www.imedi.ge /  21 მაისი 2020, 22:17 / სანდო წყარო

ბათუმში აქცია გაიმართა

აქცია და ხმაური იყო ბათუმში ინასარიძის ქუჩაზე. ადგილობრივებმა ასწლოვანი ევკალიპტების გაჩეხვა გააპროტესტეს. მათი განცხადებით, კომპანიამ, რომელიც ტერიტორიაზე საცხოვრებელი კორპუსის აშენებას გეგმავს, ხეების მოჭრა დაიწყო. მოსახლეობამ აღნიშნული მშნებლობის წინააღმდეგ აქცია რამდენიმე დღის წინაც მოაწყო.

"რამდენჯერმე გავაფრთხილეთ რომ ხეები არ მოეჭრათ, უკვე ოთხი თვეა ვაპროტესებთ. ჩვენ აქ, ამ ხეების ქვეშ გავიზარდეთ. მწვანე ზონა არ უნდა განადგურდეს. ბინა შენდება, პროექტის მიხედვით ხეები არ უშლით. ჭრიან რადგან ტექნიკას უშლის ხელს,"- განაცხადა აქციის მონაწილემ, ირაკლი ჩიტაძემ.

ევკალიპტების გაჩეხვას უარყოფს კომპანიის იურისტი. გიორგი ხიმშიაშვილი თვლის, რომ ადგილობრივებს პოლიტიური პარტიების წარმომადგენლები არასწორ ინფორმაციას აწვდიან.

"მოსახლეობის პრეტენზია გამოწვეულია არაინფორმირებულობით. მიმდინარე სამუშაო პროცესი არის ღია. არსებული ხეების გადაბელვა მიმდინარეობს, ვინაიდან ხეების ამ მდგომარეობაში დატოვება სახიფათოა სამუშაო პროცესისა და აქ დასაქმებული ადამიანებისთვის. არცერთი ხე, რომელიც არის ჯანსაღია, არ მოიჭრება. როგორც ჩანს, გარკვეული პოლიტიკური ძალები ამ პროცესის პოლიტიზირებას ცდილობენ. აქ ხშირად ვხედავთ სხვადასხვა პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებს და ისინი აწვდიან მოსახლეობას არასწორ ინფრომაციას,"- განაცხადა კომპანია „როიალ ბილდინგის“ იურისტმა, გიორგი ხიმშიაშვილმა.

მოსახლეობის მხარდასაჭერად ინასარიძის ქუჩაზე პარტია "ევროპული საქართველოს" წარმომადგენლები მივიდნენ, ორი დღის წინ გამართულ აქციაზე კი „ნაციონალური მოძრაობის“ წევრები იყვნენ.

ყველა სიახლე

24 სექტემბერი 2021, 17:06

სპორტი

თეა წულუკიანმა ამპუტანტ ფეხბურთელთა ნაკრებს უმასპინძლა

საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრმა თეა წულუკიანმა და მინისტრის მოადგილე სოსო გიორგაძემ სამინისტროში უმასპინძლეს საქართველოს ამპუტანტ ფეხბურთელთა ნაკრებს, რომელმაც ევროპის ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე იასპარეზა. მინისტრმა მათგან სპორტის ამ სახეობაში არსებული სიტუაციისა და გამოწვევების შესახებ მიიღო ინფორმაცია და სამინისტროს სახელით მხარდაჭერა აღუთქვა.

24 სექტემბერი 2021, 17:04

საზოგადოება

ცესკო ეტლით მოსარგებლე ამომრჩევლებს მიმართავს შეარჩიონ ადაპტირებული საარჩევნო უბანი

ცენტრალური საარჩევნო კომისია განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისთვის თანაბარი საარჩევნო გარემოს შექმნასა და არჩევნებში მათ მონაწილეობას.

