imedi /  12 მაისი 2020, 08:26 / სანდო წყარო

ბათუმის აგრარულ ბაზარში ბოსტნეულისა და ქათმის სექცია გაიხსნა

ბათუმის აგრარულ ბაზარში ბოსტნეულისა და ქათმის სექცია გაიხსნა, უახლოეს დღეებში სხვა ტიპის სექციების გახსნაც იგეგმება. ბაზარში არსებულ მდგომარეობას აჭარის სოფლის მეურნეობის მინისტრი ადგილზე გაეცნო.

ბათუმის აგრარულ ბაზარში, მისი დახურვიდან დღემდე, სხვადასხვა სახის ღონისძიებები განხორციელდა, ჩატარდა სადეზინფექციო სამუშაო, დახლები განთავსდა შესაბამისი დისტანციის დაცვით, მოწესრიგდა ეზო და ავტომანქანების სადგომი.

ყველა სიახლე

დავით ჭიჭინაძე

02 ივნისი 2020, 16:24

პოლიტიკა

დავით ჭიჭინაძე: პირადად მე, ისნის რაიონში ვაპირებ ვიყო მაჟორიტარი დეპუტატი და ახლავე შემიძლია გითხრათ, რომ სხვები აბსოლუტურად უშანსო იქნებიან

„პირადად მე, ისნის რაიონში ვაპირებ ვიყო მაჟორიტარი დეპუტატი და ახლავე შემიძლია გითხრათ, რომ სხვები იქნებიან აბსოლუტურად უშანსო, „ოცნებასთანაც“ რომ გაერთიანდნენ.“ - ამის შესახებ პოლიტიკური მოძრაობა „ტრიბუნას“ ლიდერმა დავით ჭიჭინაძემ განაცხადა

აბას მუსავი

02 ივნისი 2020, 16:23

მსოფლიო

ირანის მთავრობის პრესმდივანი: აშშ-მა თავისი ხალხის წინააღმდეგ უსამართლო და აგრესიული ქმედებები უნდა შეწყვიტოს

ირანის მთავრობამ აშშ-ის ხელისუფლება საპროტესტო აქციებზე რეაგირების გამო გააკრიტიკა. ინფორმაციას ამის შესახებ სააგენტო IRNA ავრცელებს. „ადამიანების მკვლელობების და რასობრივი დისკრიმინაციის გამო აშშ-ის ხელმძღვანელები საერთაშორისო სასამართლოს წინაშე უნდა წარდგნენ“, - განაცხადა ირანის სასამართლო ხელისუფლების ხელმძღვანელმა, იბრაჰიმ რაესიმ.

02 ივნისი 2020, 16:17

ეკონომიკა

ასოციაცია: სავალუტო ჯიხურები 8 ივნისიდან გაიხსნება

სავალუტო ჯიხურების ასოციაციის წარმომადგენელი ვახტანგ გრიგალაშვილი აცხადებს, რომ ვალუტის გადამცვლელი პუნქტები 8 ივნისიდან გაიხსნება. მან Imedinews განუცხადა, რომ ინფორმაცია ამ ბიზნესის გახსნის შესახებ ასოციაციას ეროვნულ ბანკში დაუდასტურეს.

ეკატერინე ტიკარაძე

02 ივნისი 2020, 16:13

პოლიტიკა

„დამოუკიდებელმა დეპუტატებმა“ ჯანდაცვის მინისტრი კომიტეტის სხდომაზე დაიბარეს

როგორც ფრაქციის წევრები განმარტავენ, იმ შემთხვევაში თუკი მინისტრი კომიტეტზე არ ცხადდება, ვალდებულია გამოუცხადებლობის მიზეზი ფრაქციას კომიტეტამდე ერთი კვირით ადრე წერილობით აცნობოს და მისი მოსმენის სხვა თარიღი შეათანხმოს.

