imedi /  05 მაისი 2020, 14:38 / სანდო წყარო

დმანისის მუნიციპალიტეტში 100 უკიდურესად გაჭირვებულ ოჯახს საკვები პოდუქტი გადაეცა

დღეს დმანისის მუნიციპალიტეტში მორიგი სოციალური აქცია გაიმართა. აზერბაიჯანის საელჩოს მხარდაჭერით საკვები პროდუქტი 100 უკიდურესად გაჭირვებულ ოჯახს გადაეცა, - ამის შესახებ ინფორმაცია დმანისის მუნიციპალიტეტის Facebook-ის ოფიციალურ გვერდზე ვრცელდება.

ღონისძიებას საქართველოში აზერბაიჯანის ელჩი დურსუნ ჰასანოვი, ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებული, შოთა რეხვიაშვილი და დმანისის მუნიციპალიტეტის მერი, გიორგი ტატუაშვილი ესწრებოდნენ.

„აზერბაიჯანის საელჩოს მხარდაჭერით, საშუალება მოგვეცა დმანისის მუნიციპალიტეტში დამატებით 100 უკიდურესად გაჭირვებულ ოჯახს დავეხმაროთ. მე მინდა, აზერბაიჯანულ მხარეს და თითოეულ კომპანიას, ვინც სოციალურ კამპანიაშია ჩართული მადლობა გადავუხადო", - განაცხადა დმანისის მუნიციპალიტეტის მერმა, გიორგი ტატუაშვილმა.

სოციალურ ღონისძიებას დმანისის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილეები, ბადრი სუბარი, არიფ სულეიმანოვი და ადმინისტრაციული სამსახურის ხელმძღვანელი პაატა ყულიაშვილი ესწრებოდნენ.

ყველა სიახლე

ფასიანი საკანი უკრაინა

31 მაისი 2020, 23:53

მსოფლიო

უკრაინის წინასწარი დაკავების იზოლატორებში ფასიანი საკნები გახსნეს

ფასიანი საკნები მთავრობას ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულებაში დაეხმარება. წინასწარი დაკავების საკნებში არასათანადო პირობების გამო სასამართლო უკრაინას კომპენსაციის გადახდას ავალდებულებს.

ბიძინა კულუმბეგოვი

31 მაისი 2020, 23:26

COVID19

ბიძინა კულუმბეგოვი: თუ ამის აუცილებლობა არ არსებობს, ნუ ვივლით სტუმრად

ალერგოლოგ-იმუნოლოგი ბიძინა კულუმბეგოვი, საზოგადოებას მოუწოდებს, რომ სადარბაზოებსა და ლიფტებში ნიღაბი ატარონ. მისი თქმით, რაც უფრო მეტად მოდუნდება საზოგადოება, ინფექციის ტალღის გაჩენის რისკიც მით უფრო მოიმატებს.

ლებრონ ჯეიმსი

31 მაისი 2020, 23:23

სპორტი

ლებრონ ჯეიმსი აშშ-ში მიმდინარე აქციებზე: რატომ არ ვუყვარვართ ამერიკას?

46 წლის აფროამერიკელის, ჯორჯ ფლოიდის მკვლელობის გამო აშშ-ში მიმდინარე საპროტესტო გამოსვლებს ცნობილი ამერიკელი კალათბურთელი ლებრონ ჯეიმსი გამოეხმაურა. „რატომ არ ვუყვარვართ ამერიკას? ეს ძალიან სამწუხაროა,“-წერს კალათბურთელი Twitter-ზე.

ფაბიო ლომბინი/ჯიოლე როსეტი

31 მაისი 2020, 23:15

სპორტი

ორი იტალიელი მოცურავე ავიაკატასტროფას ემსხვერპლა

მსუბუქძრავიანი თვითმფრინავი ლომბარდიის რეგიონში ჩამოვარდა და ხანძარი გაუჩნდა. ორივე სპორტსმენი ადგილზე დაიღუპა.

