imedi /  04 მაისი 2020, 13:05 / სანდო წყარო

ფოთის ყოფილ ჰიდრო-მელიორაციულ ტექნიკუმის შენობას რეაბილიტაცია უტარდება

ფოთის ყოფილი ჰიდრო-მელიორაციული ტექნიკუმის შენობა

ფოთის ყოფილი ჰიდრო-მელიორაციული ტექნიკუმის შენობის რეაბილიტაცია მიმდინარეობს.

სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო ადმინისტრაციის ინფორმაციით, სამუშაოების შესრულების ვადა 9 თვეა. სარეაბილიტაციო სამუშაოებს შპს ,,დანი ქონსთრაქშენი“ ასრულებს. სამშენებლო პროცესი, ახალი კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, ჯანდაცვის სამინისტროს მიერ შემუშავებული სპეციალური რეკომენდაციების შესაბამისად ხორციელდება.

მიმდინარე სამუშაოებს სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებული ალექსანდრე მოწერელია, ფოთის მუნიციპალიტეტის მერი გოჩა კურდღელია და მისი მოადგილეები გაეცნენ.

შენობაში ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემიის ფილიალი განთავსდება, რომელიც საწყის ეტაპზე პროფესიულ განათლებაზე იქნება ორიენტირებული. სარეალიბიტაციო სამუშაოების პარალელურად მიმდინარეობს სასწავლო მოდულების შემუშავება, რათა სასწავლებელმა 2021 წელს სტუდენტების პირველი ნაკადის მიღება შეძლოს.

ბათუმის საზღვაო აკადემიის ფილიალი ფოთს ახალ დატვირთვას შესძენს და ხელს შეუწყობს ქალაქში ახალგაზრდა თაობის დარჩენას, შემდეგ მათ ადგილზე დასაქმებას. სასწავლებელი თავისი პროფილით სანავსადგურო ქალაქის მოთხოვნებს დააკმაყოფილებს.

საქართველოს მთავრობის #2441-ე განკარგულებით, განათლების, მეცნიერებისა და სპორტის სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალ საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტოს, დაევალა ბათუმის საზღვაო აკადემიის, ფოთის ფილიალის დაფინანსება 5 876 164 ლარით, თანხა გამოიყო შესაბამისი შენობა-ნაგებობის რეაბილიტაციის მიზნით (ფოთში, წმინდა გიორგის #24-ში მდებარე ყოფილი ჰიდრომელიორაციული ტექნიკუმის შენობა).

2019 წლის მაისში, სამეგრელო ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციის, ფოთის მერიის, საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოსა და ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემიის ერთობლივი ინიციატივით, ხელი მოეწერა მემორანდუმს, რომლის მეშვეობითაც გადაწყდა ქალაქ ფოთში ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემიის ფილიალის დაარსება, რომელიც საწყის ეტაპზე მხოლოდ პროფესიულ განათლებაზე იქნება ორიენტირებული - საუბარია როგორც მეზღვაურის პროფესიაზე, ასევე საპორტო პროფესიებზე (გემბანის და სამანქანე განყოფილების რიგითი მეზღვაური, შედუღება, ხარატი, ამწის ოპერატორი, კომპიუტერული საინჟინრო გრაფიკის ოპერატორი, თევზსაჭერი გემის ნავიგაცია, პორტების ლოგისტიკის ოპერირება). ახალი სასწავლებელი გათვლილი იქნება 1 000 სტუდენტზე და დასაქმდება 250-მდე პროფესორ-მასწავლებელი და ადმინისტრაციული პერსონალი.

1938 წელს ამპირის სტილში აგებული, ფოთის ყოფილი ჰიდრო-მელიორაციული ტექნიკუმის შენობა, კულტურული მემკვიდრეობის ძეგლია და გასული საუკუნის არქიტექტურულ ნიმუშს წარმოადგენს. აქ ჰიდრომელიორაციული ტექნიკური სასწავლებელი, მოგვიანებით კოლეჯი და ფოთის უნივერსიტეტი ფუნქციონირებდა.

ნგრევის პირას მისული კულტურული მემკვიდრეობის ძეგლს რეაბილიტაციის და იქ საზღვაო სასწავლებლის განთავსების საკითხებში აქტიურადაა ჩართული სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებული ალექსანდრე მოწერელია.

