imedi /  16 მარტი 2020, 19:33 / სანდო წყარო

აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ კორონავირუსის პრევენციის მიზნით განსახორციელებელი ინიციატივები წარმოადგინა

თორნიკე რიჟვაძე

თორნიკე რიჟვაძე

აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ თორნიკე რიჟვაძემ კორონავირუსის პრევენციის მიზნით განსახორციელებელი ინიციატივების შესახებ, დღეს გამართულ სპეციალურ ბრიფინგზე ილაპარაკა.

Imedinews მის მიერ წარმოდგენილ გეგმას უცვლელად გთავაზობთ:

1.შექმნილი გარემოებებიდან გამომდინარე ბიზნესს საინვესტიციო ვალდებულების შესასრულებლად 4 თვიანი საშეღავათო პერიოდი მიეცემა და არ დაეკისრება პირგასამტეხლო, მათ ვისაც ვალდებულება შესასრულებელი ქონდათ 2020 წლის 1 მარტიდან 1 ივლისამდე.

2. სასურსათო მაღაზიების და ქსელების მფლობელებს, მოვუწოდებ რომ შექმნილი სიტუაცია არ გამოიყენონ არაკეთილსინდისიერად და გაზარდონ ხელოვნურად ფასები.

3. კერძო სექტორის წარმომადგენლებმა და მეწარმეებმა, მათ შორის ბრენდული სასტუმროების მფლობელებმა გამოთქვეს მზაობა სასტუმროებში საკარანტინო სივრცის განთავსებასთან დაკავშირებით, რისთვისაც მადლობა მათ.

4. მინდა შევუერთდე საქართველოს მთავრობის რეკომენდაციას და მივმართო კაფე-რესტორნების ობიექტების მფლობელებს, ხელი შეუწყონ სახელმწიფოს მხრიდან გატარებულ პრევენციულ ღონისძიებებს.

5. აჭარაში მოქმედი საბავშო ბაღების აღსაზრდელებს ბაღებში სასწავლო პროცესის აღდგენამდე, დაურიგდებათ არამალფუჭებადი პროდუქტები, რომლებიც უნდა გამოყენებულიყო მიმდინარე პერიოდში.

6. სახელმწიფო ღირსეულად უმკლავდება არსებულ გამოწვევას მის ხელთ არსებული რესურსებით. ჩვენი მოქალაქეების საჭიროების შემთხვევაში პროცესში ჩაერთვებიან მოხალისეები.

ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 33 შემთხვევაა დადასტურებული. ვირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა ქვეყანაში 2020 წლის 26 თებერვალს დადასტურდა. დაავადებული საქართველოს მოქალაქე ქვეყანაში აზერბაიჯანის გავლით ირანიდან შემოვიდა.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. მანამდე კი, 30 იანვარს ჯანმომ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით.

21 იანვარს ჩინეთმა დაადასტურა, რომ კორონავირუსი გადამდებია. მომხდარის გამო ქვეყნის ორ ქალაქში კარანტინი გამოცხადდა.

მართალია თუ არა, რომ კორონავირუსმა უხანის სამეცნიერო ლაბორატორიიდან გაჟონა? ამ ბმულზე ნახეთ.

რა უნდა ვიცოდეთ პანდემიის შესახებ, წაიკითხეთ აქ.

ყველა სიახლე

ზურაბ ჯაფარიძე

29 ნოემბერი 2020, 00:08

პოლიტიკა

ზურაბ ჯაფარიძე: თუ ხელისუფლება მოდის მართლმსაჯულების სისტემის რეფორმაზე, მე გავცვლიდი ამას ბოიკოტში

„გირჩის“ ლიდერის ზურაბ ჯაფარიძის განცხადებით, ოპოზიციას აქვს ბოიკოტი, რომელიც შეიძლება რაღაც მნიშვნელოვანში დააბარტერო. „მე და „გირჩსაც“ პარლამენტში შესვლა გვინდოდა, რომ იქ გვეკეთებინა საქმე, რაზეც ოპოზიციასთან შეთანხმებები დავდეთ. თუ კითხვა ისაა, რომ თუ ვადამდელ არჩევნებზე ხელისუფლებამ უარი თქვა, მაგრამ მოდის მართლმსაჯულების სისტემის იმ რეფორმაზე, რომელზეც ოპოზიცია ვართ შეთანხმებული, ამაში უნდა გაიცვალოს თუ არა ბოიკოტი, მე ეგრევე გავცვლიდი“, - ამის შესახებ ჯაფარიძემ „ზუმში“ ონლაინ შეხვედრაზე მხარდამჭერებთან საუბრისას განაცხადა.

