერა, რაც აქამდე იყო გაჟღერებული უნგრული მხრიდან, ასევე გაგრძელდეს საქართველოსთან მიმართებაში. შეხვედრები გვექნება ევროკავშირის საქმეთა სამინისტროსთან, ასევე პარლამენტის მნიშვნელოვანი თანამდებობის პირებთან, რომლებსაც უკავშირდება უშუალოდ ევროკავშირის საბჭოში პოზიციების შემუშავება, დაფიქსირება და გაჟღერება. ჩვენთვის მნიშვნელოვანია ევროკავშირის საბჭომდე ერთი კვირით ადრე ეს ვიზიტი“, – განაცხადა ბოჭორიშვილმა

კიმ კარდაშიანი
ლორა ვასერი

05 დეკემბერი 2023, 16:12

ტაბლოიდი

კიმ კარდაშიანი ახალ სერიალში ადვოკატ ლორა ვასერის როლს შეასრულებს

კიმ კარდაშიანი ახალ სერიალში ადვოკატ ლორა ვასერის როლს შეასრულებს. ამის შესახებ ინფორმაციას Page Six ავრცელებს. რეალითი შოუს ვარსკვლავი განქორწინების საკითხში ლოს-ანჯელესის ყველაზე წარმატებული იურისტის როლს მოირგებს.

ირაკლი კობახიძე

05 დეკემბერი 2023, 16:11

პოლიტიკა

ირაკლი კობახიძე: იურიდიული პირებისთვის პარტიების დაფინანსების აკრძალვა ვენეციის კომისიის მოთხოვნაა და შესაბამისი პუნქტი აისახა დეოლიგარქიზაციის სამოქმედო გეგმაში, სასპეკულაციო არაფერია

იურიდიული პირებისთვის პარტიების დაფინანსების აკრძალვა ვენეციის კომისიის ერთ-ერთი მოთხოვნაა. აქედან გამომდინარე, შესაბამისი პუნქტი აისახა დეოლიგარქიზაციის სამოქმედო გეგმაში და კანონპროექტი მიიღება, - ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

05 დეკემბერი 2023, 16:10

სპორტი

პარლამენტის სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტიდან ახალგაზრდობის მიმართულების განათლების და მეცნიერების კომიტეტისთვის გადაცემა იგეგმება

მისივე თქმით, მთავრობის სტრუქტურაში მიმდინარე ცვლილებები საკომიტეტო საქმიანობაზეც აისახება და შესაბამისად, რეგლამენტში ცვლილებების თანახმად, კომიტეტების სახელწოდებები - განათლების, მეცნიერების და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტად და სპორტის კომიტეტად შეიცვლება. კომიტეტის წევრებმა რეგლამენტში შესატან ცვლილებებს მხარი დაუჭირეს.

ირაკლი კობახიძე

05 დეკემბერი 2023, 16:08

პოლიტიკა

ირაკლი კობახიძე: ხელისუფლებამ შეიმუშავა გეგმა, რომელიც არის განხილვის რეჟიმში ევროპელ პარტნიორებთან, გეგმა ითვალისწინებს თითოეული პუნქტის შესრულებაში ოპოზიციის, ასევე, არასამთავრობოების მონაწილეობას

ხელისუფლებამ შეიმუშავა სამოქმედო გეგმა, რომელიც ახლა არის განხილვის რეჟიმში ჩვენს ევროპელ პარტნიორებთან. ეს სამოქმედო გეგმა ითვალისწინებს თითოეული პუნქტის შესრულებაში ოპოზიციისა და, ასევე, არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლების თანამონაწილეობას, ჩვენთვის აბსოლუტურად ღიაა ეს პროცესი, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

ირაკლი კობახიძე

05 დეკემბერი 2023, 16:07

პოლიტიკა

ირაკლი კობახიძე: დარწმუნებული ვარ, საქართველოს, უკრაინისა და მოლდოვის სასარგებლოდ ევროკავშირი დადებით გადაწყვეტილებას მიიღებს

