imedi /  06 მაისი 2020, 19:28 / სანდო წყარო

ფოთში 6 ათასი ტონა ხორბალი შემოვიდა - კომპანიაში საწარმოო პროცესს ალექსანდრე მოწერელია გაეცნო

ფოთის პორტში 6 ათასი ტონა ხორბალი შემოვიდა, ,,ბევრილი ჯგუფი“ ხორბლის მარაგის გაზრდას უახლოეს პერიოდში კიდევ 12 ათასი ტონით გეგმავს, კომპანიამ ჯამში 18 ათასი ტონა ხორბალი შეიძინა. საწარმოო პროცესს და არსებულ მარაგებს სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებული, ალექსანდრე მოწერელია, ფოთის მერთან გოჩა კურდღელიასთან ერთად ადგილზე გაეცნო, - ამის შესახებ ინფორმაციას სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო ადმინიატრაცია ავრცელებს.

მათი ინფორმაციით, „ბევრილი ჯგუფი“ პურის ფქვილთან ერთად, პურპროდუქტებს აწარმოებს, საგანგებო მდგომარეობის მიუხედავად კომპანია 24 საათიანი დატვირთვით, შეუფერხებლად მუშაობს. კომპანია სახელმწიფო სუბსიდირების პროექტში მონაწილეობს და პროდუქციაზე ფასი არ გაუზრდია.

კომპანია პურის ფქვილით მთელს საქართველოს ამარაგებს. გარდა ამისა ყოველდღიურად აცხობს 10 სახეობის 27 ათას ცალ პურს, 11 სახეობის ფუნთუშეულს, 16 სახეობის ორცხობილას. საწარმოო პროცესში ყოველდღიურად 250 ადამიანია დასაქმებული, კომპანია ითვალისწინებს ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაციებს. ,,ბევრილი ჯგუფმა" სოციალური პასუხისმგებლობის კამპანიის ფარგლებში ,,კოვიდ 19“-თან ბრძოლის ფონდში 100 ათასი ლარი გადარიცხა.

ყველა სიახლე

გიორგი გახარია

29 მაისი 2020, 14:28

პოლიტიკა

გიორგი გახარია: 2012 წელს ქვეყანაში სიღარიბის მაჩვენებელი 30%-ზე მეტი იყო, დღეს კი ეს მაჩვენებელი 19.5%-ია

ბოლო წლების განმავლობაში, კონკრეტულად, 2012 წლის შემდეგ საქართველოში სიღარიბე 10.5%-ით შემცირდა. 2012 წელს ქვეყანაში სიღარიბის მაჩვენებელი 30%-ზე მეტი იყო, დღეს კი ეს მაჩვენებელი 19.5%-ია, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერმინისტრმა, გიორგი გახარიამ პარლამენტში გამოსვლისას განაცხადა.

გიორგი გახარია

29 მაისი 2020, 14:28

პოლიტიკა

გიორგი გახარიას პარლამენტში ინტერპელაციის წესით უსმენენ

პარლამენტში ინტერპელაციის წესით პრემიერ-მინისტრს, გიორგი გახარიას უსმენენ. პრემიერმა საკანონმდებლო ორგანოს ვირუსთან ბრძოლის შესახებ ანგარიში საკუთარი ინიციატივით ორი დღის წინ წარუდგინა, თუმცა წინ კიდევ ერთი მოხსენებაა.

ტომაშ პეტრშიჩეკი

29 მაისი 2020, 14:26

პოლიტიკა

ჩეხეთის საგარეო საქმეთა მინისტრი საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ მდგომარეობას ეხმიანება

ჩეხეთის რესპუბლისკის საგარეო საქმეთა მინისტრი ტომაშ პეტრშიჩეკი საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ მდგომარეობასა და რუსეთის უკანონო ნაბიჯებს ფიციალური Twitter გვერდის მეშვეობით ეხმაურება. „არ შემიძლია არ გავიმეორო, რომ აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში დე ფაქტო ხელისუფლების მიერ გადადგმული ნაბიჯები, ისევე როგორც რუსეთის ქმედებები, ძირს უთხრის რეგიონში სტაბილურობას. სავალალოა, რომ ე.წ. „ბორდერიზაცია“ და სხვა უკანონო მოქმედებები COVID 19 პანდემიის მიუხედავად გრძელდება“, - წერს ტომაშ პეტრშიჩეკი.

ირაკლი სესიაშვილი

29 მაისი 2020, 14:12

პოლიტიკა

ირაკლი სესიაშვილი: ოპოზიციას ძლიერი სახელმწიფო და ქვეყნის წარმატება არ აწყობს

პრემიერმა ყველა კითხვას 27 მაისს ამომწურავი პასუხი გასცა. ჩვენს მიღწევებს ვირუსთან ბრძოლაში საერთაშორისო საზოგადოება აღიარებს, ერთადერთი, ვინც ეს ვერ გაიგო, იყო ოპოზიცია. ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი სესიაშვილმა „ქრონიკას“ განუცხადა.

საქართველოს იუსტიციის სამინისტრო

29 მაისი 2020, 14:10

სამართალი

ეტაპობრივი გახსნის შედეგად თბილისში 31 სანოტარო ბიურო ამოქმედდა

სანოტარო ბიუროების გახსნა და მათი ჩვეულ სამუშაო რეჟიმში ეტაპობრივად დაბრუნება 20 მაისს თბილისით დაიწყო და კვლავაც გრძელდება, - ამის შესახებ ინფორმაციას იუსტიციის სამინისტრო ავრცელებს. „სანოტარო ბიუროების ინპექტირებისა და შესაბამის ნოტარიუსებთან სამუშაო შეხვედრების გამართვის შედეგად, საქართველოს იუსტიციის სამინისტრომ დღეისათვის თბილისში 31 სანოტარო ბიუროზე უკვე გასცა მუშაობის განახლების ნებართვა კანონმდებლობით დადგენილი წესით.

29 მაისი 2020, 14:04

პოლიტიკა

„ლელო“ საპარლამენტო არჩევნებში თავის კანდიდატს ყველა მაჟორიტარულ ოლქში წარადგენს

როგორც პარტიის თავმჯდომარე, მამუკა ხაზარაძე აცხადებს, მათ ოცდაათივე ოლქში ეყოლებათ კანდიდატი და არ გამორიცხავენ, სხვა ოპოზიციურ პარტიებთან კონსულტაციები გაიარონ. თუმცა როგორც ხაზარაძე აღნიშნავს, ეს არ ნიშნავს იმას, რომ საერთო კანდიდატზე ისინი თანახმა არიან.

ფახულანი-საბერიოს ე.წ. ადმინისტრაციულ საზღვართან აქცია

29 მაისი 2020, 13:54

რეგიონი

ფახულანი-საბერიოს ე.წ. ადმინისტრაციულ საზღვართან მოქალაქეთა ნაწილმა უკანონო ბორდერიზაციის პროცესი გააპროტესტა

წალენჯიხის მუნიციპალიტეტში, ფახულანი-საბერიოს ე.წ. ადმინისტრაციულ საზღვართან, სამოქალაქო მოძრაობის "ხმა" ორგანიზებით, აქცია გაიმართა. აქციის მონაწილეები საქართველოს, ევროკავშირისა და ამერიკის დროშებით მივიდნენ ე.წ. საზღვართან და რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიების ოკუპაცია კიდევ ერთხელ გააპროტესტეს.

29 მაისი 2020, 13:40

საზოგადოება

მუნიციპალურმა ტრანსპორტმა მუშაობა ქუთაისშიც განაახლა

მუნიციპალურმა ტრანსპორტმა მუშაობა ქუთაისშიც განაახლა. დღეიდან ქალაქში ავტობუსები და მიკროავტობუსები იმოძრავებენ. ტრანსპორტს სადეზინფექციო სამუშაოები ყოველდღიურად ჩაუტარდება.

29 მაისი 2020, 13:40

პოლიტიკა

მამუკა ხაზარაძემ „ლელოს“ ახალი ლოგო და კამპანია წარადგინა

„ლელო საქართველოსთვის“ თავმჯდომარემ, მამუკა ხაზარაძემ პოლიტიკური ორგანიზაციის ახალი ლოგო და კამპანია, სახელწოდებით „ახალი ძალა, ახალი იმედი“ წარადგინა. ხაზარაძის განცხადებით პოლიტიკური მოძრაობა „ლელო საქართველოსთვის“ ახალი ლოგოტიპი გამარჯვებისა და მშვიდობის სიმბოლოა.