შალვა პაპუაშვილი

24 სექტემბერი 2021, 16:54

პოლიტიკა

შალვა პაპუაშვილი გიორგი გახარიაზე: მე ვფიქრობ, რომ მისი ქცევა არის ძალიან არასერიოზული. პირველ რიგში, ეს აჩენს ეჭვებს, ყველა საჯარო მოხელეს და პარლამენტის წევრს გავლილი აქვს ეს ტესტი

შალვა პაპუაშვილის თქმით, ეჭვებს აჩენს ის ფაქტი, რომ ექიმმა ვერ იცნო დოკუმენტი, ხოლო საქართველოში დისკუსიის საგანს წარმოადგენს ის ფაქტი, რომ გახარია არ ენდობა ლევან სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროს.

24 სექტემბერი 2021, 16:51

მსოფლიო

„თალიბანი“ ავღანეთში დამნაშავეების ფიზიკური დასჯის პრაქტიკის აღდგენას გეგმავს

რადიკალური მოძრაობა „თალიბანი“ ავღანეთში ფიზიკური დასჯის აღდგენას გეგმავს. ამის შესახებ სააგენტო Associated Press-ს „თალიბანის“ ერთ-ერთმა დამფუძნებელმა, მოლა ნურუდინ ტურაბიმ განუცხადა.

24 სექტემბერი 2021, 16:47

პოლიტიკა

ირაკლი კობახიძე, შალვა პაპუაშვილი და დიმიტრი სამხარაძე ქვემო ქართლის მუნიციპალიტეტების მერობის კანდიდატებს და საარჩევნო შტაბების ხელმძღვანელებს შეხვდნენ

„ქართული ოცნების“ რუსთავის ცენტრალურ შტაბში გამართულ შეხვედრაზე ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებთან დაკავშირებულ საკითხებზე იმსჯელეს.

24 სექტემბერი 2021, 16:44

პოლიტიკა

მაკა ბოჭორიშვილსა და დუმიტრუ ალაიბას შორის სატელეფონო საუბარი შედგა

ევრონესტის საპარლამენტო ასამბლეის თანა-პრეზიდენტ, ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯომარე, მაკა ბოჭორიშვილსა და ევრონესტის საპარლამენტო ასამბლეაში მოლდოვას დელეგაციის ხელმძღვანელ, დუმიტრუ ალაიბას შორის სატელეფონო საუბარი გაიმართა.

24 სექტემბერი 2021, 16:43

COVID19

ბრიტანეთში, რამდენიმე კოვიდგადატანილ ადამიანს თმის საღებავზე ალერგიული რეაქცია განუვითარდა

ბრიტანელი სტილისტები კოვიდგადატანილ პაციენტებში თმის საღებავთან დაკავშირებულ ალერგიულ რეაქციებზე ალაპარაკდნენ. სპეციალისტების თქმით, რამდენიმე კლიენტს დამწვრობისა და გამონაყარის მსგავსი რეაქციები განუვითარდა.

არმენ გრიგორიანი

24 სექტემბერი 2021, 16:36

მსოფლიო

სომხეთის უშიშროების საბჭოს მდივანი: სომხეთი მზად არის, თურქეთთან ურთიერთობები ეტაპობრივად დაარეგულიროს

სომხეთის უშიშროების საბჭოს მდივანმა, არმენ გრიგორიანმა განაცხადა, რომ სომხეთი მზად არის, თურქეთთან ურთიერთობები ეტაპობრივად დაარეგულიროს და მაღალ დონეზე ორი ქვეყნის წარმომადგენლების შეხვედრა გამართოს.

ირაკლი კობახიძე

24 სექტემბერი 2021, 16:25

პოლიტიკა

ირაკლი კობახიძის თქმით, ქალი, რომელმაც გახარიას კოკაინი გაასინჯა, მისი პარტიის საარჩევნო სიაშია

„ისაა თბილისის საკრებულოს სიაში, თუმცა, რა თქმა უნდა, გვარის დაკონკრეტებას მოვერიდები. ეს ქალბატონი არასდროს ყოფილა „ქართული ოცნების“ წევრი, მაგრამ ის არის საკრებულოს სიაში გახარიას პარტიიდან“, - აღნიშნა „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტების კითხვაზე, ვინაა ქალი, ვინც გიორგი გახარიას კოკაინი გაასინჯა.

24 სექტემბერი 2021, 16:24

პოლიტიკა

მაკა ბოჭორიშვილსა და მარია კარაპეტიანს შორის სატელეფონო საუბარი გაიმართა

ევრონესტის საპარლამენტო ასამბლეის თანა-პრეზიდენტ, ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე, მაკა ბოჭორიშვილსა და ევრონესტის საპარლამენტო ასამბლეაში სომხეთის დელეგაციის ხელმძღვანელ, მარია კარაპეტიანს შორის სატელეფონო საუბარი შედგა.

ირაკლი კობახიძე

24 სექტემბერი 2021, 16:18

პოლიტიკა

ირაკლი კობახიძე: ნიკა მელიამ შეურაცხყოფა მიაყენა ევროკავშირს, რადგან მის ოფისთან მოაწყო პროვოკაცია

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე აცხადებს, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, ნიკა მელიამ შეურაცხყოფა მიაყენა ევროკავშირს, რადგან მის ოფისთან მოაწყო პროვოკაცია.

ირაკლი კობახიძე

24 სექტემბერი 2021, 16:17

პოლიტიკა

ირაკლი კობახიძე: ოპოზიცია იყენებს სიძულვილის ენას - ეს არის მათი ხელწერა და დღის წესრიგი

„საერთო სურათი იცით როგორია, ჩვენ გვაქვს პოზიტიური კამპანია, პროგრამები თითოეული მინუციპალიტეტისთვის. ეს არის ჩვენი სტრატეგია, რაც შეეხება ოპოზიციას, ისინი იყენებენ სიძულვილის ენას და ეს ხდება არა მხოლოდ სოციალურ მედიაში, არამედ ეს ხდება ტელევიზიაში და ამას ისინი ყოველდღიურ რეჟიმში აკეთებენ. ეს არის მათი ხელწერა და დღის წესრიგი“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ამირან გამყრელიძე

24 სექტემბერი 2021, 16:11

COVID19

ამირან გამყრელიძე: 500 ორჯერადად აცრილი ადამიანი არის ერთი გადარჩენილი სიცოცხლე, ამიტომ მადლობა მათ, ვინც უკვე აცრილია, მაგრამ სხვებსაც მოვუწოდოთ ვაქცინაციისკენ

თუ ჩვენ 95%-ზე ავიყვანთ პირბადის გამოყენების მაჩვენებელს, დეკემბრამდე 200-250 ადამიანის სიცოცხლეს გადავარჩენთ, - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

24 სექტემბერი 2021, 16:10

COVID19

შეიძლება თუ არა გრიპისა და კოვიდის საწინააღმდეგო აცრის გაკეთება ერთდროულად

გრიპისა და კოვიდის ვაქცინის გაკეთება ერთსა და იმავე დღეს შეიძლება, - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

შალვა პაპუაშვილი

24 სექტემბერი 2021, 16:06

პოლიტიკა

შალვა პაპუაშვილი ნიკა მელიას პროვოკაციაზე: ჩვენ ჯერ კიდევ ველოდებით ევროკავშირის საელჩოს გამოხმაურებას გუშინდელ პროვოკაციაზე

არანაირი ეჭვი არ არსებობს, რომ მშვიდობიანად უნდა ჩატარდეს არჩევნები. რაც შეეხება გამოხმაურებებს, სხვათა შორის, ჩვენ ჯერ კიდევ ველოდებით ევროკავშირის საელჩოს გამოხმაურებას გუშინდელ პროვოკაციაზე. - განაცხადა პარტია ,,ქართული ოცნების’’ საზოგადოებასთან ურთიერთობის მდივანმა შალვა პაპუაშვილმა ტელეკომპანია „პალიტრანიუსის" ეთერში, ,,ნაციონალური მოძრაობის’’ ლიდერის, ნიკა მელიას მხრიდან ირაკლი კობახიძის მისამართით დაგეგმილ პროვოკაციაზე.

