imedi /  22 მაისი 2020, 19:58 / სანდო წყარო

ირაკლი ქარსელაძე: აღმოსავლეთ-დასავლეთ დერეფანზე 208 კმ უკვე აშენებულია, 140 კმ-ზე კი მშენებლობა მიმდინარეობს

ზოგადად, უნდა ითქვას, რომ აღმოსავლეთ-დასავლეთ დერეფანზე 208 კილომეტრი უკვე არის აშენებული, 140 კილომეტრზე მიმდინარეობს მშენებლობა და 2020 წელს 70 კილომეტრი მაგისტრალური გზის გახსნა არის დაგეგმილი დაწყებული ივნისიდან და ამაში შედის ხაშურის, ქუთაისის შემოვლითი და სამტრედია-გრიგოლეთის მეორე ლოტი 14 კილომეტრიანი მონაკვეთი, - ამის შესახებ საავტომობილო გზების დეპარტამენტის უფროსმა ირაკლი ქარსელაძემ განაცხადა.

მისივე თქმით, მნიშვნელოვანია, რომ დღეს, რიკოთის ისტორიულ, საუკუნის პროექტზე პირველი გვირაბი დღეს გაიჭრა.

„მთლიანობაში, 53 გვირაბი, 96 ხიდი - ეს არის ის, რაც უნდა აშენდეს 51-კილომეტრიან მონაკვეთზე. 2,5 მილიარდი ლარი არის ამ პროექტების ღირებულება და დღეს პირველი გვირაბი გაიჭრა და ამის პარალელურად, ჯამურად, 28 გვირაბზე მიმდინარეობს სამუშაო. ასევე, შესაბამისი რაოდენობით უკვე 39 ხიდზე მიმდინარეობს სამშენებლო სამუშაო ბურჯების ამოყვანით, ხიმინჯების მოწყობით და სხვა მრავალი სამუშაოთი. მნიშვნელოვანია ის, რომ მიუხედავად კორონავირუსის გამოწვევისა, ამ შეზღუდვების ფარგლებში მიღწეული პროგრესი, რისი დადასტურებაც არის დღევანდელი დღე, 180-მეტრიანი პირველი გვირაბის გაჭრა არის დიდი მონაპოვარი. თუმცა, რა თქმა უნდა, უკვე შემუშავებულია გეგმა, რომ ამ შეზღუდვების შემსუბუქებასთან ერთად, უფრო დიდი პროგრესი იყოს მიღწეული“, - აღნიშნა საავტომობილო გზების დეპარტამენტის უფროსმა.

მისივე თქმით, ძალიან მნიშვნელოვანია ადგილობრივი მოსახლეობის, უშუალოდ ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მცხოვრებთა ჩართულობა აღნიშნულ პროექტებში. ირაკლი ქარსელაძის განცხადებით, 70-დან 80 პროცენტამდე ჯამურად დასაქმებული არის საქართველოს მოსახლეობა.

„მთლიანობაში 2019 წელს 5 000 ადამიანი იყო დასაქმებული პროექტებში. ყველა მონაკვეთის ამოქმედებასთან ერთად ამ რიცხვის გაორმაგებას ველოდებით და შესაბამისად, უფრო მეტი ქართველი სპეციალისტის ჩართულობას ვგეგმავთ. მნიშვნელოვანია ის, რომ გარდა ყოველთვიური შემოსავლისა, რომელიც შრომის ბაზრის შესაბამისია, მნიშვნელოვანია ის უნარები, რასაც იძენენ ჩვენი თანამოქალაქეები, რაც მათ უკვე უახლოეს პერსპექტივაში კიდევ უფრო კონკურენტუნარიანს გახდის ბაზარზე. რა თქმა უნდა, ძალიან მნიშვნელოვანია ის სოციალური ასპექტები, რომელიც ყველა მონაკვეთზე გარკვეული სახით არის წარმოჩენილი, როგორიც არის მოედნების მოწყობა სურამში, შროშაში, ზესტაფონში, ლანჩხუთში. ასევე დამატებითი დაერთებები, რომლებიც საშუალებას აძლევს ადგილობრივ მოსახლეობას კიდევ უფრო მეტად ჩართული იყოს კვლავწარმოების პროცესში. შესაბამისად, ის პოპულარული ადგილები, რომელიც წლების განმავლობაში, როგორც ქვეყნის მოსახლეობას, ასევე სტუმრებს ძალიან უყვარდათ, წვდომა ექნებათ საგზაო უსაფრთხოების სრული წესების დაცვით“, - განაცხადა საავტომობილო გზების დეპარტამენტის უფროსმა.

