imedi /  11 მაისი 2020, 08:43 / სანდო წყარო

დღეიდან ზუგდიდის ბოტანიკური ბაღი ვიზიტორებს წლის ბოლომდე უფასოდ უმასპინძლებს

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერის გადაწყვეტილებით, 11 მაისიდან, ზუგდიდის ბოტანიკური ბაღი ვიზიტორებს წლის ბოლომდე უფასოდ უმასპინძლებს. როგორც ზუგიდის მუნიციპალიტეტის მერიაში განაცხადეს, ეს გადაწყვეტილება, შიდა ტურიზმის განვითარების ხელშეწყობის მიზნით მიიღეს.

„მუნიციპალიტეტში ტურიზმის განვითარების ხელშეწყობა ჩვენთვის მნიშვნელოვანია. ამ მიმართულებით, მთავრობამ შეიმუშავა ანტიკრიზისული გეგმა. ზუგდიდის ბოტანიკური ბაღი არის ქალაქის სავიზიტო ბარათი და ჩვენ, ცენტრალურ ხელისუფლებასთან ერთად, მაქსიმალურად ხელს შევუწყობთ, არსებული მდგომარეობის გათვალისწინებით, შიდა ტურიზმის განვითარებას“, - აღნიშნა ზუგდიდის მერმა, გიორგი შენგელიამ.

ყველა სიახლე

მაიკ პომპეო

27 მაისი 2020, 20:27

მსოფლიო

მაიკ პომპეო: დღეს კონგრესს შევატყობინე, რომ ჰონგ-კონგი უკვე აღარაა ჩინეთისგან ავტონომიური

აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, მაიკ პომპეომ ოფიციალურად განაცხადა, რომ ჰონგ-კონგი უკვე აღარაა ჩინეთისგან ავტონომიური.

გიორგი გახარია

27 მაისი 2020, 20:27

საზოგადოება

გიორგი გახარია: ჯანდაცვის სამინისტროში არსებობს სოციალურად დაუცველი ადამიანებისთვის მედიკამენტებით მომარაგების სპეციალური პროგრამები და შეიძლება ვიფიქროთ ამ პროგრამის მოდერნიზებაზე

„ჩვენ თავიდანვე ვთქვით და კიდევ ერთხელ გავიმეორებ, ჩვენ უნდა დაგვეზღვია კურსთაშორისი სხვაობა და სპეკულაციური ფასის ზრდა. მედიკამენტების ნაწილში ტყუილი დაპირება კი არა რეალური გამოსავალი არის ის, რომ ჯანდაცვის სამინისტროში არსებობს სპეციალური პროგრამები სოციალურად დაუცველი ადამიანებისთვის მედიკამენტებით მომარაგების და შეიძლება ვიფიქროთ ამ პროგრამის მოდერნიზებაზე,“ - აღნიშნა პრემიერმა.

გიორგი გახარია

27 მაისი 2020, 20:19

ეკონომიკა

გიორგი გახარია: ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ მსგავსი ეკონომიკური შეზღუდვები აღარ დაგვჭირდეს

ჩვენ თუ შევძელით წლის დასრულება მინუს 4 პროცენტით და რვა ნახევარი პროცენტის დეფიციტით, ჩათვალეთ, რომ აღდგენის პერიოდი იქნება საკმაოდ სწრაფი. მაგრამ ეს არის ძალიან ოპტიმისტური სცენარი. რეალურად, ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ მსგავსი ეკონომიკური შეზღუდვები აღარ დაგვჭირდეს, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ დეპუტატების კითხვების საპასუხოდ. პრემიერ-მინისტრის თქმით, აუცილებელია ჯანდაცვის სისტემის ინვესტირება. „ჯობია, რომ 100-150 მილიონის ინვესტირება გავაკეთოთ ჯანდაცვის სისტემაში. მაგალითს გეუბნებით, გარდა იმისა, რომ საჭიროა ლაბორატორიების ქსელების შექმნა. არა მხოლოდ სახელმწიფომ, მაგალითად, ქალბატონი ეკას წინადადება იყო, რომ ყველა მსხვილი მრავალპროფილურ საავადმყოფოს ლიცენზირების პირობებში ჩაედოს, რომ მას ერთი PCR ტესტის აპარატი უნდა ჰქონდეს. ჯობია ჩავთვალოთ, რომ ჩვენ გავაკეთებთ

27 მაისი 2020, 20:18

COVID19

COVID-19-თან ბრძოლაში განსაკუთრებით ჩართულ მედპერსონალზე გარკვეული ფინანსური დახმარება გაიცემა

სამედიცინო პერსონალს, რომელიც განსაკუთრებითაა ჩართული COVID-19-თან ბრძოლაში, რა თქმა უნდა, ფინანსური დახმარების და წახალისების რაღაც ელემენტები სჭირდება, ეს აუცილებლად განხორცილდება, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა პარლამენტში განაცხადა. როგორც გიორგი გახარიამ განმარტა, საკითხის შესახებ ჯანდაცვის მინისტრთან საუბარი უკვე შედგა.