საბერძნეთი

29 მაისი 2020, 13:40

საზოგადოება

საგარეო უწყება საბერძნეთში საქართველოს მოქალაქის გარდაცვალებაზე: საკონსულო მუდმივ კონტაქტზეა ოჯახის წევრებთან

საგარეო საქმეთა სამინისტრო საბერძნეთში საქართველოს მოქალაქის გარდაცვალების შესახებ აცხადებს, რომ ცხედრის ექსპერტიზა მიმდინარეობს.

29 მაისი 2020, 13:38

ეკონომიკა

Renault-ის 15 ათასი თანამშრომელი უმუშევრად დარჩა

ფრანგულმა ავტომწარმოებელმა კომპანიამ Renault-მა მსფოლიოს მასშტაბით განთავსებულ საწარმოებში ჯამში 15 ათასი სამუშაო ადგილი გააუქმა. ამ ნაბიჯით კომპანია €2 მილიარდის დაზოგვას გეგმავს. Renault-ის ხელმძღვანელობამ გადაწყვეტილება ახალი კორონავირუსის გამო შექმნილი კრიზისისგან თავის დასაცავად მიიღო.

დევიდევიდ ნაბარო

29 მაისი 2020, 13:38

COVID19

ჯანმოს სპეციალური წარმომადგენელი: კორონავირუსი არსად გამქრალა - მსოფლიო ახალი ეპიდემიოლოგიური აფეთქებისთვის მზად უნდა იყოს

კორონავირუსის საკითხებში ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის სპეციალური წარმომადგენლის, დევიდ ნაბაროს განცხადებით, კორონავირუსი არსად გამქრალა და მსოფლიო ახალი ეპიდემიოლოგიური აფეთქებისთვის მზად უნდა იყოს.

ვლადიმერ ბოჟაძე

29 მაისი 2020, 13:29

პოლიტიკა

ვლადიმერ ბოჟაძე: ძალიან გაიზარდა ამომრჩეველი, კარგად არჩევს თეთრსა და შავს, ზუსტად იცის, ვის უნდა ანდოს საკუთარი სამშობლო

„პოლიტიკურად ძალიან გაიზარდა ამომრჩეველი, კარგად არჩევს თეთრსა და შავს, ზუსტად იცის, ვის უნდა ანდოს საკუთარი სამშობლო, - ამის შესახე ანალიტიკოსი ვლადიმერ ბოჟაძე Facebook-ის საკუთარგვედრზე წერს და Gorbi-ის მიერ ჩატარებული კვლევის შედეგებზე აცხადებს. „დარჩება თუ არა "ქართული ოცნება" ხელისუფლებაში მესამე ვადით? ამ კითხვაზე პასუხი Gorbi-ის კვლევაშია. დიახ, დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში პირველად, პოლიტიკურ პარტიას მესამე ვადით ანდობს ხელისუფლებას ამომრჩეველი, 55% მზად არის კვლავ მმართველ პარტიას მისცეს ხმა, რაც სრულიად საკმარისია მყარი საპარლამენტო უმრავლესობის და შესაბამისად მთავრობის ჩამოსაყალიბებლად.

ვასილ როინიშვილი

29 მაისი 2020, 13:23

სამართალი

ვასილ როინიშვილი საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლედ აირჩიეს

უზენაესმა სასამართლოში საკონსტიტუციო სასამართლოს წევრის არჩევის პროცესი დასრულდა. საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლედ ვასილ როინიშვილი აირჩიეს. „ვფიქრობ, რომ ჩემს მოკრძალებულ წვლილს შევიტან საკონსტიტუციო სასამართლოს ფუნქციონირებაში. ყოველ შემთხვევაში, შევეცდები“,- განაცხადა როინიშვილმა სხდომის დაწყებამდე.

ზუგდიდის ბოტანიკური ბაღი

29 მაისი 2020, 13:19

რეგიონი

ზუგდიდის ბოტანიკური ბაღი ვიზიტორებს წლის ბოლომდე უფასოდ უმასპინძლებს

„ზუგდიდის ბოტანიკური ბაღი უკვე ფუნქციონირებს და ბევრ ვიზიტორს იღებს. შიდა ტურიზმის ხელშესაწყობად, ჩვენი გადაწყვეტილებით, წლის ბოლომდე ზუგდიდის ბოტანიკური ბაღი ვიზიტორებს უფასოდ უმასპინძლებს. ამიტომ საქართველოს ნებისმიერ კუთხეში მცხოვრებლებს ვიწვევთ, რომ ნახონ და დაათვალიერონ ეს მართლაც საოცარი გარემო“, - აღნიშნა ზუგდიდის მერმა.

29 მაისი 2020, 13:16

ეკონომიკა

სებ-ი: აპრილში ყველაზე მნიშვნელოვანი გავლენა ინფლაციაზე კარტოფილის გაძვირებამ იქონია

2020 წლის აპრილში წლიურმა ინფლაციამ 6.9 პროცენტი შეადგინა, ხოლო მარტთან შედარებით ფასები 0.9 პროცენტით გაიზარდა, - ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ეროვნული ბანკი ავრცელებს. აპრილში წინა თვესთან შედარებით, ყველაზე მნიშვნელოვანი გავლენა ინფლაციაზე კარტოფილის გაძვირებამ იქონია. კარტოფილი 22.7 პროცენტით გაძვირდა, ხოლო წვლილმა თვის ინფლაციაში 0.3 პპ შეადგინა.

არჩილ თალაკვაძე

29 მაისი 2020, 13:15

პოლიტიკა

საკონსტიტუციო ცვლილებების საჯარო განხილვა მომავალი კვირიდან დაიწყება

საკონსტიტუციო ცვლილებების საჯარო განხილვა მომავალი კვირიდან დაიწყება. ამის პარლამენტის ბიუროს სხდომაზე არჩილ თალაკვაძემ განაცხადა. ეპიდსიტუაციის და ჯანდაცვის რეკომენდაციების გამო, განხილვა ჩატარდება „საზოგადოებრივი მაუწყებლის“ ეთერით.

29 მაისი 2020, 13:13

პოლიტიკა

კომუნიკაციების კომისია: „მთავარმა არხმა“ ეთერში პროგრამა რუსულ ენაზე განათავსა, რითაც კანონი დაარღვია

კომუნიკაციების კომისიამ „მთავარი არხი“ ეთერში პროგრამის არასახელმწიფო ენაზე განთავსების გამო, წერილობით გააფრთხილა. საქმე ეხება 2020 წლის 7 მაისს, გადაცემა „მთავარ აქცენტებში“ რუსულ ენაზე განთავსებულ ინტერვიუებს, რომლიდანაც ერთ-ერთი ეთერში სავალდებულო სუბტიტრების გარეშე გავიდა.

29 მაისი 2020, 13:06

სამართალი

შსს-ში ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის უწყებათშორისი საკოორდინაციო საბჭოს შეხვედრა გაიმართა

შსს-ს ინფორმაციით, შეხვედრაზე საკოორდინაციო საბჭოს წევრი სახელმწიფო უწყებების წარმომადგენლებმა ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის 2017-2020 წლების ეროვნული სტრატეგიის 2019-2020 წლების სამოქმედო გეგმის განხორციელების წლიური ანგარიში განიხილეს.

თამთა მეგრელიშვილი

29 მაისი 2020, 13:05

პოლიტიკა

თამთა მეგრელიშვილი: ერთ მხარეს დადგა - ქართველი ხალხი, “ქართული ოცნება”, ქართველი პროფესიონალი ექიმები, ხოლო მეორე მხარეს - ვირუსი, ოპოზიციაც როგორც ვირუსი და მათი მართული მედია საშუალებები

„მედპერსონლის ლანძღვით ერთ მხარეს დადგა - ქართველი ხალხი, “ქართული ოცნება”, ქართველი პროფესიონალი ექიმები, ხოლო მეორე მხარეს - ვირუსი, ოპოზიციაც როგორც ვირუსი და მათი მართული მედია საშუალებები მედ პერსონალის ლანძღვით, მათდამი უნდობლობით, პანიკის თესვის მცდელობითა და რწმენასთან, ეკლესიასთან და პატრიარქთან დაპირისპირებით“.