„ევროკავშირის და უნგრეთის მოლაპარაკებები არის ევროკავშირისა და უნგრეთის საქმე, ჩვენ ამაში ვერ ჩავერევით. საბოლოო ჯამში, მე დარწმუნებული ვარ, რომ იქნება დადებითი გადაწყვეტილებები მიღებული ევროინტეგრაციასთან დაკავშირებით, მათ შორის უკრაინის სასარგებლოდ, მოლდოვის სასარგებლოდ“

05 დეკემბერი 2023, 16:06

სამართალი

სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა ძალადობის ფაქტზე შს სამინისტროს დაცვის პოლიციის დეპარტამენტის ინსპექტორი დააკავა

სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა, მეუღლის მიმართ ძალადობის ფაქტზე, შინაგან საქმეთა სამინისტროს დაცვის პოლიციის დეპარტამენტის აჭარის სამმართველოს ინსპექტორი დააკავა, - ამის შესახებ ინფორმაციას სპეციალური საგამოძიებო სამსახური ავრცელებს.

ირაკლი კობახიძე

05 დეკემბერი 2023, 16:05

პოლიტიკა

ირაკლი კობახიძე: უნგრეთი არის საქართველოს ერთ-ერთი აქტიური მხარდამჭერი ევროინტეგრაციის გზაზე, თუმცა ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ჩვენს უნგრელ პარტნიორებთან მუდმივ რეჟიმში გვქონდეს თანამშრომლობა

კანდიდატის სტატუსზე გადაწყვეტილებამდე ერთი კვირით ადრე უნგრეთში ვიზიტი მნიშვნელოვანია, რათა ერთად ვიმსჯელოთ ყველა იმ საკითხზე, რომელიც საქართველოს ევროპულ სტრუქტურებში ინტეგრაციას უკავშირდება, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

ნათია თურნავა

05 დეკემბერი 2023, 15:51

ეკონომიკა

ნათია თურნავამ USAID-ის ფინანსური ინოვაციების პროგრამის ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობა

საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა ნათია თურნავამ USAID-ის ფინანსური ინოვაციების პროგრამის ორგანიზებით გამართულ ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობა, - ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ეროვნული ბანკი ავრცელებს.

05 დეკემბერი 2023, 15:43

რეგიონი

„გასტრო ბათუმის“ ფარგლებში კერძების მომზადების მასტერკლასები მიმდინარეობს

„აჭარის ტურიზმის დეპარტამენტი პირველ გასტრონომიულ ფორუმს „გასტრო ბათუმი“ რეგიონში გასტრონომიული ტურიზმის განვითარების, საერთაშორისო გამოცდილების გაზიარებისა და აჭარული კერძების სარესტორნო ქსელებში დანერგვის მიზნით ატარებს.

05 დეკემბერი 2023, 15:33

საზოგადოება

ხვალ აღმოსავლეთ საქართველოს ჩრდილო-მაღალმთიან რაიონებში ძლიერი თოვაა მოსალოდნელი

6 დეკემბერს დღის მეორე ნახევრიდან 7 დეკემბრის დილამდე აღმოსავლეთ საქართველოს ჩრდილო-მაღალმთიან რაიონებში მოსალოდნელია ძლიერი თოვა, შესაძლებელია თოვლის ზვავები, ნისლი და ქარბუქი, - ამის შესახებ ინფორმაციას გარემოს ეროვნული სააგენტო ავრცელებს.

ლევან ნიკოლეიშვილი

05 დეკემბერი 2023, 15:30

პოლიტიკა

ლევან ნიკოლეიშვილი ოპოზიციურ არხებს სიცრუეში ამხელს

ოთარ ფარცხალაძე არ არის საქართველოში და პასუხს ვაგებ ჩემს ყველა სიტყვაზე, - ამის შესახებ ანალიტიკოსი ლევან ნიკოლეიშვილი სოციალურ ქსელში წერს, რითაც ეხმიანება რამდენი ოპოზიციური არხის მიერ გავრცელებულ ინფორმაცია, რომლის თანახმად, ოთარ ფარცხალაძის საქართველოში რუსული პასპორტით შემოვიდა.