ყველა სიახლე

ტურიზმი

31 მაისი 2020, 01:02

ეკონომიკა

ევროპაში პოპულარულმა სამოგზაურო პლატფორმამ ბათუმი და თბილისი ევროპაში ყველაზე უსაფრთხო ტურისტულ მიმართულებებს შორის დაასახელა

ევროპაში პოპულარულმა სამოგზაურო პლატფორმამ European Best Destinations ბათუმი და თბილისი ევროპაში ყველაზე უსაფრთხო ტურისტულ მიმართულებებს შორის დაასახელა. სტატიაში პოპულარული პორტალი ხაზს უსვამს Covid 19-თან მიმართებით საქართველოს მიღწევებს, თბილისსა და ბათუმს კი ყველაზე უსაფრთხო ქვეყნების ტოპ ათეულში ასახელებს.

კიანუ რივზი ჯონ ვიკის როლში

31 მაისი 2020, 01:00

კულტურა

„ჯონ ვიკის“ პროდიუსერებს ფილმის სახელწოდების შეცვლა მოუწიათ, რადგან კიანუ რივზს ის ავიწყდებოდა

„კიანუ სურათის „ჯონ ვიკად“ მოიხსენიებდა. მაშინ მარკეტოლოგებმა დამირეკეს და მითხრეს, რომ თუ სახელწოდებას არ შევცვლით, სარეკლამო კამპანიაში ჩადებულ 4-5 მილიონ დოლარს დავკარგავთ. ასე რომ ახლა ფილმს „ჯონ ვიკი“ ჰქვია. უკვე ვერც წარმოვიდგენ, რომ მას შეიძლებოდა „ზიზღი“ რქმეოდა“, - ამბობს კოლსტადი.

Take That რობი უილიამსი

31 მაისი 2020, 00:40

კულტურა

რობი უილიამსმა Take That-თან ერთად ონლაინ-კონცერტი გამართა. ვიდეო

გარი ბარლოუ, ჰოვარდ დონალდი, მარკ ოუენი და რობი უილიამსი მსმენელისთვის საკუთარი სახლებიდან მღეროდნენ. კონცერტი უკვე 1,6 მილიონზე მეტმა მაყურებელმა ნახა.

კიმ იონგ ჰი

31 მაისი 2020, 00:27

ტაბლოიდი

Samsung-ის გათავისუფლებულმა თანამშრომელმა პროტესტის ნიშნად სეულის ანძაზე ერთი წელი გაატარა

60 წლის კიმ იონგ ჰი Samsung-ის სათაო ოფისთან მდებარე 25-მეტრიან ანძაზე 2019 წლის 10 ივნისს ავიდა და კომპანიისგან მისი უსამართლო გათავისუფლებისთვის ბოდიშის მოხდა და კომპენსაცია მოითხოვა. მას შემდეგ ის ანძაზე ცხოვრობდა. საკვებს და ტანსაცმელს მას თოკზე მიბმული კალათით აწვდიდნენ.

31 მაისი 2020, 00:20

COVID19

ჩილეში 111 წლის ქალმა კორონავირუსი დაამარცხა და მსოფლიო რეკორდი დაამყარა

ჩილეში, ქალაქ სანტიაგოს მცხოვრებმა 111 წლის ქალმა კორონავირუსი დაამარცხა და მსოფლიო რეკორდი დაამყარა. ამის შესახებ Daily Mail წერს.

31 მაისი 2020, 00:12

COVID19

ბელგიაში სმენადაქვეითებულთათვის გამჭვირვალე პირბადეები შეკერეს

ბელგიაში, ერთ-ერთმა მცირე საწარმომ სმენადაქვეითებულთათვის სპეციალური სამედიცინო პირბადეების წარმოება დაიწყო. ამის შესახებ euronews წერს. გამოცემის ცნობით, იდეა მას შემდეგ გაჩნდა, რაც საწარმოში დასაქმებულ შშმ პირებთან მენეჯმენტს და თანამშრომლებს ურთიერთობა გაუჭირდათ.

31 მაისი 2020, 00:10

ტექნოლოგიები

ისტორიაში პირველად SpaceX-მა და NASA-მ კოსმოსში კერძო კომპანიის ხომალდი გაუშვეს

ისტორიაში პირველად SpaceX-მა და NASA-მ კოსმოსში კერძო კომპანიის ხომალდი Crew Dragon გაუშვეს. SpaceX-მა საერთაშორისო კოსმოსურ სადგურზე NASA-ს ორი ასტრონავტის გაგზავნა.