27 მაისი 2020, 20:10

COVID19

Walt Disney World 11 ივლისს გაიხსნება

მსოფლიოში უმსხვილესი გასართობი ცენტრი Walt Disney World-ი 11 ივლისს გაიხსნება. ინფორმაციას ამის შესახებ ამერიკული მედია ავრცელებს. აღსანიშნავია, რომ კორონავირუსის პანდემიის გამო გასართობი ცენტრი 15 მარტს დაიხურა.

გიორგი გახარია

27 მაისი 2020, 20:07

პოლიტიკა

გიორგი გახარია გიგა ბოკერიას: თეა წულუკიანს დავაწინაურებ

თეა წულუკიანს დავაწინაურებ - ასე უპასუხა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ „ევროპული საქართველოს“ წარმომადგენელ გიგა ბოკერიას კითხვაზე, მოხსნიდა თუ არა იუსტიციის მინისტრ თეა წულუკიანს. „თქვენ გვერდზე რომ ზის, პოლიტიკური ბოღმის და სიძულვილის ელექსირი. იქნებ მაგას და რომან კაკულიას აუხსნათ, ეგეთი ევროპა არ გვინდაო, რომ თქვა. ახლა რაც შეეხება წულუკიანს, მის მაგარ ციტატას წაგიკითხავთ - „თითებს ვიჭამდი, ეს ორი რომ გამოუშვეს. უგულავა და ოქრუაშვილი. . . ზოგი კითხულობს, რა უნდა ვიზეიმოთ 26 მაისს, ვართ კი დამოუკიდებლები? უკვე მივდივარ ჩემს მოხევესთან“ ლელთ-ღუნიას გულისხმობს, ილია ჭავჭავაძის, რუსეთის იმპერიამ რომ დაანგრია. ბატონო გიორგი, მოხსნით ამ მინისტრს ასეთი სამარცხვინო განცხადებისთვის? ახლა შეგიძლიათ, უთხრათ, რომ გადაყენებულია, თუ არა?“,- აღნიშნა გიგა ბოკერიამ, რაზეც გიორგი გახარიას პასუხი იყო - არა, დავაწინაურებ.

გიორგი გახარია

27 მაისი 2020, 20:04

პოლიტიკა

გიორგი გახარია: მეც მინდა, რომ ჩემი ეკონომიკა იყოს ისეთი ძლიერი 200 ლარი კი არა ყველაზე მეტი გავცე

რა თქმა უნდა მეც მინდა, რომ ჩემი ეკონომიკა იყოს ისეთი ძლიერი 200 ლარი კი არა ყველაზე მეტი მივცე, მაგრამ დღეს უპასუხისმგებლობაა ის დაპირებები, რომ 50% ხელფასების ხალხს ავუნაზღაუროთ - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ პარლამენტში განაცხადა, სადაც კორონავირუსის პანდემიის პირობებში, საგანგებო მდგომარეობის დროს მთავრობის მიერ განხორციელებული ღონისძიებების შესახებ ანგარიში წარადგინა. „ეს არის უბრალოდ უპასუხისმგებლობა. ეს არის საარჩევნო კამპანია. მე ამის შესაძლებლობა არ მაქვს სამწუხაროდ“, - განაცხადა პრემიერმა.

პატრულის მანქანა

27 მაისი 2020, 20:02

სამართალი

შინაგან საქმეთა სამინისტრო ასაჯაროებს კადრებს, სადაც ბათუმში 7 მაისს დაკავებულთა ხულიგნობის ფაქტია ასახული

მაღალი საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე, შინაგან საქმეთა სამინისტრო ასაჯაროებს კადრებს, სადაც ასახულია ხულიგნობის ფაქტი, რის საფუძველზეც მიმდინარე წლის 7 მაისს აჭარის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა ბათუმში 2 პირი დააკავეს, ხოლო 4 პირს წარედგინა ბრალდება, - ამის შესახებ ნათქვამია შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებაში. ამასთან, სამინისტრო აცხადებს, რომ ბათუმში დღეს მიმდინარე აქციის დროს პოლიციის მიერ სამართალდარღვევებისთვის სულ 30 ადამიანია დაკავებული.