24 სექტემბერი 2021, 16:04

საზოგადოება

საქართველოს აეროპორტების გაერთიანებამ დასაქმების კვირეულში მიიღო მონაწილეობა

20-24 სექტემბერს საქართველოს საავიაციო უნივერსიტეტის ორგანიზებით დასაქმების კვირეული გაიმართა. სხვადასხვა კომპანიებთან ერთად, ღონისძიებაში საქართველოს აეროპორტების გაერთიანებაც ჩაერთო. ეპიდემიოლოგიური ვითარების გამო, კვირეული ონლაინ ფორმატში ჩატარდა.

ამირან გამყრელიძე

24 სექტემბერი 2021, 15:49

COVID19

ამირან გამყრელიძე: საქართველოში პოპულარობით „ფაიზერი“ სარგებლობს, შემდეგაა „სინოფარმი“ და „სინოვაკი“

„დღეს არის დაახლოებით 600 ათასამდე „ფაიზერი“, რომელიც 300 ათასი ადამიანის აცრისთვის საკმარისია. ასევე, ქვეყანა მუშაობს, რომ დამატებით კიდევ შემოიტანოს „ფაიზერი“. საკმარისი რაოდენობით არის „სინოფარმი“ „სინოვაკი“. ისინი პოპულარობით სარგებლობს მოსახლეობაში. ყველაზე პოპულარობით სარგებლობს „ფაიზერი“ შემდეგ „სინოფარმი“ და „სინოვაკი“. ყველა ამ ვაქცინის მარაგი არის. აქტიური ვაქცინაცია უნდა გაგრძელდეს“, - განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

კახა კალაძე

24 სექტემბერი 2021, 15:46

პოლიტიკა

კახა კალაძე: გიორგი გახარია ან „კოკაინი“ არასდროს მიხსენებია, ეს კამპანია „კოკაინზე“ გახარიამ თავად წამოიწყო

„ჯერ საუბრობდა იმაზე, რომ მზად იყო ჩაებარებინა ეს ტესტი, რა პრობლემა იყო საერთოდ, გაუგებარია. შემდეგ ავსტრიაში გაიქცა, იქ რა უნდოდა, ისიც გაუგებარია. მისმა ქმედებებმა, სამწუხაროდ, ბევრი კითხვა გააჩინა“,- განაცხადა კალაძემ.

ეკატერინე ტიკარაძე

24 სექტემბერი 2021, 15:45

COVID19

ეკატერინე ტიკარაძე: თითქმის დარწმუნებულები ვართ, რომ საკლასო ოთახებში სწავლა დათქმული თარიღისთვის დაიწყება

„რეგიონების მიხედვით, დადებითობის მაჩვენებელი არაერთგვაროვანია, თუმცა, განათლების სამინისტროსთან ერთად, ინტენსიური მუშაობა მიმდინარეობს. თითქმის დარწმუნებულები ვართ, რომ სწავლა დათქმული ტარიღისთვის დაიწყება“, - აღნიშნა ჯანდაცვის მინისტრმა.

ამირან გამყრელიძე

24 სექტემბერი 2021, 15:40

COVID19

ამირან გამყრელიძე: მოზრდილი მოსახლეობის 26% გვყავს აცრილი, ეს რიცხვი წლის ბოლომდე 60%-მდე უნდა ავიდეს, თუ გვინდა, რომ წლევანდელი ახალი წელი უფრო მშვიდი გვქონდეს

„მაგრამ, დელტა ისეთი ვერაგი შტამი აღმოჩნდა, რომ მოსახლოების 60%-ის აცრაც არ არისსაკმარისი. ვაქცინების მარაგი საკმარისია და ამიტომ აქტიური ვაქცინაცია უნდა გაგრძელდეს. ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ სექტემბრის ბოლო ერთი კვირა და ოქტომბერი-ნოებერი ვაქცინაციისთვის გამოვიყენოთ“, - განაცხადა ამირან გამყრელიძემ.