თენგიზ ცერცვაძე

30 მაისი 2020, 23:55

საზოგადოება

თენგიზ ცერცვაძე: მედიცინაში ჩემი წასვლა ნაკლებად მოსალოდნელი იყო, მაგრამ ოჯახურმა ტრადიციებმა თავისი გაიტანა

ინფექციური საავადმყოფოს ხელმძღვანელმა, თენგიზ ცერცვაძემ, TV პალიტრას ეთერში, „ბლიცინტერვიუში“ საკუთარი ბავშვობა გაიხსენა. როგორც ცერცვაძე ამბობს, მას ბავშვობაში უყვარდა სპორტი, მათემატიკა და ნაკლებად მოსალოდნელი იყო მისი მედიცინაში წასვლა.

არჩილ თალაკვაძე

30 მაისი 2020, 23:28

პოლიტიკა

არჩილ თალაკვაძე: მთავარია, საქმე გავაკეთოთ - რეიტინგი არის გაკეთებულის შეფასება და მადლობას ვუხდით საზოგადოებას ამ მხარდაჭერისთვის

„მთავარია საქმე გავაკეთოთ - რეიტინგი არის გაკეთებულის შეფასება და მადლობას ვუხდით საზოგადოებას ამ მხარდაჭერისთვის. „ქართული ოცნება“ არის ის პოლიტიკური ძალა, რომელსაც 55 %-იანი მხარდაჭერა ნამდვილად არ უკვირს, საზოგადოების მხარდაჭერით ჩვენ წინა ექსვსი არჩევნები დამაჯერებლად მოვიგეთ და მოვემაზდებით გამარჯვებისთვის ამ არჩევნებშიც“,- ასე აფასებს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ტელეკომპანია „იმედის“ დაკვეთით „GORBI“-ის მიერ ჩატარებულ კვლევებს.

არჩილ თალაკვაძე

30 მაისი 2020, 23:20

პოლიტიკა

არჩილ თალაკვაძე: საქართველომ დაამტკიცა, რომ რთულ გამოწვევებთან გამკლავება შეუძლია

„საქართველომ ეფექტურად შეძლო ვირუსის შეკავება და ეს იყო ხელისუფლების, ჯანდაცვის სამსახურების, საზოგადოების და ინსტიტუტების, მათ შორის, ისეთის, როგორიცაა ეკლესია და ჩვენი მეგობრების, ამერიკის შეერთებული შტატების და ევროკავშირის ერთიანი ძალისხმევის დამსახურება. ჩვენ ყველამ ერთად შევძელით კოვიდ19-ის გავრცელება აგვეყვანა სრული კონტროლის ქვეშ და შეგვეჩერებინა მისი მასიური გავრცელება“, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძემ ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში განაცხადა.

არჩილ თალაკვაძე

30 მაისი 2020, 23:11

პოლიტიკა

არჩილ თალაკვაძე: რუსეთს მარტო ლუგარში კი არ უნდა შესვლა, მას უნდა შესვლა ყველაფერში, რაზეც საქართველოს წარმატებები დგას

პარლამენტის თავმჯდომარემ ლუგარის ლაბორატორიას კორონავირუსის წინააღმდეგ წარმატებით ბრძოლის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტი და დრაივერი უწოდა. როგორც არჩილ თალაკვაძემ გადაცემაში „ქრონიკა„ განაცხადა, ლუგარის ლაბორატორიაზე შეტევა რუსეთის მხრიდან, პირდაპირ უდრის რუსეთის, რ

დონალდ ტრამპი

30 მაისი 2020, 22:52

მსოფლიო

დონალდ ტრამპი: ლიბერალმა გუბერნატორებმა და მერებმა უფრო მკაცრად უნდა იმოქმედონ, ან ჩვენი სამხედროების შეუზღუდავ ძალას გამოვიყენებთ

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა შტატების ხელისუფლებას მოუწოდა, მკაცრად იმოქმედონ ძალადობრივი საპროტესტო აქციების აღკვეთის მიზნით.

