IMEDI /  06 მაისი 2020, 10:39 / სანდო წყარო

ბათუმის ღვთისმშობლის შობის ტაძარში მრევლის სოციალურ დისტანციას სტიქაროსნები აკონტროლებენ

გიორგობას აღნიშნავენ აჭარაში მოქმედ ყველა ტაძარში. ბათუმის ღვთისმშობლის შობის ტაძარში, რომელიც ყოველთვის მრევლის სიმრავლით გამოირჩევა, მკაცრად დაცულია სოციალური დისტანცია, ასევე უკეთიათ პირბადეები.

დისტანციას ტაძარში სტიქაროსნები აკონტროლებენ, ტაძრის გარეთ კი მობილიზებული არიან სამართალდამცველები.

ძალაში რჩება ბათუმისა და ლაზეთის ეპარქიის მოწოდება, რომ ჯვარსა და ხატებსა პირბადით ემთხვიონ. სადღესასწაულო ლოცვის დასრულების შემდეგ დაიწყება ზიარება

მართლმადიდებელი ეკლესია დღეს წმინდა გიორგის აღსრულების დღეს აღნიშნავს.

ყველა სიახლე

01 ივნისი 2020, 17:44

საზოგადოება

საქართველოს პროკურატურისთვის ბავშვთა საუკეთესო ინტერესის და უფლებების დაცვა პრიორიტეტული მიმართულებაა

საქართველოს პროკურატურა აქტიურად მუშაობს ბავშვზე მორგებული მართლმსაჯულების სისტემის განვითარებაზე, - ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს გენერალური პროკურატურა ავრცელებს. უწყების ინფორმაციით, ბავშვზე მორგებული გარემო გულისხმობს სათანადო კანონმდებლობას, სპეციალიზებულ პროფესიონალებს და ინფრასტრუქტურულ მოწყობას, რათა სამართალწარმოების პროცესში თავიდან ავიცილოთ დაზარალებული არასრულწლოვნის ხელახალი ვიქტიმიზაცია. ჩვენთვის მნიშვნელოვანია არასრულწლოვნის საუკეთესო ინტერესების შესაბამისი მართლმსაჯულების განხორციელება, როგორც მოწმე და დაზარალებული, ისე კანონთან კონფლიქტში მყოფი არასრულწლოვნების მიმართ.

სანდრო ბრეგაძე

01 ივნისი 2020, 17:33

პოლიტიკა

„ქართული მარში“ პოლიტიკურ პარტიას ქმნის

მოძრაობა „ქართული მარში“ პოლიტიკურ პარტიას ქმნის. ამის შესახებ „TV პირველს“ მოძრაობის ერთ-ერთმა ლიდერმა, სანდრო ბრეგაძემ განუცხადა.

არლემ დეზირი

01 ივნისი 2020, 17:29

მსოფლიო

მედიის თავისუფლების საკითხებში ეუთოს წარმომადგენელი: აშშ-ის ხელისუფლებას მოვუწოდებ, ჟურნალისტების უსაფრთხოდ მუშაობა უზრუნველყონ

მედიის თავისუფლების საკითხებში ეუთოს წარმომადგენელმა, არლემ დეზირმა აშშ-ში საპროტესტო აქციებზე ჟურნალისტების მიმართ გამოყენებული ძალადობის გამო შეშფოთება გამოთქვა.

კახა იშხნელი

01 ივნისი 2020, 17:28

COVID19

კახა იშხნელი: თუ ინფიცირებულთა დღევანდელი დინამიკა გაგრძელდა, სექტემბერში სასწავლო წლის დაწყება არ შეფერხდება

„ბავშვები კორონავირუსით ისევე ინფიცირდებიან როგორც უფროსები, მაგრამ საბედნიეროდ მათთან კლინიკური გამოვლენა მინიმალურია. დღევანდელი დინამიკით სექტემბერში სასწავლო წლის ჩავარდნის საშიშროება არ უნდა გვქონდეს“, - აღნიშნა კახა იშხნელმა.

