imedi /  12 მაისი 2020, 16:46 / სანდო წყარო

ზვიად შალამბერიძე: ეს იქნება დიდი სტიმული როგორც ფერმერებისთვის, ასევე მათთვის, ვინც ჯერ კიდევ არ არის ჩართული ფერმერულ მეურნეობაში

ზვიად შალამბერიძე

ზვიად შალამბერიძე

იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულის, ზვიად შალამბერიძის შეფასებით, დღეს გაცხადებული შეღავათები დიდი სტიმული იქნება როგორც ფერმერებისთვის, ასევე მათთვის, ვინც ჯერ კიდევ არ არის ჩართული ფერმერულ მეურნეობაში.

„რა თქმა უნდა, ძალიან მნიშვნელოვანია თითოეული ფერმერისთვის, ვისაც ეს დახმარება შეეხება და ასევე იმ ადამიანებისთვის, რომლებსაც ჯერ არ ეხებათ, რადგან უნდა იყვნენ ფერმერთა რეესტრში დარეგისტრირებული, უნდა იყოს მიწა დარეგისტრირებული და თუ არ აქვთ "ლიბერთი ბანკის" ბარათი, შეუძლიათ ერთი თვის განმავლობაში მიიღონ. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ჩვენი ფერმერები ყველა ჰექტარზე მიიღებენ 200-ლარიან დახმარებას, შეღავათიანად დიზელის საწვავს.

თქვენ იცით, რომ ჩვენ იმერეთში, განსაკუთრებით კი წყალტუბოში გვაქვს ძალიან ბევრი სასათბურე მეურნეობა, ასევე ჩვენი ფერმერები, რომლებსაც უნდათ თავიანთი საქმიანობის გაფართოება, როგორც გაცხადდა, მიიღებენ 50%-იან სუბსიდირებას სასათბურე მეურნეობის მშენებლობაში, ტექნიკის შეძენაში, სარწყავი არხის მოწყობაში და სხვა. ეს იქნება ძალიან დიდი სტიმული თითოეული იმ ადამიანისთვის, ვინც უკვე ჩართულია ფერმერულ მეურნეობაში და მათთვის, ვინც ჯერ კიდევ არ არის, რომ წლის ბოლომდე მიუბრუნდეს და ეს შეღავათები შეეხოს“, - განაცხადა ზვიად შალამბერიძემ.

მისივე თქმით, წელს დაახლოებით 30%-ით მეტი მიწა დამუშავდა იმერეთის რეგიონში, ვიდრე ეს ხდებოდა წინა წლების განმავლობაში და დღეს გაცხადებული დახმარებები უფრო მეტ ბიძგს მისცემს ფერმერებს, რომ კიდევ უფრო მეტი მიწა დამუშავდეს და კიდევ უფრო მეტი მოსავალი მოვიდეს.

„ჩვენ მაქსიმალურად ვცდილობთ, რომ ყველა იმ ადამიანმა, ვინც დარჩა მიწის რეგისტრაციის გარეშე, აუცილებლად დაირეგისტრიროს და ამისთვის გამარტივდა კიდეც ეს პროცესი და დღეს გაცხადებული შეღავათები იქნება კიდევ დამატებითი სტიმული იმისთვის, რომ ყველა ადამიანმა წლის ბოლომდე მიწა დაირეგისტრიროს და დარწმუნებული ვარ, 100%-ით იქნება წლის ბოლოსთვის მიწები დარეგისტირებული იმიტომ, რომ მიიღონ ეს შეღავათები“, - განაცხადა სახელმწიფო რწმუნებულმა.

პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას განცხადებით, თითოეული ფერმერი, რომელსაც აქვს დარეგისტრირებული მიწა, ერთ ჰექტარზე სახელმწიფოსგან 200 ლარს მიიღებს. როგორც პრემიერმა სოფლის მეურნეობის სამინისტროს ანტიკრიზისული გეგმის პრეზენტაციაზე განაცხადა, 2020 წელს 42 000 ფერმერი გათავისუფლდება სამელიორაციო მომსახურების საფასურისგან. ასევე, ფერმერებს, რომლებსაც ტექნიკის შეძენა დასჭირდებათ, მათ სახელმწიფო, გრანტის სახით 50 პროცენტს დაუფინანსებს. გარდა ამისა, ყველა ფერმერი, ერთ ჰექტარზე 150 ლიტრ დიზელის საწვავს მიიღებს, რომელიც იქნება გარანტირებულ საბაზრო ფასზე ერთი ლარით იაფი.

ინფორმაციას იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულის პრესსამსახური ავრცელებს.