კალათბურთი

28 ნოემბერი 2020, 23:40

სპორტი

საქართველოს კალათბურთელთა ნაკრებმა ევროპის 2022 წლის ჩემპიონატის შესარჩევ ეტაპზე მესამე შეხვედრა მოიგო

ქართველმა კალათბურთელებმა ფინეთის ნაკრები სტუმრად, ანგარიშით 91:85 დაამარცხეს. ჩვენი გუნდის შემადგენლობაში საუკეთესო გიორგი შერმადინი იყო, რომელმაც 27 ქულა, 10 მოხსნა, 3 შედეგიანი გადაცემა დააგროვა და შეხვედრა ორმაგი დუბლით დაასრულა. მომდევნო შეხვედრას საქართველოს ნაკრები 30 ნოემბერს შვეიცარიის ნაკრებთან გამართავს. თამაში თბილისის დროით 18:00 საათზე დაიწყება.

კორონავირუსი

28 ნოემბერი 2020, 23:22

COVID19

კახეთში ორი კოვიდინფიცირებული გარდაიცვალა

კახეთში ორი კოვიდინფიცირებული გარდაიცვალა. ვირუსს ემსხვერპლა საგარეჯოს სოფელ ნინოწმინდაში მცხოვრები 82 წლის ქალი, რომელიც მკურნალობის კურსს საგარეჯოს „ჯეო ჰოსპიტალსში“ მუშაობდა. COVID-19- ის დიაგნოზით დაიღუპა გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩუმლაყის მკვიდრი 76 წლის ქალიც. პაციენტი თელავის ცენტრალური საავადმყოფოს ბოქსირებულ განყოფიელებაში იყო მოთავსებული.

28 ნოემბერი 2020, 22:58

რეგიონი

ზვიად შალამბერიძე კორონავირუსის მართვაში ჩართული კლინიკების ხელმძღვანელებს შეხვდა

იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულმა ზვიად შალამბერიძემ კორონავირუსის მართვაში ჩართული კლინიკების ხელმძღვანელებთან მორიგი შეხვედრა გამართა. შეხვედრაზე კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობის მზარდ დინამიკასა და არსებული გამოწვევების გადაჭრის გზებზე ერთობლივად იმსჯელეს, ასევე, სამედიცინო დაწესებულებებში არსებული მდგომარეობა შეაფასეს.

კახეთი

28 ნოემბერი 2020, 22:42

COVID19

კახეთში COVID19-ის 236 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

კახეთში COVID19-ის 236 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. რეგიონის მასშტაბით კი სულ 3,582 ინფიცირებულია. დღეს გამოვლენილი ინფიცირების რაოდენობა მუნიციპალიტეტის მიხედვით ასეთია: ახმეტა-33, გურჯაანი-36, დედოფლისწყარო -16, თელავი -44, ლაგოდეხი- 58, საგარეჯო-12, სიღნაღი -9 და ყვარელი-28.

სანდრო მამუკელაშვილი

28 ნოემბერი 2020, 22:37

სპორტი

სანდრო მამუკელაშვილმა აშშ-ში ახალი სეზონი ორმაგი დუბლით გახსნა

მან 13-დან 6 ორქულიანი, 4-დან 2 სამქულიანი და 4-დან 4 საჯარიმო გამოიყენა. მამუკელაშვილისთვის ეს სტუდენტურ ლიგაში რიგით მერვე ორმაგი დუბლია. მომდევნო შეხვედრას "სეტონ ჰოლი" 2 დეკემბერს, "როდ აილენდთან" გამართავს.

ფრანჩესკო ტოტი

28 ნოემბერი 2020, 22:29

სპორტი

ფრანჩესკო ტოტი: მგონია, რომ იბრაჰიმოვიჩი 50 წლამდე ცალი ფეხითაც ასეთ დონეზე იასპარეზებს

„მგონია, რომ 50 წლამდე ცალი ფეხითაც ასეთ დონეზე იასპარეზებს“, - ასე ახასიათებს ფრანჩესკო ტოტი ზლატან იბრაჰიმოვიჩს.

