IMEDI /  29 აპრილი 2020, 19:43 / სანდო წყარო

ბორჯომში ქუჩების რეცხვა-დეზინფექციის სამუშაოები აქტიურად გრძელდება

ბორჯომში კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, ქუჩების რეცხვა-დეზინფექციის სამუშაოები აქტიურად გრძელდება.

სპეციალური ხსნარებით ირეცხება საავტომობილო გზები, საფეხმავლო ბილიკები, ასევე სასურსათო მარკეტების, ბანკების, ბენზინგასამართი სადგურების, სამედიცინო დაწესებულების მიმდებარე ტერიტორიები. დეზინფექცია უტარდება მრავალბინიან საცხოვრებელ სახლებს და მათ გარე სივრცეებს.

ინტენსიურად ხდება ასევე დაბა ბაკურიანში საკარანტინო ზონების მიმდებარე ტერიტორიებისა და ქუჩების დეზინფექცია.

ყველა სიახლე

ბექა ფერაძე

11 აპრილი 2021, 14:13

საზოგადოება

ბექა ფერაძე: მოვუწოდებთ თითოეულ მოქალაქესა და ბიზნეს სუბიექტს, რომ ეპიდემიოლოგიური ვითარებიდან გამომდინარე, არ მიიღონ მონაწილეობა არანებადართულ საქმიანობაში

შრომის ინსპექცია მოუწოდებს თითოეულ მოქალაქესა და ბიზნეს სუბიექტს, რომ მაღალი სოციალური პასუხისმგებლობა გამოიჩინონ და არ მიიღონ მონაწილეობა მსგავს არანებადართულ საქმიანობაში, რომელიც ეპიდემიოლოგიური ვითარებიდან გამომდინარე მაღალი რისკის შემცველია ჩვენი თითოეული მოქალაქისთვისა და საზოგადოებისთვის, - ამის შესახებ შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტის უფროსმა, ბექა ფერაძემ შრომის ინსპექციის სამსახურში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

11 აპრილი 2021, 14:06

სამართალი

სოციალური ღონისძიებისა და არანებადართული ეკონომიკური საქმიანობისთვის სამი პირი დაჯარიმდა

საქართველოს მთავრობის 322-ე დადგენილების მიხედვით, აკრძალულია ფართის მესაკუთის მიერ, სოციალური ღონისძიების ჩატარების მიზნით, ფართის გაქირავება. ეს აუცილებელი გახდა მას შემდეგ, რაც ერთსა და იმავე ფართზე სხვადასხვა იჯარის ხელშეკრულების საფუძველზე, სხვადასხვა პირი ატარებდა სოციალურ ღონისძიებებს.

მეუფე იაკობი

11 აპრილი 2021, 13:50

საზოგადოება

მეუფე იაკობი: ჩავიხედოთ ყველამ ჩვენს სულებსა და გულებში, განსაკუთრებით სასულიერო პირებმა, მაგალითი უნდა ვიყოთ სხვებისთვის და ვაღიაროთ, ცუდი რაც ჩავიდინეთ

„როდესაც ჩვენი ძმები ასე მძიმედ იქცევიან, სულ ტკივილით მივდივართ. ჩვენი ცოდვები არ გვეყოფა თითოეულ ჩვენგანს, კიდევ გარეთ ამას ვუყუროთ ეკლესიის დასანგრევად როგორ მოუწოდებენ და ბოროტ ძალებს როგორ ემორჩილებიან“, - ამის შესახებ ბოდბელი ეპისკოპოსმა ხირსის მონასტერში ქადაგებისას ისაუბრა. მეუფე იაკობი სასულიერო პირებს ამბიონიდან მიმართავს აღიარონ დანაშაული და სხვებისთვის სამაგალითონი გახდნენ.

11 აპრილი 2021, 13:36

COVID19

რუსეთში კორონავირუსის 8,702 შემთხვევა გამოვლინდა

გასული დღე-ღამის განმავლობაში რუსეთში კორონავირუსის 8,702 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, ინფიცირებულთა საერთო რიცხვმა კი 4,641,390-ს მიაღწია. ინფორმაციას ამის შესახებ, კორონავირუსთან ბრძოლის ოპერატიულ შტაბზე დაყრდნობით, ადგილობრივი მედია ავრცელებს. ბოლო 24 საათის განმავლობაში ქვეყანაში ვირუსით კიდევ 337 ადამიანი გარდაიცვალა და დაღუპულთა საერთო რიცხვი კი 102,986-მდე გაიზარდა.

მეუფე იაკობი

11 აპრილი 2021, 13:33

საზოგადოება

მეუფე იაკობი: ყველა ფრთხილად უნდა იყოს, რა გაუკეთებიათ ცხოვრებაში ისეთი, რომ პატრიარქს ებრძვიან

ბოდბელი ეპისკოპოსი ეკლესიისა და პატრიარქის წინააღმდეგ მიმართულ ანტიკამპანიას კიდევ ერთხელ გამოეხმაურა და განმარტა, რომ მათი ეს ქმედება საქართველოს დაშლისკენ არის მიმართული.