ალექსანდრე გოგინავა

31 მაისი 2020, 23:08

COVID19

ალექსანდრე გოგინავა: ინფექციასთან საკმაოდ მნიშვნელოვანი ბრძოლა მოვიგეთ, მაგრამ მთავარი ომი ჯერ არ დასრულებულა

„კორონავირუსული ინფექცია არსად წასულა, ის ჩვენ გვერდით არის. გავითვალისწინოთ დაავადებათა კონტროლის ცენტრის მიერ გაცემული რეკომენდაციები, როგორიცაა პირბადეების გამოყენება დახურულ სივრცეში, ჰიგიენური ნორმების დაცვა და სოციალური დისტანცირება. მართალია, კორონავირუსულ ინფექციასთან საკმაოდ მნიშვნელოვანი ბრძოლა მოვიგეთ, მაგრამ მთავარი ომი ჯერ არ დასრულებულა და საფრთხეები ჯერ კიდევ არსებობს“, - ამბობს გოგინავა.

ლუგარის ლაბორატორია

31 მაისი 2020, 23:06

პოლიტიკა

კრემლის განცხადებებს ლუგარის ლაბორატორიის შესახებ საქრთველოში აფასებენ. ვიდეო

კრემლში ლუგარის ლაბორატორიის შესაბენ მორიგი პროვოკაციული განცხადებები გაკეთდა. რატომ ებრძვის ოკუპანტი სამეცნიერო კვლევით ცენტრს რომლის წვლივიც გლობალური პანდემიის წინააღდეგ ბრძოლისას მსოფლიომ აღაირა. კრემლის განცხადებებს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი, დავით ზალკალიანი ეხმაურება. მისი თქმით, კრემლის განცხადებები ემსახურება იმ ნარატივსა და პროპაგანდას, რომელიც მათ სჭირდებათ, ორი მიზნისთვის, ერთი შიდა მოხმარებისთვის და მეორე ამერიკასთან ურთიერთობაში ამ საკითხის შემოსატანად.

იტალია კორონავირუსი

31 მაისი 2020, 22:58

COVID19

გასული დღე-ღამის განმავლობაში იტალიაში კორონავირუსისგან 75 ადამიანი გარდაიცვალა

ბოლო 24 საათის განმავლობაში იტალიაში კორონავირუსით ინფიცირებული 75 ადამიანი გარდაიცვალა. ამასთან ქვეყანაში ინფიცირების 355 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა.

ჯო ბაიდენი

31 მაისი 2020, 22:37

მსოფლიო

Washington Post-ისა და ABC News-ის გამოკითხვით, ჯო ბაიდენი რეიტინგით ტრამპს უსწრებს

გამოკითხვის შედეგებით, ბაიდენს მხარს რესპოდენტთა 53 პროცენტი უჭერს, ტრამპს კი ხმას გამოკითხულთა 43 პროცენტი აძლევს. საპრეზიდენტო არჩევნები აშშ-ში 3 ნოემბერს ჩატარდება.

საერთაშორისო კოსმოსური სადგური

31 მაისი 2020, 22:24

ტაბლოიდი

Crew Dragon-ის ეკიპაჟი საერთაშორისო კოსმოსურ სადგურზეა. ვიდეო

19-საათიანი ფრენის და ხომალდის სადგურთან წარმატებული მიერთების შემდეგ მათ სკს-ს მოქმედი ეკიპაჟი - რუსი კოსმონავტები ანატოლი ივანიშინი და ივან ვაგნერი და ამერიკელი კრის კესიდი დახვდნენ. ჯერჯერობით უცნობია რამდენ ხანს გაატარებენ ასტრონავტები სადგურზე.

საფრანგეთი კორონავირუსი

31 მაისი 2020, 22:09

COVID19

ბოლო 24 საათის განმავლობაში საფრანგეთში კორონავირუსისგან 31 ადამიანი გარდაიცვალა

პანდემიის დაწყებიდან დღემდე საფრანგეთში კორონავირუსით ინფიცირების 188 752 შემთხვევა დადასტურდა. უკვე ზედიზედ მეთერთმეტე დღეა ქვეყანაში COVID-19-ით გარდაცვლილთა რიცხვი 100-ს არ აღემატება.