გიორგი ვოლსკი

02 ივნისი 2020, 16:11

პოლიტიკა

გიორგი ვოლსკი: რურუას სასამართლომ უნდა გამოუტანოს განაჩენი და არა პოლიტიკურმა პარტია „ქართულმა ოცნებამ“

თუ ვერ იქნება მიღებული საარჩევნო ცვლილებები, ჩატარდება იმ საარჩევნო სისტემით, რაც გაგვაჩნია. გაცილებით უფრო დიდი საფრთხეებია ქვეყნის წინაშე, ვიდრე ის, რითიც ოპოზიცია იმუქრება და მუშტებს გვიქნევს. ჩვენი ერთადერთი ამოცანაა, რომ ქვეყანაში სტაბილურობა შევინარჩუნოთ და მათ შვილებს და ჩვენს შვილებს არ შეექმნათ საფრთხე. რურუას სასამართლომ უნდა გამოუტანოს განაჩენი და არა პოლიტიკურმა პარტია „ქართულმა ოცნებამ“, - ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, გიორგი ვოლსკიმ ტელეკომპანია „რუსთავის-2“-ის ეთერში განაცხადა.

გიორგი ვოლსკი

02 ივნისი 2020, 16:09

პოლიტიკა

გიორგი ვოლსკი: ხელისუფლება მზადაა არჩევნების ჩასატარებლად ისე, რომ გამოირიცხოს პანდემიასთან დაკავშირებული რისკები

გადაწყვეტილებები მაჟორიტარებთან დაკავშირებით ჯერ არ არსებობს და კონსულტაციების რეჟიმიც ხმამაღლა ნათქვამია. ვფიქრობ, რომ ვადაში ჩავეტევით და როდესაც „ქართული ოცნება“ დაამთავრებს კონსულტაციებს, წარმოადგენს სიას და პროგრამას,-ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა გიორგი ვოლსკიმ ტელეკომპანია „რუსთავის-2“-ის ეთერში განაცხადა. მისი თქმით, კანდიდატების შერჩევა საზოგადოების სხვადასხვა წრიდან. მოხდება. მისივე თქმით, ხელისუფლება მზადაა არჩევნების ჩატარებისთვის ისე, რომ გამოირიცხოს პანდემიის გავრცელების რისკები.

გია ჟორჟოლიანი

02 ივნისი 2020, 16:05

პოლიტიკა

გია ჟორჟოლიანი არჩევნებში მონაწილე ყველა სუბიექტისთვის უფასო საეთერო დროის ინიციატივით გამოდის

უფასო საეთერო დრო არჩევნებში მონაწილე ყველა სუბიექტს უნდა მიეცეს, - ამის შესახებ ჟურნალისტებს პარტია „სოციალ-დემოკრატების“ თავმჯდომარე გია ჟორჟოლიანმა განუცხადა. მისივე თქმით, საარჩევნო ბარიერი 0%-მდე დაყავთ იმ მიზეზის გამო, რომ ყველას მიეცეს არჩევნებში მონაწილეობის შესაძლებლობა. ასეთ შემთხვევაში, თუ არჩევნებში მონაწილე ყველა სუბიექტს უფასო საეთერო დრო არ ექნება, მაშინ აღნიშნული უფლების რეალიზება ვერ მოხდება.

02 ივნისი 2020, 16:05

მსოფლიო

გერმანია ტურიზმთან დაკავშირებულ სახელმძღვანელო პრინციპებს მიმდინარე კვირაში გამოაქვეყნებს

გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრის, ჰაიკო მაასის განცხადებით, ქვეყანა ტურიზმთან დაკავშირებულ სახელმძღვანელო პრონციპებს (ე.წ. „გაიდლაინებს) მიმდინარე კვირაში გამოაქვეყნებს. უწყების ცნობით, შემუშავებული რეგულაციები იმაზე „რბილი“ იქნება, ვიდრე ეს ევროკავშირის მიერაა დადგენილი.