შოთა ბურჯანაძე

11 აპრილი 2021, 13:09

COVID19

რესტორატორთა ასოციაციის ხელმძღვანელი: ვიღაცების კუნტრუშმა არ უნდა გადაიყოლოს ქვეყნის ფასეულობები

„წვეულებების გამართვა იქნება, თუ ივენთის, ეს არ არის მხოლოდ და მხოლოდ იქ მყოფი ადამიანების პრობლემა, რომლებიც თავის ნათესავის მეგობრებს საფრთხეს უქმნიან, არამედ ეს არის საზოგადოების პრობლემა და ამას ძალიან დიდი პასუხისმგებლობით უნდა მოეკიდოს თითოეული ბიზნესოპერატორი. ვიღაცების რაღაც კუნტრუშმა არ უნდა გადაიყოლოს ქვეყნის ფასეულობები," - განაცხადა საქართველოს რესტორატორთა ასოციაციის დამფუძნებელმა.

მეგან მარკლი

11 აპრილი 2021, 12:56

ტაბლოიდი

მეგან მარკლი პრინცი ფილიპის დაკრძალვას არ დაესწრება

მეგან მარკლი ედინბურგის ჰერცოგის, პრინც ფილიპის დაკრძალვას არ დაესწრება. მიზეზი მარკლის ორსულობაა. „სასექსის ჰერცოგი დაკრძალვაზე დასწრებას გეგმავს, ჰერცოგინიას კი ექიმმა ურჩია, არ იმგზავროს. შესაბამისად, ის დაკრძალვას ვერ დაესწრება“ - განმარტავს სამეფო კარი.

პრინცი ფილიპი

11 აპრილი 2021, 12:37

მსოფლიო

პრინც ფილიპს 17 აპრილს დაკრძალავენ

ედინბურგის ჰერცოგის, პრინც ფილიპს 17 აპრილს, უინძორის სასახლეში წმინდა გიორგის სამლოცველოში დაკრძალავენ, - ინფორმაცია გაერთიანებული სამეფოს ოფიციალურ გვერდზე გავრცელდა. ცერემონია 15:00 საათზე, წუთიერი დუმილით დაიწყება.

ნინო თანდილაშვილი

11 აპრილი 2021, 12:12

საზოგადოება

ნინო თანდილაშვილმა გლობალური გარემოსდაცვითი ფონდის მცირე გრანტების პროგრამის ეროვნული სამეთვალყურეო საბჭოს სხდომაში მიიღო მონაწილეობა

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ, ნინო თანდილაშვილმა გლობალური გარემოსდაცვითი ფონდის (GEF) მცირე გრანტების პროგრამის ეროვნული სამეთვალყურეო საბჭოს სხდომაში მიიღო მონაწილეობა. ამის შესახებ ინფორმაციას სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს.

11 აპრილი 2021, 12:12

COVID19

კასპის მუნიციპალიტეტში მოსახლეობის თერმოსკრინინგი და ეპიდკვლევა გრძელდება

სამთავისთან, იგოეთსა და ქვემო ჭალასთან პოლიციის 4 საკონტროლო პუნქტი 2 აპრილიდან მოეწყო, გადაადგილებაზე შეზღუდვა დაწესებული არ არის, თუმცა შსს-ს თანამშრომლები ამ სოფლებში შემსვლელებსა და გამომსვლელებს თერმოსკრინინგს უტარებენ. საჭიროების შემთხვევაში, მაღალი ტემპერატურის მქონე პირებს უტარდებათ ტესტირებაც.

გიორგი მიქაუტაძე

11 აპრილი 2021, 11:51

სპორტი

„სერენმა“ გიორგი მიქაუტაძის გოლით მოიგო. ვიდეო

„სერენმა“ გიორგი მიქაუტაძის გოლით მოიგო. ბელგიის „პრო ლიგის“ 26-ე ტურში, „სერენი“, „დეინზეს“ დაუპირისპირდა და ქართველი ფორვარდის მე-14 წუთზე გატანილი ერთადერთი გოლის წყალობით დაამარცხა.

11 აპრილი 2021, 11:47

რეგიონი

გუდაური-კობის მონაკვეთზე მსუბუქი ტრანსპორტის მოძრაობა აღდგა

გზის გაწმენდის შემდეგ, გუდაური-კობის მონაკვეთზე მსუბუქი ავტოტრანსპორტიოს მოძრაობა აღდგა, - ინფორმაციას საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს. თოვლის გამო, საერთაშორისო მნიშვნელობის მცხეთა–სტეფანწმინდა–ლარსის საავტომობილო გზის ამ მონაკვეთზე მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია.

თემურ ქეცბაია

11 აპრილი 2021, 11:43

სპორტი

თემურ ქეცბაია „ანორთოსისს“ ტოვებს

თემურ ქეცბაია „ანორთოსისს“ ტოვებს. საქართველოს ნაკრების ყოფილმა და ამჟამად, კვიპროსული „ანორთოსისის“ მთავარმა მწვრთნელმა თემურ ქეცბაიამ, ფამაგუსტური კლუბიდან წასვლა დააანონსა. 57 წლის სპეციალისტმა, აღნიშნულის შესახებ პრესასთან, 10 აპრილს, „ლიმასოლთან“ სტუმრად ნათამაშები ფრის შემდეგ, პრესკონფერენციაზე ისაუბრა.

