imedi /  29 მარტი 2020, 01:08 / სანდო წყარო

სამეგრელო-ზემო სვანეთში ხვალიდან საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოძრაობა აიკრძალება

სამეგრელო-ზემო სვანეთში ხვალიდან საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოძრაობა აიკრძალება - ამის შესახებ სახელწმიფო რწუმენებულმა, ალექსანდრე მოწერელიამ ტელეკომპანია „მაესტროს“ ეთერში განაცხადა.

„29 მარტიდან ყველანაირი საზოგადოებრივი ტრანსპორტი, რომელიც მოძრაობდა ჩვენს რეგიონში მთლიანად შეწყვეტს მოძრაობას. შეიქმნება მობილური ჯგუფები, რომლებიც წარმოდგენილი იქნებიან ჯანდაცვის სფეროს, პოლიციის და სამხედრო ძალის წარმომადგენლებით. ჯგუფები მუშაობას დაიწყებენ უახლოეს დღეებში, შეიქმნება ბლოკ-პოსტები მუნიციპალიტეტების შესასვლელ-გასასვლელებთან.

ყველა ავტომობილი, სადაც იქნება 3 პიროვნებაზე მეტი აუცილებლად შეჩერებული იქნება. მანქანებში ყველა უნდა იჯდეს პირბადით, ჩვენ ყველა მოქალაქეს გავაცნობთ რეკომენდაციებს. ჯგუფები გააკონტროლებენ იმ მოქალაქეებს, რომლებიც არ იცავენ რეკომენდაციებს, გადაუდებელი შემთხვევის გარდა არავინ არ უნდა მოძრაობდეს ქალაქსა თუ სოფლად“, - აღნიშნა მოწერელიამ.

მისი თქმით, ზუგდიდში მხოლოდ ერთი ადამიანია კორონავირუსით ინფიცირებული, თუმცა ისინი ყოველ წუთს ელოდებიან სხვა შემთხვევებსაც. „ჩვენ ამ ზომებს ვიღებთ იმის გამო, რომ არსებობს მოსალოდნელი რისკები. ჩვენ გვყავს ერთი დადასტურებული პაციენტი ზუგდიდში, თუმცა ყოველდღე, ყოველ წუთს ჩვენ ველოდებით სხვა ახალ შემთხვევებს, იმდენად, რამდენადაც ფაქტიურად იმ ინფორმაციის ფლობა თუ ვინ არის დაინფიცირებული, სხვას ვის გადასდებს - ამის პროგნოზირება ამ წუთს რთულია. ამდენად, ერთადერთი ძლიერი ინსტრუმენტი ვირუსთან საბრძოლველად, რომ არ გავრცელდეს ეპიდემია სწრაფი ტემპით არის ის, რომ დაიცვან ჩვენმა მოქალაქეებმა ყველა ის მოწოდება და რეკომენდაცია რაც გავეცით. აქედან უმთავრესია ჩვენი მოქალაქეები დარჩნენ სახლში და გადაუდებელი შემთხვევის გარდა არ გამოვიდნენ სახლიდან“, - განაცხადა მოწერელიამ.

საქართველოში კორონავირუსის 90 შემთხვევა დადასტურდა. ამ დროისთვის ქვეყანაში კორონავირუსისგან 16 ადამიანი განიკურნა. სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ 276 იმყოფება, კარანტინში - 4534.

ვირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა ქვეყანაში 2020 წლის 26 თებერვალს დადასტურდა. 21 მარტს საქართველოში საგანგებო მდგომარეობა ამოქმედდა.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. მანამდე კი, 30 იანვარს ჯანმომ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით.

21 იანვარს ჩინეთმა დაადასტურა, რომ კორონავირუსი გადამდებია. მომხდარის გამო ქვეყნის ორ ქალაქში კარანტინი გამოცხადდა.

რა უნდა ვიცოდეთ საგანგებო მდგომარეობის შესახებ, წაიკითხეთ აქ.

ყველა სიახლე

აშშ აქცია

30 მაისი 2020, 08:44

მსოფლიო

ჯორჯ ფლოიდის მკვლელობის გამო აშშ-ის რამდენიმე ქალაქში გამართულ დემონსტრაციებს არეულობა მოჰყვა

მინეაპოლისში ჯორჯ ფლოიდის მკვლელობის გამო აშშ-ის რამდენიმე ქალაქში გამართულ დემონსტრაციებს არეულობა და დემონსტრანტების პოლიციასთან დაპირისპირება მოჰყვა. ინფორმაციას ამის შესახებ სააგენტო Associated Press-ი ავრცელებს.