ყველა სიახლე

ირაკლი კობახიძე

20 სექტემბერი 2021, 18:49

პოლიტიკა

ირაკლი კობახიძე: გახარიას ნარკოტიკებთან პრობლემა ბოლო პერიოდის განმავლობაში გაუჩნდა

„მას ეს პრობლემა იმ პერიოდში არ ჰქონია. ეს პრობლემა მას გაუჩნდა ბოლო პერიოდის განმავლობაში. აქ შეგვიძლია გავიხსენოთ მარტივი გამონათქვამი, ხარი ხართან დააბი. როდესაც ის თავისი საქმიანობით და თავისი ქმედებებით დაუკავშირდა კონკრეტულ პოლიტიკურ ძალას, რომელსაც ძალიან მჭიდრო შეხება აქვს არამარტო ნარკოტიკებთან, კონკრეტულად კოკაინთან, ამის შემდეგ მას გაუჩნდა ეს პრობლემა. კონკრეტულმა ადამიანებმა მიუტანეს მას ეს ნარკოტიკული საშუალება და ეს ადამიანებიც საეჭვო კავშირებში არიან მხილებული. ხარი ხართან დააბი არის ის, რაც დაემართა გიორგი გახარიას. როდესაც ნიკა მელიასთვის გადადგები, ამის მერე სხვა რამ არ უნდა გაგიკვირდეს", - განაცხადა კობახიძემ.

ირაკლი კობახიძე

20 სექტემბერი 2021, 18:48

პოლიტიკა

ირაკლი კობახიძე: საქართველოში დიპლომატების არანაირი მოსმენა არ ხორციელდება

„საქართველოში დიპლომატების არანაირი მოსმენა არ ხორციელდება. მომავალში რას გამოაგდებს მელაძე, გვარამია, გახარია და ხოჯევანიშვილი, ვნახოთ, დავაკვირდეთ მოვლენების განვითარებას“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

არჩილ ჩიქოვანი

20 სექტემბერი 2021, 18:35

პოლიტიკა

არჩილ ჩიქოვანი: 40 ახალი, უსაფრთხო და კომფორტული ავტობუსი იმოძრავებს ბათუმში ამ თვის ბოლოდან

ბოლო ერთი წლის განმავლობაში, მერის მოვალეობას ვასრულებდი და უნდა ვთქვა, რომ ჩვენ განვაახლეთ ტრანსპორტი, 40 ახალი სატრანსპორტო საშუალება, უსაფრთხო და კომფორტული ავტობუსი იმოძრავებს ჩვენს ქუჩებში მიმდინარე თვის ბოლოდან, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ ბათუმის მერობის კანდიდატმა არჩილ ჩიქოვანმა „ქრონიკაში“ განაცხადა.

არჩილ ჩიქოვანი

20 სექტემბერი 2021, 18:35

რეგიონი

არჩილ ჩიქოვანი: ხელისუფლებაა გარანტი იმისა, რომ 2 ოქტომბრის არჩევნებამდე მშვიდ ვითარებაში მივალთ

ხელისუფლება არის გარანტი იმისა, რომ 2 ოქტომბრის არჩევნებამდე მშვიდად მივიდეთ. მივცეთ ჩვენს მოქალაქეებს შესაძლებლობა, აირჩიონ თვითმმართველობის ყველა შესაბამისი რგოლი, - განაცხადა „ქართული ოცნების“ ბათუმის მერობის კანდიდატმა არჩილ ჩიქოვანმა „ქრონიკაში“ წინასაარჩევნო გარემოზე საუბრისას. მისი თქმით, წინასაარჩევნო პერიოდში ოპოზიცია სიძულვილის ენას იყენებს სახელისუფლებო კანდიდატების მიმართ, რათა ქვეყანასა და რეგიონში ვითარება დაძაბოს. ჩიქოვანმა აღნიშნა, რომ ამის საპასუხოდ მათი მიზანია, მშვიდ ვითარებაში წარიმართოს წინასაარჩევნო პროცესები და არჩევნები. იგი ასევე ახლახან ხელვაჩაურში მომხდარსაც გამოეხმაურა.

20 სექტემბერი 2021, 18:22

მსოფლიო

მედია: ნოემბრიდან აშშ სრულად ვაქცინირებულ უცხოელებს საზღვრებს გაუხსნის

ნოემბრიდან აშშ სრულად ვაქცინირებულ უცხოელებს საზღვრებს გაუხსნის. ინფორმაციას ამის შესახებ ამერიკული მედია წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს.