05 დეკემბერი 2023, 15:24

ეკონომიკა

პაატა კვიჟინაძემ TWINNG-ის პროექტის ფარგლებში შეხვედრა გამართა

საქართველოს პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე პაატა კვიჟინაძე ნიდერლანდების ფინანსთა და ეკონომიკის აკადემიის უფროს მრჩეველს ვიმ საიკერს, ნიდერლანდების სახელმწიფო საბჭოს მთავარ მრჩეველს ლუკა ბასტიანს და ავსტრიის პარლამენტის საბიუჯეტო ოფისის ყოფილ ხელმძღვანელს ჰელმუტ ბერგერს შეხვდა, - ამის შესახებ ინფორმაცია პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს.

05 დეკემბერი 2023, 15:18

ტაბლოიდი

ფილმ The Apprentice-ის გადასაღები მოედნიდან დონალდ ტრამპის როლში გარდასახული სებასტიან სტენის ფოტოები გავრცელდა

მსახიობი ფილმში ამერიკის 45-ე პრეზიდენტის დონალდ ტრამპის როლს ასრულებს. ფოტოებში სტენი ქერა პარიკითა და შავი მოსასხამითაა ნაჩვენები.

05 დეკემბერი 2023, 15:14

საზოგადოება

სელფის კორპორაციული კლიენტები ოპტიმოს პაკეტებზე სპეციალური პირობებით ისარგებლებენ

თბილისი, 5 დეკემბერი, 2023 - სელფი მობაილმა, ქართულმა მობილურმა ოპერატორმა, რომელიც საქართველოს მასშტაბით 1.3 მილიონზე მეტ აბონენტს ემსახურება, კორპორაციული კლიენტების მზარდი ბიზნესების მხარდაჭერის მიზნით, პარტნიორობა გააფორმა ოპტიმოსთან - საქართველოში წამყვანი მენეჯერული აღრიცხვის პროგრამის მიმწოდებელთან. შედეგად, სელფის მომხმარებელი ისარგებლებს სპეციალური პირობებით ოპტიმოს მრავალფეროვან კორპორაციულ პაკეტებზე.

05 დეკემბერი 2023, 15:10

პოლიტიკა

ზუგდიდში „ნაციონალური მოძრაობა“ 17-მა წევრმა დატოვა

ზუგდიდში „ნაციონალური მოძრაობა" 17-მა წევრმა დატოვა, მათ შორის ზუგდიდის საკრებულოს 14-მა წევრმა და ადგილობრივი ორგანიზაციის 3-მა წარმომადგენელმა. გადაწყვეტილიყოს მიზეზად პარტიაში ბოლო პერიოდში მიმდინარე მოვლენებს ასახელებენ და აცხადებენ, რომ პარტია დაყოფილია და არადემოკრატიული პრინციპებით იმართება.

ანა წითლიძე

05 დეკემბერი 2023, 15:07

პოლიტიკა

ანა წითლიძე: მელიას შტაბის წარმომადგენლები მიყოლებით ეცდებიან, რომ პარტიიდან წავიდნენ

მელიას შტაბის წარმომადგენლები მიყოლებით ეცდებიან, რომ პარტიიდან წავიდნენ, - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა ანა წითლიძემ განაცხადა. მისი თქმით, 11 წლიანმა გამოცდილებამ აჩვენა, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ არის ცოცხალი ორგანიზმი, ვიღაცა წავა, ვიღაცა მივა.

05 დეკემბერი 2023, 15:07

რეგიონი

გურიაში სახელმწიფო რწმუნებული ბახვში სახალხო დღესასწაულს დაესწრო

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ბახვში სახალხო დღესასწაული გაიმართა, რომელსაც გურიაში სახელმწიფო რწმუნებული გიორგი ურუშაძე ადგილობრივი ხელისუფლების ხელმძღვანელ პირებთან ერთად დაესწრო.

05 დეკემბერი 2023, 15:00

ჯანდაცვა

ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტმა სხდომაზე განხილულ კანონპროექტებს მხარი დაუჭირა

ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტმა „ჯანმრთელობის დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ კანონპროექტი, მისგან გამომდინარე კანონპროექტებთან ერთად, მეორე მოსმენით განიხილა.