ყველა სიახლე

გიორგი გახარია

26 მაისი 2020, 08:36

საზოგადოება

პრემიერ-მინისტრი დამოუკიდებლობის დღეს ვაზიანში, თავდაცვის ძალებთან ერთად აღნიშნავს

მსოფლიო პანდემიიდან გამომდინარე, საქართველოს დამოუკიდებლობის დღის აღსანიშნავი მასშტაბური ღონისძიებები წელს არ გაიმართება. მთავრობის მეთაური, 26 მაისს ვაზიანის მე-4 მექანიზებული ბრიგადის ბაზაზე, საქართველოს თავდაცვის ძალებთან ერთად აღნიშნავს.

დევიდ ნორქუისტი

26 მაისი 2020, 08:18

საზოგადოება

აშშ-ის თავდაცვის მდივნის მოადგილე და პენტაგონის წარმომადგენლები საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავენ

ამერიკის შეერთებული შტატების თავდაცვის დეპარტამენტის წარმომადგენლები საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავენ. თავდაცვის მდივნის მოადგილე, დევიდ ნორქუისტი მილოცვაში აღნიშნავს, რომ მათი ერისთვის საქართველოსთან მეგობრობა და პარტნიორობა დიდი პატივია.

26 მაისი 2020, 08:02

საზოგადოება

26 მაისი საქართველოს დამოუკიდებლობის დღეა

საქართველოს პრეზიდენტი, პრემიერ-მინისტრი, პარლამენტის თავმჯდომარე და თავდაცვის მინისტრი 26 მაისს ვაზიანის მე-4 მექანიზებული ბრიგადის ბაზაზე, საქართველოს თავდაცვის ძალებთან ერთად აღნიშნავენ. ისინი სიტყვით გამოვლენ. გაიმართება დაჯილდოების საზეიმო ცერემონია.

იონუც სტროე

26 მაისი 2020, 01:18

ტაბლოიდი

რუმინეთის სპორტის მინისტრი პირდაპირ ეთერში ტრუსებით იჯდა. ვიდეო

რუმინეთის ახალგაზრდობისა და სპორტის მინისტრი, იონუც სტროე ტელეარხ Pro X-ის პირდაპი ეთერში სახლიდან საუბრობდა, რა დროსაც, შემთხვევით კამერა დაუვარდა. კადრში გამოჩნდა, რომ რომ უწყების პირველი პირს წელსქვემოთ შარვალი არ ეცვა და ტრუსებში გამოწყობილი საუბრობდა.

ბორის ჯონსონი

26 მაისი 2020, 01:16

COVID19

ბორის ჯონსონი: კორონავირუსით ინფიცირების შემდეგ მხედველობა გამიუარესდა

დიდი ბრიტანეთის პტრემიერ-მინისტრის, ბორის ჯონსონის განცხადებით, მას კორონავირუსით ინფიცირების შემდეგ მხედველობა გაუუარესდა.

ლატვია

26 მაისი 2020, 01:13

პოლიტიკა

ლატვიის პრემიერ-მინისტრი: მჯერა, რომ ლატვიასა და საქართველოს შორის მჭიდრო და თბილი ურთიერთობა კიდევ უფრო გაღრმავდება

ლატვიის საგარეო საქმეთა მინისტრი კრიშიანის კარიშნი საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს. ლატვიის მთავრობისა და ლატვიაში საქართველოს საელჩოს ორგანიზებით ვიდეომიმართვა მომზადდა, რომელშიც ლატვიის მთავრობის მეთაური ქართველ ხალხს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს და კიდევ ერთხელ ადასტურებს ურთიერთმხარდაჭერასა და თანამშრომლობის გაღრმავების მზაობას.

ნინო ბურჯანაძე

26 მაისი 2020, 01:01

პოლიტიკა

ნინო ბურჯანაძე: 26 მაისს ხელისუფლებამ კი არ დაშალა, არამედ დასაჯა თავისი ხალხი

„ამ ტკივილის მიუხედავად, ძალიან მნიშვნელოვანი დღეა. მინდა, ყველას მოგილოცოთ 26 მაისი. ეს არის უმნიშვნელოვანესი დღე ჩვენი ქვეყნის უახლეს ისტორიაში. მინდა გისურვოთ, რომ ეს ქვეყანა იყოს წარმატებული, ერთიანი და სამართლიანი“, - აღნიშნა ბურჯანაძემ.