11 აპრილი 2021, 11:39

COVID19

უკრაინაში კორონავირუსის 12,112 შემთხვევა გამოვლინდა

უკრაინის ჯანდაცვის სამინისტროს მონაცემებით, ქვეყანაში გასული დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსის 12,112 შემთხვევა გამოვლინდა, ხოლო ვირუსს 235 ადამიანი ემსხვერპლა. პანდემიის დაწყებიდან დღემდე, უკრაინაში კორონავირუსის 1,853,249 შემთხვევა დადასტურდა, 37,014 ადამიანი გარდაიცვალა, ხოლო 1,410,860 პაციენტი გამოჯანმრთელდა.

11 აპრილი 2021, 11:37

COVID19

სომხეთში კორონავირუსის 650 შემთხვევა გამოვლინდა

სომხეთში კორონავირუსი კიდევ 650 ადამიანს დაუდასტურდა, 15 ინფიცირებული კი გარდაიცვალა. ამის შესახებ ადგილობრივი მედია, ჯანდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით იტყობინება. სულ ქვეყანაში კორონავირუსის 202,817 შემთხვევა დადასტურდა, გარდაიცვალა 3,735 ადამიანი, გამოჯანმრთელდა - 181,963.

11 აპრილი 2021, 11:20

რეგიონი

კახეთში ხანძრისას საცხოვრებელი სახლი და ადამიანის ცხედარი სასახლესთან ერთად დაიწვა

ახმეტაში, ხანძრის შედეგად, საცხოვრებელი სახლი და ადამიანის ცხედარი სასახლესთან ერთად დაიწვა. შემთხვევა წუხელ, ე.წ უტას დასახლებაში მოხდა. ცეცხლი სახლის მეორე სართულზე, სავარაუდოდ, მიცვალებულთან ანთებული სანთლიდან გაჩნდა, რომელიც სახლის ნაწილს მოედო. ასევე, დამწვარია სახლში არსებული საყოფაცხოვრებო ტექნიკა და ავეჯი. შემთხვევის ადგილზე მობილიზებული იყო რამდენიმე სახანძრო-სამაშველო ბრიგადა. სწორედ მეხანძრე-მაშველების მიერ, მალევე მოხერხდა ხანძრის ლიკვიდაცია.

ზვიად შალამბერიძე

11 აპრილი 2021, 11:10

რეგიონი

ზვიად შალამბერიძე: მდინარე რიონში გაუჩინარებული კაცის მოსაძებნად, ინტენსიური მუშაობა მიმდინარეობს

„წუხანდელის შემდეგ, სამძებრო-სამაშველო სამუშაო მიმდინარეობს. დაახლოებით, 100-მდე მაშველია ამ პროცესში ჩართული, 15 კილომეტრის სიგრძის მონაკვეთზე. ექოლოტიც არის. ჩამოყვანილია ეკიპაჟები სხვადასხვა ქალაქიდან. ძალიან ინტენსიური მუშაობა მიმდინარეობს“ -აცხადებს ზვიად შალამბერიძე.

11 აპრილი 2021, 11:06

რეგიონი

მდინარე ალგეთი ნაკადულის კალმახის 50 000-მდე ლარვით დათევზიანდა

ველური ბუნების და დაცული ტერიტორიების სააგენტოების სპეციალისტებმა ალგეთის ეროვნული პარკის ტერიტორიაზე ნაკადულის კალმახის 50 000-მდე ლარვა გაუშვეს. ამის შესახებ ინფორმაციას სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს. როგორც განცხადებაშია ნათქვამი, მდინარის კალმახის ინკუბირებული ქვირითისა და ლარვის ველურ ბუნებაში გაშვება არის მეთოდი, რომელიც ხელს უწყობს მოწყვლადი სახეობის მომრავლებას და ზრდის ბუნებრივად გამოჩეკვის პროცენტს. ქვირითი ნაყოფიერდება ხელოვნურად, გამოჩეკვამდე მდინარის ინკუბატორში თავსდება და წყლის მდორე უბეებში ეწყობა.

11 აპრილი 2021, 10:59

COVID19

როგორია კოვიდინფიცირების დადებითობის დღიური მაჩვენებელი საქართველოში

10 აპრილის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 2.85 %, ბოლო 14 დღის განმავლობაში - 2.26%, ხოლო 7 დღის განმავლობაში კი 2.50 %.

11 აპრილი 2021, 10:56

COVID19

ამ ეტაპზე საქართველოში 380 მძიმე პაციენტია

ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 380 პირი, მათ შორის, თბილისში - 191, აჭარაში - 42, იმერეთში -65. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 72 პირი, მათგან თბილისში - 48, აჭარაში - 5, იმერეთში - 6. 309 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 200 - თბილისში, 121 - აჭარაში.