ლევან დავითაშვილი

28 ნოემბერი 2020, 22:18

ეკონომიკა

ლევან დავითაშვილი: მოსახლეობის სურსათით უზრუნველყოფას საფრთხე არ ემუქრება

„პანდემიის მიუხედავად, საქართველოს სასურსათო ჯაჭვში არ ყოფილა წყვეტა და არცერთი პროდუქტის დეფიციტი არ ყოფილა. ჩვენ არ გვინახავს ცარიელი დახლები“, - ამის შესახებ „ქრონიკასთან“ სოფლის მეურნეობის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა განაცხადა.

აკაკი ზოიძე

28 ნოემბერი 2020, 21:55

საზოგადოება

აკაკი ზოიძე: თუ ინფექციის გავრცელების სიჩქარე არ შევანელეთ, ამას კარგად მომზადებულ სისტემაც ვერ გაუძლებს

„თუ ინფექციის გავრცელების სიჩქარე არ დავაგდეთ, გერმანიიდანაც რომ ჩამოვიყვანოთ ექიმები, მხოლოდ რამდენიმე დღეს მოვიგებთ“, - ამის შესახებ ჯანდაცვის ექსპერტმა, აკაკი ზოიძემ „ქრონიკაში“ განაცხადა.

28 ნოემბერი 2020, 21:40

ეკონომიკა

„ნამახვანის ჰესების კასკადის“ პროექტის განმახორციელებელი კომპანია „ენკა რინიუებლზი“ საგანგებო განცხადებას ავრცელებს

„ნამახვანის ჰესების კასკადის“ პროექტის განმახორციელებელი კომპანია „ენკა რინიუებლზი“ საგანგებო განცხადებას ავრცელებს. „გვსურს, გამოვეხმაუროთ მიზანმიმართულ დეზინფორმაციას, რომელიც ნამახვანის ჰესების კასკადის პროექტთან და კომპანია „ენკასთან“ დაკავშირებით ვრცელდება. „ენკა“ 63-წლიანი გამოცდილების მქონე კომპანიაა, რომელსაც მსოფლიოს მასშტაბით დაახლოებით 20 000 ადამიანი ჰყავს დასაქმებული“, - აცხადებენ კომპანიაში.

კახი კავსაძე

28 ნოემბერი 2020, 21:31

COVID19

კახი კავსაძე კლინიკაშია გადაყვანილი და მართვით სუნთქვაზეა

მსახიობი კახი კავსაძე ჰოსპიტალიზებულია. თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის ხელმძღვანელის ლევან რატიანის განცხადებით, კახი კავსაძე მართვით სუნთქვაზეა გადაყვანილი. „მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა საკმაოდ მძიმეა, სუნთქვის უკმარისობა აქვს და მართვით სუნთქვაზეა გადაყვანილი“, - განაცხადა ლევან რატიანმა.

აკაკი ზოიძე

28 ნოემბერი 2020, 21:27

COVID19

აკაკი ზოიძე: ვაქცინა ერთადერთი გამოსავალია

„ვაქცინა არის ერთადერთი საშუალება, რომელიც კაცობრიობას გამოუგონია ნებისმიერი ინფექციური დაავადების დასამარცხებლად“, - ის შესახებ ჯანდაცვის ექსპერტმა „ქრონიკაში“ განაცხადა. „მსოფლიოში, რამდენიმე მილიარდი ადამიანი იმედით შეჰყურებს ამ ვაქცინას, ასე რომ, არ მგონია, რომ გვქონდეს იმის ფიქრის საფუძველი, რომ ეს ჩვენზე სხვანაირად იმოქმედებს. მიმაჩნია, რომ ეს არის ერთადერთი გამოსავალი ამ სიტუაციიდან, სხვა შემთვევაში, ამ მდგომარეობაში ყოფნა მოგვიწევს“, - აღნიშნა აკაკი ზოიძემ.

აკაკი ზოიძე

28 ნოემბერი 2020, 21:06

საზოგადოება

აკაკი ზოიძე: დღეს ეპიდემიოლოგიური კუთხით, ცეცხლი უკიდია ჩვენს ქვეყანას

აკაკი ზოიძე მთავრობის მიერ ახალი შეზღუდვების დაწესებას ერთადერთ სწორ გამოსავლად მიიჩნევს. ამის შესახებ ჯანდაცვის ექსპერტმა „ქრონიკაში“ განაცხადა. მისი თქმით, რამდენად შევძლებთ ამ რეგულაციების აღსრულებას, ეს იქნება ყველაზე მნიშვნელოვანი, რადგან ორ კვირაში უნდა გვქონდეს კლება.