არჩილ თალაკვაძე

30 მაისი 2020, 22:44

პოლიტიკა

არჩილ თალაკვაძე: თუ ოპოზიციის ეს ჯგუფი საკონსტიტუციო ცვლილებებს მხარს არ დაუჭერს, არჩევნებზე მძიმე პოლიტიკურ ფასს გადაიხდის

ოპოზიციის ეს ჯგუფი არჩევნებს ნებისმიერ თემაში გაცვლის. ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ საკონსტიტუციო ცვლილებებზე და ოპოზიციის ულტიმატუმზე საუბრისას განაცხადა, რომლის თანახმადაც ისინი გიორგი რურუას გათავისუფლებას ითხოვენ.

30 მაისი 2020, 22:44

სამართალი

ოზურგეთის სოფელ გურიანთაში ექვსი წლის ბავშვის ცხედარი იპოვეს

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ გურიანთაში ექვსი წლის ბიჭი, სახლიდან დაახლოებით ერთ კილომეტრში გარდაცვლილი იპოვეს.

დიმიტრი პესოვი

30 მაისი 2020, 22:16

COVID19

პუტინის პრესმდივანი: წვერი მექნება, ვიდრე კორონავირუსს ბოლომდე დავამარცხებ

პუტინის პრეს-მდივანმა იმიჯი შეიცვალა. დიმიტრი პესკოვმა წინაში საგრძნობლად დაიკლო და წვერი მოუშვა. „წვერი მექნება მანამდე, სანამ კორონავირუსს ბოლომდე დავამარცხებ. როგორც კი სამსახურში გავალ, გავიპარსავ“, -განაცხადა პესკოვმა გადაცემა „მოსკოვი, კრემლი, პუტინის“ ეთერში.

არჩილ თალაკვაძე

30 მაისი 2020, 22:04

პოლიტიკა

არჩილ თალაკვაძე: „ქართული ოცნება“ არის ის პოლიტიკური ძალა, რომელსაც 55%-იანი მხარდაჭერა ნამდვილად არ უკვირს

დღეს პარლამენტის მიმართ ნდობა მომატებულია და ამას ბევრი მიზეზი აქვს. ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ გადაცემაში „ქრონიკა“ განაცხადა. მან მთავარ მიზეზებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ პარლამენტმა ძალიან კარგად და სინქრონულად იმუშავა მთავრობასთან ერთად და იზრუნა თავის მოქალაქეებზე.

30 მაისი 2020, 21:57

მსოფლიო

ავღანეთში ტერაქტს ორი ჟურნალისტი ემსხვერპლა

ქაბულში მორიგი ტერორისტული აქტი განხორციელდა. ამის შესახებ Tolo News იტყობინება. ასაფეთქებელი მოწყობილობა ტელეარხ Khurshid-ის მიკროავტობუსში ამოქმედდა. აფეთქების შედეგად ტელეკომპანიის ორი თანამშრომელი დაიღუპა, ექვსი კი დაშავდა.

არჩილ თალაკვაძე

30 მაისი 2020, 21:40

პოლიტიკა

არჩილ თალაკვაძე: სამომავლოდ დაგვჭირდება უფრო გაბედული და მასშტაბური ინტერვენციები, რომ ეკონომიკის აღდგენა დროულად მოვახერხოთ

საქართველომ დაამტკიცა, რომ ეფექტურად მართა კოვიდ პანდემია, შეძლო ვირუსის შეკავება და ეს იყო ხელისუფლების, საზოგადოების, ინსტიტუტების, მათ შორის ეკლესიის, ასევე, მეგობრების - ევროკავშირის, აშშ-ის დამსახურება, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ გადაცემაში „ქრონიკა“ განაცხადა. მან ანტიკრიზისული გეგმის მიმართულებებზე ისაუბრა.

30 მაისი 2020, 21:32

ტაბლოიდი

ჯონ ლენონისა და მისი მკვლელის დღემდე უცნობი ფოტოები გამოქვეყნდა

გამოცემა Daily Mail-მა ჯონ ლენონის დღემდე უცნობი ფოტოები გამოაქვეყნა, რომლებიც მისი მკვლელობის დღეს, 1980 წლის 8 დეკემბერს არის გადაღებული.

30 მაისი 2020, 21:12

მსოფლიო

ინგუშეთში სპეცოპერაცია მიმდინარეობს

ინგუშეთის ქალაქ სუნჟაში კონტრტერორისტული ოპერაციის რეჟიმია გამოცხადებული. საინფორმაციო სააგენტო РИА Новости-ს ინფორმაციით, სამართალდამცველებმა მებრძოლთა ჯგუფი მოიქციეს ალყაში. ამ დროისათვის ოპერაციის დამასრულებელი ფაზა მიმდინარეობს.