ზაზა გაბუნია

01 ივნისი 2020, 17:27

პოლიტიკა

ზაზა გაბუნიამ მუნიციპალური სატრანსპორტო სისტემის გაუმჯობესებისათვის საკანონმდებლო ინიციატივა დაარეგისტრირა

საქართველოს პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარემ ზაზა გაბუნიამ სატრანსპორტო სისტემის გაუმჯობესებისათვის საკანონმდებლო ინიციატივა დაარეგისტრირა. „ეს ცვლილებები მინზად ისახავს მუნიციპალური სატრანსპორტო სისტემის მოწესრიგებას და გაუმჯობესებას, ამასთან ამ პოლიტიკის უფრო ეფექტურად განხორციელებას. კანონმდებლობის მოქმედი რედაქციით აღნიშნული შესაძლებლობები უკვე გააჩნია თვითმმართველ ქალაქებს და მნიშვნელოვანია ის გადაეცეს სხვა მუნიციპალიტეტებსაც”, - განაცხადა ზაზა გაბუნიამ.

ლევან ხარაბაძე

01 ივნისი 2020, 17:12

სპორტი

საქართველოს ნაკრების ფეხბურთელი ლევან ხარაბაძე თბილისის „დინამოში“ დაბრუნდა

საქართველოს ნაკრების ფეხბურთელი ლევან ხარაბაძე თბილისის „დინამოში“ დაბრუნდა. 20 წლის მარცხენა მცველი ბოლო წელიწადნახევარი შვეიცარიის ერთ-ერთ საუკეთესო კლუბში, „ციურიხში“ გამოდიოდა, სადაც 16 შეხვედრაში ერთი ბურთი გაიტანა. მძიმე ტრავმის გამო ხარაბაძეს თითქმის ექვსი თვე გაუცდა და ახლა ინდივიდუალური პროგრამით ვარჯიშობს.

01 ივნისი 2020, 17:04

სპორტი

ფეხბურთელი ლევან კუტალია პავლოდარის „ირტიშს“ ფიფაში უჩივის

ყაზახეთის ფეხბურთის ფედერაციას რამდენიმე დღის წინ, კლუბის ხელმძღვანელობამ ჩემპიონატიდან მოკვეთის შესახებ განცხადებით მიმართა. ფედერაციამ მათი თხოვნა დააკმაყოფილა და შედეგად სატურნირო ცხრილში „ირტიშის“ შედეგები განულდა. შემდეგ კი კალენდრიდან კლუბის თამაშები ამოიღეს.

ნათია მეზვრიშვილი

01 ივნისი 2020, 17:02

საზოგადოება

ნათია მეზვრიშვილი: ჯერ კიდევ ბევრი გამოწვევაა დასაძლევი ბავშვებისთვის ღირსეული ცხოვრების შესაქმნელად

ჯერ კიდევ ბევრი გამოწვევაა დასაძლევი ბავშვებისთვის ღირსეული ცხოვრების შესაქმნელად, - ამის შესახებ ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი ნათია მეზვრიშვილი სოციალურ ქსელში პირად გვერდზე სტატუსს აქვეყნებს. მეზვრიშვილის განცხადებით, ბოლო წლების განმავლობაში სახელმწიფომ საკმაოდ ბევრი გააკეთა ბავშვებისთვის, განსაკუთრებით მართლმსაჯულების სისტემაში მოხვედრილი ბავშვებისთვის და ამაში დიდია როგორც პარტნიორი საერთაშორისო ორგანიზაციების, ისე არასამთავრობო სექტორის და სახალხო დამცველის როლი.

კახა იშხნელი

01 ივნისი 2020, 17:00

COVID19

კახა იშხნელი: როდესაც ქვეყანა შეზღუდვების მოხსნის სხვადასხვა საფეხურზეა, ინფიცირებულთა ზრდა მოსალოდნელია

„შიშის არა, მაგრამ სიფრთხილის დრო ნამდვილად არის! ეს ეტაპი ყველაზე დაძაბული სამედიცინო საზოგადოებისთვის იქნება, იმ ხალხისთვის რომელიც ადამიანის ჯანმრთელობაზე ზრუნავს. ჩვენ წინა ეტაპები ხუთიანზე გავიარეთ და ახლაც შევეცდებით, რომ ეს თამასა არ ჩამოვაგდოთ“, - აღნიშნა კახა იშხნელმა.