გიორგი გახარია

27 მაისი 2020, 19:55

საზოგადოება

გიორგი გახარია: ეპიდემიის პირობებში ყველა რელიგიასთან უაღრესად დელიკატური, სწორი კომუნიკაცია გვქონდა

„არც ერთ შემთხვევაში, აქ არანაირი გამონაკლისები არ დაშვებულა. ეკლესიამ, ჩვენმა მუსლიმანმა ძმებმა, ქვეყანამ ეს გამოცდა მაქსიმალურად კარგად გავიარეთ, ამაში დარწმუნებული ვარ და ამისთვის მადლობა ვუხდი კონფესიებს, ჩვენს მოქალაქეებსაც. ჩვენ ყველამ ერთად ბევრს ქვეყანას მაგალითი მივეცით“, - აღნიშნა გიორგი გახარიამ.

27 მაისი 2020, 19:53

COVID19

ახალ ზელანდიაში საავადმყოფოდან კორონავირუსით ინფიცირებული ბოლო პაციენტი გაწერეს

ახალ ზელანდიაში საავადმყოფოებიდან კორონავირუსით ინფიცირებული ყველა პაციენტი გაწერილია. ამის შესახებ ახალი ზელანდიის ჯანდაცვის სამსახურის გენერალურმა დირექტორმა, ეშლი ბლუმფილდმა განაცხადა.

გიორგი გახარია

27 მაისი 2020, 19:52

პოლიტიკა

გიორგი გახარია ოთო კახიძეს: მაკროეკონომიკაში ვინმესთან კოსულტაციები გაიარეთ, რეებს მელაპარაკებით

მე თქვენ გიცნობთ როგორც კარგ იურისტს, მაკროეკონომიკაში ვინმესთან კოსულტაციები გაიარეთ, რეებს მელაპარაკებით- ასე მიმართა გიორგი გახარიამ დეპუტატ ოთო კახიძეს, რომელმაც კითხვა მსყიდველუნარიანობის შესახებ დასვა.„რაღაც ზღაპრებს მიყვებით, მსყიდველუნარიანობა დოლართან დაკავშირებით, ცოტა სერიოზულად მოიქეცით, რა“- განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

გიორგი შერმადინი

27 მაისი 2020, 19:47

სპორტი

გიორგი შერმადინმა „იბეროსტარ ტენერიფესთან” კონტრაქტი 2023 წლამდე გაახანგრძლივა

გიორგი შერმადინმა „იბეროსტარ ტენერიფესთან” კონტრაქტი 2023 წლამდე გაახანგრძლივა. ახალ ხელშეკრულებას მხარეებმა ხელი დღეს მოაწერეს, რის შემდეგაც კლუბის ოფიციალურ ვებ-გვერდს ქართველმა კალათბურთელმა მცირე ინტერვიუ მისცა.

აშშ-ის საელჩო

27 მაისი 2020, 19:44

პოლიტიკა

აშშ-ის საელჩო „ბორდერიზაციის” პროცესთან და რუსეთის მხრიდან ლუგარის ცენტრის წინააღმდეგ მიმართული დეზინფორმაციის კამპანიაზე განცხადებას ავრცელებს

საქართველოში ამერიკის საელჩო ადმინისტრაციულ გამყოფ ხაზზე მიმდინარე „ბორდერიზაციის“ პროცესთან და რუსეთის მხრიდან ლუგარის ცენტრის წინააღმდეგ მიმართული დეზინფორმაციის კამპანიასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. ამერიკის შეერთებული შტატები პროტესტს გამოთქვამს მიმდინარე, პროვოკაციულ „ბორდერიზაციასთან” დაკავშირებით. საელჩო კიდევ ერთხელ მოუწოდებს რუსეთს, შეწყვიტოს საქართველოს ტერიტორიების 20 პროცენტის ოკუპაცია, შეასრულოს 2008 წლის ვალდებულებები, გაიყვანოს თავისი ძალები და შეწყვიტოს საერთაშორისო ჰუმანიტარული დახმარების მიწოდების დაბლოკვა.