ლევან დავითაშვილი

28 ნოემბერი 2020, 21:00

ეკონომიკა

ლევან დავითაშვილმა განმარტა, რა სქემით შენარჩუნდება პურის ფასი

სოფლის მეურნეობის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში, გადაცემა „ქრონიკაში“ განმარტა თუ როგორ მოხდება პურის ფასის სუბსიდირება. დავითაშვილის განცხადებით, მთავრობამ ბიზნესის წარმომადგენლებს პურზე ფასის სუბსიდირების რამდენიმე სქემა შესთავაზა.

28 ნოემბერი 2020, 20:34

სპორტი

გიორგი ქვილითაიამ კვიპროსის ჩემპიონატის მე-12 ტურში ჰეთ-თრიკი შეასრულა

„ანორთოსისმა“ საკუთარ მოედანზე „პარალიმნს“ 4:2 მოუგო. საქართველოს ნაკრების ფორვარდმა კი თავი მე-13, 53-ე, და 73-ე წუთებზე გამოიჩინა. სამიდან ორ შემთხვევაში ქვილითაიამ თერთმეტმეტრიანი გაიტანა. მის გარდა ძირითად შემადგენლობაში იყვნენ გიორგი ლორია და მურთაზ დაუშვილი, თორნიკე ოქრიაშვილს კი ტრავმის გამო არ უთამაშია.

ლევან დავითაშვილი

28 ნოემბერი 2020, 20:27

ეკონომიკა

ლევან დავითაშვილი: ჩვენი ჩარევის გარეშე, რა თქმა უნდა, პურის ფასი გაიზრდებოდა

„რომ არა სუბსიდირების შესახებ გადაწყვეტილება, ჩვენი ჩარევის გარეშე, რა თქმა უნდა, პურის ფასი გაიზრდებოდა“, - ამის შესახებ სოფლის მეურნეობისა და გარემოს დაცვის მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა „ქრონიკაში“ განაცხადა.

28 ნოემბერი 2020, 19:30

სამართალი

სამართალდამცველებმა პარლამენტთან აქციაზე ადმინისტრაციული წესით დაკავებული ორი პირი გაათავისუფლეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურის ცნობით, პარლამენტთან აქციაზე ადმინისტრაციული წესით დაკავებული ორი პირი ხელწერილის საფუძველზე გაათავისუფლეს.

28 ნოემბერი 2020, 19:00

სპორტი

საფეხბურთო კლუბ „უიპეშტის“ ქართველმა ლეგიონერმა გიორგი ბერიძემ გოლი მოედნის ცენტრიდან გაიტანა

უნგრეთის საფეხბურთო კლუბის „უიპეშტის“ ქართველმა ლეგიონერმა გიორგი ბერიძემ უნგრეთის ჩემპიონატში გოლი მოედნის ცენტრიდან გაიტანა. ახალგაზრდა ქართველი ნახევარმცველის ანგარიშზე მიმდინარე სეზონში 6 გოლია, საიდანაც 2 ჩემპიონატში, 4 კი ქვეყნის თასის გათამაშებაში გაიტანა.

28 ნოემბერი 2020, 18:30

სპორტი

იტალიასა და ჩრდილოეთ მაკედონიას შორის კალათბურთის მატჩი გადაიდო

იტალიასა და ჩრდილოეთ მაკედონიას შორის კალათბურთის მატჩი გადაიდო. შეხვედრა დღეს უნდა ჩატარებულიყო, თუმცა გუშინ გაკეთებული ტესტების შედეგად, კორონავირუსი სამ მაკედონიელ სპორტსმენს დაუდასტურდა.

გიგი წერეთელი

28 ნოემბერი 2020, 18:13

საზოგადოება

გიგი წერეთელი ეუთოს მუდმივმოქმედ საბჭოს სხდომაზე მოხსენებით გამოვიდა

ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი, გიგი წერეთელი ეუთოს მუდმივმოქმედ საბჭოს სხდომაზე მოხსენებით გამოვიდა. ონლაინ ფორმატით გამართულ შეხვედრაში ეუთო-ს 57 წევრი ქვეყნის ელჩები, აღმასრულებელი სტრუქტურების და ინსტიტუტების წარმომადგენლები მონაწილეობდნენ, - ამის შესახებ ინფორმაციას „ევროპული საქართველოს“ პრესსამსახური ავრცელებს.