imedi /  07 მაისი 2020, 22:06 / სანდო წყარო

თუშეთში, ზვავში მოყოლილ კაცს მეოთხე დღეა მაშველები უშედეგოდ ეძებენ

თუშეთში, ზვავში მოყოლილ კაცს მეოთხე დღეა მაშველები უშედეგოდ ეძებენ. ცუდი ხილვადობისა და რთული მეტეოროლოგიური პირობების გამო, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის თანამშრომლებმა სამძებრო სამუშაოები შეაჩერეს. ეს პროცესი ხვალ დილიდან ისევ განახლდება. ფშაველი-აბანო-ომალოს 36-ე კილომეტრზე იმყოფებიან ჰიდრომეტეოროლოგები, რომლებიც ვითარებას უკვე რამდენიმე დღეა ადგილზე სწავლობენ.

კახეთის გუბერნატორის ირაკლი ქადაგიშვილის ინფორმაციით, სპეციალისტების შეფასებით, არსებობს ზღვავის და ღვარცოფის საშიშროება, რის გამოც კახეთისა და თბილისის სამაშველო სამსახურის თანამშრომლებს შემთხვევის ადგილზე მუშაობა რთულ პირობებში და სიცოცხლის რისკის ფასად უწევთ, რის გამოც სამძებრო სამუშაოები პერიოდულად სწორედ ამ მიზეზით წყდება.

„გარემოზე ზემოქმედების ჯგუფის წარმომადგენლები ადგილზე იმყოფებიან, რომლებიც აფასებენ ვითარებას. შეიქმნა ახალი ზვავის და ღვაცოფის ძალიან დიდი საშიშიროება, რის გამოც სპეციალისტებმა მაშველებს მუშაობა შეაჩერებინეს. მაშველები შეტყობინების შესვლისთანავე გაემართნენ და იქ ყველაფერს აკეთებენ, რომ იპოვონ დაკარგული ადამიანი. ეს არის მსოფლიოში ერთ-ერთი ექსტრემალური გზა, სადაც მყარი საფარი არ არსებობს, აქედან გამომდინარე, ყოველწლიურად ახლიდან იწმინდება და მთელი რიგი მონაკვეთები ხელახლა შენდება. გამწნდითი სამუშაოებიც დიდი სიფრთხილით მიმდინარეობს,"- განაცხადა კახეთის გუბერნატორმა.

უბედური შემთხვევა ფშაველი-აბანო- ომალოს დაკავაშირებელ გზაზე 4 მაისს მოხდა. ზვავი იმ დროს ჩამოწვა, როცა კომპანია "თუშეთისგზის" თანამშრომლები გზის გაწმენდით სამუშაოებს ახორციელებდნენ. შემთხვევის დროს გადარჩენა 65 წლამდე კაცი, რომელიც მკურნალობას ამ დრომდე თელავის რეფერალურ საავადმყოფოში გადის. მედიკოსების თქმით, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.

ყველა სიახლე

კორონავირუსი პლაქვენილი

03 ივნისი 2020, 16:45

COVID19

საფრანგეთმა Lancet-ს ჰიდროქსიქლორინის შესახებ სტატიაში გამოყენებული მონაცემების გადამოწმება მოსთხოვა

წერილს ხელს საფრანგეთის ჯანდაცვის მინისტრი, ოლივიე ვერანი აწერს. გასულ კვირას, ჟურნალში გამოქვეყნებული კვლევის შედეგების გამო საფრანგეთმა კორონავირუსის მკურნალობაში პრეპარატის გამოყენება შეაჩერა.