ქარის ელექტროსადგური

30 მაისი 2020, 08:30

ეკონომიკა

ნორვეგია მწვანე ენერგიის სფეროში 369 მილიონ დოლარს დახარჯავს

ნორვეგია ეკოლოგიური ეკონომიკის განვითარებაში 3,6 მილიარდი კრონის (369 მილიონი დოლარი) ინვესტიციას გეგმავს. ინფორმაციას ამის შესახებ სააგენტო Reuters-ი ავრცელებს. „პანდემიისას შექმნილმა კრიზისმა ტრანსფორმაციის აუცილებლობა კიდევ უფრო ცხადი გახადა“, - განაცხადა ნორვეგიის პრემიერ-მინისტრმა, ერნა სოლბერგმა.

ლიბია რუსეთი

30 მაისი 2020, 08:15

მსოფლიო

ამერიკელი გენერლის, გრეგორ ჰედფილდის თქმით, რუსეთი ლიბიაში პლაცდარმს ქმნის

აშშ-ის დაზვერვის მონაცემებით რუსეთმა ლიბიაში МиГ-29 და Су-24 ტიპის 14 ავიაგამანადგურებელი გადაისროლა. თვითმფრინავები ამჟამად ხალიფა ჰაფტარის მიერ კონტროლირებად ელ-ჯუფრას ავიაბაზაზე არის განლაგებული. ინფორმაციას ამის შესახებ „ამერიკის ხმის“ რუსული რედაქცია ავრცელებს.

30 მაისი 2020, 08:07

ტექნოლოგიები

SpaceX-ის რაკეტა Starship-ის უკვე მეოთხე პროტოტიპი აფეთქდა

ტეხასში, ბოკა ჩიკას პოლიგონზე, ილონ მასკის კომპანია SpaceX-ის მიერ შექმნილი რაკეტა Starship-ი აფეთქდა. ინფორმაციას ამის შესახებ Cbsnews-ი ავრცელებს. აფეთქება ძრავის ჩართვიდან 2 წუთში მოხდა. რაკეტა და დამხმარე გამშვები ინფრასტრუქტურა განადგურდა, მსხვერლი არ არის.

აია სოფია

30 მაისი 2020, 08:03

მსოფლიო

საბერძნეთმა კონსტანტინოპოლის აღების დღისადმი მიძღვნილი თურქეთში გამართული ღონისძიებები დაგმო

საბერძნეთის მთავრობის პრეს-მდივანმა, სტელიოს პეტლასმა, დაგმო თურქეთის მთავრობის მიერ 29 მაისს სტამბოლში დაგეგმილი საზეიმო ღონისძიებები. თურქეთში კონსტანტინოპოლის აღების 567-ე წლისთავი იზეიმეს. საზეიმო ღონისძიებებს შორის იყო ყურანიდან სურების კითხვა აია სოფიას ტაძარში.

მაიმუნები

30 მაისი 2020, 00:51

ტაბლოიდი

ინდოეთში მაიმუნებმა ლაბორატორიიდან კორონავირუსით ინფიცირებულთა სისხლის ანალიზები მოიპარეს

ინდოეთში, დელის მახლობლად მდებარე ქალაქ მეერუტში მაიმუნები სამედიცინო კოლეჯის ლაბორატორიაში შეიჭრნენ, ერთ-ერთ თანამშრომელს დაესხნენ თავს და კორონავირუსით ინფიცირებული 3 ადამიანის სისხლის ნიმუშები მოიპარეს. ამის შესახებ გამოცემა The Guardian-ი წერს.

30 მაისი 2020, 00:40

ეკონომიკა

Forbes-მა კაილი ჯენერი ​მილიარდერების სიიდან გარიცხა

ჟურნალმა Forbes-მა ამერიკელი მოდელის, კაილი ჯენერის ქონება გადააფასა. გამოცემის გათვლებით, მისი კაპიტალი $900 მილიონია.

ირაკლი კობახიძე

30 მაისი 2020, 00:32

პოლიტიკა

ირაკლი კობახიძე: ჩვენ გვაქვს ოფიციალურად გაფორმებული შეთანხმება, რაც პასუხისმგებლობას გვაკისრებს

არჩევნები, ალბათ, ჩატარდება 120/30-ზე სისტემით, რაზეც შევთანხმდით. თუმცა ეს არ არის დამოკიდებული მხოლოდ ჩვენზე. ჩვენ გვაქვს 93 მანდატი პარლამენტში და ამ ცვლილებას სჭირდება 113 ხმა. 2 პარტია აცხადებს, რომ მხარს არ დაუჭერენ ამ ცვლილებას, თუმცა ჯერ არავინ იცის, ბოლოს რა მოხდება. თუმცა მათი ხმების გარეშეც არის შესაძლებელი პრაქტიკულად ამ ცვლილებების გატანა - განაცხადა „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, ირაკლი კობახიძემ ტვ „რუსთავი2“-ის ეთერში. როგორც ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, ის ამ 2 სცენარს შორის არსებით განსხვავებას ვერ ხედავს. „თუ გვინდა, რომ ეს ცვლილებები გავიდეს და მას მხარს დავუჭერთ, მაშინ 120/30-ზე სისტემით ჩატარდება არჩევნები. თუ ვერ გავიდა აღნიშნული ცვლილება, ეს იქნება მთლიანად ოპოზიციის პასუხისმგებლობა და მათი დანატოვარი საარჩევნო სისტემით ჩატარდება არჩევნები, რაც ასევე ლეგიტიმურია“, -აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.