ლუკ კოფი ნატო

31 მაისი 2020, 21:57

პოლიტიკა

ლუკ კოფი მიიჩნევს, რომ ნატომ საქართველოში შავი ზღვის უსაფრთხოების ცენტრი უნდა ჩამოაყალიბოს

„ასეთი ცენტრის ნატოს არა-წევრ ქვეყანაში შექმნის პრეცედენტი არ არსებობს, მაგრამ ლეგალურად ამის გაკეთებას არაფერი კრძალავს. ეს ნატოსა და საქართველოს ურთიერთობებს გაამყარებს და იმის დემონსტრაცია იქნება თუ რამდენად მნიშვნელოვანი გახდა შავი ზღვის რეგიონი ევროპის უსაფრთხოებისთვის. ცენტრი მნიშვნლოვანი დიალოგის და წვრთნების ჩატარების საშუალებას და შავი ზღვის უსაფრთხოებასთან დაკავშირებულ გამოწვევასთან გამკლავების შესაძლებლობას მოგვცემს. ასევე ცენტრი საქართველოში ნატოს დროშის აფრიალების მორიგი შესაძლებლობა იქნება“, - წერს კოფი.

ბექა ლილუაშვილი

31 მაისი 2020, 21:52

ეკონომიკა

ბექა ლილუაშვილი: გახსნილ ობიექტში ყველა რეკომენდაცია მაქსიმალურად უნდა იქნას დაცული

თითოეულ გახსნილ ობიექტში მაქსიმალურად უნდა იქნას დაცული ყველა ის რეკომენდაცია და გაიდლაინი, რომელსაც ჯანდაცვის შესაბამისი უწყებები გასცემენ- ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრის მრჩეველმა ეკონომიკურ საკითხებში, ბექა ლილუაშვილმა „ქრონიკას“ განუცხადა. მისი თქმით, ხელისუფლებამ როგორც კი დაინახა, რომ ქვეყანაში ეპიდემიოლოგიური მდგომარეობა კონტროლს ექვემდებარება, საზოგადოებისთვის მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადადგა.

სტრასბურგის სასამართლო

31 მაისი 2020, 21:36

სამართალი

2004-2012 წლებში ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში საქართველოდან სამართლის ძიება 5416-მა მომჩივანმა წამოიწყო

სტრასბურგის სასამართლოში შეტანილი საჩივრების სტატისტიკა და შინაარსი მოწმობს, რომ ნულოვანი ტოლერანტობის პოლიტიკამ სისტემური დანაშაული წაახალისა. 2004-2012 წლებში ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში საქართველოდან სამართლის ძიება 5416-მა მომჩივანმა წამოიწყო, მათ შორის ყველაზე მეტი, 2122 საჩივარი სტრასბურგის სასამართლოში 2009 წელს გაიგზავნა. მოქალაქეები სახელმწიფოს ადამიანის ფუნდამენტური უფლებების დარვევისთვის უჩიოდნენ.

დონალდ ტრამპი

31 მაისი 2020, 21:27

მსოფლიო

აშშ მოძრაობა „ანტიფას“ ტერორისტული ორგანიზაციების სიაში შეიყვანს

„ვულოცავ ჩვენს ეროვნულ გვარდიას შესანიშნავ სამუშაოს, რომელიც გასულ ღამეს, მინეაპოლისში ჩასვლისთანავე ჩაატარეს. ანარქისტები „ანტიფას“ მეთაურობით შევაჩერეთ. მერს ეს პირველივე ღამეს უნდა გაეკეთებინა და არანაირი პრობლემა არ იქნებოდა“, - დაწერა ტრამპმა.

გასახდელი

31 მაისი 2020, 21:02

საზოგადოება

ტანსაცმლის მაღაზიებში გასახდელები შესაძლოა 1 კვირაში ამოქმედდეს

„არის რიგი შეზღუდვები. ეს შეეხება დისტანციას, პირბადეებით შესვლას. ხელთათმანები საჭირო არ არის, ხელის სანიტაიზერებია დაყენებული ყველგან. მაღაზიების დეზინფექცია ყოველდღიურად მოხდება. ჩვენს ქსელში, პირველ კვირას, დროებით გავაუქმებთ გასახდელებს. ვინაიდან გასახდელების დეზინფექცია ორ საათში ერთხელაა საჭირო, ხალხის ნაკადს დავაკვირდებით და თუ რაოდენობა მოგვცემს ამის საშუალებას, გავხსნით გასახდელებს. სხვა ყველა რეკომენდაციაც შესრულებულია ჩვენს ქსელში“, - განმარტა მაღალაშვილმა.