გიგა მანდარია

03 ივნისი 2020, 16:44

რეგიონი

წყალმომარაგების კომპანიის დირექტორი: გამრიცხველიანება აუცილებელი პირობაა, რომ ლაგოდეხის მოსახლეობამ 24-საათიანი წყლის მიწოდებით ისარგებლოს

გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის დირექტორის, გიგა მანდარიას განცხადებით, ლაგოდეხის მოსახლეობასთან შეხვედრისას შეთანხმდნენ, რომ ტარიფების გადახედვასთან დაკავშირებით ათი დღის ვადაში შესაბამის უწყებებთან კონსულტაციები მოხდება და შესაბამისი გადაწყვეტილება იქნება მიღებული. ,,მოსახლეობა დათანხმდა გამრიცხველიანებას, იმისათვის რომ მათ 24 საათიანი ხარისხიანი წყალმომარაგებით ისარგებლონ. უნდა ითქვას, რომ გამრიცხველიანება ეს არის აუცილებელი პირობა, რომ მოხდეს სასმელი წყლის რაციონალურად გამოყენება და ლაგოდეხის უწყვეტი წყალმომარაგება.

03 ივნისი 2020, 16:43

საზოგადოება

მედიაკრიტიკის პლატფორმა Mediacritic.ge-ს 5 თვეში 170 ათასზე მეტი უნიკალური ვიზიტორი ჰყავს

2019 წელს კომუნიკაციების კომისიის მედიააკადემიამ, მედიაწიგნიერების განვითარების ხელშეწყობის მიზნით, აამუშავა ვებპლატფორმა mediacritic.ge, რომელიც საზოგადოებას სთავაზობს პროფესიულსა და კვალიფიციურ, მიუკერძოებელ მედიაკრიტიკას.

03 ივნისი 2020, 16:41

ეკონომიკა

„თიბისი“ სესხების გადავადების მეორე ტალღას 13 ივნისიდან იწყებს

თიბისიმ სესხების გადავადება უკვე მეორედ შესთავაზა მომხმარებელს, პირველი ტალღა ქვეყანაში პანდემიის გამოცხადებისთანავე დაიწყო. მარტში სესხების გადავადების სამთვიანი პერიოდით მომხმარებლების 78%-მა ისარგებლა, ხოლო მიკრო, მცირე და საშუალო ბიზნესის 59%-მა.

ირაკლი კოვზანაძე

03 ივნისი 2020, 16:34

ეკონომიკა

ირაკლი კოვზანაძე: „საინვესტიციო ფონდების შესახებ“ კანონი ქვეყანას სჭირდება

„საინვესტიციო ფონდების შესახებ“ კანონი ხელს შეუწყობს საქართველოში კაპიტალის ბაზრის განვითარებას და ინვესტიციების მოზიდვას. ეს კანონი იქნება ახალი გზამკვლევი ინვესტორებისთვის და ახალი ტიპის ინვესტიციებისთვის, ეს კანონი სჭირდება ქვეყანას“, - ამის შესახებ პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი კოვზანაძემ ონლაინ-დიალოგისას განაცხადა.

03 ივნისი 2020, 16:28

COVID19

ბოლო 24 საათში აშშ-ში კორონავირუსით 1 081 ადამიანი გარდაიცვალა

ჯონ ჰოსპინსკის უნივერსიტეტის მონაცემებით, გასული დღე-ღამის განმავლობაში აშშ-ში კორონავირუსით 1 081 ადამიანი გარდაიცვალა, მსხვერპლთა საერთო რიცხვმა კი 106 181-ს მიაღწია. რაც შეეხება ინფიცირებულებს, მათი რაოდენობა 1 831 821-ს შეადგენს, 646 260 კი გამოჯანმრთელდა.

03 ივნისი 2020, 16:27

სამართალი

საქართველოს საზღვრის უკანონო გადაკვეთის ბრალდებით დაკავებულ თურქეთის 9 მოქალაქეს პატიმრობა შეეფარდა

საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონო გადაკვეთის ბრალდებით დაკავებულ თურქეთის 9 მოქალაქეს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა. გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლომ მიიღო.

კარლ ჰარცელი

03 ივნისი 2020, 16:18

სამართალი

„ახალგაზრდა ადვოკატები“ ევროკავშირის ელჩს მიმართავს და აცხადებს, რომ ევროკავშირის მოქალაქე არასრულწლოვანი საფრთხეშია

„ახალგაზრდა ადვოკატები“ ევროკავშირის ელჩს მიმართავენ და აცხადებენ, რომ ევროკავშირის მოქალაქე არასრულწლოვანი საფრთხეშია. მას ცხინვალის გავლით ქვეყნიდან არალეგალურად გატაცება ემუქრება, - ამის შესახებ აღნიშნულია ორგანიზაციის განცხადებაში. „ახალგაზრდა ადვოკატები“ სპეციალურ განცხადებას ავრცელებს და მოუწოდებს ევროკავშირის საელჩოს საქართველოში, მიიღოს ყველა ზომა ევროკავშირისა და ჩეხეთის მოქალაქის, არასრულწლოვნის საქართველოს არაკონტროლირებადი რეგიონიდან, ცხინვალიდან რუსეთის ფედერაციაში გაყვანის აღსაკვეთად, ვინაიდან ორი სახელმწიფო დაწესებულების: სსიპ სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტოსა და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ქ. თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ვაკე-საბურთალოს სამმართველოს პოლიციის მეოთხე განყოფილების მხრიდან 2020 წლის 2 ივნისს განხორციელდა შეთანხმებული ოპერაცია, რამაც გამოიწვია ბავშვის ერთი კანონიერი მშობლიდან მეორე კანონერ მშობელზე, ბავშვის ნების საწინააღმდეგოდ, გადაცემა და წართმევა.

სალომე ზურაბიშვილი და იანოშ არდენი

03 ივნისი 2020, 16:17

პოლიტიკა

სალომე ზურაბიშვილმა უნგრეთის პრეზიდენტთან ტურისტული დერეფნების საკითხი განიხილა

„შარშან უნგრეთის პრეზიდენტ ადერს ვუმასპინძლე. სასიამოვნო იყო დღეს პრეზიდენტთან საქართველოსა და უნგრეთს შორის უსაფრთხო ტურისტული დერეფნის საკითხზე საუბარი და იმაზე, თუ რისი გაკეთება შეგვიძლია ამ გლობალური კრიზისის ერთად დასაძლევად“, - წერს ზურაბიშვილი.

03 ივნისი 2020, 16:12

COVID19

ბოლო დღე-ღამის განმავლობაში გერმანიაში 300-ზე მეტი ადამიანი დაინფიცირდა

რობერტ კოხის ინსტიტუტის მონაცემებით, გასული დღე-ღამის განმავლობაში გერმანიში კორონავირუსით ინფიცირების 342 შემთხვევა დადასტურდა, დაავადებულებთა საერთო რაოდენობამ კი 182 370-ს მიაღწია. ბოლო 24 საათში ინფექციიით 29 პაციენტი გარდაიცვალა, პანდემიამ მთლიანობაში 8 851 ადამიანი იმსხვერპლა. გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა კი 167 300-ია.

მამუკა მდინარაძე

03 ივნისი 2020, 16:11

პოლიტიკა

მამუკა მდინარაძე: ჩვენი საარჩევნო სია დაფუძნებული იქნება გამოცდილებასა და ერუდიციაზე

„მხოლოდ კონცენტრირება და აქცეენტების გაკეთება მხოლოდ ახალ სახეებზე არ იქნება ჩვენი საარჩევნო სიის შედგენის დროს. ახალი სახეც იქნება, გამოცდილი კადრებიც იქნებიან, მათ შორის ჩვენი გუნდიდან, სინთეზში იქნება წარმოდგენილი საარჩევნო სია, რომელიც ძირითადად დაფუძნებული იქნება გამოცდილებასა და ერუდიციაზე და ბუნებრივია, ამ ყველაფერს სჭირდება ასევე ჟინი იმისა, რომ გინდოდეს ამ ქვეყანას რაღაც კარგი გაუკეთო“, - ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, მამუკა მდინარაძემ ტელეკომპანია „რუსთავი -2“-ის ეთერში განაცხადა.

ნინო ბურჯანაძე

03 ივნისი 2020, 16:01

პოლიტიკა

განიხილება თუ არა ნინო ბურჯანაძე ერთ-ერთ მაჟორიტარ კანდიდატად

ბურჯანაძის კანდიდატურასთან დაკავშირებით ჯერ ჩამოყალიბებული არ ვართ, - ამის შესახებ „ერთიანი საქართველო-დემოკრატიული მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ანზორ ბიწაძემ, „რუსთავი 2“-ის ეთერში, ნინო ბურჯანაძის შესაძლო მაჟორიტარ კანდიდატურაზე განაცხადა.

03 ივნისი 2020, 15:55

საზოგადოება

ბათუმში, ე.წ. კანონიერი ქურდის, მინდია გორაძის ოთხმა ახლობელმა პირი ამოიკერა

ბათუმში, ე.წ. „კანონიერი ქურდის“, მინდია გორაძის იგივე „ლავასოღლის“ ოთხმა ახლობელმა პირი ამოიკერა. გორაძის ახლობლებმა მისი საქართველოში ექსტრადირების მოთხოვნით მსვლელობა მოაწყვეს. მინდია გორაძის დის, ლია გორაძის განცხადებით, მინდია გორაძე შიმშილობს.

შალვა კიკნაველიძის შეხვედრა ფერმერებთან

03 ივნისი 2020, 15:53

საზოგადოება

შალვა კიკნაველიძე: მიზნად დავისახეთ, რაც შეიძლება მეტი ადამიანი დავაინტერესოთ სოფლის მეურნეობითა და ადგილობრივი წარმოებით

ზესტაფონის მაჟორიტარმა დეპუტატმა, შალვა კიკნაველიძემ, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან და სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების სააგენტოს იმერეთის რეგიონული სამსახურის უფროსთან, დავით ჯინორიძესთან ერთად, სოფელ აჯამეთში, მამუკა ხაჩიძის საზამთროს ბაღი მოინახულა და ადგილობრივ ფერმერებს შეხვდა.

ბექა ლილუაშვილი

03 ივნისი 2020, 15:49

ეკონომიკა

ბექა ლილუაშვილი ბიუჯეტზე: ოპოზიციის წარმომადგენლები ცდილობენ, მცდარი ინფორმაცია მიაწოდონ საზოგადოებას

სამწუხაროდ, ოპოზიციის გარკვეული წარმომადგენლების მხრიდან კვლავ ადგილი აქვს მცდელობას, მცდარი ინფორმაცია მიაწოდოს საზოგადოებას, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრის მრჩეველი, ბექა ლილუაშვილი, სოციალურ ქსელში წერს. როგორც პრემიერ-მინისტრის მრჩეველი აღნიშნავს, როდესაც მთავრობა საუბრობს, რომ 2020 წლის ბიუჯეტში მთავრობა მიმდინარე ხარჯებს 300 მილიონი ლარით ამცირებს, იგულისხმება ყველა ხარჯი, რომელიც ბიუჯეტში იყო მოცემული პანდემიის დაწყებამდე.

პოლიცია

03 ივნისი 2020, 15:43

მსოფლიო

ბრიტანულმა პოლიციამ ჯორჯ ფლოიდის გარდაცვალების გამო საპროტესტო აქციების მონაწილეებს სოლიდარობა გამოუცხადა

„მათ გვერდით ვართ, ვინც მთელი მსოფლიოს მასშტაბით აღშფოთებულია იმით, თუ როგორ დაკარგა სიცოცხლე ჯორჯ ფლოიდმა. ამას სამართალი და პასუხისმგებლობა უნდა მოჰყვეს. მაგრამ რა მიზეზითაც არ უნდა შეიკრიბოს ხალხი, მოქალაქეებს ვთხოვთ, ამ რთულ დროს ოფიცრებთან თანამშრომლობა გააგრძელონ“, - ნათქვამია პოლიციის განცხადებაში.