20 სექტემბერი 2021, 18:06

ტექნოლოგიები

ჩინეთში ბავშვებს TikTok-ის ანალოგით სარგებლობის დღიური ლიმიტი დაუწესეს

ბავშვები სოციალური ქსელით სარგებლობას დღეში მხოლოდ 40 წუთის განმავლობაში შეძლებენ. ახალი წესი 14 წლამდე ბავშვებს ეხება, რომლებმაც რეგისტრაციის დროს ნამდვილი სახელები და მონაცემები გამოიყენეს. ისინი სოციალური ქსელით სარგებლობა 06:00-დან 22:00 საათამდე შეძლებენ.

არჩილ ჩიქოვანი

20 სექტემბერი 2021, 18:05

რეგიონი

არჩილ ჩიქოვანი „ქართული ოცნების“ მიერ ბათუმში ჩატარებული კვლევაზე: ეს შედეგები არ გაგკვირვებია, ვინაიდან ეს არის ჩვენი მოქალაქეების კონკრეტული გამოძახილი

„ბოლო ერთი წლის განმავლობაში მომიწია ჩემს ქალაქზე ზრუნვა, ვიყავი მერის მოვალეობის შემსრულებელი. მიუხედავად პანდემიისა, ჩვენ მიერ განხორციელებული ის პროექტები და სამომავლო გეგმები, რაც ჩვენ გაგვაჩნია და ამავდროულად ძალიან ბევრი კეთილი საქმე, ასევე ჩვენ თანამოქალაქეებთან შეჯერებული პოზიციები, პოზიციები ქალაქის განვითარებასთან მათი ხედვების გათვალისწინება და 24-საათიანი ჩართულობა ყოველდღიურ ურთიერთობებში,ნამდვილად აისახა ამ კვლევებზე“, - განაცხადა არჩილ ჩიქოვანმა.

20 სექტემბერი 2021, 18:00

პოლიტიკა

რუსეთმა და ოკუპირებულმა სამხრეთ ოსეთმა ე.წ. „ორმაგი მოქალაქეობის შესახებ შეთანხმება“ გააფორმეს

რუსეთმა და ოკუპირებულმა სამხრეთ ოსეთმა ე.წ. „ორმაგი მოქალაქეობის შესახებ შეთანხმება“ გააფორმეს. ე.წ. „შეთანხმებას“ ხელი ე.წ. საგარეო საქმეთა მინისტრმა, დიმიტრი მედოევმა და რუსეთის ე.წ. ელჩმა, მარატ კულახმეტოვმა მოაწერეს.

გურამ მაჭარაშვილი

20 სექტემბერი 2021, 17:39

პოლიტიკა

გურამ მაჭარაშვილი: მეგის ქარდავას საქართველოში ექსტრადირება ყველაზე მეტად მიხეილ სააკაშვილს არ უნდოდა

„თავად ის ფაქტი, რომ მეგის ქარდავა სასჯელს საქართველოში მოიხდის, ჯერ ერთი, ნიშნავს იმას, რომ ნებისმიერ პოლიტიკოსსა თუ მოქალაქეს ექნება განცდა, რომ დანაშაულს თუ ჩაიდენს, სადაც არ უნდა იყო, ადრე თუ გვიან, აუცილებლად პასუხს აგებ. მეორე, თუ ვინმეს არ უნდოდა მეგის ქარდავას საქართველოში ექსტრადირება, ეს იყო მიხეილ სააკაშვილი. მან თავად დააანონსა, რომ უნდა ჩამოვიდეს საქართველოში და ალბათ, გულწრფელად სურს სასჯელიც საქართველოში მოიხადოს, რაც აქვს მას არა მხოლოდ ქართველი მართლმსაჯულების, არამედ საერთაშორისო სასამართლოს მიერ დამტკიცებული. თუმცა, ამის შემდეგ რამდენად გაბედავს ამ ნაბიჯის გადადგმას, ეს მასზეა დამოკიდებული“, - განაცხადა მაჭარაშვილმა.

მამუკა ხაზარაძე

20 სექტემბერი 2021, 17:32

სამართალი

მამუკა ხაზარაძე ჩანაწერებთან დაკავშირებით პროკურატურაში გამოკითხვაზე იმყოფებოდა

„ღიად მოვუწოდე პროკურატურას, რომ ყოფილიყო ჩემი გამოკითხვა, იმისთვის რომ დამედასტურებინა ჩემი საუბარი სასულიერო პირებთან, რომელიც ამ უკანონო, მრავალათასიანი ფაილებით გახდა საზოგადოებისთვის ცნობილი. ეს არის კანონის უხეში დარღვევა და კიდევ ერთხელ ვადასტურებ ამ ჩანაწერების ავთენტურობას“, - განაცხადა ხაზარაძემ.

კახა კალაძე

20 სექტემბერი 2021, 17:30

პოლიტიკა

კახა კალაძე ბანერებზე: ჩემკენ ხელს ვერ გამოიშვერენ

დედაქალაქში დამონტაჟებულ ოპოზიციის საწინააღმდეგო ბანერებთან დაკავშირებით, ჩემკენ ხელს ვერ გამოიშვერენ. ეს ოპოზიციის ბინძური პიარის ნაწილია, რასაც ისინი მთელი ამ ხნის განმავლობაში ახორციელებენ ჩემსა და ჩემი ოჯახის მიმართ, ამიტომ არაფერი მიკვირს, - ამის შესახებ თბილისის მერობის კანდიდატმა კახა კალაძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

გურამ მაჭარაშვილი

20 სექტემბერი 2021, 17:29

პოლიტიკა

გურამ მაჭარაშვილი: თუ ზიზღის ენაზე ვსაუბრობთ, არა მგონია ვინმემ „ნაციონალურ მოძრაობას“ აჯობოს

„ჩვენ გვირჩევნია, რომ არჩევნების მერე, მიუხედავად ნებისმიერი პოლიტიკური პარტიისა, იყოს კონსტრუქციული კრიტიკა, ხანდახან შეიძლება იყოს უსაფუძვლო, ესეც შესაძლებელია იყოს პოლიტიკაში, მაგრამ ეს არ უნდა იყოს რადიკალიზმსა და ნიჰილიზმზე დამყარებული. როდესაც შენ, საზოგადოება ნიჰილიზმს უღვივებ, ბუნებრივია, რომ ასეთი საზოგადოება შენ არასოდეს არ გამოგყვება“, - განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.

დავით ქართველიშვილი

20 სექტემბერი 2021, 17:26

პოლიტიკა

დავით ქართველიშვილი: დაველოდოთ საია-ის "სუიციდს", იმედია ცარიელ ველზე აიფეთქებენ თავს

ექსპერტი დავით ქართველიშვილი ,, ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის’’ სარჩელს ეხმიანება, რომელიც ადგილობრივ თვითმმართველობის არჩევნებისთვის დადგენილი მაჟორიტარული საარჩევნო ოლქების საზღვრების არაკონსტიტუციურად ცნობას ეხება.

ვლადიმერ ჩაჩიბაია

20 სექტემბერი 2021, 17:21

პოლიტიკა

ვლადიმერ ჩაჩიბაია: 2012 წლამდე სამხედრო ნაწილებში ხმის მიმცემს უნდა გადაეღო სურათი ბიულეტენისთვის და ეჩვენებინა შესაბამისი ადამიანისთვის, რომ ხმა მისცა მმართველ პარტიას

„ჩვეულებრივი ცხოვრების ნაწილი იყო 90-იან წლებშიც და 2003 წლიდან საარჩევნო უბნები სამხედრო ნაწილის ტერიტორიაზე. ყველა მეთაური გაფრთხილებული იყო, რომ ხმების მაქსიმალური რაოდენობა უნდა მიეღო {მმართველ პარტიას} არჩევნების დროს, ეს იყო კონკრეტული დავალება. შესაბამისად, მოთხოვნაც იყო, რომ ნებისმიერ ხმის მიმცემს უნდა გადაეღო სურათი ბიულეტენისთვის და ეჩვენებინა შესაბამისი ადამიანისთვის, რომ მან ხმა მისცა იმ პარტიას, რომელზეც იყო შეკვეთა - მმართველ პარტიას. 2012 წელს ძალიან დიდი ნაბიჯი გადაიდგა, რომ საარჩევნო უბნები გასულიყო სამხედრო ნაწილებიდან “, - აცხადებს ჩაჩიბაია.

20 სექტემბერი 2021, 17:20

პოლიტიკა

ოპოზიციის საწინააღმდეგო ბანერების კანონიერებას ცესკო შეისწავლის

წინასაარჩევნო ბანერებთან დაკავშირებით, რომელიც პოლიტიკურ ძალებს შორის ბრალდებების ახალი მიზეზი გახდა, ცენტრალური საარჩევნო კომისია იმსჯელებს. ბანერების წარმომავლობასა და კანონიერებას ცესკო კანონით დადგენილ, 10-დღიან ვადაში შეისწავლის

ანტონიო გუტერეში

20 სექტემბერი 2021, 17:17

მსოფლიო

ანტონიო გუტერეში: მსოფლიოს მოსახლეობის ვაქცინაციის მაჩვენებელმა 2022 წლის პირველი ნახევრისთვის 70%-ს უნდა მიაღწიოს

მსოფლიოს მოსახლეობის ვაქცინაციის მაჩვენებელმა 2022 წლის პირველი ნახევრისთვის 70%-ს უნდა მიაღწიოს, - განაცხადა გაეროს გენერალურმა მდივანმა, ანტონიო გუტერეშმა.

20 სექტემბერი 2021, 17:14

პოლიტიკა

ქვემო ქართლში გახარიას პარტია პროპორციული სიის ოთხმა წევრმა დატოვა

ქვემო ქართლში ყოფილი პრემიერის, გიორგი გახარიას პარტია „გახარია საქართველოსთვის“ პროპორციული სიის მე-5 ნომერმა ავთანდილ მუსტაფაევმა, მე-7 ნომერმა გიორგი რამიშვილმა , მე-10 ნომერმა ელნურ გაჯიევმა და მე-12 ნომერმა ელხან გაშიმოვმა დატოვეს.

ნათია თურნავა

20 სექტემბერი 2021, 17:07

ეკონომიკა

ნათია თურნავა: ადგილობრივი ექსპორტის მოცულობა 32%-ით აღემატება პანდემიამდე პერიოდის - 2019 წლის აგვისტოს მონაცემებს

საქართველოს ეკონომიკის გაჯანსაღების ტენდენცია გრძელდება, რაც, სხვა ფაქტორებთან ერთად, ადგილობრივი წარმოების პროდუქციის ექსპორტის ზრდითაა გამოწვეული. დღეს გამოქვეყნდა საგარეო ვაჭრობის მნიშვნელოვანი მონაცემები, რომლის თანახმადაც 2021 წლის აგვისტოში ჩვენი ადგილობრივი წარმოების ექსპორტი გაზრდილია, 2020 წლის აგვისტოსთან შედარებით 17,7 პროცენტით, 2019 წლის ანალოგიური პერიოდის მონაცემთან შედარებით - 32 პროცენტით, - განაცხადა ეკონომიკის და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ.

თამთა მერელიშვილი

20 სექტემბერი 2021, 16:57

პოლიტიკა

თამთა მეგრელიშვილი: „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ სარჩელი არჩევნებამდე ორი კვირით ადრე პირდაპირ „ნაციონალური მოძრაობის“ დაკვეთაა

„ამასთან ყველა პოლიტიკურმა ძალამ კარგად იცის, რომ ამ საკითხის ირგვლივ სახელისუფლებო გუნდთან ერთად მიღებულ გადაწყვეტილებაში შესაცვლელი არც არაფერია და მუშაობის პროცესში უშუალო მონაწილეობის დროს მათ საწინააღმდეგო არც არაფერი ჰქონიათ. კერძოდ, საკითხზე მსჯელობის პროცესში არცერთ პოლიტიკურ გუნდსა და არცერთ არასამთავრობო ორგანიზაციას პრეტენზია ამ საკითხზე არ გამოუთქვამს. დაყოფის საკითხი უმტკივნეულოდ, კონსენსუსით იქნა მიღებული, (იმ პარტიებმაც კი მოიწონეს ეს დაყოფა, რომლებმაც საბოლოო ჯამში ხმა არ მისცეს კანონს). დღეს, სხვაგვარად გაცოცხლებული თემიდან ყველა საკითხი ისევ მათთან ერთად დალაგებული და გავლილია. სარჩელი სარჩელისათვის კი კიდევ ერთხელ ცხადყოფს მიზანს - შემკვეთის ინტერესებს მოარგონ სამართალი, რაც დამეთანხმებით კანონსაწინააღმდეგო და მიუღებელია“, - წერს თამთა მეგრელიშვილი Facebook-ზე.

20 სექტემბერი 2021, 16:57

ეკონომიკა

პროგრამის „სუბსიდირებული იპოთეკური სესხი“ ფარგლებში 50-მდე სესხი გაიცა

პროგრამა მიზნად ისახავს, როგორც უძრავ ქონებაზე მოთხოვნის სტიმულირებას, ასევე, მრავალშვილიანი ოჯახების ან ისეთი ოჯახების მხარდაჭერას, რომლებსაც ჰყავთ ახალშეძენილი შვილები.