უვავერა ომოზუვა

31 მაისი 2020, 20:37

მსოფლიო

ნიგერიაში ახალგაზრდა ქალი ეკლესიაში მოკლეს

ინციდენტი ბენინ სიტიში მოხდა. უვავერა მის სახლთან მდებარე ეკლესიაში წასაკითხად ხშირად დადიოდა, რადგან იქ თავს მშვიდად გრძნობდა. 3 დღის წინ, როცა სამედიცინო უნივერსიტეტის სტუდენტი ეკლესიაში კითხულობდა, იქ რამდენიმე კაცი შევიდა, რომლებმაც გოგო ჯერ გააუპატიურეს, შემდეგ კი ცეცხლსაქრობი ჩაარტყეს. ქალი საავადმყოფოში რამდენიმე დღის შემდეგ გარდაიცვალა.

თეა წულუკიანი

31 მაისი 2020, 20:24

საზოგადოება

თეა წულუკიანმა განმარტა, როდის დასრულდება საქართველოში მიწის სისტემური რეგისტრაცია

მიწის რეგისტრაცია ორნაირი არსებობს, ერთია სპორადული რეგისტრაცია, როდესაც მიდიხართ თქვენი საბუთებით და თუ ყველაფერი წესრიგშია სახელმწიფო გირეგისტრირებთ მიწას, ხოლო მეორე არის სისტემური რეგისტრაცია - ამის შესახებ იუსტიციის მინისტრმა, თეა წულუკიანმა გადაცემა „რა დროს ძილია“-ში განაცხადა. მისი განმარტებით, სისტემური რეგისტრაციის დროს მოსახლეობასთან ერთად ადგილზე ხდება იმის აღწერა, ვის რა მიწა ეკუთვნის.

თორნიკე რიჟვაძე

31 მაისი 2020, 20:00

რეგიონი

ქობულეთში მრავალფუნქციური სასტუმრო კომპლექსის მშენებლობა დაიწყო

,,სიმბოლურია, რომ დღეს გლობალური გამოწვევის კვალდაკვალ, მაშინ როდესაც მთელი მსოფლიო დღემდე ებრძვის პანდემიას, საფუძველი ჩავუყარეთ ჩვენი რეგიონისთვის და განსაკუთრებით ქობულეთისთვის ამ ძალიან მნიშვნელოვან პროექტს. ჩვენ ძალიან მალე უნდა შევძლოთ, რომ ჩვენი ქვეყნის ეკონომიკა დავუბრუნოთ განვითარების იმ პოზიტიურ დინამიკას, რომელიც აქამდე გვქონდა. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ აღმშენებლობა გრძელდება არა მხოლოდ ბათუმში, არამედ გრძელდება ქობულეთში და სხვა მუნიციპალიტეტებშიც. იმ კონკრეტულმა ღონისძიებებმა, რომელიც საქართველოს მთავრობამ გაატარა ვირუსთან ეფექტურად ბრძოლის ფარგლებში, მოგვცა საშუალება, რომ ძალიან მალე დავიწყოთ ეკონომიკის აღდგენა, დავიწყოთ ტურისტების მიღება, გაგრძელდეს საინვესტიციო პროექტები და არაერთ მნიშვნელოვან პროექტს ჩაეყაროს საფუძველი“ - აღნიშნა თორნიკე რიჟვაძემ.

ეროვნული ბიბლიოთეკა გამოფენა პოლიციის დღე

31 მაისი 2020, 19:44

კულტურა

ეროვნულმა ბიბლიოთეკამ ვირტუალური გამოფენა „ქართველი პოლიციელები ხალხის სამსახურში“ მოამზადა

ექსპოზიციაზე საქართველოში საგანგებო მდგომარეობის პერიოდში შსს-ს საქმიანობს ამსახველი ფოტო მასალაა წარდგენილი.

დემონსტრაცია ჯორჯ ფლოიდი

31 მაისი 2020, 19:26

მსოფლიო

ჯორჯ ფლოიდის მკვლელობის გამო საპროტესტო აქციები ლონდონსა და ბერლინშიც გაიმართა

ამერიკელ დემონსტრანტების მიმართ სოლიდარობა ლონდონსა და ბერლინში ასობით ადამიანმა გამოხატა. ლონდონში დემონსტრანტები ტრაფალგარის მოედანზე შეიკრიბნენ, პარლამენტის შენობასთან მივიდნენ და დემონსტრაცია აშშ-ის საელჩოსთან დაასრულეს.