26 მაისი 2020, 00:56

პოლიტიკა

ილჰამ ალიევი: აზერბაიჯანელი ხალხი სოლიდარულია ქართველი ხალხის მიმართ, რთულ პერიოდში როდესაც კაცობრიობა COVID19-ის პანდემიის წინაშე აღმოჩნდა

„მინდა აზერბაიჯანელი ხალხის სახელით მოგილოცოთ თქვენ და აზერბაიჯანის მეგობარ ქართველ ხალხს ეროვნული დღესასწაული და გადმოგცეთ საუკეთესო სურვილები. ვიმედოვნებ, ჩვენს ქვეყნებს შორის არსებული მჭიდრო, პარტნიორული ურთიერთობა საერთო ძალისხმევით კიდევ უფრო გაღრმავდება“, - ილჰამ ალიევის ოფიციალურ წერილს სააგენტო „ტრენდი“ აქვეყნებს.

ადამ კინზინგერი

26 მაისი 2020, 00:56

პოლიტიკა

ადამ კინზინგერი: გილოცავთ დამოუკიდებლობის დღეს, თქვენ ეს ყველამ ნამდვილად დაიმსახურეთ, გააგრძლეთ ის, რასაც აკეთებთ

„გამარჯობა საქართველო, გილოცავთ დამოუკიდებლობის დღეს! თქვენ ეს ყველამ ნამდვილად დაიმსახურეთ და ვიმედოვნებ, რომ ამ დღეს საქართველოს მიღწევებს იზეიმებთ“, - ამ სიტყვებით კონგრესმენი ადამ კინზინგერი საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს.

26 მაისი 2020, 00:46

ტექნოლოგიები

Google საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს

საძიებო სისტემის მთავარ გვერდზე 26 მაისის დადგომისთანავე, 00:00 საათიდან საქართველოს დროშის გამოსახულებით სპეციალური „დუდლი“ გაჩნდა.

ფრენკ სინატრა

26 მაისი 2020, 00:39

კულტურა

ხელოვნური ინტელექტის გამოყენებით, ბრიტნი სპირსის ჰიტი Toxic ფრენკ სინატრას ხმით შექმნეს

ხელოვნური ინტელექტი სი ჯეი კარმა და ზაკ ზუკოვსკიმ შეიმუშავეს. პროგრამის საშუალებით, 9000-მდე მუსიკოსისა და მუსიკალური ჯგუფის ხმით გახდა შესაძლებელი ტრეკების ჩაწერა. ბაზაში დევიდ ბოუისა და The Beatles-ის ხმებიცაა შეყვანილი.

მაიკ პომპეო

26 მაისი 2020, 00:34

პოლიტიკა

მაიკ პომპეო: აშშ-სა და საქართველოს ძლიერი სტრატეგიული პარტნიორობა აკავშირებთ, რომელიც საერთო ღირებულებებზე და თავისუფლების, დამოუკიდებლობისა და ერთიანობის ღრმა სიყვარულზეა დაფუძნებული

აშშ-სა და საქართველოს ძლიერი სტრატეგიული პარტნიორობა აკავშირებთ, რომელიც საერთო ღირებულებებზე და თავისუფლების, დამოუკიდებლობისა და ერთიანობის ღრმა სიყვარულზეა დაფუძნებული. აშშ ურყევად უჭერს მხარს საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობას საერთაშორისოდ აღიარებული საზღვრების ფარგლებში. ჩვენ მხარს ვუჭერთ ქართველი ხალხის მკაფიო არჩევანს ევროატლანტიკური ინტეგრაციის კუთხით. აშშ აფასებს საქართველოს ინვესტიციას თავდაცვისუნარიანობის განმტკიცებაში და მნიშვნელოვან წვლილს საერთაშორისო უსაფრთხოებაში, მათ შორის ავღანეთში ნატოს მისიის ფარგლებში. ქართველი ჯარისკაცები მამაცურად მსახურობდნენ და ჩვენ პატივს ვცემთ ქართველებს, რომლებმაც ამდენი მსხვერპლი შესწიეს გლობალური მშვიდობისა და უსაფრთხოების მისაღწევად. მომდევნო წელს ჩვენ ველოდებით ორმხრივი ურთიერთობების კიდევ უფრო გამდიდრებას, რადგან საქართველო რეფორმებს ახორციელებს, რომლებიც მის დემოკრატიულ პროცესებსა და დამოუკიდებელი სასამართლო სისტემის მიერ მხარდაჭერილ კანონის უზენაესობას აძლიერებს.

26 მაისი 2020, 00:17

რეგიონი

დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებთ, ქუთაისში ოპერის თეატრის ფასადი საქართველოს დროშის ინსტალაციით განათდა

დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებთ, ქუთაისში ოპერის თეატრის ფასადი საქართველოს დროშის ინსტალაციით განათდა. სახელმწიფო ანსამბლის მომღერლებმა სახელმწიფო ჰიმნი შეასრულეს. ღონისძიებას ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადენლები დაესწრნენ. მათ მოსახლეობას 26 მაისი მიულოცეს.

26 მაისი 2020, 00:16

COVID19

მსოფლიოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობამ 5.3 მილიონს გადააჭარბა

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მონაცემებით, გასული დღე-ღამის განმავლობაში მსოფლიოში კორონავირუსით ინფიცირებკის 100 264 შემთხვევა დადასტურდა, რამაც კორონავირუსით ინფიცირებულთა გლობალური მაჩვენებელი 5 304 772-მდე გაზარდა.

იაცეკ ჩაპუტოვიჩი 

26 მაისი 2020, 00:00

პოლიტიკა

პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრი: გზა, რომელსაც საქართველო თანმიმდევრულად მიჰყვება, ქვეყანას ევროკავშირთან და ჩრდილოატლანტიკურ ალიანსთან ინტეგრაციამდე მიიყვანს

„მინდა დაგარწმუნოთ, რომ პოლონელები ყოველთვის მხარს უჭერდნენ, უჭერენ და მომავალშიც მხარს დაუჭერენ ქართველ მეგობრებს დემოკრატიული ფასეულობების არჩევაში და დასავლური სამყაროსადმი მათი კუთვნილების განმტკიცებაში“, - ამის შესახებ პოლონეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრი, იაცეკ ჩაპუტოვიჩი საქართველოს დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით გამოგზავნილ მისალოც წერილში წერს.

ეკატერინე ზაჰარიევა

25 მაისი 2020, 23:56

COVID19

ბულგარეთი საქართველოს კორონავირუსთან საბრძოლველად საჭირო 500 შეკვრა სპეციალურ აღჭურვილობას უგზავნის

„კოვიდ-19“-ის პანდემია ჯანდაცვის გლობალური კრიზისია, რომელმაც მთელი მსოფლიო უპრეცედენტო გამოწვევების წინაშე დააყენა და ძირეული ზიანი მიაყენა საზოგადოებებს. ჩვენ ყველამ კარგად გავაცნობიერეთ, რომ პანდემიის შედეგებთან წარმატებით გამკლავების ერთადერთი გზა გაერთიანება და ერთობლივი მოქმედებებით სოლიდარობის გამოვლენაა. დღეს ბულგარეთის დევიზი – „ძალა ერთობაშია“, ჭეშმარიტია როგორც არასდროს!“, – ნათქვამია წერილში.

ბოგდან აურესკუ

25 მაისი 2020, 23:45

პოლიტიკა

რუმინეთის საგარეო საქმეთა მინისტრი: ორმხრივი ურთიერთობების სტრატეგიულ პარტნიორობამდე აყვანა, მეტად გააღრმავებს საქართველოსთან თანამშრომლობას

წერილში ხაზგასმით არის აღნიშნული, რომ რუმინეთი კვლავ მტკიცედ უჭერს მხარს როგორც საქართველოს ევროპულ და ევროატლანტიკურ მისწრაფებებს, ასევე ქვეყნის სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში.

ელმარ მამადიაროვი

25 მაისი 2020, 23:40

პოლიტიკა

ელმარ მამედიაროვი დარწმუნებულია, რომ აზერბაიჯანსა და საქართველოს შორის არსებული მეგობრული ურთიერთობები და თანამშრომლობა უფრო გაღრმავდება

აზერბაიჯანის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრი ელმარ მამედიაროვი ქართველ ხალხს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს და საქართველოს საგარეო უწყების ხელმღვანელს, დავით ზალკალიანს შესაბამის წერილს უგზავნის.

მევლუთ ჩავუშოღლუ

25 მაისი 2020, 23:33

პოლიტიკა

მევლუთ ჩავუშოღლუ: საქართველოს და თურქეთს შორის კარგი მეზობლური ურთიერთობები მყარად ეფუძნება სტრატეგიულ პარტნიორობას

თურქეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრი მევლუთ ჩავუშოღლუ თავის ქართველ კოლეგას, დავით ზალკალიანს წერილს უგზავნის, სადაც პირადად მინისტრსა და ქართველ ხალხს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს და ჯანმრთელობას და კეთილდღეობას უსურვებს.

25 მაისი 2020, 23:32

COVID19

დიდ ბრიტანეთში საცალო ვაჭრობის სექტორი 15 ივნისიდან განაახლებს მუშაობას

დიდ ბრიტანეთში შეზღუდვების ეტაპობრივი შემსუბუქების მეორე ეტაპის ფარგლებში საცალო ვაჭრობის სექტორი 15 ივნისიდან განაახლებს მუშაობას. ამის შესახებ დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა, ბორის ჯონსონმა განაცხადა.