დიმიტრი პესკოვი

02 ივნისი 2020, 16:03

მსოფლიო

დიმიტრი პესკოვი: მადლობა ღმერთს, ამერიკაში მიმდინარე მოვლენები ჩვენთან არ ხდება

რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივნის, დიმიტრი პესკოვის განცხადებით, აშშ-ში პოლიციელების მიერ ძალის გადამეტების საკითხი რუსეთისთვის აქტუალურ დღის წესრიგს არ წარმოადგენს.

02 ივნისი 2020, 15:48

საზოგადოება

საქართველოში ამინდი გაუარესდება

დღეს საღამოს საქართველოში ამინდი გაუარესდება. გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 2 ივნისს დღის ბოლოდან 4 ივნისის დილამდე და 4 ივნისის საღამოდან 6 ივნისის დილამდე საქართველოში მოსალოდნელია დროგამოშვებით წვიმა ელჭექით, ზოგან ძლიერი, შესაძლებელია სეტყვა, იქროლებს დასავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი, ზღვაზე შესაძლებელია 2-3-ბალიანი ღელვა. მოსალოდნელმა ძლიერმა ნალექებმა შესაძლებელია საქართველოს მდინარეებზე წყლის დონეების მნიშვნელოვანი მატება და პატარა მდინარეებზე წყალმოვარდნები გამოიწვიოს. ქვეყნის მთიან ზონებში შესაძლოა მეწყრულ-ღვარცოფული პროცესების ჩასახვა-გააქტიურება.

02 ივნისი 2020, 15:47

ეკონომიკა

Tbccredit.ge-ზე სამომხმარებლო სესხის აღება უკვე ონლაინაა შესაძლებელი

სტანდარტული ონლაინსესხისგან განსხვავებით, თიბისი კრედიტის სესხი ინდივიდუალური საპროცენტო განაკვეთით მტკიცდება. დაფარვის მაქსიმალური ვადა 48 თვეა, თუმცა სესხის დაფარვა მომხმარებლის სურვილიდან გამომდინარე, ნებისმიერ დროსაა შესაძლებელი.

ფორმულა 1-ის რბოლა

02 ივნისი 2020, 15:46

სპორტი

ფორმულა 1 მაყურებლის გარეშე ავსტრიაში 5 ივლისს ჩატარდება

მსოფლიოს ყველაზე პრესტიჟული საავტომობილო ტურნირი, ფორმულა 1 ავსტრიის გრან პრით 5 ივლისს განახლდება, რომელიც მაყურებლის გარეშე ჩატარდება. ზუსტად შვიდ დღეში ავსტრიაში კიდევ ერთი რბოლა გაიმართება, თვის უკანასკნელ შეჯიბრს კი 19 ივლისს უნგრეთი უმასპინძლებს.

02 ივნისი 2020, 15:44

მსოფლიო

აშშ-ის ხუთი ქალაქის თავზე ჯორჯ ფლოიდის უკანასკნელი სიტყვების შემცველი ბანერები გამოჩნდა

აშშ-ის სხვადასხვა ქალაქის თავზე ბანერები გამოჩნდა, რომლებზეც ჯორჯ ფლოიდის უკანასკნელი სიტყვებია დატანილი - „ვერ ვსუნთქავ“.

გიორგი ქინქლაძე

02 ივნისი 2020, 15:39

სპორტი

გიორგი ქინქლაძე ინგლისის პრემიერლიგის 1995 წლის საუკეთესო ტრანსფერებს შორის მოხვდა

სამი წლის განმავლობაში ქინქლაძემ „სიტის“ შემადგენლობაში გამართულ 118 შეხვედრაში 22 ბურთი გაიტანა, განსაკუთრებით ეფექტური კი „საუთჰემპტონის“ კარში გატანილი გოლი იყო. ქართველ ფეხბურთელთან ერთად, 1995 წლის საუკეთესო ტრანსფერებში დენის ბერგკამპი, რუუდ გულიტი, დავიდ ჟინოლა და ჟუნინიო პაულისტა მოხვდა.