27 მაისი 2020, 19:41

ეკონომიკა

პრემიერ-მინისტრის თქმით, ონლაინ კაზინოებზე სახელმწიფოს ადმინისტრირება საკანონმდებლო დონეზე უნდა გამკაცრდეს

უახლოეს პერიოდში ონლაინ კაზინოების ადმინისტრირების მიმართულებით კანონმდებლობის გამკაცრება იგეგმება- ამის შესახებ გიორგი გახარიამ პარლამენტში დეპუტატ ლევან გოგიჩაიშვილის კითხვის საპასუხოდ განაცხადა. პრემიერ-მინისტრის თქმით, ონლაინ კაზინოების ადმინისტრირების გამკაცრების საკანონმდებლო ინიციატივით მთავრობა პარლამენტს უახლოეს პერიოდში მიმართავს.

27 მაისი 2020, 19:39

COVID19

კვიპროსი კორონავირუსით ინფიცირებულ უცხოელ ტურისტებს მკურნალობის ხარჯებს დაუფარავს

კვიპროსის ხელისუფლება უცხოელ ტურისტებს მკურნალობის ყველა ხარჯს დაუფარავს იმ შემთხვევაში, თუ მათ ქვეყანაში ყოფნისას კორონავირუსით ინფიცირება დაუდგინდებათ. ინფორმაციას ამის შესახებ სააგენტო Associated Press-ი ავრცელებს.

გიორგი გახარია

27 მაისი 2020, 19:30

ეკონომიკა

გიორგი გახარია: ვთქვით, რომ 9 პროდუქტზე კურსთა შორის სხვაობას დავაზღვევთ - თუ ჩვენს პროგრამაში ჩართულ კომპანიებში დაფიქსირდა 300 პროცენტიანი ფასის ზრდა, ამ ფაქტს აუცილებლად გავითვალისწინებთ

„იქ რომ იყო 300 პროცენტიანი ფასის ზრდა, გპირდებით, რომ ამას ჩავთვლით, როგორც სოციალურად უპასუხისმგებლო კომპანიას, მეწარმეს. რაიმე სანქციებს არ მივიღებთ, რა თქმა უნდა, და ვერ მივიღებთ, ამის შესაძლებლობა არ გვაქვს, მაგრამ შემდგომში ამას აუცილებლად გავითვალისწინებთ იმ შესაძლებლობების ფარგლებში, რასაც ქართული კანონმდებლობა გვაძლევს“, - აღნიშნა პრემიერ მინისტრმა.

27 მაისი 2020, 19:26

COVID19

მოსკოვში კორონავირუსის გამო დაწესებული შეზღუდვების ეტაპობრივი მოხსნა 1-ლი ივნისიდან დაიწყება

მოსკოვის მერის, სერგეი სობიანინის განცხადებით, რუსეთის დედაქალაქში კორონავირუსის გამო დაწესებული შეზღუდვების ეტაპობრივი მოხსნა 1-ლი ივნისიდან დაიწყება.

აქცია ბათუმში

27 მაისი 2020, 19:23

რეგიონი

ბათუმში აქციის მონაწილეებსა და სამართალდამცავებს შორის ფიზიკური დაპირისპირება მოხდა

ბათუმში საბაგიროსთან აქციის მონაწილეებსა და სამართალდამცავებს შორის ფიზიკური დაპირისპირება მოხდა. შედეგად აქციის რამდენიმე მონაწილე დააკავეს. ხულიგნობის ბრალდებით დაკავებული რეზო წულუკიძისა და ელდარ ანთაძის ახლობლები ქუჩის გადაკეტვას ცდილობდნენ, თუმცა სამართალდამცავებმა მათ ამის საშუალება არ მისცეს.

27 მაისი 2020, 19:20

სპორტი

განახლდება თუ არა საფეხბურთო მატჩები

"მაყურებლების გარეშე უნდა დავაკვირდეთ, ალბათ, ორი კვირა, ერთი თვე და მერე ნელ-ნელა შეიძლება ყველასთან ერთად. რომ არ გამოვეთიშოთ საერთაშორისო ტურნირებს, რაც მნიშვნელოვანია", -განაცხადა გახარიამ.

გიორგი გახარია

27 მაისი 2020, 19:10

ეკონომიკა

გიორგი გახარია: შიდა ტურიზმი ყველამ ერთად უნდა განვავითაროთ

„ტურისტულ სექტორს დახმარება სჭირდება, როგორც ორგანიზაციების, ასევე თითოეული მოქალაქის დონეზე უამრავი ადგილია საქართველოში, რომელიც მე, თქვენ და დარწმუნებული ვარ ბევრ ადამიანს ჯერ არ უნახავს და ეს უნდა გავიაზროთ“, - აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა.