IMEDI /  15 მაისი 2020, 20:38 / სანდო წყარო

რუსთავსა და კრივოი-როგს შორის, დამეგობრების შესახებ ოფიციალური შეთანხმება გაფორმდა

მეგობრობის შესახებ ოფიციალურ შეთანხმებას, რუსთავის მერმა ირაკლი ტაბაღუამ და კრივოი-როგის მერმა იური ვილკულმა ხელი ონლაინ კონფერენციაზე მოაწერეს.

კონფერენციაზე საუბარი შეეხო კორონა-ვირუსის გამო საქართველოსა და ევროპის ქვეყნებში არსებულ მდგომარეობას, მხარეებმა ურთიერთთანამშრომლობის გეგმები დასახეს და სამომავლო ეკონომიკურ და კულტურულ ურთიერთობებზე ისაუბრეს.

ონლაინ კონფერენციაზე დეტალურად იქნა განხილული კრივოი-როგს, ჟოდინოსა და რუსთავს შორის შემდგომი საერთაშორისო თანამშრომლობის გეგმები და პროექტები.

„რუსთავსა და კრივოი-როგს შორის დამეგობრების განზრავის დოკუმენტს გასულ წელს მოეწერა ხელი. წელსაც ვიყავით მიპატიჟებულები კრივოი-როგში ევროპის დღეების აღსანიშნავად და დამეგობრების შესახებ ოფიციალური მემორანდუმის გასაფორმებლად. არსებული მდგომარეობიდან გამომდინარე, ბუნებრივია ვერ მოხერხდა გამგზავრება. ქალაქის მერის ინიციატივით მოეწყო ვიდეოჩართვა და დისტანციურად მოეწერა ხელი ქალაქ რუსთავისა და კრივოი-როგის დამეგობრების შესახებ მემორანდუმს. ვიდეო კონფერენციაზე განვიხილეთ კორონა-ვირუსის პანდემიის პირობებში ჩვენს ქალაქებში არსებული ვითარება, ერთმანეთს გავუზიარეთ დისტანციური მართვის გამოცდილებება“, - განაცხადა რუსთავის მერმა ირაკლი ტაბაღუამ.

რუსთავისა და კრივოი-როგის მერებთან ერთად, ვიდეო კონფერენციაში მონაწილეობას ღებულობდნენ ბელორუსის ქალაქ ჟოდინოს საქალაქო საბჭოს თავმჯდომარე დმიტრი ზაბოლოცკი, პოლონეთის ქალაქ ლუბლინის მერის მოადგილე არტურ სიმჩიკი, გერმანიის ფედერალური რესპუბლიკის კონსულის მოადგილე დონეცკში პეტერ შმალი.

ყველა სიახლე

ბიძინა კულუმბეგოვი

28 სექტემბერი 2021, 14:22

COVID19

ბიძინა კულუმბეგოვი: ამერიკის წამლის და საკვების სააგენტომ კვლევების შედეგად დაადგინა, რომ „ფაიზერის“ მიერ წარმოებული ყველა ვაქცინა, სამთვიანი ვადის გასვლის შემდეგ, სტაბილურობას 100%-ით ინარჩუნებს

ერთმა ადამიანმა იკითხა, რა უქენით ამ (ფაიზერს) ვაქცინას ვადა რომ გაუხანგრძლივეთ, წამოადუღეთო?! ნამდვილად არავის არაფერი წამოუდუღებია - ამერიკის წამლის და საკვების სააგენტომ კვლევების შედეგად დაადგინა, რომ „ფაიზერის“ მიერ წარმოებული ყველა ვაქცინა, სამთვიანი ვადის გასვლის შემდეგ, სტაბილურობას 100%-ით ინარჩუნებს, - ამის შესახებ იმუნოლოგმა, ბიძინა კულუმბეგოვმა „ფაიზერის“ ვაქცინის ვადის გახანგრძლივებაზე საუბრისას „რუსთავი 2“-ის ეთერში განაცხადა.

მამუკა ხაზარაძე

28 სექტემბერი 2021, 14:19

პოლიტიკა

მამუკა ხაზარაძე: 2 ოქტომბრის შემდეგ ვინ ჩამოვა საქართველოში, ამ არჩევნებისთვის გადამწყვეტი მნიშვნელობა არ აქვს

2 ოქტომბრის შემდეგ ვინ ჩამოვა საქართველოში, ამ არჩევნებისთვის გადამწყვეტი მნიშვნელობა არ აქვს, – ამის შესახებ „ლელოს“ ლიდერმა, მამუკა ხაზარაძემ ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის მიერ სამშობლოში დაბრუნების დაანონსებასთან დაკავშირებით განაცხადა.

პეტრე ცისკარიშვილი

28 სექტემბერი 2021, 14:18

პოლიტიკა

პეტრე ცისკარიშვილი: არსებობს მიშას დაკავების რისკი, მაგრამ მას ამ რეჟიმის ციხეების არ ეშინია

„უკვე შეგვიძლია მტკიცედ ვთქვათ, რომ მიშა სააკაშვილი მართლაც ჩამოდის, ორში საღამოს. მაინც არსებობს, რა თქმა უნდა, რისკი იმასთან დაკავშირებით, რომ აგონიაში მყოფი გამწარებული რეჟიმი შეეცდება მის დაკავებას. ამ შემთხვევაში არანაირი პრობლემა მიშას არ აქვს. მას ამ რეჟიმის ციხეების და საპყრობილეების არ ეშინია“, - აღნიშნა პეტრე ცისკარიშვილმა.

მიხეილ სარჯველაძე

28 სექტემბერი 2021, 14:14

პოლიტიკა

მიხეილ სარჯველაძე მიხეილ სააკაშვილზე: ამ კაცის ქმედებები, დიდი ხანია, ქართულ პოლიტიკაზე არსებით ცვლილებებს ვეღარ ახდენს - მისი ჩამოსვლა-არჩამოსვლა მხოლოდ მისსავე პირად ბედსა და სამართლებრივ მდგომარეობაზე იმოქმედებს

„ამ კაცის ქმედებები, დიდი ხანია, ქართულ პოლიტიკაზე არსებით ცვლილებებს ვეღარ ახდენს. მგონი, ცუდი არ იქნება, ამას თავადაც თუ გაიგებს“, - ამის შესახებ პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ, მიხეილ სარჯველაძემ განაცხადა.

28 სექტემბერი 2021, 14:12

საზოგადოება

ქუთაისსა და კრაკოვს შორის რეგულარული ავიამიმოსვლა განახლდა

დღეიდან, ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტიდან, ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის ყველაზე სწრაფად მზარდმა დაბალბიუჯეტურმა ავიაკომპანია -Wizz Air-მა კრაკოვის მიმართულებით პირდაპირი რეგულარული რეისები განაახლა, - ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს აეროპორტების გაერთიანება ავრცელებს.

28 სექტემბერი 2021, 14:03

პოლიტიკა

სახელმწიფო ინსპექტორი ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარეს შეხვდა

სახელმწიფო ინსპექტორი, ლონდა თოლორაია ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარეს, გიორგი კალანდარიშვილს შეხვდა, - ამის შესახებ ინფორმაციას სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, შეხვედრას ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის მოადგილე და ასევე, უწყებების იურიდიული სამსახურის უფროსები ესწრებოდნენ.

ირაკლი ქადაგიშვილი

28 სექტემბერი 2021, 13:57

პოლიტიკა

ირაკლი ქადაგიშვილი: სააკაშვილის გამოქვეყნებული ბილეთი ციხისკენ იქნება თუ მორიგი ფეიკი, ეს მის გამომქვეყნებელზეა დამოკიდებული

მიხეილ სააკაშვილი თუ ჩამოვა, მას კონკრეტული სამართლებრივი გადაწყვეტილება ელოდება. პრემიერმა თქვა, რომ სასამართლოს გადაწყვეტილება აღსრულდება და დაკავებული იქნება. ის, რომ სააკაშვილი და „ნაციონალური მოძრაობა“ მოწოდებული არიან, ქვეყანაში დესტაბილიზაცია და არეულობა იყოს, ეს ახალი არ არის, - ამის შესახებ პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ქადაგიშვილმა განაცხადა. მისი თქმით, მიხეილ სააკაშვილის პოლიტიკის შინაარსია, რამენაირად სამოქალაქო დაპირისპირება გააღვივოს.

ემანუელ მაკრონი

28 სექტემბერი 2021, 13:52

მსოფლიო

მაკრონი: ევროპამ მიამიტობა უნდა შეწყვიტოს, როდესაც საქმე მისი ინტერესების დაცვას ეხება

ევროპამ მიამიტობა უნდა შეწყვიტოს, როდესაც საქმე მისი ინტერესების დაცვას ეხება და საკუთარი სამხედრო შესაძლებლობები უნდა ჩამოაყალიბოს, - განაცხადა საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა.

28 სექტემბერი 2021, 13:34

ეკონომიკა

ფინანსთა სამინისტროს სახაზინო ობლიგაციების აუქციონზე 35 000 000 ლარის ფასიანი ქაღალდები გაიყიდა

2021 წლის 28 სექტემბერს, ფინანსთა სამინისტროს სახაზინო ობლიგაციების აუქციონზე 35 000 000 ლარის ნომინალური ღირებულების 5-წლიანი ვადიანობის ფასიანი ქაღალდები გაიყიდა, - ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ეროვნული ბანკი ავრცელებს.

28 სექტემბერი 2021, 13:29

სპორტი

საქართველოს ძიუდოს ახალგაზრდული ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატზე 13 სპორტსმენით იასპარეზებს

ძიუდოს ახალგაზრდულ მსოფლიო ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრები 13 სპორტსმენით წარდგება: -60 კგ – გიორგი სარდალაშვილი, შაქრო შათირიშვილი; -81 კგ – გიორგი შერაზადიშვილი...

ირაკლი ლატარია

28 სექტემბერი 2021, 13:23

პოლიტიკა

ირაკლი ლატარია: ან ირჩევ განვითარებას, ხვალინდელ დღეს, ან - ხელს უწყობ სააკაშვილსა და ახალაიებს წარსულში დაგვაბრუნონ

მოგვიახლოვდა არჩევნები და რას ვხედავთ რეალურად? გამოკვეთილია კვლავ ორი პოლუსი, ოცნება და ნაცები. მოგვწონს თუ არ მოგვწონს, ეს არის რეალობა, სამწუხარო რეალობა. 9 წელი გავიდა და ჩვენდა სამწუხაროდ ვერა და ვერ შეიქმნა ის ძალა, რომელიც შეძლებს ჩაანაცვლოს მკვლელი და ქართველთმოძულე ნაცები, - - ამის შესახებ Facebook-ზე ანალიტიკოსი ირაკლი ლატარია წერს.

28 სექტემბერი 2021, 13:17

ეკონომიკა

თიბისი კაპიტალის ყოველკვირეული განახლება მთავარი ეკონომისტისგან

თიბისი კაპიტალმა მთავარი ეკონომისტისგან განახლება გამოაქვეყნა. პუბლიკაციის თანახმად, აგვისტოში დაკრედიტება კვლავ აჩქარდა და ზრდამ გაცვლითი კურსის ეფექტის გარეშე წ/წ 15.4% შეადგინა. კრიზისების შემდეგ ბიზნეს, განსაკუთრებით კი კორპორატიულ სექტორს, აღდგენისათვის მეტი დრო სჭირდება. თუმცა, რამდენადაც ადგილი აქვს უფრო ეკონომიკის ე.წ. გადატვირთვას, და არა - ეტაპობრივ აღდგენას, შესაბამისი დროითი ჩამორჩენაც უფრო მოკლეა.

ემანუელ მაკრონი

28 სექტემბერი 2021, 13:14

მსოფლიო

მაკრონი: აშშ-ის, დიდი ბრიტანეთისა და ავსტრალიის ახალი პაქტი ინდო-წყნარი ოკეანის რეგიონში საფრანგეთის სტრატეგიაზე გავლენას არ მოახდენს

საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა განაცხადა, რომ აშშ-ის, დიდი ბრიტანეთისა და ავსტრალიის ახალი პაქტი ინდო-წყნარი ოკეანის რეგიონში საფრანგეთის სტრატეგიაზე გავლენას არ მოახდენს.

თეა წულუკიანი

28 სექტემბერი 2021, 13:12

პოლიტიკა

თეა წულუკიანი სააკაშვილზე: ამხელა კაცი დედასთან ერთად ჩამოდის - დედას ბუშტი გვიბრუნდება

„იმედი მაქვს, არავის ეწყინება რომ ჩემი რეაქცია არის საკმაოდ დამცინავი, რადგან ამ ყველაფერს სერიოზულად ვერ აღიქვამ. ვერც პიროვნებას, რომელიც აცხადებს რომ არის თანამედროვე საქართველოს სახელმწიფოს დამფუძნებელი, ეს ყველაზე დიდი ანეკდოტია, რაც მოგვისმენია და ასევე სასაცილოა, რომ ამხელა კაცი ჩამოდის მგონი დედასთან ერთად, დედას ბუშტი გვიბრუნდება“, - განაცხადა თეა წულუკიანმა.

28 სექტემბერი 2021, 13:11

ტექნოლოგიები

როგორ მოვიფიქროთ და დავაყენოთ უსაფრთხო პაროლი

ინტერნეტის და სხვადასხვა აპლიკაციის მომხმარებელი თუ ხართ, ესე იგი, პაროლებსაც აუცილებლად იყენებთ. იცით, რომ პაროლი ყველაზე მნიშვნელოვანი დეტალია თქვენი ინფორმაციული უსაფრთხოების დასაცავად? - ალბათ, კი. მაგრამ, შესაძლოა, არასდროს გიფიქრიათ იმაზე, რომ თქვენ მიერ გამოყენებული პაროლი მილიონობით ადამიანსაც შეიძლება ჰქონდეს. არადა, ზოგჯერ გვგონია, რომ ზედმეტად ჩავხლართეთ ყველაფერი და ისეთი დაცულები ვართ, ვერასდროს ვერავინ შესძლებს ჩვენს აპლიკაციებში შეღწევას.

კახა კალაძე

28 სექტემბერი 2021, 12:57

პოლიტიკა

კახა კალაძე: მიხეილ სააკაშვილი თუ ჩამოვა, ამას მოჰყვება რეაგირება, შესაბამისი სამსახურებიც დახვდებიან

მიხეილ სააკაშვილი თუ ჩამოვა, ამას მოჰყვება შესაბამისი რეაგირება, – ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ განაცხადა. ამასთან კახა კალაძემ აღნიშნა, რომ საერთოდ არაა საინტერესო მიხეილ სააკაშვილი ჩამოვა თუ არ ჩამოვა.

ივანე ჩხაიძე

28 სექტემბერი 2021, 12:52

COVID19

ივანე ჩხაიძე: მარტივი არჩევანი გვაქვს - ან ვიკეთებთ ვაქცინას და გადავრჩებით, ან არ ვიკეთებთ და ეს ციფრები კიდევ დიდი ხნის განმავლობაში იქნება ჩვენი ქვეყნისთვის ძალიან მძიმე ტვირთი

ივანე ჩხაიძე აცხადებს, რომ სავარაუდოდ, წლის ბოლომდე მოსახლეობის უმრავლესობის ვაქცინაციის გეგმა ვერ განხორციელდება. იმუნიზაციის ტექნიკურ მრჩეველთა ეროვნული ჯგუფის ხელმძღვანელის თქმით, ეპიდვითარების გასაუმჯობესებლად ერთადერთი გამოსავალი მოსახლეობის ვაქცინაცია და რეგულაციების შესრულებაა

28 სექტემბერი 2021, 12:50

საზოგადოება

რუსთაველი-მთაწმინდის დამაკავშირებელი საბაგირო გზის რეაბილიტაცია იწყება

რუსთაველი-მთაწმინდის დამაკავშირებელი საბაგირო გზის რეაბილიტაციის პროექტი ოფიციალურად დაიწყო. თბილისის მერმა კახა კალაძემ, კონტრაქტორი კომპანიების წარმომადგენლებთან ერთად, ხელი მოაწერა საბაგირო გზის მშენებლობის ხელშეკრულებას და სამშენებლო მოედნის ტერიტორიაზე სიმბოლური კაფსულა ჩადო.

გიორგი ცუცქირიძე

28 სექტემბერი 2021, 12:44

პოლიტიკა

გიორგი ცუცქირიძე: რეალურად ოპოზიციისთვის მიცემული თითოეული ხმა სააკაშვილის და მისი ბნელი წარსულისთვის ხმის მიცემას ნიშნავს!

„არჩევნებამდე 5 დღით ადრე, სააკაშვილის დაჯავშნული ბილეთის ერთადერთი დანიშნულება, ოპოზიციის მიერ რეფერენდუმად დაკონვერტირებული და ფაქტობრივად წაგებული არჩევნებისათვის ინტრიგის დაბრუნებაა“, - ასე ეხმიანება ექსპერტი გიორგი ცუცქირიძე მოახლოებულ თვითმმართველობის არჩევნებს და საზოგადოებას სწორი არჩევანის გაკეთებისკენ მოუწოდებს.

ივანე ჩხაიძე

28 სექტემბერი 2021, 12:43

COVID19

ივანე ჩხაიძე: სამწუხაროდ, მოსახლეობის 80%-ის აცრა წლის ბოლომდე სრული ფანტასტიკაა

„მარტივი არჩევანი გვაქვს - ან ვიკეთებთ ვაქცინას და გადავრჩებით, ან არ ვიკეთებთ ვაქცინას და მაშინ უნდა შევეგუოთ, რომ ეს ციფრები კიდევ დიდი ხნის განმავლობაში იქნება ჩვენი ქვეყნისთვის ძალიან მძიმე ტვირთი“, - განაცხადა ჩხაიძემ.