დავით ზალკალიანი; ტომაშ პეტრჟიჩეკი

02 ივნისი 2020, 15:34

პოლიტიკა

დავით ზალკალიანმა ჩეხ კოლეგასთან უსაფრთხო ტურიზმის სფეროში თანამშრომლობის საკითხები განიხილა

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა სატელეფონო საუბარი გამართა ჩეხ კოლეგასთან, ტომაშ პეტრჟიჩეკთან. მინისტრებმა COVID-19 პანდემიასთან დაკავშირებულ საკითხებზე, ასევე. ქვეყნებს შორის ორმხრივი და მრავალმხრივი თანამშრომლობის აქტუალურ თემებზე ისაუბრეს. დავით ზალკალიანმა ჩეხ კოლეგას, პანდემიის პირობებში, ჩეხეთის მხარის სოლიდარობისთვის და გაწეული ჰუმანიტარული დახმარებისთვის მადლობა გადაუხადა.

ზურაბ მელიქიშვილი

02 ივნისი 2020, 15:31

პოლიტიკა

ზურაბ მელიქიშვილი: „ძალა ერთობაშია“ შეიქმნა არა რომელიმე პარტიის წარმომადგენლის ამბიციების დასაკმაყოფილებლად, არამედ - გამარჯვებისთვის

მინდა, ყველას შევახსენო ერთი რამ, „ძალა ერთობაშია“ შეიქმნა არა კონკრეტულად რომელიმე ლიდერის, რომელიმე პარტიის წარმომადგენლის ამბიციების დასაკმაყოფილებლად, არამედ შეიქმნა გამარჯვებისთვის, - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, ზურაბ მელიქიშვილმა „ტვ პირველის“ ეთერში განაცხადა. მისი თქმით, უხერხულია, როდესაც არარსებულ თემაზეა საუბარი.

02 ივნისი 2020, 15:30

COVID19

რუმინეთში ინფიცირებულთა რაოდენობამ 19 500-ს გადააჭარბა

ბოლო დღე-ღამეში რუმინეთში კორონავირუსით 119 ადამიანი დაინფიცირდა, დაავადებულთა საერთო რაოდენობამ კი 19 517-ს მიაღწია. ამის შესახებ ადგილობრივი მედია წერს. პანდემიის დაწყებიდან დღემდე ქვეყანაში 1 279 ადამიანი გარდაიცვალა, 13 523 კი გამოჯანმრთელდა და კლინიკებიდან გაწერეს.

02 ივნისი 2020, 15:19

მსოფლიო

Turkish Airlines-ი საერთაშორისო ფრენებს 18 ივნისიდან განაახლებს

ავიაკომპანია Turkish Airlines-ი საერთაშორისო ფრენებს 18 ივნისიდან განაახლებს. ამის შესახებ ავიაკომპანიის პრესმდივანმა, იაჰია იუსთუნმა განაცხადა.

02 ივნისი 2020, 15:16

ეკონომიკა

მთავრობა 2020 წლის ბიუჯეტში ცვლილებების პროექტს პარლამენტს 5 ივნისს წარუდგენს

მთავრობა 2020 წლის ბიუჯეტში ცვლილებების პროექტს პარლამენტს 5 ივნისს წარუდგენს, - ამის შესახებ Imedinews-ს პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტში განუცხადეს.

02 ივნისი 2020, 15:12

პოლიტიკა

„დიპლომატიური სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე კანონპროექტი მეორე მოსმენით განიხილეს

დღეს, საქართველოს პარლამენტში, „დიპლომატიური სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე კანონპროექტი მეორე მოსმენით განიხილეს საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის სხდომაზე. კანონპროექტის მიღების აუცილებლობა განპირობებულია კანონიდან კომერციული ატაშეს თანამდებობის ამოღების მიზანშეწონილობით და უცხო სახელმწიფოში „დიპლომატიური სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული დიპლომატიური თანამდებობის პირის - საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი დესპანის ეკონომიკურ საკითხებში წარგზავნის საჭიროებით.