მამუკა მდინარაძე

03 ივნისი 2020, 15:39

პოლიტიკა

მამუკა მდინარაძე: კრიზისული მენეჯმენტი აღმოჩნდა „ქართული ოცნების“ ძლიერი მხარე

„ერთ-ერთი მთავარი ღერძი წარმატებისა, რაც პანდემიასთან ბრძოლის პირველ ეტაპზე გვაქვს, არის ხელისუფლების სწორი მენეჯმენტი. ჩვენ შეგვიძლია თამამად ვთქვათ, რომ ჩვენ გვაქვს დემოკარატიული სისტემა, რომელიც უზრუნველყოფს სწორ მენეჯმენტს და განსაკუთრებით კრიზისული მენეჯმენტი აღმოჩნდა „ქართული ოცნების“ ხელისუფლების ძლიერი მხარე. მოქალაქემ იგრძნო, რომ ამ ქვეყანას ჰყავს პატრონი, რომელიც კი არ ძალადობს ადამიანებზე, არამედ ჰყავს მზრუნველი ხელისუფალი“, - ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, მამუკა მდინარაძემ ტელეკომპანია „რუსთავი -2“-ის ეთერში განაცხადა.

03 ივნისი 2020, 15:39

ეკონომიკა

საპენსიო აქტივებს 50 მილიონი ლარის სარგებელი დაერიცხა

საპენსიო აქტივებს 50 მილიონი ლარის სარგებელი დაერიცხა, - ამის შესახებ ინფორმაციას საპენსიო სააგენტო ავრცელებს. საინვესტიციო სამსახურმა საკუთარი საინვესტიციო მანდატის ფარგლებში გააანალიზა ბაზარზე არსებული საინვესტიციო შესაძლებლობები და მიიღო გადაწყვეტილება ეროვნულ ბანკში არსებული ნაშთის (84 მილიონი ლარი, რომელსაც ერიცხებოდა ეროვნული ბანკის რეფინანსირების განაკვეთი 8.50% პროცენტი) და კომერციულ ბანკებში არსებული ნაშთების (83 მილიონი ლარი, რომლებსაც ერიცხებოდათ სხვადასხვა საპროცენტო სარგებელი) ოპტიმალურად განაწილებასთან დაკავშირებით.

03 ივნისი 2020, 15:38

COVID19

The Guardian: ჯანმომ და ზოგიერთმა ქვეყანამ COVID-19-ის პოლიტიკა და მკურნალობა არასანდო მონაცემების საფუძველზე შეცვალეს

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ და ზოგიერთმა ქვეყანამ COVID-19-ის პოლიტიკა და მკურნალობა არასანდო მონაცემების საფუძველზე შეცვალეს, რომელიც ნაკლებად ცნობილი ამერიკული ანალიტიკური კომპანიისგან მიიღეს. ინფორმაციას ამის შესახებ ბრიტანული გამოცემა The Guardian საკუთარ გამოძიებაზე დაყრდნობით ავრცელებს.

ირაკლი ოქრუაშვილი

03 ივნისი 2020, 15:27

პოლიტიკა

ირაკლი ოქრუაშვილი მაჟორიტარებზე: თუ ჩვენ გვინდა, მიზანს მივაღწიოთ, უნდა შევთანხმდეთ თბილისსა და დიდ ქალაქებზე

„წარმატების ფორმულა მდგომარეობს ერთობაში. ერთობა განაპირობებს გამარჯვებას და მე დარწმუნებული ვარ, რომ შევთანხმდებით ჩვენ ამ მიზნიდან გამომდინარე იმაზე, თუ სად გვეყოლება საერთო კანდიდატები, ან - სად არა. დიდი ალბათობით, თუ ჩვენ გვინდა, მიზანს მივაღწიოთ და ხელისუფლება შევცვალოთ, უნდა შევთანხმდეთ თბილისსა და დიდ ქალაქებზე. მგონია, რომ ეს შეთანხმება მიღწევადია. არ არის ჩემთვის აუცილებელი მე სადმე ვიქნები თუ არა - ერთად ვიქნებით თუ არა, ეს არის ჩემთვის აუცილებელი“, - განაცხადა ირაკლი ოქრუაშვილმა.