30 მაისი 2020, 00:30

სპორტი

დანიაში გულშემატკივრები საყვარელ გუნდს Zoom-ის საშუალებით ამხნევებენ

დანიაში კორონავირუსით გამოწვეული პაუზის შემდეგ ქვეყნის საფეხბურთო ჩემპიონატის მატჩზე „ორხუსსა“ და „რანერს“ შორის მასპინძელი გუნდის გულშემატკივრებმა საყვარელ გუნდს მხარი Zoom-ის პროგრამის მეშვეობით დაუჭირეს.

ირაკლი კობახიძე

30 მაისი 2020, 00:26

პოლიტიკა

ირაკლი კობახიძე: ნიკა მელიამ აღიარა, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ რეჟიმი იყო კრიმინალური და კრიმინალები მართავდნენ ამ სისტემას

„ნიკა მელიასგან დღეს ამ სტუდიაში მოვისმინეთ ტოტალური აღიარება იმისა, რომ სასამართლო ხელისუფლება ნაციონალური მოძრაობის მმართველობის დროს იყო აღმასრულებელი ხელისუფლების დანამატი. ეს ნიშნავს, რომ კრიმინალური რეჟიმი იყო ჩამოყალიბებული. ანუ ნიკა მელიამ აღიარა, რომ ნაციონალური მოძრაობის რეჟიმი იყო კრიმინალური და კრიმინალები მართავდნენ ამ სისტემას. ამერიკელი სენატორი რიში მოითხოვდა, რომ 2012-ში ეს კრიმინალები არ დაგვეჭირა,“-განაცხადა „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, ირაკლი კობახიძემ ტვ „რუსთავი2“-ის ეთერში.

როჯერ ფედერერი

30 მაისი 2020, 00:22

სპორტი

როჯერ ფედერერი მსოფლიოს ყველაზე მაღალანაზღაურებადი სპორტსმენია

შვეიცარიელი ჩოგბურთელი როჯერ ფედერერი მსოფლიოს ყველაზე მაღალანაზღაურებადი სპორტსმენია. ინფორმაციას ამის შესახებ გამოცემა Forbes-ი ავრცელებს. ბოლო 12 თვის განმავლობაში ფედერერმა 106,3 მილიონი დოლარი გამოიმუშავა, აქედან 100 მილიონი დოლარი სასპონსორო ხელშეკრულებებზე მოდიოდა, 6,3 მილიონი კი უშუალოდ სპორტულ საქმიანობას უკავშირდებოდა.

დონალდ ტრამპი

30 მაისი 2020, 00:15

მსოფლიო

დონალდ ტრამპი: აშშ სანქციებს დაუწესებს ჩინეთისა და ჰონგ-კონგის იმ ოფიციალურ პირებს, რომლებიც ჰონგ-კონგის ავტონომიას ძირს უთხრიან

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპა თავის ადმინისტრაციას იმ გამონაკლისების გაუქმება დაავალა, რომლებიც ჰონგ-კონგთან მიმართებაში განსაკუთრებულ მიდგომას უზრუნველყოფდნენ. ამის შესახებ დონალდ ტრამპმა თეთრ სახლში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

ირაკლი კობახიძე

30 მაისი 2020, 00:01

პოლიტიკა

ირაკლი კობახიძემ განმარტა, რატომ უწოდა ოპოზიციონერების ნაწილს გოიმები

როდესაც ერთ დღეს ამბობ, რომ გაჟრიალებს რუსეთზე და მეორე დღეს, რუსეთში მოსიარულე პოლიტიკოსთან ერთად ზიხარ მაგიდასთან, სწორედ ეს გახლავთ გოიმობა, ანუ უპრინციპობა - პრინციპების სრული უგულებელყოფა, - ამის შესახებ „რუსთავი 2“-ის ეთერში „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, დეპუტატმა ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

ირაკლი კობახიძე

29 მაისი 2020, 23:38

საზოგადოება

ირაკლი კობახიძე კომპენსაციებზე: ბაზებს დამუშავება სჭირდებოდა, ეს ხომ არა ვიღაცის ჯიბის ფული, არამედ საბიუჯეტო სახსრებია

ბაზებს სჭირდება დამუშავება, აქ ხომ საუბარია არა ჯიბის ფულზე, არამედ საბიუჯეტო სახსრებზე და გადასახადის გადამხდელის ფულზე, აქედან გამომდინარე, ზუსტად უნდა ყოფილიყო ეს ბაზები გადამოწმებული და შედგენილი, - ამის შესახებ „რუსთავი 2“-ის ეთერში „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, დეპუტატმა ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

29 მაისი 2020, 23:26

მსოფლიო

ჩინელი გენერალი ტაივანის დაპყრობას არ გამორიცხავს

„ჩინეთი სამხედრო ძალით დაიკავებს ტაივანს, თუ არ დარჩება სხვა გზა და ტაივანი დამოუკიდებლობაზე უარს არ იტყვის“, - განაცხადა ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის სამხედრო ძალების გაერთიანებული შტაბის უფროსმა ლი ცზოჩენმა.

კასპი ფერმერები

29 მაისი 2020, 23:15

რეგიონი

კასპელ ფერმერებს სახელმწიფოს მიერ შეთავაზებული შეღავათები და პროგრამები გააცნეს

შიდა ქართლის რეგიონის ფერმერებისთვის სოფლის მეურნეობის ანტიკრიზისული გეგმის გაცნობა გრძელდება. ამჯერად სახელმწიფო რწმუნებული გიორგი ხოჯევანიშვილი, რწმუნებულის მოადგილე ნუგზარ სამხარაძე და სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების სააგენტოს შიდა ქართლის რეგიონული სამსახურის უფროსი მამუკა ლომსაძე კასპელ ფერმერებს შეხვდნენ და შეკრებილებს ის შეღავათები და პროგრამები გააცნეს, რასაც მათ სახელმწიფო სთავაზობს.

დონალდ ტრამპი

29 მაისი 2020, 23:02

მსოფლიო

აშშ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციასთან ურთიერთობებს წყვეტს

აშშ წყვეტს ურთიერთობებს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციასთან და თანხებს ჯანდაცვის სფეროში ჩართულ სხვა ორგანიზაციებს გადაურიცხავს. ამის შსახებ აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა თეთრ სახლში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

ნიკა მელია

29 მაისი 2020, 23:00

პოლიტიკა

ნიკა მელია: თუკი ვანო მერაბიშვილი მაჟორიტარ დეპუტატად კენჭის ყრას დააპირებს, მე მივემხრობი ამ გადაწყვეტილებას

თუკი ვანო მერაბიშვილმა მიიღო მაჟორიტარ დეპუტატად კენჭის ყრის გადაწყვეტილება და მან ეს ნაბიჯი გადადგა, მე პირადად არანაირი უფლება არ მექნება ამ ნაბიჯის წინააღმდეგ წავიდე. არც მორალური არც პოლიტიკური, - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტიკური საბჭოს თავმჯდომარე ნიკა მელიამ „რუსთავი2“-ის ეთერში განაცხადა.

ნიკა მელია

29 მაისი 2020, 22:56

პოლიტიკა

ნიკა მელია: „ნაცმოძრაობის“ დროს სასამართლო იყო კორუმპირებული და პოლიტიკურად ანგაჟირებული

დამოუკიდებელი სასამართლო ვეღარ მოხერხდა წინა ხელისუფლების პირობებში. დამოუკიდებელი სასამართლო არც მეფის რუსეთის დროს გვქონია, არც საბჭოთა კავშირის დროს გვქონია, არც ზვიად გამსახურდიას დროს გვქონია. „ნაციონალური მოძრაობის“ დროს სასამართლო იყო კორუმპირებული და პოლიტიკურად ანგაჟირებულიც. კორუფცია აღმოიფხვრა, მაგრამ პოლიტიკური განკარგულებების გაცემა ვერა - ამის შესახებ „რუსთავი 2“-ის ეთერში „ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტსაბჭოს თავმჯდომარემ, ნიკა მელიამ განაცხადა. ნიკა მელიას თქმით, პოლიტიკური განკარგულებებს სასამართლოსთვის, „ნაციონალური მოძრაობის“ დროს აღმასრულებელი ხელისუფლება გასცემდა.

დერეკ შოვინი

29 მაისი 2020, 22:53

მსოფლიო

მინესოტაში დაკავებულ ყოფილ პოლიციელს წინასწარი განზრახვის გარეშე მკვლელობის მუხლით წაუყენეს ბრალი

ჯორჯ ფლოიდის საქმეზე მინესოტას შტატის პროკურატურამ ყოფილ პოლიციელს, დერეკ შოვინს წინასწარი განზრახვის გარეშე მკვლელობის მუხლით ბრალი წაუყენა. ამის შესახენ ჰენეპინის ოლქის პროკურორმა, მაიკლ ფრიმენმა განაცხადა.