01 ივნისი 2020, 16:55

მსოფლიო

ბელარუსში ოპოზიციონერი პოლიტიკოსი ნიკოლაი სტატკევიჩი დააპატიმრეს

​​​​​​​ბელარუსიაში ოპოზიციონერი პოლიტიკოსი ნიკოლაი სტატკევიჩი 15 დღით დააპატიმრეს. ამის შესახებ TUT.BY წერს. სტატკევიჩი მიტინგების ჩატარების წესის დარღვევისთვის დააკავეს. გამოცემის ცნობით, დღეს ბელარუსიის რამდენიმე ქალაქში პიკეტები მიმდინარეობდა. სადაც დამოუკიდებელი საპრეზიდენტო კანდიდატების მხარდასაჭერად ხელმოწერები გროვდებოდა. პიკეტებზე სულ 20 ადამიანი დააკავეს.

01 ივნისი 2020, 16:53

მსოფლიო

დღეიდან რომის კოლიზეუმი ვიზიტორებისთვის ღიაა

დღეიდან რომის კოლიზეუმი ვიზიტორებისთვის ოფიციალურად გაიხსნა. ცნობილი ღირშესანიშნაობის ნახვა მხოლოდ წინასწარ დაჯავშნილი ბილეთებითაა შესაძლებელი. შესვლამდე ყველა ვიზიტორი თერმოსკრინინგის პროცედურას გაივლის. ბილეთის ფასი უცვლელი რჩება: 24 საათის განმავლობაში ბილეთის ფასი 16 ევრო იქნება. ამასთან ერთად, 14:00 საათის შემდეგ ბილეთის ფასი 9,5 ევრომდე დაიკლებს.

ნიკოლ ფაშინიანი ვლადიმერ პუტინი

01 ივნისი 2020, 16:50

მსოფლიო

კორონავირუსით ინფიცირებული ნიკოლ ფაშინიანი მოსკოვში სამხედრო აღლუმზე გამგზავრებას გეგმავს

სომხეთის პრემიერ-მინისტრი, ნიკოლ ფაშინიანი, რომელსაც დღეს კორონავირუსი დაუდგინდა, 24 ივნისს მოსკოვში დაგეგმილ სამხედრო აღლუმზე გამგზავრებას გეგმავს. ინფორმაციას ამის შესახებ სომხეთის მთავრობის მეთაურის ადმინისტრაცია ავრცელებს.

01 ივნისი 2020, 16:49

სამართალი

სამეგრელოში, გურიასა და ზემო სვანეთში უაქციზო საქონლის შენახვის ფაქტები გამოვლინდა

25-31 მაისს, ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის სამეგრელოს, გურიისა და ზემო სვანეთის სამმართველოს მიერ, გატარებული მიმდინარე კონტროლის პროცედურების შედეგად, უაქციზო საქონლის შენახვის 35 ფაქტი გამოვლინდა - ინფორმაციას ამის შესახებ, ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური ავრცელებს. „ჯამში ამოღებულია უაქციზო სიგარეტი (5,154 კოლოფი), თუთუნი (43,8 კგ.), თვითნაკეთი სიგარეტი (3,820 ღერი) და უაქციზო ალკოჰოლური სასმელი (5 ლიტრი - 10 ბოთლი). საქართველოს საგადასახადო კოდექსის 192-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, კანონდამრღვევ მოქალაქეებს ჩამოერთვათ საქონელი. აქედან 2 შემთხვევა სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს შეიცავს. მასალები ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურს გადაეგზავნა“, - ნათქვამია განცხადებაში.

01 ივნისი 2020, 16:44

საზოგადოება

ათონელის ქუჩაზე გზის რეაბილიტაცია დასრულდა

მთაწმინდის რაიონში, ათონელის ქუჩაზე გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები დასრულდა. აღნიშნულ მისამართზე საგზაო ინფრასტრუქტურა სრულად ამორტიზებული იყო. მასშტაბური სამუშაოების ფარგლებში, 2 600 კვ.მ ფართობზე დაიგო ორფენიანი ასფალტი, მოეწყო ბორდიური და ტროტუარი. ასევე, მოწესრიგდა საკომუნიკაციო ჭები. დასრულებულ სამუშაოებს მთაწმინდის რაიონის გამგებელი დავით კირკიტაძე გაეცნო. საგზაო სამუშაოებისთვის მთაწმინდის გამგეობის ბიუჯეტიდან 300 000 ლარი დაიხარჯა. ინფრასტრუქტურული პროექტი კომპანიამ „პარმა“ შეასრულა.

01 ივნისი 2020, 16:43

მსოფლიო

„თალიბანმა“ 45 ტყვე გაათავისუფლა

გათავისუფლებულებს შორის არიან ქვეყნის არმიისა და პოლიციის წარმომადგენლები. მოლაპარაკებები პატიმრების გაცვლის შესახებ ქაბულში აპრილის დასაწყისში დაიწყო. აშშ-სა და „თალიბანს“ შორის გაფორმებული შეთანხმების თანახმად, ავღანეთის მთავრობამ 5 000 მებრძოლი უნდა გაათავისუფლოს, „თალიბანმა“ კი 1 000.

ეკატერინე ტიკარაძე

01 ივნისი 2020, 16:42

საზოგადოება

ეკატერინე ტიკარაძე ბავშვთა დაცვის დღესთან დაკავშირებით „ეს-ო-ეს ბავშვთა სოფელს“ ესტუმრა

ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, ჯანდაცვის მინისტრი ეკატერინე ტიკარაძე „ეს-ო-ეს ბავშვთა სოფელს“, ასევე დედათა და ბავშვთა თავშესაფარს ესტუმრა. როგორც ჯანდაცვის სამინისტროში აცხადებენ, ეკატერინე ტიკარაძემ აღსაზრდელებს საჩუქრები გადასცა და სახელმწიფო ზრუნვის ქვეშ მყოფი ბავშვების მდგომარეობას ადგილზე გაეცნო.

01 ივნისი 2020, 16:29

პოლიტიკა

პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტში, ვიდეოკონფერენციის ფორმატში ახალგაზრდებთან შეხვედრა შედგა

დღეს, პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის ორგანიზებით, დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებთან, UNICEF-ის გუნდთან და სახალხო დამცველთან ერთად ვიდეოკონფერენციის ფორმატში ახალგაზრდებთან შეხვედრა შედგა.

ვაქცინა კორონავირუსი

01 ივნისი 2020, 16:24

COVID19

ყოველი მეორე გერმანელი მზადაა, კორონავირუსის საწინააღმდეგო აცრა გაიკეთოს

ყოველი მეორე გამოკითხული გერმანელი მზადაა, კორონავირუსის საწინააღმდეგო აცრა გაიკეთოს, თუ მეცნიერები ვაქცინას შექმნიან. DW-ს ცნობით, ამის შესახებ საზოგადოებრივი აზრის კვლევის შედეგები მეტყველებს. კვლევაში სულ 2056 რესპონდენტი მონაწილეობდა. აღსანიშნავია ისიც, რომ ვაქცინაციის მომხრეთა შორის კაცები სჭარბობენ.

არჩილ თალაკვაძე

01 ივნისი 2020, 16:24

პოლიტიკა

არჩილ თალაკვაძე ოპოზიციას საკონსტიტუციო ცვლილებების განხილვაში ჩართვისკენ მოუწოდებს

პარლამენტის თავმჯდომარე ოპოზიციას საკონსტიტუციო ცვლილებების განხილვის პროცესში ჩართვისკენ მოუწოდებს. ამის შესახებ არჩილ თალაკვაძემ ბიუროს სხდომაზე განაცხადა.

01 ივნისი 2020, 16:20

პოლიტიკა

საკონსტიტუციო ცვლილებების საჯარო განხილვა სატელევიზიო ფორმატში გაიმართება

კომისიის სხდომაზე შეთანხმდნენ, სატელევიზიო ფორმატში ორი განხილვა შედგება, რომელსაც პარლამენტის თავმჯდომარე გაუძღვება და რომელსაც საზოგადოებრივი მაუწყებელი და აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი უმასპინძლებს. ინტერაქციული კომუნიკაციის რეჟიმში, კომისიის წევრები საზოგადოებისგან შეკითხვებსაც მიიღებენ და უპასუხებენ.